From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-04.12.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 04.12.2017 08:28
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 04.12.2017

ტელევიზია           

04.12.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყო გამოძიება მშენებლობაზე დაშავებული მამაკაცის საქმეზე ზუგდიდში, თავად ოლეგ ლამანძია კი მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 55 წლის მამაკაცი ბარამიას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებში იყო ჩართული, რა დროსაც კანალიზაციის ჭა ჩამოინგრა და მიწამ მუშა ქვეშ მოიყოლა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4873974

---

 

03.12.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

55 წლის ქალს მეოთხე სტადიის სიმსივნე ქონდა. ის ვერანაირ სოციალურ პროგრამაში ვერ ხვდებოდა რადგან ის საქართვეს მოქალაქე არ იყო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4873711

---

 

03.12.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 21:00

საგანგაშოა ძალადობაზე გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ბავშვის მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემი კი, შედეგს ნათლად აღწერს. სკოლებიდან ძალადობის შესახებ სააგენტოში შემავალი შეტყობინებები ყოველ წელს იზრდება. თუ 2010 წელს ასეთი 40 შეტყობინება იყო, 2017 წლის დეკემბრამდე მათი რაოდენობა 700-მდე აღწევს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4873709

---

 

0 3.12.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

9 წლის ტატო ჯუღელს დახმარება სჭირდება- ბავშვს ექიმებმა ძვლის სარკომა დაუდგინეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენის შანსი ისევ არის, თუმცა ბავშვის ოჯახს ეს არ შეუძლია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4873648

---

 

0 3.12.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: იმედის კვირა

მარიხუანა დეკრიმინალიზებულია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პირის პირადი უფლებაა თავად შეარჩიოს განტვირთვისთვის მისთვის სასურველი ფორმა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა. ეს უფლება შეუზღუდავი არ არის, განსაკუთრებიტ ისეთ შემთხვევას, თუ კი ზიანს აყენებს სხვა პირის ჯანმრთელობას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4873699

---

 

0 2.12.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 16:00

2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა, შესაძლოა, 32 %-ით შემცირდეს – ამის შესახებ დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში ისაუბრეს, სადაც დემოგრაფიულ საკითხებზე მსჯელობდნენ. როგორც აღინიშნა, ქვეყანაში თითქმის ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით სრულდება. დემოგრაფებმა სტატისტიკა წარადგინეს, რომლის მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში 32 ათასამდე სელექციური აბორტი გაკეთდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4872544

---

 

0 1.12.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 21:00

1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, ასევე საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, სადაც განიხილეს ქვეყანაში არსებული გამოწვევები. დასახელდა რამდენიმე პრობლემა-სტიგმა, საზოგადოების არაინფორმირებულობა და ხარვეზები სკრინინგ პროგრამაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4871557

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4871525

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4871480

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4871290

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4871123

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4870616

---

 

0 1.12.2017

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ქრონიკა 20:00

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ მოძრავ ამბულატორიებში მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ აივ ინფექციაზე ტესტის ჩატარება. წელს შინდსის ცენტრი ინიციატივითაც გამოდის. 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6 711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4871544

---

 

0 1.12.2017

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 21:00

შვილებზე მოძალადე მამას საკუთარ ბავშვებთან მიახლოება აეკრძალა. პოლიციამ უკიდურესი გადაწყვეტილება არასრულწლოვნების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღო. 11, 8, 2 წლის ბავშვები, მინდობით აღზრდაში ღამის 12:00 საათზე სოციალურმა მუშაკმა გადაიყვანა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4871509

---

 

0 1.12.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ლეპტოსპიროზი, საშიში ბაქტერია, რომლითაც აჭარაში წელს მესამე ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაღუპული დღეს ადკრძალეს. გარდაცვლილი დაავადებული ხორცის დამუშავების შემდეგ დაავადდა. მედიკოსების ცნობით საშიში ბაქტერია ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ბაქტერიით ცხოველების დაიმფიცირების შემთხვევები საქართველოში რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა და დანარჩენ ორ შემთხვევაში ონფექციის წყარო უცნობია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4871507

---

 

0 1.12.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ახალი ამბები 15:00

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. აცრები მიზნად საშვილოსნოს კიბოს პრევენციას ისახავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4870642

---

 

0 1.12.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მედპერსონალი გაიფიცა. გაფიცვის მთავარ მიზეზი დაგვიანებულ ხელფასებსი გახდა. მათ ამ დრომდე ოქტომბრის ხელფასიც არ მიუღიათ. „მედალფას" გენერალური დირექტორი, აცხადებს, რომ პრობლემა საყოველთაო დაზღვევის მხრიდან კლინიკის დაჯარიმებამ გამოიწვია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4870407

---

 

 

ინტერნეტი

03.12.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/238053/

3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა – რა პრობლემებზე საუბრობს ომბუდსმენი

3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება. ყოველწლიურად, ამ დღის აღნიშვნა სხვადასხვა თემას უკავშირდება. მიმდინარე წლის თემაა: “ცვლილებები მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის”. მისი სულისკვეთებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოაჩინოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების უშუალო მონაწილეებად, რომლებიც ხელს შეუწყობენ ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვას და ყველასათვის მოქნილი საზოგადოების ჩამოყალიბებას. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში სრული და ეფექტური მონაწილეობა გამოწვევას წარმოადგენს მრავალი პრობლემური საკითხის გამო, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას: “მათ შორის, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცაია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, სოციალური დაცვის უფლებების სათანადოდ რეალიზება. ქვეყანაში შეფერხებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი.” ომბუდსმენის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებიდან სამი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი კონვენციის აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი. “ასევე, არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. საკანონმდებლო დონეზე არ განხორციელებულა კონვენციის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით აუცილებელი ცვლილებები. პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა,” – აცხადებს ომბუდსმენი. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის პროეცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ მონაწილეობას და მათი უფლებების დაცვას.

---

 

02.12.2017

მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/217624-qarthveli-demografebi-shemashfothebel-monacemebs-asajaroveben.html

ქართველი დემოგრაფები შემაშფოთებელ მონაცემებს ასაჯაროვებენ

გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის 30-35%-ით მატებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ განაცხადა, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე იუსაბრა. თოთაძემ საუბრისას გაერო-ს მონაცემები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, 34%-ით გაიზრდება აზერბაიჯანის მოსახლეობა, სომხეთის - 7%-ით, ხოლო რაც შეეხება ჩრდილო კავკასიის ქვეყნებს და თურქეთს, მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 30-35%-ით გაიზრდება. "ერთადერთი საქართველოა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა არ გაიზრდება. ეს ტენდენცია საქართველოს შემთხვევაში უკვე შეინიშნება. ჩვენ ახლა რაც არ უნდა აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა ვაწარმოოთ, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება", - განაცხადა თოთაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულის თქმის საფუძველს მას აძლევს ის, რომ 90-იანი წლებამდე თუ 455 ათასი გოგო იბადებოდა, 2000-იანი წლების დასაწყისში 236 ათასი გოგო დაიბადა. მისი განცხადებით, 2017 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად გარდაცვალების მაჩვენებლმა შობადობას გადააჭარბა. გაიზარდა განქორწინებათა რიცხვიც. "ორი წლის წინ 3 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა. ახლა ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. თბილისში კი ყოველი ერთნახევარ ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. ამ მხრივ, უკეთესი მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთშია, სადაც 5 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდის. განქორწინებით შედეგად კი შობადობა 8%-ით მცირდება", - განაცხადა თოთაძემ. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება "XXI"-ის დირექტორის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, საქართველოში, ბოლო 6 წლის განმავლობაში, სელექციური მიზნით დაახლოებით 32 000 აბორტი გაკეთდა. ტომარაძის თქმით, აღნიშნული ტენდენცია ძალიან ცუდია და სამომავლოდ შობადობაზე მკვეთრ გავლენას მოახდენს. ზვიად ტომარაძემ ასევე ისაუბრა საქართველოში აბორტების რაოდენობის შესახებაც და აღნიშნა, რომ აბორტების რაოდენობის შესამცირებლად კანონპროექტიც კი შეიმუშავეს, რომელიც ირლანდიაში ამჟამად მოქმედი კანონის სრული ანალოგი იყო ქართულ სინამდვილეში გადმოტანილი. ტომარაძის თქმით, ოფიციალურად წელიწადში საშუალოდ 40 000-მდე აბორტი კეთდება, არაოფიციალური მონაცემებით კი ეს ციფრი გაცილებით მეტია. ტომარაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი პარლამენტში მაისში წარადგინეს, "თუმცა გარკვეულ წინააღმდეგობას ჯანდაცვის კომიტეტში წააწყდნენ". მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს საკითხი პარლამენტში სასიკეთოდ გადაწყდება. ტომარაძემ აბორტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკაც მოიყვანა. კერძოდ, რომელ ქვეყნებშია სრულად აკრძალული ეკონომიკური სიდუხჭირის, ქალის ჯანმრთელობის თუ სხვა მიზეზების გამო. "აბორტები სრულად აკრძალულია, ან ნებადართულია ქალისთვის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით 68 ქვეყანაში. ამას ემატება ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით 58 ქვეყანა, ეკონომიკის სიდუხჭირის შემთხვევაში აბორტების გაკეთება გამართლებულია 15 ქვეყანაში, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს 58 ქვეყანაში. ეს ძირითადად ევროპის ქვეყნებია ირლანდიისა და პოლონეთის გარდა", - განაცხადა ზვიად ტომარაძემ. დემოგრაფების თქმით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნების კლება ძირითადად ქართველი მოსახლეობის ხარჯზე ხდება. გასულ წელს იმერეთის რეგიონში 1218-ით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ხოლო წელს, მხოლოდ წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილია 1348 პირი. ანზორ თოთაძის განცხადებით, ასეთივე მდგომარეობაა გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სადაც 45 წელია, უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/bolo-eqvsi-tslis-mandzilze-32-atasi-seleqtsiuri-aborti-gaketda-zviad-tomaradze/36525

---

 

02.12.2017

მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=56552

საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ 2018 წელი ონკოუროლოგიის წლად გამოაცხადა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის სკოლის ერთობლივი კონგრესი ჩატარდა. კონფერენციის მიზანი უროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე, ევროპული პრინციპების გაცნობა და ქართველი უროლოგების ცოდნის დონის ამაღლებაა. საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ინიციატივით 2018 წელი უროლოგიაში ონკოუროლოგიის წლად გამოცხადდა. აღნიშნული შეთახმება მიმდინარე კონრესზე უროლოგიის ასოციაციის წარმომადგენლებმა მომიჯნავე სფეროს - რადიოლოგებსა და ონკოლოგებთან ერთად მიიღეს. სტატისტიკის მიხედით ოკოუროლოგიურ დაავადებათა ახალმა შემთხევებმა 2 ჯერ იმატა 2015 წლიდან. სწორედ ამიტომ საქართველოს უროლოგთა ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს ამ დაავადების პრევენციას და სკრინინგს. ჰუმანიტარული აქციები კი პირველ ეტაპზე ისეთ დიდ ქალაქებს მოიცავს , როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. კოგრესს საქართველოს 6 პროფსიული ასოციაცია და 20 მდე კლინიკური წარმომადგელობა ესწრებოდა. ღონისძიება ევროპის უროლოგთა ასოციაციის ეგიდით ჩატარდა და მას უროლოგიისა და ონკოუროლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტები ესწრებოდნენ: გერმანიიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მოწვეულ სტუმართა შორის იყვენ პოსტსაბჭოთა და ევროპის ქეყების წარმომადგენლებიც. აღნიშნულმა კონგრესმა უნდა დაასაბუთოს და ხაზი გაუსვას საქართველოს, როგორც კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერს უროლოგიასა და მის მომიჯნავე სპეციალობებში, კერძოდ: ონკოლოგია, რადიოლოგია, რადიაციული ონკოლოგია. მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ღონისძიება უროლოგიასა და ონკოლოგიაში პირველად გაიმართა საქართველოში და იგი დასაბამს მისცემს ყველაზე თანამედროვე, ე.წ. მულტიდისციპლინარულ მიდგომას მედიცინასა და კონკრეტულად ონკოლოგიაში.

---

 

01.12.2017

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/dgheidan-2008-2009-tsels-dabadebuli-gogonebis-adamianis-papilomavirusis-satsinaaghmdego-vaqtsinatsia-daitsko/36474

დღეიდან 2008-2009 წელს დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ქალაქებში - თბილისსა და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში 1 დეკემბრიდან დაიწყო 2008-2009 წელს დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ/HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა - ვაქცინირებულების თითქმის 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი. ,,საშვილოსნოს ყელის კიბოს 90% გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსით. საშვილოსნოს ყელის კიბო საშიში დაავადებაა და ხშირად სიკვდილით მთავრდება. საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო მეხუთე ადგილზე - ევროპის რეგიონში. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ და ყოველწლიურად საშუალოდ ამ მძიმე დაავადებით 200 ქალი იღუპება. 2006 წლიდან დღემდე ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა მსოფლიოს 75 (31%) ქვეყნის აცრების კალენდარში, რომელთა შორისაა აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ლიტვა, სლოვენია, ხორვატია და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 270 მლნ-ზე მეტი დოზით მსოფლიოში უკვე აიცრა 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი. ვაქცინაციისათვის საუკეთესო ასაკია 9-დან 14 წლამდე პერიოდი. სწორედ ამ ასაკში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად ყალიბდება ძლიერი და ეფექტური იმუნური პასუხი. აპვ ვაქცინა პრეკვალიფიცირებულია ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია - აცერი და დაიცავი შენი გოგონას ჯანმრთელობა დღესვე!“ - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/?id=56476   

ინფო9- http://www.info9.ge/janmrtheloba/183910-papiloma-virusis-satsinaaghmdego-vaqcinacia-medisonis-poliklinikebis-qselshi.html?lang=ka-GE

---

 

01.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/466118-saqarthveloshi-aivshidsis-6-711-shemthkhvevaa-registrirebuli-tsels-577-akhali-shemthkhveva-gamovlinda.html?ar=A

საქართველოში აივ/შიდსის 6 711 შემთხვევაა რეგისტრირებული, წელს 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6 711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა. შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გავრცელების შემთხვევები და ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან 25%-მდე გაიზარდა. “ზოგადად ნარკომანებს გაასწრო ჰეტეროსექსულური გზით გადაცემის შემთხვევებმა. 44% მოდის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევებზე, ხოლო 43% - ნარკომანიის, მაგრამ განსაკუთრებით აღინიშნება ძალიან საგანგაშო ზრდა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გადაცემის. ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან გაიზარდა 25%-მდე. ყოველ მეოთხე მამაკაცს, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, აქვს შიდსი”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ქორთიართ მარიოტში” კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილი იქნება შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო გეგმა.

ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/?id=56482

---

 

03.12.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/466152-saqarthveloshi-shidsze-gamokvleva-c-hepatitis-programas-miebmeba.html?ar=A

საქართველოში შიდსზე გამოკვლევა C ჰეპატიტის პროგრამას მიებმება

ინიციატივას და დეკლარაციას „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“ ხელი მოეწერა, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლამდე შიდსით ინფიცირების სრულად აღმოფხვრას. ინიციატივა გულისხმობს, თავდაპირველად, გამოვლინდეს შიდსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, შემდეგ კი განხორციელდეს მათი მკურნალობა. როგორც შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, შიდსის კვლევა მიებმება C ჰეპატიტის პროგრამას. უფრო კონკრეტულად კი, თენგიზ ცერცვაძის თქმით, C ჰეპატიტის პროგრამაში ისედაც ხდება წელიწადში ათასობით ადამიანის გამოკვლევა და ყველა მათგანის სისხლს, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ასევე შეამოწმებენ შიდსზე. „უფრო ზუსტად რომ გაიგოთ, ეს არის იმ მნიშვნელობის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამა იყო. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ისეთი ძალისხმევა, როგორიც დაგვჭირდებოდა, რომ არ ყოფილიყო C ჰეპატიტის პროგრამა. ჩვენი ინიციატივა დეკლარაციაზე ხელმოწერით განვამტკიცეთ. ფაქტიურად, შეიქმნა ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს წამყვანმა ექსპერტებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა. ეს ინიციატივა გულისხმობს, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში. მართალია, შიდსისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ბოლო 5 წლის კვლევებით დადგინდა, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი იმყოფება ხარისხიან მკურნალობაზე, ვირუსი სისხლში ქრება და ეს ადამიანი აღარ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. თუ გამოვავლენთ შიდსით ინფიცირებულ ყველა ადამიანს და მათ ვუმკურნალებთ, ქვეყანაში აღარ იქნება შიდსის ახალი შემთხვევები. ეს საშუალებას მოგვცემს, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ასევე დავზოგოთ დიდი მოცულობით თანხები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი განმარტებით, შიდსის კვლევისთვის სპეციალური ტესტერების შეძენა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და ინიციატივის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

04.12.2017

მედიასაშუალება: ალია

"ჯანდაცვის სამინისტროში არის " რუხი კარდინალი" გია თვალავაძე, რომელიც ჯანდაცვის მაფიოზური დაჯგუფების წევრია!"

უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი: ჯანდაცვის სამინისტროში არის " რუხი კარდინალი" გია თვალავაძე, რომელიც გახლავთ სამდეცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძრვანელი; დავიშვათ, კონკრეტულ პირს პროკურატურაში შეაქვს საჩივარი, რომ "ლანცეტის" რომელიმე ექიმმა მისი ოჯახის წევრი მოკლა. პროკურატურა აგზავნის წერილს გია თვალავაძესთან და მისმა საბჭომ უნდა განიხილოს იმ კონკრეტული მოქალაქის საჩივარი.თუ თალაკვაძე ეტყვის პროკურატურას , რომ კონკრეტული ექიმი დამნაშავეა, პროკურატურა ამ შემთხვევაში სჯის ექიმს; ხოლო თუ თალაკვაძე ეტყვის , რომ ეს თუ ის ექიმი არ არის დამნაშავე, ამ შემთხვევაში პროკურატურა ხურავს საქმეს."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4874115&name=04.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

04.12.2017

მედიასაშუალება:  პრაიმტაიმი

"ლანცეტის" დირექტორად ისევ ნინო კუზანოვა დაბრუნდა, ექიმები კი კლინიკას ტოვებენ

კლინიკა „ლანცეტში“ მიმდინარე მოვლენები ისეც მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. „პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, „ლანცეტის“ დირექტორად ნინო კუზანოვა დააბრუნეს. ჩვენი ინფორმაციით, ლანცეტი დატოვა ახალმა გუნდმა, რომელიც დიმიტრი შავდიასთან ერთად კლინიკაში მოვიდა. როგორც „პრაიმტაიმს სანდო წყარო უყვება, კლინიკას პაციენტების მიღება შეჩერებული აქვს. ამას ემატება ფინანსური კრიზისი. კლინიკას დიდი სესხი აქვს ბანკიდან აღებული, როს გამოც „ლანცეტის“ ქონება დაყადაღებულია. საჯარო რეესტრის ყველაზე ბოლო ამონაწერით შპს „ლანცეტის“ ქონება დაყადაღებულია, უფრო კონკრეტულად, ყადაღა ადევს მესაკუთრე ფარმან ჟეირანელის 50% - იანი წილს შპს „ლანცეტში“ და სამედიცინო ცენტრის შენობას. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ 2016 წლის პირველ 6 თვის გამავლობაში, ანუ მაშინ, როდესაც კლინიკას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან „ლანცეტმა“ 5 მილიონ 378 750 ლარი მიიღო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4874162&name=04.12.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

04.12.2017

მედიასაშუალება:   бѓђбѓЎбѓђбѓ•бѓђбѓљ-დასავალი

უროლოგ გურამ ქარაზანაშვილის მორიგი მსხვერპლი გია მერებაშვილი გარდაიცვალა!

"ასავალ-დასავალის" რედაქცია უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს და კიდევ ერთხელ მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს: ბატონო დავითმ როდის უნდა გამოგლიჯოთ გურამ ქარაზანაშვილს ხელიდან აბრიალებული ნაჯახი, რომლითაც ავადმყოფებს თუ კარგადმყოფებს უმოწყალოდ ჩეხს და კეპავს? ბატონო სერგეენკო, დავიჯეროთ, იმ დღეს ელით, თეთრ ხალათში გამოწყობილი გურამ ქარაზანაშვილი აპრიალებული "დრუჟბით" სამინისტროს შენობაში რომ შემოგივარდებათ და ქალიან-კაციანად ყველას ყველაფერს წაგაჭრით?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4874193&name=04.12.2017+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

04.12.2017

მედიასაშუალება: მესინჯერი

საქართველოში აივ/შიდსის 6 711 შემთხვევაა რეგისტრირებული, წელს 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6 711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა. შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გავრცელების შემთხვევები და ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან 25%-მდე გაიზარდა. “ზოგადად ნარკომანებს გაასწრო ჰეტეროსექსულური გზით გადაცემის შემთხვევებმა. 44% მოდის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევებზე, ხოლო 43% - ნარკომანიის, მაგრამ განსაკუთრებით აღინიშნება ძალიან საგანგაშო ზრდა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გადაცემის. ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან გაიზარდა 25%-მდე. ყოველ მეოთხე მამაკაცს, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, აქვს შიდსი”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4874141&name=04.12.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 

04.12.2017

მედიასაშუალება: მესინჯერი

მინისტრის თქმით, ექიმებს ბავშვის სქესის არგამხელის რეკომენდაცია მისცეს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმის მიერ ბავშვის სქესის არგამხელასთან დაკავშირებით სამინისტრომ რეკომენდაციები გასცა. მინისტრი აღნიშნული განცხადებით სელექციური აბორტების სტატისტიკას გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს შეფასებით, სქესის წინასწარ დადგენა მშობლების გადაწყვეტილებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს, და ხანდახან ეს გადაწყვეტილება აბორტს ითვალისწინებს. „ორსულობის გარკვეულ ვადამდე რეკომენდებულია და მნიშვნელოვანი, ექიმების მხრიდან სქესის არგამხელა, რადგან მისი გამხელა ზოგჯერ აბორტით სრულდება, რაც, უბრალოდ, მიუღებელია. სქესის არგამხელასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჩვენ წლების წინათაც გავეცით. ექიმების ნაწილი ცდილობდა მის დაცვას, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია, ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. სტატისტიკის თანახმად, ბოლო 25 წელიწადში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგო არ დაიბადა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4874225&name=04.12.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

02.12.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

პალიკო კინტრაია: ქალბატონო, თქვენ გელოდებათ ჯალათი, რომ გაგათავისუფლოთ ორსულობისგან!

ჯანდაცვის მინისტრი სელექციური (შერჩევითი) აბორტების შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვითაც, არასასურველი სქესის მქონე ნაყოფის მოცილება ხდება. ძირითადად იშორებენ შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებს, ასევე, გოგონებს და ეს იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ოჯახში უპირატესობა ვაჟის ყოლას ენიჭება. გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა გავლენას ახდენს მოსახლეობაში სქესთა თანაფარდობაზე. განსაზღვრულ თანაფარდობად ასახელებენ 103-დან 107 ახალშობილ მამრს 100 მდედრზე. დავით სერგეენკოს თქმით, ბავშვის სქესის არგამხელასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯერ კიდევ წლების წინ არის გაცემული, თუმცა ამას ერთეულები თუ იცავენ. სქესის წინასწარ გამხელა კი, სამწუხაროდ, ზოგჯერ გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც, უბრალოდ, მიუღებელია. სელექციური აბორტების შესახებ For.ge ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ პალიკო კინტრაიას ესაუბრა. დავით სერგეენკოს თქმით, სქესის არგამხელის ეტიკეტი ყველა ორსულთან დაცული უნდა იყოს. რამდენად მოქმედებს მშობიარეებზე ის ფაქტი, რომ მათთვის არასასურველი სქესის შვილის გაჩენა მოუწევთ და რატომ არის ეს შერჩევა ძირითადად გოგონების გაჩენის საწინააღმდეგოდ მიმართული? - 50 წელია, მეან-გინეკოლოგი გახლავართ. დავბერდი კაცი და ვინ იცის, ჩემთან რამდენი პაციენტი მოსულა, სამი გოგონა რომ ჰყოლია, მეოთხე გოგონაზე ყოფილა ორსულად და უფიქრია, გაეჩინა თუ არა მეოთხე შვილი, მაგრამ, თუ ამ ადამიანს აუხსნი, რას ნიშნავს აბორტი, არ არსებობს ქალი, რომელიც დაიჩემებს, გინდა თუ არა, აბორტი უნდა გავიკეთოო. ამაზე დამშვიდებულად საუბარი არ შემიძლია, რადგან აბორტი მკვლელობაა. ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი ადამიანი უნდა მოკლა. ამას დედას რომ აუხსნი, გააგებინებ და ის დედა მაინც იტყვის, მე მაინც უნდა მოვკლა ჩემი შვილიო, ის ადამიანი აღარ არის. სხვათა შორის, მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში მე საერთოდ ავკრძალე აბორტის გაკეთება. შემდეგ ამას მოჰყვა სხვადასხვა ინსტანციებიდან გადაწყვეტილებები, რომ ეს კანონით დაშვებულია და თქვენ უფლება არ გაქვთ, აკრძალოთ აბორტის გაკეთებაო. კი ბატონო, ამის შემდეგ დავუშვი აბორტი, მაგრამ ამ ინსტანციებს გავაგებინე, რომ აბორტი ეს არის ჩვეულებრივი ოპერაცია. ამიტომ ოპერაციისთვის უნდა მოემზადოს ადამიანი. კერძოდ, უნდა მოვიდეს სამშობიაროში, მიმღების საშუალებით მოთავსდეს ქირურგიულ განყოფილებაში და მას განემარტოს, რა მოელის ცოტა ხანში. მაშინ ჩემი შვილი -ნიკოლოზ კინტრაია იყო განყოფილების გამგე. ნიკოლოზმა თანამშრომლებს უთხრა, რომ ავადმყოფი პირველსავე აბორტზე შეემზადებინათ ოპერაციისთვის. შემდეგ პალატაში შევიდა ექთანი და უთხრა, ახლა ქალბატონო, წამობრძანდით, თქვენ გელოდებათ ჯალათი, რომ თქვენი შვილი მოკლას და თქვენ გაგათავისუფლოთ ორსულობიდან. ის ქალი კისრისტეხით გავარდა პალატიდან და მას შემდეგ არ გამოჩენილა აბორტისთვის. მოვიდა მხოლოდ მშობიარობის მიზნით. ქალბატონებს უნდა ახსოვდეთ, აბორტი არ არის უბრალო ჩარევა, ეს ჩვეულებრივი ოპერაციაა. მაგრამ ეს ფსიქოლოგიური მომენტი რამდენად გაჭრის იმ ქალბატონზე, რომელსაც გენდერული ნიშნით ბავშვბის მოშორება მაინც გადაწყვეტილი აქვს? - ეს ფსიქოლოგიური მომენტია. ამიტომ სწორად არ მიმაჩნია ფართო მასშტაბით ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა, გინდა თუ არა, ბავშვის სქესი ვუთხრათ, თუ არ ვუთხრათ პაციენტს. დავუშვათ, არ უთხრეს ქალბატონს სქესი და დაიბადა გოგონა, რომელიც მას არ უნდოდა, მერე ის დატოვებს შვილს სამშობიაროში და არ წაიყვანს სახლში, თუ როგორ იქნება? ბიჭია თუ გოგოა და გაიკეთოს თუ არა აბორტი, ეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. ქვეყნის წინსვლასა და გამრავლებაზე თუ შესტკივათ გული, მაშინ ორსულებზე ზრუნვას ცოტა მეტი ყურადღება მიაქციონ, მეტი დახმარება გაუწიონ, მეტი თანხა გამოუყონ. ზოგადად, კავკასიაში გოგონების დაბადების მიმართ ნაკლები ინტერესია. წინა საუკუნეების ტრადიციით, ბიჭი ოჯახს უფრო გამოსადეგად მიაჩნდა. საუკუნეებით ჩამოყალიბებული ეს ტრადიცია როგორ უნდა შეიცვალოს? - პირადად მეც ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც სამი ბიჭი ჰყავდა, ძალიან უნდოდა, გოგონა შესძენოდა და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გოგო შეეძინა. ბუნებრივია, რომ ადამიანს თუ გოგოები ჰყავს, ბიჭი უნდა და, პირიქით, თუ ბიჭები ჰყავს, გოგოს გაჩენა სურს. არასწორია, ერი იბრძოდეს იმისთვის, გინდა თუ არა, ბიჭები უნდა გავაჩინოთო. აბორტი ჩვენს წელთა აღრიცხვამდე პერიოდიდან მოდის. ძველ რომში აბორტის გამკეთებელი ქვეყნის მოღალატედ ითვლებოდა იმიტომ, რომ ის რომს აკლებდა მომავალ მეომარს. ასეთნაირად ფიქრობდნენ რომაელები. ბიჭი რომ დაიბადებოდა, მას მომავალ დამცველად, მეომრად მიიჩნევდნენ. მხოლოდ ამის გამო იყო აბორტი აკრძალული და არა კეთილშობილური მიზნების გამო. მაგალითად, საფრანგეთში აბორტის გაკეთებისთვის სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამას მოჰყვა შედეგად ჰომოსექსუალობა და ათასი უბედურება, რომ ეშინოდათ აბორტის გაკეთების. მაშინ არ იყო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. ფრანგებმა როცა დაინახეს, რომ არ იზრდებოდა შობადობა საფრანგეთში, როდესაც ერი მიხვდა, თუ ფრანგები არ გამრავლდებოდნენ, მათ ტერიტორიებს სხვა ეროვნების ხალხი დაიკავებდა, სწორედ მაშინ დაიწყო საფრანგეთში გამრავლება და დღემდე ეს პროცესი სათანადოდ მაღალ დონეზეა. საქართველოშიც ეს უნდა იყოს ერის გადაწყვეტილება, რომ უნდა გამრავლდნენ. მთავრობა იქნება თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ მიდგომას. სწორი მიდგომა კი აქვს იმას, ვისაც სწორი გული აქვს და რაღაცის გამორჩენის გამო არ ეწევა საკუთარი მოსაზრებების აგიტაციას. სქესის მიხედვით შერჩევითი აბორტები განსაკუთრებით გავრცელებულია ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით. ამიტომაც გაჩნდა ფრაზა-„სამხრეთ კავკასიის გამქრალი გოგონები“. დასავლეთში სელექციური აბორტები თუ კეთდება? - დასავლეთში არავითარ ყურადღებას არ აქცევენ ბავშვის სქესს. ამ თვალსაზრისით, გოგო ეყოლებათ თუ ბიჭი, პრობლემა არ აქვთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი დამახინჯებული მიდგომაა და, სამწუხაროდ, ამ დამახინჯებული მიდგომით ბევრი ადამიანი ხელს ითბობს. ტელევიზიით გამოდიან ისეთი ადამიანები, რომელთაც არავითარი პატივისცემა არ აქვთ საზოგადოებაში. ხალხმა იცის მათი წარსული, ისიც იცის, რას წარმოადენენ ეს პიროვნებები, რომლებიც დიდი პათოსით გვმოძღვრავენ. ვინ უსმენს ამ ადამიანებს და ვინ თვლის რამედ? უბრალოდ, ხმაურობენ და მეტი არაფერი. ასე რომ, სელექციურ აბორტზე უნდა შეწყდეს ლაპარაკი, ხალხს უნდა შევუქმნათ პირობები, რომ შვილის გაჩენის არ ეშინოდეთ. არ ეშინოდეთ იმის, რომ ვერ არჩენენ, ვერ გაზრდიან. მაშინ საკითხი, ერი გამრავლდება თუ არა, სრულიად სხვა მიმართულებას მიიღებს. დღეს, როცა ცოლიც უმუშევარია და ქმარიც, რა ნამუსით უნდა ვურჩიოთ მათ შვილის გაჩენა?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4871874&name=02.12.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

02.12.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ

„მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, ვინაიდან ორსულმა უნდა იცოდეს, რა არის საყურადღებო ნიშნები მომავალი გართულების თავიდან ასაცილებლად“, — აცხადებს სამშობიარო სახლის PINEO Luxury-ის დირექტორი ზაზა სინაურიძე იმ კვლევის შედეგების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და კეთილდღეობის ეროვნული შეფასების შემაჯამებელი დასკვნის მიხედვით, საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი არის ანტენატალური და პერინატალური ზრუნვის დაბალი ხარისხი, ტრანსპორტირების სუსტი სისტემა, მარეგულირებელი და მონიტორინგის გაუმართავი სისტემა, სამშობიარო სახლებისა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრების პერსონალის ტრენინგების ნაკლებობა. რაც შეეხება საკეისრო კვეთების გაზრდილ რაოდენობას, კვლევაში აღნიშნულია, რომ ერთი მხრივ, ქალები ამ მეთოდს მიმართავენ მშობიარობასთან დაკავშირებული ტკივილის ასარიდებლად, მეორე მხრივ, ბუნებრივი მშობიარობის დადებითი მხარეებისა და საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული გართულებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო. „გარდა ამისა, ქალების მიერ საკეისრო კვეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ასევე განპირობებული იყოს ექიმების პირადი ინტერესით გამოიმუშაონ მეტი ფული და დაზოგონ დრო“, - აღნიშნულია კვლევაში. საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ზრდაზე და ექიმთა ნაწილის არაპროფესიონალიზმი „კომერსანტი“ არაერთხელ წერდა. მეტიც, ჩვენ მოვუწოდებდით ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ყოველ ასეთ ფაქტზე რეაგირება ყოფილიყო მწვავე, რათა თუ იქ ექიმის დანაშაული გამოიკვეთებოდა, მას შესაბამისი პასუხი ეგო. ბოლო 2 წელიწადში საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ფაქტების მოკლე ქრონიკა ასეთია: 2016 წლის 16 ივნისი - წნორში 28 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. მედიკოსების მხრიდან, ფატალური შემთხვევის შედეგად სისხლდენა სახელდება. 2016 წლის ოქტომბერი - ორ დღეში ღუდუშაურის კლინიკაში ორი მშობიარე 28 და 29 წლის ქალი საკესირო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, ორივე შემთხვევაში სამშობიაროში მისვლისას მშობიარეების მდგომარეობა უკვე მძიმე იყო. 2016 წლის 28 ოქტომბერი - ქუთაისში საკეისრო კვეთის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების მტკიცებით, პაციენტი ქირურგის მიერ დაშვებულ შეცდომას ემსხვერპლა. მედიკოსების მტკიცებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ხუთი წლის წინ არასწორად ჩატარებული საკეისრო კვეთა გახდა. 2017 წელი 1 მაისი - 29 წლის ქალი გაგუას კლინიკაში მშობიარობის შემდგომ გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, მიზეზი სისხლდენა გახდა. 2017 წელი 18 ივლისი - რუსთავის კლინიკაში 28 წლის მშობიარე გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, დედას ემბოლია განუვითარდა, რამაც სიკდვილი გამოიწვია. ეს არის მოკლე ჩამონათვალი ბოლო პერიოდში მომხდარი შემთხვევებისა. ყველა აღნიშნულ ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახური სპეციალურ მოკვლევას მუდმივად ატარებს. რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში 2015 წლის განმავლობაში დაფიქსირებული იყო ორსულობასთან დაკავშირებული გარდაცვალების 19 შემთხვევა. ხოლო 2016 წლის განმავლობაში 13 შემთხვევა: „2017 წელს ყველა დედის გარდაცვალების შემთხვევა არის აღრიცხული, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. მიმდინარეობს სავარაუდო შემთხვევების შესწავლა/დაზუსტება. 2017 წლის დაზუსტებული ინფორმაცია კი მზად იქნება 2018 წლის ზაფხულისთვის, — განაცხადეს სამინისტროში. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ცოცხალშობილზე 2015 წელს - 32,1 იყო, ხოლო 2016 წელს — 23,0. სამშობიარო სახლის PINEO Luxury-ის დირექტორი ზაზა სინაურიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კვლევაში ჩამოთვლილი პრობლემების უმეტესობა, რის გამოც საქართველოში დედათა სიკვდიალონიბის საგანგაშო მაჩვენებელი ფიქსირდება, ნამდვილად დგას. „ანტენატალური და პერინატალური ზრუნვის დაბალი ხარისხი ფიქსირდება, შესაბამისად, ანტენატალურ მეთვალყურეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პათოლოგია დროულად იქნეს აღმოჩენილი და გადანაწილებული. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, ვინაიდან ორსულმა უნდა იცოდეს, რა არის საყურადღებო ნიშნები მომავალი გართულების თავიდან ასაცილებლად. მან დროულად უნდა მიაკითხოს კვალიფიციურ ექიმს. პერინატარული სამსახურების რეგიონალიზაციის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ დედათა სიკვდილიანობა შემცირდეს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ მეტია გასაკეთებელი. პირველ რიგში, აუცილებელია მომსახურების ხარისხის ამაღლება. ტრენინგებია საჭირო, პერსონალის მომზადება და გუნდური მიდგომა. რაც შეეხება ტრანსპორტირების ხარისხს, მე პირადად სისტემის აწყობაში ჩართული ვიყავი. ტექნიკურად ამისი პრობლემა არ დგას“, - აღნიშნავს სინაურიძე. რაც შეეხება სელექტიურ კონტრაქტირების პროგრამას, რომელიც თავდაპირველად სამშობიარო სახლებს შეეხო, სინაურიძის თქმით, ამან დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უნდა შეამციროს. „აღნიშნული პროგრამის არსი სწორედ ეს არის, რომ მსგავსი შედეგები თავიდან ავიცილოთ. სტანდარტი არის მარტივი, რომ ბებიაქალმა წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარობა უნდა მიიღოს, რათა კვალიფიციური იყოს. თუ წელიწადში 500-ზე ნაკლები მშობიარობა არის, იმ მედპერსონალის კვალიფიკაცია შესაბამისი დონის ვერ იქნება. ხოლო თუ სამშობიარო სულ 500 მშობიარეს მიიღებს და მინიმუმ 4 ბებიაქალი მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ ოთხჯერ უფრო დაბალ ნორმატივს ასრულებს, ვიდრე ეკუთვნის. კონტრაქტირება დედათა სიკვდილიანობის სავალალო შედეგებს თავიდან აგვარიდებს. დრო გვიჩვენებს, რამდენად ექნება ეს ეფექტი“, - აცხადებს დარგის სპეციალისტი. მისივე თქმით, საკეისრო კვეთების მაჩვენებელი კვლავ მაღალია: „მთელ მსოფლიოში საკესირო კვეთის ნორმალურ პროცენტად 15-ია მიჩნეული. ჩვენთან არის 30%. თუმცა მსოფლიოში ბოლო წლებში საკეისრო კვეთების მატების ტენდენცია შეინიშნება. მაგალითად, გერმანიაშიც მოიმატა. როცა საკეისრო კეთდება, მისი არამიზანშეწონილობა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, ამას ცნობიერების აწევა და კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდება“. რაც შეეხება დედათა სიკვდილიანობის გახშირებულ მიზეზს, ზაზა სანაურიძე მშობიარობის და მათ შორის საკეისრო კვეთის შემდგომ სისხლდენას ასახელებს. „მთელ მსოფლიოში დედებში სიკვდილიანობის შემთხვევებიდან ყველაზე ხშირი არის პრეეკლამსია (პრეეკლამსია ორსულობიდან 20 კვირის შემდეგ მაღალი წნევით, სახის და ხელების შეშუპებით და შარდში ცილის მაღალი შემცველობით ხასიათდება). ყველაზე მეტი გართულება სწორედ აქედან მოდის. მეორე ადგილზეა მშობიარობის შემდგომი სისხლდენა და შემდეგ უკვე ინფექციური გართულებები. საქართველოში რამდენადაც ვიცი, პირველ ადგილზეა საკეისრო კვეთის ან ბუნებრივი მშობიარობის შემდგომი სისხლდენა. სწორედ ამიტომ საკეისროს ოპტიმიზაცია, პრეეკლამსირების დროული აღმოჩენა, სისხლდენის პრევენცია - ამ სამი მიმართულებით უნდა წავიდეთ, რომ დედათა სიკვდილიანობამ იკლოს“, - აცხადებს ზაზა სინაურიძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4871890&name=02.12.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---