From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-01.08.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 01.08.2016 08:43
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 01.08.2016

ტელევიზია 

01.08.2016

არხი:           бѓўбѓ• პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა TV1

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს. დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციებისა და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება. თემა ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილებების შეტანაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3813698

---

 

31.07.2016

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დრო

ახლა კი ვერაგი ვირუსი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამარცხებს. ცე ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო ახალი მიღწევებით შეხვდა. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობის კურსი 7 ათასზე მეტმა პაციენტმა გაიარა და დაავადებულთა 88% განიკურნა. ამ პროგრამის საბოლოო მიზანი მოსიყვარულე მკვლელად წოდებული ვირუსის საბოლოო დამარცხებაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3813549

---

31.07.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კონტაქტი бѓ бѓ•бѓђбѓ–бѓ”

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს პირველ აგვისტოს საკუთარ გეგმებს გააცნობს. მინისტრის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მაშტაბით არსებობდა სისტემური პრობლემა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს კონტროლის გარეშე შეეძლო აფთიაქში მისთვის სასურველი მედიკამენტუი შეეძინა. ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებს გავეცნობით შეგვიძლია გადავხედოთ როგორი იყო ქართული ნარკოპოლიტიკა ბოლო 4 წლის განმავლობაში. განხორცუიელდა თუ არა ნარკოპოლიტიკაში სხვა ცვლილებები ბოლო 4 წლის განმავლობაში - ჟურნალისტი მირიან გორგოძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3813487

---

 

31.07.2016

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

მიუხედავად იმისა , რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია დამტკიცებულია , თანასწორობაში გენდერს არვითარი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო პრობლემის წინაშე მაინც დგას. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის შეფასებით, ეს პრობლემა საგანგაშოა. საქმე სელექციურ აბორტებს ეხება. წყვილები არჩევანს მამრობით სქესზე აკეთებენ. მდედრობითის შემთხვევაში კი, ძალიან ხშირად, ნაყოფის მოცილება ხდება. როგორ მოქმედებს ეს უარყოფითი ტენდენცია საქართველოზე და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ მომავალში - თემაზე ვიკა ბუკიამ იმუშავა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3813564

---

 

31.07.2016

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ™бѓЈбѓ бѓ˜бѓ”რი 15:00

29 წლის მაგდა გოგუაძეს სასწრაფო დახმარება სჭირდება. მას მეოთხე სტადიის ავთვისებიანი მელანომა აქვს . ოპერაცია სამი წლის წინ თურქეთში გაიკეთა , თუმცა რამდენიმე დღის წინ მაგდას მეტასტაზები ელენთაზე აღმოაჩნდა. მკურნალობისთვის კი 108 000 ლარია საჭირო

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3813106

---

 

30.07.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ™бѓЈбѓ бѓ˜бѓ”რი 21:00

პედიატრების ნაწილის ინფორმაციით, საქართველოში ხელოვნური საკვების შემოტანა უკონტროლოდ ხდება და ხშირად ჩვილ ბავშვებს არაჯანსაღ კვებას ექიმები შეგნებულად, ფინანსური ინტერესის გამო, უნიშნავენ. კანონის გამკაცრების ერთ-ერთი მიზეზი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან სამშობიარო სახლებში ხელოვნური საკვების უკონტროლოდ შეტანა და ექიმების მხრიდან სავარაუდო სამართლებრივი გადაცდომაა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში სამშობიაროში ჩვილს ხელოვნურ საკვებს შეგნებულად აგემოვნებინებენ, რის შემდეგაც ახალშობილი დედის რძეს აღარ იღებს. კვლევა ჯანდაცვის სამინისტრომ სამშობიაროებითა და პოლიკლინიკებით დაიწყო. რამდენიმე თვეში გაირკვევა, ფარმაცევტული კომპანიების ლობირებით შეგნებულად გადაჰყავთ თუ არა ჩვილები ხელოვნურ კვებაზე. კანონის მიხედვით დარეგულირდება პედიატრთა გადამზადებაც, რომლებიც დედებს დაეხმარებიან, რომ ჩვილებმა დაბადებიდან ბუნებრივი კვება დაიწყონ. ექიმები ხელოვნურ საკვებს კი რეკომენდაციას მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში გაუწევენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3812964

---

 

30.07.2016

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

გადაუდებელი ქირურგიისა და ტრამვატოლოგიური ცენტრის ექიმებს ოჯახის წევრის სიკვდილში ადანაშაულებენ. დედის სიკვდილში რინა პაშაიანი ქირურგს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ექიმმა 67 წლის რიმსიკ პაშაიანს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია არასწორად ჩაუტარა. ოჯახის ბრალდებებს გია თომაძე უარყოფს. მისი განცხადებით, ოპერაცია პაციენტს გართულებულ მდგომარეობაში ჩაუტარდა. ერთ-ერთი ექიმი, რომელთანაც ვითარების დამძიმების შემდეგ რიმსიკ პაშაიანი მიიყვანეს, გიორგი დანელიაა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანელია ოპერაციის დროს გია თომაძის ასისტენტი იყო. კიდევ ერთი ექიმი, რომლის პასუხისმგებლობის საკითხს ოჯახის წევრები აყენებენ, ნანა ბალალაშვილია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებენ. პაცინეტის გარდაცვალების მიზეზად ნანა ბალალაშვილი მძიმე დიაგნოზს ასახელებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3812963

---

 

30.07.2016

არხი:           კავკასია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ 19:00

ზიკას ვირუსით დაავადებულმა ორსულმა ქალმა ესპანეთში ბავშვი გააჩინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, რომელიც ევროპაში ოფიციალურად დაფიქსირდა. ახალშობილს მიკროცეფალია გამოუვლინდა. მისი სასიცოცხლო ნიშნები ნორმალურია, თუმცა თავის გარშემოწერილობა ნორმასთან შედარებით ბევრად უფრო მცირეა. არსებობს თუ არა ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოში. ამ შეკითხვით ჯანდაცვის მინისტრს მივმართეთ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3812887

---

 

30.07.2016

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე ოლეგ ღონღაძეს ჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3802360

---

 

30.07.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ბიზნესკურიერი

ფარმაცევტული კომპანიები სხვადასხვა ფორმით უბიძგებენ ექიმებს, რაც შეიძლება მეტი და ძვირი წამალი გამოუწერონ პაციენტს. ამის შესახებ "ბიზნესკურიერს" არაერთხელ უსაუბრია. ეს ძალიან მძიმეა, რადგან ჯიბის გარდა ადამიანის ჯანმრთელობა დარტყმის ქვეშ ექცევა. თუმცა, როდესაც ეს ჩვილ ბავშვს ეხება, პრობლემა მით უფრო მძიმეა. შესაძლოა ამის გამოც არის, რომ ამ ეტაპზე პრაქტიკის კვლევა ჯანდაცვის სამინისტრომ სამშობიარობებით და პოლოკლინიკებით დაიწყო, იმ ეჭვით, რომ ფარმაცევტული კომპანიების ლობირებით ჩვილი ბავშვები, ხელოვნურ კვებაზე გადაჰყავთ. საკითხის მასშტაბურ კვლევას ისიც უწყობს ხელს, რომ 1999 წლიდან მოყოლებული არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც ექიმებს ძუძუთი კვების წახალისებას ავალდებულებს და უკრძალავს ხელოვნული საკვების მწარმოებელ თუ დისტრიბუტორ კომპანიებთან თანამშრომლობას ოღონდაც ეს კაონი მას შემდეგ ყველამ დაივიწყა. რას აჩვენებს ვითარების ანალიზი?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3802103

---

 

30.07.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ბიზნესკურიერი

მთავრობას მეწარმეებისთვის დამატებითი წნეხი შემოაქვს და კომპანიებში შრომითი ხელშეკრულებების ტოტალურ შემოწმებას იწყებს, იმ დათქმით, რომ თუ რაიმე შეუსაბამობას აღმოაჩენს სანქციებს დაუწესებს, რაც ექსპერტთა აზრით, კონტრპროდუქტიული შეიძლება იყოს და არა თუ არ დაიცავს დასაქმებულებს, არამედ უარეს პირობებს შეუქმნის მათ შედეგად. თუმცა, არჩევნების წინ ხელისუფლებას პროფკავშირების კეთილგანწყობას მოუტანს. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, რომელმაც კომპანიების საცდელი შემოწმება 2 თვის წინ უკვე დაიწყო და აჭარაში დაასრულა კიდეც. ელზა ჯგერენაია, ჯანდაცვის სამინისტროდან გვეტყვის რატომ გახდა ასეთი რეგულაციის შემოღება საჭირო და რამდენად დაადასტურა საცდელმა კვლევამ ეს არგუმენტი?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3802102

---

 

29.07.2016

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ™бѓЈбѓ бѓ˜бѓ”რი 15:00

C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია გაიმართა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. აქციები ექიმებისთვის ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3800750      

           

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3800705

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3801791

---

 

29.07.2016

არხი:           პალიტრა бѓўбѓ•

გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00

მომავალი წლიდან დამსაქმებლების მიერ შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაზრდა იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3801722

---

 

29.07.2016

არხი: მაესტრო

გადაცემა: კონტაქტი რვაზე

სულ უფრო და უფრო იზრდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანდაცვის მიზნით საქართველოში გადმოსული ხალხის რაოდენობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3801621

---

 

29.07.2016

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

1 წლის ალექსანდრე გურჩიანის ოჯახს დახმარება სჭირდება. გადატანილი ავტოკატასტროფის შემდეგ ბავშვს მძიმე ეპილეფსიური შეტები აქვს. საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, რომელიც 15 000 ევრო ღირს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3801288

---

 

29.07.2016

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 18:00

ყოფილი საავადმყოფოს შენობის მეორე სართული ჩამოინგრა თბილისში, ჩიქვანაიას ქუჩაზე. შენობაში 22 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისული იყო რაიონის გამგებელი. ადმინისტრაციის განკარგულებით, დაზარალებულები დროებით სასტუმროებში გადაიყვანეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3801305

---

 

ინტერნეტი

01.08.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/390891-jandacvis-saministro-ets-saafthiaqo-narkomaniis-aghmosafkhvrelad-sakuthar-gegmebs-sazogadoebas-pirvel-agvistos-gaacnobs.html

 

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას პირველ აგვისტოს გააცნობს

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას პირველ აგვისტოს გააცნობს. ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა „ჩემი კითხვა“ მაყურებლის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რა აქვს დაგეგმილი სახელმწიფოს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის მოგვარებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არსებობდა სისტემური პრობლემა, როცა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ აფთიაქში შეეძლო შეძინა ნებისმიერი წამალი, არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელი ჯგუფის იქნებოდა, გარდა ნარკოტიკებისა, და ეს ხდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დავით სერგეენკოს თქმით, ამ მიმართულებით განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის რეცეპტების აღდგენა. ”ეს მტკივნეული პროცესი იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, თუმცა ამოცანა შევასრულეთ და რა შედეგი მოგვცა, ვნახეთ. თუკი ეს იყო სისტემური პრობლემა, გადაიქცა ერთეულოვან პრობლემად. ორშაბათს ალბათ გვექნება საშუალება სამინისტრომ უფრო ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მოქმედების გეგმა ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 20-დან 25-მდე აფთიაქია, სადაც ასეთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის რეციდივები შეინიშნება”, - აღნიშნა მინისტრმა და განმარტა, რომ აღნიშნული აფთიაქები თავის პასუხს მიიღებენ

---

 

01.08.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/390911-qaifiemiq-socialurad-daucveltha-zrunvis-indeqsi-rekordulad-dabalia.html

 

"აიფიემი" - სოციალურად დაუცველთა ზრუნვის ინდექსი რეკორდულად დაბალია

„აიფიემი“ бѓђбѓ’бѓ бѓ«бѓ”бѓљбѓ”бѓ‘бѓЎ მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. бѓђбѓ›бѓџбѓђбѓ›бѓђбѓ“, ”აიფიემმა” სოციალურად бѓ“бѓђбѓЈбѓЄбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђ ზრუნვის ინდექსი გამოაქვეყნდა. бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ ორგანიზაციაში бѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ, სამი თვის წინანდელ бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓ”бѓ‘бѓ—бѓђбѓњ შედარებით, ინდექსის бѓ›бѓђбѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓ”бѓљбѓ›бѓђ მნიშვნელოვნად (რეკორდული 4 პუნქტით) დაიკლო სოციალურად бѓ“бѓђбѓЈбѓЄбѓ•бѓ”бѓљбѓ”бѓ‘бѓ–бѓ”/პენსიონერებზე ზრუნვის მიმართულებით бѓ“бѓђ бѓЁбѓ”бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ -22. ორი პუნქტით დაიწია მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულების შეფასების ინდექსმა (-21-бѓ“бѓђбѓњ -23-бѓ›бѓ“бѓ”). აღსანიშნავია, бѓЎбѓђбѓ’бѓђбѓ бѓ”бѓќ ურთიერთობების სფეროში ინდექსის 4 ერთეულით бѓ›бѓќбѓ›бѓђбѓўбѓ”бѓ‘бѓђ бѓ“бѓђ бѓђбѓ› მაჩვენებლის უარყოფითი ნაწილიდან დადებითში бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ•бѓљбѓ”бѓ‘бѓђ. бѓђбѓ›бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ, 2–5 წლიან პერსპექტივაში წარმატების მოლოდინის ინდექსმა მოიმატა бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ საკვლევი დარგისთვის, бѓ’бѓђбѓ бѓ“бѓђ ტერიტორიული მთლიანობა/бѓЈбѓЎбѓђбѓ¤бѓ бѓ—бѓ®бѓќбѓ”бѓ‘бѓђ/ჯარის бѓ“бѓђ бѓ’бѓђбѓњбѓђбѓ—бѓљбѓ”бѓ‘бѓђ-მეცნიერების მიმართულებით. бѓ”бѓЎ ფაქტი შეიძლება бѓђбѓ•бѓ®бѓЎбѓњбѓђбѓ— მოახლოებული არჩევნებით бѓ“бѓђ бѓ›бѓђбѓ—бѓ—бѓђбѓњ დაკავშირებული გარკვეული იმედების არსებობით. ”მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓќ ინდექსი бѓ’бѓђбѓњбѓђбѓ’бѓ бѓ«бѓќбѓ‘бѓЎ бѓ•бѓђбѓ бѓ“бѓњбѓђбѓЎ бѓ“бѓђ бѓ“бѓђбѓ”бѓЄбѓђ бѓЈбѓ™бѓ•бѓ” -11.1-бѓ›бѓ“бѓ” (0.5-ით ნაკლები აპრილთან შედარებით). მოლოდინის ინდექსის бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓќ бѓ›бѓђбѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓ”бѓљбѓ›бѓђ, პირიქით, 0.7 ერთეულით მოიმატა бѓ“бѓђ бѓЁбѓ”бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ -2.7. бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ бѓ–бѓ”бѓ›бѓќбѓ— აღვნიშნეთ, бѓ”бѓЎ бѓ–бѓ бѓ“бѓђ შეიძლება დავაკავშიროთ бѓ›бѓќбѓ›бѓђбѓ•бѓђбѓљ бѓђбѓ бѓ©бѓ”бѓ•бѓњбѓ”бѓ‘бѓЎ. მთავრობის საქმიანობის რეიტინგის бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓќ бѓ›бѓђбѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓ”бѓљбѓ›бѓђ бѓЁбѓ”бѓђбѓ©бѓ”бѓ бѓђ бѓ•бѓђбѓ бѓ“бѓњбѓђ бѓ“бѓђ 0.1 პუნქტით მოიმატა კიდევაც, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ იგი бѓ™бѓ•бѓљбѓђбѓ• бѓ бѓ©бѓ”бѓ‘бѓђ ძალიან бѓ“бѓђбѓ‘бѓђбѓљ бѓ“бѓќбѓњбѓ”бѓ–бѓ” бѓ“бѓђ თავის ერთი წლის წინანდელ მაქსიმალურ бѓ›бѓђбѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓ”бѓљбѓЎ бѓ©бѓђбѓ›бѓќбѓ бѓ©бѓ”бѓ‘бѓђ 1.2 ერთეულით. გარკვეულწილად რეიტინგის бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓќ მაჩვენებლის უმნიშვნელო бѓ–бѓ бѓ“бѓђ უკავშირდება бѓђбѓ бѓђ მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს, бѓђбѓ бѓђбѓ›бѓ”бѓ“ მომავალში მისი გაუმჯობესების მოლოდინს”, - бѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ ორგანიზაციაში.  კვლევის ფარგლებში бѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ მთავრობის საქმიანობის бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓ–бѓ” მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა бѓ“бѓђ მოლოდინების бѓЁбѓ”бѓ¤бѓђбѓЎбѓ”бѓ‘бѓђ, რის бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄ ითვლება 3 ტიპის ინდექსი: მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი, წარმატების მოლოდინის ინდექსი, მთავრობის საქმიანობის რეიტინგი.  კვლევის მორიგი бѓўбѓђбѓљбѓ¦бѓђ бѓ©бѓђбѓўбѓђбѓ бѓ“бѓђ 2016 წლის ივლისის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђ: 600 რესპონდენტი, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ—бѓђ ასაკიც იყო 18+. бѓ бѓ”бѓЎбѓћбѓќбѓњбѓ“бѓ”бѓњбѓўбѓ”бѓ‘бѓЎ бѓ“бѓђбѓ”бѓЎбѓ•бѓђбѓ— კითხვა მთავრობის საქმიანობის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ бѓЎбѓ¤бѓ”бѓ бѓќбѓ”бѓ‘бѓ—бѓђбѓњ დაკავშირებით: ჯანდაცვის бѓЎбѓ¤бѓ”бѓ бѓќ, бѓ’бѓђбѓњбѓђбѓ—бѓљбѓ”бѓ‘бѓђ бѓ“бѓђ მეცნიერება, ეკონომიკური საქმიანობა, დასაქმება, სოციალურად бѓ“бѓђбѓЈбѓЄбѓ•бѓ”бѓљбѓ”бѓ‘бѓ–бѓ” (бѓ›бѓђбѓ— შორის პენსიონერებზე) бѓ–бѓ бѓЈбѓњбѓ•бѓђ, бѓЎбѓђбѓ’бѓђбѓ бѓ”бѓќ ურთიერთობები, ტერიტორიული მთლიანობა, бѓЈбѓЎбѓђбѓ¤бѓ бѓ—бѓ®бѓќбѓ”бѓ‘бѓђ, ჯარი, პოლიცია, ადამიანის უფლებები бѓ“бѓђ მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=115482-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95

---

 

30.07.2016      

მედიასაშუალება:   http://mpress.ge/2016/07/%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94/

 

“სრული განუკითხაობა სარეცეპტო სფეროში”

სააგენტო “ემპრესმა” მცირე ჟურნალისტური მოკვლევა დაიწყო. ჩვენმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ერთ-ერთ ბრენდულ აფთიაქში შექმნა ე.წ “სარეცეპტო ბარათი”, დაუკავშირდა მითითებულ ნომერზე ოპერატორს და სთხოვა რამოდენიმე წამლის რეცეპტის “ჩარიცხვა”, არავის უკითხავს სიმპტომები ან ექიმი, თუ რომელმა დანიშნა წამალი და ა.შ, უბრალოდ გვიპასუხეს “რეცეპტი ჩარიცხულია, გისურვებთ ჯანმრთელობას”

---

 

29.07.2016      

მედიასაშუალება: http://www.palitratv.ge/qchemi-kithkhvaq/76112-qchemi-kithkhvaq-stumari-davith-sergeenko.html

 

"ჩემი კითხვა" - სტუმარი: დავით სერგეენკო

"ჩემი კითხვა" - სტუმარი: დავით სერგეენკო PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი "ჩემი კითხვა" ყოველ პარასკევს, 21:00-ზე გადის. ამ გადაცემის საშუალებით პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. 29 ივლისის გადაცემის სტუმარია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მასალის გამოყენების პირობები.

---

 

29.07.2016      

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/152211-respublikuri-saavadmyofos-klinikis-samedicino-personalistvis-c-hepatitis-skriningis-aqcia-gaimarta.html?lang=ka-GE

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კლინიკის სამედიცინო პერსონალისთვის C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია გაიმართა. აქციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ქვეყანაში სამედიცინო პერსონალისთვის C ჰეპატიტის სკრინინგის აქციები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

---

 

29.07.2016      

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/152225-thambaqos-efeqturi-sagadasakhado-politikis-shemushavebasthan-dakavshirebith-daskvnithi-shekhvedra-gaimartha.html?lang=ka-GE

 

თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „თბილისი რუმსში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისთვის საქართველოში დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ასევე, პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტი - თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკა; შემდეგ კი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურად გადაეცა. პროექტი ხორციელდება „ბლუმბერგ ფილანტროპის“ დაფინანსებითა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის ტექნიკური დახმარებით; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებთან, ასევე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია პროექტის ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ - თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდის, ფასზე და შემოსავლებზე მისი გავლენის, რისკებისა და შესაბამისი ზომების მიღებაზე ფოკუსირებით. შემოთავაზებული დოკუმენტის უმთავრესი მიზანია თამბაქოს მოხმარების შემცირება გადასახადების გაზრდის გზით, რომელიც შეამცირებს თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დონეს ქვეყანაში და ამავდროულად გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს. დოკუმენტი მოიცავს ქვეყნის სიტუაციურ ანალიზის თამბაქოს მოხმარების მიმართულებით, თამბაქოს ნაწარმზე საგადასახადო პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას, საერთაშორისო ვალდებულებებს, თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკის სხვადასხვა მოდელებს და მათ შედეგებს - გავლენას თამბაქოს მოხმარებაზე, ფისკალური ეფექტებსა და გამოწვევებზე და სხვა.

---

 

29.07.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/390680-gaero-s-mosakhleobis-fondi-qalis-mimarth-dzaladobis-sakithkhebze-shekhvedras-marthavs.html?ar=A

 

“გაერო-ს მოსახლეობის ფონდი” ქალის მიმართ ძალადობის საკითხებზე შეხვედრას მართავს

“გაერო-ს მოსახლეობის ფონდი” (UNFPA), 29-31 ივლისს ჯანდაცვის სისტემაში ქალის მიმართ ძალადობის გამოვლენის, მართვისა და რეფერალის საკითხებზე სამუშაო შეხვედრას მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ “გაერო-ს მოსახლეობის ფონდიდან” აცნობეს, “ლოპოტას” სასტუმრო კომპლექსში “გაერო-ს მოსახლეობის ფონდის” საქართველოს ოფისი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრის მთავარ თემას ჯანდაცვის სისტემაში ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მართვისა და რეფერალის საკითხები წარმოადგენს. როგორც ფონდში აცხადებენ, ჯანდაცვის სისტემის რეაგირების გაუმჯობესებისათვის ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებზე, “გაერო-ს მოსახლეობის ფონდის” საქართველოს ოფისმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოსა და ეროვნულ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელი შეუწყო სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე. „29-31 ივლისის შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს სახელმძღვანელო მითითებების პრაქტიკულ დანერგვას ჯანდაცვის სისტემაში, რაც გააუმჯობესებს რეაგირებას ქალის მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის დასაძლევად. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებას ქვეყანის საერთაშორისო ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესასრულებლად“, - განაცხადეს “გაერო-ს მოსახლეობის ფონდში”. მათივე თქმით, “გაერო-ს მოსახლეობის ფონდის” მხარდაჭერით ჩატარებული ეროვნული კვლევის მონაცემებით, ყოველი მე-11 ქალი, რომელსაც ჰყოლია მეუღლე ან პარტნიორი, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. „ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გლობალური პრობლემაა, მას არ აქვს კულტურული, გეოგრაფიული, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური, თუ ეროვნული საზღვრები. ეს პრობლემა უაღრესად სერიოზულად აისახება არამარტო ძალადობის მსხვერპლი ქალების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე, არამედ იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახებსა და ზოგადად, საზოგადოებაზე“, - აცხადებენ ფონდში. მათივე თქმით, სამუშაო შეხვედრა გაერო-ს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში იმართება, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული.

---

 

29.07.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/390698-shshm-pirtha-dasaqmebis-sakithkhze-mthavrobis-administraciashi-shekhvedra-gaimartha.html?ar=A

 

შშმ პირთა დასაქმების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინაციით, შეხვედრა გაიმართა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის პერსპექტივები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შშმ და სსმ პირთა დამსაქმებლებთან შეთანხმებით, ხელფასის 50%-იანი სუბსიდირება (არაუმეტეს 460 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება. შეხვედრის მონაწილეები პოტენციური დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების კონსულტანტები. შეხვედრაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

01.08.2016      

მედიასაშუალება:   კვირის პალიტრა

 

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, უახლოეს მომავალში ხელისუფლება ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად კიდევ ერთ რაუნდ იწყებს. დავით სერგეენკო: - ეს მტკივნეული პროცესი იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, თუმცა ამოცანა შევასრულეთ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3813799&name=01.08.2016+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

01.08.2016      

მედიასაშუალება: მთელი კვირა (რეზონანსი)

 

მთავრობაში აცხადებენ, 5 ათასი პაციენტიდან 92% ცე-ჰეპატიტისგან სრულად გამოჯანმრთელდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცე-ჰეპატიტის აღმოფხვრის (ელიმინაციის) პროგრამა უაღრესად წარმატებით მიმდინარეობდა - 5 ათასზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათი 92% სრულად განიკურნა ამ სახიფათო ვირუსული დაავადებისგან. "პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მისი თქმით, პროგრამა ბოლო სამი თვეა უახლესი გენერაციის პრეპარატზე გადავიდა და პაციენტების ნაკადიც გაიზარდა. "ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შარშან აპრილიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაგვერთო ამ პროექტში, 5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი. 92% სრულად განიკურნა. ბოლო სამი თვეა ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე. მოვხსენით სიმძიმის, რისკჯგუფის ყველა კრიტერიუმი და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი, თუ თვეში მანამდე შესაძლებელი იყო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3 ათას პაციენტზე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 ათასამდე ადამიანისთვის, რომელიც სამწუხაროდ, ინფიცირებულია ამ დაავადებით საქართველოში," - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცე-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო. პირველ ეტაპზე სერვისი ხელმისაწვდომი იყო ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხის მქონე პაციენტებისათვის. პროგრამა ითვალისწინებდა პაციენტებისთვის ახალი თაობის მედიკამენტის სოფოსბუვირის უსასყიდლოდ მიწოდებას და დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსებას. პირველ ეტაპზე 5,000 ბენეფიციარის მკურნალობა იყო გათვალისწინებული. მეორე ეტაპი კი 2016 წლის თებერვალში დაიწყო, პროგრამა ამჯერად 20 ათას პაციენტზეა გათვლილი, მასში ცე-ჰეპატიტის მქონე ნაკლები სიმძიმის პაციენტებიც ჩაერთვებიან და დაემატა ახალი, უფრო ძლიერმოქმედი პრეპარატი - ჰარვონი. ნებაყოფლობითი სკრინინგი კი ბევრად მეტ ადამიანს ჩაუტარდა - დაახლოებით 50 000-ზე მეტ ადამიანს. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "გილეადის" ხელშეწყობით ხორციელდება. სწორედ "გილეადი" აწარმოებს პრეპარატ ჰარვონს, რომელიც საქართველოში პაციენტების მკურნალობისას გამოიყენება. ცე-ჰეპატიტს იწვევს ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს. ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული ცე-ჰეპატიტით დაავადებული ადიამიანი. ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, იშვიათად - სქესობრივი გზითაც. საქართველოში ინფიცირების ძირითადი წყაროა ინტრავენური ნარკომანია, ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური პროცედურები - განსაკუთრებით გინეკოლოგია, სტომატოლოგია, ტატუირება და პირსინგი. ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა ძალიან იშვიათია (1-3%) და ძირითადად ჰომოსექსუალური კონტაქტისას აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ ამ ინფექციის რისკ-ჯგუფს წარმოადგენს სამედიცინო პერსონალიც.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3813652&name=01.08.2016+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

01.08.2016      

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების 92% სრულად განიკურნა

ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების 92% სრულად განიკურნა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ძალიან მაღალი წარმატების მაჩვენებელია. სერგეენკოს თქმით, სულ პროგრამაში ამ ეტაპზე 14 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, აქედან 5 ათასმა კი დაასრულა მკურნალობა. „იმისთვის, რომ ეს პროექტი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო, რომ მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტი და ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა. ეს გახდა მთავარი წინაპირობა, რის გამოც დაიწყო პროგრამა და ჩვენ მოგვეცა ეს შესაძლებლობა. შარშან აპრილიდან დღევანდელ დღემდე 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროექტში. 5 ათასზე მეტმა დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, 92%-მა მიიღო სრული განკურნება. ბოლო 3 თვეა გადავედით, ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი, სიმძიმის, რაიმე რისკ ჯგუფის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3 ათას პაციენტზე. ვფიქრობ, ეს იქნება დიდი შვება 150 ათასი ადამიანისთვის, რომელიც, საქართველოში, სამწუხაროდ, იმფიცირებულია ამ დაავადებით“,- აცხადებს სერგეენკო. ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის დავით სერგეენკოს და მის გუნდს საქართველოს პრემიერმინისტრა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, ბევრი ადამიანი იმედით ელოდებოდა პროგრამას და კარგია, რომ ის არათუ ამართლებს ყველა მოლოდინს, არამედ აჭარბებს კიდეც მოლოდინებს თავისი წარმატების მაჩვენებლით. „28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ და მგონი, ჩვენ, ქართველებს, მართლა გვაქვს საამაყო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და არის ძალიან წარმატებული სტატისტიკა. ეს პროგრამა გრძელდება და ფართოვდება“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3813645&name=01.08.2016+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.08.2016      

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

 

"რატომ ვერ გაიზარდა პენსია 50-250-300 ლარით ბიუროკრატიის ხარჯზე"

პოლიტიკური აბსურდის თეატრი", ანუ რატომ ვერ გაიზრდება პენსია 50-250-300 ლარით ბიუროკრატიის ხარჯზე. პოლიტიკურმა პარტიებმა თავი მოხადეს ტყუილების გუდას და უხვად დაარიგეს აბსურდული სოციალური დაპირებები. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, პენსიების გაზრდა ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე შესაძლებელია მინიმუმ 50 ლარით. ბურჭულაძის პარტიის მტკიცებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში, პენსია 250 ლარამდეც კი გაიზრდება პირველივე წელს ბიუროკრატიის ხელფასების პრემიების და დანამატების შემცირების გზით. ორივე ეს პარტია (და კიდევ დანარჩენი მრავალი) ავრცელებს ცრუ ნარატივს: "პენსია იმიტომ არ გაიზარდა, რომ პრემიებს იღებენ ჩინოვნიკები!" მაშ ასე, განვიხილოთ სახელმწიფო მმართველობის დანახარჯები 2012-2015 წლებში ჯარის, პოლიციის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გარეშე. 2012 წელს "არაძალოვან" სახელმწიფო მმართველობაზე დაიხარჯა 1750 მილიონი ლარი, 2015 წელს კი 1629 მილიონი, ანუ 120 მილიონით ნაკლები. 2015 წელს სამინისტროების, მერია-გამგეობების, საკრებულოების(საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება) შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 175.5 მილიონი ლარი. ეს თანხა მთლიანად რომ გადავანაწილოთ 700 000 პენსიონერზე , 2015 წელს პენსიები გაიზრდებოდა 16 ლარით და 71 თეთრით. (175.5 მლნ ლარი X 0.8(საშემოსავლო გადასახადის გამოკლება) / 700 000 პენსიონერი / 12 თვე = 16 ლარი და 71 თეთრი) თუ შრომის ანაზღაურებას საერთოდ არ მისცემდნენ სამინისტროებს, მერია-გამგეობებს, საკრებულოებს და ამასთან სახელმწიფო მმართველობის სექტორში ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, კულტურის, განათლების, ეკონომიკური საქმიანობის, სოციალური დაცვის მუშაკებს და თანამშრომლებსაც დატოვებდნენ ლუკმა-პურის გარეშე, დაიზოგებოდა დამატებით კიდევ 211.3 მილიონი და შესაბამისად პენსია "გაიზრდებოდა" 36 ლარით და 80 თეთრით", - წერს დუნდუა და შესაბამისი გრაფიკიც მოჰყავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3814015&name=01.08.2016+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.08.2016      

მედიასაშუალება: ყოველკვირეული ალია

 

ლუგარის ლაბორატორია საქართველოში: რისკები და შესაძლებლობები

გლობალური კვლევების ცენტრმა მორიგი კვლევის პრეზენტაცია გამართა. მასში განხილულია ლაბორატორიის საქმიანობის ხასიათი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და შემდეგ; ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში აშშ-თან თანამშრომლობის პოლიტიკური ასპექტები; ლაბორატორიის საქმიანობის გამჭვირვალობა; ამერიკული მხარის მოტივები. ორ წელზე მეტ ხანს, 2011 წლის მარტიდან 2013 წლის მაისამდე ლუგარის ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი ჰქონდა. საუკეთესო მომზადების ქართველი ეპიდემიოლოგები და ბაქტერიოლოგები მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაგრძობენ...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3813946&name=01.08.2016+-+%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

01.08.2016      

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

 

საპენსიო რეფორმის ფარგლებში, თვითდასაქმებული პირები თავისი სურვილის შემთხვევაში კერძო საპენსიო ფონდში ხელფასის 4%-ს შეიტანენ

აპენსიო რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ფონდში გაწევრიანება თვითდასაქმებულებსაც შეეძლებათ. განსხვავებით დაქირავებით დასაქმებულებისგან, თვითდასაქმებულ პირებს ფონდში ყოველთვიურად საშუალო ხელფასის 4%-ის შეტანა მოუწევთ 2%-ის ნაცვლად, დამატებით 2%-ს კი სახელმწიფო უზრუნველყოფს. თვითდასაქმებული პირებისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება. როგორც საპენსიო რეფორმის ჯგუფის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, ხელფასის 2%, რომელსაც დამსაქმებელი გადაიხდის არა გადასახადი, არამედ „სოციალური ვალდებულება“ იქნება. "ჩვენი საპენსიო რეფორმის კონცეფცია შედგება ორი ნაწილისგან, - ერთი ეხება არსებულ პენსიონერებს, ხოლო მეორე ნაწილი კი მომავალ პენსიონერებს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ სამუშაო ასაკშია. არსებული პენსიონერებისთვის შემოგვაქვს ინდექსაციის მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიონერი აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე, თუ როდის და რამდენად მოიმატებს პენსია. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს, ინფლაციის შესაბამისად. არსებული პენსია ფასების მატებასთან შესაბამისად გაიზრდება ყოველწლიურად. მაგალითად თუ ინფლაცია იქნება 5%, პენსია მოიმატებს 9 ლარით, თუ ეკონომიკური ზრდა იქნება რაღაც პარამეტრზე მაღალი, პენსიაც 9 ლარზე მეტად მოიმატებს. კერძო საპენსიო რეფორმის ფარგლებში, ვფიქრობთ რომ ეს შეეხოს თვითდასაქმებულებსაც. რაც იმას ნიშნავს რომ სახელმწიფო ნერგავს დამატებით კომპონენტს, იმისთვის რომ მოქალაქეს ჰქონდეს სურვილი გაწევრიანდეს საპენსიო ფონდში, სახელმწიფო ქმნის ფინანსურ სტიმულს, იმისთვის რომ მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა საპენსიო ფონდში, - ყოველთვიურად შეიტანოს ხელფასის 2%, სამაგიეროდ სახელმწიფოც და დამსაქმებელიც 2-2 პროცენტს აჩუქებს. თვითდასაქმებული შემთხვევაში აიღება საშუალო ხელფასის ოდენობა და შეიტანს 4%-ს ორის ნაცვლად, სახელმწიფო კი კვლავ 2%-ს. ეს იქნება ნებაყოფლობითი. კერძო დაგროვებითი მოდელის ფარგლებში, მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი საპენსიო უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება და ეს არის მოქალაქის და სახელმწიფოს ერთობლივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ძიძიკაშვილმა. ძიძიკაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოს დაახლოებით, 710 000 პენსიონერი ჰყავს, 2030 წლისთვის კი მათი რაოდენობა სავარაუდოდ 950 000-ს გადააჭარბებს, რაც მისი თქმით იმას ნიშნავს, რომ 15 წლის შემდეგ სახელმწიფოს, არსებული საპენსიო სისტემის ფარგლებში, პენსიების ზრდა კიდევ უფრო გაუჭირდება. "ჩვენი სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ ეს თანხები კერძო სექტორის მიერ იმართებოდეს. ანუ სახელმწიფო თანხას მოქალაქეებისგან აგროვებს, სახელმწიფო მონიტორინგს უწევს ანგარიშებს და სახელმწიფო უყურებს ეს ანგარიშები რამდენად ივსება. ასე ვთქვათ, ანგარიშებს უწევს ზედამხედველობას. 30 წლიან შემოსავლების პროგნოზს ვერავინ დაადასტურებს, თუმცა რაც მაქსიმალურად შესაძლებელია ყოველ წელს წინასწარ იქნება ხუთწლიანი გადაწყვეტილებები მიღებული თუ რას შეიძლება მოქალაქე ელოდოს და შესაბამისად, შეფასება სტრატეგიიდან გამომდინარე მოხდება თუ რა შესაძლებლობები არსებობს ყოველწლიურად ეკონომიკაში. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არავინ იცის რა იქნება 30-40 წლის შემდეგ საქართველოში და შესაბამისად რთულია, რომ ადგილობრივ ეკონომიკას ვენდოთო, შეიძლება ამაში რაღაც სიმართლის მარცვალიც არსებობდეს და ზუსტად ამიტომ ვიძახით, რომ ამ თანხების ნაწილის ინვესტირება საზღვარგარეთ მოხდება, ანუ სამომავლო საპენსიო შემოსავალი მხოლოდ ადგილობრივ ეკონომიკაზე არ იქნება დამოკიდებული, არამედ საერთაშორისო ეკონომიკაზე“, - განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3814172&name=01.08.2016+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

30.07.2016      

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

 

შრომის ინსპექციას კომპანიების დაჯარიმების უფლება ექნება

წლის ბოლომდე მთავრობამ „შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი უნდა მიიღოს - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებს. მისი თქმით, ევროპასთან ასოცირების სამოქმედო გეგმაში წერია, რომ დოკუმენტი პარლამენტში მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში უნდა შევიდეს. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმის მიხედვით, წლის ბოლოდან „შრომის ინსპექცია" უნდა ამუშავდეს სრულფასოვნად, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსპექციას ექნება დაჯარიმების და ნებართვის გარეშე საწარმოს შემოწმების უფლება. ალექსანდრიას განმარტებითვე, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო. „თუ მთავრობა შარშან შემუშავებულ დოკუმენტს შეიტანს პარლამენტში, ამაზე ჩვენ ნამუშევარი გვაქვს და ეს განსაზღვრავს შრომის ინსპექციის როლს, ფუნქციებს, სანქციების საკითხს, სრულყოფილი კანონპროექტია და წესით წლის ბოლომდე უნდა მიიღონ კიდეც" – აცხადებს ალექსანდრია. მისივე განმარტებით, კანონის მიღების შემდეგ საწარმოებში გაჩნდება ვალდებულება დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები, შრომის უსაფრთხოების წესები. ალექსანდრია ამბობს, რომ ასოცირების შეთანხმებაში „შრომის კოდექსში" ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზეცაა საუბარი, რაც ეხება სამუშაო დროის, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მიმართულებებს. ამას გარდა, კანონდებლობის სრულყოფაა საჭირო პროფესიული გადამზადების, შრომის ბაზრის ანალიზის და დასაქმების კანონთან დაკავშირებით. სახელმწიფომ შრომის ინსპექცია 2015 წლის თებერვალში შექმნა და ბიუჯეტიდან ამისთვის 4 მილიონი ლარიც გამოყო (2015 წელი). 2016 წელს კი ამ მიმართულებით 4 მილიონ 25 ათასი ლარია გამოყოფილი. შრომის ინსპექციამ ამოქმედებიდან დღემდე ჯამში 200 საწარმო შეამოწმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3801909&name=30.07.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---