From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-04.01.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge
Received On : 04.01.2017 07:58
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 04.01.2017

ტელევიზია 

03.01.201 7

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. ცვლილებები შედის როგორც პროვაიდერი კლინიკების შერჩევის ასევე დაზღვეულთა მომსახურების კუთხითაც. თუ პაციენტს ორი დაზღვევა აქვს კერძო და სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველად სახელმწიფო თანხები იხარჯებოდა ლიმიტის ნაკლებობის შემთხვევაში კი მას კერძო სადაზღვევო კომპანია აფინანსებდა. ცვლილებების შემდეგ პირველადი დანახარჯი იქნება კერძო სექტორის, დანაკლისს სახელმწიფო შეავსებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4180728

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4180418

---

 

03.01.201 7

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: კონტაქტი 18:00

"ვირუსული ინფექციების გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს"- ამ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრში აკეთებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს ავადმყოფობის პერიოდში მოერიდონ გარეთ გასვლას და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4180556

---

 

03.01.201 7

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:ახალი ამბები 17:00

ინფექციონისტები საქართველოს მასშტაბით ვირუსების მატებას ვარაუდობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომდევნო მატება ვირუსების პიკის თებერვლის თვეშია მოსალოდნელი, თუმცა შემთხვევები იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო დეკემბერში. პაატა იმნაძის თქმით, ვითარება ზამთრისთვის დამახასიათებელია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4180511

           

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4180266

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4179863

---

 

 

 

ინტერნეტი

04.01.2017     

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/413459-atcarashi-virusis-gavrcelebis-machvenebeli-piks-aghtsevs.html

აჭარაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პიკს აღწევს

ვირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეების მიერ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისადმი მიმართვიანობა გაზრდილია.  бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის бѓЁбѓ”бѓ›бѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓ”бѓљбѓ›бѓђ ნინო ნიჟარაძემ бѓ’бѓђбѓњбѓЈбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, რეგიონში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი პიკს бѓђбѓ¦бѓ¬бѓ”бѓ•бѓЎ, бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” პიკის პროცესი კი, бѓЎбѓђбѓ•бѓђбѓ бѓђбѓЈбѓ“бѓќбѓ“, თებერვალში დაფიქსირდება.  „გაზრდილია მომართვიანობა, бѓ›бѓђбѓ— შორის გრიპისმაგვარი დაავადებების ჩივილებით, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› გრიპის სეზონისათვის სიტუაცია სტაბილურია.100 000 бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓ–бѓ” 400-бѓ›бѓ“бѓ” бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ«бѓђбѓ®бѓ”бѓ‘бѓђ ფიქსირდება, რითაც მაჩვენებელი გაზრდილია, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ бѓђбѓ  არის бѓЎбѓђбѓ’бѓђбѓњбѓ’бѓђбѓЁбѓќ სიტუაცია. бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓќбѓђ, შემთხვევები бѓ’бѓђбѓ бѓ™бѓ•бѓ”бѓЈбѓљ бѓ“бѓќбѓњбѓ”бѓ–бѓ” бѓЁбѓ”бѓњбѓђбѓ бѓ©бѓЈбѓњбѓ“бѓ”бѓЎ бѓ“бѓђ бѓ бѓђбѓ¦бѓђбѓЄ პერიოდის бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ бѓ™бѓљбѓ”бѓ‘бѓђ დაიწყოს. бѓ›бѓ” ვფიქრობ, бѓ бѓќбѓ› აჭარაში პიკი бѓђбѓ®бѓљбѓђ გვაქვს“,- бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ ნინო ნიჟარაძემ.

---

 

03.01.2017      

მედიასაშუალება: http://kvira.ge/303749

თებერვლის მეორე ნახევარში სეზონური ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი

თებერვლის მეორე ნახევარში სეზონური ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ვირუსების გავრცელების მაღალი დონე უკვე დაფიქსირდა დეკემბერში. ოფიციალური ცნობით, დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში შედიან მოხუცები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები და ექიმები, რომლებისთვისაც პრევენციის განსაკუთრებული ზომების მიღებაა აუცილებელი. “ერთი პიკი უკვე გვქონდა დეკემბერში, 50-ე კვირაში და ამის შემდეგ თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება მატება, ოღონდ ზომიერი მატება იქნება. ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია, ძირითადად, გრიპის ვირუსებს შორის – H3 არის წამყვანი, ცოტა არის B ტიპის ვირუსი“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/post/85896-daavadebata-kontrolis-erovnul-centrsi-sezonuri-virusebis-gaaqtiurebas-tebervlidan-elodebian

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/413379-thebervlis-meore-nakhevarshi-saqarthveloshi-virusebis-gavrcelebis-matebaa-mosalodneli.html?ar=A

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sezonuri-virusebis-matebas-tebervlis-meore-nakhevristvis-elian/20054

---

 

03.01.2017      

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=128943-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98,%20%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

ვინ ავრცელებს ვირუსს, როდის არის მოსალოდნელი ავადობის "მეორე პიკი" და როგორ ვებრძოლოთ - იმნაძის რეკომენდაციები

თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსების გააქტიურებაა მოსალოდნელი, თუმცა დეკემბრის თვისგან განსხვავებით მაინც ნაკლები იქნება. გავრცელების მაჩვენებლით, სეზონზე ვირუსის გავრცელების პიკი გასული წლის დეკემბერში (50-ე კვირაში) დაფიქსირდა. როგორც „ნიუპოსტს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, შარშანდელთან შედარებით ვირუსების რაოდენობა მომატებულია თუმცა, საგანგაშო შემთხვევები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. იმნაძის მთვარი რეკომენდაცია - გააქტიურებული ჰიგიენა, უცვლელია და მოსახლეობას კვლავ ხელების ხშირ დაბანას მოუწოდებს. „ვირუსების მატება იქნება უფრო თებერვლის მეორე ნახევრისთვის თუმცა, საგანგაშო არაფერია, ისეთიც კი არ იქნება როგორიც იყო დეკემბერში. თუ ვართ ავად დავრჩეთ სახლში იმიტომ, რომ მსუბუქი ავადმყოფები ავრცელებენ ძირითადად ვირუსებს ბავშვებიც არ გავუშვათ სკოლაში და გთხოვთ ხელები ხშირად დაიბანოთ“- განაცხდა პაატა იმნაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.

---

 

03.01.2017      

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=38131

31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, სასწრაფო დახმარების 8778 გამოძახება დაფიქსირდა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8778 გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა მიაწოდა. მათივე განმარტებით, 8778 გამოძახება თბილისისა და ბათუმის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პირველადი სამედიცინო დახმარება 8970 პირს გაუწია. სტაციონარში მოთავსდა - 2101 პაციენტი

 

---

 

03.01.2017      

მედიასაშუალება: http://bpi.ge/index.php/jipisim-farmadepos-shedzenaze-maregulireblisgan-tankhmoba-miigho/

“ჯიპისიმ” “ფარმადეპოს” შეძენაზე მარეგულირებლისგან თანხმობა მიიღო

თბილისი (BPI) – კონკურენციის სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ფარმაცევტული კომპანია “ჯიპისის” მიერ ABC Pharmacia-ს აქციათა 100%-ით შეძენა თავსებადი კონკურენტულ გარემოსთან და შესაბამისად, კომპანიებს გარიგების უფლება მისცა. გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტომ ოფიციალურად გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 28 დეკემბერს დასრულდა სს „ჯიპისი“-ს და სს „ეი-ბი-სი ფარმაცია“-ს კონცენტრაციის საკითხის შესწავლა და განსახორციელებელი კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად. ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის (სამკურნალო, პარასამკურნალო და სხვა საშუალებების) რეალიზაციის ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. სააგენტოში განმარტავენ, რომ დოკუმენტაციის დამუშავების და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შედეგად, სააგენტოს მხრიდან შესაბამის პროდუქციულ ბაზრად განისაზღვრა ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის (სამკურნალო, პარასამკურნალო და სხვა საშუალებების) რეალიზაციის ბაზარი. “საბაზრო წილები და კონცენტრაციის დონე გამოთვლილ იქნა საცალო და საბითუმო სფეროს კომპანიათა წლიური ერთობლივი შემოსავლების მიხედვით. სააგენტოს ხელთარსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის (სამკურნალო, პარასამკურნალო და სხვა საშუალებების) რეალიზაციის ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. გადაწყვეტილების მიღებისას, გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა განმარტებით, წარმოდგენილი შერწყმა ნეგატიურად არ აისახება მომსახურეობის ფასზე და ხელს შეუწყობს დარგის ბიზნესის განვითარებას. ასევე, ადგილი ექნება ქვეყნის მასშტაბით სარეალიზაციო ქსელებისა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, მომსახურების სერვისების გაუმჯობესებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, ეფექტიანობის, სამუშაო ადგილების ზრდას და ა.შ”, – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” (GHG) და სააფთიაქო ქსელმა „ჯიპისიმ“ (GPC) მავალდებულებელი ხასიათის მემორანდუმს ხელი ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში მოაწერეს ხელი და მარეგულირებელ ორგანოთა თანხმობის შემდეგ, GHG-ი GPC-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ კომპანიამ ABC Pharmacia-ს შერწყმაზეც განაცხადა. GHG-ის გეგმების მიხედვით, ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშე სააფთიაქო ქსელი Georgian Pharmacy (GEPHA) გამოჩნდება. ახალი კომპანია GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 აფთიაქი იქნება.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

04.01.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"ეს ციხეა და არა სათნოების სახლი"

"კვირის პალიტრა" ბროწლიანის სათნოების სახლს ესტუმრა. შენობაში წლების წინ სამედიცინო პუნქტი ყოფილა - აბრა ახლაც აქვს შემორჩენილი. გაყინულ დერეფანში შუახნის კაცი შეგვხვდა. დირექტორი სად ვნახოთ-მეთქი, ვკითხე. არ ვიცი, მე ექიმთან ვარ მოსული, პაციენტი ვარო. თურმე, სამედიცინო პერსონალი, რომელიც წლების წინ ამავე შენობაში განთავსებულ საავადმყოფოში მუშაობდა, დღესაც იღებს პაციენტებს... "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ქიზიყში, ბროწლიანის სათნოების სახლში, ბენეფიციარები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. 18 წლის მიშიკო გოჩელაშვილი ერთი თვეა, სოციალური მომსახურების სააგენტომ კოჯრის ბავშვთა სახლიდან ბროწლიანში გადაიყვანა. ბიჭი 11 დეკემბერს მშობლებმა მოინახულეს. ისინი აღაშფოთა მომსახურე პერსონალის გულგრილობამ, ანტისანიტარიამ და პირობებმა. მარიკა ძაძამია, მიშიკოს დედა: - შენობაში საშინლად ცივა. ჩემს შვილს რატომღაც პატარა ზომის ტანსაცმელი ეცვა... ღია ოთახში ინახებოდა მედიკამენტები. ჩემი შვილი ექსცენტრიკულია, ხომ შეიძლება იქ შევიდეს და წამლები დალიოს? ბავშვობაში სიცხის დროს გულყრა ემართებოდა. ნევროპათოლოგმა დაუნიშნა დეპაგინი, რომელიც მოგვიანებით მოუხსნა. ბროწლიანში კი გავიგე, რომ ისევ სვამდა. მითხრეს, ეს დამაწყნარებელია და ნევროპათოლოგმა გამოუწერაო. თუ გულყრა გაუმეორდა და ამიტომ დაუნიშნეს, ხომ უნდა გაეგებინებინათ?! მიშიკო ხნიერ მამაკაცთან ერთად წევს ოთახში, რომელიც სიგარეტს ეწევა. არადა, სუნზე ალერგია აქვს. გარდა ამისა, იმ მამაკაცს ღამის ქოთანი უდგას საწოლის ქვეშ და საშინელი სუნია... რა ფერის თეთრეულში წვანან, ვერ წარმოიდგენთ. ეს ციხეა და არა სათნოების სახლი..." სოფო გოჩელაშვილი, მიშიკოს და: - ხანდაზმულმა ბენეფიციარებმა გვითხრეს, რომ ხშირად მოსდით ახალგაზრდებთან კონფლიქტი - ჩვენ სიწყნარე გვინდა, ისინი კი ხმაურობენო. დაწესებულებაში მხოლოდ ერთი მომსახურე გოგონა დაგვხვდა. ის იყო დამლაგებელიც, მომვლელიც, მზარეულიც, მცველიც და ა.შ. აბაზანაში თბილი წყალიც არა აქვთ. ბავშვებმა გვითხრეს, თუ გაგვიმართლა და წყალი გაგვიცხელეს, ორ კვირაში ერთხელ ვიბანთო. ბენეფიციარმა დავით საფაროვმა შემომჩივლა, დილით მოხარშული კომბოსტო გვქონდა და ვერ ვჭამე, მერე დამწვარი კარტოფილი დამიყარეს მაგიდაზე და ვერ დავაკარე პირიო..." შეძრწუნებულმა მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მეორე დღესვე მიაწოდეს ინფორმაცია და გადაღებული ფოტოები. რეაგირების იმედი ჰქონდათ, თუმცა ამაოდ. მარიკა ძაძამია: - სოციალური პროგრამების დეპარტამენტში მარი წერეთელს მოვუყევი ყველაფერი, მან კი დამცინავად გვკითხა, - შვილი რატომ გყავთ ამ დაწესებულებაშიო. ფოტოებს რომ დახედა, მხრები აიჩეჩა, მშვენიერი პირობებია, რას უწუნებთო. მიშიკოს დაბადებიდან გონებრივი და ფიზიკური პრობლემა აქვს. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. რამდენიმე ოპერაცია გავუკეთეთ და ახლა სიარული შეუძლია. ვიღაც იტყვის, შენს შვილს თავად არ უვლი და ვისთან გაქვს პრეტენზიაო. 7 წლის იყო, როცა მე და ჩემმა მეუღლემ მძიმე, მაგრამ ჩვენი შვილისთვის კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ - სენაკის ბავშვთა სახლში მივიყვანეთ. მისთვის სახლზე მეტად ის დაწესებულება აღმოჩნდა კომფორტული, რადგან იქ მსგავსი პრობლემის მქონე თანატოლებთან უწევდა ურთიერთობა. მარი წერეთელი, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი: - ბენეფიციარს აქვს ფსიქიკური პრობლემა და შეზღუდული შესაძლებლობები. მშობლებს უნდოდათ გადაგვეყვანა მარტყოფის პანსიონატში, მაგრამ იქ მსგავსი დიაგნოზის მქონენი არ ირიცხებიან. გადავწყვიტეთ მისი გადაყვანა სათემო ორგანიზაციაში, სადაც არიან ის ბენეფიციარები, ვინც მასთან ერთად წინა ინსტიტუციებში ცხოვრობდნენ. მშობლებმა თქვეს, რომ კახეთში ჩასვლა უჭირთ, მარტყოფში კი გაუადვილდებოდათ შვილის მონახულება... მაჩვენეს ფოტოები. ვუთხარი, რომ დავიწყებთ სხვა სათემოს მოძიებას. ეს ყოველივე მაშინვე ვაცნობე მონიტორინგის სამსახურს. "მზარეულმა ცოცხი ჩამარტყა" "კვირის პალიტრა" ბროწლიანის სათნოების სახლს ესტუმრა. შენობაში წლების წინ სამედიცინო პუნქტი ყოფილა - აბრა ახლაც აქვს შემორჩენილი. ეზოში სამშენებლო ნაგავი ყრია... გაყინულ დერეფანში შუახნის კაცი შეგვხვდა. დირექტორი სად ვნახოთ-მეთქი, ვკითხე. არ ვიცი, მე ექიმთან ვარ მოსული, პაციენტი ვარო. თურმე, სამედიცინო პერსონალი, რომელიც წლების წინ ამავე შენობაში განთავსებულ საავადმყოფოში მუშაობდა, დღესაც იღებს პაციენტებს... სათნოების სახლის დირექტორის მოადგილე ლელა ბუთლიაშვილმა რამდენიმე ახალგარემონტებული ოთახი გვაჩვენა. გვერდით, ორ ოთახში, სამი ბენეფიციარი ცხოვრობს. გათბობა არა აქვთ და ძალიან სცივათ... გვარწმუნებდა, კეთილმოწყობილ ოთახებში გადასვლაზე ბენეფიციარები უარს ამბობენო... ბენეფიციარი დავით საფაროვი: - არაფერი დამიშავებია, მაგრამ მათხოვარს მეძახიან... მზარეულმა თავში ცოცხიც ჩამარტყა. აქ არც სტუმრები მოდიან და არც თოვლის ბაბუა. აბაზანა გაყინულია, ცხელი წყალი ხან არის, ხან არა... დიდი ხანია არ მიბანავია. - სხვა ოთახში რომ გადახვიდეთ? - არ მინდა, ამ ოთახში უფრო სიმშვიდეა. ამ საჭმელს არ ვჭამ. პურს ვყიდულობ. ამავე სართულზეა ძველი და დანაგვიანებული საპირფარეშო... იქვეა დირექტორის კაბინეტიც, სადაც ცენტრალური გათბობაა ჩართული. "თბილი წყალი ხვალ გვექნება" პირველ სართულზე მდებარე ბენეფიციარების ოთახებს ვერაფერს დაუწუნებთ, თუ არ ჩავთვლით შარდის მძაფრ სუნს. აბაზანის ოთახში საშინლად ცივა, ამას ისიც ემატება, რომ თბილი წყალი არ მოდის. გვითხრეს, სისტემა დაზიანდა და ხვალ გამოვასწორებთო. ერთ ოთახში ლეიბი იატაკზე დევს. გვიხსნიან, - ბენეფიციარს ეპილეფსია აქვს და ღამით შეტევა რომ დაემართოს, საწოლიდან გადმოვარდებაო. მიშიკოს ოთახშიც შევდივართ. ოთახი სუფთაა, თეთრეულიც ახალგამოცვლილია. ერთ-ერთი ბენეფიციარი შემოგვჩივის - მიშიკო და კიდევ ერთი მოსვენების საშუალებას არ გვაძლევენ, ხმაურობენო..." საწყობში პროდუქტების მარაგს გვათვალიერებინებენ. რამდენიმე მაცივარი ხორცპროდუქტებით არის სავსე. მოპირდაპირე ოთახში კი სამედიცინო ლაბორატორიაა - აქ პაციენტებს იღებენ და ბენეფიციარებსაც ემსახურებიან... ლელა ბუთლიაშვილი: - დაწესებულება ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, გოჩელაშვილებს, არ ვიცი, რა არ მოეწონათ. - 19 ბენეფიციარი გყავთ, რამდენი მომვლელი ემსახურებათ? - შშმ პირებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, ექვს ბენეფიციარზე ერთი მომვლელი ესაჭიროებათ, ხოლო დამოუკიდებლად ვინც გადაადგილდება, 15-ზე ერთი. დღის განმავლობაში სამი მომვლელია... - გოჩელაშვილები ამბობენ, რომ აქ მხოლოდ ერთი მომვლელი დახვდათ... - სულ 14 თანამშრომელია, გვყავს ფსიქოლოგიც. დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე 3 თანამშრომელია. საღამოს 8-დან დილის 9 საათამდე ერთი მომვლელი რჩება. გოჩელაშვილებს უნდათ, რომ შვილი თბილისთან ახლოს პანსიონატში გადაიყვანონ, იმიტომ იმიზეზებენ პრობლემებს. რაც შეეხება წამალს, როცა მიშიკო მოვიდა, უკვე დანიშნული ჰქონდა დეპაგინი. ჩვენთან კვება სამჯერადია. იმ ბენეფიციარს, რომელიც ამბობს, მოხარშულ კომბოსტოს გვაჭმევენო, აქვს პერიოდები, როცა უარს ამბობს ჭამაზე. ბენეფიციარებს სამოსლის პრობლემაც არა აქვთ. სუფთა ტანსაცმელს იმიტომ არ იცვამენ, რომ ვინმეს შეაცოდონ თავი. ჩვენ ორ ბენეფიციარს პანსიონატიდან გასვლის უფლება აქვთ - ამბობენ, ტაძარში მივდივართო, არადა, წმინდა ნინოს წყაროზე ადიან და მოწყალებას ითხოვენ. - ზოგიერთ ოთახში თბილა, დერეფნებში კი ცივა... - ცენტრალური გათბობა გვაქვს. დერეფანში იმიტომ ცივა, რომ რემონტი გვაქვს, კარები ღიაა... ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ ბროწლიანის სათნოების სახლი სტანდარტით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. დავით ბოდოკია, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სოციალურ საკითხებში: - ანტისანიტარია და კვების პრობლემები არ გამოვლინდა. შენობის ერთ-ერთი ფლიგელი გაურემონტებელია, მაგრამ ბენეფიციარები, რომლებიც სიცივეში არიან, უარს აცხადებენ კეთილმოწყობილ გარემოში გადასვლაზე, თეთრეულის გამოცვლაზე, შესაძლოა, ასეთივე გაურკვეველი მიზეზით ამბობენ უარს გათბობაზეც... ითქვა, თითქოს, მომსახურე პერსონალი დაკავებულია საექიმო საქმიანობით. ამ შენობაში, გარდა სათემო ორგანიზაციისა, არანაირი დაწესებულება არ რეგისტრირდება. სტანდარტით განსაზღვრული პერსონალის რაოდენობა ყოველთვის არის და კეთილსინდისიერად მუშაობენ. რამდენიმე ადგილას ნამდვილად ცივა, თუმცა ის ფართობი, რასაც დაწესებულება იყენებს, სტანდარტებს შეესაბამება. ვიზიტისას თბილი წყალი მოდიოდა, საკვების პრობლემაც არ იყო... საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატიც, თუმცა, ჯერ არ ჩასულან მათი წარმომადგენლები. ნანუაშვილის უწყების დასკვნას მოგვიანებით გავიგებთ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4179514&name=02.01.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

04.01.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

არაკეთილსინდისიერ კლინიკებთან მთავრობა აღარ ითანამშრომლებს!..

2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ყოველმა მესამე ადამიანმა ისარგებლა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ერთი მხრივ, ეს პროგრამის წარმატებაზე მეტყველებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი რეფორმირების აუცილებლობასაც აყენებს დღის წესრიგში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვით, 13 000-ზე მეტმა პაციენტმა კი უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში. „არ შეიძლება არ შევეხო იმ სფეროს, რომელიც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ - ეს მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. 2016 წლის განმავლობაში 1 მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. წელს 13000-ზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში და მათი განკურნების მაჩვენებელი 90%-ია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამები 2017 წელსაც გაგრძელდება, თუმცა ჯანდაცვა გახდება კიდევ უფრო საჭიროებებზე და მეტად ხარისხზე ორიენტირებული. „სწორედ ამ მიზნით შემუშავდა ახალი ეტაპის რეფორმები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე უზრუნველყოფს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. 2017 წლიდან დაიწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაც, რაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და მათ პრევენციას ისახავს მიზნად და ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების სისტემა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მომავალი წლიდან მართლაც მნიშვნელოვნად იცვლება. კერძო დაზღვევის მფლობელი ადამიანები სახელმწიფო პროგრამიდან ამოვარდებიან, ხოლო არაკეთილსინდისიერ კლინიკებთან მთავრობა აღარ ითანამშრომლებს. 535 ათასი ადამიანი, რომელიც კერძო დაზღვევის პარალელურად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც სარგებლობდა, სამომავლოდ იგივე მომსახურეობას ვეღარ მიიღებს. მათ არჩევანის გაკეთება ერთ რომელიმე მომსახურებაზე მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქის დაზღვევაზე სახელმწიფო აღარ იზრუნებს. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, შეიცვლება დაფინანსების მეთოდები, ხოლო შეძლებული მოქალაქეები საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ. ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს მეორე საკითხზე - ჯანდაცვის დაფინანსების მოქალაქეთა შემოსავლებზე „მიბმა“. „ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში ამბობს: „ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე“ - აი, ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 ათასი ადამიანი დაზღვეულია კერძო სტრუქტურაში და ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს“, - განაცხადა ზოიძემ. სახელმწიფო ითანამშრომლებს ისეთ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მიაწვდიან მაქსიმალურად ხარისხიან და უფასო სამედიცინო მომსახურებას. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსთვის გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ სახელმწიფო თანხებს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ხარჯავს და არა სამედიცინო დაწესებულებების მეპატრონეების შემოსავლებისთვის. კერძო მზღვეველები ასეთი ცვლილების შემდეგ, მომსახურების გაძვირებას პროგნოზირებენ. მათი გათვლებით, სამედიცინო პაკეტები დაახლოებით 25%-ით გაძვირდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4180929&name=04.01.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

04.01.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი

თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, ვირუსების გავრცელების მაჩვენებლით, სეზონზე პიკი გასული წლის დეკემბერში (50-ე კვირაში) დაფიქსირდა და ერთი პიკი გადავლილია. მომდევნო მატება კი სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში არის მოსალოდნელი, თუმცა, პაატა იმნაძის განმარტებით, შემთხვევები იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო დეკემბერში. რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, პაატა იმნაძის მტკიცებით, ”არაფერი განსაკუთრებული არ ხდება” და ვითარება ზამთრისათვის დამახასიათებელია. ამ ეტაპზე, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის H3 ვირუსი, დაფიქსირდა B ტიპის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა, ასევე გავრცელებულია სხვა, გაციების ვირუსებიც. პაატა იმნაძე დაავადებულ მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. ”თუ ბავშვს სიცხე აქვს ერთ დღეზე მეტი 38.5 გრადუსი და მეტი, აუცილებლად ექიმმა უნდა ნახოს, მოზრდილს თუ ტემპერატურა 38.5-ზე მეტი აქვს, ასევე აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა ნახოს ექიმმა, თუ მას სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, ან ნახველში სისხლი გამოერევა”, - განმარტა პაატა იმნაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4181039&name=04.01.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---