From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi- 16.08.17
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 16.08.2017 09:41
Attachments :

 

                                            მედიამონიტორინგი 16.08.17

ტელევიზია 

16.08.17

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

მეორე დღეა, რკინიგზის თანამშრომლების შიმშილობენ. გვიან ღამით, სამართალდამცველებმა მუშებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. იყო სიტყვიერი შელაპარაკება. ვითარებას სახალხო დამცველის წარმომადგებელიც გაეცნო. რკინიგზელების პროტესტი სამუშაო ადგილების შეცვლამ გამოიწვია. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4635332

---  

15.08.17

არხი: აჭარა

გადაცემა: მთავარი21:00

 

ნაწლავური ჯგუფის დაავადებებით სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია, დღის განმავლობაში აჭარის მასშტაბით 105 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა რაოდენობა არ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და მდგომარეობა არაა საგანგაშო. რა რეკომენდაციები აქვთ მედიკოსებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4634793

 

---

15.08.17

არხი: რუსთავი2

გადაცემა: კურიერი 21:00

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა. ელენე ხოშტარია 79 წლის თამარ მადოიანს ესტუმრა და მისი პრობლემები პირადად მოისმინა. მარტოხელა პენსიონერს სოციალური დახმარება რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს. მისი თქმით, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა საარსებო შემწეობის შეწყვეტის მიზეზად სახლში არსებული პარკეტი დაასახელეს. „მოდის ვიღაცა უგულო ბიუროკრატი და ეუბნება ამ დანგრეულ ხრუშჩოვკაში, რომ პარკეტის გამო გიხსნი სოციალურ დახმარებას. ზედა სართულზე ქალბატონია, ორივე ფეხი აქვს მოკვეთილი, უსინათლო და ამ ადამიანსაც უთხრეს, რომ პარკეტი გაქვსო, ხრუშოვკის ასი წლის პარკეტის გამო უხსნიან სოციალურ დახმარებას. ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ სახელმწიფო არ გვაქვს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4634221

---

 

ინტერნეტი

15.08.17        

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/447501-zafkhulis-sezonze-mzisgan-damtsvrobis-gamo-87-pacients-stacionarshi-mothavseba-387-s-ki-ambulatoriuli-mkurnaloba-dastcirda.html

„სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია“ - ონკოლოგიური პაციენტი საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბრობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში კიბოთი, ყოველწლიურად, საშუალოდ 10 000 000 ავადდება და ამავე მიზეზით დაახლოებით 6 000 000 ადამიანი იღუპება. საქართველოში კი, დღეისთვის, 46 800 ადამიანია სიმსივნით დაავადებული. „ ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე“ იკვლევს ონკოლოგიურ პაციენტთა შესახებ, კვლევის ინტერესს კი წარმოადგენს: ონკოლოგიურ პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა უფლებები სამედიცინო დაწესებულებებში; უცხოეთის ქვეყნებისა და საქართველოს პრაქტიკა; წამალზე ხელმისაწვდომობის საკითხები; ონკოპაციენტთა უფლებები დახურულ დაწესებულებებში - პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიატრიულებში; არასრუწლოვან ონკოპაციენტთა უფლებები; პალიატიური მზრუნველობა; ონკოდაავდებულთა უფლებები ევთანაზიაზე ( ევროსასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა); პაციენტთა უფლებები და საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა“. გარდა იმისა, რომ ასოციაცია ატარებს კვლევას, ამასთან, მართავს შეხვედრებს ონკოლოგიურ პაციენტებთან, სადაც პაციენტები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ასოციაციის მიერ გამართულ შეხვედრაზე შეკრებილმა საზოგადოებამ გაიცნო 33 წლის მ. ა, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია. მ. ა. კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, სოციალურად დაუცველია და სახელმწიფოსგან ყოველთვიურ 50 ლარიან შემწეობას იღებს, თუმცა, ეს თანხა საკმარისი არ არის, იბრძოლოს მან მძიმე დაავადების წინააღმდეგ. მ. ა. - ონკო- პაციენტი ერთ ჩვეულებრივ დილას გავიღვიძე და მკერდი მტკიოდა, ორი დღე გავჩუმდი, თუმცა ტკივილი რომ გაგრძელდა, მივხვდი, რომ გაჩუმება აღარ შეიძლებოდა. ჩემმა ოჯახის წევრებმა მირჩიეს ექიმთან წასვლა. ტკივილი 5 დღის შემდეგ გამიქრა, მაგრამ მკერდი ხელით როცა გავისინჯე, შევამჩნიე, რომ კაკლისოდენა ბურთულები მქონდა მკერდში. კასპის მუნიციპალიტეტიდან ვარ და რაიონში გამამხნევეს, ტკივილი გაქვს და ცუდი არაფერი გექნებაო. ყოველ პარასკევს ქალაქ გორიდან რაიონში ონკოლოგი ჩამოდის, მივედი მასთან და მითხრა, რომ წამლები არ მიშველიდა, აუცილებლად უნდა წავსულიყავი თბილისში, კერძოდ, რკინიგზის საავადმყოფოში. ასე ჩავედი თბილისში. კითხვა- კითხვით მივედით კლინიკაში და პირველივე მისვლაზე გამოკვლევების ჩასატარებლად გამაგზავნეს, რისთვისაც 300 ლარზე მეტი თანხა იყო საჭირო. სანამ თანხა მოვიძიე, 1 თვე გავიდა. ნაწილი თანხა მოვაგროვე, ნაწილი კი სახელმწიფომ გადმომირიცხა, როგორც სოციალურად დაუცველს, თუმცა არც კი გაითვალისწინეს, რომ ამხელა თანხას მე ვერ შევაგროვებდი. გამოკვლევების შედეგად ცუდი პასუხი მივიღე და სასწრაფო ოპერაცია დამინიშნეს, კვანძების ამოჭრის მიზნით. ექიმებს უნდოდათ, მკერდი შეენარჩუნებინათ ჩემთვის, თუმცა ოპერაციის შემდეგ გამოკვლევის პასუხები კიდევ უფრო ცუდი მოვიდა, რის გამოც აუცილებელი გახდა მეორე ოპერაციის ჩატარება. მითხრეს, მკერდს თუ მოიჭრი, უფრო მეტი შანსი გექნება სიცოცხლისო, რაზეც დავთანხმდი, რადგან სიცოცხლე ყველას გვიყვარს და გვინდა. ოპერაციის შემდეგ დამინიშნეს ქიმიოთერაპია. იმავე კლინიკაში გავიკეთე 7 ქიმიო- თერაპია. საავადმყოფოში ძალიან კარგი გარემო იყო შექმნილი, ექიმები და მომსახურე პერსონალი ისე მეპყრობოდა, ხანდახან მავიწყებოდა კიდეც, რისთვის ვიყავი იქ. ცხოვრება ქიმიოთერაპიებს შორის ქიმიოთერაპიის კურსს ვერ დავიწყებდი, ნათესავები რომ არ დამხმარებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აფინანსებს ქიმიოთერაპიის ღირებულების ნაწილს, 140 ლარის გადახდა პაციენტს მაინც უწევს თითოეულ ქიმიაზე. ამასთან, თერაპიის შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება ორგანიზმს, რისთვისაც მედიკამენტებს მინიშნავდა ექიმი, აღნიშნული მკურნალობა თითოეული ქიმიოთერაპიისას 100 – 110 ლარი მიჯდებოდა. როცა სოციალურად დაუცველი ხარ, როცა არანაირი შემოსავალი არ გაქვს, ეს ყველაფერი დიდი პრობლემაა. მე არ ვიცოდი, რა მელოდა ქიმიის შემდეგ, ვიცოდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა, თუმცა რეალური სურათი არ მქონდა წარმოდგენილი. სახლში ყველა ჩუმად დადიოდა, რადგან ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და არავისა და არაფრის ხმის გაგონება არ მინდოდა. ამასთან, სუნზეც ალერგია მქონდა, ვერაფერს ვირგებდი, წყლის დალევის შემდეგაც კი ღებინება მქონდა. ქიმიოთერაპიის გაკეთებიდან მე-4 დღეს საწოლიდან ვდგებოდი. სახლში ყველა გაფრთხილებული მყავდა, რომ შემდგომი ქიმიოთერაპიისთვის საჭირო წამლისთვის მე წავიდოდი და დაფინანსებისთვის საჭირო საბუთებსაც მე შევიტანდი, რასაც ვასრულებდი კიდეც. თუმცა, წამალი რომ მეყიდა, ძალიან ბევრი უნდა მევლო აფთიაქიდან- აფთიაქში. მეუბნებოდნენ, ჩვენ არ გვაქვს და ახლომდებარე აფთიაქში აქვთ ერთი ამპულა დარჩენილიო, ასე კითხვა- კითხვით მოვივლიდი აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირებს. 1 წლის წინ ძალიან რთული იყო წამლის მოძიება, თუმცა ახლა ამბობენ, გამარტივდაო. მე კი დავრბოდი სიცოცხლის გადასარჩენად, რადგან სიკვდილის უფლება არ მაქვს: მყავს მეუღლე, შვილები და ოჯახი, რომლისთვისაც უნდა ვიცოცხლო. ქიმიოთერაპიის შემდეგ კარგი კვებაა საჭირო: პაციენტმა უნდა მიიღოს თევზი, ხორცი და ასე შემდეგ. თუმცა, ამის საშუალება არ მქონდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, წამლისთვის საჭირო თანხა შემეგროვებინა. სხივური თერაპია სხივურ თერაპიას როცა ვიტარებდი, იყო პერიოდი, რიგში საათობით ვიჯექი, თუმცა მათ ავუხსენი, რომ რაიონიდან დავდიოდი და საათობით რიგში ჯდომის დრო არ მქონდა. ორი კვირის მანძილზე ასე ვიწვალე. სხივური თერაპია 7 000 ლარამდე ჯდებოდა, თუმცა სახელმწიფომ სრულად დამიფინანსა. 25 დღის მანძილზე რაიონიდან ქალაქში ჩასვლა- ჩამოსვლის ხარჯი მქონდა და ესეც საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა. სხივური თერაპიის შემდეგ რეაბილიტაციისითვის საჭირო მედიკამენტებს ვერ ვყიდულობდი, რადგან ამის საშუალება არ მქონდა. სხივური თერაპიის დროს განვითარდა დამწვრობა, რისთვისაც სხვადასხვა სახის მალამოს ვიზელდი, თუმცა აფთიაქში ნაყიდი მალამოები არ მშველოდა, ამიტომ სოფლის პირობებში დამზადებულს ვიყენებდი. გარდა დამწვრობისა, კუჭის ტკივილებიც მქონდა. სხივებმა საყლაპავიც დამიზიანა, თითქოს ყველაფერი დამწვარი მქონდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის სურვილი არ დამიკარგავს. საავადმყოფოში სხვა ონკო- პაციენტებს ვამხნევებდი და ვეუბნებოდი, რომ არაფერია სიცოცხლეზე ძვირფასი, რომ ამდენი ტკივილისა და დაკარგული თმების მიუხედავად, აუცილებელია ბრძოლა. რეაბილიტაცია მკურნალობის დასრულების შემდეგ, ყოველ სამ თვეში, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება - ე. წ. ონკო მარკები, რათა მდგომარეობა უარესობისკენ არ შეიცვალოს. თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, ახლა ონკო მარკები აწეული მაქვს. მჭირდება კომპიუტერული გამოკვლევების ჩატარება, თუმცა მუცლის ღრუს გამოკვლევას არ მიფინანსებენ, მკერდს რაც შეეხება, ამასაც ნაწილს აფინანსებენ. საიდან უნდა მოვიძიო ამდენი თანხა? ტელევიზიით სულ ტყუილად ამბობენ, თითქოს სოციალურად დაუცველთათვის ყველაფერი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ. ჩემი აზრით, უნდა იყოს ცალკე პროგრამა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისევე როგორც არის ც ჰეპატიტის პროგრამა და ასე შემდეგ... როდესაც აღმოაჩენ, რომ ხარ ონკოლოგიური პაციენტი, იქიდან იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან, შენ უნდა შეძლო და დაამარცხო დაავადება და იცოცხლო. ამასთან, ძალიან ბევრს ნიშნავს, თუ ვინ დგას შენ გვერდით, ვინ გამხნევებს და გიჭერს მხარს. ბრძოლა ყველას არ შეუძლია, მაგრამ შენი ოჯახისთვის ეს უნდა გააკეთო.

---

15.08.17        

მედიასაშუალება : http://gurianews.com/article/mtavari/samartali/medikamentebis-retseptis-gareshe-gatsemashi-sami-metsarme-subiekti-amkhiles

მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემაში სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა , რომ აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ. რის შედეგადაც, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით , სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192- ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1- დან 3 წლამდე.

 

---

15.08.17        

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/tavi-aaridet-sitskhes-daavadeba-kontrolis-tsentris-rekomendatsiebi

"თავი აარიდეთ სიცხეს" _ დაავადება კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს სთავაზობს. შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით კი 24C-ს . ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება ( თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები , ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები , დარაბები . ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს . ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35C-ს , ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. თავი აარიდეთ სიცხეს გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას ( მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში , სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება). მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას . თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე . დარჩით/გაჩერდით ჩრდილში არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში! შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები , სველი პირსახოცი, და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით . მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. დავეხმაროთ სხვებს ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან. ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც. თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე. თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე. შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს . თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ მედიკამენტი შეინახეთ 25C- ის ქვემოთ ან მაცივარში ( შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში) თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ შენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება : თუ თქვენ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა , სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს მიმართეთ მაშინაც თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება. თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი , რომ ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს,კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

---

15.08.17        

მედიასაშუალება: https://frontnews.eu/news/ge/10718/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%93-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-2500-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1

გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს 2500 ევროს გადაუხდის

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

16.08.17        

მედიასაშუალება: ახალი თაობა

11 წელიწადში ლიცენზია მხოლოდ 8 ექიმს გაუუქმდა – რატომ ვერ რეაგირებს ჯანდაცვის მინისტრი ქართველი ექიმების არაკეთილსინდისიერებაზე ?

2006 წლიდან 2017 წლის აგვისტომდე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სერტიფიკატი მხოლოდ 8 ექიმს გაუუქმა, ეს მაშინ, როდესაც კლინიკებში გარდაცვლილი თითქმის ყოველი მესამე პაციენტის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. მართალია, სამინისტრო ყველა ამ ფაქტს სწავლობს, თუმცა არსებული სტატისტიკიდან ისეთი სურათი იკვეთება, რომ გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის ბრალდება ხშირად უსაფუძვლოა. არადა, ფაქტები, როდესაც ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, არც ისე ცოტაა. მხოლოდ ივლისში 3 ასეთი შემთხვევა გახმაურდა. 2017 წლის 19 ივლისი – თერჯოლის კლინიკაში, ორ წლინახევრის გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბავშვმა ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამოც მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ბავშვი დაიღუპა. 2017 წლის 9 ივლისი – ბათუმში 34 წლის მშობიარე ქალბატონი გარდაიცვალა. პაციენტის ოჯახი მშობიარეს გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებდა. 2017 წლის 8 ივლისი – გორის საავადმყოფოში ასაკოვანი ქალბატონი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილი მკურნალ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებდა. ყველა ამ და სხვა ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახურმა სპეციალური მოკვლევაც ჩაატარა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „ კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით – პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 198 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, მათ შორის: 105 ექიმს მიეცა „ წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, შეუჩერდა 93 ექიმს. აქედან: 1 თვით - 46 ექიმს, 2 თვით - 32 ექიმს, 3 თვით - 6 ექიმს, 4 თვით - 2 ექიმს, 5 თვით - 2 ექიმს, 6 თვით - 5 ექიმს. სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს, მომართვის საფუძველზე, მიმდინარეობს 27 შემთხვევის შესწავლა, რაც პაციენტის გარდაცვალების ფაქტთან არის დაკავშირებული. მთლიანად კი 2006 წლიდან 2017 წლის 3 აგვისტოს პერიოდში სერტიფიკატი 8 ექიმს გაუუქმდა. “11 წელიწადში მხოლოდ 8 ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა რა თქმა უნდა, ცოტაა, რადგან პაციენტის ოჯახების მხრიდან ექიმის დადანაშაულების ფაქტები ბევრად მეტია“, – აცხადებს „ კომერსანტთან“ საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე და სამინისტროს ექიმების პროფესიული ზრდისთვის უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ ნებისმიერი სხვა ქვეყნის სტატისტიკა რომ აიღოთ და შეადაროთ მას ეს მონაცემი, ვნახავთ, რომ ექიმის სერთიფიკატს ბევრად მეტ ექიმს ართმევენ. ჩვენი სტატისტიკა კი ორ რამეზე მეტყველებს: ერთი ის, რომ კონკრეტული შემთხვევების განხილვა ბოლომდე არ ხდება. ის ადამიანები, ვისაც პრობლემები ექმნებათ ჯანდაცვის სამინისტროში არ მიდიან ამ საქმეების განსახილველად. მეორე არის ის, რომ ხშირად ექიმის მიმართ უნდობლობასთან დაკავშირებული საუბრები ხშირად გადამეტებულია და ჯანდაცვის სამინისტრომ ამის გამოსწორებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. სერგო ჩიხლაძის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ექიმის კვალიფიკაციის პრობლემა დგას და მის ამაღლებას ხელი სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეუწყოს. „ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალის მიმართ ასეთი დაბალი ნდობა არ იყოს. ექიმისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობის საკითხი უნდა ამაღლდეს. ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს ექიმების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ამის პრობლემა ნამდვილად დგას. რაც შეეხება ექიმების განათლებას, უნდა მოვამზადოთ ისეთი კადრები, რომლებიც მაღალკვალიფიციურები და კონკურენტუნარიანები იქნებიან, თუ ჩვენ უმაღლეს სამედიცინო დაწესებულებებს გადავხედავთ, ეს სამწუხაროდ, არ ხდება.“ - აღნიშნა ჩიხლაძემ. როგორც ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი აცხადებს, „ რაც შეეხება ექიმების კვალიფიკაციას სხვადასხვა რაიონში ამ კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა. დიდ ქალაქებში ეს ყველაფერი მეტ- ნაკლებად მოწესრიგებულია. სწორედ ეს ყველაფერი შემდგომში პაციენტების მხრიდან უნდობლობას იწვევს.“ ქართველი ექიმების არაპროფესიონალიზმზე, მათ მიერ ზედმეტი მედიკამენტების გამოწერასა და ამასთან, პაციენტის მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმებაზე „ კომერსანტი არაერთხელ წერდა. განსაკუთრებით საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობაზე. ბოლო 2 წლის განმავლობაში ექიმთა შეცდომების გამო 60– ზე მეტი მშობიარე და ჩვილი დაიღუპა. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ისინი გარკვეული დროის შემდეგ სამედიცინო საქმიანობის შესრულებას მაინც აგრძელებენ. ამ საკითხით „ კომერსანტი რამდენიმე წელია დაინტერესებულია. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში პაციენტების დაღუპვის არცერთ ფაქტს, რომელშიც ექიმების ბრალეულობა დადასტურდა, ამ ექიმებისადმი სათანადო სიმძიმის სასჯელი არ მოჰყოლია და საბჭო მაქსიმუმ ლიცენზიის რამდენიმეთვიანი შეჩერებით ან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ჯარიმების დაწესებით შემოიფარგლება. სხვა სადამსჯელო ღონისძიება ექიმების წინააღმდეგ პრაქტიკულად, არ გატარებულა. რამდენიმე თვის წინ „ კომერსანტთან საუბრისას პროფესიული განვითარების საბჭოს რამდენიმე წევრმა, კონფიდენციალობის დაცვის პირობით, ისიც განაცხადა, რომ სააგენტოს წევრები უფრთხილდებიან თავიანთი კოლეგების იმიჯს და ყველაზე მძიმე შემთხვევების დროსაც კი მათთვის ლიცენზიის შეჩერებაზე მკაცრ სასჯელს არ ითხოვენ. ისინი ამბობდნენ, რომ მათ მიერ განხილული შემთხვევების 80%- ში ექიმების ბრალეულობა დასტურდება, თუმცა „ პროფესიული სოლიდარობის გამო ასეთი ექიმები ფაქტობრივად, დაუსჯელები რჩებიან და რამდენიმე თვეში უპრობლემოდ აგრძელებენ პაციენტების მკურნალობას. პრობლემას წარმოადგენს ზედმეტი მედიკამენტის გამოწერა და პაციენტის მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა, პაციენტები ისევ ჩივიან, რომ ექიმები ბევრი წამლის გამოწერას კვლავ არ ერიდებიან, კლინიკები კი ფორმა #100- ის არასწორად შევსებას. კლინიკები ხშირად ფორმა #100- ში პაციენტს სულ სხვა ნოზოლოგიას უწერენ, ხელოვნურად ამძიმებენ პაციენტის მდგომარეობას, რათა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან უფრო მეტი დაფინანასება მიიღონ. ასეთ დროს, კლინიკა ბიუჯეტიდანაც გაზრდილ დაფინანასებას იღებს და პაციენტსაც ბევრს ახდევინებს. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას ვერ ერევა ან არ სურს, საკითხის გადაჭრა. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სფეროში პრობლემებია და აუცილებელია, მისი სასწრაფოდ მოგვარება. არ შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობის ხელოვნური დამძიმება ექიმის ფინანსური ინტერესი იყოს, არ შეიძლება კლინიკებში მუშაობას აგრძელებდნენ ის ექიმები, რომელთა არაკვალიფიციურობის გამო ასობით პაციენტი იღუპება და ა. შ. აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, კერძოდ კი მინისტრმა სასწრაფოდ მოახდინოს ამაზე მკაცრი რეგირება, სხვა შემთხვევაში, ისიც არაკეთილსინდისიერი ექიმების თუ კლინიკების თანამზრახველი გამოვა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4635356&name=16.08.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

---  

15.08.17        

მედიასაშუალება: მესინჯერი

  პრემიერ-მინისტრმა „ გილეადის“ ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის" აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი - ოქროს საწმისის ორდენით, ხოლო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდოები კომპანიის ხელმძღვანელებს , ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სახელით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გადასცა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის განსაკუთრებული როლი C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. „გილეადის" აღმასრულებელი თავმჯდომარის, ჯონ მარტინის შეფასებით, პროგრამის განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესის მასშტაბი შთამბეჭდავია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე ღონისძიებებს, რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად. „გილეადის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, გრეგ ალტონის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელი სამაგალითოა მსოფლიოსთვის. „C ჰეპატიტის აღმოფხვრა ერთი მხრივ, ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ - ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას თავისი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვსურს, C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული მოდელი სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ, რათა ეს დაავადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღმოიფხვრას", - განაცხადა გრეგ ალტონმა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის" მხარდაჭერით 2015 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის , C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია 40 000-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთაგან 31 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი დაასრულა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4633335&name=15.08.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

15.08.17     

მედიასაშუალება: რეზონანსი

შახტებში მომხდარ არც ერთ ტრაგედიაზე არავინ დასჯილა

მუშაობის პროცესში დაშავებული და გარდაცვლილი მეშახტეების რიცხვი საგანგაშოდ დიდია. ჯერჯერობით არც ერთ ფაქტზე გამოძიებას არ დაუდგენია ტრაგედიის მიზეზები და არავინ დასჯილა. ბოლო ფაქტი 9 მაისს მოხდა და მას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ფაქტის შესასწავლად ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი რეკომენდაციების გაასაჯაროება ვერ ხერხდება, რადგან, მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამისთვის კომპანიის ნებართვაა საჭირო. 9 მაისს 4 მეშახტე გარდაიცვალა. ფაქტის შესასწავლად ადგილზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ, რომლებსაც უნდა დაედგინათ, რამდენად იყო შრომის დროს უსაფრთხოების ნორმები დაცული. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთავრობის დადგენილებით, გამოვლენილ დარღვევებზე საუბრის უფლება არ აქვთ, თუ ამას თავად კომპანია არ მოისურვებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ჟორჟოლიანი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, არ აქვთ უფლება, გაასაჯაროონ დასკვნა "საქნახშირის" ნებართვის გარეშე. "აუდიტორია 115", უკვე წლებია მეშახტეების უფლებებს იცავს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, ყველა პრონციპი, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს, საქართველოში დარღვეულია და ინსპექცია მხოლოდ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების გამო არსებული ბუტაფორიაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4633229&name=15.08.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

15.08.17     

მედიასაშუალება: რეზონანსი

დღეიდან " ხმაურის ფასი" 150- დან 1000 ლარამდეა

დღეიდან გადამეტებული ხმაური დასჯადია. დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმას კანონი დაარეგულირებს. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" მიმდინარე წლის ივნისში შევიდა და 15 აგვისტოდან ამოქმედდა. რამდენად მოხერხდება კანონის აღსრულება, ეს სულ მალე გამოჩნდება. კანონპროექტის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყანაში "საქართველოს კონსტიტუციით", "ეკონომიკური და სოციალური უფლებების საერთაშორისო პაქტით" აღიარებული ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვენებელ გარემოში. კანონპრექტის ინიციატორ ბექა ოდიშარიას თქმით, ეს არის ევროპული მიდგომა, როდესაც რომელიმე ბიზნესი არ იგებს სხვა ადამიანების შეწუხებისა და პრიად სივრცეში ხმაურიანად შეჭრის ხარჯზე. დეპუტატის თქმით, ხმაურის დეციბალების დამდგენი ხელსაწყოები თავდაპირველად, შესაძლოა, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეულ ეკიპაჟს გადაეცეს, ხოლო შემდეგ დადგინდება, ვინ გააკონტროლებს ამ საკითხს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4632979&name=15.08.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

16.08.17        

მედიასაშუალება: ახალი თაობა

  გერმანია бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” მსოფლიო ომის бѓ“бѓ бѓќбѓЎ бѓўбѓ§бѓ•бѓ”бѓ“ ჩავარდნილ ყოფილ бѓЎбѓђбѓ‘бѓ­бѓќбѓ—бѓђ ჯარისკაცებს , бѓ›бѓђбѓ— შორის ქართველ бѓ•бѓ”бѓўбѓ”бѓ бѓђбѓњбѓ”бѓ‘бѓЎ კომპენსაციის სახით 2500 бѓ”бѓ•бѓ бѓќбѓЎ გადაუხდის.

გერმანიის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს , მათ შორის ქართველ ვეტერანებს კომპენსაციის სახით 2500 ევროს გადაუხდის. კერძოდ, 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ თოფურიამ განაცხადა, აღნიშნულის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. "ერთი კვირის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოგვივიდა წერილი, რომ გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა იმ ადამიანებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ იყვნენ ჩავარდნილი, გადაუხადოს კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით. მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა ვეტერანია დღეს საქართველოში. ჯამში, ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირი მეორე მსოფლიო ომში 800-მდე ადამიანია . ახლა ჩვენ გვიხდება ამ ადამიანების მოძიება. თითოეულს გავივლით, რომელიც თუნდაც ხანმოკლე პერიოდით იყო ტყვეობაში. ჯერჯერობით, დაახლოებით 10- მდე ადამიანი გვყავს ნაპოვნი და ვეცდებით, რომ არავინ გამოგვრჩეს", - განაცხადა მალხაზ თოფურიამ. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, მიმდინარე წლის მარტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ , გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე , რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას. "გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რათა უფლებამოსილმა პირებმა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 30 სექტემბრამდე შეძლონ განცხადებით წარდგენა. დაზუსტებისთვის, მხოლოდ თავად დაზარალებულს, ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია განცხადებით მიმართვა. დაუშვებელია უფლების მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა", - აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

 

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4635315&name=16.08.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

---

16.08.17     

მედიასაშუალება: ვერსია

ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს

"ბათუმის აეროპორტში" და "ქუთაისის აეროპორტში", ოფიცრებმა, ორი მოქალაქის შემოწმების შედეგად ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები, მათ შორის: კო-კოდამოლი, ასივატი, სტილნოქსი, ტრამადექსი (124 აბი) აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4635131&name=16.08.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

---

14.08.17     

მედიასაშუალება: ალია

"გამიწიეს სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ მჭირდებოდა და შემდეგ მითხრეს, რომ ეს ფასიანი იყო"

ქალაქ ოზურგეთში (ანასეული) მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი დათო მაისურაძე, ოზურგეთის საავადმყოფოსა და ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მისი, როგორც პაციენტის, უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს: "სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, ექიმი, ექთანი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს სრული ინფორმაცია. ნაცვლად ამისა, მე ჯერ გამიწიეს სამედიცინო მომსახურეობა, რომლის დიდი ნაწილიც, ვფიქრობ რომ არ მჭირდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამაყენეს საქმის კურსში, რომ ეს მომსახურეობა იყო ფასიანი და ასევე რა ჯდებოდა ეს მომსახურება"-განუცხადა დღეს, "გურიის მოამბეს", რედაქციაში მოსულმა დათო მაისურაძემ. დათო მაისურაძე; რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ აფხაზეთიდან (საქართველო) დევნილი პირი: "2 აგვისტო იყო, დაახლოებით დილის სამი საათი, მუცლის არეში ძლიერი ტკივილების გამო გამოვიძახე სასწრაფო. დავრეკე 112 ზე, დაახლოებით 15 წუთში (დათო მაისურაძე დროებით ანასეულში (ქალაქი ოზურგეთი) ცხოვრობს, ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახური ქალაქ ოზურგეთშია განთავსებული), მოვიდნენ. მანამდე მივიღე ორი აბი "ნოშპა", ასევე "სოდიანი" წყალი, მერე "სასწრაფო" რომ მოვიდა "ნოშპა" გამიკეთეს კუნთში, ცოტა ხანში კი მითხრეს რომ უმჯობესია ჩემი საავადმყოფოშო ჰოსპიტალიზირება, რადგან, იქ უფრო კვალიფიციურად გამსინჯავდნენ, ექოსკოპია, კარდიოგრამა და სხვა. რაც აუცილებელია იმისათვის, რომ დაისვას დიაგნოზი თუ რა მჭირს. კლინიკაში გამიკეთეს ორი ნემსი. მოვიდა ქირურგი, გამსინჯა, მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გადავიღოთ "ეხო', მე ვიწექი, რაღაცა დამალევინეს, შემდეგ მოვიდა რადიოლოგი, შემიყვანეს კაბინეტში, გამიკეთეს "ექოსკოპია", სულ ვკითხულობდი რა მჭირს-მეთქი, მაგრამ არ მპასუხობდნენ. ბოლოს მითხრეს, რომ ქირურგი მომახსენებდა ყველაფერს. შემდეგ მომთხოვეს საბუთები, მე ვუთხარი რეგისტრაცია ხომ გავიარე და რა საჭიროა კიდევ საბუთი, მონაცემები ხომ გაქვთ-მეთქი. არაო, მეუბნება ადმინისტრატორი, საბუთუ უნდა მომცეთო. კარგი მეთქი და მივეცი, უცებ მეუბნება საბუთი რომ დაგიბრუნოთ უნდა გადაიხადოთ 55 ლარი მომსახურებისათვისო . მე ფული არ მქონდა, თან მქონდა დაახლობით 17 ლარი. ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი, რომ თანხა თან არ მაქვს. მომეცით ჩემი საბუთი და ხვალ დილით მოგიტანთ-მეთქი. არაო, სანამ ამ თანხას არ გადაიხდი, აქედან ვერ წახვალო. კი მაგრამ მაპატიმრებთ-მეთქი? ვკითხე ადმინისტრატორ გოგონას. მან დაიძახა დაცვა! დაცვა! მე ვუთხარი რომ მათ დაპატიმრების უფლება არ ქონდათ, მე პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი. ეს არის კანონის დარღვევა, ირღვევა ჩემი, როგორც მოქალაქის, როგორც პაციენტის უფლებები! გავიძახოდი მაგრამ არავინ ყურადღებას არ მაქცევდა. იძულებული გავდი დამერეკა მთავარ ექიმთან, მასთან გასაუბრების შემდეგ შემომთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც იქვე შეადგინეს. არც მითხრეს რა დაწერეს შიგნით და რაზე იყო საერთოდ, იქვე მთავაზობდნენ რომ მომეწერა ხელი. ამასობაში დილის 5 საათი გახდა. მე რა თქმა უნდა ხელი არ მოვაწერე ამ ხელშეკრულებას, როგორც იქნა დამიბრუნეს ჩემი საბუთი. დილიდან მირეკავენ საავადმყოფოდან. ვიღაც ეკონომისტი მირეკავს, რომ თუ არ გადავიხდი ამ თანხას, დამერიცხება საურავი და ჯარიმები. მე ვფიქრობ, რომ სამედიცინო დაწესებულებამ და ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაარღვია კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ", კანონში ნათლად წერია, რომ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, ექიმი, ექთანი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, ვალდებულია პაციენტს მიაწოდოს სრული ინფორმაცია. ნაცვლად ამისა, მე ჯერ გამიწიეს სამედიცინო მომსახურეობა, რომლის დიდი ნაწილიც, ვფიქრობ რომ არ მჭირდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამაყენეს საქმის კურსში, რომ ეს მომსახურეობა იყო ფასიანი და ასევე ფინანსურად რა ჯდებოდა ეს მომსახურება"-აცხადებს მაისურაძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4631840&name=14.08.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

14.08.17     

მედიასაშუალება: ალია

 

გაზის მილის " სვარკამ" მუშები იმსხვერპლა...

სააგენტო "ხობი ინფოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით უბედური შემთხვევა 7 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში სოფელ ხეთის გზის მონაკვეთზე მოხდა, საგზაო სამუშაოების შესრულებისას ორ მუშას ზუგდიდიდან მომავალი ავტომანქანა დაეჯახა, ერთი 20 წლის ბიჭი რომელიც ხონის რაიონიდან ყოფილა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქუთაისში გადაიყვანეს, შემთხვევის მიზეზად თვითმხილველები გაზგაყვანილობის მილის შედუღებისას გაუფრთხილებლობას ასახელებენ, მათი თქმით გაზის მილის შედუღებისას ცეცხლის ნაპერწკლები რომ აეცილებინათ სავალი ნაწილისკენ გადავიდნენ მუშები, ამ დროს ზუგდიდიდან მომავალი ავტომანქანა შეეჯახა მათ. გამოძახებიდან უმოკლეს დროში სასწრაფო დახმარების მანქანა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ადგილზე იყო, მაგრამ ერთი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მეორეს მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4631556&name=14.08.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---