გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ბიზნესის კორპორატული პასუხისმგებლობისადმი მიძღვნილ ფორუმში. ეს არის ცოცხალი პრეზენტაციები, რომლის მიზანია გააცნოს მედიას, 2016 წელს, კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები. კომპანიებმა პასუხი უნდა გასცენ მთავარ კითხვას? რა სარგებელი შეუქმნეს მათ სოციუმს, რომელშიც ისინი აწარმოებენ ბიზნესს და საიდანაც ღებულობენ მოგებას.
კომპანიის თითოეულ წარმომადგენელს აქვს 15 წუთი პრეზენტაციისთვის და 10 წუთი - კითხვა-პასუხისთვის.
დებატები თემებზე: - საბანკო და ონლაინ სესხები: პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე
- საწვავის დისტრიბუცია და გავლენა გარემოზე
- სოციალური საწარმოები: დევნილთა და სოციალურად დაუცველთა დასაქმების შესაძლებლობები
- როგორ გავხადოთ ბიზნესი სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიად?
წინა წლის სპიკერები შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://CSR.eventgrid.com
შარშანდელ ფორუმზე 167 მონაწილე დარეგისტრირდა.
პატივისცემით,
ზვიად ფოჩხუა
The FINANCIAL
მთავარი რედაქტორი
"მომდევნო დეკადაში, ყველაზე წარმატებული კომპანიები იქნებიან ისინი, რომლებიც მოახდენენ მდგრადობის ინტეგრირებას ძირითად საქმიანობაში"
Jim Owens, CEO Caterpillar
"ბიზნესი არ უნდა იწარმოებოდეს მხოლოდ ფულისთვის. ის უნდა იყოს საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობისთვის. ხალხის და არა პირადი სარგებლისთვის"
Anita Roddick, Founder, Body Shop