From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi- 15.08.17
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 15.08.2017 09:09
Attachments :

 

                                            მედიამონიტორინგი 15.08.17

ტელევიზია 

15.08.17

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

  бѓ бѓђ არის бѓ“бѓђ бѓ бѓђбѓ›бѓ“бѓ”бѓњбѓђбѓ“ საშიშია კოკსაკის ვირუსი? უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთში бѓђбѓ› დაავადებით 500-бѓ›бѓ“бѓ” ტურისტია ინფიცირებული. გავრცელების არეალი უცნობია, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ, სოციალურ ქსელში ფოტოები бѓ’бѓђбѓ•бѓ бѓЄбѓ”бѓљбѓ“бѓђ, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ–бѓ”бѓЄ პაციენტებს უცნაური წითელი გამონაყარით აქვს. როგორია სიმპტომები бѓ“бѓђ бѓ бѓђ შემთხვევაში бѓЈбѓњбѓ“бѓђ მივმართოთ ექიმს? бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძე: "არაფერი განსაკუთრებული თურქეთში бѓђбѓ  бѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ . ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არავითარი განგაში бѓђбѓ  გამოუცხადებია . бѓ”бѓЎ არის ჩვეულებრივი бѓ”бѓњбѓўбѓ”бѓ бѓќ ვირუსი, სეზონური. бѓ›бѓ™бѓЈбѓ бѓњбѓђбѓљбѓќбѓ‘бѓђ სიმპტომატურია . бѓђбѓ  არის მძიმე бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ. бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ არის მსუბუქი".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4633322

 бѓ”бѓЎ бѓ—бѓ”бѓ›бѓђ გაშუქდა:14.08.17

იმედი 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4632803

бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4632599

 

---  

15.08.17

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

 

მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება შეფერხების გარეშე მოხდება. თუმცა, მეწყრულ პროცესებს სპეციალისტები ისევ აკვირდებიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4633041

---

14.08.17

არხი: კავკასია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ 20:30

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურის მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლამდე მისასვლელი გზა უკვე რამდენიმე თვეა, გადათხრილია, რის გამოც მოძრაობა უჭირთ ავტომობილებს და სასწრაფო დახმარების მანქანებს. სოფელ ზემო ბოშურის პრობლემები "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი უგულავამ პირადად მოისმინა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4632885

---

14.08.17

არხი: რუსთავი2

გადაცემა: კურიერი 18:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, 63 წლის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის ვეტერანს, I ჯგუფის ინვალიდს, შაჰი სოინოღლის სახლში ესტუმრა. ომის ვეტერანი დახმარებას სთხოვს სახელმწიფოს, მას ყოველდღიური მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება, რასაც უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. სოინოღლის თქმით, მან არა ერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, მუნიციპალურ სამსახურებს და ვეტერანთა დეპარტამეტს, თუმცა, ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4632500

---

 

 

ინტერნეტი

15.08.17       

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/447501-zafkhulis-sezonze-mzisgan-damtsvrobis-gamo-87-pacients-stacionarshi-mothavseba-387-s-ki-ambulatoriuli-mkurnaloba-dastcirda.html

ზაფხულის სეზონზე მზისგან დამწვრობის გამო, 87 პაციენტს სტაციონარში მოთავსება, 387-ს კი ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა

---

15.08.17       

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/447476-rkinigzelebi-dgheidan-rkinigzis-departamentis-tsin-shimshilobis-datsyebas-gegmaven.html

რკინიგზელები დღეიდან რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

---

14.08.17       

მედიასაშუალება: http://droni.ge/?m=3&AID=34912

კომპანია „ ნატახტარმა“ და „ კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის “ სახელმწიფო სტრუქტურებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინეს

„ ჯეპრას“ კომპეტენციის ცენტრში ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. კომპანია „ნატახტარმა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის “ დაინტერესებულ მხარეებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინეს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ერთობლივი მუშაობის შედეგებზე, შემუშავებულ რეკომენდაციების პაკეტებზე, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება. “ჩვენ განვიხილეთ ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში შემუშვებული პროგრამის ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ეს არის ერთგვარი დოკუმენტი - გზამკვლევი, რომლითაც ჩვენ საშუალებას მივცემთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ მართველობას, რათა მოახდინონ მათ ხელთ არსებული რესურსების მობილიზება ზრუნვის სისტემიდან ანუ 18 წელს მიღწეული ახალგზარდების მხარდასაჭერად. ეს არის პროექტი, რომელიც ერთი თვის წინ დავიწყეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის “ ერთად , ფინანსურ მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში, კომპანია „ნატახტარი“ გაუწევს,“ - განმარტა კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა. „ჩვენ ფონდ ნატახტართან ერთად შევიმუშავეთ, ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში, პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის, რაც არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ისინი ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს, სადაც შედის მაგალითად საცხოვრებითი უზრუნველყოფის კომპონენტი, ასევე კომუნალურების გადახდის კომპონენტი, ასევე მხარდაჭერა თუ ახალგაზრდა არის სტუდენტი და სწავლობს და მას ელემენტარული ხარჯი სჭირდება გზის ფულისთვის და შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის , ასევე შეღავათიანი ტრანსპორტიტება მუნიციპალიტეტებში ,“ - აღნიშნავს „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის “ წარმომადგენელი ქეთევან კალანდაძე. „ზოგადად ძალიან კარგი პროგრამაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ დახვეწას საჭიროებს. პრობლემების უკეთ გამოკვეთის მიზნით, გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კოალიციასთან, რომ ეს პროგრამა უფრო მოქნილი იყოს, საჭიროებებზე მორგებული და რეალურად იმ ახალგაზრდებისთვის დახმარება იყოს, რომლებსაც ეს სჭირდებათ,“ - მიაჩნია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ნინო ოდიშარიას. დასასრულს, მხარეებმა სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. კომპანია „ნატახტარი“ მზად არის მისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მხარი დაუჭიროს აღნიშნული პროგრამის გავრცელებას რეგიონებში. სახელმწიფო სტურეტურების წარმომადგნელბი მიესალმებიან აღნიშნულ ინიციატივას და მზად არიან რეკომენდაცია გაუწიონ ადგილობრივ თვითმმართველობებს პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობდნენ კოალიციის საბჭოს წევრები, „ფონდი ნატახტარის“, „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“, კომპანია „ნატახტარის“, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის “ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენდა. ადვოკატობის კამპანია ითვალისწინებდა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.

ეს თემა გაშუქდა:

პრესა.ჯი- http://presa.ge/new/?m=society&AID=58323

აიტივი.ჯი- http://itv.ge/?m=3&CID=48374

---

14.08.17       

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=130229&lang_id=ge

11 წელიწადში ლიცენზია მხოლოდ 8 ექიმს გაუუქმდა – რატომ ვერ რეაგირებს ჯანდაცვის მინისტრი ქართველი ექიმების არაკეთილსინდისიერებაზე ?

2006 წლიდან 2017 წლის აგვისტომდე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სერტიფიკატი მხოლოდ 8 ექიმს გაუუქმა, ეს მაშინ, როდესაც კლინიკებში გარდაცვლილი თითქმის ყოველი მესამე პაციენტის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. მართალია, სამინისტრო ყველა ამ ფაქტს სწავლობს, თუმცა არსებული სტატისტიკიდან ისეთი სურათი იკვეთება, რომ გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის ბრალდება ხშირად უსაფუძვლოა. არადა, ფაქტები, როდესაც ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, არც ისე ცოტაა. მხოლოდ ივლისში 3 ასეთი შემთხვევა გახმაურდა. 2017 წლის 19 ივლისი – თერჯოლის კლინიკაში, ორ წლინახევრის გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბავშვმა ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამოც მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ბავშვი დაიღუპა. 2017 წლის 9 ივლისი – ბათუმში 34 წლის მშობიარე ქალბატონი გარდაიცვალა. პაციენტის ოჯახი მშობიარეს გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებდა. 2017 წლის 8 ივლისი – გორის საავადმყოფოში ასაკოვანი ქალბატონი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილი მკურნალ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებდა. ყველა ამ და სხვა ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახურმა სპეციალური მოკვლევაც ჩაატარა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით – პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 198 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, მათ შორის: 105 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, შეუჩერდა 93 ექიმს. აქედან: 1 თვით - 46 ექიმს, 2 თვით - 32 ექიმს, 3 თვით - 6 ექიმს, 4 თვით - 2 ექიმს, 5 თვით - 2 ექიმს, 6 თვით - 5 ექიმს. სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს, მომართვის საფუძველზე, მიმდინარეობს 27 შემთხვევის შესწავლა, რაც პაციენტის გარდაცვალების ფაქტთან არის დაკავშირებული. მთლიანად კი 2006 წლიდან 2017 წლის 3 აგვისტოს პერიოდში სერტიფიკატი 8 ექიმს გაუუქმდა. “11 წელიწადში მხოლოდ 8 ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა რა თქმა უნდა, ცოტაა, რადგან პაციენტის ოჯახების მხრიდან ექიმის დადანაშაულების ფაქტები ბევრად მეტია“, – აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე და სამინისტროს ექიმების პროფესიული ზრდისთვის უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ნებისმიერი სხვა ქვეყნის სტატისტიკა რომ აიღოთ და შეადაროთ მას ეს მონაცემი, ვნახავთ, რომ ექიმის სერთიფიკატს ბევრად მეტ ექიმს ართმევენ. ჩვენი სტატისტიკა კი ორ რამეზე მეტყველებს: ერთი ის, რომ კონკრეტული შემთხვევების განხილვა ბოლომდე არ ხდება. ის ადამიანები, ვისაც პრობლემები ექმნებათ ჯანდაცვის სამინისტროში არ მიდიან ამ საქმეების განსახილველად. მეორე არის ის, რომ ხშირად ექიმის მიმართ უნდობლობასთან დაკავშირებული საუბრები ხშირად გადამეტებულია და ჯანდაცვის სამინისტრომ ამის გამოსწორებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. სერგო ჩიხლაძის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ექიმის კვალიფიკაციის პრობლემა დგას და მის ამაღლებას ხელი სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეუწყოს. „სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ ასეთი დაბალი ნდობა არ იყოს. ექიმისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობის საკითხი უნდა ამაღლდეს. ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს ექიმების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ამის პრობლემა ნამდვილად დგას. რაც შეეხება ექიმების განათლებას, უნდა მოვამზადოთ ისეთი კადრები, რომლებიც მაღალკვალიფიციურები და კონკურენტუნარიანები იქნებიან, თუ ჩვენ უმაღლეს სამედიცინო დაწესებულებებს გადავხედავთ, ეს სამწუხაროდ, არ ხდება.“ - აღნიშნა ჩიხლაძემ. როგორც ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი აცხადებს, „რაც შეეხება ექიმების კვალიფიკაციას სხვადასხვა რაიონში ამ კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა. დიდ ქალაქებში ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. სწორედ ეს ყველაფერი შემდგომში პაციენტების მხრიდან უნდობლობას იწვევს.“ ქართველი ექიმების არაპროფესიონალიზმზე, მათ მიერ ზედმეტი მედიკამენტების გამოწერასა და ამასთან, პაციენტის მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმებაზე „კომერსანტი არაერთხელ წერდა. განსაკუთრებით საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობაზე. ბოლო 2 წლის განმავლობაში ექიმთა შეცდომების გამო 60–ზე მეტი მშობიარე და ჩვილი დაიღუპა. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ისინი გარკვეული დროის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის შესრულებას მაინც აგრძელებენ. ამ საკითხით „კომერსანტი რამდენიმე წელია დაინტერესებულია. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში პაციენტების დაღუპვის არცერთ ფაქტს, რომელშიც ექიმების ბრალეულობა დადასტურდა, ამ ექიმებისადმი სათანადო სიმძიმის სასჯელი არ მოჰყოლია და საბჭო მაქსიმუმ ლიცენზიის რამდენიმეთვიანი შეჩერებით ან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ჯარიმების დაწესებით შემოიფარგლება. სხვა სადამსჯელო ღონისძიება ექიმების წინააღმდეგ პრაქტიკულად, არ გატარებულა. რამდენიმე თვის წინ „კომერსანტთან საუბრისას პროფესიული განვითარების საბჭოს რამდენიმე წევრმა, კონფიდენციალობის დაცვის პირობით, ისიც განაცხადა, რომ სააგენტოს წევრები უფრთხილდებიან თავიანთი კოლეგების იმიჯს და ყველაზე მძიმე შემთხვევების დროსაც კი მათთვის ლიცენზიის შეჩერებაზე მკაცრ სასჯელს არ ითხოვენ. ისინი ამბობდნენ, რომ მათ მიერ განხილული შემთხვევების 80%-ში ექიმების ბრალეულობა დასტურდება, თუმცა „პროფესიული სოლიდარობის გამო ასეთი ექიმები ფაქტობრივად, დაუსჯელები რჩებიან და რამდენიმე თვეში უპრობლემოდ აგრძელებენ პაციენტების მკურნალობას. პრობლემას წარმოადგენს ზედმეტი მედიკამენტის გამოწერა და პაციენტის მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა, პაციენტები ისევ ჩივიან, რომ ექიმები ბევრი წამლის გამოწერას კვლავ არ ერიდებიან, კლინიკები კი ფორმა #100-ის არასწორად შევსებას. კლინიკები ხშირად ფორმა #100-ში პაციენტს სულ სხვა ნოზოლოგიას უწერენ, ხელოვნურად ამძიმებენ პაციენტის მდგომარეობას, რათა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან უფრო მეტი დაფინანასება მიიღონ. ასეთ დროს, კლინიკა ბიუჯეტიდანაც გაზრდილ დაფინანასებას იღებს და პაციენტსაც ბევრს ახდევინებს. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას ვერ ერევა ან არ სურს, საკითხის გადაჭრა. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სფეროში პრობლემებია და აუცილებელია, მისი სასწრაფოდ მოგვარება. არ შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობის ხელოვნური დამძიმება ექიმის ფინანსური ინტერესი იყოს, არ შეიძლება კლინიკებში მუშაობას აგრძელებდნენ ის ექიმები, რომელთა არაკვალიფიციურობის გამო ასობით პაციენტი იღუპება და ა.შ. აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, კერძოდ კი მინისტრმა სასწრაფოდ მოახდინოს ამაზე მკაცრი რეგირება, სხვა შემთხვევაში, ისიც არაკეთილსინდისიერი ექიმების თუ კლინიკების თანამზრახველი გამოვა.

 

 

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

15.08.17       

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

"ნატახტარმა " და " კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარადგინეს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4633432&name=15.08.2017+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---  

15.08.17       

მედიასაშუალება: მესინჯერი

 бѓћбѓ бѓ”მიერ - მინისტრმა „გილეადის “ ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის" აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი - ოქროს საწმისის ორდენით, ხოლო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდოები კომპანიის ხელმძღვანელებს , ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სახელით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გადასცა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის განსაკუთრებული როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. „გილეადის" აღმასრულებელი თავმჯდომარის, ჯონ მარტინის შეფასებით, პროგრამის განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესის მასშტაბი შთამბეჭდავია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე ღონისძიებებს, რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად. „გილეადის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, გრეგ ალტონის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელი სამაგალითოა მსოფლიოსთვის. „C ჰეპატიტის აღმოფხვრა ერთი მხრივ, ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას თავისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვსურს, C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელი სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ, რათა ეს დაავადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოიფხვრას", - განაცხადა გრეგ ალტონმა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის" მხარდაჭერით 2015 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის , C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია 40 000-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთაგან 31 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი დაასრულა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4633335&name=15.08.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

15.08.17     

მედიასაშუალება: რეზონანსი

შახტებში მომხდარ არც ერთ ტრაგედიაზე არავინ დასჯილა

მუშაობის პროცესში დაშავებული და გარდაცვლილი მეშახტეების რიცხვი საგანგაშოდ დიდია. ჯერჯერობით არც ერთ ფაქტზე გამოძიებას არ დაუდგენია ტრაგედიის მიზეზები და არავინ დასჯილა. ბოლო ფაქტი 9 მაისს მოხდა და მას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ფაქტის შესასწავლად ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი რეკომენდაციების გაასაჯაროება ვერ ხერხდება , რადგან, მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამისთვის კომპანიის ნებართვაა საჭირო. 9 მაისს 4 მეშახტე გარდაიცვალა. ფაქტის შესასწავლად ადგილზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ, რომლებსაც უნდა დაედგინათ, რამდენად იყო შრომის დროს უსაფრთხოების ნორმები დაცული. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთავრობის დადგენილებით, გამოვლენილ დარღვევებზე საუბრის უფლება არ აქვთ , თუ ამას თავად კომპანია არ მოისურვებს . საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ჟორჟოლიანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, არ აქვთ უფლება, გაასაჯაროონ დასკვნა "საქნახშირის" ნებართვის გარეშე. "აუდიტორია 115", უკვე წლებია მეშახტეების უფლებებს იცავს. როგორც ორგანიზაციის ერთ- ერთი ლიდერი ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, ყველა პრონციპი, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს, საქართველოში დარღვეულია და ინსპექცია მხოლოდ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების გამო არსებული ბუტაფორიაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4633229&name=15.08.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

15.08.17     

მედიასაშუალება: რეზონანსი

დღეიდან " ხმაურის ფასი" 150- დან 1000 ლარამდეა

დღეიდან გადამეტებული ხმაური დასჯადია. დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმას კანონი დაარეგულირებს. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" მიმდინარე წლის ივნისში შევიდა და 15 აგვისტოდან ამოქმედდა. რამდენად მოხერხდება კანონის აღსრულება, ეს სულ მალე გამოჩნდება. კანონპროექტის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყანაში "საქართველოს კონსტიტუციით", "ეკონომიკური და სოციალური უფლებების საერთაშორისო პაქტით" აღიარებული ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვენებელ გარემოში. კანონპრექტის ინიციატორ ბექა ოდიშარიას თქმით, ეს არის ევროპული მიდგომა, როდესაც რომელიმე ბიზნესი არ იგებს სხვა ადამიანების შეწუხებისა და პრიად სივრცეში ხმაურიანად შეჭრის ხარჯზე. დეპუტატის თქმით, ხმაურის დეციბალების დამდგენი ხელსაწყოები თავდაპირველად, შესაძლოა, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეულ ეკიპაჟს გადაეცეს, ხოლო შემდეგ დადგინდება, ვინ გააკონტროლებს ამ საკითხს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4632979&name=15.08.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

14.08.17     

მედიასაშუალება: ალია

"გამიწიეს სამედიცინო მომსახურება , რომელიც არ მჭირდებოდა და შემდეგ მითხრეს , რომ ეს ფასიანი იყო "

ქალაქ ოზურგეთში (ანასეული) მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი დათო მაისურაძე, ოზურგეთის საავადმყოფოსა და ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მისი, როგორც პაციენტის, უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს: "სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი , ექიმი, ექთანი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს სრული ინფორმაცია. ნაცვლად ამისა, მე ჯერ გამიწიეს სამედიცინო მომსახურეობა, რომლის დიდი ნაწილიც, ვფიქრობ რომ არ მჭირდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამაყენეს საქმის კურსში, რომ ეს მომსახურეობა იყო ფასიანი და ასევე რა ჯდებოდა ეს მომსახურება "-განუცხადა დღეს, "გურიის მოამბეს", რედაქციაში მოსულმა დათო მაისურაძემ. დათო მაისურაძე; რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ აფხაზეთიდან (საქართველო) დევნილი პირი: "2 აგვისტო იყო, დაახლოებით დილის სამი საათი, მუცლის არეში ძლიერი ტკივილების გამო გამოვიძახე სასწრაფო. დავრეკე 112 ზე, დაახლოებით 15 წუთში (დათო მაისურაძე დროებით ანასეულში (ქალაქი ოზურგეთი) ცხოვრობს, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახური ქალაქ ოზურგეთშია განთავსებული), მოვიდნენ. მანამდე მივიღე ორი აბი "ნოშპა ", ასევე "სოდიანი" წყალი, მერე "სასწრაფო" რომ მოვიდა "ნოშპა " გამიკეთეს კუნთში, ცოტა ხანში კი მითხრეს რომ უმჯობესია ჩემი საავადმყოფოშო ჰოსპიტალიზირება, რადგან, იქ უფრო კვალიფიციურად გამსინჯავდნენ , ექოსკოპია, კარდიოგრამა და სხვა . რაც აუცილებელია იმისათვის, რომ დაისვას დიაგნოზი თუ რა მჭირს. კლინიკაში გამიკეთეს ორი ნემსი . მოვიდა ქირურგი, გამსინჯა, მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გადავიღოთ "ეხო', მე ვიწექი, რაღაცა დამალევინეს, შემდეგ მოვიდა რადიოლოგი, შემიყვანეს კაბინეტში, გამიკეთეს "ექოსკოპია", სულ ვკითხულობდი რა მჭირს -მეთქი, მაგრამ არ მპასუხობდნენ . ბოლოს მითხრეს, რომ ქირურგი მომახსენებდა ყველაფერს. შემდეგ მომთხოვეს საბუთები, მე ვუთხარი რეგისტრაცია ხომ გავიარე და რა საჭიროა კიდევ საბუთი, მონაცემები ხომ გაქვთ -მეთქი. არაო, მეუბნება ადმინისტრატორი , საბუთუ უნდა მომცეთო. კარგი მეთქი და მივეცი , უცებ მეუბნება საბუთი რომ დაგიბრუნოთ უნდა გადაიხადოთ 55 ლარი მომსახურებისათვისო. მე ფული არ მქონდა , თან მქონდა დაახლობით 17 ლარი. ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი , რომ თანხა თან არ მაქვს. მომეცით ჩემი საბუთი და ხვალ დილით მოგიტანთ-მეთქი. არაო, სანამ ამ თანხას არ გადაიხდი , აქედან ვერ წახვალო . კი მაგრამ მაპატიმრებთ-მეთქი? ვკითხე ადმინისტრატორ გოგონას. მან დაიძახა დაცვა! დაცვა! მე ვუთხარი რომ მათ დაპატიმრების უფლება არ ქონდათ , მე პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი. ეს არის კანონის დარღვევა, ირღვევა ჩემი, როგორც მოქალაქის, როგორც პაციენტის უფლებები! გავიძახოდი მაგრამ არავინ ყურადღებას არ მაქცევდა . იძულებული გავდი დამერეკა მთავარ ექიმთან, მასთან გასაუბრების შემდეგ შემომთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც იქვე შეადგინეს. არც მითხრეს რა დაწერეს შიგნით და რაზე იყო საერთოდ , იქვე მთავაზობდნენ რომ მომეწერა ხელი. ამასობაში დილის 5 საათი გახდა. მე რა თქმა უნდა ხელი არ მოვაწერე ამ ხელშეკრულებას , როგორც იქნა დამიბრუნეს ჩემი საბუთი. დილიდან მირეკავენ საავადმყოფოდან . ვიღაც ეკონომისტი მირეკავს, რომ თუ არ გადავიხდი ამ თანხას , დამერიცხება საურავი და ჯარიმები . მე ვფიქრობ , რომ სამედიცინო დაწესებულებამ და ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაარღვია კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ", კანონში ნათლად წერია, რომ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი , ექიმი, ექთანი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს სრული ინფორმაცია. ნაცვლად ამისა, მე ჯერ გამიწიეს სამედიცინო მომსახურეობა, რომლის დიდი ნაწილიც, ვფიქრობ რომ არ მჭირდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამაყენეს საქმის კურსში, რომ ეს მომსახურეობა იყო ფასიანი და ასევე ფინანსურად რა ჯდებოდა ეს მომსახურება "-აცხადებს მაისურაძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4631840&name=14.08.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

14.08.17     

მედიასაშუალება: ალია

 

გაზის მილის " სვარკამ" მუშები იმსხვერპლა...

სააგენტო "ხობი ინფოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით უბედური შემთხვევა 7 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში სოფელ ხეთის გზის მონაკვეთზე მოხდა, საგზაო სამუშაოების შესრულებისას ორ მუშას ზუგდიდიდან მომავალი ავტომანქანა დაეჯახა, ერთი 20 წლის ბიჭი რომელიც ხონის რაიონიდან ყოფილა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქუთაისში გადაიყვანეს, შემთხვევის მიზეზად თვითმხილველები გაზგაყვანილობის მილის შედუღებისას გაუფრთხილებლობას ასახელებენ, მათი თქმით გაზის მილის შედუღებისას ცეცხლის ნაპერწკლები რომ აეცილებინათ სავალი ნაწილისკენ გადავიდნენ მუშები, ამ დროს ზუგდიდიდან მომავალი ავტომანქანა შეეჯახა მათ. გამოძახებიდან უმოკლეს დროში სასწრაფო დახმარების მანქანა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ადგილზე იყო, მაგრამ ერთი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მეორეს მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4631556&name=14.08.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---