From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-01.03.2018
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 01.03.2018 09:40
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 01.03.2018

ტელევიზია

01.03.2018

არხი:            бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ  

გადაცემა: ახალი ამბები 12:00

საქართველოში დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელ ქვეყნებს შორის ინდოეთი ლიდერობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5072483

---

 

01.03.2018

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 10:00

პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სწორედ ამ კანონმა უნდა მოაწესრიგოს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071946

---

 

28.02.2018

არხი:            бѓ˜бѓ›бѓ”დი  

გადაცემა: ქრონიკა 20:00

50 მდე სახეობის პირველადი მედიკამენტი რომლის შეძენასაც სოციალურად დაუცველებთან ერთად სხვა კატეგორიის მოქალაქეებიც იაფად შეძლებენ, ჯანდაცვის სამინსტრო ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად ახალ პროგრამაზე მუშაობს თუმცა ექსპერტები ფიქრობენ რომ სიახლით არც ბიზნესი და არც მოსახმეობა არ უნდა დაზარალდეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/v ideo.php?id=5071572

ტელეკომპანია აჭარა-მთავარი 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071579

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071601

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071473

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071074

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071013

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071004

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5070932

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5070906

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5070409

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5070227

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5069975

---

 

28.02.2018

არხი:            I არხი  

გადაცემა: აქტუალური თემა 21:30

“გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან”-პირველი მაისიდან დახურულ სივრცეში მოწევა იკრძალება

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071619

---

 

28.02.2018

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓҐбѓ бѓќбѓњбѓ˜бѓ™бѓђ 20:00

ზუსტად 2 თვეში მოწევა იკრძალება ყველა საზოგადოებრივ შენობასადა ტრანსპორტში, ასევე იკრძალება თამბაქოს რეკლამირება და პოპულარიზაცია,განვთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან - დღეიდან კამპანია დაიწყო, რომელიც მოსახლეობას 1 მაისიდან ასამოქმედებელ რეგულაციებზე ინფორმაციას მიაწვდის, 2 თვის განმავლობაში ყევლა მწეველს უნდა შეატყობინონ, რომ 1 მაისიდან საზპგადპების თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალება, დღესვე ისაუბრეს საგანგაშო სტატისტიკაზე, რომლის მიხედვით საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მიერ გამოწვეული დაავადებებით 11 000 ადამიანი კვდება, აქედან 300-მდე ბავშვია

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071493

I არხი - მოამბე 21:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071375

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071507

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071143

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071062

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5070851

I არხი - მოამბე 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5070505

---

 

28.02.2018

არხი:            бѓўбѓ”ლეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

სახელმწიფო შენობიდან ჩამოშლილმა ფასადმა 14 წლის ბავშვი იმსხვერპლა. 5 მოზარდი საავადმყოფოშია. დაღუპულს მეხუთე სართულიდან ცამოვარდნილმა შუშის ნამსხვრევებმა სხეული, სახე და თავი ისე დაუზიანა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, მიუხედავათ იმისა, რომ ის სასწრაფო ოპერაციაზე შეიყვანეს. დანარჩენების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. შენობა, საიდანაც შუშა ჩამოვარდა, სახელმწიფო ელექტროსისტემას ეკუთვნის. ეს გარე ფასადი კომპანია მაგისტილმა 10 წლის წინ მოაპირკეთა. საავადმყოფოში ასევე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე, ზაზა სოფრომაძე და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071152

---

 

28.02.2018

არხი:            бѓ˜бѓ›бѓ”დი  

გადაცემა: ქრონიკა 14:00

როგორ შეასრულეს ომბუდსმენის რეკომენდაციები სამთავრობო უწყებებმა, საკითხს ადამიასის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, დეპუტატები ჯანდაცვის, განათლების, საგარეო საქმეთა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლების მოხსენებას ისმენენ, საუბარია 2016 წელს გაცემულ რეკომენდაციებზე

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5070214

იმედი-ქრონიკა 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5070846

---

 

28.02.2018

არხი:            бѓўбѓ”ლეკომპანია бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓ—ავარი 18:00

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი შენდება. იგი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5071125

---

 

ინტერნეტი

01.03.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/index.php?id=61228

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 3 ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა бѓ“бѓђ მართვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის სამინისტროსა бѓ“бѓђ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მემორანდუმი бѓ’бѓђбѓ¤бѓќбѓ бѓ›бѓ“бѓђ. бѓ“бѓќбѓ™бѓЈбѓ›бѓ”бѓњбѓўбѓЎ ხელი შრომის, ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ бѓ“бѓђ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის бѓ®бѓ”бѓљбѓ›бѓ«бѓ¦бѓ•бѓђбѓњбѓ”бѓљбѓ›бѓђ, ილიანა დერილოვამ бѓ›бѓќбѓђбѓ¬бѓ”бѓ бѓ”бѓЎ. პოლონეთის бѓћбѓђбѓ бѓђбѓљбѓ”бѓљбѓЈбѓ бѓђбѓ“, დროებითი, ცირკულარული მიგრაციის განხორციელების მიზნით, მოლაპარაკებები ევროკავშირის კიდევ 3 ქვეყანასთან მიმდინარეობს. თანამშრომლობის განვითარების  бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“  საქართველოდან არალეგალური ხასიათის მქონე შრომითი მიგრაცია კანონიერების ჩარჩოებში მოექცევა; შესაბამისად, შემცირდება უცხოეთში бѓђбѓ бѓђбѓљбѓ”бѓ’бѓђбѓљбѓЈбѓ  დასაქმებასთან  დაკავშირებული რისკები. ხელი бѓЁбѓ”бѓ”бѓ¬бѓ§бѓќбѓ‘бѓђ შრომითი მიგრანტების შრომითი бѓ“бѓђ სოციალური უფლებების бѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђбѓЎ, საქართველოსა бѓ“бѓђ მიმღებ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას; შემსუბუქდება бѓђбѓ бѓђбѓљбѓ”бѓ’бѓђбѓљбѓЈбѓ , ხანგრძლივ შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული დემოგრაფიული бѓ“бѓђ სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები. სამშობლოში დაბრუნებისას, უკეთესი შემოსავლების მიღების მიზნით, უცხოეთში  მიღებული პროფესიული ცოდნისა бѓ“бѓђ ორგანიზაციული უნარების бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ§бѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓђбѓЎ бѓЈбѓ™бѓ”бѓ— бѓЁбѓ”бѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓ”бѓњ, бѓ бѓђбѓЄ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას бѓ“бѓђ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას бѓЁбѓ”бѓЈбѓ¬бѓ§бѓќбѓ‘бѓЎ бѓ®бѓ”бѓљбѓЎ. ევროკავშირის ქვეყნებთან დროებით შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის бѓ“бѓђбѓ¬бѓ§бѓ”бѓ‘бѓђ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების გარანტი იქნება бѓ“бѓђ  „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების бѓђбѓљбѓ‘бѓђбѓ—бѓќбѓ‘бѓђбѓЎ შეამცირებს. бѓђбѓ›бѓџбѓђбѓ›бѓђбѓ“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) бѓ“бѓђ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის სამინისტრო ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრის бѓ“бѓђ მიგრაციის მართვის მდგრადობის бѓЈбѓ–бѓ бѓЈбѓњбѓ•бѓ”бѓљбѓ§бѓќбѓ¤бѓђ (SBMMG)“ ფარგლებში бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ›бѓЁбѓ бѓќбѓ›бѓљбѓќбѓ‘бѓ”бѓњ. თანამშრომლობის მიზანია,  განავითაროს სამინისტროს შესაძლებლობები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისა бѓ“бѓђ бѓђбѓ› ქვეყნებში, საქართველოდან მიგრანტ бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓ™бѓ—бѓђ კანონიერად დასაქმების ხელშეწყობისათვის.  

---

 

01.03.2018

მედიასაშუალება: https://bpn.ge/finansebi/43156-mravalshvilian-ojakhebs-statusi-mienitcebath-da-socialur-dakhmarebas-miigheben.html?lang=ka-GE

მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და სოციალურ დახმარებას მიიღებენ

მრავალშვილიან бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓ”бѓ‘бѓЎ სტატუსი მიენიჭებათ бѓ“бѓђ სოციალურ бѓ“бѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ მიიღებენ.  бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ, პარლამენტის ჯანდაცვისა бѓ“бѓђ სოციალურ საკითხთა კომიტეტი მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ კანონპროექტის ინიცირების საკითხს იხილავს. პროექტის ავტორები არიან დიმიტრი бѓ®бѓЈбѓњбѓ“бѓђбѓ«бѓ” бѓ“бѓђ აკაკი ზოიძე.  ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის бѓ“бѓђ მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროება. კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓ”бѓЎ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის бѓ’бѓђбѓњбѓЎбѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ бѓђ бѓ“бѓђ მრავალშვილიანი ოჯახების бѓ›бѓ®бѓђбѓ бѓ“бѓђбѓ­бѓ”бѓ бѓђ. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓЎбѓђбѓЄ бѓ°бѓ§бѓђбѓ•бѓЎ 4 ბავშვი, მიიღებს 20 бѓљбѓђбѓ бѓЎ ყოველთვიურად, бѓ®бѓќбѓљбѓќ  бѓ®бѓЈбѓ— бѓђбѓњ მეტშვილიანი ოჯახი бѓ›бѓ”-5 бѓ“бѓђ бѓ›бѓќбѓ›бѓ“бѓ”бѓ•бѓњбѓќ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ–бѓ” - დამატებით 10-10 бѓљбѓђбѓ бѓЎ. საქსტატის მონაცემებით (2014 - бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓЄ 4 бѓ“бѓђ მეტი არასრულწლოვანი бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓЎ. ჯამური ფინანსური შედეგი სარგებლის სახით იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი. бѓЁбѓ”бѓ¦бѓђбѓ•бѓђбѓ—бѓЎ მიიღებენ ის ოჯახები, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ—бѓђ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი бѓђбѓњ ნაკლები იქნება 300 000-ის.  კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების бѓ“бѓђ სოციალური დახმარების გაცემის бѓ¬бѓ”бѓЎбѓЎ бѓ’бѓђбѓњбѓЎбѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ бѓђбѓ•бѓЎ საქართველოს бѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓђ 2018 წლის 1 ივნისამდე. მსგავსი კანონპროექტი მოქმედებს ევროპის бѓЈбѓ›бѓ”бѓўбѓ”бѓЎ бѓ“бѓђ бѓћбѓќбѓЎбѓўбѓЎбѓђбѓ‘бѓ­бѓќбѓ—бѓђ სივრცის бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ ქვეყანაში. დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, საკითხზე бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ‘бѓђ დიდი ხანია მიმდინარეობს, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ, бѓћбѓ бѓќбѓЄбѓ”бѓЎбѓ”бѓ‘бѓЎ ქვეყნის მცირე ბიუჯეტი бѓђбѓ¤бѓ”бѓ бѓ®бѓ”бѓ‘бѓ“бѓђ. კანონპროექტი ფინანსური დახმარების бѓ’бѓђбѓ бѓ“бѓђ, бѓЎбѓ®бѓ•бѓђ бѓ™бѓќбѓ›бѓћбѓќбѓњбѓ”бѓњбѓўбѓ”бѓ‘бѓЎбѓђбѓЄ მოიცავს. მაგალითად, ინიციატივები სოციალურ სფეროში, განათლებისა бѓ“бѓђ სპორტის მიმართულებით. პაკეტი бѓ™бѓќбѓ›бѓЈбѓњбѓђбѓљбѓЈбѓ  გადასახადებში бѓ“бѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎбѓђбѓЄ ითვალისწინებს.   სტატუსი 2006 бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ გაუქმდა бѓ“бѓђ ის ენიჭებოდა 7 бѓ“бѓђ მეტშვილიან бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓ”бѓ‘бѓЎ. ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 бѓ“бѓђ მეტშვილიან бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓ”бѓ‘бѓЎ ექნებათ.

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/480626-davith-sergeenkos-ganckhadebith-medikamentebze-khelmisatsvdomobis-programa-farthovdeba.html?ar=A

დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, პროგრამაში ჩართულ სოციალურ დაუცველებს დაემატებიან შშმ პირები და ასაკით პენსიონერები. მისივე თქმით, 23-დან 50-მდე იზრდება პროგრამით გათვალისწინებული ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალიც. ”დღეს შეიქმნა მონახაზი. მიმდინარე პროგრამა გულისხმობს 23 მედიკამენტის მიწოდებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. ამ ბენეფიციარებს დაემატებიან ასაკით პენსიონერები და შშმ პირები, თუმცა მცირედით განსხვავებული ფორმატით. ყველაზე დიდი გამოწვევა არის მეორე ტიპის დიაბეტი და პენსიონერებს და შშმ პირებს მიეცემათ საშუალება ამ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები ნაკლებ ფასად შეიძინონ, თუმცა სამწუხაროდ, ეს ჯერ ვერ იქნება 1 ლარად. პროგრამას ასევე დაემატება მაღალი არტერიული წნევის და სავარაუდოდ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ჩვენი გათვლებით, ახალი ეტაპი დაიწყება მაისში. შშმ პირები პროგრამაში არსებული 23 მედიკამენტით, რომლებსაც დაემატება სხვა მედიკამენტებიც, სავარაუდოდ შემოდგომიდან ისარგებლებენ. მთლიანად, მედიკამენტების გაფართოებული რაოდენობით (50-მდე) ყველა ბენეფიციარი სარგებლობას შეძლებს წლის ბოლოდან ან მომდევნო წლის დასაწყისიდან”, - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, წლის ბოლოდან ან მომდევნო წლის დასაწყისიდან ესენციური მედიკამენტების შესყიდვაზე შეღავაღები დაუწესდება არაბენეფიციარ მოსახლეობასაც.

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/188819-medikamentebze-khelmisatsvdomobis-programa-farthovdeba.html?lang=ka-GE

ნიუს.ჯი- https://news.ge/zafxulidan-pensionrebma-da-ssm-pirebma-garkveuli-saxzis-medikamentebi-sesazloa-minimalur-fasad-seizinon/

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=65237

კვირა.ჯი- http://kvira.ge/383660

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/480601-davith-sergeenko-medikamentebze-khelmosatsvdomobis-programis-gafarthoebis-realuri-shesadzleblobebi-arsebobs.html?ar=A

დავით სერგეენკო - მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის პროგრამის გაფართოების რეალური შესაძლებლობები არსებობს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამ წუთებში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. დღევანდელ შეხვედრაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები საკუთარ ხედვას წარმოადგენენ მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით. პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვაზე ისაუბრა კომპანია პსპ-ს წარმომადგენელმა. გიორგი რამიშვილის თქმით, პროგრამა ოთხი მიმართულებით უნდა განვითარდეს. "უნდა გაფართოვდეს ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც სიმბოლურ ფასად ექნება წვდომა ესენციურ მედიკამენტებზე. უნდა გაფართოვდეს მედიკამენტების ნუსხა და 23 მედიკამენტიდან მისი რაოდენობა გაიზარდოს 50-მდე. ეს უნდა გაკეთდეს დამტკიცებული ბიუჯეტის პირობებში. უნდა შეიქმნას პირობები, რათა მედიკამენტების ფასმა დაიწიოს არა მხოლოდ პროგრამის ბენეფიციარებისთვის, არამედ ბაზარზეც. ამისთვის შესაძლებელია რამდენიმე მეთოდიკის კომბინაცია",- განაცხადა რამიშვილმა. დავით სერგეენკოს განცხადებით კი, ფარმაცევტულმა კომპანიებმა აქამდე გამართულ შეხვედრებზე საინტერესო წინადადებები დააფიქსირეს. "ჩვენ ორი კვირის წინ შევიკრიბეთ და გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ არსებობს რესურსი, რათა ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავებით შევძლოთ მოსახლეობისათვის ყველაზე აქტუალურ მედიკამენტებზე ხელმოსაწვდომობის გაზრდა. ჩვენ ამ ორი კვირის განმავლობაში უკვე გვქონდა ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებთან განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. იყო ძალიან საინტერესო მოსაზრებები და ერთი მხრივ, მზაობა იმისთვის, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე შესაძლებელი ყოფილიყო გარკვეული ფასდაკლებები, მეორე მხრივ კი, რიგმა მწარმოებელმა გამოთქვა სურვილი იმ მედიკამენტებით დახმარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც თვითონ აწარმოებენ, ასევე დიაგნოსტიკაში, ექიმების მომზადებასა თუ გარკვეული ხელსაწყო აპარატების მიწოდებაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უკვე რეალური პარტნიორობა. ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურმა კონსულტაციებმა დაგვანახა, რომ ეს შესაძლებლობები არსებობს", - განაცხადა სერგეენკომ.

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://region.ge/2208-peticia-romelic-momavali-thaobis-janmrthelobas-ekheba.html

პეტიცია, რომელიც მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება

დღეს მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად დაფინანსებულია 0-5 წლამდე ბავშვები, 5-18 წლამდე მოზარდები, სტუდენტები, შშმ პირები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები. თუმცა, ამ ჯგუფებისთვისაც, გარკვეული სერვისები და მომსახურებები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება. სწორედ ამ საკითხს ეხება ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.geატვირთული ერთ-ერთი პეტიცია, რომელიც მოითხოვს გაიზარდოს სპეციალური და მიზნობრივი სერვისები და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სრულად დაფინანსდეს სამედიცინო კვლევა, ასევე სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება. პეტიციის ინიციატორი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარინე სუდაძე, თავად მონაწილეობდა ichange.gov.ge პლატფორმის პოპულარიზაციის კამპანიაში.

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://kvira.ge/383764

“მინის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს”

ბარათაშვილის ქუჩაზე დღეს დაშავებული ბავშვების სამკურნალოდ, ყველა სამედიცინო ჩარევას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. შესაბამისი კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გააკეთა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში მივიდა. „ყველა სამედიცინო ჩარევას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს“ – განაცხადა სოფრომაძემ. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით სამი საათის წინ, თბილისში ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, 6 ბავშვი დაშავდა, მათ შორის, ერთი გარდაიცვალა

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=61192

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/480706-zaza-sofromadze-barathashvilis-quchaze-dashavebuli-bavshvebis-mkurnalobas-sakhelmtsifo-thavis-thavze-aighebs.html?ar=A

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/198203

პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გაიხსნა

“გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან!”,- ამ სლოგანით დღეს საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის” შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გაიხსნა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მიმართა და განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანია მიმდინარე წლის 1 მაისიდან „თამბაქოს კონტროლის” შესახებ კანონმდებლობის ძალაში შესვლას ეძღვნება. „საქართველოს პარლამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სახელით, გვაქვს პატივი, გაუწყოთ ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანიის დაწყების შესახებ, რომელიც ამა წლის პირველი მაისიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლას ეძღვნება და რომელიც მოუწოდებს და დაავალდებულებს ჩვენს თანამემამულეებს, თამბაქოს მოწევის მიზნით მათივე თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად, გავიდნენ გარეთ”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ. სიტყვით გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ „თამბაქოს კონტროლის” შესახებ კანონმდებლობის ამოქმედება მომდევნო 15 წლის განმავლობაში, 53 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენს. მისივე თქმით, საკანონმდებლო რეფორმა მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელსაც. „შემდეგი 15 წლის განმავლობაში, გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს ნაადრევი და მტანჯველი სიკვდილისგან და ქვეყნის ეკონომიკისთვის 3.5 მილიარდი ლარი დაიზოგება. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულებით, როგორც ამას ჩვენ გაეროს განვითარების ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის გლობალური სამდივნოს მიერ ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგები გვეუბნება, მოგვეცემა საშუალება, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლეები და დავზოგოთ თანხები, რომელთა გამოყენება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ შეგვიძლია”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონმდებლობის აღსრულებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქტიურ სამოქალაქო პოზიციას ენიჭება. აკაკი ზოიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნუ იქნებიან პასიურები. დეპუტატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონი არა მწეველთა, არამედ თამბაქოს ინდუსტრიისა და მისი მომაკვდინებელი შედეგების წინააღმდეგ არის მიმართული. „2018 წლის 1 მაისიდან, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან პასიურები. ნუ იქნებიან პასიური მწეველები, იმიტომ, რომ ეს დამღუპველია. მათი აქტიური სამოქალაქო პოზიცია კანონის აღსრულებაში გადამწყვეტი იქნება. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლება – შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, რომ კანონმდებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულონ, მაგრამ პირველი აღმასრულებელი, პირველი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ 50 ათასზე მეტი ადამიანი გადავარჩინოთ სიკვდილს, ისევ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მათ შორის – ჩვენი თანამოქალაქე მწეველები, რომელთა წინააღმდეგ ნამდვილად არ არის ეს კანონი მიმართული. ეს კანონი მიმართულია თამბაქოს ინდუსტრიის და მისი მომაკვდინებელი შედეგის წინააღმდეგ”,- მიმართა დამსწრეებს აკაკი ზოიძემ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გარკვეული დროის შემდეგ, თამბაქოს კონტროლის როლი გლობალურ ჯანდაცვაში უმნიშვნელოვანეს მიღწევებს გაუტოლდება. მინისტრმა საქართველოს პარლამენტს კანონის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი მიზანი რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაა. „ჩვენი დღევანდელი და მომდევნო ღონისძიებების მთავარი ამოცანა არის საზოგადოებრივი ცნობადობის გაზრდა – თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად საზოგადოების თითოეული წევრის ჩართვა ამ უმნიშვნელოვანეს ინტერვენციაში. რაც შეეხება, საკუთრივ თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობას უტყუარი და დადასტურებული მტკიცებულებები აქვს იმის შესახებ, თუ რა ზიანს იწვევს და რამდენ სიცოცხლეს იწირავს, მას შედარებით ახალგაზრდა ისტორია აქვს. გულწრფელად მჯერა იმისა, რასაც ახლა ვიტყვი, რაც, შესაძლოა, ახლა გადაჭარბებულად ჟღერდეს, რომ გავა ცოტა დრო და თამბაქოს კონტროლი გლობალურ ჯანდაცვაში გაუტოლდება ისეთ ინტერვენციებს, როგორიც, თავის დროზე, იყო ანტიბიოტიკის აღმოჩენა, ვაქცინაცია და მჯერა, რომ თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით თამბაქოს კონტროლი დადგება ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევების გვერდით და ჩვენ რეალურად შევძლებთ, რომ გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე. მჯერა, რომ ეს მოძრაობა, რომელიც დღეს დაიწყება, იქნება ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ვერა ლუიზა და კოსტა ე სილვამ ისაუბრა. გამომსვლელმა განაცხადა, რომ 2018 წლის 1 მაისიდან, თამბაქოსგან თავისუფალ გარემოზე საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება პასუხისმგებელი. ვერა ლუიზა და კოსტა ე სილვამ ხაზგასმით აღნიშნა კანონის მნიშვნელობა და იმ დადებით შედეგებზე ისაუბრა, რომლებსაც კანონმდებლობა ძალაში შესვლის შემდეგ მოიტანს. „თქვენ 2018 წლის 1 მაისს დიდ საჩუქარს მიიღებთ – ქართველთა ახალი თაობა ისარგებლებს ამ კანონის ამოქმედებით. თითოეული თქვენგანი იქნება პასუხისმგებელი თამბაქოსგან თავისუფალ გარემოზე. თითოეული თქვენგანი დაინახავს თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ ქვეყანას. ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყოველწლიურად ათი ათასობით სიცოცხლის გადარჩენა; იოლია გასააზრებლად, თუ რამდენი მილიონი ლარი დაიზოგება და გაცილებით უკეთესი მიზნებისკენ მიიმართება საზოგადოების სასარგებლოდ; ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თითოეული მწეველისთვის, რათა მოწევას თავი დაანებოს და ცხოვრების უკეთესი ხარისხი ჰქონდეს. საქართველო შექმნის ისტორიას ამ კუთხით და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წვლილი შევიტანოთ თითოეული ოჯახის კეთილდღეობაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო ორგანიზაციების თითოეულ წარმომადგენელს, რომლებმაც ამ კანონის შემუშავებასა და იმპლემენტაციაში დახმარება გაგვიწიეს – მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP). მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებას ამ ინიციატივის განხორციელებისთვის”,- განაცხადა სამდივნოს ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას. სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, შეკრებილებს კლიპი წარუდგინეს, რომელშიც ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგები იყო ასახული. ღონისძიებაზე ჩაირთო წამზომიც. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს და მასზე ეფექტიანი ინვესტიცია ჯანმრთელობაში არ არსებობს. „პირველი მაისიდან, უნდა გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან და მოგიწოდებთ, რომ ნუ იქნებით პასიურები. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს: აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა კანონმდებლობის აღსრულებაზე – ეს თქვენ და თქვენს შვილებს და შვილიშვილებს გადაარჩენს”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, სამედიცინო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/383717

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=61166

დავით სერგეენკო: მჯერა, რომ თამბაქოს კონტროლის შედეგად ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ

"მჯერა, თამბაქოს კონტროლი უმნიშვნელოვანესი მიღწევა გახდება და ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ",- ამის შესახებ დაავადებათა თბილისის პარლამენტში განაცხადა, სადაც "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია "გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან" გაიხსნა. მან საქართველოს პარლამენტს, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტს ამ ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. " მთავარი ამოცანაა საზოგადოების ცნობადობის გაზრდა ამ საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რა მძიმე დაავადებებს იწვევს, შედარებით ახალგაზრდა ისტორია აქვს. მჯერა, რომ თამბაქოს კონტროლი უმნიშვნელოვანესი მიღწევა გახდება იმ მიღწევებს შორის, როგორიცაა მაგალითად ახალი პრეპარატის აღმოჩენა და ა.შ. გვჯერა, რომ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ", - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან თამბქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევა აიკრძალება ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; ასევე კანონი ითვალისწინებს თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვას; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანას; ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას; საცალო გაყიდვის აკრძალვას ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.

ბიპიაი.ჯი- http://bpi.ge/davit-sergeenko-mjera-tambaqos-kontrolis-roli-jandacvashi-umnishvnelovanes-mighwevebs-gautoldeba/

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/102437-davit-sergeenko-gvjera-rom-bevr-sicockhles-gadavarchent

პრაიმთაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1519814478-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%AF-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/480632-davith-sergeenko-yvelam-unda-miuthithos-skhvas-thu-im-sivrceshi-etseva-sadac-kanoni-zghudavs.html?ar=A

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/480669-thambaqos-epidemiis-mkhriv-saqarthvelo-msoflioshi-me-12-kholo-evropashi-me-2-adgilzea.html?ar=A

თამბაქოს ეპიდემიის მხრივ, საქართველო მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილზეა

თამბაქოს ეპიდემიის მხრივ, საქართველო მსოფლიოში бѓ›бѓ”-12, бѓ®бѓќбѓљбѓќ ევროპაში бѓ›бѓ”-2 ადგილზეა. бѓ’бѓђбѓ”бѓ бѓќ-бѓЎ განვითარების ფონდის бѓ“бѓђ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის бѓ™бѓ•бѓљбѓ”бѓ•бѓђбѓ–бѓ”, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდება, бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ საქართველოს პარლამენტში ისაუბრეს, бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓЄ ჯანმრთელობის დაცვისა бѓ“бѓђ სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, бѓЁбѓЎбѓЎ-бѓ› бѓ“бѓђ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის бѓ©бѓђбѓ бѓ©бѓќ კონვენციის სამდივნომ „თამბაქოს კონტროლის“ бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“ бѓ’бѓђбѓ®бѓЎбѓњбѓ”бѓЎ.  კამპანიის მიზანს бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ მოსახლეობის ინფორმირება бѓ“бѓђ бѓ›бѓќбѓ›бѓ–бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ რეგულაციებისადმი, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება бѓ“бѓђ რომელიც, бѓЎбѓ®бѓ•бѓђ საკითხებთან бѓ”бѓ бѓ—бѓђбѓ“, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს бѓђбѓ™бѓ бѓ«бѓђбѓљбѓ•бѓђбѓЎ გულისხმობს. კვლევის бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ“, საქართველოს მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. бѓђбѓ›бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ, სკოლებში бѓ›бѓ”-10 კლასელებიდან მინიმუმ ყოველი бѓ›бѓ”бѓ бѓ•бѓ” (12%) რეგულარული მწეველია, бѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљ бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ”бѓЎ გაუსინჯავს თამბაქო, бѓ®бѓќбѓљбѓќ бѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљ бѓ›бѓ”бѓ®бѓЈбѓ—бѓ”бѓЎ (19%) გაუსინჯავს ელექტრონული სიგარეტი. ქვეყანაში რეგულარული მწეველობის დაწყების ასაკი 13 წელია. ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ახალი დაავადებით 70 000 ადამიანი бѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ, გარდაცვლილთა бѓ бѓђбѓќбѓ“бѓ”бѓњбѓќбѓ‘бѓђ კი 11 000-бѓЎ бѓЁбѓ”бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ, აქედან 300-бѓ›бѓ“бѓ” ბავშვია.  бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ კონტროლისა бѓ“бѓђ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის бѓЎбѓђбѓ™бѓђбѓњбѓќбѓњбѓ›бѓ“бѓ”бѓ‘бѓљбѓќ რეფორმის კარგი შედეგი იქნება, бѓ—бѓЈ მწეველობის бѓ бѓђбѓќбѓ“бѓ”бѓњбѓќбѓ‘бѓђ бѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљ бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ 1%-ით შემცირდება.

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139728&lang_id=ge

ზოიძე: თამბაქოს კონტროლის კანონით გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს

“გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან!“,- ამ სლოგანით დღეს საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გაიხსნა. ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო კამპანია 1 მაისიდან „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონმდებლობის ძალაში შესვლას ეძღვნება. “პარლამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამ კანონით მომდევნო 53 ათასზე მეტი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა მოხდება და უფრო მეტიც, ის მოიტანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელსაც. „შემდეგი 15 წლის განმავლობაში, გადავარჩენთ 53 ათასზე მეტ თანამოქალაქეს ნაადრევი და მტანჯველი სიკვდილისგან და ქვეყნის ეკონომიკისთვის 3.5 მილიარდი ლარი დაიზოგება. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულებით, როგორც ამას ჩვენ გაეროს განვითარების ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო-კონვენციის გლობალური სამდივნოს მიერ ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგები გვეუბნება, მოგვეცემა საშუალება, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლეები და დავზოგოთ თანხები, რომელთა გამოყენება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ შეგვიძლია“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ. დეპუტატი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის აღსრულებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქტიურ სამოქალაქო პოზიციას ენიჭება. „მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან პასიურები. ნუ იქნებიან პასიური მწეველები, იმიტომ, რომ ეს დამღუპველია. მათი აქტიური სამოქალაქო პოზიცია კანონის აღსრულებაში გადამწყვეტი იქნება. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლება მზადაა, რომ კანონმდებლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღასრულონ, მაგრამ პირველი აღმასრულებელი, პირველი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ 50 ათასზე მეტი ადამიანი გადავარჩინოთ სიკვდილს, ისევ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მათ შორის - ჩვენი თანამოქალაქე მწეველები, რომელთა წინააღმდეგ ნამდვილად არ არის ეს კანონი მიმართული. ეს კანონი მიმართულია თამბაქოს ინდუსტრიის და მისი მომაკვდინებელი შედეგის წინააღმდეგ“,- მიმართა დამსწრეებს აკაკი ზოიძემ. ჯანდაცვის დავით სერგეენკოს განცხადებით, გარკვეული დროის შემდეგ, თამბაქოს კონტროლის როლი გლობალურ ჯანდაცვაში უმნიშვნელოვანეს მიღწევებს გაუტოლდება. მინისტრმა საქართველოს პარლამენტს კანონის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი მიზანი რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაა. „ჩვენი დღევანდელი და მომდევნო ღონისძიებების მთავარი ამოცანა არის საზოგადოებრივი ცნობადობის გაზრდა - თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად საზოგადოების თითოეული წევრის ჩართვა ამ უმნიშვნელოვანეს ინტერვენციაში. რაც შეეხება, საკუთრივ თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობას უტყუარი და დადასტურებული მტკიცებულებები აქვს იმის შესახებ, თუ რა ზიანს იწვევს და რამდენ სიცოცხლეს იწირავს, მას შედარებით ახალგაზრდა ისტორია აქვს. გულწრფელად მჯერა იმისა, რასაც ახლა ვიტყვი, რაც, შესაძლოა, ახლა გადაჭარბებულად ჟღერდეს, რომ გავა ცოტა დრო და თამბაქოს კონტროლი გლობალურ ჯანდაცვაში გაუტოლდება ისეთ ინტერვენციებს, როგორიც, თავის დროზე, იყო ანტიბიოტიკის აღმოჩენა, ვაქცინაცია და მჯერა, რომ თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით თამბაქოს კონტროლი დადგება ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევების გვერდით და ჩვენ რეალურად შევძლებთ, რომ გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე. მჯერა, რომ ეს მოძრაობა, რომელიც დღეს დაიწყება, იქნება ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს“,- განაცხადა დავით სერგიენკომ

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=61163

ამირან გამყრელიძე: თამბაქო 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი მკვლელია

"ჩვენი მიზანია ყოველწიურად შემცირდეს მწეველთა რიცხვი ქვეყანაში",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თბილისის პარლამენტში განაცხადა, სადაც "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია "გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან" გაიხსნა. მისივე თქმით, ყოველწლიურად თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით 31 ათასი ადამიანი იღუპება. "თამბაქო 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ მკვლელადაა აღიარებული. თამბაქოზე მოდის მსოფლიოში სიკვდილიანობის თითქმის 10%. საქართველოში ჩვენ ეს ციფრი უფრო მაღალი გვაქვს, რამეთუ 31 ათასი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით. აქედან 2500 არის პასიური მწეველი, დანარჩენი აქტიური. ამის გამო ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი რისკ ფაქტორი არაგადამდები დაავადებების განვითარების. ამიტომ, 2003 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო თამბაქოს ე.წ ჩარჩო კონვენცია, რომელსაც ჩვენც მივუერთდით. ჩვენს კანონში შევიდა ცვლილებები გასულ წელს და ახლა ყველაფერი იმაზეა, როგორ აღსრულდება კანონმდებლობა. ჩვენი სამიზნეა, რომ ყოველწლიურად 1%-ით ვამციროთ მწეველთა რაოდენობა",-განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, 2018 წლის 1 მაისიდან თამბქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევა აიკრძალება ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; ასევე კანონი ითვალისწინებს თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვას; თამბაქოს კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა და პიქტოგრამების სავალდებულო დატანას; ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას; საცალო გაყიდვის აკრძალვას ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.

რეგიონ.ჯი- http://region.ge/2229-amiran-gamyrelidze-thambaqos-mier-gamotsveuli-zianith-saqarthveloshi-yoveltsliurad-11-400-adamiani-ighupeba-aqedan-2-900-pasiuri-mtsevelia.html

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/102434-amiran-gamyrelidze-tambaqo-21e-saukunis-yvelaze-didi-mkvlelia

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/34634/amiran-gamyrelidze-saqartveloshi-yoveltsliurad-2-900-pasiuri-mtseveli-ighupeba

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/34642/2017-2018-tsels-bavshvze-seqsualuri-dzaladobis-daakhloebit-40-shemtkhveva-gamovlinda

2017- 2018 წელს ბავშვზე სექსუალური ძალადობის დაახლოებით 40 შემთხვევა გამოვლინდა

2017 წელს და 2018 წლის დასაწყისში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დაახლოებით 40 შემთხვევა იყო იდენტიფიცირებული და ტენდენცია წინა წლებთან შედარებით მზარდია, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს ისმენენ. როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, მზარდი ტენდენცია არ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევები რაოდენობრივად იზრდება, არამედ მზარდია გამოვლენები. „ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ეფექტიანები გავხდით პრობლემის იდენტიფიცირებაში. ამასთან, არც ერთი იდენტიფიცირებული მსხვერპლი არ დარჩენილა სათანადო ყურადღების გარეშე“, - განაცხადა ბარკალაიამ. მისივე თქმით, არასრულწლოვნების სექსუალური ექსპლუატაციის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა იდენტიფიცირებული, ისევე, როგორც არ ყოფილა მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების შრომით ექსპლუატაცია.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/480694-jandacvis-ministris-moadgile-2017-tsels-da-2018-tslis-dasatsyisshi-bavshvtha-mimarth-seqsualuri-dzaladobis-daakhloebith-40-shemthkhveva-iyo-identificirebuli.html?ar=A

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=139744&lang_id=ge

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივი საკომიტეტო მოსმენა გამართეს. ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ერთი მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების კომპონენტის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) საქართველოს მთავრობის 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც კანონმდებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გააცნო. მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებები წარმოადგენს მთავრობის მთავარ დღის წესრიგს და ამოცანას, რომელსაც თანმიმდევრულად ასრულებენ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, შესაბამისად, ეს შეთანხმება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რომელიც ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას ევროკავშირთან, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, 2017 წელს ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და შეადგინა 2 მილიარდ 844 მილიონი აშშ დოლარი, ექსპორტი გაიზარდა 13%-ით, და შეადგინა 646 მლნ აშშ დოლარი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიანიშნებს საქართველოს დაახლოებაზე ევროკავშირის ბაზართან. მისივე თქმით, ასევე საკანონმდებლო ჰარმონიზაცია ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დანერგვას. მომხსენებელმა დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ექსპორტის ზრდაზე ცალკეული პროდუქციის მიხედვით, რომელიც შეეხო როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ასევე ზოგიერთ სამრეწველო საქონელს. აღინიშნა ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად, თითქმის 32%-ით გაიზარდა ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი, რომელიც დღეისათვის 700-ზე მეტია. რაც მთავარია, გაიზარდა ქართული პროდუქტებისადმი ნდობა ევროპის ბაზარზე. მომხსენებელმა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ასევე დეტალურად უპასუხეს კანონმდებელთა კითხვებს. ორივე კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებს კომიტეტის კიდევ ერთ სხდომას მიუძღვნიან, რომელზეც უკვე დეტალურად განიხილავენ 2018 წლის სამოქმედო გეგმას. კომიტეტების გაერთიანებული სხდომის შემდეგ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მუშაობა დამოუკიდებლად გააგრძელა და პირველი მოსმენით განიხილა საკანონმდებლო პაკეტი შრომითი უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციული შემთხვევების თავიდან აცილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პაკეტი მოიცავს კანონპროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკანონმდებლო ინიციატივა პრინციპების დონეზე კომიტეტის წევრებს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გააცნო. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ყველა ეტაპზე პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობით. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შრომის უფლებების საკანონმდებლო მექანიზმებით დაცვის საკითხები შეადგენს „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს. „აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ასოცირების შეთანხმების XXX დანართი - დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები - მოიცავს შრომის უფლებების ყველა მიმართულებას. ამ მხრივ აღსანიშნავია, 2000 წლის 29 ივნისის საბჭოს 2000/43/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას და 2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივა, რომელიც დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით აყალიბებს თანაბარი მოპყრობის ზოგად სტრუქტურას. ზემოაღნიშნული დირექტივები ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, შემოიღონ და/ან გააუმჯობესონ არსებული საკანონმდებლო ნორმები და არსებული პრაქტიკა, განსაზღვრონ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და დააწესონ სანქციები დარღვევების აღმოჩენისას. დასახელებული დირექტივების დებულებები უნდა შესრულდეს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის ძირითადი არსია პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში განამტკიცოს, არამედ წინსახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც მოიცავს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ წარადგინა გარკვეული მოსაზრებები და რეკომენდაციები კანონპროექტებთან დაკავშირებით და ავტორთა ჯგუფი მუშაობს ამ რეკომენდაციებზე და შეთანხმებული წინადადებები მეორე მოსმენისთვის იქნება წარმოდგენილი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთა პაკეტს ზოგადი პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს.

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://newpress.ge/madlierebis-saxlshi-beneficiarebistvis-kvebis-momsaxurebis-shewyvetis-sakitxi-droebit-shecherda

"მადლიერების სახლის" ბენეფიციარებისთვის კვებითი მომსახურების შეწყვეტის საკითხი გადაიდო

"მადლიერების სახლში" ბენეფიციარებისთვის კვების მომსახურების შეწყვეტის საკითხი შეჩერდა. ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, მერიამ საკითხი დროებით შეაჩერა. ვიდრე არ მოხდება ენეფიციარების მდგომარეობის შესწავლა, იმ დრომდე მათ კვებაზე უარს არ ეტყვიან. ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, "მადლიერების სახლში" ბენეფიციართა ქულობრივი მონაცემების საფუძველზე მოხდა მათი გადარჩევა, თუმცა მერია მზადაა, კიდევ ერთხელ მოახდინოს შესწავლა. "ბენეფიციარების ქულების გაცნობა მოხდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემებით. ჩვენ რეგულაცია გვავალდებულებდა კრიტერიმების ფარგლებში მოგვექცია ბენეფიციარების მონაცემები. გამოვლინდა, რომ 121 ბენეფიციარი არის გაცილებით მაღალი ქულის, ვიდრე საჭიროა, ამიტომ მოხდა იმ ბენეფიაციარების სიიდან ამოყვანა, თუმცა ჩვენ შევაჩერეთ ეს და თავიდან გადავამოწმებთ მათ. თუ გამოვლინდა, რომ ქულების მიუხედავად, მათი მდგომარეობა მოითხოვს ერთჯერადი კვებით მომსახურებას, ამ ადამიანებს არ ამოვიყვანთ სიიდან. მსგავსი მონიტორინგი წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს", -განაცხადა ნინო თვალთავძემ. მან ასევე უპასუხა ოპოზიციის შენიშვნას, კულტურის განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მათი ამოცანაა, ბენეფიციარების არა მხოლოდ კვებითი მომსახურება, არამედ სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და სურთ შეუქმნან ჯანსაღი გარემო თვითრეალიზებისთვის. "მადლიერების სახლი" ააიპ-ად გადაკეთდა, სადაც ამ დროისთვის რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ააიპის დირექტორის თამთა ბაკურაძის განცხადებით, ჯერ არ შეუძლია საუბარი, შემცირდება თუ არა შტატების ოდენობა, თუმცა აცხადებს, რომ სანიტარული შტატის არსებობის მიუხედავად, ორგანიზიაციაში სისუფთავის დაცვაზე ზრუნვა მას უხდებოდა, რადგან არ ხდებოდა მოვალეობების სათანადოდ შესრულება. ამიტომ, მისი თქმით, ჯერ ვერ იტყვის, მოხდება თუ არა ამ შტატის შემცირება. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, „მადლიერების სახლის“ ბიუჯეტად 620 ათასი ლარია განსაზღვრული. ბიუჯეტი 7 000 ლარით არის შემცირებული წინა წლის ბიუჯეტთან. "მადლიერების სახლი" ყოველდღიურად 800 ბენეფიციარის კვებით მომსახურებას ეწევა.

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/118832/

ქობულეთი: თავშესაფრის მოლოდინში ორი მოხუცი გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა

მოხუცებისთვის თავშესაფრის მოწყობის მოთხოვნით პეტიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასული წლის ზაფხულში დარეგისტრირდა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში ვერ გადაწყვიტეს, სჭირდება თუ არა ქობულეთს მოხუცთა თავშესაფარი. პეტიციის ავტორი, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზაფხულში შეტანილ პეტიციას ახლდა ინფორმაცია იმ 22 მოხუცის შესახებ, რომლებიც ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. „მათგან ორი მოხუცი უკვე გარდაიცვალა, ორი ფსიქიატრიულში მოხვდა…“ – ამბობს ნანა კალანდაძე. „მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ სოციალური სამსახური განიხილავს ამ საკითხს, თუმცა ამ დრომდე მათი პოზიცია უცნობია. ვესაუბრე ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც, რომელიც ე.წ. სათემო ორგანიზაციებს აფინანსებს [სათემო ორგანიზაცია სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის თავშესაფრის მოწყობას გულისხმობს. დაფინანსება ერთ ბენეფიციარზე დღეში 16 ლარია. ავტ.] სახელმწიფო, ზოგადად, ათავსებს თავშესაფარში იმ მოხუცს, რომელიც სოციალურად დაუცველია. ჩვენ ამ კრიტერიუმს არ ვეთანხმებით, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ძალადობის გამო, ან სხვა მიზეზით, მოხუცები სახლ-კარის გარეშე რჩებიან. არსებობენ მოხუცები, ვისი ოჯახებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას, მაგრამ ისინი საჭიროებენ თავშესაფარს. ეს მაჩვენებელი მუდმივად იცვლება,“ – გვიყვება ნანა კალანდაძე, ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი. „ჯერ არ გვაქვს ჩამოყალიბებული, გადაწყდება თუ არა ქობულეთში მოხუცთა თავშესაფრის მოწყობა,“ – ამბობს მირიან ქათამაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი. მისი თქმით, პოზიცია მარტის ბოლოს შემუშავდება, როცა ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შევიდეს. მირიან ქათამაძე მიიჩნევს, რომ მოხუცთა თავშესაფრის მოწყობის საჭიროება სავარაუდოდ არსებობს, რადგან ის თავად გაეცნო რამდენიმე მოხუცის შემთხვევას, ვისაც თავშესაფარი სჭირდება. მირიან ქათამაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი: „ეს საკითხი არის დაკავშირებული დამატებითი ფინანსების მოძიებასთან ბიუჯეტში. ამჟამად მიმდინარეობს სტრუქტურული რეორგანიზაცია აპარატში, რაც მიმდინარე ხარჯის შემცირებაზე დადებითად უნდა აისახოს და სწორედ ამ ხარჯების გათვალისწინების შედეგად იქნება ბიუჯეტის პირველი კორექტირების დროს ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბებული. ჩვენსა და მესამე სექტორს შორის ამ საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავშესაფრის საჭიროება გამომდინარეობს სოციალური საკითხიდან. სხვა შემთხვევებში, შესაძლოა, ჩვენ დავეხმაროთ მოხუცებს იმაში, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები. შესაძლოა, მათ უფრო სამართლებრივი მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიდრე თავშესაფარი… არ არის ეს საკითხი იოლად გადასაწყვეტი. ჩემი მიზანია, რომ პროექტი იყოს წარმატებული, თუკი ის განხორციელდება. მე არ ვიწყებ არც ერთ პროექტს, თუ ის წარმატებული არ იქნება და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა არ ექნება“. რეგიონში მოხუცებულთა თავშესაფრის მოწყობაზე „ბათუმელებმა“ ჰკითხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც. ზურაბ პატარაძემ თქვა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს და „როგორც კი რამე იქნება, ჩვენ პირველები გავიგებთ“.

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/118892/

წითელას სტატისტიკა: ლაბორატორიულად დადასტურდა 219 შემთხვევა

ბოლო მონაცემებით, წელს აჭარაში, პირველი იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით, წითელას 219 შემთხვევა დაფიქსირდა. „ჩვენ გამოვხშირეთ ლაბორატორიულად დაუდასტურებელი შემთხვევები და 27 თებერვლის მონაცემებით გვაქვს 219 შემთხვევა. ცენტრში უფრო მეტი შეტყობინებაა შემოსული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არ დასტურდება წითელა და ხდება ასეთი შემთხვევების უკუგდება, შესაბამისად, გვაქვს ეს რიცხვი,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, ამ კვირაში, ბოლო ორი დღის მონაცემებით, ჯერჯერობით, არ არის დაფიქსირებული წითელას შემთხვევათა იმდენი რაოდენობა, რამდენიც წინა კვირებში იყო, თუმცა შემთხვევათა კლებაზე საუბარი ჯერ ადრეა. აჭარაში წითელას შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა, 40 პროცენტი, 0-5 წლამდე ბავშვებზე მოდის. 32 პროცენტი კი – 15-29 წლამდე ადამიანებზე. წაიკითხეთ ამ თემაზე: „მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები“ – წითელას შემთხვევები ისევ იზრდება წითელას სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, კონიუნქტივიტი, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე. წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით. დაინფიცირებული პირი სიპტომების გამოვლენამდე ოთხი დღის და გამოვლენის შემდეგ კიდევ ოთხი დღის განმავლობაში შესაძლებელია იყოს ვირუსის გამავრცელებელი. მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბავშვებისა და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.

---

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://euronews.ge/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%A6/

„ფილტვების ანთებით ერთ დღეში 7 პაციენტი დაეღუპათ“ -მაქინაციის ახალი სქემა სამედიცინო დაწესებულებებში

---

 

 

28.02.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/qveynebi-saidanac-saqartveloshi-yvelaze-meti-medikamenti-shemodis-/188

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი მედიკამენტი შემოდის

2017 бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ საქართელოში 12 бѓђбѓ—бѓђбѓЎ бѓўбѓќбѓњбѓђбѓ›бѓ“бѓ” წამალი შემოვიდა, რომლის бѓЎбѓђбѓ”бѓ бѓ—бѓќ ღირებულება 354 მილიონ бѓ“бѓќбѓљбѓђбѓ бѓЎ бѓђбѓ­бѓђбѓ бѓ‘бѓ”бѓ‘бѓЎ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, бѓ”бѓЎ бѓ бѓђбѓќбѓ“бѓ”бѓњбѓќбѓ‘бѓђ საქართველოსთვის бѓЈбѓћбѓ бѓ”бѓЄбѓ”бѓњбѓ“бѓ”бѓњбѓўбѓќбѓђ.   ქვეყანაში იპორტირებული მედიკამენტების დიდი წილი დაფასოებული სახით არის შემოსტანილი, მცირე ნაწილი კი საბითუმო შეფუთვებით.  ქვეყნების бѓўбѓќбѓћ ხუთეული, საიდანაც გასაყიდად დაფასოებული წამლები შემოვიდა бѓђбѓЎбѓ” გამოიყურება:  1. თურქეთი - 818 бѓўбѓќбѓњбѓђ  2. გერმანია - 692 бѓўбѓќбѓњбѓђ  3. უნგრეთი - 295 бѓўбѓќбѓњбѓђ   4. საფრანგეთი - 157 бѓўбѓќбѓњбѓђ  5. ირლანდია - 5 бѓўбѓќбѓњбѓђ  განსხვავებულია იმ ქვეყნების бѓўбѓќбѓћ ხუთეული, საიდანაც წამლები бѓ“бѓђбѓЈбѓ¤бѓђбѓЎбѓќбѓ”бѓ‘бѓљбѓђбѓ“ შემოვიდა.  1. ინდოეთი - 96 бѓўбѓќбѓњбѓђ  2. ჩინეთი - 76 бѓўбѓќбѓњбѓђ  3. бѓђбѓЁбѓЁ - 18 бѓўбѓќбѓњбѓђ  4. ესპანეთი - 16 бѓўбѓќбѓњбѓђ   5. ლატვია - 3 бѓўбѓќбѓњбѓђ

---