From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi- 25.08.17
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tgamkrelidze@ssa.gov.ge
Received On : 25.08.2017 08:54
Attachments :

 

                                            მედიამონიტორინგი 25.08.17

ტელევიზია 

25.08.17

არხი: იმედი

გადაცემა:ქრონიკა 11:00

გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე ტრაილერი დაგორდა და 12 ავტომობილი დააზიანა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა და სახანძრო ეკიპაჟები მუშაობდნენ. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4650660

 ---

25.08.17

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

რკინიგზელების აქცია გრძელდება, 14 მათგანი კვლავ შიმშილობს. მიუხედავად პოლიციასთან დაპირისპირებებისა აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. დღეს რკინიგზის წარმომადგენლებს ჯერჯერობით აქციის მონაწილეებისთის არ უპასუხიათ და არც მედიასთან გაუკეთებიათ კომენტარი. აქციის მონაწილეები რკინიგზის რამდენიმე თანამშრომლის გადადგომასაც ითხოვენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4650631

---

 

24.08.17

არხი: მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00

ბორჯომში ხანძრის კერები კვლავ რჩება. ერთ-ერთი საგანგებო შტაბთან ახლოს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სტიქიის ზონაში დღეს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორეც ჩავიდა. ზურაბ ალავიძე: "ამ დროისთვის გვაქვს სამი აქტიური კერა. დანარჩენ კერებს იმედი მაქვს, ხვალ დილიდან ლოკალიზებას დავიწყებთ. აქტიურ კერებთან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ტექნიკა. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დილის ექვსი საათიდან ავიაცია გააგრძელებს მუშაობას. ატენის ხეობას რაც შეეხება, იქ ძალიან კარგად იმუშავეს მაშველებმა და თავდაცვის სამინისტრომ და საფრთხე აღარ არსებობს."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4650059

დავით სერგეენკო-1 ბლოკი 02:08 წთ-დან

ეს თემა გაშუქდა:

აჭარა-21:00- 1 ბლოკი 05:09წთ-დან http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4650046

---

  1არხი-20:00-1ბლოკი-02:30бѓ¬бѓ—-бѓ“бѓђбѓњ http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4649975

---

бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ-12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4648672

---

მაესტრო 12:00-მე-2 ბლოკი 00:50 წთ-დან

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4648702

---

იმედი 11:00 - მე-2 ბლოკი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4648455

---

24.08.17

არხი: აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მთავრობას ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებით მიმართა. ომბუცმენმა, შეისწავლა არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრების სერვისები აღნიშნული სამიზნე ჯგუფისთვის მიუწვდომელია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4649916

---  

24 .08.17

არხი: იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 14:00

ტრაგედია გურიაში, სოფელ ჩიბათში, ღამის ოთხ საათზე მომხდარ მომხდარი ავარიისას, ერთი ოჯახიდან 5 ადამიანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გადარჩა, ის ახლა, რეანომობილით, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალში გადაჰყავთ. გარდაცვლილებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ყაზახური სანომრე ნიშნებით მოძრავ სატვირთოს მისაბმელი მოსძვრა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს დაეცა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4648904

---

 

ინტერნეტმედია

24.08.17

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/176998-saqarthvelos-rkinigzasthan-dapirispirebis-dros-dashavebuli-moshimshileebi-klinikashi-gadaiyvanes.html?lang=ka-GE

საქართველოს რკინიგზასთან დაპირისპირების დროს დაშავებული მოშიმშილეები კლინიკაში გადაიყვანეს

შპს საქართველოს რკინიგზასთან აქციაზე, დაპირისპირების დროს, სამედიცინო დახმარება ხუთ მოშიმშილეს დასჭირდა, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. "კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთს დაზიანება მუცლის არეში ჰქონდა მიღებული, ხოლო მეორეს - ყელის არეში" - განაცხადეს შემთხვევის ადგილიდან. საქართველოს რკინიგზასთან შიმშილობის აქცია მე-10 დღეა გრძელდება. ამ დროისთვის, ვითარება სტაბილურია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწარფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

---

24.08.17

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/176991-davith-sergeenko-ramdenime-mnishvnelovani-keris-lokalizeba-mokherkhda-thumca-amindis-gamo-likvidacia-garthulebulia.html?lang=ka-GE

დავით სერგეენკო - რამდენიმე მნიშვნელოვანი კერის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ამინდის გამო ლიკვიდაცია გართულებულია

" სტიქიის ზონაში დღის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კერის ლოკალიზება მოხდა, თუმცა ამინდის გამო ლიკვიდაცია გართულებულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სტიქიის ზონაში განაცხადა. რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, მინისტრის თქმით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტრო ახორციელებს. „თუკი 2 დღის წინ, მთელი ბორჯომის ხეობის მასშტაბით, გვქონდა გარკვეული რისკები, დღეს ეს რისკები მოხსნილია. გარემოს დაცვის სამინისტრო ჰაერის ხარისხზე მონიტორინგს ახორციელებს. ყოველდღიურად რამდენიმე წერტილიდან იღებს სინჯებს. საბედნიეროდ, რაიმე შეზღუდვა საჭირო აღარ არის, გარდა იმ დასახლებული პუნქტებისა, სადაც მოსახლეობა თვითონ იგრძნობს რომ დაკვამლიანებაა. წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია, ვინაიდან რთულია წინასწარ განისაზღვროს ქარის მიმართულება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

24.08.17

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/448960-davith-sergeenko-thuki-2-dghis-tsin-borjomis-kheobashi-haeris-mdgomareobis-kuthkhith-gvqonda-garkveuli-riskebi-dghes-es-riskebi-mokhsnilia.html?ar=A

დავით სერგეენკო - თუკი 2 დღის წინ, ბორჯომის ხეობაში ჰაერის მდგომარეობის კუთხით გვქონდა გარკვეული რისკები, დღეს ეს რისკები მოხსნილია

თუკი 2 დღის წინ, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის კუთხით მთელი ბორჯომის ხეობის მასშტაბით გვქონდა გარკვეული რისკები, დღეს ეს რისკები მოხსნილია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს საგანგებო შტაბთან განუცხადა. მინისტრის თქმით, ჰაერის ხარისხზე მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტრო მუდმივად ატარებს. „დღეს, დღის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კერის ლოკალიზება მოხდა, თუმცა, ამინდის გამო ხანძრის საბოლოო ჩაქრობა გართულებულია. რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას, თუკი 2 დღის წინ მთელი ბორჯომის ხეობის მასშტაბით გვქონდა გარკვეული რისკები, დღეს ეს რისკები მოხსნილია. გარემოს დაცვის სამინისტრო ჰაერის ხარისხზე მონიტორინგს ახორციელებს. ყოველდღიურად რამდენიმე წერტილიდან იღებს სინჯებს. საბედნიეროდ რაიმე შეზღუდვის საჭიროება აღარ არის, გარდა იმ დასახლებული პუნქტებისა, სადაც მოსახლეობა თვითონ იგრძნობს რომ დაკვამლიანებაა. წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია, რადგან რთულია წინასწარ ქარის მიმართულების განსაზღვრა“,- განაცხადა სერგეენკომ.

ეს თემა გაშუქდა:

აიპრესი- http://www.ipress.ge/new/82735-sergeenko-borjomis-kheobashi-bavshvebisa-da-khandazmulebistvis-gacemuli-rekomendaciebi-moikhsna

ნიუპოსტი- http://www.newposts.ge/?l=G&id=149240-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

 

---

 

 

24.08.17

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=149222-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%9D,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%A8%E1%83%A8%E1%83%9B,%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

სახალხო დამცველის წინადადება მთავრობას შშმ პირთა რეაბილიტაციის მომსახურებით უზრუნველყოფის თაობაზე

2017 წლის 18 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე. სახალხო დამცველმა შეისწავლა საქართველოში ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ აბილიტაციისა და რეაბილიტაციის უფლების რეალიზების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრების სერვისები მიუწვდომელია აღნიშნული სამიზნე ჯგუფისთვის. სახელმწიფოს მოქმედი სოციალური პროგრამების ცალკეული კომპონენტები ფრაგმენტულად ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნებს, თუმცა, მის ფარგლებში არ ხდება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის ადეკვატური სპეციალიზებული სერვისის მიწოდება, ასეთი მომსახურების თვითდაფინანსების შესაძლებლობა კი შშმ პირთა უმრავლესობას არ გააჩნია. სარეაბილიტაციო ღონისძიებების ნაკლებობა იწვევს შშმ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და მათი უფლებების დარღვევას. ამასთან, მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო და სხვა შესაბამისი სპეციალობის პერსონალის სიმცირე, რაც ართულებს ხარისხიანი მომსახურების მიღებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია არის უმთავრესი პირობა, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის შესაბამისად საქართველომ იკისრა ვალდებულება შექმნას, გააძლიეროს და განავრცოს სარეაბილიტაციო და სააბილიტაციო მომსახურებები და პროგრამები ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურების სფეროში, იმგვარად, რომ აღნიშნული მომსახურება განხორციელებულ იქნეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე, მისაწვდომი იყოს საცხოვრებელი თემის მაქსიმალურ სიახლოვეში და ხელს უწყობდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას. სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას: • უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება • ზემოხსენებულმა ქვეპროგრამამ ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესთავაზოს ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციას • სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ზრდასრულ პირებს, მათი საჭიროების გათვალისწინებით • ხელი შეეწყოს სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნასა და გაძლიერებას გეოგრაფიული განაწილების პრინციპის დაცვით • უზრუნველყოს სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის შესაფერის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების სფეროში საჭიროებების კვლევისა და სპეციალისტების მომზადების დაფინანსება და ორგანიზება.

---

 

24.08.17

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/rustavis-meriis-mier-uaris-tqma-patsientebis-djanmrtelobaze-uarkofitad-aisakheba-sakhalkho-damtsveli/30984

რუსთავის მერიის მიერ უარის თქმა პაციენტების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს ქალაქ რუსთავის მერიას, რომ მან გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და გახდეს შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ თანადამფინანსებელი . ომბუდსმენის თქმით, ეს დადებითად იმოქმედებს ფსიქიკური მომსახურების განვითარებასა და შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებათა დაცვაზე. „მედიანიუსი“ სახალხო დამცველი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის უარს „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის“ მომსახურების თანადაფინანსებაზე და მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მუნიციპალიტეტმა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რადგან სერვისის შეწყვეტა წარმოშობს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესების რისკს. საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად არის ჩართული ფსიქიატრიის დარგში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში და დაინტერესებულ მხარეთა სრული ჩართულობით ხელს უწყობს სფეროს შემდგომ განვითარებას. გასულ პერიოდში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნების სათანადოდ განხორციელებისთვის საკმარისი და ეფექტური არ არის. ამასთან, უკიდურესად დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარების საქმეში. აღნიშნულის დამადასტურებელ ნათელ მაგალითს წარმოადგენს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის“ მომსახურების დაფინანსებაზე გაცხადებული უარი. შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ 2016 წლის თებერვლიდან ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვა“, რომლის ფარგლებში მობილური ჯგუფების მიერ საცხოვრებელ ადგილზე საჭირო მომსახურებას იღებდა 60 პაციენტი. მობილური ჯგუფების მომსახურების შედეგად 60%–ით შემცირდა სტაციონარებისა და რეჰოსპიტალიზაციის რიცხვი, ტრადიციულ ამბულატორიულ განყოფილებაში დაინერგა მულტიდისციპლინური მუშაობის სტილი. პაციენტებში იკლო ფსიქოპათოლოგიური სიმპტომების სიმწვავემ. გაიზარდა პაციენტების სოციალური ფუნქციონირების და შესაბამისად მათი ოჯახის კმაყოფილების ხარისხი. 2017 წლის ივნისში დასახელებული პროექტის დასრულების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული სერვისის გაგრძელების საკითხი, რაც ნების არსებობის შემთხვევაში, არ მოითხოვდა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, თუმცა რუსთავის მერიამ შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართვის მიუხედავად, უარი განაცხადა პროგრამის დაფინანსებაზე. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს თემზე დაფუძნებული მომსახურების განვითარებისკენ, რაც ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების სათანადოდ მოვლას, ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ჰოსპიტალიზაციის შემცირებასა და მათი უფლებების დაცვას. ამ პროცესში განსაკუთრებულია ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მონაწილეობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებმა არსებული რესურსების გონივრულად განაწილებით მეტი ძალისხმევა მიმართონ ასეთი სერვისების განვითარებისკენ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.