From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : kal-jandacva
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 23.08.2016 08:40
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 23.08.2016

ტელევიზია 

23.08.2016

არხი:          бѓ˜бѓ›бѓ”დი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. ამჟამად კლინიკის ძირითადი და დამხმარე შენობები უკვე აშენებულია. მიმდინარე სამუშაოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმსრულებელი დირექტორი გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძე: "სოფელ ტყვიავში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს პროექტს. ჩვენ შარშან დავიწყეთ მშენებლობა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3853978

---

22.08.2016

არხი:          1 არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ”

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს, ერთადერთი შემოსავალი კი ბებიის პენსიაა. ზურაბ ძაულიაშვილი უგონო მდგომარეობაშია. საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ იგი საავადმყოფოდან სახლში გადაიყვანეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3853254

---

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

23.08.2016     

მედიასაშუალება: აჭარა

ზურაბ პატარაძემ ღორჯომელებს დანაპირები შეუსრულა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატრაძეს რამდენიმე დღის წინ, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას, სოფელ ღორჯომის მცხოვრებლებმა სამედიცინო მომსახურებაში არსებულ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მთავარი, რაზეც მათ ყურადღება გაამახვილეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის გაუმართაობა იყო. რეგიონის პირველი პირი ღორჯომელებს შეჰპირდა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ამ საკითხს გადაუჭრიდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3853893&name=23.08.2016+-+%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.08.2016     

მედიასაშუალება: ახალი გაზეთი

თავისუფლება, სწრაფი განვითარება , კეთილდღეობა!

2012 წლიდან საქართველოში დემოკრატიის ხარისხი და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა თვისებრივად გაუმჯობესდა: 2012 წელს საქართველო 24 000 პატიმრით ევროპაში პირველ ადგილზე იყო. დღეისათვის ეს მაჩვენებელი ორნახევარჯერ, ანუ 9 700 პატიმრამდე შემცირდა. აღიკვეთა ტოტალური თვალთვალის, მოსმენისა და შანტაჟის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მთავარ იარაღად იყო ქცეული . აღიკვეთა არჩევნების გაყალბების პრაქტიკა. საყოველთაო აღიარებით, 2013 და 2014 წლების არჩევნები დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით ჩატარდა . 2013-2016 წლებში ხელისუფლება ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის , განათლებისა და კულტურის სფეროებში ქმედით პოლიტიკას ახორციელებდა . 2016 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ადრეული კიბოს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პირების ძვირადღირებული მედიკამენტით უზრუნველყოფა . ძუძუს კიბოს მქონე საქართველოს მოქალაქე ქალბატონებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტის ღირებულების 80%-ს აფინანსებს. შეიქმნა "სოლიდარობის ფონდი", რომელმაც სიმსივნით დაავადებული 275 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა. ფონდის ამოქმედების შემდეგ, უსახსრობის გამო საქართველოში სიმსივნით არცერთი ბავშვი არ გარდაცვლილა. ხელისუფლების ქმედითი ნარკოპოლიტიკის შედეგად, 99%-ით შემცირდა ე.წ . "კრაკადილის ", "ვინტისა " და "ჯეფის", ხოლო 90%-ით - ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. დევნილების პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი დაფინანსება გასამმაგდა. 2013-2016 წლებში საცხოვრებელი ბინა 6 000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო. 2012 წელთან შედარებით, განათლების სფეროს ბიუჯეტი 56%-ით გაიზარდა . 41%-ით გაიზარდა უმაღლესი განათლების, ხოლო 83%-ით - პროფესიული განათლების დაფინანსება. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას" ძალზე მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. თუმცა, ამ გარემოებისა და რეგიონში არსებული ეკონომიკური პრობლემების მოუხედავად, ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყო. ხელისუფლების ქმედითი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, "მსოფლიო ბანკის" პროგნოზის შესაბამისად, 2017-2018 წლებში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. "ქართულმა ოცნებამ" აქცენტი წარმოების განვითარებაზე გააკეთა. მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად მიზნობრივი პროგრამები განხორციელდა. პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 400 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია გაიცა და მხარი დაეჭირა 187 საწარმოს. სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა. შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 26 474-მა ბენეფიციარმა , გაიცა 700 მილიონი ლარის და 208 მილიონი დოლარის სესხები. წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45 000 ჰექტარიდან 106 000 ჰექტარამდე, ხოლო დაშრობილისა - 14 000 ჰექტრიდან 31 575 ჰექტარამდე გაიზარდა. პროგრამის - "დანერგე მომავალი" ფარგლებში 1 400 ჰექტარი ინტენსიური ტიპის მრავალწლიანი ხეხილის ბაღები გაშენდა. 2013-2016 წლებში, 2007-2012 წლებთან შედარებით, წელიწადში საშუალოდ ორჯერ მეტი გზა იგებოდა ; 2006-2012 წლებში ავტობანზე წელიწადში საშუალოდ 10,1 კმ, 2013-2015 წლებში კი - 28,4 კმ გზა დაიგო . 2013 წლიდან მოსახლეობისთვის წყალმომარაგების პრობლემის გადასაჭრელად ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. საგრძნობლად გაიზარდა გაზიფიცირების სამუშაოების მოცულობა; 2013-2016 წლებში, საქართველოს მასშტაბით, გაზმომარაგების ქსელში დამატებით 138 ათასამდე პოტენციური აბონენტი ჩაერთო. 2012-2015 წლებში ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში 29 სოფელი ჩაერთო, რომელთაც ელექტროენერგია მანამდე არასოდეს მიეწოდებოდათ. დაიწყო ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც რეგიონებში მაღალსიჩქარიან ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3853794&name=23.08.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

---