From : Nato Gubeladze <nato2727@gmail.com>
To : nmamaladze@moh.gov.ge
Subject : PSnews.ge_linkebi da shekitxvebi
Received On : 19.05.2016 07:20

ნინო გამარჯობა,
გიგზავნით ლინკებს, სადაც გამოქვეყნდა პატიმრის მეუღლის პირველი წერილი http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=59772 და შემდეგ რედასქციის მომზადებული წერილი http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=59774

ჩვენ გვინდა რომ გვქონდეს სტატიის მთავარი ადრესატის, ბატონ ზაზა სოფრომაძის პასუხი
პატიმარ ტარიელ ფოცხვერიას მეუღლის ბრალდებებთან დაკავშირებით. კერძოდ, გიგზავნით რამდენიმე შეკითხვას და გთხოვთ, მოგვაწოდოთ პასუხები:

1. ბატონო ზაზა,  პატიმარ ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ბრალს გდებთ, რომ მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომლის გადაწყვეტილებაზეც დამოკიდებულია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პატიმრის სიცოცხლის ბედი, შეგნებულად ჭიანურდება, რომ ყველა დოკუმენტი არსებობს, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და მეორე თვეა, კომისიის სხდომა არ ტარდება - გვაინტერესებს თქვენი კომენტარი, რატომ ჭიანურდება სხდომის დანიშვნა,რა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზებთან გვაქვს საქმე და  რაიმე პოლიტიკური მიზეზებიც ხომ არ არის ამ საკითხში?

2. როდის გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, სადაც ზემოთაღნიშნული პატიმრის გათავისუფლების საკითხი უნდა განიხილოთ?

3. და ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ კომისიის თავმჯდომარე 2-3 კვირაა, თქვენ აღარ ხართ და ნინო ბერძულია, თუმცა, კომისიის წევრებმა ჯერ არაფერი იციან ამაზე,
გთხოვთ ზუსტად მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ ეს მართალია, როდის და კონკრეტულად რომელი დოკუმენტით დასტურდება, და მოგვაწოდოთ ამ დოკუმენტის ასლი.

გთხოვთ, დამიდასტუროთ ამ წერილის მიღება.

წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის და ველოდებით თქვენგან ამომწურავ პასუხებს.


პატივისცემით, ნატო გუბელაძე
გაზეთ "პოსტსკრიპტუმისა" და ინტერნეტგამოცემა www.psnews.ge - ს მთავარი რედაქტორი
577247711; 599107794