From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-03.10.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; hvili@moh.gov.ge">kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; hvili@moh.gov.ge">sumikashvili@moh.gov.ge; hvili@moh.gov.ge">ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelas hvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 03.10.2016 09:03
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 03.10 .2016

ტელევიზია 

03.10.2016

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  იმედის დილა

23 წლის ელენე ჩხიკვაძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. დიაგნოზი გახლავთ ინსულტი, ამჟამად ის ვერ მეტყველებს და სრულიად პარალიზებული აქვს სხეულის მარჯვენა მხარე. რეაბილიტაციას ესაჭიროება 180 ათასი ლარი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3939886

---

 

02.10.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓћбѓќбѓЎбѓў სკრიპტუმი

პოსტსკტიპტუმს ანონიმურმა წყარომ სკანდალური და უმძიმესი შინაარსის მქონე ვიდეომასალა მიაწოდა. მასალაში აღბეჭდილია 3 წლამდე ბავშვის დაღუპვის მომენტი. წყაროს ინფორმაციით შემთხვევა 2015 წლის 28 ნოემბერს გამთენიისას მოხდა. გოგონას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასუნთქ გზებში სპეციალური სასუნთქი მილი ჰქონდა დახმარება სჭირდბეოდა, თუმცა ხმას ვერავის აგონებდა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი რამდენიმე საათში ოთახში ექიმი შედის თუმცა უკვე უშედეგოდ. ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში, ტრაგედია ფონდის კიდევ ორ დაწესებულებაში დატრიალდა. მარტყოფისა და დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონებში თვრამეტი და ოცი წლის ბენეფიციარები, საჭმლის გადაცდომის შედეგად დაიღუპნენ. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე პოსტსკრიპტუმმა ვიდეომასალის გასაჯაროებამდე მისი ავთენტურობის შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა, თუმცა მათ თანამშრომლობა არ ისურვეს. მევლუდ კუხიანიძე ამჟამად პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრია და მის გააქტიურებას ოპონენტები წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3939725

---

 

02.10.2016

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

 40 წლის бѓ“бѓђбѓ—бѓќ бѓђбѓ бѓ©бѓ•бѓђбѓ«бѓ”бѓЎ ავთვისებიანი სიმსივნე აქვს бѓ“бѓђ бѓ›бѓђбѓЎ განმეორებითი გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓЎ მკურნალობისთვის საჭირო სახსრები бѓђбѓ  გააჩნია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3939454

---

 

01.10.2016

არხი:           ტელეკომპანია бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ახალი ამბები 21:00

დღეიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით შევიდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3938805

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3938777

---

 

01.10.2016

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

დღეს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. რა პრობლემების წინაშე დგანან საქართველოში მცხოვრები მოხუცები და რა რეკომენდაციებს გვაძლევს გაეროს მოსახლეობის ფონდი. უმუშევრობა, დაბალი პენსია, ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები – ეს ძირითადი პრობლემებია რომლებიც გამოკითხვისას გამოიკვეთა. დემოგრაფები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გლობალურ საფრთხეებზე საუბრობენ და საქართველოს საპენსიო ასაკის დაწევისკენ მოუწოდებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3938730

ტვ პირველი - დღის ამბები 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3938251       

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3938226

---

 

01.10.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 12:00

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის წევრები ფარმაცევტულ სფეროში კორუფციის არსებობაზე საუბრობენ. პარტიამ ბრიფინგი ბათუმში გამართა და ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვაში მიმდინარე პროცესები შეაჯამა. პოლიტიკოსების მტკიცებით, ხელოვნურად ხდება ტენდერების გადანაწილება სასურველ კომპანიებზე, შემდგომში კი საავადმყოფოებს არ გადაეცემათ მედიკამენტები და ხდება ფულის გათეთრება. სახელმწიფო ხალხისთვის წევრებმა სქემის მონაწილედ კომპანია PSP დაასახელეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3937754

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3938050

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3937829

ტელეკომპანია აჭარა- ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3938510

---

 

01.10.2016

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓҐбѓ бѓќбѓњбѓ˜бѓ™бѓђ 11:00

რკინიგზის დეპარტამენტთან აქცია მუშების სასიკეთოდ დასრულდა. 12 დღიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და 12 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა ყველა იმ მოთხოვნას, რასაც დასაქმებულები აპროტესტებდნენ. ზვარესა და ქვიშხეთის გვირაბებში დასაქმებული მუშები შესაბამის შრომით ანაზღაურებას, შვებულებას და შესაბამის პირობებს მოითხოვდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3937625      

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3937972

---

 

01.10.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ბიზნესკურიერი

ელისუფლება ხალხის ფულს წინა საარჩევნოდ იყენებს, საკუთარ აქტივში ქულების დასაწერად. მთავრობის განკარგუელბაა, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს მიმდინარე ბიუჯეტიდან 96 მილ. ლარის ამოღება და სარეზერვო ფონდში გადატანა ევალება. კერძოდ, 80 მილიონს დააკლებენ საგარეო ვალების გადახდას, დანარჩენს კი სამინისტროებს. ამ ფულიდან 70 მლნ. ლარი რთველის სუბსიდირებაზე უნდა წავიდეს. 35 მლნ. კი საყოველთაო ჯანდაცვაზე, რომელიც შედეგად ოქტომბრის თვეშიც იქნება, შემდეგ კი ფული სავარაუდოდ, ისევ დაჭირდება ან გაჩერდება. თემაზე სასაუბროდ ლევან ალაფიშვილი, სამართლის ექსპერტი იმყოფება გადაცემაში სტუმრად. ლევან ალაფიშვილი: "შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების მინიმალური გამჭირვალობის სტანდარტების გარეშე სუბიექტურად იხარჯება საკმაოდ დიდი მოცულობის ხარჯები. ეს ყველაფერი კი ხდება საარჩევნო წელს".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3937842

---

 

 

 

ინტერნეტი

03.10.2016      

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/156915-davith-sergeenko-sayovelthao-jandacvis-programa-iyo-mosakhleobis-shekvetha-romelic-pirnathlad-shesrulda.html?lang=ka-GE

დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო მოსახლეობის შეკვეთა, რომელიც პირნათლად შესრულდა

ოთარ დანელიამ დავით სერგეენკოსთან ერთად აბაშაში სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერა „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო მოსახლეობის შეკვეთა, რომელიც პირნათლად შესრულდა. სახელმწიფო მოტივირებულია თქვენთან ერთად გააგრძელოს ეს რეფორმა, რადგან ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტი არის ჯანდაცვა.“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აბაშაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა. შეხვედრაზე მინისტრმა ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი სამომავლო გეგმები განიხილა, საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინასების, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის, ჯანდაცვის სერვისების, მედიკამენტების ხარიხის უზრუნველყოფის და სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმების კუთხით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია აბაშის სამედიცინო დაწესებულებებში კორპორაცია „ევექსი“ და შ.პ.ს. „შანი" დაათვალიერეს და მედპერსონალს.

---

 

03.10.2016     

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/161159

ოთარ დანელიამ დავით სერგეენკოსთან ერთად აბაშაში სამედიცინო დაწესებულებები დაათვალიერა

„ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო მოსახლეობის შეკვეთა, რომელიც პირნათლად შესრულდა. სახელმწიფო მოტივირებულია თქვენთან ერთად გააგრძელოს ეს რეფორმა, რადგან ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტი არის ჯანდაცვა.“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აბაშაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა. შეხვედრაზე მინისტრმა ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი სამომავლო გეგმები განიხილა, საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინასების, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის, ჯანდაცვის სერვისების, მედიკამენტების ხარიხის უზრუნველყოფის და სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმების კუთხით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია აბაშის სამედიცინო დაწესებულებებში კორპორაცია „ევექსი“ და შ.პ.ს. „შანი" დაათვალიერეს და მედპერსონალს გაესაუბნენ.

---

 

02.10.2016     

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=121003-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%2C+%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D

ოთარ დანელია და დავით სეერგენკო მარტვილში ექიმებს შეხვდნენ

„პირველადი ჯანდაცვა, კერძოდ, სოფლის ექიმების რგოლი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. აუცილებელია ამ პროცესში ადგლობრივი მედპერსონალის ჩართულობა. საჭიროა რომ მათ ჰქონდეთ სათანადო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამბულატორიების რესტავრაცია - კეთილმოწყობაა, რომელსაც თქვენი მომავალი დეპუტატის, ოთარ დანელიას შუამავლობით აუცილებლად განვახორციელებთ“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მარტვილში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი - აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროექტებზე და სამედიცინო პერსონალს სამომავლო გეგმები გააცნო - საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინასების, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის, ჯანდაცვის სერვისების, მედიკამენტების ხარიხის უზრუნველყოფის და სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმების კუთხით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ოთარ დანელიასთან ერთად მარტვილის სამედიცინო დაწესებულება „ევექსი“ დაათვალიერა და მედპერსონალს გაესაუბრა.

---

02.10.2016      

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=25118

ვალერი კვარაცხელიამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები მოინახულა

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავდმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა. კვარაცხელიას განმარტებით დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურია და კვალიფიციურ მკურნალობის კურსს გადიან. ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სოფელ დიდნეძში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და აქტივისტების მიერ ნაცემი სულ სამი ახალგაზრდა მიიყვანეს, მათგან ერთი ბინაზე გაეწერა და მკურნალობის კურსს იქ განაგრძობს, ორი დაზარალებული ახალგაზრდა კი ამ დრომდე სტაციონარში რჩება.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/46768-valeri-kvarackhelia-zugdidis-incidentshi-dazralebulebis-mdgomareoba-stabiluria

ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/?id=32642  

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/156837-zugdidshi-nacemi-akhalgazrdebi-jandacvis-ministris-pirvelma-moadgilem-moinakhula.html?lang=ka-GE

კვირა.ჯი- http://kvira.ge/284492

---

 

01.10.2016      

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/qartuliotsnebistsinasaarchevnokampaniamedikamentebisbazarzearsebulikoruftsiulisqemitfinansdeba-paataburchuladzisgaertianeba/14762

,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია მედიკამენტების ბაზარზე არსებული კორუფციული სქემით ფინანსდება _ პაატა ბურჭულაძის გაერთიანება

,,პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში კორუფციული სქემის არსებობაზე მიუთითებენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატებმა გურამ ჩალაგაშვილმა და ნინო ტალალაშვილმა განაცხადეს, მედიკამენტების ფასებზე მანიპულირების გზით, ტენდერები კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიებს გადაეცემა, შემდგომში, მედიკამენტების გადაცემის სანაცვლოდ ფულის გათეთრება ხდება და აღნიშნული ფულის ნაწილით ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ფინანსდება. მათი განცხადებით, კორუფციულ სქემაში ,,PSP“ და მისი ხელმძღვანელი, კახაბერ ოქრიაშვილია ჩართული, რომელიც წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია. ,,პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრების განცხადებით, კორუფციული სქემის ხელშეწყობაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები არიან ჩართული. ,,მოქმედებს წამლების შეძენა-გასაღებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული არაიან სხვადასხვა სამინისტროების მაღალჩინოსნები, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და რაც მთავარია, ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები. ერთ-ერთი ასეთი ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელი გახლავთ ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ოქრიაშვილი. სწორედ მისი კომპანია გახლავთ ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა. ,,ათობით მილიონი ლარი ბრუნავს, ოღონდ ბრუნავს არა მოსახლეობის სასიკეთოდ, არამედ, კონკრეტული ჩინოვნიკების სასკეთოდ, რადგან თანხის დიდი ნაწილი უბრუნდება ისევ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც საარჩევნო კამპანიების პერიოდში არიან ,,ქართული ოცნების“ დამფინანსებლები“, - აღნიშნა ნინო ტალალაშვილმა.

---

 

02.10.2016     

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/46680-ombudsmeni-saqartveloshi-khandazmulta-socialuri-ketildgheobis-sakitkhi-problemuria

ომბუდსმენი: საქართველოში ხანდაზმულთა სოციალური კეთილდღეობის საკითხი პრობლემურია

„ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა ჯერ კიდევ ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო მიდგომებს“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. ომბუდსმენის თქმით, საქართველოში დღეს, ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ადეკვატურ საცხოვრებელზე, სოციალურ სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე, რის გამოც, ისინი სიღარიბის, უსახლკარობისა და იზოლაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ხშირია მათ მიმართ ძალადობის ფაქტები. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პროგრამებით არ არის გათვალისწინებული ხანდაზმულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისები, არ ხდება მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, პრობლემურია ადგილობრივ დონეზე ამ პირთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საკითხი. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვას. გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში ყურადღება გამახვილდა სწორედ მათ მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ პირობებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ისინი დგანან; შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით სახალხო დამცველი საჭიროდ თვლიდა სახელმწიფოს პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის გააქტიურებას, - აცხადებს სახალხო დამცველი. ომბუდსმენის თქმით, ხანდაზმულთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 2016 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. კონცეფციის თანახმად საქართველოს მთავრობას დაევალა 2016 წლის 1 აგვისტომდე 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. თუმცა სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ არის მიღებული. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი შემჭიდროებულ ვადებში უნდა დასრულდეს და საქართველოს მთავრობამ მიიღოს აღნიშნული დოკუმენტი, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაბერების საკითხის სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამაში ჩართავს, ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვას. პოზიტიური აქტივობებით უარი ვუთხრათ ეიჯიზმს, რომელიც ხშირად კვეთს დისკრიმინაციის სხვა ფორმებს, როგორიცაა გენდერული, შესაძლებლობის შეზღუდვის, ეთნიკური და სხვა ნიადაგზე აღმოცენებული დისკრიმინაცია. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 1990 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დაწესდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს ამ დღის აღნიშვნის თემაა ბრძოლა ეიჯიზმის წინააღმდეგ. ეიჯიზმი ასაკობრივი დისკრიმინაციის ფორმაა, რომელიც უმეტესად ხანდაზმულ პირთა მიმართ ვლინდება და მნიშვნელოვნად აფერხებს მათ მონაწილეობას საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიმდინარე წელს გაეროს გენერალური მდივნის გზავნილი შეიცავს მოწოდებას ეიჯიზმის გამოვლინების წინააღდეგ და მოუწოდებს სახელმწიფოებს მიიღონ საჭირო ზომები ხანდაზმულ პირთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში; შექმნან დამატებითი სამართლებრივი გარანტიები მათი დისკრიმინაციული პოლიტიკის, კანონებისა და მოპყრობისაგან დასაცავად. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს და უარყოფს ხანდაზმულებისა და დაბერების შესახებ არსებულ ნეგატიურ სტერეოტიპებსა და მცდარ შეხედულებებს.

---

 

01.10.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/399926-dimitri-khundadze-pensionerebs-khandazmultha-saerthashoriso-dghes-ulocavs.html?ar=A

დიმიტრი ხუნდაძე პენსიონერებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოცილურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ხანდაზმულებს დღევანდელ დღეს ულოცავს. დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის მიერ მიღებულ დაბერების პოლიტიკის დოკუმენტს კიდევ ერთხელ განმარტავს, რომელიც, მისი თქმით, სწორედ ხანდაზმულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიქმნა. დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი დიმიტრი ხუნდაძის ავტორობით შემუშავდა. „მსურს ყველა ხანდაზმულს მივულოცო დღევანდელი დღე. საქართველოში ერის აქტიური დაბერება მიმდინარეობს. გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ყოველწლიურად იზრდება პენსიონერთა რაოდენობაც, რაც უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობით. ერთი წლის მანძილზე ჩემი კომიტეტი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ამზადებდა დაბერების პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც უკვე მივიღეთ მაისის თვეში. ამ დოკუმენტით საგრძნობლად გაუმჯობესდება პენსიონერთა მდგომარეობა ქვეყანაში. რამდენადაც არ უნდა გავზარდოთ პენსიები, მათთვის საკმარისი მაინც არ იქნება, ამიტომ სახელმწიფომ სხვა მხრივ უნდა იზრუნოს მათზე. დაბერების პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებებია - სოციალური დაცვა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და თაობათაშორისი ურთიერთობები; საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობა; დასაქმება, შრომა, სწავლება მთელი ცხოვრების მანძილზე და მიგრაცია; დაბერების მეინსტრიმინგი კანონმდებლობასა და პოლიტიკაში, მედიაში გაშუქება; კვლევა და მონაცემთა შეგროვება. ეს არის ის დოკუმენტი, რითაც ჩვენს ხანდაზმულებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ ყოფითი ცხოვრება. კონკრეტული ინიციატივების განხორციელება ეტაპობრივად დაიწყება და მჯერა, რომ ჩვენი მოხუცები მალე ბევრად უკეთეს პირობებში იცხოვრებენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

---

 

01.10.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/399885-gaero-s-mosakhleobis-fondi-1-el-oqtombers-khandazmultha-saerthashoriso-dghes-aghnishnavs.html?ar=A

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი 1-ელ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) 1-ელ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გაერო-ს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს, მოსახლეობის დაბერება 21-ე საუკუნის ტენდენციაა, რაც საზოგადოების ერთ-ერთ აქტუალურ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევად ითვლება, თუმცა ამავდროულად, ის საზოგადოების გამარჯვებაც არის, რადგან გულისხმობს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას მთელს მსოფლიოში. ”იმისათვის, რომ ეს დემოგრაფიული ცვლილება დადებითად აისახოს მოსახლეობაზე, აუცილებელია უთანასწორობის შემცირება და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. 2015 წლისთვის გლობალურად 60 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 12.3%-ს შეადგენდა; პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის მათი რაოდენობა 22%-მდე გაიზრდება. ხანდაზმულთა რაოდენობის ზრდა, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებშია მოსალოდნელი. მოსახლეობის დაბერება შეიძლება მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევების მიზეზიც გახდეს, რადგან ხანდაზმულობის ასაკში სოციალური უთანასწორობა შესამჩნევად ძლიერდება. მაგალითად, ხანდაზმული მამაკაცი საშუალოდ 68%-ით მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ქალი, რაც განპირობებულია მათი ხანგრძლივი ფორმალური დასაქმებით და უფრო მაღალი ანაზღაურებით. უთანასწორობის ეს მაგალითი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხანდაზმულთა უმეტესობას სწორედ ქალები წარმოადგენენ. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) სრულად ეთანხმება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემას - „იმოქმედე ეიჯიზმის წინააღმდეგ“. ჩვენ გვჯერა, რომ უთანასწორობის შემცირება ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში და ხანდაზმული ადამიანების წვლილის დაფასება საზოგადოების განვითარების პროცესისათვის მნიშვნელოვან პერსპექტივას წარმოადგენს. ეს ძალისხმევა იწყება უსაფრთხო მშობიარობის უზრუნველყოფით და გრძელდება ბავშვების ჯანმრთელობაზე, სრულფასოვან კვებასა და მაღალი ხარისხის განათლებაზე ზრუნვით. ამ ძალისხმევამ უნდა უზრუნველყოს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე უნივერსალური წვდომა, გენდერული თანასწორობის დამკვიდრება, ყველა ხანდაზმულის მოცვა სოციალური დაცვითა და გარანტირებული შემოსავლებით და დოვლათის გადაცემა ახალგაზრდა თაობისთვის. ხანდაზმული პირები ფინანსური შემოსავლის სხვადასხვა წყაროს ეყრდნობიან, მათ შორის შემოსავალს სამუშაო ადგილიდან და ქონებიდან, საპენსიო შემოსავალს, ოჯახის წევრების დახმარებასა თუ სახელმწიფო პროგრამებს. ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დაბერება რეალობას წარმოადგენს, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს თაობათაშორის დიალოგს და შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც გააძლიერებს ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც და ასევე, წაახალისებს თაობებს შორის ურთიერთდახმარებას. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ეხმარება ქვეყნებს უპასუხონ იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რაც თან სდევს მოსახლეობის დემოგრაფიულ დაბერებას. სწორედ ამ მიზნით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ხელს უწყობს დიალოგს სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ამ სფეროში, ტრენინგებს, კვლევებსა და მონაცემების შეგროვებას. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ამჟამად განიხილავს „დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის“ 15 წლიანი განხორციელების შედეგებს; ფონდი ეხმარება ქვეყნებს გამოცდილების გაზიარებაში, რათა ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანსაღ დაბერებას და მეტად პროდუქტიული ხანდაზმული მოსახლეობის მეორე დემოგრაფიული დივიდენდის პოტენციალის სრულ გამოყენებას. დაბერების შესახებ პოლიტიკის ჩარჩოზე მუშაობა საქართველოში 2014 წელს, დაბერების მეინსტრიმინგის დოკუმენტის შექმნით დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კოორდინირებით და გაეროს ევროპის ეკონომიური კომისიის (UNECE) და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დახმარებით. გასულ წელს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თაოსნობით მულტი-სექტორული თანამშრომლბით შემუშავდა და პარლამენტის დადგენილებით მიღებულ იქნა მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია და შემუშავდა განხორციელების 2-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2016 წელს უნდა დამტკიცდეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში. „მოსახლეობის დაბერება ტრანსფორმაციულ ძალას წარმოადგენს, რაც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის, ოჯახებისა და საზოგადოების არსებულ სტრუქტურებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. მხოლოდ ერთობლივი ძალიხმევით არის შესაძლებელი ყველა ადამიანისათვის ღირსეული სიბერის, მთელი ცსოვრების მანძილზე მონაწილეობის, ინტეგრაციისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“ - აღნიშნა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა დრ. ბაბატუნდე ოსოტიმეინმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში.

---

 

01.10.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/399882-dgheidan-esthetikuri-centrebisa-da-silamazis-salonis-registracia-savaldebulo-gakhda.html?ar=A

დღეიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა

1-ელი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შედის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით. ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ გამართა. როგორც ვალერი კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ცვლილების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ. ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების მიერ რეგისტრაციის გავლა, მოხდება მათი დაჯარიმება. „ჯარიმები იწყება 50 ლარიდან და არის 1000 ლარამდე. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენჯერ მოხდება დარღვევა“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ. მისივე ინფორმაციით, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების მფლობელების ინფორმირება რამდენჯერმე მოხდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია უფასოა.

---

 

30.09.2016      

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=78796&lang=geo

"ფონდი ნატახტარი" 156 მზრუნველობამოკლებულ მოზარდს დაეხმარება პროფესიის შეძენაში

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

03.10.2016      

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

 

7-შვილიანი ოჯახი თბილისის ცენტრში ვაგონში ცხოვრობს

თბილისი, საბურთალოს ქუჩა. საცხოვრებელი კორპუსები, კაფე-ბარები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები... იქ, სადაც ქუჩის ერთ მხარეს სიცოცხლე ჩქეფს, მეორე მხარეს ადამიანები არსებობისთვის იბრძვიან - რკინის პატარა და ვიწრო ვაგონებში ცხოვრობენ. "შვილო, გილოცავ დაბადების დღეს! ჯანმრთელად მყავდე!" - ასე დაიწყო 26 სექტემბრის დილა მასპინძელაშვილების ოჯახში. ელენე 13 წლის გახდა. მთელი დღე სახლის წინ, მეზობლის თანატოლ ბიჭთან ერთად ბურთს თამაშობდა. არც სტუმრის მოლოდინი ჰქონდა... რატომ? მიზეზი ბევრია. პატარა ელენე თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე, ოჯახის ექვს წევრთან ერთად 17 კვადრატულმეტრიან პატარა ვაგონში ცხოვრობს. იუბილარის ოჯახში დედა, ორ შვილსა და შვილიშვილთან ერთად დამხვდა. ტატიანა ჭოლოკავა მეორე ჯგუფის ინვალიდ მეუღლესთან, სამ შვილთან, სიძესა და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. თავადაც ჯანმრთელობა შერყეული აქვს, სახსრები აწუხებს და სიარული უჭირს.... ეს პატარა ვაგონი წლებია მათ საცხოვრებლად იქცა. ტატიანა ჭოლოკავა: - 39 წლის გახლავართ, მეუღლე 41 წლისაა, 15 წლის ვიყავი, ცოლად რომ გავყევი. ვარკეთილში ვცხოვრობდით. მამამთილი მოკლეს, დედამთილს კი სიმსივნე აღმოაჩნდა და მის სამკურნალოდ გავყიდეთ ბინა, მაინც ვერაფერი ვუშველეთ... მეუღლის დეიდამ მოგვცა ეს ვაგონი. მე ძვლის ტუბერკულოზი დამიდგინდა, მეუღლე მშენებლობაზე მუშაობის დროს მე-6 სართულიდან გადმოვარდა და დაინვალიდდა. ზაფხულში გახურებულ რკინაში ვცხოვრობთ, ზამთარში კი ვაგონი უცებ იყინება... ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. საკვები უფასო სასადილოდან მოგვაქვს. ამჟამად გაზი აღარ გვაქვს, რადგან დავალიანება ვერ დავფარე. ბავშვი ავად გაგვიხდა და მთელი თანხა მის მკურნალობას მოხმარდა. მეუღლეს თვეში წამლისთვის 500 ლარი სჭირდება. ვოცნებობ, ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ სახლი. მინდა, აღარ მკითხოს შვილმა, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ვაგონშიო... - დასაქმება გიცდიათ? - სანამ ავად გავხდებოდი, დასუფთავების სამსახურში ვმუშაობდი. ახლა ისევ შევიტანე მერიაში განაცხადი, მაგრამ ადგილები არა გვაქვსო... ფეხზე დიდხანს დგომა არ შემიძლია, ერთი საათის შემდეგ საშინელი ტკივილი მეწყება, მაგრამ არა უშავს, თუ სამსახური გამოჩნდება, გავიკეთებ გამაყუჩებელს და ვიმუშავებ. პატარა ელენე თბილისის ცენტრში, ოჯახის ექვს წევრთან ერთად 17 კვადრატულ- მეტრიან პატარა ვაგონში ცხოვრობს - დღეს ელენეს დაბადების დღე აქვს... - ჩვენთან საჩუქრები და სადღესასწაულო კერძები არასოდეს ყოფილა. ელენე ველოსიპედზე ოცნებობს... დილას რომ ადგა, ჩავეხუტე და ეს იყო მთელი აღნიშვნა. - თუ მიმართეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარებისთვის... - არაერთხელ... მათი დახმარება ზამთარში ორი კუბური მეტრი შეშაა.... ეს ვაგონი არც თბება და არც ნიავდება... სულ დახვრეტილია რკინა... ჩემი სიძე საქართველოს ჩემპიონია ბოდიბილდინგში, ორჯერ მეორე ადგილი აიღო, წელს კი ვერ იასპარეზა მატერიალური პრობლემების გამო. ცდილობს, ივარჯიშოს, არადა, კვებით ხელს ვერ ვუწყობთ. თუ გამოჩნდება მსურველი, მანქანების "პალიროვკაზე" მუშაობს... თუმცა, ესეც იშვიათია. იმედს მაინც არ ვკარგავ, იქნებ ერთი ოთახი მაინც მოვიპოვოთ, რომ აღარ დაგვცინონ... დაგვეხმარეთ, აქაც ადამიანები ვცხოვრობთ... სულ რაღაც ათ მეტრში კიდევ ერთი ვაგონი დგას, აქ ელენეს ბიძა მეუღლესა და შვიდ შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ხუთი თვის ბექაა. ეს ვაგონი შედარებით დიდია, 27 კვადრატული მეტრი. ია მასპინძელაშვილი, 41 წლის: - 24 წლის ქეთევანის, 22 წლის გიორგის, 20 წლის ბესიკის, 18 წლის ლუიზას, 14 წლის ლაშას, 8 წლის მამუკასა და პატარა, 5 თვის ნამცეცას დედა ვარ. ჩემი მეუღლე 47 წლისაა, 18 წლის წინ მძიმე ავტოკატასტროფაში მოყვა და დაინვალიდდა. მისი გადატვირთული მუშაობა ჯერაც არ შეიძლება, მაგრამ თავს არ ზოგავს, თუკი გამოჩნდება ხოლმე სამუშაო. ხან მტვირთავად, ხანაც მუშად მუშაობს... საუბედუროდ, ჩვენს მეორე შვილს, გიორგის, გულის მანკი აღმოაჩნდა, ბესიკს კი ძვლებზე წანაზარდები აქვს და ორივეს ოპერაცია სჭირდება. მიუხედავად ამისა, უფროსებმა კოლეჯი დაამთავრეს, მაგრამ ოთხივე უმუშევარია, ორი სკოლის მოსწავლეა და კარგადაც სწავლობენ, მინდა, ხელი მაქსიმალურად შევუწყო განათლების მიღებაში... ერთმანეთის გამონაცვალ ტანსაცმელში იზრდებიან. ბევრი რამ უნდათ, მაგრამ იციან, რომ არა გვაქვს და ამას გაგებით ეკიდებიან... - როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე? - ჩვენი დღე 6 საათზე იწყება. ადგომისთანავე ვასუფთავებ ვაგონს და ვამზადებ ბავშვებს სკოლისთვის. შიმშილი და გაჭირვება ჩვენი თანმდევია. თუ შევძელი და საკმარისი პური მოვიტანე მარგარინთან ერთად, შედარებით მშვიდად ვარ... ძირითადად, უფასო სასადილოდან მოტანილი კერძებით ვსაზრდოობთ. რაოდენობრივად ძალიან ცოტაა, ხარისხიც დაბალია. ორი დღის წინ ჰერკულესის ფაფა იყო და სახლში მოტანისას თეფშებზე მატლები ვიპოვეთ. ცხადია, არ ვაჭამე და მშივრები დარჩნენ. წვნიანები კი წვენივითაა, და ისიც 8 სულზე 2 ლიტრამდე. ძალიან ცოტაა, მაგრამ რა ვქნა... - რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი? - მხოლოდ სოციალური დახმარება. გასულ წელს გამგეობა შემპირდა ქირით გაყვანას, 300 ლარით შეუძლებელია ბინის ქირის გადახდა, პატარა ფართობს გამქირავებელი არ გვაძლევს, რადგან მრავალსულიანი ოჯახი გვყავს, დიდი ფართობისთვის კი გადასახადიც დიდია. ფონდ "იავნანასაც" მივმართე, მაგრამ ამაოდ. პატარას, 5 თვის ბექას, არ ჰყოფნის კვების ვაუჩერი, რომელსაც სოციალური სააგენტო გვაძლევს, ის თანხა მხოლოდ 1 კვირის სამყოფია. მინდა მთავრობას ვთხოვო, დაეხმარეთ მრავალშვილიან, უნარშეზღუდულ ადამიანებს, პენსიონერებს, ჩვენც დაგიდგებით გვერდში. როცა ცივა და წვიმს, ვაგონშიც ორპირი ქარი და წვიმაა, ყველა ვსველდებით ისე, როგორც ქუჩაში დავსველდებოდით. შვილებს მეგობრების მოყვანა რცხვენიათ ვაგონში. სანამ პატარები იყვნენ, ხშირად უსაყვედურიათ მძიმე ყოფის გამო, მაგრამ რაც წამოიზარდნენ, არაფერს მეუბნებიან... იციან, რომ გული ძალიან მტკივა.... ნუთუ ბევრი ქართველი აჩენს 7 შვილს?! არავინ იცის, თბილისის ცენტრში ვაგონებში როდემდე გაძლებენ ეს ადამიანები...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3940018&name=03.10.2016+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

03.10.2016      

მედიასაშუალება: პრაიმ თაიმი

 

სამუშაო სიცოცხლის რისკის ფასად

ადამიანები, რომელთაც საკუთარი ოჯახის გამოკვება სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ... ხარაგაულის გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, თუმცა კონტრაქტორი კომპანია მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას კვლავაც არ აპირებს. არადა საუბარია ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, რომლის არარსებობაც მუშებს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ქვეშ აყენებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3940111&name=03.10.2016+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

03.10.2016      

მედიასაშუალება: პრაიმ თაიმი

 

რომელი ვირუსები გააქტიურდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და როგორ დავიცვათ თავი ?

შემოდგომაზე ვირუსული ინფექციები აქტიურდება. ეს დაკავშირებულია, როგორც ტემპერატურულ ცვლილებებთან, ასევე სოციუმის გააქტიურებასთან, რაც რესპირაციული ვირუსის გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. უკვე ფიქსირდება გაციებისა და ვირუსების შემთხვევებიც და მოსახლეობაც "გრიპის სეზონს" გახსნილად აცხადებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ვირუსულ ინფექციებზე ნერვიულობა ჯერჯერობით ადრეა, თუმცა იძლება რეკომენდაციებს, რომელიც შემოდგომა-ზამთრის სეზონზე დაგეხმარებათ ვირუსული ინფექციების თავიდან აცილებაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3940228&name=03.10.2016+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

03.10.2016      

მედიასაშუალება: ახალი თაობა

 

ფილარმონიის დეკორატორს დახმარება სჭირდება

ფილარმონიის ყოფილი დეკორატორი არჩილ ჯაფარიძე საზოგადოების დახმარება სჭირდება. იგი ავლაბრის ქუჩაზე 6 კვადრატული მეტრის პატარა ოთახში ცხოვრობს, სადაც საშინელი ნესტია და ბაღლინჯოებიც მრავლად არიან. ინფორმაციასა და ფოტოებს არჩილ ჯაფარიძის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ფონდი "სოციალური პარტნიორობა“ ავრცელებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3940255&name=03.10.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

03.10.2016      

მედიასაშუალება: ალია

 

"ჩემთვის ელგუჯა გოცირიძე უკვე გამარჯვებული დეპუტატია!"...

"ალია" წარმოგიდგენთ წარმატებულ ბიზნესმენს, ადმინისტრირებისა და ბიზნესტრუქტურების მართვის ტექნოლოგიების პროფესიონალს,ტყიბული-თერჯოლის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ელგუჯა გოცირიძეს. 1984-1986 წლებში ტყიბულის საავადმყოფოში ქირურგად იწყებს მუშაობას, მოგვიანებით ინიშნება ტყიბულის სამშობიაროს მთავარ ექიმად, შემდეგ კი - "ჩაჩავას კლინიკის" გენერალურ დირექტორად და ჩვეული ენერგიით, ჯანდაცვის მიმართულებით გრანდიოზული, ინოვაციური პროექტების განხორციელებას იწყებს... რატომ არის დარწმუნებული ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ელგუჯა გოცირიძე ტყიბულისა და თერჯოლის რაიონებს მნიშვნელოვნად განავითარებს? დავით სერგეენკო: "ბატონ ელგუჯას დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა პროექტების მართვაში, საქართველოს ყველაზე წარმატებული კლინიკების ქსელის მმართველია, გარდა ამისა, იგი ბევრ სასიკეთო აქტივობებს ახორციელებს..." "ელგუჯა გოცირიძის - ეფექტი" ასე აფასებენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმებს, რაც ბატონმა ელგუჯამ, ჯერ "ჩაჩავას კლინიკაში", შემდეგ კი "ღუდუშაურში" განახორციელა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკაში დანერგილი სიახლეების დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3939782&name=03.10.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

03.10.2016      

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

როგორია 2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაეგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 715.0 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 170.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 22.3%-ს შეადგენს.

2017 წლის ბიუჯეტში უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სოციალურ გარანტიებზე ზრუნვა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3940350&name=03.10.2016+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

01.10.2016      

მედიასაშუალება: რეზონანსი

ბრძოლა ლიანდაგებზე - ჩინელებმა უკან დახევა იკადრეს

სახელმწიფო მედიატორი: მუშების 9-პუნქტიანი მოთხოვნიდან, რამდენიმე დაკმაყოფილდება... ხარაგაულის მუნიციპალიტეტ სოფელ ზვარეში გაფიცული მუშების მოთხოვნების ნაწილი, შესაძლოა, დაკმაყოფილდეს. პირველ რიგში, საუბარია შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურებაზე. გაფიცვის პარალელურად ჩინურ კომპანიასა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, სადაც მედიატორის როლს ასრულებდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც "რეზონანსს" დეტალურად გააცნო ის პირობები, რომელსაც ჩინური კომპანია დაეთანხმდა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3937609&name=01.10.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---