ქალბატონო
ნინო, ბოდიშს ვიხდი -
ცოტა
დავაგვიანე(თ)
პასუხის მოწერა.
რამდენიმე მომენტი
გავიარეთ/დავაზუსტეთ,
მაგრამ ძალიან
ბევრი კითხვა
დაგვრჩა
პასუხგაუცემელი... ვეცდებით,
ხვალ, დღის პირველ
ნახევარში მზად
ვიყოთ და
წარმოვადგინოთ
დამაჯერებელი
მოსაზრება/დამოკიდებულება.
თუმცა, მთავარი ისაა,
რომ უშუალოდ ამ
დასახელებით,
კლინიკას ჯერ
სააგენტოსთვის არ
მოუმართავს
და აქედან
გამომდინარე,
რამდენად
შესაბამისობაშია/ახლოსაა
დანართში
წარმოდგენილი თურქული
კლინიკის სურათებით
გადმოცემულ
მონაცემებთან,
შეუძლებელია
შედარება.
ისე,
დამფუძნებლები
ძირითადად არიან,
მარდალეიშვილის
კლინიკასთან
მდებარე სხივური
თერაპიისა და
რადიოლოგიის
კლინიკის, რომელზეც
ნებართვა გასული წლის
აგვისტოში გაიცა.
საუკეთესო სურვილებით,
გია თვალავაძე
-----Original Message-----
From: "nino mamaladze"
To: gtvalavadze@moh.gov.ge
Date: Thu, 04 May 2017 18:21:13 +0400
Subject: Fwd: სხივური მედიცინის
ცენტრი - LIV Hospital გახსნა
ბატონო გია მოგესალმებით;
ამ კლინიკის გახსნაზე
მფლობელებს უნდათ
პრემიერის დაპატიჟება და
პრემიერის
ადმინისტრაციას ჩვენგან
უნდა რეკომენდაცია
რამდენად ღირს მისი წასვლა,
მინისტრმა მითხრა, რომ მე არ
გამიგია ვინ არიან და გიას
კითხეო თუ სმენია ამ
ახალი კლინიკის შესახებ და თუ
ღირს პრემიერის წასვლაო.
თქვენ თუ გსმენიათ და
თუ გაუწევთ რეკომენდაციას?
მოგესალმებით,
იხსნება უპრეცედენტო
სხივური მედიცინის ცენტრი
,რომელიც არის აღჭურვილი
მაღალი სტანდარტებით ,სადაც
მუშაობს თურქეთიდან
მოწვეული ექიმები ,
თარიღი გახსნის იქნება
ივნისის დასაწყისში ,აქვთ
სურვილი მოიწვიონ პრემიერი
გახსნაზე და თარიღიც
შესაბამისად გადაწყდება .
ძირითადი განსხვავება
არსებულ კონკურენტებთან
არის ის რომ, ქართველი
მომხმარებელი მიიღებს
ხელმისაწვდომ ფასში იმ
მაღალხარისხიან და
ძვირადღირებულ
მომსახურებას საქართველოში
რასაც სთავაზობს თურქეთი.
გარდა ამისა ხელს შეუწყობს
საქართველოში სამკურნალო
ტურიზმის განვითარებას და
დაეხმარება ქვეყნის იმიჯის
გამოსწორებას სამედიცინო
კუთხით.
ინფორმაციისთვის ასევე
გაწვდით დეტალებს :
1,კლინიკისთვის დღეის
მდგომარეობით განხორციელდა 19
000 000 ლარის ინვესტიცია
2. კლინიკის დამფუძნებლების
სია: 1.შპს"ნიუ ლაიფ+" -60%
2. ფ/პ დავით
ტატიკიშვილი -5%
3. ფ/პ დიანა
პალაგაშვილი
-5%
4.ფ/პ ქეთევან
უცუნაშვილი-10%
5. ფ/პ ნინო
ბულგაკოვა-
ელიზბარაშვილი-10%
6. ფ/პ ზურაბ
ზურაბიშვილი-10%.
4.სახელმწიფო დაფინანსებით არ
უსარგებლიათ
ასევე გიგზავნით კატალოგს
სადაც დეტალურად არის
მოცემული დეტალები
პატივისცემით