From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi- 18.08.17
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 18.08.2017 08:54
Attachments :

 

                                            მედიამონიტორინგი 18.08.17

ტელევიზია 

18.08.17

არხი: იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 09:00

რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ორ მუშას, რომელიც სამი დღის განმავლობაში შიმშილობდა, დღეს კიდევ ექვსი მხარდამჭერი შეუერთდა. მოშიმშილეეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ადმინისტრაციისგან შორომის პირობების გაუმჯობებსებას მოთხოვენ. კრინიგზის ინფრასტრუქტურის დიორექტორის, ვასო ხორავას თანამდებობიდან გადადგომა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და დაჩი ცაგურიას უფლებამოსილების შეჩერება - ესაა მოშიმშილეების მოთხოვნები. რკინიგზის მენეჯმენტი და საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახური ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4639219

---  

18 .08.17

არხი: იმედი

გადაცემა:ქრონიკა 09:00

ლანჩხუთ-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივით გურიის მცხოვრებლებს დამატებითი უფასო სამედიცინო კვლევები საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარეს, მანამდე პაციენტთა კონსულტირება გურიის სოფლებში დაიწყო. ექიმებმა პირველადი კვლევებიც უფასოდ ჩაატარეს. სამედიცინო აქციით სამასამდე მოქალაქემ ისარგებლა. ნინო წილოსანი: "მოსახლეობის რაოდენობამ და მათმა აქტიურობამ დამარწმუნა ამ აქციების საჭიროებაში. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის ჯანმრთელობის საკითხები, ვეხმარები".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4639176

---

 

ინტერნეტი

18.08.17        

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/447973-paata-imnadze-mosakhleobas-koghoebisgan-dasacavad-rekomendaciebs-sthavazobs.html

პაატა იმნაძე მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც პაატა იმნაძემ ”ინტერპრესნიუსს ” განუცხადა, კოღოებისგან დასაცავად შესაძლებელია რეპელენტების, დამაფრთხობლების გამოყენება. მისივე თქმით, აღნიშნული საშუალებები ლოსიონის, სპრეის, კრემის, თუ სხვა სახით აფთიაქებსა და ტურისტულ მაღაზიებში იყიდება. ასევე, რეკომენდებულია ფანჯრებსა და კარებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გამოყენება. ”თუკი ეზოში პატარა გუბე, ტბორი გაქვთ და მას მიწას მიაყრით, ასეთ შემთხვევაში კოღო არ გამრავლდება . ორღობეებში, არხებში წყალი თუ მოძრაობს , კოღო არ გამრავლდება , წყალი თუ გაჩერდა , მაშინ გამრავლდება. ამიტომ ყველამ რომ თავისი სახლის წინ მონაკვეთი გაწმინდოს, კოღო აღარ გამრავლდება”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისივე ინფორმაციით, უკვე 5 წელია, რაც საქართველოში ადგილობრივი მალარიის შემთხვევები აღარ ფიქსირდება და წელიწადში 3-4 შემოტანილი შემთხვევა ვლინდება. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შავიზღვისპირეთში, სადეზინსექციო სამუშაოები ივნისის შემდეგ აგვისტოში ხელმეორედ ჩატარდება. ”ძალიან კარგი ვითარებაა შავი ზღვისპირეთში. ასეთი წყნარი ვითარება დიდი ხანია არ ყოფილა ყველა მიმართულებით. მათ შორის , მწერების მხრივ, რადგან ივნისში დამუშავდა და ახლა აგვისტოში მეორეჯერ დამუშავდება შავიზღვისპირეთი. კოღოს ბუნებაში ვერავინ მოსპობს. სადეზინსექციო სამუშოები უკვე მიმდინარეობს იქ, სადაც საჭიროა”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

---

17.08.17        

მედიასაშუალება : http://www.ambebi.ge/sazogadoeba/211622-ra-thankha-ikharjeba-biujetidan-pensionerebis-pensiaze-yovelthviurad.html

რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან პენსიონერების პენსიაზე ყოველთვიურად

2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცი . როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, 2016 წელს ასაკით პენსიონერებზე გაიცა 1 469 165 816 ლარი, წელს აგვისტოს ჩათვლით გაცემულია 1 048 839 326 ლარი. ყოველთვიურად გადარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 131 მილიონ ლარს. საქართველოში თითოეულ მოქალაქეზე ასაკობრივი პენსია განისაზღვრება 180 ლარით, თუმცა 2016 წლის 1-ელი სექტემბრიდან, "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის გაიცემა ყოველთვიური დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით, ანუ ჯამში ისინი 216 ლარს იღებენ.

---