From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-05.05.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com
Received On : 05.05.2016 08:53
Attachments :

მედიამონიტორინგი 05.05.2016

ტელევიზია

04.05.2016

არხი:         I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 18:00

გორში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ხუთსულიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას ითხოვს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, რომელსაც სამსახური არ აქვს, სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მათი ერთადერთი შემოსავალი ორ თვეში ერთხელ დონაციით მიღებული 60 ლარია. ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა შესაბამისი ქულები ვერ მიიღო, მიზეზად მათი ასაკი და შრომისუნარიანობა სახელდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3616929

---

 

04.05.2016

არხი:         I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 18:00

უბედური შემთხვევა ბათუმში - ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 40 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ის უკვე დაღუპული დახვდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. კორპუსზე სამშენებლო სამშაოებს შპს „შველა“ აწარმოებს. გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3616922

რუსთავი2-კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3616915

---

 

04.05.2016

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ლეიბორისტული პარტია ყვარელში საავადმყოფოს და პოლიკლინიკის არარსებობას აპროტესტებს. ლეიბორისტული პარტიის საკრებულოს წევრის განცხადებით, რაიონში ერთადერთი პოლიკლინიკა გუშინ გამოცხადებულ აუქციონზე უნდა გასხვისდეს. მათი განმარტებით მის გასხვისებას ხელისუფლების წარმომადგენელები შეგნებულად ყვარლის მცხოვრებელ ფერაძეზე აპირებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3616221

---

04.05.2016

არხი:         რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓЎбѓ®бѓ•бѓђ бѓЁбѓЈбѓђбѓ“бѓ¦бѓ”

სტუდიაში სტუმრად იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის უფროსი ნინო ოდიაშარია და კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის წარმომადგენელი დარეჯან დვალიშვილი რომლებიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის რეფორმის შესახებ საუბრობენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3615430

---

 

04.05.2016

არხი:         I არხი

გადაცემა: რეალური სივრცე 21:00

გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო მძიმე სამუშაოებზე საუბარს სადაც ბოლო 5 წლის მაძილზე 202 ადამიანი გარდაიცვალა და მძიმე საწარმოო ტრამვა კი 447 მა მიიღო. ასევე საუბარი იყო თუ რამდენად პრიორიტეტულია ახალგაზრდებში პროფესიული განათლება და დასაქმება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3617287

---

 

 

ინტერნეტი

05.05.2016

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90/

 

გიორგი ხეჩინაშვილი ჯანდაცვის რეფორმაზე – ტკბობის დრო არ არის, ნებისმიერი მოდელი შეიძლება არასწორად განვითარდეს

პრობლემები ბევრია, მართალია, იდეოლოგია სტრატეგია და შედეგები პოზიტიურია, მაგრამ ტკბობის დრო არ არის, რადგანაც ნებისმიერმა მოდელმა შეიძლება არასწორი განვითარება განიცადოს, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის კომისიის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას, საყოველთაო ჯანდაცვაზე, კერძოდ კი, საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე საუბრისას გააკეთა. „ის, რომ ჯანდაცვის რეფორმა და საყოველთაო დაზღვევა პროგრესული მოვლენაა, ეჭვს არ იწვევს. დღეს არის მცდელობა, რომ ამ თემას ოპონირება გაუწიონ როგორც „ქართული ოცნების“ წარმატებულ პროექტს და გადაიყვანონ წინასაარჩევნო ფორმატში, თუმცა ეს ნორმალური მოვლენაა, როგორც ის, რომ ყველაფერს შევხედოთ კრიტიკულად და ოპონირების თვალით. პრობლემა ბევრია, იდეოლოგია, სტრატეგია და შედეგები პოზიტიური, მაგრამ ტკბობის დრო არ არის, რადგანაც ნებისმიერმა მოდელმა შეიძლება არასწორი განვითარება განიცადოს, რაც შემდგომში სერიოზული პრობლემები იქნება, როგორც ფინანსური, ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც. ეს არის პრობლემა, რომელიც არაერთგზის გაჟღერდა მასმედიაში, საპარლამეტო წრეებშიც და ადრესატი ამ შემთხვევაში ალბათ არის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და მისი შესაბისი სტრუქტურები, რადგანაც პრობლემა, პრობლემად რჩება და ეს რეფორმას დისკრედიტაციას და პოზიტიური ნაწილის გაფერმკრთალებას იწვევს. ჩვენ გვინდა შედეგი და არა დაპირებები. ის, რომ მონაცემეთა ბაზაში პრობლემებია,უკვე გავიარეთ, ეს პრობლემები, საჭიროებენ სწრაფ და დროულ მოწესრიგებას“,-განაცხადა ხეჩინაშვილმა.

---

 

05.05.2016

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/377999-sakhalkho-damcveli-kvlav-mdzimea-shida-qarthlisa-da-samegrelos-gamyofi-khazis-mimdebare-soflebis-socialuri-mdgomareoba.html

 

სახალხო დამცველი - კვლავ მძიმეა შიდა ქართლისა და სამეგრელოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალური მდგომარეობა

бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ დამცველი бѓЎбѓђбѓћбѓђбѓ бѓљбѓђбѓ›бѓ”бѓњбѓўбѓќ ანგარიშში გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი бѓ›бѓ“бѓ’бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓ–бѓ” бѓЎбѓђбѓЈбѓ‘бѓ бѓќбѓ‘бѓЎ. бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ „ინტერპრესნიუსს“ бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ დამცველის აპარატიდან бѓђбѓЄбѓњбѓќбѓ‘бѓ”бѓЎ, 2015 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მრავალი ინფრასტრუქტურული бѓ“бѓђ სოციალური პროექტი განხორციელდა. მიუხედავად ამისა, бѓ™бѓ•бѓљбѓђбѓ• მძიმეა კონფლიქტით დაზარალებული შიდა ქართლისა бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ›бѓ”бѓ’бѓ бѓ”бѓљбѓќбѓЎ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური бѓ“бѓђ უსაფრთხოების бѓ›бѓ“бѓ’бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓќбѓ‘бѓђ.  „ადგილობრივებისათვის бѓ”бѓ бѓ—-бѓ”бѓ бѓ— бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓ–бѓ” დიდ бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђбѓ“ შემოსავლის бѓ¬бѓ§бѓђбѓ бѓќбѓЎ მოძიება бѓ бѓ©бѓ”бѓ‘бѓђ. გამყოფი ხაზის სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი პრაქტიკაში бѓ•бѓ”бѓ  იყენებს საქართველოს ეკონომიკისა бѓ“бѓђ სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ бѓЁбѓ”бѓ›бѓќбѓ—бѓђбѓ•бѓђбѓ–бѓ”бѓ‘бѓЈбѓљ бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ бѓђбѓ“бѓ’бѓђбѓњ პროგრამები ცენტრალიზებულია бѓ“бѓђ ინფორმაცია ადგილობრივებამდე бѓ бѓ—бѓЈбѓљбѓђбѓ“ бѓђбѓ¦бѓ¬бѓ”бѓ•бѓЎ; бѓ’бѓђбѓ бѓ“бѓђ ამისა, ადგილობრივ бѓ¤бѓ”бѓ бѓ›бѓ”бѓ бѓ”бѓ‘бѓЎ бѓ“бѓђ бѓ›бѓ”бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓ”бѓ”бѓ‘бѓЎ бѓђбѓ  აქვთ თანადაფინანსებისთვის შესაბამისი რესურსები, бѓ®бѓќбѓљбѓќ бѓЎбѓђбѓ‘бѓђбѓњбѓ™бѓќ კრედიტები მათთვის ხელმიუწვდომელია, бѓ бѓђбѓ“бѓ’бѓђбѓњ უსაფრთხოების მაღალი რისკის რეგიონში бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓ”бѓњ. მეწარმეობისთვის бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђбѓЎ ქმნის бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” დაურეგისტრირებელი მიწები“, - бѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ დამცველში.

---

 

04.05.2016

მედიასაშუალება: http://bfm.ge/akhali-ambebi/marttan-shedarebit-aprilshi-chvilis-aftiaqis-ghirebuleba-16-shemcirda/

 

მარტთან შედარებით აპრილში ჩვილის აფთიაქის ღირებულება 16%-ით შემცირდა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის აპრილის თვის მონაცემებისა და კვლევის შედეგებს აქვეყნებს ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად ჩვილის აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით აპრილში 16%-ით არის შემცირებული. მარტში ჩვილის აფთიაქის ღირებულებამ 191 ლარი, ხოლო აპრილში კი 160 ლარი და 18 თეთრი შეადგინა. მაგალითისათვის: მარტში ჩვილის აფთიაქში შემავალი მედიკამენტი – პანადოლი 8 ლარი და 70 თეთრი ღირდა, აპრილში კი მისი ღირებულება 8 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა. ასევე, შემცირებულია ბავშვის საწოვარიანი ბოთლის ფასიც. მარტის თვესთან შედარებით ის 4 ლარითა და 25 თეთრით არის გაიაფებული. აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გაძვირებულია ჩვილის აფთიაქში შემავალი მოვლის რამდენიმე საშუალება. მაგალითისათვის: მარტის თვის მონაცემებით ბავშვის პუდრის ღირებულება შეადგენდა 2 ლარსა და 17 თეთრს, თუმცა მისი ფასი აპრილის თვეში უკვე 4 ლარი და 70 თეთრია. ასევე, გაზრდილია ბავშვის კრემის ფასიც. თუკი მისი ღირებულება მარტის თვეში 7 ლარი და 80 თეთრი იყო, აპრილში მისმა ფასმა 7 ლარსა და 95 თეთრს მიაღწია. ორგანიზაციამ მედიკამენტების ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/31114-marttan-shedarebit-aprilshi-chvilis-aftiaqis-ghirebuleba-16it-shemcirda

---

 

04.05.2016

მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/2486-kaspisadaqarelissastsrafodakhmarebiscentrebsakhaliteqnikagadaeca

 

კასპისა და ქარელის სასწრაფო დახმარების ცენტრებს ახალი ტექნიკა გადაეცა

კასპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი შენობა გადაეცა. ერთი კვირით ადრე კი, ამავე დაწესებულებას ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი გამავლობის სპეცმანქანაც გადასცა. სპეცმანქანა ქარელის სასწრაფო დახმარების ცენტრსაც შეემატა. კასპის სასწრაფო დახმარების ცენტრის გახსნას შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი, მისი მოადგილეები და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი ესწრებოდნენ. კასპის რაიონის სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც 40-მდე თანამშრომელი მუშაობს, მანამდე კერძო კლინიკის სამ ოთახში იყო განთავსებული.

ინფო9- http://www.ipress.ge/new/31098-kaspis-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-centri-mushaobas-akhal-shenobashi-gaagrdzelebs

---

 

04.05.2016

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-4/

 

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი” “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან” ერთად თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ კვლევის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია ხვალ, 5 მაისს 13:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდე ინ“-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, კვლევაში მონაწილე 1054 რესპონდენტიდან აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვანი პრობლემაა და მასზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. პრეზენტაციას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექიმები და საზოგადოების ცნობილი სახეები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნას.

---

 

04.05.2016

მედიასაშუალება: http://www.ick.ge/rubrics/society/27518-i.html

 

გურჯაანში დედა 2 თვის ჩვილს ძილის წამალს ასმევს, ბავშვი მოიწამლა

გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ლიკა მ.-ს მეზობლები ჩვილი ბავშვის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. მეზობლების თქმით, ქალს ხშირად მეგობრები სტუმრობენ და მათთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამს, 2 თვის ბავშვს კი ძილის წამლებს ასმევს. მათივე მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ბავშვს ძუძუთი კვებავს, რის გამოც, ჩვილმა ინტოქსიკაცია მიიღო. დაახლოებით ერთი კვირის წინ ბავშვი რეანომობილით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ეს გოგონა სოფელში, მამამისის სახლში, ცოტა ხნის წინ ჩვილი ბავშვით დეიდაშვილთან ერთად ჩამოვიდა, რომელსაც 2 წლის შვილი ჰყავს. სახლში ხშირად მოდიან მათი მეგობრები და ალკოჰოლურ სასმელებს სვამენ. იმის გამო, რომ ბავშვმა ხელი არ შეუშალოს ძილის წამლებს ასმევს და ნასვამ მდგომარეობაში ჩვილს ძუძუთიც კვებავს. ამის გამო, ბავშვი მოიწამლა და რეანომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს, სანამ ბავშვს არ მოკლავენ“, - უთხრეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლიკა.მ-ს მეზობლებმა. სოფლის ექიმს აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ჩვილი მათთან არ არის რეგისტრირებული, სოციალური სამსახურისთვის არ მიუმართავს. „ეს გოგონები ჩვენს სოფელში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადმოვიდნენ. მანამდე სხვა სოფელში ცხოვრობდნენ და ბავშვიც ალბათ იქ ჰყავთ აღრიცხვაზე აყვანილი. ჭორის დონეზე ვიცით, რომ სვამენ და ამის გამო, ბავშვი მოეწამლათ“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფლის ექიმმა ლალი სიმონიშვილმა. სოფელში გამგებლის წარმომადგენელის ინფორმაციით, ბავშვი ექიმის მიერ დანიშნული დამამშვიდებელი პრეპარატის მიღების შედეგად მოიწამლა. „თვითონ დედისგან ვიცი, რომ ბავშვი ექიმის დანიშნული დამამშვიდებელი წამლით მოეწამლათ, ამიტომ რეაგირებისთვის არავისთვის მიმიმართავს. გოგონები ჩვენი სოფლის მუდმივი მაცხოვრებლები არ არიან და როგორ ცხოვრობენ ამის შესახებ არაფერი ვიცი“,- აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა. სოციალური მომსახურების სააგენტოში აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

---

 

04.05.2016

მედიასაშუალება: http://www.palitratv.ge/palitranewsnews/72349-ubeduri-shemthkhveva-bathumshi-mamakaci-mshenebare-korpusidan-chamovarda-da-adgilze-gardaicvala.html

 

უბედური შემთხვევა ბათუმში - მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა PALITRANEWS-ს ბათუმის 25-ე არხმა მიაწოდა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, მინდია კახიძის განმარტებით, ექიმებმა გარდაცვალება ადილზევე დააფიქსირეს, თუმცა გარშემომყოფების თხოვნით, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც სამშენებლო საქმიანობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

---

 

04.05.2016

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/377860-ombudsmeni-saparlamento-angarishshi-sasamarthlo-gadatsyvetilebis-aghsrulebis-problemaze-miuthithebs.html?ar=A

 

ომბუდსმენი საპარლამენტო ანგარიშში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემაზე მიუთითებს

საქართველოს სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემაზე მიუთითებს. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში ყურადღება ეთმობა ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლების ჯეროვან შესრულებას, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინების საკითხს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში ბავშვთან ურთიერთობის საკითხზე 559 სასამართლო დავა მიმდინარეობდა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 125 მიმართვა განხორციელდა. როგორც სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, აპარატში შესწავლილი საქმეებიდან გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, მოსამართლე არ ითვალისწინებს არასრულწლოვნის აზრს, რაც აღსრულების პროცესში შექმნილი პრობლემების განსაზღვრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ასევე, მთელ რიგ შემთხვევებში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ოჯახის წევრი (წევრები) არასრულწლოვანზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ, ზოგჯერ კი, ფიზიკურ ძალადობას, რაც აფერხებს აღსრულების პროცესს. აღსრულების პროცესს ხელს უშლის ისიც, რომ სპეციალისტები ვერ ახდენენ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირებას, ასევე მათთვის ვერ ხერხდება კვალიფიციური ფსიქოლოგის სერვისის მიწოდება. ”საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განახორციელოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობისას, არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური/ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაცია და მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, ამასთან, არასრულწლოვანთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სოციალური მუშაკის აქტიური მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვანთათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

04.05.2016

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/377850-ucha-nanuashvili-adamianis-uflebatha-dacvis-komitets-yoveltsliur-angarishs-tsarudgens.html?ar=A

 

უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს

ხვალ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს. ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით 2015 წლის განმავლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ისაუბრებს. მან დაახლოებით 1260-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტი პარლამენტს 31 მარტს წარუდგინა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა სახალხო დამცველის ოფისში. 2015 წელს 7 ათასამდე განცხადება იქნა დაშვებადად მიჩნეული, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელია.

---

 

05.05.2016

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/377907-boboyvathis-yofili-skolis-shenobashi-thvithneburad-shetcrilebi-gamoasakhles.html?ar=A

 

ბობოყვათის ყოფილი სკოლის შენობაში თვითნებურად შეჭრილები გამოასახლეს

ქობულეთში, ბობოყვათის ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობიდან თვითნებურად შეჭრილები გამოასახლეს. სამართალდამცველებმა შენობიდან მათი ნივთები გამოიტანეს, რასაც ხმაური მოჰყვა. სოციალურად დაუცველმა რვა ოჯახმა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობა გუშინ დაიკავა. მათ შორის არიან წალკიდან აჭარაში დაბრუნებული ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც ბინის ქირას ვეღარ იხდიდნენ. თვითნებურად შეჭრილებს შორისაა ორი ფეხმძიმე ქალი, მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები. ისინი ყოფილი სკოლის ეზოში რჩებიან და აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. „უღმერთოდ ხელი მოგვკიდეს და გამოგვაგდეს გარეთ. ფეხმძიმე ქალებიც არ შეიბრალეს, გამოყარეს. აქედან არსად წავალთ, არ გვაქვს წასასვლელი. ზოგი წალკის სახლებიდან ბერძნებმა გამოაგდეს, ზოგი აქ ცხოვრობდა და ქირის გადაუხდელობის გამო ბინების მეპატრონეებმა გამოყარეს. პოლიციამ გვითხრა, არ გვაინტერესებს სად წახვალთო და ვართ ეზოში, ღია ცის ქვეშ“, - აცხადებენ ბობოყვათში ყოფილი სკოლის ეზოში მყოფები.

---

 

04.05.2016

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=106971-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90,%20%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1

 

დედას რომელიც შვილს ძილის წამლებს ასმევდა 3 წლამდე პატიმრობა ექმურება

შსს-მ იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედა, კლინიკაში სამკურნალოდ შეყვანილ პატარას ძილის წამლებს ასმევდა, რომ თვითონ მედიის ყურადღების ქვეშ ყოფილიყო. როგორც ერთ-ერთმა ექიმმა ფეიბუქის პირად გვერდზე დაწერა ბავშვს, რომელსაც უჩვეულო ძილიანობა აღენიშნებოდა, ჩატარებული გამოკვლევებისა და ტოქსიკოლოგიური სკრინინგის შემდეგ დაუდგინეს, რომ არაფერი სჭირდა. ბავშვის ძილიანობას დედის მიერ მიცემული დიდი ოდენობით დიმედროლი იწვევდა. როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. აღნიშნული მუხლი თავისუფლების სამ წლამდე შეზღუდვას, ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთიდან სამ წლამდე ითვალისწინებს.

---

 

04.05.2016

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/179091-shorena-begashvilis-shvilis-dasakhmareblad-sabanko-angarishi-gaikhsna

 

შორენა ბეგაშვილის შვილის დასახმარებლად საბანკო ანგარიში გაიხსნა

მსახიობისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის შვილს ევა ბარბაქაძეს საზღვარგარეთ ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსი სჭირდება. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოჯახს ფინანსური რესურსი ამოეწურა და თანადგომას საჭიროებს.

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

05.05.2016     

მედიასაშუალება: ახალი თაობა

 

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია კახიძემ განუცხადა, გამოძახებიდან ხუთ წუთში სასწრაფოს ბრიგადა ადგილზე იყო, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. მინდია კახიძის განმარტებით, ექიმებმა გარდაცვალება ადილზევე დააფიქსირეს, თუმცა გარშემომყოფების თხოვნით მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც სამშენებლო საქმიანობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3617715&name=05.05.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

05.05.2016     

მედიასაშუალება: მესინჯერი

 

სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებებზე ოკუპირებულ რეგიონებში

საქართველოს სახალხო დამცველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გრძელდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და გადაადგილების უფლებები, რეგულარული ხასიათი აქვს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და სხვა. „გალის რაიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე განათლების უფლებისა და მისი ხელმისაწვდომობის პრობლემა. 2015-2016 სასწავლო წლიდან გალის რაიონის იმ 11 სკოლაში, სადაც სწავლება ჯერ ისევ სრულად ქართულ ენაზე მიდიოდა, 1-4 კლასებში სწავლა რუსულ ენაზე გადავიდა, ხოლო დანარჩენ კლასებში შემცირდა ქართული ენისათვის დათმობილი საათები. ამ ცვლილების გამო რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა მშობლიურ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად ბავშვები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანა. სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ ასევე მნიშვნელოვნად გააუარესა განათლების ხარისხი“-აღნიშნულია ანგარიშში. სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჟენევის დისკუსიის მონაწილეებსა და საქართველოს პარლამენტს, არ დაიშურონ პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა გალის რაიონის მკვიდრთა განათლების უფლების დასაცავად, რომელიც უნდა მოიცავდეს, როგორც მოლაპარაკებების დროს ამ საკითხის დაყენებას და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადოდ ინფორმირებას, ისე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოჯახში ძალადობა ერთერთ რთულ და, ამავე დროს, საზოგადოებაში ტაბუირებულ პრობლემას წარმოადგენს.არ არსებობს სანდო სტატისტიკა, თუმცა სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ გალის რაიონში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის 129 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 5 მკვლელობით დამთავრდა, ერთი მსხვერპლი კი გაუჩინარდა. 2015 წლის დეკემბერში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სრულად კრძალავს აბორტს აფხაზეთის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფი საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აბორტის აკრძალვა იწვევს არალეგალური აბორტების რაოდენობისა და, შესაბამისად, ქალთა სიკვდილიანობის ზრდას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აბორტის ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალვა წარმოადგენს ქალის ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას"-აღნიშნულია ანგარიშში. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის არაერთი უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა, დაზარალებულები თავს იკავებენ, როგორც დე ფაქტო ხელისუფლებისათვის მიმართვისაგან, ისე სასამართლოსა თუ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისაგან, რადგან ეშინიათ მეტი ზიანი არ მიადგეთ მათ და მათ ოჯახებს. "მათი თქმით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება. როგორც მოცემული ფაქტებიდან იკვეთება, გალის მოსახლეობას არ მიუწვდება ხელი სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე, რაც მათი უფლების დარღვევას წარმოადგენს. ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები კონფლიქტურ რეგიონებში შეღწევას ვერ ახერხებენ“- ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა, მათ შორის რუსეთის დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების უზრუნველსაყოფად, ხოლო, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს მაქსიმალური მოქნილობა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და დაცვის მექანიზმების შესაქმნელად.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3617424&name=05.05.2016+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---