From : Luka Pertaia <luka.pertaia@oc-media.org>
To : nmamaladze@moh.gov.ge
Subject : Fwd: კითხვები შრომით ინსპექციასთან დაკავშირებით | OC Media
Received On : 15.02.2018 14:11

ქალბატონო ნინო,

შეგახსენებთ, რომ ისევ ველოდებით თქვენს პასუხებს ჩვენ მიერ გამოგზავნილ კითხვებზე. იმედს ვიტოვებთ, რომ უყურადღებოდ არ დაგრჩებათ.

გმადლობთ,
პატივისცემით,

ლუკა

Luka Pertaia

Staff Writer


---------- Forwarded message ----------
From: Luka Pertaia <luka.pertaia@oc-media.org>
Date: 2018-02-13 16:17 GMT+04:00
Subject: კითხვები შრომით ინსპექციასთან დაკავშირებით | OC Media
To: nmamaladze@moh.gov.ge


ქალბატონო ნინო,

გიკავშირდებით გამოცემა OC Media-დან, რომელიც კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს ძირითადად ინგლისურ და რუსულ ენებზე.

როგორც ტელეფონით გითხარით, გვაინტერესებს, რამდენჯერ ჩაატარა შრომითი ინსპექტირება სამინისტრომ იმ სამუშაო ობიექტებზე, სადაც კომპანია ‘ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი’ (China Railway 23rd Bureau Group) მუშაობს/მუშაობდა 2010 წლიდან დღემდე;

ასევე, გვაინტერესებს, რა შედეგი აჩვენა თითოეულმა ინსპექტირებამ (საკმარისი იქნება ინფორმაცია, ამა თუ იმ ინსპექტირებამ გამოავლინა თუ არა რაიმე სახის დარღვევა); 

გთხოვთ, თუკი მოახერხებთ, გვაცნობოთ, რა სამუშაო ობიექტებზეა საუბარი (გვირაბი, სარკინიგზო ლიანდაგი, ხიდი, ა,შ) და, თუ მოახერხებთ, მოგვაწოდოთ ამ ობიექტების გეოგრაფია (სად მდებარეობდა ესა თუ ის ობიექტი);

დამატებით გვაინტერესებს, ინსპექტირება ამ ობიექტებზე მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდა, რაც რაიმე შემთხვევა მოხდა, თუ სამინისტრომ დამოუკიდებლად, პრევენციის მიზნით გადაწყვიტა ობიექტის შემოწმება;

კომპანია 2010 წელს არის საქართველოში რეგისტრირებული, შესაბამისად, ეს თარიღი ავიღეთ ათვლის წერტილად, თუმცა ვიცით, რომ სამინისტრო მხოლოდ 2013 წლიდან ატარებს ინსპექტირებას, ამიტომ სტატისტიკა 2013 წლიდანაც მისაღებია.

ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ეს კითხვები გვაქვს, 

მადლობას გიხდით ყურადღებისათვის,
პატივისცემით,

ლუკა პერტაია, 

Luka Pertaia

Staff Writer


OC Media brings you the latest news, commentary, multimedia, and investigations from north and south of the Caucasus, with in-depth analysis of the issues, movements, conflicts and people shaping the region.

We strive to shed light and offer a variety of perspectives on ongoing social, economic and political developments in the region, including in: human rights, ethnic and religious minorities, labour rights, gender and queer issues, development, as well as conflict dynamics in the region.

Utilising our network of correspondents, including local and international experts, political actors, and civil society activists, OC Media aims to stimulate constructive debate and provide balanced, fact-checked information. We post fresh news and features daily, and collaborate with a number of local media partners to translate their content into English and Russian.