From : Davit Torua <dtorua@moh.gov.ge>
To : sopo umikashvili <sumikashvili@moh.gov.ge>; dsergeenko@moh.gov.ge
Subject : Re: გარდაცვალება ჩაქვში
Cc : vkvaratskhelia@moh.gov.ge; zsopromadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge
Received On : 18.07.2016 12:09

მოგესალმებით, დაბა ჩაქვში სასტუმრო "ოაზის"-თან სანაპიროზე პაციენტ ირაკლი მამამთავრიშვილთან გამოძახება შემოვიდა 12:00-ზე, გამოძახების მოტივი "უგონო". ბრიგადა (ექიმი ინგა ზოიძე) შემთხვევის ადგილზე მივიდა 12:08- ზე. ადგილზე მისულ ბრიგადას დახვდა პაციენტი ირაკლი მამამთავრიშვილი 70 წლის, რომელსაც არ აღენიშნებოდა პულსაცია მაგისტრალურ სისხლძარღვებზე და შეწყვეტილი იყო სუნთქვა. რეანიმაციული ღონისძიებები დაწყებული იყო ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე მყოფი ექიმების მიერ და გაგრძელდა სსდ ექიმის ჩართულობით. რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო და დაფიქსირდა სიკვდილი. ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადები დაკომპლექტებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 3 აპრილის 01-17/ნ "სასწრაფო დახმარების ბაზისური მედიკამენტების და ბაზისური სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებისათვის მინიმალური მოთხოვნების და პროგრამა „მომავლის ბანაკით“ განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის დამტკიცების შესახებ" ბრძანების შესაბამისად. ზემოთ აღნიშნულ ბრძანებაში არ არის სავალდებულო ჩამონათვალში ლარინგოსკოპი, საინტუბაციო მილი და ნაზოგასტრალური ზონდი. მიუხედავათ აღნიშნულისა სასწრაფო დახმარების ბრიგადები აღჭურვილია კომბინირებული საინტუბაციო მილებით. აღნიშნული მილი არის ლარინგოსკოპის, საინტუბაციო მილის და გასტრალური ზონდის ალტერნატიული საშუალება. ამ კონკრეტულ შემთხვევაზეც ბრიგადას ჰქონდა აღჭურვილობაში კომბინირებული საინტუბაციო მილი. რაც შეეხება დეფიბრილატორს, 2015 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი იქნა 40 ერთეული დეფიბრილატორი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისათვის, რომელიც გადანაწილდა ცენტრის რეგიონალურ სამსახურებში, შესაბამისად დაბა ჩაქვში განთავსებულ ბრიგადას არ ქონდა აღჭურვილობაში დეფიბრილატორი. როგორც თქვენთვის ცნობილია, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში შეძენილი იქნა 136 ერთეული დეფიბრილატორი და სექტემბრის თვისთვის დაგეგმილია მოწოდება და რაიონულ სამსახურებზე გადანაწილება. პატივისცემით, დავით ტორუა სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მ/შ. ტელ. 599899001 -----Original Message----- From: "sopo umikashvili" To: dsergeenko@moh.gov.ge Cc: vkvaratskhelia@moh.gov.ge, zsopromadze@moh.gov.ge, kdzimistarishvili@moh.gov.ge, nshubladze@moh.gov.ge, nmamaladze@moh.gov.ge, dtorua@moh.gov.ge Date: Mon, 18 Jul 2016 14:55:39 +0400 Subject: გარდაცვალება ჩაქვში > მოგესალმებით, > > > დაგვიკავშირდა ჩაქვში > სასატუმრო "ოაზისი"-ს დაცვის > თანამშრომელი (საკ. > ტელ.: 579222022) და მოგვაწოდა > შემდეგი ინფორმაცია: > სასტუმროში მიმდინარეობს > ექიმების კონფერენცია. > ერთერთ ექიმს (ირაკლი > მამამთავრიშვილი) დასჭირდა > სასწრაფო სამედიცინო > მომსახურება > სანაპიროზე, ბრიგადა > ადგილზე იყო, მაგრამ ვერ > გაეწია გადაუდებელი > მომსახურება. ვესაუბრეთ > სტუმარ რეანიმატოლოგს > რომელიც ითხოვდა > "ლარინგოსკოპს", "მილს" და > "ნაზოგასტრალურ > ზონდს"-თავად გავუწევ > მომსახურებასო. ითხოვდა > "შესაბამისი აღჭურვილობის" > ბრიგადის ადგილზე > გაგზავნას. > ასევე აფიქსირებენ, რომ > სასწრაფოს ბრიგადას არ > ქონდა დეფიბრილატორი. > პაციენტი გარდაიცვალა. > > > > პატივისცემით, > > შრომის, ჯანმრთელობისა და > სოციალური დაცვის > სამინისტროს > ღონისძიებათა დაგეგმვისა > და საზოგადოებასთან > ურთიერთობის > სამმართველოს უფროსი > > სოფიო უმიკაშვილი >