From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-02.11.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 02.11.2016 08:50
Attachments :


 

 

მედიამონიტორინგი 02.11.2016

ტელევიზია 

02.11.2016

არხი:           бѓўбѓ• პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   საქმიანი დილა TV1

ალკოჰოლის მიღების ნაადრევი დაწყების მაჩვენებელი, მძიმე ეპიზოდური სმა ბოლო 30 დღის განმავლობაში და ასევე მძიმე ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მიმართულებისა, რომელშიც საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობა აქვს. რამდენად გართულებულია საქართველოში მავნე ნივთიერებების მოხმარების კუთხით მდგომარეობა, ევროპუს სტანდარტებთან შედარებით? ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენიტს უფროსი ლელა სტურუა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4013615

---

 

01.11.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 18:00

ნაზი სეფიაშვილი დახმარებას ითხოვს. 90 წლის ქალი უმეტესად მშიერია. ლოგინად ჩავარდნილი მთელ დღეებს მოლოდინში ატარებს იმ იმედით, რომ მეზობლები დააპურებენ. 90 წლის ნაზი სეფიაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ლოგინად ჩავარდნილ დედას უკვე ხუთი წელია, უვლის. მძიმე პირობების მიუხედავად, ოჯახს სოციალური დახმარება 2015 წლიდან შეუწყდა. დახმარებას არც მისი შვილი იღებს. ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი გადაცემა არჩევანში 26 სექტემბერს მომზადდა. ამის შემდეგ სოციალურმა სამსახურმა ქულები ხელახლა გადაითვალა და ოჯახმა უფრო მაღალი შეფასება მიიღო, ვიდრე ადრე. ჯანდაცვის სამინისტროს სეფიაშვილების ქულების ხელახალი გადათვლას ყვარლის გამგეობაც სთხოვს. ქულების ხელახალი გადათვლა მხოლოდ 6 თვის შემდეგ მოხდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4013060

---

 

01.11.2016

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

არასამთავრობო სექტორი უსახლკაროებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის შეცვლას ითხოვს. საუბარია იმ რეგულაციაზე, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საარსებო შემწეობას ვერ იღებენ. კანონში გაწერილია, რომ მსგავსი ტიპის დახმარებების მისაღებად ბენეფიციარს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა ჰქონდეს. კანონმდებლობის შესაცვლელად სამართლებრივი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დაწყებულია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4013337

---

 

01.11.2016

არხი:           რუსთავი 2  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 21:00

11 წლის ბიჭი, დედის ინფორმაციით, მამამ სასტიკად სცემა. დედის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე მამამ მაშინ იძალადა, როდესაც ის და მისი 10 წლის და ყოფილ ქმართან რამდენიმე საათით დატოვა. ქალი ირწმუნება, რომ მისი ყოფილი ქმარი მასზე და მის შვილებზე ხშირად ძალადობდა. მისივე ინფორმაციით, პოლიციას მან დახმარება არაერთხელ სთხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცემის ფაქტზე მოძალადე მამა პასუხისგებაში მისცეს, თუმცა მამაკაცი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მამა შვილის ცემის ფაქტს უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ შვილებზე და ყოფილ მეუღლეზე გაბრაზებული იყო. ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს. მისი ადვოკატიც აცხადებს, რომ ოჯახი საფრთხეშია, რადგან მამაკაცი მათ ამ დრომდე ემუქრება. მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ბათუმში ოჯახური ძალადობის საქმეს საიაც სწავლობს. 11 წლის შვილის ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში სისტემატიურ ძალადობას გულისხმობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4013332

მაესტრო - კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4013257

---

 

01.11.2016

არხი:           ჯიდიესი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:    20/30

ვირუსების სეზონი და მწვავე რესპირატორული დაავადებების მატება, ამინდის გაუარესებასთან ერთად!დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. როგორ ხვდება ქვეყანა ვირუსების სეზონს?! ვინ მოიაზრება მაღალი რისკის ჯგუფში და რისთვის არის საჭირო პროფილაქტიკური ვაქციანაცია?! - ნათია ხართიშვილი გიამბობთ. როგორ მიმდინარეობს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი და არის თუ არა საკმარისი ვაქცინების რაოდენობა? რა დაავადებებისგან გვიცავს ვაქცინაცია და როგორია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია? რომელ სამედიცინო დაწესებულებებში შეიძლება აცრებს გაკეთება და რა ფასად მოუწევთ ვაქცინის შეძენა მოქალაქეებს? - ხათუნა ზახაშვილი 2030-ში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4013226

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4012151

---

 

01.11.2016

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 16:00

რამდენად დიდია მოზარდებში ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელი - კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთა. კველვის მიხედვთ, მოზარდებში ალჰოლის და თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი მაღალია, ასევე მაღალია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელი. კვლევაში 19-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. 2000-ზე მეტი კითხვარის გაანალიზება მოხდა. კვლევის პრეზენტაციას დღეს ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდენენ. მათი თქმით, პრევენციისთვის და მიღებული მაჩვენებლების შემცირებისთვის, უწყებები ერთობლივად იმუშავებენ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4012655

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4011940

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4013162

---

  

01.11.2016

არხი:           ჯიდიესი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:    20/30

რა დაავადებებს იწვევს დაბინძურებული ჰაერი და რა მდგომარეობაა საქართველოში?! მიმდინარეობს თუ არა დაავადებათა კონტროლი?! რა რეკომენდაციები აქვს იუნისეფს და საჭიროა თუ არა პრობლემასთან გასამკლავებლად ერთიანი სახელმწიფო მექანიზმის შექმნა?! - მარიამ სეთურიძე გიამბობთ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4013213

---

 

01.11.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:    კურიერი 15:00

4 წლის საბას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა; მას პანკრეასის დიაგნოზი დაუსვეს. სხივური თერაპიით მკურნალობისთვის, ოჯახს საჭირო ოდენობის თანხა არა აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4013016

---

 

01.11.2016

არხი:           бѓўбѓ• პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:    ბიზნეს კონტრაქტი 15:00

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მთავრობას ინდუსტრიის განვითარების გეგმა შესთავაზეს და ახლა პასუხს ელოდებიან. რას გულისხმობს გეგმა და რა როლი აქვს ამ გეგმაში აქციზის თემას, რომელიც ჯანდაცვის სტრატეგიის საფუძველზე ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს?-გადაცემის სტუმარია "ჯეითიაი კავკასუსის" კომუნიკაციის მენეჯერი ივა ხასია. ივა ხასია:" როგორც ვიცით, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ამ ხელშეკრულებით საქართველო ვალდებულია მოხდეს არსებული აქციზის განაკვეთის გათანაბრება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ განაკვეთთან".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4012411

---

 

 

ინტერნეტი

01.11.2016     

მედიასაშუალება:  http://bpi.ge/index.php/amiran-gamyrelidze-gripis-sawinaaghmdegod-sauketeso-sashualeba-profilaqtikuri-vaqcinaciaa/

ამირან გამყრელიძე: გრიპის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალება, პროფილაქტიკური ვაქცინაციაა

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალება, პროფილაქტიკური ვაქცინაციაა. მისი თქმით, გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის. ”ჯერჯერობით, მხოლოდ რინო ვირუსი ცირკულირებს. გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ჯერ არ გამოჩენილა. გრიპის ვირუსი ჩვენთან დეკემბერში, იანვარში ჩნდება. ახლა გრიპის ვირუსის სააწინააღმდეგოდ აქტიური იმუნიზაცია მიმდინარეობს. წელს სახელმწიფომ საპროფილაქტიკო ვაქცინების რაოდენობა გაზარდა. ამავდროულად კომერციულ ქსელს გააჩნია გრიპის ვაქცინა. ყველაზე საუკეთესო საშუალება, გრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციაა”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ

კვირა.ჯი- http://kvira.ge/291354   

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=29082

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/404663-amiran-gamyrelidzis-ganckhadebith-gripis-satsinaaghmdegod-sauketheso-sashualeba-profilaqtikuri-vaqcinaciaa.html?ar=A

---

 

01.11.2016     

მედიასაშუალება:  http://batumelebi.netgazeti.ge/news/60203/

მამამ 11 წლის შვილს სასტიკად სცემა

ბათუმში 11 წლის ბიჭს მამამ სასტიკად სცემა. მან არც ათი წლის გოგონა დაინდო, როცა დამ ძმაზე ძალადობის გამო ყვირილი ატეხა. „თმები მოქაჩა და წიგნი ჩაარტყა თავში“. მოძალადე მამა პოლიციამ მომხდარიდან 11 დღის შემდეგ დააკავა. ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობდა ბავშვების დედაზეც, თუმცა პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა. შემთხვევა ბათუმში, 18 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. ბავშვის დედის თქმით, მან 11 და 10 წლის შვილები მამასთან ერთი საათით დატოვა. მშობლები უკვე დაშორებულები არიან და ბავშვებს მამა მხოლოდ შაბათ-კვირას ნახულობდა. „საღამოს ცხრა საათზე დავტოვე და თერთმეტ საათზე ბიჭმა დამირეკა, „დედიკო სასწრაფოდ მომაკითხეო“. რომ მივედი, ჭიშკართან ფეხშიშველი გამოვიდა, ფეხსაცმელი ხელში ეჭირა. იქ არაფერი უთქვამს. როცა სახლში მივედით და ტანზე გაიხადა, მაშინ შევნიშნე, რომ სასტიკი ნაცემი იყო. ორივე ბეჭი დალურჯებული ჰქონდა, გაწითლებული ჰქონდა შუბლიც. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. მამაჩემმა იმის გამო მცემა, სკოლა რატომ გააცდინე და აქ რატომ მოხვედიო“.დედის თქმით, ლუკა წინა დღით რაჭაში იყო ექსკურსიაზე, სადაც გაცივდა. „დიდი სიცხე ჰქონდა და მე არ გავუშვი. ბავშვს თავი ტკიოდა საშინლად, როცა მამამისს დაურტყამს, წაქცეულა და თავი კედელზე მიუხეთქებია. ასე სასტიკად ნაცემი რომ ვნახე, სასწრაფო გამოვიძახე, სასწრაფომ კი საპატრულო გამოიძახა. ექიმმა დაწერა, რომ ბავშვი ნაცემია. პოლიციელიც გაგიჟდა, ასეთი ნაცემი რომ ნახა ბავშვი“, – გვიყვება დედა. ნაცემი ბიჭი და დედა პოლიციის პირველ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ორივე დაკითხეს. „მეც და ბავშვმაც ყველაფერი დავწერეთ. პოლიციელმა მითხრა, „მასეთ რამეებს რატომ წერთ, ბავშვის გამო უნდა დააჭერინოთო?“ – ვუთხარი, რომ ჩემი შვილები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მათზე ძალადობას არ ვაპატიებდი“. დედის თქმით, პოლიციას შემაკავებელი ორდერი არ გამოუწერია. მოძალადე დაკითხვიდან მხოლოდ მე-11 დღეში, ანუ მას შემდეგ დააკავეს, როცა საქმეში „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ ჩაერთო. „როცა მივხვდი, რომ რეაგირება არ უნდოდათ, დავუკავშირდი ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს და ვთხოვე დახმარება. ნაცემი ბავშვი რომ ვნახე, მამამისს დავურეკე და ვუთხარი, რატომ სცემე-მეთქი, – მითხრა, ეგ მასაჟია მაგისთვის, უარესი ელოდებაო“. მის მშობლებს რომ არ შეეშალათ ხელი, მოკლავდა ბავშვს ცემისგან“, – გვეუბნება დედა. დედის თქმით, სასწრაფოს პატრული რომ არ გამოეძახებინა, თვითონ არ აპირებდა შეტყობინების გაგზავნას: ქმარი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა, თუმცა პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებდა. „15 წლის ასაკში დავქორწინდით. ბავშვები ვიყავით. ქორწინებიდან მესამე დღეს დამარტყა. მისმა სიძემ დაინახა და გააფრთხილა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. მაინც მცემდა. სვამდა, მაგრამ როცა ნასვამი არ იყო, მაშინაც მეჩხუბებოდა. ერთხელ, ჩემი ბიძაშვილის ქორწილიდან რომ დავბრუნდით მე და დედამთილი, ოთახში ჩამკეტა და ისე მცემა, კინაღამ მომკლა. ჩემმა მულმა პატრული გამოიძახა, მაგრამ აივნიდან გადახტა. პოლიციას არც მოუძებნია და არც შემაკავებელი ორდერი გამოუწერია. ბოლოს დანა მომიქნია“, – გვეუბნება ქალი და სხეულზე ჭრილობისგან დარჩენილ შრამს გვაჩვენებს. „დანაც აქვს დარტყმული ჩემთვის, ჩანგალიც, ჭიქაც აქვს ნასროლი და ბევრჯერაც შეურაცხმყო, მაგრამ ვპატიობდი. ბავშვს ადრეც სცემდა, მაგრამ ასე სასტიკად არა“. დედის თქმით, მამამ ბავშვზე ორი წლის წინაც იძალადა: „ახალი წლის ღამე იყო, ბავშვმა ტელეფონი დაუბლოკა შემთხვევით და ისე სცემა, შიშისგან ჩაისველა ბიჭმა. სკოლაში მითხრეს, ბავშვი შეცვლილიაო. გულჩათხრობილი გახდა. მასწავლებელმა მითხრა, „შტეფცელში“ მაკრატელი ჩატენა, ბეწვზე მივუსწარითო. ბავშვები წლებია საკუთარი თვალით უყურებდნენ როგორ მცემდა მათი მამა“. ქალი ქმარს სამი წელია რაც დაშორდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ განქორწინებულან. იგი ამბობს, რომ უნდა მისი შვილები მამის ძალადობისგან სახელმწიფომ დაიცვას და მოძალადემ კანონის წინაშე აგოს პასუხი. დედის თქმით, ბავშვებს ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროებათ, თუმცა ჯერ არავინ გამოხმაურებია. იმ შემთხვევაში თუ მამაკაცს ჩადენილი დანაშაული დაუდასტურდება, კანონის მიხედვით, პირობითი მსჯავსი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა ელოდება. 11 წლის შვილზე მოძალადე მამას, სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად. შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში იანვრიდან აგვისტოს პერიოდში ოჯახში ძალადობის 1894 შემთხვევაა გამოვლენილი.

---

 

01.11.2016     

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/404723-jandacvis-saministro-nazi-sefiashvils-satciroebis-shemthkhvevashi-sakhelmtsifo-servisshi-gadayvanas-kholo-mis-shvils-dasaqmebas-sthavazobs.html?ar=A

ჯანდაცვის სამინისტრო ნაზი სეფიაშვილს, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისში გადაყვანას, ხოლო მის შვილს დასაქმებას სთავაზობს

ჯანდაცვის სამინისტრო ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ ნაზი სეფიაშვილს, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისში გადაყვანას, ხოლო მის შვილს ალბერტ სეფიაშვილს დასაქმებას სთავაზობს. სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სეფიაშვილი მისი და მისი შვილის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს. ამ ოჯახში აღნიშნული დედა-შვილი ცხოვრობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თუკი სეფიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას დათანხმდება, მას 24-საათიანი მოვლა-მზრუნველობა, კვება და სამედიცინო მომსახურება ექნება. ამასთან, როგორც სამინისტროში განმარტავენ, სეფიაშვილის ოჯახი არის მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე, ის იღებს პენსიას 180 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახის კიდევ ერთი წევრი ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანია, თუმცა დასაქმებასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტომ მას დახმარება რამდენჯერმე შესთავაზა დახმარება, რაზეც უარი თქვა. ”მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეო სიუჟეტმა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრები სეფიაშვილების ოჯახის შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოჯახი რამდენჯერმეა გადამოწმებული, მაგრამ სამწუხაროდ, 2015 წლიდან მაღალი სარეიტინგო ქულის გამო ოჯახი აღარ არის საარსებო შემწეობის მიმღები. ოჯახში მყოფი მოხუცი, ნაზი სეფიაშვილი იღებს ასაკის პენსიას - 180 ლარს და აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრივი - საპენსიო პაკეტი. ოჯახის მეორე წევრი ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანი პირია, დეკლარაციის მიხედვით, მას ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ აღენიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ ალბერტ სეფიაშვილი შრომისუნარიანია, მას სააგენტოს მხრიდან რამდენჯერმე შესთავაზეს დასაქმება, თუმცა მან დასაქმებისადმი ინტერესი არ გამოხატა. ამის მიუხედავად, ალბერტ სეფიაშვილს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ დასაქმებას, რათა ოჯახს გაუჩნდეს დამატებითი შემოსავალი. ამ ღონისძიებების შემდეგ, თუკი ოჯახი ვერ შეძლებს მოხუცი ქალბატონისთვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ქალბატონ ნაზის შესთავაზებს სახელმწიფო სერვისში გადაყვანას, სადაც მას 24 საათიანი მოვლა-მზრუნველობა, კვება და სამედიცინო მომსახურება ექნება”, - აცხადებენ სამინისტროში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ოჯახს გააჩნია საკმაოდ მოზრდილი ფართის სახლი, მიწის ნაკვეთი, რომელიც პოტენციურად შემოსავლის მომტანია და ამასთან ერთად, ალბერტ სეფიაშვილს აქვს არარეგულარული შემოსავალი. ”ოჯახის ორივე წევრს ჰყავს თითო, გარეთ მცხოვრები შვილი, რომლებიც ასევე მათ დამხმარეებად ითვლებიან. სოციალური მომსახურების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დამატებით შეისწავლის ოჯახის საჭიროებებს და უახლოეს დღეებში დაეხმარება ყველა საჭირო პროდუქტით”, - აცხადებენ სამინისტროში.

2030- http://2030.news/?newsid=17599

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=34714

ამბები.ჯი- http://www.ambebi.ge/sazogadoeba/181670-ras-sthavazobs-jandacvis-saministro-nazi-sefiashvils-romelic-socialuri-dakhmarebis-danishvnas-ithkhovs.html

---

 

01.11.2016     

მედიასაშუალება:  http://liberali.ge/news/view/25666/30-seqtembris-mdgomareobit-C-hepatitis--mkurnaloba-420ma-patsientma-shetsyvita

30 სექტემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის მკურნალობა 420-მა პაციენტმა შეწყვიტა

2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის მკურნალობა 420-მა პაციენტმა შეწყვიტა. მათგან 284 ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გარდაიცვალა, ხოლო 73-მა მკურნალობაზე გვერდითი მოვლენების გამო თქვა უარი, 41-მა თვითნებურად დაანება თავი, ხოლო 22-მა სხვა მიზეზების გამო. აღნიშნული მონაცემები შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიისთვის გამართულ სემინარზე წარადგინა. აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის პროგრამა გვერდითი მოვლენების მკურნალობას არ ანაზღაურებს. „ლიბერალი" დაინტერესდა, გვერდითი მოვლენების გამო კონკრეტულად რა იყო 73 პაციენტის მიერ მკურნალობაზე უარის თქმის საფუძველი. როგორც ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდში განმარტავენ, გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტა აღინიშნა მხოლოდ მძიმე გართულებების შემთხვევაში, როდესაც C ჰეპატიტის მკურნალობა კლინიკურად აღარ არის დაშვებული. მათი განმარტებით, ვინც პროგრამა დატოვა, ძირითადად. მძიმე პაციენტები იყვნენ. მათი თქმით, გვერდითი მოვლენები უმეტესად ფიქსირდებოდა პროგრამის პირველ ფაზაში, როდესაც მკურნალობის კომპონენტში ერთვებოდნენ უპირატესად ღვიძლის მაღალი ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტები. „იქიდან გამომდინარე, რომ ეს პაციენტები ამდენი ხანი ელოდნენ ამ პროგრამის დაწყებას და იმედი ჰქონდათ, მათაც ეშველებოდათ, სახელმწიფომ სთხოვა კომპანიას, ამ ადამიანებისთვისაც მიეცათ შესაძლებლობა, მკურნალობა დაეწყოთ. რადგან, თუ მათი მდგომარეობის შემსუბუქების რაიმე შანსი არსებობდა, ეს შანსი გამოეყენებინათ. შესაბამისად, ეს არ არის წამლის გვერდითი მოვლენა, მათ პროგრამა ზოგადად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დატოვეს“, - ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია. ამავე თემაზე: C ჰეპატიტის მკურნალობის გვერდითი მოვლენები სახელმწიფოს ყურადღების მიღმა როგორც ადამია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა გვერდით მოვლენების მკურნალობას არ ფარავს, სახელმწიფოში არსებობს სხვადასხვა პროგრამა - საყოველთაო ჯანდაცვის, ინფექციური დაავადების მართვის, რომელიც ქრონიკული ჰეპატიტის შემთხვევაში, აფინასებს სხვადასხვა სტაციონარულ მკურნალობას. „შესაბამისად, სხვადასხვა მხრიდან შეიძლება დაეხმაროს სახელმწიფო ასეთ ადამიანს“, - ამბობს ადამია. ფონდის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირებულია 23 600-ზე მეტი პაციენტი, კომისიის დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 21 200-ზე მეტმა პაციენტმა, მკურნალობის კომპონენტში ჩართულია 19 300-ზე მეტი, მათგან მკურნალობა დაასრულა 9688 პაციენტმა. 4 064 პაციენტზე ჩატარდა განმეორებითი ანალიზი. მათგან 3250 (80%) განიკურნა, ხოლო რეციდივი განვითარდა 814 (20%) შემთხვევაში. 5 624 პაციენტს განმეორებითი ანალიზი ჯერ არ ჩაუტარებია.

---

 

01.11.2016     

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/291375

საქართველოში მოსწავლეების 11%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში

საქართველოში მოსწავლეების 11%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი) – ამის შესახებ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევაშია (ESPAD) ნათქვამი. კვლევის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. ნოემბერში საქართველოში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 190-მა სკოლამ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი, მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული. მკვლევარების თანახმად, კვლევა რეპრეზენტატულია და მისი განზოგადება, საქართველოში მცხოვრებ 16 წლის ყველა მოსწავლეზე შეიძლება. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბიჭებში მარიხუანას ან ჰაშიშის (კანაფი) გამოყენება გაცილებით მაღალია. მოსწავლეების 2%-მა მარიხუანა ან ჰაშიში (კანაფი) 13 წლის ან უმცროს ასაკში გასინჯა. ქართველ მოსწავლეთა შორის მარიხუანას ან ჰაშიშის გარდა, ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია – ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე – 11%, რასაც მოჰყვება ”მაგიური სოკოები” -3%, ტაბლეტები (მედიკამენტები) ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად ”კაიფის” მისაღწევად 3%, ”ბიო” სპაისი – 2.6%, ჰალუცინოგენები 2% და ტკივილგამაყუჩებლები ”კაიფის” მისაღწევად 2%. მოსწავლეების მიერ ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ ნარკოტიკებად მიიჩნევა კანაფი, ტრანკვიოლიზატორები/სედატიური საშუალებები, ექსტაზი და ”ბიო” სპაისი. კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.

ამბები.ჯი- http://www.ambebi.ge/sazogadoeba/181631-thambaqo-marikhuana-da-narkotikebi-ra-shedegebi-achvena-saqarthvelos-skolebshi-chatarebulma-kvlevam.html

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/25660/kvleva-mostsavleebshi-marikhuanis-mokhmarebis-garda-yvelaze-gavrtselebuli-trankvilizatorebia

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/404696-kvlevis-thanakhmad-mostsavletha-14-ma-aghnishna-rom-ukanaskneli-12-thvis-ganmavlobashi-fulze-uthamashia.html?ar=A

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/404694-kvlevis-thanakhmad-saqarthveloshi-mostsavleebis-11-s-erthkhel-mainc-aqvs-gasinjuli-marikhuana-an-hashishi.html?ar=A

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/404691-kvlevis-thanakhmad-saqarthveloshi-mostsavletha-22-ma-throba-13-tslis-an-umcros-asakshi-gamoscada.html?ar=A     

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/159322-alkoholis-tambaqosa-da-sxva-narkotikis-moxmarebis-semswavleli-evropis-saskolo-kvlevis-sedegebis-temaze-sexvedra-gaimarta.html?lang=ka-GE

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/404683-qarthvel-mostsavleebshi-sicockhlis-ganmavlobashi-thambaqos-mokhmarebis-gavrceleba-43-ia.html?ar=A

---

 

01.11.2016      

მედიასაშუალება:  http://www.newposts.ge/?l=G&id=124040-%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1

ქეთევენ სვანიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება - ორი შვილის უმძიმესი მდგომარეობა და მარტოხელა დედის ტრაგედია

მარტოხელა დედას ქეთევან სვანიძეს, რომელიც თბილისში, ნაქირავებ ბინაში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ჩვენი დახმარება სჭირდება. სვანიძის უმცროს ვაჟს, 16 წლის კობას ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმა (სპასტიკური კვადრიპლეგია) აქვს, რაც ოთხივე კიდურის ათროპიას გულისხმობს. მოზარდი ვერ დადის, ვერ ჯდება და ვერც მეტყველებს. კობას ჩაუტარდა ორი ორთოპედული ოპერაცია. აქვს ეპილეფსია და ორმხრივი მხედველობის ნაწილობრივი ატროფია. საგანგაშოა მისი წონაც, 16 წლის ბიჭის სხეულის მასა სულ რაღაც 14 კგ-ს შეადგენს. მოზარდს აქტიური სარეაბილიტაციო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ქეთევან სვანიძის ურთულეს ვითარებას, მისი მეორე შვილის გურამის მდგომარეობაც ამძიმებს. 28 წლის გურამს 4 თვის წინ, ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზის გამო, პერიტონიტი განუვითარდა, ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, თუმცა სწორი ნაწლავის მუცლის ღრუდან, გარეთ გამოტანა მოუწიათ. ახალგაზრდა მამაკაცს ამ ეტაპზე დამატებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, კიდევ 2-ი ოპერაცია ესაჭიროება. გურამის ოპერაცია დანიშნულია პარასკევს, თუმცა სადაზღვევო კომპანია სამედიცინო ხარჯების ღირებულების მხოლოდ 80%-ს დაუფინანსებს, დანარჩენი 20%-ის (920 ლარის) გადახდის საშუალება და რესურსი კი ოჯახს არ გააჩნია. ამას ემატება ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო და მედიკამენტებისათვის საჭირო თანხების არ არსებობის პრობლემაც. ქალბატონ ქეთევანს, იმის გამო, რომ შვილის ოპერაციის დროს სახლში არ იმყოფებოდა და სოც.მუშაკებმა მისი საცხოვრებელი პირობების ასახვა ვერ შეძლეს სოციალური დახმარებაც არ აქვს დანიშნული. "ნიუპოსტი" ქეთევან სვანიძის თხოვნით მოგმართავთ, თუ გაქვთ საშუალება ამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახის გადასარჩენად, დარეკეთ საქველმოქმედო ნომერზე: 0901701099 (მაგთი, ბილაინი, ჯეოსელიდან) ზარის ღირებულებაა 1 ლარი, ან ჩარიცხეთ თნხა საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერზე: GE84BG0000000637693400 მიმღები: გურამ ლომსაძე პირადი # 01019034192 საკონტაქტო T: 555 600 520 ან 577 098 444 ქეთევან სვანიძე

---

 

01.11.2016      

მედიასაშუალება:  http://www.ipress.ge/new/49748-giorgi-bakhturidze-regionebs-shoris-yvelaze-C-hepatitis-gavrceleba-yvelaze-didi-zugdidshia

გიორგი ბახტურიძე: ზუგდიდში, რეგიონებს შორის C ჰეპატიტის ყველაზე დიდი გავრცელებაა

C ჰეპატიტის ყველაზე მეტი შემთხვევა ზუგდიდშია - ამის შესახებ ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის წარმომადგენელი გიორგი ბახტურიძე "აიპრესთან" აცხადებს. მისი თქმით, ზუგდიდში არის სერვის ცენტირი სადაც ხდება კრინინგი, ანალიზები,ასევე პროგრამაში ჩართვა. "C ჰეპატიტის ყველაზე მეტი შემთხვევა ზუგდიდშია. ამიტომ 2 მომსახურების სერვის ცეტრიდან ერთ არის ზუგდიდში, ხოლო მეორე არის თბილისში. ამ მომსახურების ცენტრში, როგორც სკრინინგი, ანალიზები გაკეთება,ასევე პროგრამაში ჩართვა ხდება ადგილზე, ამიტომ გადაწყდა ზუგდიდი, რეგიონებში ყველაზე მეტი გავრცელება თბილისის შემდგომ ზუგდიდშია", - განაცხადა ბახტურიძემ.

---

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

02.11.2016      

მედიასაშუალება: ახალი თაობა

მოსწავლეთა 43% სვამს და სიგარეტს ეწევა, 11%-ს მარიხუანა გაუსინჯავს, 14% კი ფულზე თამაშობს

ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია , - ამის შესახებ ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელ ევროპის სასკოლო კვლევაშია (ESPAD) ნათქვამი. კვლევის პრეზენტაცია დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. ნოემბერში საქართველოში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 190-მა სკოლამ. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2477 სრულად შევსებული კითხვარი, მათგან 1961 მოსწავლე 1999 წელს არის დაბადებული. მკვლევარების თანახმად, კვლევა რეპრეზენტატულია და მისი განზოგადება, საქართველოში მცხოვრებ 16 წლის ყველა მოსწავლეზე შეიძლება. საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოწევა გოგონებში უფრო ნაკლებად გავრცელებულია- 30%, ვიდრე ბიჭებში - 54%. მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28%-მა და გოგონების 13%-მა) მოწევა პირველად 13 წლის, ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 4% აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში, ან უფრო ადრე დაიწყო. 60%-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი, ან ძალიან ადვილია. მოსწავლეთა 4%-მა ელექტრონული სიგარეტი პირველად 13 წლის, ან უმცროს ასაკში მოწია და 1%-მა ამ ასაკში მისი ყოველდღიური გამოყენება დაიწყო. კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4013752&name=02.11.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.11.2016      

მედიასაშუალება: მესინჯერი

C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში პაციენტებს 24 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით პაციენტებს 24 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება, ამათგან 12 თბილისშია, ორი-ორი შიდა ქართლსა და აჭარაში, ოთხი იმერეთში, ხოლო ერთ-ერთი ქვემო ქართლში, კახეთში, გურიასა და სამეგრელოში. როგორც ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის წარმომადგენელი გიორგი ბახტურიძე განმარტავს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამინისტროს ცხელ ხაზზე (15 05) დარეკოს, სადაც ეტყვიან უახლოეს სკრინინგ ცენტრის მისამართს, სადაც შესაძლებელია მისვლა და გამოკვლევა. როგორც გიორგი ბახტურიძე აცხადებს, საქართველოში C ჰეპატიტის აქტიური ფორმა 150 ათას ადამიანს აქვს, მსოფლიოს მასშტაბით გავრცელების მიხედვით მეხუთე ადგილზე ვართ. "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მნიშვნელოვანია მისი მოცვიდან გამომდინარე, 150 ათას ადამიანს აქვს აქტიური ფორმით ჰეპატიტის ვირუსი, ეს მოსახლეობის 5,4%-ია, მსოფლიო მასშტაბით მაღალი გავრცელების ქვეყანაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4013532&name=02.11.2016+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

02.11.2016      

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

დაუთვლელი უსახლკაროები

საქართველოში არცერთმა სახელმწიფო უწყებამ არ იცის რამდენი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს. ასევე არ არსებობს უსახლკარობის პრობლემის გადაჭრის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში ასევე საუბარია იმაზე, რომ, უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არ ხდება ამ გამოწვევის წინაშე მდგომ პირთა საჭიროებების, ასევე უსახლკარობისა თუ სათანადო საცხოვრისის არქონის ფორმების და გამომწვევი მიზეზების შესწავლა. უფრო მეტს იმაზე, თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება უსახლკაროებს, ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ. ნინო ორი შვილის დედაა. მეხუთე წელია ბავშვებთან ერთად თავს აფარებს მეტრო „ღრმაღელესთან“ მდებარე მერვე საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილების მიტოვებულ შენობას, სადაც ასევე ცხოვრობენ სოციალურად დაუცველი სხვა ოჯახები და დევნილები. „ძალიან ცუდი პირობებია! თუ ბავშვები ვერ მოასწრებენ გაკვეთილების მომზადებას დღის სინათლეზე, მაშინ უწევთ სანთლის შუქზე მეცადინეობა. არ გვაქვს დენი! არ გვაქვს წყალი, გაზი... კანალიზაციაც კი არ გვაქვს!“ – უთხრა უსახლკარო ქალმა რადიო „თავისუფლებას“. ნინოსა და მისი შვილების მდგომარეობაში იმყოფება ბევრი სხვა, არაერთი ოჯახი, თუმცა, თუ რამდენია მათი ზუსტი რაოდენობა, არავინ იცის. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში ეს საკითხი არასათანადოდ არის აღიარებული. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლინა ღვინიანიძის თქმით, სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, არ აქვს ხედვა და ამოცანები, რომლებსაც მან უნდა უპასუხოს: „არც გაცხადებული და არც არაფორმალური სტრატეგია არ არსებობს, რაც, პრინციპში, ამ პრობლემის მოგვარებას ძალიან დიდი ხნით გადაავადებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავარი, რაზეც სახელმწიფომ უნდა იმუშაოს, არის სტრატეგიის შექმნა, რაც დაეფუძნება უსახლკაროთა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მონაცემებს. კვლევის შედეგად ასევე დავინახეთ, რომ უსახლკარობის პრევენციის პოლიტიკა ასევე არ გააჩნია სახელმწიფოს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ჩავარდნა სახელმწიფო პოლიტიკაში. მისი ისედაც ფრაგმენტული პოლიტიკა მთლიანად რეაგირებითია, მთლიანად არის მორგებული უსახლკარო პირთა ძალიან მწვავე საჭიროებებს და მას არ აქვს პრევენციული შინაარსი“. ლინა ღვინიანიძის თქმით, დღეს არსებული სახელმწიფო პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ ვერ აზღვევს უსახლკარობას და მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენის რისკებს, ასევე ვერ სთავაზობს უსახლკაროებს ისეთ სახელმწიფო სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. „ამდენად ეს, როგორც პოლიტიკის, ასევე იმპლემენტაციის დონეზე, უსახლკარობა არის პრობლემა, რომელსაც დღეს სახელმწიფო საერთოდ ვერ პასუხობს. ასევე კვლევის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა არის ის, რომ უსახლკარობის საკითხი განსაკუთრებულად მიემართება სხვადასხვა მოწყვლადობის ჯგუფებს, როგორებიც არიან ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირები, როგორებიც არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან გამოსული 18 წელს მიღწეული პირები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ლინა ღვინიანიძემ, რომლის თქმით, უსახლკარობის მიზეზთა ჩამონათვალი უფრო ვრცელია. აი, რა დაასახელა ნინომ – ორი შვილის უსახლკარო დედამ, რომელიც საავადმყოფოს მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს: „ჩემი საკუთარი სახლი, მშობლების სახლი, დაინგრა მიწისძვრის შედეგად. ქმრის ოჯახში ვცხოვრობდი, შემდეგ ისე მოხდა, რომ დავცილდით ერთმანეთს. ხშირად სვამდა და ბავშვებისთვის იყო გაუსაძლისი პირობები. გავედი ქირით, მაგრამ ქირას რომ ვერ ვიხდიდი, მომიწია ამ შენობაში მოსვლა. აქ უკვე ცხოვრობდნენ ე.წ. შეჭრილები და მათ დამითმეს ერთი ოთახი. მას მერე აქ ვიმყოფები“. უსახლკარობის მიზეზთა შორის ასევე დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ხარჯები, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ეწირება საცხოვრებელი სახლები, თუმცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამუშავების შემდეგ, ძნელი დასაჯერებელია, რომ, სამედიცინო ხარჯების გამო, ვინმე ჰყიდდეს საცხოვრებელს. „შეიძლება წინა წლებში ეს პრობლემა მწვავედ იდგა, იმიტომ, რომ სტაციონარული მომსახურება და ოპერაციები ძალიან ძვირი ჯდებოდა და სახელმწიფო ამას არ აფინანსებდა, თუმცა დღეს ეს პრობლემა არ არის. სოციალურად დაუცველებს შეუზღუდავად აქვთ გადაუდებელი ჯანდაცვის პაკეტი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეა გვარამაძემ, რომლის თქმითაც, მუშავდება და ბოლო ეტაპზეა უსახლკარობის დაძლევის სახელმწიფო სტრატეგიის მიღების პროცესი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, ძირითადი დატვირთვა მოდის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე, რომლებიც თავიანთი რესურსების შესაბამისად მოქმედებენ. „იქნება ეს ბინის ქირა, სოციალური საცხოვრისი და ა.შ. დღეის მდგომარეობით, უსახლკაროდ ითვლება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც რეგისტრირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, როგორც უსახლკარო. მეორე დეფინიცია, რომელიც არსებობს დღევანდელ კანონმდებლობაში – ეს არის „მიუსაფარი პირი“, – ბენეფიციარები, რომლებიც, მაგალითად, ლილოს თავშესაფრისთვის არიან განკუთვნილი. ეს არის ჭერის არმქონე პირი, რომელსაც არ გააჩნია შემოსავალი და ა.შ." თუმცა, სახალხო დამცველის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნებოდა უსახლკარო პირად რეგისტრაციის წესი. ერთადერთი გამონაკლისია თბილისის მუნიციპალიტეტი, რომელშიც ეფექტიანად მუშაობს „უსახლკაროს“ სტატუსის მიმნიჭებელი კომისია. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის თქმით, განცხადება დაწერილი აქვს 1500 ადამიანს, სტატუსი კი მიენიჭა 250-ს: „მიუსაფარი პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, არსებობს ლილოს თავშესაფარი. 2015 წლის დეკემბერში აშენდა, მას შემდეგ, რაც კარვები მოიშალა მოსკოვის პროსპექტზე. იქ მიდიან ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში და არიან მიუსაფრები“. გელა ჩივიაშვილის თქმით, ლილოს თავშესაფარში ამჟამად 104 ბენეფიციარი იმყოფება, სულ შენობა კი 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. 2016 წელს თბილისის ბიუჯეტიდან უსახლკარობის პრობლემატიკის მოგვარებაზე მილიონ ორასი ლარი გამოიყო, თუმცა, ანგარიშის ავტორთა თქმით, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ვითარება უკიდურესად მძიმეა: სახელმწიფოში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირების მუნიციპალური და ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სხვადასხვა ობიექტებში შეჭრილი პირების უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებითა და სოციალურად დაუცველი ოჯახების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის საკითხი. დამატებით პრობლემას წარმოადგენს უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისთვის სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტებში გამოყოფილი ფინანსების ნაკლებობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4013547&name=02.11.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.11.2016      

მედიასაშუალება: რეზონანსი

რეკორდულად დაბინძურებული ჰაერი და 6-ჯერ გაზრდილი სიმსივნეები

რა უნდა გაკეთდეს თბილისის კატასტროფული ეკოლოგიის გამოსასწორებლად... სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, სიმსივნური დაავადებები 6-ჯერაა მომატებული, სადაც გადამწყვეტი როლი გარემო პირობებს აკისრია - ამის შესახებ "რეზონანსთან" ეკოლოგმა, "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რაზეც სახელმწიფო რეაგირებას არ ახდენს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ინდიკატორული კვლევის გამოყენება სცადა, თუმცა ეს არ იძლევა სრულფასოვან ინფორმაციას და ძალიან ზედაპირულია. ლაშა ჩხარტიშვილი: ახალი ამბავი არ არის, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურება მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ის კვლევა, რომელზეც ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა (ნაცვლად იმისა, რომ ქმედებები განეხორციელებინა), აშკარად უფრო სანდოა, ვიდრე ხელისუფლების პოზიცია. ვგულისხმობ, საერთაშორისო ენერგეტიკული ასოციაციის კვლევას, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურებით სიკვდილიანობის თვალსაზრისით, საქართველო პირველ ადგილზეა. იქ იყო საუბარი, რომ ყოველწლიურად 100 000 მოქალაქიდან 300-მდე ადამიანის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. საქართველოს მთავრობამ არ აღიარა ეს შედეგები და დავა დაიწყო. გინდაც, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ყოფილიყო ეს კვლევა და არა მთლიანად საქართველოსი, არანაირი შეღავათი არ არის. ყველა შემთხვევაში ეს კვლევა რეალურს ძალიან ჰგავს, რადგან ჰაერის დაბინძურების მხრივ არის უმძიმესი ვითარება. იმიტომ, რომ საწვავის კონტროლი ფაქტობრივად არ ხდება. წელს, როგორც საჯარო ინფორმაციიდან გავიგე, ეს კვლევა სულ ერთხელაა ჩატარებული, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი. "რეზონანსი": გარდა საწვავისა, რა განაპირობებს ჰაერის დაბინძურების ასეთ დონეს? ლ.ჩ: გარდა საწვავისა, არის ტექდათვლიერების თემა, რომელიც მუდმივად სპეკულაციების საგანია და არ სრულდება. ყოველი არჩვნების წინ ხელისუფლებას ამ საკითხის წამოჭრის ეშინია, რადგან ამის ერთბაშად გაკეთება შეუძლებელია. მაგრამ, თანდათანობით გარკვეული შეღავათებით ამის გაკეთება დღესვე შეიძლება დაიწყოს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაწყდეს, რადგან ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურების 92-97% სწორედ ამ ავტოტრანსპორტისგან გამოყოფილ ნივთიერებებს უკავშირდება. ასევე, უნდა აღინიშნოს მტვერი, რომელიც მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია. გარდა იმისა, რომ ის ფიზიკურად აზიანებს სასუნთქ სისტემებს, ამ მტვერზე ილექება მავნე ნივთიერებები და ის კარგი გადამტანი ხდება ადამიანის ორგანიზმში. მტვრის კუთხით არანაირი რეგულაციები არ არსებობს. ძირითადად ეს ეხება ზედამხედველობის ინსპექციას, რადგან მტვრის წარმოშობის წყაროა მშენებლობა, არადა, სამშენებლო სფეროში კონტროლი პრაქტიკულად არ ხორციელდება. ასევე შეგვიძლია გამოვყოთ მწვანე ნარგავები, რომლებიც, როგორც წესი, მშენებელობებს ეწირება ხოლმე. სათანადო ინტენსივობისა და გამტარობის პირობებში, მწვანე ნარგავებს ჰაერის დაბინძურებული მასების 70%-მდე შთანთქვაც კი შეუძლია. ერთ მოქალაქეზე, ქალაქის განაშენმანების პირბებში (არ ვსაუბრობ გარეუბნებზე), გამწვანებული უნდა იყოს დაახლოებით 10-15 კვადრატული მეტრი. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 3-4 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. თბილისს ეს პრობლემები ჰქონდა ყოველთვის, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ჯერ ერთი, სამშენებლო ნებართვებს სარეკრეაციო ზონებზე გასცემენ და მეორე, ამას ემატება ახალი გამწვანების კუთხით არსებული ვითარება. მილიონი ხის პროგრამაზე მერიაში ამბობენ, ნახევარი შესრულებულიაო, მაგრამ ხეების დარგვა ჯოხების დარგვას არ გულისხმობს, მთავარია ნერგების ხარისხი და მათი მოვლა-პატრონობა. ჩვენი ინფორმაციით, დარგული ხეების 80%-მდე უკვე გამხმარია. ბუნებრივია, რომ ათ და ასწლოვან ნერგებს ბევრად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რომელსაც სამშენებლო ნებართვით ჩეხავენ, ვიდრე ახალდარგულ ნერგებს. გარდა ამისა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად დარგავ. თუკი თბილისის ზღვაზე დარგავ, ის ისეთ ეფექტს ვერ მოგიტანს, როგორსაც, მაგალითად, ვაკეში ან ვაჟა-ფშაველაზე. "რ": დედაქალაქის რომელ უბნებს გამოჰყოფთ, სადაც ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია? ლ.ჩ: ამის გარკვეული კვლევები არსებობს, რომლის თანახმადაც რამდენიმე უბანია გამოყოფილი. ეს არის აღმაშენებლის გამზირი, დიდუბე, რომელიც არის ყველაზე დაბლა, ე.წ. ქვაბულის უბნები (ანუ ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა) და განიავების პრობლემები სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გარდა ამისა, არის საკვანძო უბნები, იგივე გმირთა მოედანი, სააკაძის მოედანი, თუმცა ამ უკანასკნელზე მეტად ეს პრობლემა 26 მაისის მოედანზეა. თუმცა, ბოლო პერიოდში არანაკლებ მძიმე ვითარებაა ქალაქის გარეუბნებში. მშენებლობა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს იგივე ვარკეთილის მეტროსა და ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, ჰაერის მასების გადაადგილება ძალიან ჭირს. "რ": რამდენად სანდოა გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს არ აღწევს? ლ.ჩ: ჰაერის დაბინძურების არასათანადო კვლევა, სხვა თუ არაფერი, ჩვენ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულების დარღვევაა, რომლის თანახმადაც, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს იმ გარემოს შესახებ, რომელშიც ცხოვრობს. ჩვენ კი ეს არ ვიცით და არც სახელმწიფომ იცის. ეს განპირობებულია იმით, რომ კვლევითი წერტილები არის ძალიან მწირი. ბოლო პერიოდში ინდიკატორული კვლევის გამოყენება სცადეს, რაც არ იძლევა სრულფასოვან ინფორმაციას და არის ძალიან ზედაპირული. რაც შეეხება მუდმივი დაკვირვების ჰაერის მზომ სადგურებს, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. დღეის მდგომარეობით, სულ ოთხი ასეთი სადგურია. წესით, 10 000 ადამიანზე ერთი სადგური უნდა მოდიოდეს, მაგრამ ესეც არ არის მარტივი. იმიტომ, რომ თბილისი რთული რელიეფის ქალაქია, შესაბამისად, ჰაერის მასების გადაადგილება გართულებულია და, შესაძლოა, გაცილებით უფრო მეტი დაგვჭირდეს, ვიდრე გათვალისწინებულია. როდესაც გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებთან საჯაროდ ვსაუბრობთ, ისინი აღიარებენ, რომ ექსპრეს-კვლევა ნამდვილად არ არის საკმარისი, თუმცა ცდილობენ, რომ ამ კვლევთ პიარ-ეფექტი მიიღონ. მაგალითად, ხდება ხოლმე ინფორმაციის ისე გავრცელება, თითქოს ეს სრულფასოვანი კვლევაა, რომ მიიღეს ისეთი შედეგი, თითქოს თბილისის არც ერთ უბანში ჰაერის დაბინძურების დონე კრიტიკულ ზღვარს არ აღწევს, მაგრამ ეს აბსურდია. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, მნიშვნელობა აქვს უბნებს, საკვლევ პერიოდს, სეზონურობას და ა.შ. "რ": სტატისტიკის არარსებობის პირობებში, რამდენად შესაძლებელია, რომ ჰაერის დაბინძურების ხარისხი გასულ წლებს შევადაროთ? ლ.ჩ: შეგვიძლია შევადაროთ, ოღონდ ლოგიკურად და არა სტატისტიკით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე წლებია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სატრანსპორტო სფეროში არანაირი ღონისძიება, შესაბამისი პოლიტიკა არ გაუტარებიათ, გაზრდილია მანქანების რაოდენობა და საცობების ინტენსივობაც, საწვავის კონტროლი არ არის, გაჩეხილი ხეების რაოდენობაც გაზდილია, შესაბამისად, მომატებულია დაბინძურების მაჩვენებელიც. 30 სექტემბერს რა მონაცემებიც გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ეს არ არის სრულფასოვანი და თავადაც აღიარეს. "რ": დაბინძურებული ჰაერი კონკრეტულად რომელი დაავადებების გამომწვევი შეიძლება გახდეს? ლ.ჩ: დაავადებების სტატისტიკის თვალსაზრისითაც მძიმე სიტუაციაა. ეს სტატისტიკა არასრულფასოვანია, მაგრამ მაინც არსებობს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სიმსივნური დაავადებების ერთიანი რეესტრის წარმოება შარშან დაიწყო, მანამადე არ არსებობდა. შესაბამისად, ამ კვლევებმა არ აჩვენა დადებითი შედეგები. არის მუდმივად მცდელობა, რომ წარმოაჩინონ ისე, თითქოს სტატისტიკის მატება ამ რეესტრის განახლების ბრალია, მაგრამ რეალურად მატება არის ძალიან მაღალი. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, სიმსივნური დაავადებების 6-ჯერ მომატებაზეც იყო საუბარი, სადაც გადამწყვეტი როლი გარემო პირობებს აკისრია. გარდა სიმსივნურისა, ჰაერის დაბინძურებას სხვა დაავადებების გამოწვევაც შეუძლია. ეს არის, ალერგიული და იმუნური დაავადებები, თუმცა აქ სხვა პრობლემასაც ვაწყდებით. არ ხდება იმ სათანადო კითხვარების გამოყენება, რომლებიც მკვლევარებსა და მათ შორის ეპიდემიოლოგებს მისცემს იმის საშუალებას, რომ კონკრეტული ალერგიის გამომწვევი მიზეზები დაადგინონ. საერთოდ, მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს პაციენტების გამოკითხვის მეთოდი, რათა დაავადებების ეტიმოლოგია ვიცოდეთ. "რ": რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მდგომარეობა რაც შეიძლება მოკლე დროში გამოსწორდეს? ლ.ჩ: პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტი მონაცემები, რამდენად დაბინძურებულია ქალაქი და, რაც მთავარია, უკვე დღეიდან შეიძლება მოქმედება, რომ საწვავის კონტროლი დაიწყოს, სამშენებლო ნორმების დაცვა-ზედამხედველობა მოხდეს და მესამე, ტექდათვალიერებისთვის მზადება დაიწყოს. თუნდაც სახელმწიფო სახსრების ჩართვით უნდა მოხდეს ამის ამოქმედება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4013589&name=02.11.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

02.11.2016      

მედიასაშუალება: ვერსია

"მოსალოდნელია, მომავალი წლიდან ჭიათურის მაღაროები ისევ გაჩერდეს"

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, პასუხისგებაში შპს "ჯორჯიან მანგანეზი" მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანია, რომელიც ჭიათურმანგანუმის მფლობელია, სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით მოიპოვებდა მანგანუმს, რის გამიც გარემოს 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4013774&name=02.11.2016+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.11.2016      

მედიასაშუალება: რეზონანსი

ვინ შეინარჩუნებს მინისტრის სავარძელს და ვინ - ვერა

"ოცნება" სამთავრობო ცვლილებებისთვის ემზადება... ახალი მოწვევის პარლამენტი უახლოეს მომავალში მთავრობას ხელახლა დააკომპლექტებს. ამასთან დაკავშირებით მმართველმა პარტიამ კონსულტაციები უკვე დაიწყო. "რეზონანსის" ინფორმაციით, "ოცნება" რადიკალური სამთავრობო კარუსელის განხორციელებას არ აპირებს და მხოლოდ რამდენიმე მინისტრი შეიცვლება. ცხადია, პრემიერი ისევ გიორგი კვირიკაშვილი იქნება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძველ თანამდებობას დაუბრუნდება "ქართული ოცნების" სიის მეორე ნომერი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახი კალაძე, რომელიც მანამდე ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტებს იკავებდა. სავარძელს შეინარჩუნებენ, ასევე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. "2030"-ის ინფორმაციით თანამდებობას დატოვებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნება გიორგი გახარია, რომელიც ამ დროისთვის ეკონომიკური საბჭოს მდივანია. განიხილება შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის შეცვლის საკითხიც, თუმცა "ქართულ ოცნებაში" მისი შემცვლელის კანდიდატურაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. ცვლილებები ასევე შეეხება სოფლის მეურნების მინისტრ ოთარ დანელიას, რომელიც მოპოვებული მანდატით პარლამენტში გააგრძელებს საქმიანობას. მის პოსტს ლევან დავითაშვილი იკავებს, რომელიც მუშაობას უკვე შეუდგა. ევროინტეგრაციის მინისტრ დავით ბაქრაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა, "თავისუფალი დემოკატებიდან" ცოტა ხნის წინ წასული ვიქტორ დოლიძე შეცვლის.მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს პოლიტოლოგთა ერთი ნაწილი უკვე სკეპტიკურად უყურებს. მეორე ნაწილი კი პირიქით - უკეთესის მოლოდინშია. ვახტანგ ძაბირაძემ არ იცის, სავარძელს ვინ შეინარჩუნებს და ვინ ვერა, თუმცა ფიქრობს, რომ მოსალოდნელი სამთავრობო გადაადგილებით რეალურად არაფერი შეიცვლება. "რა პარამეტრებით ახორციელებს "ოცნება" სამთვარობო ცვლილებებს, ვერაფრით გავარკვიე. შესაბამისად, ახლაც ვერ გეტყვით, რას გეგმავს მმართველი გუნდი - ვის გაუშვებს ან ვის დატოვებს. მედიაში რაღაც ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა ვერ გეტყვით, მმართველი ძალა ამათ რატომ უშვებს და ვერც იმას ვერ ვიტყვი, რატომ უნდა დარჩნენ. "არ ვიცი, როგორ და რის მიხედვით არჩევენ მინისტრებს. ვერ ვნახე პარამეტრები, რის მიხედვით ხორციელდება ამ გუნდში ცვლილებები. "მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არ შეიცვლება მთავრობა, ვფიქრობ, მუშაობის ის სტილი, რაც 4 წლის განმავლობაში იყო, არა მგონია, რომ შეიცვალოს და უფრო დინამიკური გახდეს. ვისურვებდი, მაგრამ მეეჭვება. დარწმუნებული ვარ ასე იქნება და მალე გამოჩდება - ახალი მთავრობის დამტკიცებიდან 3-4 თვეში. არჩევნების ციებ-ცხელება ჩამთავრდება და ყველაფერი დაუბრუნდება ძველ კალაპოტს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ძაბირაძე. რამაზ საყვარელიძემაც არ იცის, თუ ვინ შეინარჩუნებს მინისტრის სავარძელს და ვინ - ვერა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" მოსალოდნელ ცვლილელებს პოზიტიურად უყურებს. იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ახალ მთავრობას უნიათოს აღარ უწოდებს. "იმედი მაქვს, მოხვდება ისეთი ცვლილებები, რომ "ოცნება" ოპოზიციას არ მისცემს საშუალებას, უნიათო მთავრობა უწოდოს და მოსახლეობაც არ დაეთანხმოს ამის შეფასებაში. წინა პერიოდში სიტყვა უნიათო იმიტომ აიტაცა "ნაციონალურმა მოძრაობა", რომ "ოცნება" ვერ დგამდა ნაბიჯებს ენერგიულად, საქმიანად და პროდუქტიულად. "მაგალითად, პირველი უნიათობა, რაც საპარალამენტო საქმიანობასაც ეხება, იყო ის, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2013 წელს, ვერ მოახერხეს 3%-იანი ბარიერის დაწესება. თავი ვერ მოაბეს და ანალოგიურად ბევრ რამეს ვერ მოაბეს თავი. "აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბევრი მინისტრი არ იყო საკმარისად ეფექტური. დიდი ხნის მერე ვიღაცები შეიცვალნენ, მაგრამ ამას არ უნდა სჭირდებოდეს ამდენი დრო. "მომავალი 4 წელიწადი ძალიან მძიმე იქნება მათთვის იმიტომ, რომ ახლა მთელი ძალაუფლება ერთ პარტიას აქვს და შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება," - უთხრა "რეზონანსს" საყვარელიძემ. მისივე თქმით, ეს არჩევნები ყველასთვის გაკვეთილი იყო, მათ შორის - მმართველი ძალისთვისაც, ამიტომ იგი ფიქრობს, რომ "ოცნებას" ბევრი რამის გადახედვა მოუწევს. "ეს არჩევნები ყველასთვის იყო გაკვეთილი, მათ შორის - "ქართული ოცნებისთვის", როგორც მმართველი პარტიისთვის. რეიტინგის თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე დასაწყისი ჰქონდათ, რომ არა ძალიან დიდი შეცდომები ბევრი პარტიის, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, შეიძლება "ქართულ ოცნებას" იმ წარმატებისთვის არ მიეღწია, რასაც ახლა მიაღწია. ამიტომ, მე მგონი, ბევრი რამის გადახედვა მოუწევთ და ამას რომ აპირებენ, ჩანს კიდეც. "არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ შთაბეჭდილებს ტოვებს. თანაც პარალელურად ბევრი სიახლეა საპარლამენტო და პარტიულ გუნდში. დაკომპლექტებულია განათლებული და ახალი სახეებით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდება. მით უმეტეს, მაჟორიტარად ახალი სახების გაშვებისას მმართველმა ძალამ გარკვიულწილად გარისკა კიდეც. ასე რომ, ამ ცვლილებებმა შედეგი უკვე მოუტანა "ქართულ ოცნებას" და სავარაუდოა, რომ ამ ცვლილებას გააგრძელებენ სამომავლოდ, რაც გულისხმობს იმას, რომ ისეთი პასიური, მოდუნებული მთვარობა აღარ იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4013408&name=02.11.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---