From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-05.07.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 05.07.2016 08:54
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 05.07.2016

ტელევიზია

04.07.2016

არხი:          I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ეკონომეტრი

პენსიების მატება - რამდენად აუცილებელია საპენსიო რეფორმის დაუყოვნებლივ დაწყება? სტუმარი: ოთარ ხუფენია - ანალიტიკოსი. ოთარ ხუფენია:" დღეს არსებული საპენსიო სისტემა არის უბრალოდ სოციალური შემწეობა და არაფერი საერთო არ აქვს კლასიკური გაგებით პენსიის გაცემასთან. აუცილებელია ამ სისტემის შეცვლა, შემუშავებული ცვლილებები კი, რომელიც 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს, ძნელი სათქმელია იქნება თუ არა წარმატებული და მოხდება თუ არა რეალური საპენსიო რეფორმა ქვეყანაში".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3747784

---

 

04.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 18:00

25 წლის ნიკოლოზ ბერიანიძე უბედური შემთხვევის бѓ’бѓђбѓ›бѓќ, бѓЈбѓ™бѓ•бѓ” ორი бѓ—бѓ•бѓ”бѓђ უმძიმესი დიაგნოზით бѓ™бѓќбѓ›бѓђбѓўбѓќбѓ–бѓЈбѓ  მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება. бѓ›бѓ™бѓЈбѓ бѓњбѓђбѓљбѓќбѓ‘ის დაფინანსების бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓљбѓќбѓ‘бѓђ მის бѓђбѓ®бѓљбѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ‘бѓЎ бѓђбѓ¦бѓђбѓ  აქვთ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3748406

---

 

04.07.2016

არხი:          იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ქრონიკა 17:00

დღეს, ''ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი'' და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დასაქმების ფორუმის გამარჯვებულებს გამოავლენს. ფორუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების მიმართულების 400-მდე სტუდენტი და მაგისტრანტი, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი მონაწილეობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3747696

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3747650

         

მაესტრო- კონტაქტი 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3747661

რუსთავი2-კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3747231

---

 

ინტერნეტი

05.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/387220-davith-sergeenko-kardiologiuri-klinikis-gakhsnas-daestsro.html

 

დავით სერგეენკო კარდიოლოგიური კლინიკის გახსნას დაესწრო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თბილისში ახალი კარდიოლოგიური კლინიკის გახსნას დაესწრო. ახალი კარდიოლოგიური კლინიკა „თბილისის გულის ცენტრი“, დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაიხსნა. კლინიკა 31 საწოლზეა გათვლილი და ამბულატორიულ-კარდიოლოგიურ-კარდიოინტენსიურ და ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილებებს აერთიანებს. ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკასა და მის დასაქმებულ პერსონალს წარმატებები უსურვა და ჟურნალისტებთან ახალი დაწესებულების მნიშვნელობაზე და გამორჩეულობაზე ისაუბრა. „აღნიშნული კლინიკა მნიშვნელოვანი და გამორჩეულია რამდენიმე ფაქტორის გამო. კერძოდ, მას ექნება მწვავე გადაუდებელი მიღება. მოგეხსენებათ, კარდიოლოგიური პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კლინიკა, სადაც მათ კვალიფიციურ დახმარებას აღმოუჩენენ, მიწვდომადი იყოს. ამ რაიონში ეს მართლაც სტრატეგიული ადგილია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კლინიკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა თავისი კერძო ინვესტიცია განეხორციელებინა, რაც ცოტა არ იყო, ეს უკვე 45-ე კლინიკაა, რომელიც ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იხსნება. ეს არის ბიზნესისთვის მიმზიდველი, ის ასევე პირველ რიგში პაციენტის უსაფრთხოებისთვის, რადგან მიწვდომადობა პირველი და გადამწყვეტი ფაქტორია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ახალ კარდიოლოგიურ კლინიკაში მკურნალობა მიმდინარეობს ნაციონალური და ევროპული ჰაიდლაინების შესაბამისად, კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

---

 

05.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/387215-davith-sergeenko-respublikel-ministrebze-nebismieri-ministris-cvlileba-premier-ministris-prerogativaa.html

 

დავით სერგეენკო “რესპუბლიკელ” მინისტრებზე - ნებისმიერი მინისტრის ცვლილება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

მინისტრთა კაბინეტში ნებისმიერი მინისტრის ცვლილება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, - ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის მინისტრმა დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ› “რესპუბლიკელი” მინისტრების бѓ—бѓђбѓќбѓ‘бѓђбѓ–бѓ” დასმული კითხვის კომენტირებისას ჟურნალისტებს бѓ’бѓђбѓњбѓЈбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ.  „ვერ დავეთანხმები ვერავის იმაში, бѓ бѓќбѓ› бѓ”бѓЎ რომელიმე პოლიტიკური პარტიის სურვილზე бѓђбѓњ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული. აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველი არის პრემიერ-მინისტრი бѓ“бѓђ ის მოიქცევა ისე, бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ საჭიროდ ჩათვლის იმისათვის, бѓ бѓќбѓ› ქვეყნის განვითარება კიდევ бѓЈбѓ¤бѓ бѓќ დადებითი бѓ“бѓђ პოზიტიური იყოს“, - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ›.  მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს წევრი бѓђбѓ  არის бѓ“бѓђ განხილვებში მონაწილეობა бѓђбѓ  მიუღია. бѓђбѓ›бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ, ჯანდაცვის მინისტრმა бѓЈбѓђбѓ бѓ§бѓќ ინფორმაცია, бѓ бѓќбѓ› ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად არის წარდგენილი.  პარლამენტის бѓ—бѓђбѓ•бѓ›бѓЇбѓ“бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ› დავით უსუფაშვილმა бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, бѓ бѓќбѓ› „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები მინისტრთა კაბინეტს бѓ“бѓђбѓўбѓќбѓ•бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ ცივილურად, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ бѓђбѓ› бѓ”бѓўбѓђбѓћбѓ–бѓ”, 4 ივლისის მდგომარეობით, აღნიშნული გადაწყვეტილება бѓђбѓ бѓЄ „რესპუბლიკური პარტიის“ бѓ¬бѓ”бѓ•бѓ бѓ”бѓ‘бѓЎ бѓ“бѓђ бѓђбѓ бѓЄ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიღებული бѓђбѓ  აქვთ. “რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრები бѓђбѓ  бѓ“бѓђбѓўбѓќбѓ•бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ›бѓ“бѓ”бѓ‘бѓќбѓ‘бѓ”бѓ‘бѓЎ რუსეთიდან შემოძახების бѓ’бѓђбѓ›бѓќ бѓђбѓњ ქართველი რუსეთუმების, ანტინატოელების პროტესტის бѓ’бѓђбѓ›бѓќ. ისინი бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ›бѓ“бѓ”бѓ‘бѓќбѓ‘бѓ”бѓ‘бѓЎ бѓ“бѓђбѓўбѓќбѓ•бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ მაშინ, бѓ бѓќбѓ“бѓ”бѓЎбѓђбѓЄ „რესპუბლიკური პარტია“ ჩათვლის бѓђбѓ›бѓђбѓЎ საჭიროდ პოლიტიკურად бѓђбѓњ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ¬бѓ§бѓ•бѓ”бѓўбѓЎ бѓђбѓЎбѓ”. დღევანდელი მდგომარეობით бѓЇбѓ”бѓ  бѓђбѓ бѓЄ „რესპუბლიკურ პარტიას“ მიუღია бѓ”бѓЎ გადაწყვეტილება бѓ“бѓђ бѓђбѓ бѓЄ კვირიკაშვილს. бѓђбѓ›бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ, არჩევნები бѓђбѓ®бѓљбѓќбѓ•бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ бѓ“бѓђ მის бѓ›бѓќбѓђбѓ®бѓљбѓќбѓ”бѓ‘бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ бѓ”бѓ бѓ—бѓђбѓ“ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ პარტია бѓ”бѓ›бѓ–бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ არჩევნებისთვის. бѓђбѓ  არის გამორიცხული, бѓ бѓќбѓ› ვარშავის სამიტის бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ მივიღოთ бѓ”бѓЎ გადაწყვეტილებები, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› бѓ”бѓЎ იქნება бѓђбѓ бѓђ კარების бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓЈбѓњбѓ”бѓ‘бѓђ, бѓђбѓ бѓђ ფანჯრიდან ვინმეს бѓ’бѓђбѓ“бѓ›бѓќбѓ’бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ, бѓђбѓ бѓђбѓ›бѓ”бѓ“ ცივილურად бѓ“бѓђбѓўбѓќбѓ•бѓ”бѓ‘бѓђ თანამდებობების. бѓ©бѓ•бѓ”бѓњ ცივილური გაყრის პროცესში бѓ•бѓђбѓ бѓ— „ქართულ ოცნებასთან“, კოალიციურ პასუხისმგებლობებს бѓ•бѓђбѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓ— бѓЎбѓђбѓњбѓђбѓ› საჭიროა бѓ“бѓђ ამასობაში არჩევნებისთვის ვემზადებით“, - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ საქართველოს პარლამენტის бѓ—бѓђбѓ•бѓ›бѓЇбѓ“бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ› დავით უსუფაშვილმა.

---  

 

05.07.2016   

მედიასაშუალება:

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/387222-davith-sergeenko-kus-tbashi-thevzis-gashveba-zikas-virusis-gamavrcelebel-koghosthan-kavshirshi-ar-aris.html

 

დავით სერგეენკო - კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკას ვირუსის გამავრცელებელ კოღოსთან კავშირში არ არის

бѓ™бѓЈбѓЎ ტბაში თევზის бѓ’бѓђбѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓђ ზიკასთან ნამდვილად бѓђбѓ  არის კავშირში, - ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის მინისტრმა დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ› ჟურნალისტებს бѓ—бѓ”бѓ›бѓђбѓ–бѓ” კომენტირებისას бѓ’бѓђбѓњбѓЈбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ.  მისივე თქმით, ზიკას ვირუსის გადამტანი бѓ™бѓќбѓ¦бѓќбѓЎ бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓќбѓ‘бѓђ აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში бѓ“бѓђ бѓђбѓ бѓђ бѓ™бѓЈбѓЎ бѓўбѓ‘бѓђбѓ–бѓ”.  „ამ შემთხვევაში, бѓ”бѓЎ ზიკას ვირუსთან კავშირში бѓђбѓ  არის, бѓ бѓђбѓ“бѓ’бѓђбѓњ ზიკას ვირუსის გადამტანი бѓђбѓ  არის საქართველოში бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓ–бѓ” бѓ›бѓ”бѓўбѓђбѓ“ გავრცელებული бѓ™бѓќбѓ¦бѓќ ანოფელესი. ანოფელესი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო, бѓ›бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ бѓ‘бѓ бѓ«бѓќбѓљбѓђ მიმდინარეობს. თევზი გამბუზია бѓђбѓњбѓќбѓ¤бѓ”бѓљбѓ”бѓЎбѓЎ бѓђбѓњбѓђбѓ“бѓ’бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓЎ. бѓ бѓђбѓЄ бѓЁбѓ”бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ ზიკას, მისი გადამტანი бѓ™бѓќбѓ¦бѓќбѓЎ бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓќбѓ‘бѓђ აღმოჩენილია შავისზღვისპირა რეგიონში бѓ“бѓђ бѓђбѓ бѓђ бѓ™бѓЈбѓЎбѓўбѓ‘бѓђбѓ–бѓ”. бѓ™бѓЈбѓЎбѓўбѓ‘бѓђбѓ–бѓ” бѓЄбѓђбѓљбѓЎбѓђбѓ®бѓђбѓ“ бѓ”бѓЎ бѓђбѓ  არის. მიმდინარეობს წყალსატევებისა бѓ“бѓђ შენობის შიდა სივრცეების მასობრივი бѓ“бѓђбѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓ•бѓ”бѓ‘бѓђ. კუსტბაში თევზის бѓ’бѓђбѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓђ ზიკასთან ნამდვილად бѓђбѓ  არის კავშირში“, - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ›.  ზიკას ვირუსის გამავრცელებელი бѓ™бѓќбѓ¦бѓќбѓЎ бѓ’бѓђбѓЎбѓђбѓњбѓђбѓ“бѓ’бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓљбѓђбѓ“ თბილისში, бѓ™бѓЈбѓЎ ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი бѓ’бѓђбѓЈбѓЁбѓ•бѓ”бѓЎ, - ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ ”ინტერპრესნიუსს” бѓ’бѓђбѓ бѓ”бѓ›бѓќбѓЎбѓђ бѓ“бѓђ ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან бѓђбѓЄбѓњбѓќбѓ‘бѓ”бѓЎ.  სამინისტრომ бѓ“бѓђ „საქართველოს бѓ›бѓ”бѓ—бѓ”бѓ•бѓ–бѓ”бѓ—бѓђ კლუბმა“, ზიკას ვირუსის გამავრცელებელი бѓ™бѓќбѓ¦бѓќбѓЎ бѓ’бѓђбѓЎбѓђбѓњбѓђбѓ“бѓ’бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓљбѓђбѓ“ გამბუზიის бѓ’бѓђбѓ“бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓ‘бѓљбѓђбѓ“, თბილისსა бѓ“бѓђ მის бѓђбѓ®бѓљбѓќбѓЎ бѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓЈбѓљ ტბორებში ერთობლივი ღონისძიება განახორციელეს.სამინისტროს ინფორმაციით, бѓђбѓ› ჯიშის бѓ—бѓ”бѓ•бѓ–бѓ›бѓђ - გამბუზიამ бѓЈбѓ™бѓ•бѓ” бѓ’бѓђбѓђбѓњбѓђбѓ“бѓ’бѓЈбѓ бѓђ კოლხეთის დაბლობში მალარიის бѓ™бѓќбѓ¦бѓќ, бѓђбѓ®бѓљбѓђ კი бѓ›бѓ—бѓ”бѓљ ევროპაში бѓ›бѓђбѓЎ მასიურად бѓђбѓ›бѓ бѓђбѓ•бѓљбѓ”бѓ‘бѓ”бѓњ бѓ“бѓђ бѓЈбѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓќ ტბორში. სამინისტროსა бѓ“бѓђ “საქართველოს бѓ›бѓ”бѓ—бѓ”бѓ•бѓ–бѓ”бѓ—бѓђ კლუბს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის бѓ¬бѓ”бѓ•бѓ бѓ”бѓ‘бѓ›бѓђ გამბუზია бѓ“бѓђбѓЎбѓђбѓ•бѓљбѓ”бѓ— საქართველოდან, бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќбѓ“ კი აბაშიდან бѓ’бѓђбѓ“бѓ›бѓќбѓђбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓЎ бѓ“бѓђ бѓ™бѓЈбѓЎ ტბაში бѓ©бѓђбѓЈбѓЁбѓ•бѓ”бѓЎ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/387184-zikas-virusis-gamavrcelebeli-koghos-gasanadgureblad-kus-tbashi-gambuziis-jishis-thevzi-gaushves.html -

(ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს)

---

 

05.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=113084-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%2C+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

 

მრავალშვილიანი დედა სისხლს აბარებს, რომ ბავშვებს პური უყიდოს!

საქველმოქმედო ფონდში „სოციალური პარტნიორობა“ დახმარების თხოვნით ახალშობილთან ერთად მრავალშვილიანი მარტოხელა დედა, ნათია ჯიშკარიანი მივიდა.

მისი მეუღლე ოჯახიდან წავიდა, როდესაც ნათიას მეექვსე ორსულობის შესახებ შეიტყო. მიუხედავად საშინელი საცხოვრებელი პირობებისა და გაჭირვებისა, ნათიამ გადაწყვიტა, რომ არ ჩაიდენდა დანაშაულს თავისი ჯერ არდაბადებული შვილის წინაშე და ასე გაჩნდა პარატა გიორგი. ( www.fsp.ge/ge/projects/140-natiajishkariani/) ნათია ბავშვებთან ერთად ვარკეთილის მასივში, ყოფილი 109–ე სკოლის შენობაში ცხოვრობს, რომელიც საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ბეტონის იატაკი, დაბზარული კედლები, ჩამსხვრეული შუშები, ძველი დამტვრეული ავეჯი... მაგრამ ნათიას წასასვლელი არსად აქვს. იმითაც ბედნიერია, რომ ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ არ უწევს ცხოვრება. ნათიას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს, ასევე აწუხებს თირკველები და ჰიპერტონია. ჰორმონალური დარღვევების ფონზე, მან წონაში მოიმატა და ამის გამო სახსრებიც სტკივა. ოჯახი სოციალური სასადილოთი სარგებლობს, პროდუქტის შესაძენად თანხა მათ არ აქვთ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ნათიას სისხლიც კი ჩაუბარებია, ბავშებისთვის პური რომ ეყიდა. სასადილოდან მოტანილ საჭმელს ნათია ხშირად არ ჭამდა, რომ ბავშვები მშივრები არ ყოფილიყვნენ. ამის გამო მას რამდენჯერმე გულიც წასვლია. ამიტომ ახლა ბავშვები ყოველთვის სთხოვენ დედას მათთან ერთად ისადილოს!...

---

 

04.07.2016   

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=38908&cat_id=5

 

IDFI: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებული ფორმით გაგრძელება რისკებთანაა დაკავშირებული

2013 წელს საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანი იყო საქართველოს ყველა იმ მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა, რომელიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ სარგებლობდა უკვე არსებული სახელმწიფო დაზღვევით და არ გააჩნდა კერძო დაზღვევა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისგან განსხვავებით სხვა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებს კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ, რომელთა ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ მხოლოდ სოციალურად დაუცველები, საპენსიო ასაკის მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, შშმ ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები. 2014 წელს ყველა სხვა ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა გაუქმდა და მათი მოსარგებლე მოქალაქეებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდნენ. შესაბამისად, კერძო სადაზღვევო კომპანიები ამ პერიოდიდან უკვე აღარ მონაწილეობდნენ სახელმწიფო პროექტებში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდა მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები. თუმცა, პროგრამის მასშტაბებმა გააჩინა რისკები, რომლებიც დაკავშირებულია: სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდასთან; პროგრამის ეფექტურ მართვასთან; კერძო სადაზღვევო ბიზნესის განვითარებასთან. IDFI-ის მერ მომზადებული პოლიტიკის ნარკვევის მიზანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამოწვევების შესწავლა და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის ეფექტურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, მისი ფინანსური მაჩვენებლების და სხვა მონაცემების შესწავლით ნათლად გამოჩნდა, რომ პროგრამის შექმნისას არ იყო სათანადოდ გაცნობიერებული მოსალოდნელი რისკები, რომლებიც პროგრამის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე იჩენდა თავს. პროგრამას არ გააჩნდა სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობდა პროგრამის ეფექტურ და თანმიმდევრულ განვითარებას. პროგრამის არსებული ფორმით გაგრძელება დაკავშირებულია მთელ რიგ რისკებთან. მათ შორის: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გაწეული ხარჯების ზრდის არსებული ტენდენცია წარმოშობს საფრთხეს, რომ სახელმწიფო ვეღარ უზრუნველყოფს პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას და სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დროულ დაფარვას, რაც გამოიწვევს პროგრამის ფუნქციონირების შეფერხებას. მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის მიერ განხორციელებულ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებულია სამედიცინო დაწესებულებებისთვის ვადაგადაცილებული ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც IDFI-ის შესაბამისი მოთხოვნის პასუხად აცნობა, რომ ანგარიშსწორება ხორციელდება დადგენილი ვადების დაცვით. კერძო სადაზღვევო ბაზრის განვითარებისთვის. სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვაზე. შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამის განხორციელების გეგმის არ არსებობა კერძო კომპანიებს უქმნის არასტაბილურ გარემოს, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კერძო სადაზღვევო ბაზრის განვითარებას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში დადგება პროგრამის გარკვეული ფორმით შეცვლის აუცილებლობა. ამ მოსაზრებას ამყარებს საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პროგრამის შესაძლო მოდიფიკაციასთან დაკავშირებით. IDFI მიიჩნევს, რომ პროგრამის ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის შემდეგი საკითხების გათვალისწინება: 1) შემუშავდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტრატეგია და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა . პროგრამის განვითარების გრძელვადიანი ხედვა მეტ სტაბილურობას მიანიჭებს, როგორც პროგრამას, ასევე კერძო სადაზღვევო სექტორს. 2) პროგრამის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით გადაიხედოს პროგრამის საყოველთაობის მიზანშეწონილობა. მიზნობრივ პროგრამად ფორმირების შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭოს სოციალურად დაუცველ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, საპენსიო ასაკის მოსახლეობას, მცირე წლოვან ბავშვებს და დაბალ შემოსავლიან მოქალაქეებს. პროგრამის განვითარების გეგმასა და სტრატეგიაში დეტალურად გაიწეროს მისი მოდიფიცირების ეტაპები. 3) საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით საყოველთაო ჯანდაცვის სტრატეგიის ფარგლებში დაიწყოს მსჯელობა საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის შესახებ. 4) დაიხვეწოს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების განკარგვის მონიტორინგის სისტემა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს სამედიცინო დაწესებულებების არაკეთილსინდისიერი საქმიანობის ალბათობა. 5) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომელიც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მისცემს კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულ პირთა იდენტიფიცირების საშუალებას. ნარკვევის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლევან ავალიშვილი, გოგა თუშურაშვილი და სანდრო ქევხიშვილი

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/37223-IDFI-sayoveltao-jandacvis-sayoveltaobis-mizanshetsoniloba-unda-gadaikhedos     

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=113024-IDFI,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D

---

 

04.07.2016   

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=38848&cat_id=5

 

რა გავლენა მოახდინა „საყოველთაო ჯანდაცვამ“ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელზე?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა – ამ განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად აკეთებენ. ერთერთი ბოლო, ვინც ამის შესახებ განაცხადა, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა. რამდენიმე თვის წინ იგივე თქვა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა და ეს მეტწილად საყოველთაო ჯანდაცვის დამსახურებაა, რომელმაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში 2013 წელს ამოქმედდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა რას აჩვენებს სტატისტიკა ამ მიმართულებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელი ბოლო 2 წლის განმავლობაში შემცირებულია. სტატისტიკის მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2013 წელს 75,2 წელი იყო, ხოლო 2014 -2015 წლებში 72,9 წელი. თუმცა, როგორც „კომერსანტს“ სტატისტიკის სამსახურში განუმარტეს, ეს ცვლილება 2014 წელს საყოველთაო აღწერის ჩატარების შედეგად მოხდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირებულია, შესაბამისად, დაიკლო სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელმაც. „კომერსანტმა“ ასევე შეისწავლა ბოლო წლებში გარდაცვალების მაჩვენებელი ასაკობრივ ჭრილში. გარდაცვლილთა რიცხოვნობა წლიდან წლამდე იზრდება. თუ 2013 წელს 48 553 გარდაცვლილი ფიქსირდებოდა, 2014 წელს 49 087 ადამიანია დაღუპული, ხოლო 2015 წელს 49 121. ამასთან, ასაკობრივ ჭრილში გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად მხოლოდ 70-74 ასაკობრივ ჭრილში მცირდება, დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებში თითქმის ყველგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმატებს. რას ნიშნავს ეს სტატისტიკა და რა გავლენა მოახდინა მასზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ – „კომერსანტმა“ შეფასებისთვის რამდენიმე სპეციალისტს მიმართა. ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ჯანდაცვის პროგრამას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ემოქმედა, რადგანაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უფრო სხვა ფაქტორები ახდენენ გავლენას, ვიდრე ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაა. მისი განმარტებით, სოცოცხლის ხანგრძლივობისთვის მნიშვნელოვანია გარემო, სანიტარული პრობები, საკვები და ზოგადად ქვეყანაში არსებული კეთილდღეობის მაჩვენებელი. „საქართველოში ჯანდაცვაში რომ არაფერი მოხდეს და ეკონომიკა გაიზარდოს, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება. ჯანდაცვა არ არის მთავარი ფაქტორი ამ მიმართულებით. ჯანდაცვის რეფორმამ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება გაზარდოს მაგალითად აფრიკის ქვეყანაში, თუ მალარიით იღუპება ათასობით ადამიანი. მაშინ ჯანდაცვა მოქმედებს, მაგრამ საქართველოსნაირ ქვეყანაში ეს არ მუშაობს“,- აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური მეგრელიშვილს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა და ამას ისიც ადასტურებს, რომ პენსიონერთა რიცხვი იზრდება, რაც სხვა წლებში არ ფიქსირდებოდა. „საავადმყოფოში ადრე პაციენტს ვერ ნახავდით, ახლა გადატვირთულია. არა იმიტომ, რომ მაშინ ჯანმრთელი იყო ხალხი და დღეს დაავადდა. უბრალოდ მაშინ მისვლის საშუალება არ ჰქონდათ და ახლა აქვთ. რა თქმა უნდა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება უნდა იყოს. დღეს სტენოკარდია რომ აქვს პაციენტს, მას ხვალ და ზეგ აუცილებლად ინფარქტი ექნება. დღეს თუ პაციენტს აქვს სტენდირების საშუალება საყოველთაო ჯანდაცვით, ის ხვალ ინფარქტად აღარ იქცევა, ანუ ადამიანი გადარჩება სიკვდილს. ე.ი. გაიზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. თუ ადრე ამით 50 წლის ადამიანი იღუპებოდა, ახლა აღარ იღუპება, რაც აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე“,- აცხადებს მირიან წიკლაური. მისივე თქმით, შეუძლებელია საყოველთაო ჯანდაცვას არ ჰქონდეს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაზე გავლენა გამომდინარე იქიდან, რომ სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი დაავადება დღეს გულ-სისხლ-ძარღვთა ავადმყოფობებია, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შედის. „დღეს ამ დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ საშუალება ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. ასეთი დაავადების მქონე ადამიანს მეტი შანსი აქვს, რომ დღეს გადარჩეს, შესაბამისად, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობაც“,- აცხადებს მირიან წიკლაური.

---

 

04.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/387135-parlamentis-tsevri-dimitri-khundadze-makedoniel-kolegas-shekhvda.html?ar=A

 

პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მაკედონიელ კოლეგას შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის ჯანდაცვისა და ეთნიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვლადიმირ გიორჩევს შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ორი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების განხილვასთან ერთად, შეხვედრის უმთავრესი ნაწილი ქვეყნებში დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელების პრიორიტეტებს დაეთმო. „მაკედონიელ კოლეგასთან შეხვედრისას ჯანდაცვისა და სოციალური თემატიკის გარდა დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებები მიმოვიხილეთ. ისევე, როგორც საქართველოში, მაკედონიის რესპუბლიკაშიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მეთვალყურეობას უწევს დემოგრაფიული განვითარების საკითხებს. მაკედონიელ სტუმარს საქართველოს მიერ განხორციელებული ცვლილებები და პარლამენტის მიერ მიღებული „სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების“ დოკუმენტი გავაცანი და მის შესახებ ვისაუბრეთ. როგორც აღინიშნა, მაკედონიაშიც დემოგრაფიის კუთხით ანალოგიური პრობლემებია და ის შედეგები, რაც საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა მოიტანა მაკედონიისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ქართველი და მაკედონიელი კოლეგები შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებებზე და აქტიური კომუნიკაციის საკითხებზე შეთანხმდნენ. ვლადიმირ გიორჩევმა, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მაკედონიის დელეგაციის წევრს წარმოადგენს, შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრთანაც გამართა.

---

 

04.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/150388-jorjian-uother-end-fauerma-dasaqmebis-forumis-gamarjvebulebi-gamoavilna.html?lang=ka-GE

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დასაქმების ფორუმის გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. I ადგილი - საუკეთესო პროექტის ავტორი გუნდი - "გამბუზია" (აგრარული უნივერსიტეტი); II ადგილი - გუნდი "ნოვატორები" (თსუ, სტუ); III ადგილი - გუნდი "FOGY" ( სანდიეგოს უნივერსიტეტი); დასაქმების ფორუმში, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების 400-მდე სტუდენტმა და მაგისტრანტმა, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულმა სამუშაოს მაძიებლებმა მიიღეს მონაწილეობა. კრეათონზე 15-მა სამუშაო ჯგუფმა GWP-ის მენტორებთან ერთად წყალმომარაგების სფეროს ინოვაციურ იდეებზე იმუშავეს და პროექტები პრეზენტაციის სახით წარადგინეს. ჟიურიმ სამი საუკეთესო ინოვაციური იდეის მქონე, გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, ოპერაციების დირექტორი მამუკა კიკალიშვილი, კომუნიკაციების დირექტორი ეკატერეინე ბერიძე, ფინანსური დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი. ასევე, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ელექტრო სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგში აკაკი ფაღავა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტმენტის უფროსი - ელზა ჯგერენაია გამარჯვებულები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან და შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, სამთვიან სტაჟირების პროგრამას გაივლიან. გამარჯვებულები, სტაჟირების პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ეხება, თვეში 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/387128-jorjian-uother-end-fauerma-da-inovaciebisa-da-teqnologiebis-saagentom-dasaqmebis-forumis-gamarjvebulebi-gamoavilna.html?ar=A

---

 

04.07.2016   

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9B-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95/

 

დიმიტრი ხუნდაძემ ჯანდაცვის კომიტეტის საქმიანობა შეაფასა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას, ჯანდაცვის კომიტეტის წინა წლების საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ მის მიერ განხორციელებეული ცვლილებები საკმაოდ წარმატებული იყო. „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან რამდენიმე საკითხს გაუსვა ხაზი, მათ შორის – საქართველოს შრომის კოდექსის განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა. მისი განცხადებით, პროექტმა გარკვეული სამართლებრივი ჩარჩოებიც დააწესა, სადაც დაბალანსებული იყო როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებებიც. ხუნდაძემ ასევე ისაუბრა „შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონზე“, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებების შექმნის მიზნით და რომელიც ხელს უწყობს ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებას არალეგალური შრომითი მიგრაციის და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც გაესვა ხაზი, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას. კერძოდ კი, ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში შევიდა „კოდეინის“ შემცველი კომბინირებული პრეპარატები, განისაზღვრა უკანონო მფლობელობიდან, ან ბრუნვიდან ამოღებული „ეფედრინის“ „ნორეფედრინის“ ფსევდოეფედრინის მცირე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. აღნიშნულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის დადენილი წესების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ხუნდაძის განცხადებით, გამკაცრდა და გაიზარდა საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადებიც. გაიზარდა სანქციები ე.წ. სააფთიაქო ნარკოტიკების ინგრედიენტების უკონტროლო რეალიზაციაზეც. „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დიმიტრი ხუნდაძემ სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზეც ისაუბრა, მათ შორის სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც საარსებო შემწეობა ლეგალიზებულად ითვლება და რომლის შემდეგაც საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარები გათავისუფლდნენ ვალდებულებებისგან და სასამართლოსა და აღსრულებაში შეწყდა წარმოებები აღნიშნული საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე. პრესკონფერენციაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზი გაესვა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ ცვლილებასაც, რომლის მეშვეობით მნიშვნელოვნად მოწესრიგდა სააღმზრდელო საქმიანობისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები, განისაზღვრა ლიცენზიის გამცემი ორგანო და დამატებითი სალიცენზიო პირობები. ახალი ნორმები განსაზღვრავენ პასუხისმგებლობას უკანონო სააღმზრდელო საქმიანობისთვის სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისთვის სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და შრომის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. ასევე ხაზი გაესვა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციასაც, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საქართველოს მთავრობის ვალდებულებები დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 2014 წლის ივლისში დასრულდა სამუშაო გეგმის (2014-2020) წლის შემუშავება. მხოლოდ. ამავე წლის სექტემბრის ბოლოსთვის კომიტეტისა და სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად. დასრულდება მისი განხორციელების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაც. „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ის პენსიების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავრობის ძალისხმების შედეგად 2012 წლის შემდეგ პენსიის რაოდენობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახლა 180 ლარს შეადგენს. ხუნდაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წლის 1 სექტემბრიდან პენსია 216 ლარი გახდება.

---

 

04.07.2016   

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=71987&lang=geo

 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხდებს, რომ საქართველოში ტუბერკულიოზის შემთხვევები შემცირდა. მისი თქმით, მასში დიდი როლი ითამაშა ჯანდაცვის კომიტეტის მიერ განხორცილებულმა ცვლილებებმა. "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და სხვადასხვა აქტივობებით ქვეყანაში ტუბერკულიოზის შემთხვევები ჩემცირდა მაგრამ საგანგაშო იყო ის ფაქტი, რომ წამალმდგრადი ტუბერკულიოზის შემთხვევებმა იმატა. ჩვენ შევიმუშავეთ პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ცალკე ქვეყანაში არ არსებობდა. საკმაოდ ამბიციური განაცხადი გავაკეთეთ, როდესაც შემოვიტანეთ არანებაყოფლობითი მკურნალობის დეფინიცია თუ პაციენტი არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარს განაცხადებს მკურნალობაზე მისი ნების მიუხედავად სახელმწიფო უზრუნველყოფს მის მკურნალობას და დაიცავს მის ჯანმრთელობას და გარშემომყოფ პირებს რომ ეს ინფექცია არ იყოს გავრცლებული", - განაცხადა ხუნდაძემ "კვირას" პრესკლუბში.

---

 

04.07.2016   

მედიასაშუალება: http://ick.ge/rubrics/economics/28993-i.html

 

კვლევის მიხედვით ოჯახების დიდი ნაწილი საკვებს პერიოდულად კრედიტით ყიდულობს

ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამმა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ საქართველოში კვების ეროვნული კვლევა ჩაატარეს. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ხორცეულისა და თევზეულის ნაკლებობას განიცდის. ყოველ მესამე ოჯახს სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არა აქვს. ანგარიშის თანახმად, გამოკითხული ოჯახების უმრავლესობა (58%) აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში განიცადეს რომელიმე ჯგუფის სურსათის ნაკლებობა. კვლევის მიხედვით, სურსათის ნაკლებობის მთავარი მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია. „საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნახშირწყლოვან საკვებს მოიხმარს და განიცდის ხორცეული და თევზეულის ნაკლებობას, რომელიც მდიდარია ცილებით, რკინით და A ვიტამინით. მოსახლეობის მხოლოდ 1/3 მოიხმარს რკინით მდიდარ საკვებს, რომელსაც ძირითადად იღებს ცხოველური წარმოშობის პროდუქციიდან. რკინით მდიდარი საკვების მოხმარება განსაკუთრებით დაბალია ქალებსა და ბავშვებში და წარმოადგენს 33–34%–ს“, - ნათქვამია ანგარიშში. კვლევის მიხედვით საქართველოში ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი 575 ლარია და თითქმის ნახევარი საკვებზე იხარჯება (საშუალოდ საკვებზე იხარჯება 270 ლარი თვეში). დაბალშემოსავლიანი ოჯახები საკვებ პროდუქტებზე თავიანთი შემოსავლის 65%-ს ხარჯავენ (შემოსავალი - 219 ლარი, საკვებ პროდუქტებზე ხარჯი - 142 ლარი), ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები შემოსავლის მხოლოდ 35%-ს ხარჯავენ საკვებ პროდუქტებზე (შემოსავალი - 1421 ლარი, საკვებ პროდუქტებზე ხარჯი - 492 ლარი). „როგორც კვლევის შედეგები გვიჩვენებს, ოჯახების დიდი რაოდენობა საქართველოში დროდადრო კრედიტით ყიდულობს საკვებ პროდუქტებს. კვლევის შედეგების მიხედვით ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში არა აქვს საკმარისი ფული სურსათის საყიდლად. თბილისის მოსახლეობის კვების მრავალფეროვნების დონე უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქალაქებში და სოფლებში მაცხოვრებლების“, - აღნიშნულია ანგარიშში. კვლევის თანახმად, ოჯახებში ყველაზე ხშირად სამ კერძს მიირთმევენ - შემწვარ კარტოფილს, ლობიოსა და აჯაფსანდალს. „ოჯახების მიერ მოხმარებული სურსათის ჯგუფების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის ნახევარს (50%) კვების მრავალფეროვნების საშუალო დონე აქვს. კვების მრავალფეროვნების დაბალი და საშუალო დონის მქონე რესპონდენტები ძირითადად ზეთით და ბოსტნეულით იკვებებიან. ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის. მარტოხელა პენსიონრების ოჯახებში რკინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება საკმაოდ დაბალია (24%)“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშის თანახმად, 10-17 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით ნახევარი მოკლებულია ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს: „კვების ასეთი რაციონი მაკრო და მიკროელემენტების დეფიციტთან ასოცირდება და ქმნის ცილოვანი დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობების განვითარების რისკს, რაც ბავშვებში უხშირესად განვითარებისა და ზრდაში ჩამორჩენის პრობლემებთან არის ასოცირებული“, - ნათქვამია კვლევაში. აღნიშნული კვლევა მომზადდა „ოქსფამის“ „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. კვლევის ფარგლებში საქართველოში მაცხოვრებელ ოჯახებთან 1000 ინდივიდუალური ინტერვიუ ჩატარდა.

---

 

04.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=112995-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%A8%E1%83%A8%E1%83%9B,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90

 

25 წლის შშმ პირისთვის მოხსნილი სოციალური დახმარება და დაკისრებული 600 ლარიანი ჯარიმა

ერთსართულიანი, მიწაზე დადგმული პატარა სახლი, რომელსაც სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის და ზამთარში იქ ცხოვრება შეუძლებელი ხდება, ფანჯრები, ნახევრად შემინულია, ზოგან კი ცელოფნის პარკები აქვთ აკრული, სახლს სანახევროდ არც ჭერი აქვს და არც გამაგრებული კედლები. მაგიდა, სკამები, საწოლები, ყველაფერი ძველია და ეტყობა რამდენჯერმე შენაკეთებიც. ერთადერთი, რასაც ამ სახლში სიახლის ელფერი დაკრავს, ფერადი ტელევიზორია. ეზოში რამდენიმე ძირი თხილი და მანდარინი აქვთ დარგული. არ ჰყავთ საქონელი, ყიდვა ვერ შევძელითო. მხოლოდ პატარა ხბოს ზრდიან, რომელიც აჩუქეს და ჰყავთ კიდევ 5 ქათამი. თავის გატანას ეზოში მოყვანილი ბოსტნეულით ასე თუ ისე ახერხებენ, როცა პურის ფული არა აქვთ, მეზობლებს ეხმარება, ავადმყოფ შვილს საჭმელი მაინც რომ აჭამოს, რადგან მედიკამენტების ყიდვას ისედაც ვერ ახერხებს, ძვირია, ყოველდღიურად ესაჭიროება და ვერ ავუთავეთო. ასეთ პირობებში მცხოვრებ მამა-შვილს კი დაახლოებით რვა თვეა მოხსნილი აქვს სოციალური დახმარება, მათი „ქონების“ 69 ათას ქულად შეფასების გამო. ოჯახის უფროსი ჯერ არც საპენსიო ასაკისაა, მათი ერთადერთი შემოსავალი 25 წლის ლევანის პენსიაა, რომელიც დაბადებიდან მძიმე ავადმყოფია და მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს. გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას ყოვედღიურად ესაჭიროება დამამშვიდებელი მედიკამენტები, რომლის ყიდვასაც ვერ ახერხებენ. ეს კი, როგორც ვალერიან მეგრელიძვილი გვიხსნის, მის მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს და კრიტიკულს ხდის: „ძალიან გაღიზიანებული ხდება, ნერვიული. არ შიძლება ამის წამლების გარეშე გაჩერება, მაგრამ რა ვქნა?! 100 ლარი აქვს სულ პენსია, საჭმელი ხომ უნდა ჭამოს? შუქს ხომ ვერ გამოვურთავს, ესეც ხომ უნდა გადავიხადოთ? მორჩა ასი ლარი. თუ რამე შავი სამუშაო გამოჩნდება მეზობელთან, ან სადმე, მივდივარ და ვმუშაობ. მაგრამ, ეს ხომ ყოველდღიური სამუშაო არაა“?-გვიყვება ვალერიან მეგრელიშვილი. მეგრელიშვილების ოჯახის უკიდურეს გაჭირვებაზე სოფელ სილაურში, ძეგორას უბანში ყველამ იცის: „არ არსებობს ამ სოფელში ოჯახი, ამათზე მეტად რომ უჭირდეს. ავადაა ბიჭი, რაცხა სოციალურს იღებდნენ, ისიც შეუწყვიტეს. ამათ თუ არ მისცემენ, მაშინ გვითხრან, სად ნახულობენ ოჯახებს, ამათზე უარესად რომ ცხოვრობენ“-გვეუბნებიან მეზობლები. ოჯახის უფროსი გვეუბნება, რომ არა აქვს კონკრეტული პასუხი, რის გამო გაეზარდა სარეიტინგო ქულა და რატომ დარჩა ოჯახი სოციალურად შეჭრვებულთა სიის მიღმა. ახლა ყველაზე მეტად იმ გაზრდილი გადასახადის გამო წუხს, წინსწრებით გამოტანილი და შემდეგ შეწყვეტილი ფულადი დახმარების სანაცვლოდ, ჯარიმის სახით რომ სთხოვენ. თანხის გამოტანა კი, როგორც თავად გვიხსნის, შვილის ოპერაციისთვის სჭირდებოდა: „რამდენიმე ძირი თხილი მაქვს, გადამიანგარიშეს, თითქოს 1000 ლარს მიკეთებდეს და კი მომიხსნეს სოციალური დახმარება. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ 300 ლარი სოციალური დახმარების წინსწრებით მქონდა აღებული, ახლა იმ გატანილ თანხას უკან მთხოვენ, მაგრამ პროცენტით, რადგან ვერ ვიხდი, ემატება და 900 ლარზეა ასული. ის თანხა წინასწარ შვილისთვის გამოვიტანე, ბათუმში მყავდა წაყვანილი ექიმთან. ასაკში შევა და უკეთესად იქნებაო, მაგრამ უარესად არის. არ ვიცი რა ვუშველო. თავდაპირველად 35 ათასი ქულა მქონდა, ახლა 69 ათასი მომანიჭეს. რა ნახეს ჩემთან ასეთი, უკან-უკან მივდივარ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი მყავს. განცხადების დაწერის უფლებას არ მაძლევენ, ერთი წელი უნდა გავიდესო. მთელი ჩვენი შემოსავალი ჩემი შვილის პენსიაა, მე ჯერ არ ვარ საპენსიო ასაკში. ამ თანხით ცალკე მედიკამენტებს ვყიდულობთ, რომელიც მუდმივად ესაჭიროება და ცალკე საჭმელს. არც საქონელი გვყავს, ერთი პატარა ხბო მყავს და 5 ქათამი“. მეგრელიშვილების უმძიმესი საცხოვრებელი პირობებისა და ეკონომიური მდგომარეობის გამო, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მათ არც ერთჯერადი დახმარება მიუღიათ და ვერც მათი სახურავით უზრუნველყოფა შეძლეს: „დეპუტატთანაც ვიყავით სოფლის, კარგად იცის მან ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ არაფერი დახმარება ჩვენ არ მიგვიღია, მხოლოდ 200 აგური და 20 პაჭკა ცემენტი, რომელიც ახლაც ეზოში გვიწყვია, რა უნდა გავაკეთო მაგით? აშენების საშუალება მაქვს, თუ სახლის გამაგრების? სახურავი მოეცათ, თავზე არ დაგვაწვიმდებოდა. ჩემს თავზე არც ვფიქრობ, ასეთი მძიმე ავადმყოფი მყავს სახლში, ლაპარაკი უჭირს გადაადგილების პრობლემა აქვს, საოპერაციოა და წამლებს ვერ ვყიდულობთ, კიდე თავზე დაწვიმება უნდა ამას? ისედაც ამხელა გასაჭირი აქვს“-გვიყვება ვალერიან მეგრელიშვილი. მეგრელიშვილების ორსულიან ოჯახს სოციალური შემწეობა უკვე 8 თვეა მოხსნილი აქვს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მაღალი სარეიტინგო ქულების გამო. ისინი წლების განმავლობაში, პროგრამის ამოქმედებიდან გასულ წლამდე სოციალურად შეჭირვებულთა სააგენტოს ბენეფიციარები იყვნენ. თავდაპირველად 24 ათასი სარეიტინგო ქულა ჰქონდათ, მომდევნო ოთხ წელიწადში 24 ათასი 35 ათასამდე გაიზარდა, გასულ წელს კი 69 ათასი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც რესპონდენტები გვიყვებიან, მათი ცხოვრება არც უკეთესობისკენ შეცვლილა და არც არაფერი შეუძენიათ. ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს კი, ჟურნალსიტებს საგენტოდან მხოლოდ ერთი პასუხით გვისტუმრებენ, ეს ოჯახის პირადი მონაცემებია და მათი გასაჯაროების უფლება არ გვაქვს, თავად მობრძანდნენ სააგენტოში და ყველაფერს ავუხსნით.

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

05.07.2016     

მედიასაშუალება:          ქრონიკა+

 

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმა დიდი "წმენდა" სამშობიარო სახლებში

ჯანდაცვის სამინისტროს ხსენებული რეფორმის შესახებ თითქმის არ არის ცნობილი. იგი წინა ნომერში პირველად "ქრონიკა+"-მა გააჟღერა და რაოდენ დიდი იყო ჩვენი გაკვირვება, როდესაც ხსენებულმა უწყებამ ფაქტი დაგვიდასტურა. საუბარია საქართველოს კლინიკების ე.წ. დონეებად დაყოფაზე. აღნიშნული რეფორმა, ამ ეტაპზე, მხოლოდ სამშობიარო სახლებს შეეხო და ინფორმაცია, რომელსახ ამჯერად მოგაწვდით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალზე მნიშვნელობანია კერძოდ: მალე ქალები ნებისმიერ სამშობიაროში ვერ იმშობიარებენ და ვერც ყველა გინეკოლოგიურ კლინიკას მიაკითხავენ. საქმე ეხება დონეებს!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3748729&name=05.07.2016+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

05.07.2016     

მედიასაშუალება:          მესინჯერი

 

საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებიც ტრეფიკინგს ყველაზე წარმატებულად ებრძვიან

ადამიანით ვაჭრობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებიც ტრეფიკინგს ყველაზე წარმატებულად ებრძვიან. კავკასიის რეგიონიდან საქართველოსთან ერთად პირველ ჯგუფში მოხვდა სომხეთი. რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენ წევრებს, ესენია აშშ და მეტწილად, ევროპული ქვეყნები, მათ შორის - ლიტვა და პოლონეთი. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის, ასევე, მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყაროდ, სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყნად კვლავ რჩება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3748713&name=05.07.2016+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.07.2016     

მედიასაშუალება:          რეზონანსი

 

180 ლარს პენსიონერი მაქსიმუმ 20 დღე იმყოფინებს

180-ლარიანი პენსია პენსიონერებს, საშუალოდ, 18-20 დღის განმავლობაში ეყოფა, 4 წლის წინანდელი 110-ლარიანი "დახმარება" კი მხოლოდ 2 კვირა კმაროდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი მარტოა. ოჯახის სხვა წევრებთან ცხოვრების შემთხვევაში, მისი კეთილდღეობა და მოხმარების დონე იზრდება, ხარჯი კი შედარებით მცირდება. როგორც ცნობილია, პირველი ივლისიდან საქართველოში პენსია 180 ლარი გახდა. იმისათვის, რომ პენსიონერმა იარსებოს და ელემენტარული მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, იგი 1 თვეში, დაახლოებით, 300 ლარს უნდა იღებდეს. სტატისტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი ფასების მიხედვით, სწორედ ამდენია საჭირო, რომ პენსიონერმა თავი ირჩინოს და სხვაზე არ იყოს დამოკიდებული: "ეს არის ის მინიმალური დონე, რომელიც პენსიონერს მისცემს საშუალებას, რომ იარსებობს. დღევანდელი პენსია მათ ეყოფათ მხოლოდ არსებობისთვის და არა აქტიური სოციალური ფუნქციის შესასრულებლად. 180 ლარს დღეს მარტო მცხოვრები პენსიონერი, საშუალოდ, 18-20 დღე იკმარებს", - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე. "ბიზნეს-რეზონანსმა" პენსიონერთა აუცილებელი ხარჯი დაითვალა და მიახლოებითი არითმეტიკული გათვლებით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს თანხა 18 დღისთვის არის საკმარისი. იმისათვის, რომ ადამიანმა იარსებოს, ყოველდღიურ რაციონში უნდა ჰქონდეს პური, შაქარი და ცხიმი. ერთ პენსიონერს დღეში 1 პური სჭირდება, რაშიც თვეში 21 ლარის გადახდა მოუწევს. ერთი ადამიანი თვეში, საშუალოდ, 1 ბოთლ ზეთს მოიხმარს, ზეთი 3,5 ლარი ღირს, ანუ ცხიმის ამ სახეობაში პენსიონერი თვეში 3,5 ლარს დახარჯავს. რაც შეეხება შაქარს, კვირაში ერთი კილოგრამი შაქარი ერთი ადამიანისთვის სრულებით საკმარისია, თვეში კი შაქარზე სულ რაღაც 7 ლარის გადახდა მოუწევს. საერთო ჯამში, ერთ რიგით პენსიონერს პურში, ცხიმსა (ზეთი) და შაქარში თვეში 33 ლარი სჭირდება. არსებობისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბურღულეული - ბრინჯი, წიწიბურა, ასევე მაკარონი, ყველა ერთად კი ერთ პენსიონერს სულ რაღაც 16 ლარი დაუჯდება. პენსიონერისთვის აუცილებელია კარაქის მიღებაც, რაც თვეში, საშუალოდ, 10 ლარით ზრდის ხარჯებს. (ეს იმ შემთხვევაში, თუ კარაქი არ არის ძვირადღირებული, ან არის, მაგრამ პენსიონერი მცირე რაოდენობით მოიხმარს). კვების რაციონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია კარტოფილი, რომელიც რიგითი ქართველის ოჯახში თითქმის ყოველთვის გამოინახება. ერთ ადამიანს თვეში, საშუალოდ, 8-10 კილოგრამი კარტოფილი სჭირდება, რაც დღევანდელ ფასით დაახლოებით 6-7 ლარია. დღეს ერთი კილოგრამი კარტოფილი, საშუალოდ, 60 თეთრი ღირს. პენსიონერისთვის, როგორც სხვა ყველა ასაკის ადამიანისთვის, საჭიროა ბოსტნეულის მიღება. კომბოსტოს, ხახვის, სტაფილოს, ჭარხლისა და მწვანილის შესაძენად თვეში ადამიანს დაახლოებით 20 ლარი სჭირდება. კვების რაციონში აუცილებელია ხორციც. ეკონომიურად მოხმარების შემთხვევაში კი ერთ პენსიონერს თვეში 2 კილოგრამი ხორცის ყიდვა მოუწევს, რაც თვეში ხარჯებს 22-24 ლარით ზრდის. აუცილებელია რაციონში თევზის ჩართვაც, კვირაში ერთი დღით მაინც, რაშიც პენსიონერს, საშუალოდ, 12 ლარის დახარჯვა მოუწევს. პენსიონერის კვების რაციონში უნდა შედიოდეს ხილიც, რის შეძენას თვეში, საშუალოდ, 15 ლარი სჭირდება. ასაკოვანი ადამიანი, თუკი არ უჩივის განსაკუთრებულ დაავადებებს, ასაკიდან გამომდინარე, გარკვეული სახის მედიკამენტების მიღებას მაინც ვერ ასცდება. ეს კი თვის ხარჯს დაახლოებით 30 ლარს უმატებს. ჰიგიენური საშუალებებისთვის საჭიროა დაახლოებით 12 ლარი. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს (დენი, გაზი და წყალი) ამისათვის ერთ პენსიონერს ზამთრის სეზონზე თვეში, საშუალოდ, 70 ლარი დასჭირდება, ზაფხულში - 20 ლარი. საბოლოო ჯამში, ერთი რიგითი პენსიონერის (განსაკუთრებით ქალაქად მცხოვრების) თვიური ხარჯი დაახლოებით 230-240 ლარს შეადგენს, რასაც ტრანსპორტირების თანხაც ემატება, დღეში, საშუალოდ, მაქსიმუმ ერთი ლარი. არადა, პენსია სულ რაღაც 180 ლარია. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ დღეს 180-ლარიანი პენსია რიგით პენსიონერს, რომელიც ცალკე ცხოვრობს, მაქსიმუმ 20 დღე ეყოფა. 4 წლის წინათ, როდესაც პენსიის მოცულობა მხოლოდ 110 ლარს შეადგენდა, ის პენსიონერს მხოლოდ 15 დღე ყოფნიდა. უფრო ადრეულ პერიოდში კი, როცა პენსია ჯერ 14, შემდეგ კი 40-50 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ასაკოვანი ადამიანი მას 5-10 დღეში ხარჯავდა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის აზრით, როდესაც პენსიის ოდენობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, მონეტიზაციის რა დონეა იმისათვის, რომ პენსიონერებმა თავიანთი მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ. საქართველოში პენსიონერები იღებენ დახმარებას, სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით და მესამე, რომელზეც ყურადღებას არ ამახვილებენ, მაგრამ რეალობაა, ეს არის ოჯახის დახმარება. ქართული ტრადიციული ოჯახის წყალობით, პენსიონერთა 90% ცხოვრობს ისეთი შინამეურნეობებში, სადაც მათ ოჯახის ახალგაზრდა წევრები დიდად ეხმარებიან. ასეთ შემთხვევაში ხდება საერთო ოჯახური შემოსავლების შიდა გადანაწილება და ამის გამო, პენსიონერების კეთილდღეობა და მოხმარების დონე იზრდება. ამიტომ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მათ მდგომარეობაზე და კეთილდღეობაზე. "იმ ოჯახებში, სადაც პენსიონერები შრომისუნარიანი ასაკის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობენ, მათი ფაქტობრივი მოხმარება თითქმის 1,5-2-ჯერ იზრდება. ვინც დასაქმებულია, მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება პენსიის საშუალო სიდიდეს და ეს უზრუნველყოფს შიდა ოჯახური მოხმარების შედარებით მაღალ დონეს. რაც უფრო მრავალრიცხოვანია ოჯახი, ერთი და იგივე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (ერთობლივი მოხმარების ეფექტის გათვალისწინებით), ნაკლები თანხაა საჭირო. მაგალითად, პენსიონერს სჭირდება პირობითად, 200 კვტ/სთ ელექტროენერგია მარტო ცხოვრების შემთხვევაში, მაგრამ თუ ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მაშინ მასზე მოსული ელექტროენერგიის წილი შემცირდება 80-100 კვტ/სთ-მდე. გამოდის, რომ შემოსავალი იზრდება, სამომხმარებლო ხარჯი კი ერთი და იგივე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მცირდება. ამიტომაც პენსიონერის ფაქტობრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება", - აცხადებს არჩვაძე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ პენსიონერს სურს, რომ ჰქონდეს უფრო მეტი შემოსავალი და არ იყოს სხვაზე დამოკიდებული: "180 ლარამდე პენსიის ზრდა კარგია, თუმცა ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით იმ პენსიონერებისთვის, ვინც მარტო ცხოვრობს. თვითონ ის ქონებაც, რასაც ისინი წლების განმავლობაში ფლობენ, თანდათანობით კარგავს სამომხმარებლო თვისებებს და საჭიროა მათი განახლება. პენსიონერის მიმდინარე შემოსავალი კი აბსოლუტურად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოახდინონ მათი ჩანაცვლება", - აცხადებს არჩვაძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3748652&name=05.07.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

05.07.2016     

მედიასაშუალება:          რეზონანსი

 

მშიერი ბარი და კიდევ უფრო მშიერი მთა

საქართველოში მოსახლეობის 7,4% შიმშილობს. ბართან შედარებით უფრო რთული მდგომარეობაა ქვეყნის მთიანეთში. იქ მოშიმშილეთა ოდენობა 9-13%-ის ფარგლებშია. რაც შეეხება შიმშილობის პრობლემას ამსახველ სტატისტიკას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. როგორც აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ამბობს, უკვე წლების სასურსათო უსაფრთხოების ბიულეტენი აღარ გამოიცემა და შესაბამისად, სტატისტიკაც დუმს. საქართველოში რომ მოსახლეობის უმეტესობას კვების პრობლემა აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. "ოქსფამის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 1/3 და ქალებისა და ბავშვების 33-34% მოიხმარს რკინით მდიდარ ხორცის პროდუქტს; მოხუცი ქალები და ასაკოვანი მოსახლეობის მხოლოდ 24-25%-ს მიუწვდება ხელი ცხოველური წარმოების პროდუქციაზე, რომელიც მდიდარია "ა" ვიტამინით; ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აღენიშნება; მოსახლეობის 61% - ხორცეულისა და თევზეულის, 45% - ხილის და ბოსტნეულის, 20% კი რძის ნაწარმის დეფიციტს განიცდის; ოჯახების 14% სისტემატურად სესხულობს ფულს სურსათის შესაძენად. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში 10-17 წლის ასაკის მოზარდების 50% მოკლებულია ვიტამინებით, ცილებით და რკინით მდიდარ სურსათს, რაც უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ქმნის ცილოვანი დეფიციტით გამოწვეულ მდგომარეობას, ანემიის განვითარებისა და ზრდის შეფერხების რისკს. კვლევების საფუძველზე და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ 4 მიმართულებაზე დაყრდნობით, "ოქსფამმა" სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და დაასკვნა, რომ: სურსათის წარმოების ინდექსი დაბალია, ხოლო სურსათზე ფასი - ძალიან მაღალი. რეგიონში ძირითადი პრობლემა არის არა კვების უკმარისობა, არამედ ჭარბი სახამებლიანი სურსათი, ხოლო ცილები ნაკლებად ხელმისაწვდომია, რაც ბავშვებში ზრდის შეფერხებასა და განუვითარებლობას იწვევს. გარდა საერთო მაჩვენებლისა, "ოქსფამმა" სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სპეციალური კვლევა 6 რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის მთიანეთში ჩაატარა. კვლევამ საკმაოდ სავალალო შედეგი აჩვენა. გაირკვა, რომ საქართველოს მთიან რეგიონებში სურსათისა და კვების უსაფრთხოების დონე უფრო დაბალია, ვიდრე მთლიანად საქართველოში. გამოკითხვის მიხედვით, 9-13%-ს აქვს საკვებით უზრუნველყოფის პრობლემა, როდესაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი 7,4%-ია. "გამოკითხვის მიხედვით, მთიანეთში საოჯახო მეურნეობათა 63% კვების პროდუქტებზე ხარჯავს მთლიანი ხარჯის 50%-ზე მეტს. საოჯახო მეურნეობათა 22%-ისთვის სამომხმარებლო ხარჯებში სურსათზე ხარჯის წილი მთლიანად საქართველოში 44%-ს შეადგენს. (განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატება) აღსანიშნავია, რომ საოჯახო მეურნეობათა 8%-ს საერთოდ არ ყოფნის შემოსავალი სასურსათო ხარჯისთვის", - აღნიშნულია კვლევაში. "შემოსავლების გაზრდის ერთ-ერთი გავრცელებული ალტერნატივაა "საშოვარზე" წასვლა ქვეყნის შიგნით დიდი ქალაქებში ან უცხოეთში, მუდმივათ თუ სეზონურად. მიგრაციული მიზიდულობის ცენტრებია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი. ქვეყნის გარეთ კი უფრო მეტად დადიან დასავლეთ საქართველოს მთიანეთიდან თურქეთში სამუშაოდ", - წერენ კვლევის ავტორები. მთაში საოჯახო მეურნეობათა დიდი უმრავლესობა ნატურალური მეურნეობას ეწევა და როგორც წესი, ამ მხრივაც სრულფასოვნად არ მიუწვდება ხელი საკვებ პროდუქტებზე (რამდენიმე სახეობის გარდა). დეფიციტი ივსება სურსათის ბაზრის მეშვეობით, მაგრამ პროდუქტების შესაძენად საოჯახო მეურნეობას სჭირდება ფული, რომელიც მთაში მცხოვრებ მოსახლეობას მუდმივად უჭირს. "სურსათზე ხელმისაწვდომობა ასეთ შემთხვევაში შეზღუდულია უფულობისა და სიღარიბის გამო", - აღნიშნულია "ოქსფამის" კვლევაში. ამ დროს კი სტატისტიკის ეროვნული სამსახური უფრო საიმედო მონაცემებს აქვეყნებს. 2015 წელს ქალაქში მცხოვრები ერთი ადამიანის მთლიანი თვიური ხარჯი 225,8 ლარს შეადგენს, სურსათზე დანახარჯი კი - 77,7 ლარს. სოფელში მცხოვრები ერთი ადამიანის ხარჯი 135,7 ლარია, საიდანაც სურსათზე ადამიანი 54,7 ლარს ხარჯავს. რაც შეეხება შინამეურნეობას, აქ ხარჯი 794,9 ლარია, სურსათზე კი - 273,5 ლარი. სოფლებში ერთი შინამეურნეობა თვეში 497,3 ლარს ხარჯავს, საიდანაც საკვებზე დანახარჯი 200,5 ლარს შეადგენს. აღნიშნული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობას საკვების ყიდვის პრობლემა არ აქვს. რამდენი ლარი სჭირდება ერთ ოჯახს თვეში საკვებზე, ეს ფართობითია და, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრთა მოთხოვნაზეა დამოკიდებული. სტატისტიკა ამბობს, რომ ერთი ოჯახისთვის საკმარისია 273 ლარი, ერთი ადამიანისთვის კი - 77 ლარი, რაც შეიძლება ითქვას, რომ არარეალურია. ეკონომისტების თქმით, ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან რაღაც არასწორად იზომება და რეალურად, ოჯახების უმეტესობა სურსათის ხარჯსაც კი ვერ აუდის. ის ადამიანები კი, რომლებიც მუდმივად "დეფიციტში არიან", გადარჩენის ზღვარზე მყოფი კატეგორიაა. მოსახლეობის შემოსავლის დიდი ნაწილი სურსათზე იხარჯება, მაგრამ დაახლოებით 35-40%-ს ხარისხიანი კვების პრობლემა აქვს. ირღვევა პროპორცია ცხოველური და მცენარეული წარმომავლობის საკვებ პროდუქტებს შორის, დარღვეულია ბალანსი ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს შორისაც. სოციოლოგი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ საკვების პრობლემა საქართველოში თითქოს მოგვარებულია, მაგრამ მეორე მომენტია, რამდენად ხარისხიანია დიეტის კომპონენტი. "საკვები ენერგიის დეფიციტი ქალაქში უფრო არსებითია, ვიდრე სოფელში, ვინაიდან სოფლში ძალიან მაღალია საკუთარი წარმოების სურსათის მოხმარება. სოფელად მცხოვრები შიმშილით არ მოკვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგად და ჯანსაღად იკვებება. ამდენად, ეს საქართველოში უფრო ურბანული მოვლენაა და სოფლები ასეთი რისკის ქვეშ ნაკლებად არიან. რაც შეეხება იმას, თუ რომელ რეგიონში უფრო შიმშილობს ხალხი, ამის თქმა სტატისტიკური კვლევების გარეშე შეუძლებელია, თუმცა ვიმეორებ, ემპირიული დაკვირვებით ჩვენთან ეს პრობლემა უფრო ქალაქებშია, ვიდრე სოფლად", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ. სოფლის მეურნეობის სპეციალისტი პაატა კოღუაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოში შიმშილს, ძირითადად, მთის რეგიონის მოსახლეობა განიცდის და ამის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარომეტრი დაცლილი მთაა. რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან სასურსათო უსაფრთხოების ბიულეტინი, რომელიც ადრე მუდმივად გამოდიოდა, უკვე 5 წელია აღარ გამოიცემა. "ნობელის პრემიის ლაურიატი ამარტია სენი (მან ნობელის პრემია სიღარიბისა და შიმშილის პრობლემის კვლევისთვის მიიღო) ამბობდა, რომ შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის არ განაპირობებს სურსათის ნაკლებობა. ამას განაპირობებს ინფრასტრუქტურული და სოციალური, ინსტიტუციონალური მოუწყობლობა, მათ შორის, უგზოობა, უწყლოობა, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობა და ა.შ. საქართველოს სოფლებში წყლის პრობლემაა, სკოლაში ბავშვები 7 კილომეტრს ფეხით დადიან, ბიბლიოთეკა არ არის, სოციალური პრობლემებია და ამიტომაც იცლება რეგიონი. მაგალითად, ზემო რაჭა თითქმის მთლიანად დაიცალა და ეს იმიტომ მოხდა, რომ იქ შიმშილთან ერთად, ხალხს სხვა ბევრი პრობლემაც ჰქონდა", - განაცხადა კოღუაშვილმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3748544&name=05.07.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 05.07.2016    

მედიასაშუალება: ქრონიკა+

რეზო გაგუა: "სიგარეტის მოწევა აუცილებლად უნდა იაკრძალოს!"

"საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის წევრები აღმასრსულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის დროულად გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. ასოციაციის განცხადებაში ანიშნულია, რომ საქართველოში ონკოლიგიური დავადებები საგანგაშოდ იზრდება, რის გამომწვევ მიზეზადაც თამბაქოს ასახელებენ. “მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია და ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას. ამიტომ ვუერთდებით ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ინიციატივას და მოვითხოვთ პარლამენტმა უახლოეს პერიოდში განიხილოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომლის მიღების შედეგად ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში და ტრანსპორტში აიკრძალება თამბაქოს მოწევა, უარს ვიტყვით თამბაქოს რეკლამასა და პოპულარიზაციაზე, გამარტივდება ადმინისტრირება, გაიზრდება საჯარიმო სანქციები და განხორციელდება მსოფლიოში აპრობირებული ღონისძიებები. მრავალ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გამკაცრების შემდეგ ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იკლებს ფილტვის კიბოს სტატისტიკა. საქართველოში კი ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება. სიმსივნეს მრავალი მიზეზი იწვევს, მათ შორის თამბაქოს მოხმარება. წელიწადში 10 000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გვეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. ყოველდღიურად მატულობს თამბაქოთი გამოწვეული სიმსივნეების, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს შემთხვევები. აღნიშნული დაავადებები ახალგაზრდავდება და უკვე ხშირია ქალებს შორის. ანალოგიური მდგომარეობაა გულსისხლძარღვთა, რესპირაციული, პედიატრიული, რეპროდუქციული და მრავალი სხვა დაავადებების მხრივ. უამრავი პათოლოგიის თავიდან აცილება უფრო იოლად შეიძლება თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებით, ამიტომ ვთხოვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს, ნუ გადადებთ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონმდებლობა, რომელიც შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას და დაიცავს მისი მომაკვდინებელი ზეგავლენისაგან თაობებს“, – აღნიშნულია ონკოლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3748888&name=05.07.2016+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---