From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi- 17.08.17
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 17.08.2017 09:16
Attachments :


 

 

                                            მედიამონიტორინგი 17.08.17

ტელევიზია 

17.08.17

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებული ისევ მართვით სუნთქვაზეა. ერთ-ერთი დაზარალებული მდგომარეობა კრიტიკულია, მას სხეულის 90 % აქვს დამწვარი. ოჯახებს, რომელთა სახლებიც აფეთქებისას დაინგრა, მერია თავშესაფრით უზრუნველყოფს. ადგილობრივთა განცხადებით, გაზგასამართი სადგური უნებართვოდ ფუნქციონირებდა და უსაფრთხოების ნორმებიც დარღვეული იყო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4637463

---  

17.08.17

არხი: 1 არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 12:00

საქართველოს რკინიგზის შენობასთან რკინიგზელები შიმშილობის აქციას განაგრძობენ. გუშინ საღამოს ერთ-ერთი მოშიმშილე, ვახტანგ ცისკარიშვილი ცუდად გახდ ა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4637601

---

16.08.17

არხი: რუსთავი2

გადაცემა: კურიერი 21:00

 

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება. მერობის კანდიდატის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელსაც 200 ათასამდე სარეიტინგო ქულა ექნება, დამატებით ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებს. ზაალ უდუმაშვილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილს დღეს თბილისის საკრებულოში შეხვდა და პროგრამა გააცნო. მერობის კანდიდატს უკვე დათვლილი აქვს, რა რაოდენობის თანხაა საჭირო მისი ინიციატივის განხორციელებისთვის. უდუმაშვილი მერიის ბიუროკრატიული ფინანსური რესურსიდან 100 მილიონი ლარის დაზოგვას გეგმავს და, მისი თქმით, სწორედ ეს თანხა სოციალურად დაუცველების მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით, 7 ათას სოციალურად დაუცველს სარეიტინგო ქულა გაეზარდა, რაც ავტომატურად, მათთვის ფულადი დახმარების რაოდენობის შემცირებას ნიშნავს. მოქალაქეების ნაწილს კი ასეთი დახმარება საერთოდ მოეხსნა. კანდიდატთან შეხვედრაზე დღეს სწორედ ამ პრობლემებზე ისაუბრეს. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებთან მერობის კანდიდატის შეხვედრა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომის ფარგლებში შედგა. დეპუტატების განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ფორმატით სხდომის ჩატარება კანონით დასაშვებია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4636922

 

---

16.08.17

არხი: 1 არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდების დასახმარებლად, სპეციალური პროგრამების მომზადებას სთხოვენ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას შემდეგ, რაც ამ კატეგორიის მოქალაქეები სრულწლოვან ასაკს მიაღწევენ, მათზე სახელმწიფო ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის. შედეგად, მზრუნველობამოკლებულები მხოლოდ მესამე სექტორის ან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედად რჩებიან. მდგომარეობის გამოსასწორებლად ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციას სპეციალური სტრატეგია უკვე მზად აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ზრუნვამოკლებული ბავშვები მაქსიმალურად მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4636842

---

 

ინტერნეტი

16.08.17        

მედიასაშუალება: http://gbc.ge/index.php?m=tst

მთავრობა 100 საწოლიანი ინფექციური ცენტრის მშენებლობას გეგმავს

თბილისი (GBC)- მთავრობა 100 საწოლიანი ინფექციური ცენტრის მშენებლობას გეგმავს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა „ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის" პროექტირებაზე ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოაცხადა შენობა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე განთავსდება, 5 000 კვ. მ -იან ფართობზე დაახლოებით 10,567 კვ. მ შენობა განთავსდება, რომელიც უზრუნველყოფს 100 საწოლს. შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის . პროექტირებაზე 180 დღე გამოიყოფა , ვადა სექტემბრიდან აითვლება. კონსულტანტ კომპანიას ბოლო 10 წლის განმალობაში სამი მსგავსი ტიპის, 70 საწოლზე გათვლილი დღეს მოქმედი დასრულებული პროექტი უნდა ჰქონდეს, მისი საშუალო წლიური ბრუნვა ბოლო სამი წლის მანძილზე 1.5 მილიონი ევრო უნდა იყოს და ა .შ.

 

---

16.08.17        

მედიასაშუალება : http://reginfo.ge/people/item/2079-psiqotropuli-xamlebis-urezeptod-gaybidvashi-sami-mexarme-amxiles

ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვაში სამი მეწარმე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იმერეთის რეგიონში უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, მათი კუთვნილი აფთიაქებიდან სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს ყიდდნენ. შედეგად, სამოქალაქო ბრუნვაში ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტები მოექცა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული წამლების უკანონოდ გაყიდვის ფაქტები აგვისტოში კახეთშიც გამოავლინა.

 

---