From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi- 24.08.17
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 24.08.2017 08:52
Attachments :

                                            მედიამონიტორინგი 24.08.17

ტელევიზია 

24.08.17

არხი: იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: ქრონიკა 11:00  -бѓ›бѓ”-2  бѓ‘ლოკი

ბორჯომის ხეობაში სტიქიას ისევ ებრძიან. ცეცხლის ძირითადი კერები შემოსაზღვრულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. განცხადებას პრემიერი აკეთებს. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მედიასთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთიდან დახმარებაც ისაუბრა. მეხანძრე-მაშველებსა და საგანგებო სიტუაციების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში იმყოფებიან და აქტიურად მუშაობენ მოხალისეები. ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერი ნორმის ფარგლებშია. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, ხეობაში ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის აქამდე გაცემული რეკომენდაცია დღის წესრიგიდან მოიხსნა. რეკომენდაციები იმოქმედებს მხოლოდ იმ ცალკეულ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობა კვამლს იგრძნობს. ასეთ ადგილებში ბავშვები და ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები გარეთ ყოფნას უნდა მოერიდონ. დავით სერგეენკო: "საბედნიეროდ, ჯერადობით შემცირდა დაკვამლიანება. დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში აიღო სინჯები მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების, რომელიც საბედნიეროდ ნორმის ფარგლებშია. ეს არის რისკების მნიშვნელოვნად შემცირება".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4648455

---

2 3.08.17

არხი: აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 21:00

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთთან. დაშავდა 29 მგზავრი. ავარიის გამომწვევ მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა უმრავლესობას, ისინი უკვე გაწერეს სამედიცინო დაწესებულებებიდან. 4 პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4647948

---  

2 3.08.17

არხი: რუსთავი2

გადაცემა: კურიერი 21:00 – 1 ბლოკი

„საჭიროა ძალიან ინტენსიური მუშაობა მძიმე ტექნიკის მეშვეობით,“ - ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხანძრის ლოკალიზებასთან დაკავშირებით, დილის მოლოდინი, კლიმატური პირობების გამო, არ გამართლდა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. „ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა იმისთვის, რომ დილისთვის მოვემზადოთ და დილით გავაგრძელოთ ავიაციის მეშვეობით. ასევე, შევიძინეთ ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის იმისთვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერი აღნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა იმუშავებს. „საჭიროა ძალიან ინტენსიური მუშაობა მძიმე ტექნიკის მეშვეობით, რომ გავლებული თხრილების გზით მივიდეთ საცეცხლე ადგილებამდე, რათა მოვახდინოთ სახანძრო მანქანებისა და ტუმბოების მეშვეობით იმ კერების ჩაქრობა, საიდანაც გავრცელების ყველაზე მეტი საშიშროებაა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, აცხადებს, რომ დაკვამლიანების გარკვეულწილად შემცირების გამო, სამინისტროს რეკომენდაციები მთლიან ტერიტორიაზე აღარ გავრცელდება. გუშინ მინისტრმა სიფრთხილისკენ ფეხმძიმეებს, მცირეწლოვნებს, ხანდაზმულებს და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მოუწოდა. სერგეენკომ მათ მიმართა და სთხოვა, რომ გარეთ გასვლისგან თავი შეიკაონ. დავით სერგეენკოს თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრომ დღეს სინჯებიც აიღო და სწორედ ამის გამო, მთლიან ხეობაზე აღარ ვრცელდება რისკები. „ჯერადობით შემცირდა დაკვამლიანება. დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში აიღო სინჯები მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების, რომლებიც, საბედნიეროდ, ნორმის ფარგლებში არის. ეს არის მნიშვნელოვნად შემცირება რისკების, თუმცა, ერთეული კერები რჩება,“ - აცხადებს დავით სერგეენკო. ჯანდაცვის მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ იმ უბნებზე, სადაც დაკვამლიანებას შეამჩნევენ, დაიცვან რეკომენდაციები. „ამიტომ რეკომენდაცია, გუშინდელი რომელიც იყო, რომ მთელი ხეობის მასშტაბით თავი შეეკავებინათ ბავშვებს და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილებს, ეს მოხსნილია და რჩება მხოლოდ იმ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა,“ - აცხადებს დავით სერგეენკო. ხანძრების გამომწვევ მიზეზად დივერსიის ვერსიას შინაგან საქმეთა მინისტრი და მმართველი გუნდის ლიდერები არ გამორიცხავენ. სტიქიური უბედურების ზონაში ვითარების განმუხტვის შემდეგ პასუხებს ოპოზიციაშიც ელოდებიან. ბორჯომის სასტუმროებში უკვე რამდენიმე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ფარულ სპეცოპერაციას ატარებენ. სასტუმროს ადმინისტრაციაში კურიერს უყვებიან, რომ მათთან სამართალდამცველები მიდიან და ტურისტების შესახებ ინფორმაციას სთხოვენ. სასტუმროებში ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებას შს მინისტრი ადასტურებს. ბორჯომის ხეობაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ. 20-ლიტრიანი, ბენზინით სავსე ავზი, ტყეში დღეს დილით იპოვეს. ინფორმაცია და ფოტომასალა სცენარისტმა, აკა სინჯიკაშვილმა, სოციალური ქსელში გაავრცელა, რის შემდეგაც ის ბორჯომის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში ტყის ხანძრების 12 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის იმ რეგიონებში, სადაც ტყეები 2008 წლის აგვისტოში იწვოდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4647937

бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ 21:00--1 ბლოკი-   http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4647935

მაესტრო 21:00-1 ბლოკი- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4647849

იბერია 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4647410

бѓўбѓ•1 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4646952

---

 

ინტერნეტმედია

24.08.17

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/448815-davith-sergeenko-borjomis-kheobashi-atmosferuli-haeri-normis-farglebshia-aqedan-gamomdinare-bavshvebisthvis-da-qronikuli-daavadebebis-mqoneebisthvis-rekomendaciebi-mokhsnilia.html

დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერი ნორმის ფარგლებშია, აქედან გამომდინარე, ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონეებისთვის რეკომენდაციები მოხსნილია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერი ნორმის ფარგლებშია. აქედან გამომდინარე, სერგეენკოს განმარტებით, ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის რეკომენდაცია მოხსნილია. "რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, საბედნიეროდ შემცირდა დაკვამლიანება. დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების სინჯები აიღო, რომლებიც საბედნიეროდ ნორმის ფარგლებშია. ეს არის მნიშვნელოვნად შემცირება რისკების, თუმცა ერთეული კერები რჩება. ამიტომ, ჩვენი გუშინწინდელი რეკომენდაცია ბავშვებისა და ქრონიკულად დაავადებული მოზრდილებისთვის მოხსნილია, თუმცა რჩება იმ პუნქტებში სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა",- განაცხადა სერგეენკომ.

ამბები.ჯი- http://www.ambebi.ge/sazogadoeba/212346-davith-sergeenko-borjomis-kheobashi-bavshvebisthvis-da-qronikuli-daavadebebis-mqoneebisthvis-rekomendaciebi-mokhsnilia.html

---