| From : | Press of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | ketevandolidze@hotmail.com |
| Subject : | jandacva-მთავრობის სხდომა |
| Cc : | nshubladze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge |
| Received On : | 04.05.2016 11:27 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს:
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის “ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
პანკისის ხეობის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის საპროექტო მომსახურების შესყიდვა .
---
,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“
პენიტენციური დაწესებულებების დატოვების შემდეგ ( დროებით ან მუდმივად გათავისუფლებული მსჯავრდებულების შემთხვევაში) ბენეფიციარების ,,C ჰეპატიტის მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფა.
---
„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
„ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ კაპიტალიდან მესტიის საავადმყოფოს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გადაცემა.
---
კომპანია Abbott Diagnistics-ის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრანტის ასათვისებლად განსახორციელებელი ღონისძიებები
C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ხელშეწყობა და Architect HCV core ანტიგენის ტესტის გამოყენების ეფექტურობის შეფასება/ ვალიდაცია HCV დადებითი პაციენტებში ანტივირუსული თერაპიის მონიტორინგის პროცესში.
---
,,2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“- ორსულებში ფოლიუმის მჟავით უზრუნველყოფის პირობების გამარტივება;
---
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ- ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) საქართველოში სამეცნიერო წარმომადგენლობის მიერ ლუგარის კვლევითი ცენტრის მუშაობასთან და მის საოპერაციო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება . 2016 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია 524 625 აშშ დოლარი.
---
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის , მისი გადახდის , გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის N565 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ მომსახურების საფასურებში ცვლილებები, (სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მოხდა ეროვნულ სამედიცინო ტრენინგ- ცენტრში სასწავლო/ სატრენინგო/საკონფერენციო ან სხვა მიზნებისათვის შენობის პირველ სართულზე ფოიეს დროებით სარგებლობაში გადაცემისა ღირებულების განისაზღვრა)