From : Tamta Tamazashvili <ttamazashvili@gov.ge>
To : Nino Shubladze <nshubladze@moh.gov.ge>; nino mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>
Subject : Fwd: რუსთავის კამპუსის გახსნა
Received On : 27.10.2016 11:02

გოგოებო აქ აპირებს პმ წასვლას და 
გთხოვთ თქვენი რეკომენდაციაც მომწერეთ რაა

Sent from Tamta's iPhone

Begin forwarded message:

From: George Mirtskhulava <gmirtskhulava@gov.ge>
Date: October 26, 2016 at 19:57:45 GMT+4
To: Maia Tskitishvili <mtskitishvili@gov.ge>, Mako M <makom1976@gmail.com>, Tamta Tamazashvili <ttamazashvili@gov.ge>, Sopo Mosidze <smosidze@gmail.com>, Khatuna Moseshvili <kmoseshvilI@gov.ge>, Salome Gagua <sgagua@gov.ge>
Subject: Fwd: რუსთავის კამპუსის გახსნა

ანაკლიაში ბოლო ვიზიტისას ამ კაცს დაპირდა პრემიერი აუცილებლად ჩამოვალო და მეც მთხოვა ჩაინიშნე და წავიდეთო. ხათუნა და სალომე, იქნებ ჩანიშნოთ განრიგში და კიდევ ერთხელ შევუთანხმოთ



Sent from my Samsung device


-------- Original message --------
From: Dimitry Tvildiani <tvildianid@aol.com>
Date: 10/26/16 19:42 (GMT+04:00)
To: George Mirtskhulava <gmirtskhulava@gov.ge>
Subject: რუსთავის კამპუსის გახსნა

მოგესალმებით ბატონო გიორგი

მინდა მოკლედ გაცნობოთ ჩვენი ისტორიისა და გეგმების შესახებ:

  დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსდა 27 წლის წინ - 1989 წელს, და თავიდან იგი სამედიცინო ინსტიტუტ "აიეტი"-ს სახელით ფუნქციონირებდა. 2004 წელს მას მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი და ეწოდა მისი დამფუძნებლის და პირველი რექტორის სახელი . 

  უნივერსიტეტში  მოქმედებს სამკურნალო ფაკულტეტი, სამედიცინო რეზიდენტურა, დოქტურანტურა და საექთნო კოლეჯი.

  ჩვენი ყველა პროგრამა აგებულია საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად, სწავლა მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ჩვენი დიპლომი ვერიფიცირებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის, ევროპის სამედიცინო განათლებს ასოციაციისა და აშშ სამედიცინო სალიცენზიო კომისიის მიერ.

  ჩვენს კურსდამთავრებულთაგან 170-ზე მეტი ექიმი მუშაობს ევროპის და ამერიკის ჰოსპიტლებსა და უნივერსიტეტებში წამყვან პოზიციებზე:
 ასე მაგალითად, ჩვენი კურსდამთავრებულები არიან - მსოფლიოში ცნობილი Cleveland Clinic -ის სამედიცინო დირექტორი, კოლუმბუსში - მთავარი პედიატრი, პენსილვანიაში - მთავარი ფსიქიატრი, ბევრ საავადმყოფოში - განყოფილების გამგე, რეზიდენტურის ხელმძღვანელი და ა.შ.

   დიდია ინტერესი ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ უცხოელ სტუდენტებს შორის; ამჟამად გვყავს 200-ზე მეტი სტუდენტი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან, და ეს ინტერესი ყოველწლიურად  იზრდება.

   იმის გამო, რომ თბილისში ჩვენი უნივერსიტეტის ტერიტორიული შესაძლებლობები შეზღუდულია, გადავწყვიტეთ ავაშენოთ კამპუსი რუსთავში, სადაც ერთად იქნება მოთავსებული სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა,  საცხოვრებელი ოთახები, სტუდენტური სასადილო, და ასევე სპორტული მოედნები. ანუ ყველაფერი ის, რაც ესაჭიროება სტუდენტს ნაყოფიერი მუშაობისთვის.

  ჩვენი კამპუსი დიდი არ არის, - სულ 400 მდე უცხოელი  სტუდენტის საცხოვრებლად არის გათვალისწინებული, თუმცა უცხოელთა გარდა ის ადგილობრივი სტუდენტების მომსახურებასაც გასწევს.  

  რატომ რუსთავი?

  პირველი - იმიტომ რომ თბილისისგან განსხვავებით აქ არის ბევრი გაშლილი ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელი და გამოუყენებელია;

   მეორე - რუსთავი ახლოს არის თბილისთან, ადვილი მისასვლელია პედაგოგებისთვის მატარებლით თუ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით,  და ახალი ავტომაგისტრალის გახსნის შემდეგ იგი პრაქიკულად დადაქალაქის ერთგვარ სატელიტად გადაიქცევა.

    მესამე - თბილისისგან განსხვავებით რუსთავი გაცილებით უფრო წყნარია, ნაკლებად უფანტავს სტუდენტს ყურადღებას და  მუშაობისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის.   მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების დიდი უმრავლესობაც ხომ სწორედ პატარა ქალაქებში ან ქალაქის გარეუბნებშია მოთავსებული.

   ძალიან დიდი ენთუზიაზმით აღვიქვით ბატონ გიორგისა და ბატონი ბიძინას ინიციატივა ქუთაისში საერთაშორისო ტექნიკური სასწავლო - სამეცნიერო ჰაბის შექმნის შესახებ. 

   უცხოელი სტუდენტები ქვეყანაში ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ: ერთ სტუდენტს საშუალოდ 15 -20 ათასი დოლარი შემოაქვს წელიწადში საქართველოში. დღეს დაახლოებით 12 000 მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში, ანუ მათ თითქმის 240 მლნ აშშ დოლარი შემოაქვთ ქვეყანაში. სახელმწიფოს მხრიდან მცირე ხელშეწყობით ამ ციფრის 4-5 ჯერ გაზრდა შეიძლება უახლოეს 2-3 წელიწადში.

   განათლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების დაახლოებით ნახევარი სამედიცინო სპეციალობებზე სწავლობს.
    რუსთავს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ქუთაისის მსგავსად, საერთაშორისო სასწავლო ცენტრი გახდეს- მედიკო-ბიოლოგიურ სფეროში.
   ეს რუსთავს ახალ ფუნქციას მისცემს, და თბილისელ პროფესორ-მასწავლებლებთან  ერთად  ბევრ ადგილობრივ მაცხოვრებელს დაასაქმებს.

    სწორედ ამაზე ვესაუბრე ბატონ გიორგის ანაკლიაში და მას ეს იდეა ძალიან მოეწონა.
    ჩვენი უნივერსიტეტის კამპუსი შესაძლებელია ამ ჰაბის პირველი მერცხალი გახდეს.
   გეპატიჟებით მის გახსნაზე კვირას, 6 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე.
კამპუსის მისამართია: ახალი რუსთავი, სანაპიროს ქ. 79

   პატივისცემით,

   დიმიტრი ტვილდიანი,


   დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის
                          პრეზიდენტი


This email was scanned by Bitdefender