From : Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge>
To : Teona Doliashvili <t.doliashvili@smr.gov.ge>
Subject : RE: C elimination campaign
Cc : nmamaladze@moh.gov.ge
Received On : 07.06.2017 07:00

თეონა!

მადლობა ოპერატიულად გამოხმაურებისა და  თანამშრომლობის ნების გამოხატვისათვის.

ც ჰეპატიტის ელიმინაციის კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა ნუსხაში თქვენ მიერ შემოთავაზებული ლოკაცია და ღონისძიებები ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისათვის.  ჯანდაცვის სამინისტროს პიარ დეპარტამენტი განიხილავს თქვენ მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და  შეადგენს მისი განხორციელების სავარაუდო გრაფიკს.   ზუსტ თარიღებსა და პროცედურებზე კი უახლოეს დღეებში   უკვე ერთობლივი შეხვედრისას შევთანხმდებით.

 

კიდევ ერთხელ მადლობა თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით,

მაია თაბაგარი

 

From: Teona Doliashvili [mailto:t.doliashvili@smr.gov.ge]
Sent: Wednesday, June 07, 2017 10:45 AM
To: nmamaladze
@moh.gov.ge; Maia Tabagari
Subject: C elimination campaign

 

 

მაია, ნინო

მოგესალმებით,

 

თქვენი სამინისტროს სუპერ-კამპანიის ფარგლებში, რომელიც ც ჰეპატიტის ელიმინაციას გულისხმობს, გთხოვთ განიხილოთ  ჩვენი სამინისტროს კურატორობის ქვეშ მყოფი რეგიონების მოსახლეობის ჩართვის შესაძლებლობა, ადგილებზე თქვენი მობილური სკრინინგის მანქანის ჩაყვანის გზით.  1. ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებული სოფლები. 2. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები.

 

ჩვენ გთავაზობთ 4 ლოკაციას

·         თამარაშენი, რის მახლობლადაც  ცოტა ხნის წინ ოსებმა, თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე  დააანონსეს მავთულხლართების გაბმა და მოსახლეობა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენ ვაპირებდით ისედაც წასვლას და შეხვედრას ადგილობრივებთან, მაგრამ დამატებით ეს  თემა კარგი მესიჯი იქნება მოსახლეობისთვის. ქეთევანთან ერთად თუ ბატონი დავითიც იქნება, ეფექტიანობის მხრივ შედეგი გაორმაგდება, ცხადია.

·         მარნეული

·         ახალქალაქი

·         პანკისის ხეობა

 

ჩვენი მხრიდან მინისტრი ან მოადგილე ოთხივე ლოკაციაზე იქნებიან წარმოდგენილი.

გთხოვთ, განიხილოთ რამდენად შესაძლებელია თქვენი მხრიდან განხორციელება; კალენდარზე, მედია გეგმაზე და სხვა დეტალებზე შევთანხმდეთ ერთად.

 

პატივისცემით

 

 

 

 

 

 

 

 

Teona Doliashvili

 

Public Relations Manager

@ Office of State Minister of Georgia

For Reconciliation and Civic Equality