From : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
To : Nino Shubladze <nshubladze@moh.gov.ge>
Subject : Re: info
Cc : nmamaladze@moh.gov.ge
Received On : 02.03.2017 19:59

ჩვენი ტექსტი უფრო აქცენტირებული უნდა იყოს "სააფთიაქო ნარკომანიის" საფრთხეებზე და ამ გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე მასთან ბრძოლაში.

Sent from my iPhone

On Mar 2, 2017, at 23:54, Nino Shubladze <nshubladze@moh.gov.ge> wrote:

ბატონო დავით, 
გიგზავნით საგამოძიებო სამსახურის პრეს რელიზის  ტექსტს, თითქმის იგივეა
რაც თქვენ ჩაგვიგდეთ. მაინც გადახედეთ და ჩვენი ნაწილი რა იქნება უკვე ჩვენ
გავიაროთ . 

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად ახორციელებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლის სხვადასხვა მოქმედებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. უკანასკნელი წლების განმავლობაში საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის არაერთი ფაქტი, რის შედეგადაც დაკავებულ და პასუხისგებაში მიცემული 68 პირი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ აღკვეთის მიზნით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივადგატარებული მოქმედებების შედეგად, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტებისიმპორტიორი კომპანიების: შპს „ნეტ ფარმა საქართველოს“ ხელმძღვანელი პაატა გურგენიძე და შპს „ნიუ ჯორჯია 555“-ს დამფუძნებელი დავით სამუშია დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილი არამართლზომიერ გარიგებაშიიმოფებოდა შპს „ნეტ ფარმა საქართველოს“ და შპს „ნიუ ჯორჯია 555“-ს ხელმძღვანელ პირებთან, რაც გამოიხატებოდა აღნიშნული კერძო სუბიექტებისათვის უპირატესობის მინიჭებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით.

კერძოდ, დავით მაჭარაშვილის დაქვემდებარებაში არსებული დეპარტამენტის მოვალეობაში შედიოდა შეესწავლა თითოეული იმპორტიორის განაცხადი,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული ნივთიერებების იმპორტთან დაკავშირებით და მიეღო მოტივირებული, დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება. დავით მაჭარაშვილი, შპს „ნეტ ფარმა საქართველოს“ და შპს „ნიუ ჯორჯია 555“- ხელმძღვანელების წაქეზებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, ზემოაღნიშნულ ორ კომპანიას სისტემატურად ანიჭებდა არამართლზომიერ უპირატესობას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტებისიმპორტის ნებართვის გაცემაზე, რის შედეგადაც ქვეყანაში შემოდიოდა იმაზე გაცილებით მეტი რაოდენობის ფსიქოტროპული მედიკამენტი, რისი რეალური საჭიროებაც არსებობდა. ქვეყანაში შემოსული ჭარბი რაოდენობის მედიკამენტი, ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად ხვდებოდა უკანონო ბრუნვაში, რითაც ხდებოდა „სააფთიაქო ნარკომანიის“ ხელშეწყობა, ამავდროულად აღნიშნული მედიკამენტების მომხმარებლისთვის მიწოდება ხდებოდა დიდი ფასნამატით (რიგ შემთხვევებში 2 525%)

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ორი კომპანიის კვოტირების წილი ფსიქოტროპული მედიკამენტების მთლიან სეგმენტში 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა დავით მაჭარაშვილმა, 1%-დან გაიზარდა 80%-მდე, ხოლო იმპორტირებული ნივთიერებების რაოდენობა, 172 კილოგრამიდან გაიზარდა 1880 კილოგრამამდე. 

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამ ეტაპზე გამოვლენილია 60 000 000-ზე მეტი რაოდენობის ფსიქოტროპული მედიკამენტის უკანონო ბრუნვაში მოქცევის ფაქტი, ხოლო მედიკამენტების მომხმარებელთა შორის არიან არასრულწლოვანი პირები, მედიკამენტების მიღება კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 3 წლამდე.

მავდროულად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავ აგრძელებს მუშაობას დავით მაჭარაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებშიმონაწილე სხვა პირთა დადგენა იდენტიფიცირების მიზნით.

ნინო შუბლაძე

On Mar 2, 2017, at 22:43, David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> wrote:

ასეთი თემაა- ხვალ უნდა დავაორგანიზოთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ერთობლივი ბრიფინგი (წერილის ბმულში) მოყვანილ თემაზე.
ხვალ 12 ზე კანცელარიაში მაქვს პრემიერთან შეხვედრა და იქამდე ან იმის მერე უნდა გავაკეთოთ.
 იქნებ დაუკავშირდეთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პიარს და დავაორგანიზოთ.
 ტექსტი ჩვენი მხრიდან ცოტა განსხვავებული იქნება და უფრო ხაზგასმული იქნება სააფთიაქო ნარკომანიის საფრთხეები და ამ ამბის მნიშვნელობა მასთან ბრძოლაში.