From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-06.07.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 06.07.2016 08:59
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 06.07.2016

ტელევიზია

06.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 09:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის დღეს საქართველოში. ჯონ კერის თვითმფრინავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათში ელოდებიან დავით სერგეენკო: ასეთი რანგის პოლიტიკური მოღვაწის ვიზიტი საქართველოში ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობის არის, მე წინასწარ გამიჭირება გითხრათ რა საკითხები იქნება განხილული თმცა მე ვფიქრობ რომ ამ საკითხებს შორის ჯანდაცვის სფეროში ჩენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა აუცილებლად იქნება გაანალიზებული(პირველი ბლოკი)

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3751199

---

 

05.07.2016

არხი:         რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 18:00

 бѓ—ბილისში დღეიდან გულის ცენტრი იმუშავებს. бѓђбѓ®бѓђбѓљ კარდიოლოგიურ კლინიკაში შესაძლებელია დიაგნოსტიკური бѓ“бѓђ ლაბორატორიული კვლევების бѓ©бѓђбѓўбѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЄ. бѓ›бѓ™бѓЈбѓ бѓњбѓђбѓљбѓќбѓ‘бѓђбѓЎ პაციენტები ნაციონალური бѓ“бѓђ ევროპული გაიდლაინებით გაივლიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3750481

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3749639

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3751102

---

 

05.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 21:00

დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრის ჩათვლით თბილისის მოსახლეობის დამშვიდებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით კუს ტბაში თევზები გაუშვეს, რომლებიც ზიკას და მალარიის გადამტან კოღოებს ებრძვიან, თუმცა, როგორც გაირკვა თბილისის შემოგარენში ასეთი მწერები ისტორიულად არასოდეს დაფიქსირებულა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3750943

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3750866

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3750368

---

 

05.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 21:00

ექიმის შეცდომა თუ დამთხვევა?! ბორჯომში ბოლო პერიოდში ერთი ექიმის რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. ბოლოს ასეთი შემთხვევა თეთვაძეების ოჯახში დაფიქსირდა. ნინო თეთვაძე სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ რამდენიმე დღეში სახლში გარდაიცვალა. მიზეზი უცნობია. ოჯახის წევრები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნინო თეთვაძის გარდაცვალება ინფექციამ გამოიწვია. მათი მტკიცებით, პაციენტი კლინიკიდან მაღალი სიცხით გამოწერეს. ექიმი, რომელსაც თეთვაძეები ადანაშაულებენ, ლიცენზიაშეჩერებული იყო. როგორ მოახერხა მან ლიცენზიის აღება, ეს უცნობია. ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ადასტურებენ, რომ ექიმს მუშაობის უფლება ნამდვილად ჰქონდა შეჩერებული. კურიერის გადამღებმა ჯგუფს კი კლინიკაში მუშაობის საშუალება არ მიეცა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3750940

---

 

05.07.2016

არხი:         I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმარტებებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოც აკეთებს. საუბარია ტარანტულზე, რომლებიც, გავრცელებული ცნობით, თბილისსა და მის შემოგარენში ფიქსირდება. ცენტრში ხაზს უსვამენ, რომ ტარანტულა ობობა შხამიანია, თუმცა ის ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ აგრესიული ობობის კბენის შემთხვევაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3750877

---

 

05.07.2016

არხი:         бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ™бѓќбѓњбѓўбѓђбѓҐбѓўбѓ˜ 15:00

ნებისმიერი მინისტრის ცვლილება პრემიერის პრეროგატივაა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "რესპუბლიკელი" მინისტრების ცვლილებების თაობაზე კმენტირებისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ვაკის მაჟორიტარად არის წარდგენილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3749698

I არხი მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3750132

---

 

05.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   არჩევანი

ვინ იპარავს ხალხის бѓ¤бѓЈбѓљбѓЎ?  სისტემური კორუფციის ნიშნები იკვეთება ჯანდაცვის სამინისტროშიც. საქმე бѓ™бѓ•бѓљбѓђбѓ• პირდაპირი წესით შესყიდვებს бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ, бѓћбѓ бѓќбѓ™бѓЈбѓ бѓђбѓўбѓЈбѓ бѓђ კი бѓђбѓ› შემთხვევაშიც бѓ“бѓЈбѓ›бѓЎ. დოკუმენტებით ირკვევა бѓ бѓќбѓ› ჯანდაცვის სამინისტროს სიპმა სოციალური მომსახურების бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќбѓ› 2014 წლის 21 ოქტომბერს გამარტივებული შესყიდვის бѓ®бѓ”бѓљбѓЁбѓ”бѓ™бѓ бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓђ бѓ’бѓђбѓђбѓ¤бѓќбѓ бѓ›бѓђ ფირმასთან რომელიც ხელშეკრულების бѓ’бѓђбѓ¤бѓќбѓ бѓ›бѓ”бѓ‘бѓђбѓ›бѓ“бѓ” ერთი თით бѓђбѓ“бѓ бѓ” бѓ“бѓђбѓ¤бѓЈбѓ«бѓњбѓ“бѓђ. (бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” ბლოკი, 09:50 წუთიდან)

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3751038

---

 

 

ინტერნეტი

05.07.2016   

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=14320

 

დავით სერგეენკო: კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკას ვირუსის გამავრცელებელ კოღოსთან კავშირში არ არის

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკას ვირუსთან ნამდვილად არ არის კავშირში. მისივე თქმით, ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე. „ამ შემთხვევაში, ეს ზიკას ვირუსთან კავშირში არ არის, რადგან ზიკას ვირუსის გადამტანი არ არის საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული კოღო ანოფელესი. ანოფელესი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო, მასთან ბრძოლა მიმდინარეობს. თევზი გამბუზია ანოფელესს ანადგურებს. რაც შეეხება ზიკას, მისი გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავისზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე. კუს ტბაზე ცალსახად ეს არ არის. მიმდინარეობს წყალსატევებისა და შენობის შიდა სივრცეების მასობრივი დამუშავება. კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკასთან ნამდვილად არ არის კავშირში", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/show_news.php?id=72097&lang=geo

---

 

05.07.2016   

მედიასაშუალება:   http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/387233-paata-imnadze-kus-tbis-damsveneblebs-sheudzliath-tsynarad-iyvnen-radgan-thbilisshi-zikas-virusis-gamavrcelebeli-koghos-safrthkhe-ar-aris.html?ar=A

 

პაატა იმნაძე - კუს ტბის დამსვენებლებს შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან თბილისში ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს საფრთხე არ არის

თბილისში არანაირი საფრთხე ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს არსებობის არ არის, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა. მისი თქმით, გამბუზიას კუს ტბაში გაშვება ზიკასთან კავშირში საერთოდ არ არის. მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაავადების კონტროლის ცენტრთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტი არ ჰქონია. ”გამბუზია არის ძალიან აქტიური მეთოდი მალარიის გადამტან კოღოებთან- ანოფელესთან საბრძოლველად. საქართველო იყო პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც 20-იან წლებში შემოიყვანეს ეს თევზი იტალიიდან და გაავრცელეს. ძალიან დიდი როლი შეასრულა გამბუზიამ საქართველოში მალარიასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებში. გამბუზია ძალიან ეფექტურია მალარიის გადამტან კოღოსთან, მაგრამ კუს ტბაზე მალარიის გადამტანი კოღოები არ არიან და არც ყოფილან არასდროს. მაგ სიმაღლეზე მალარიის კოღო არ გვხვდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ძირითადად არის კულექსები ანუ ის კოღოები, რომლებიც სარდაფებში ჩამდგარ წყლებში მრავლდებიან. რაც შეეხება ზიკას გადამტან კოღოს, ის თბილისში საერთოდ არ არის, არსად თბილისის ტერიტორიაზე ზიკას გადამტანი კოღოები ნაპოვნი არ არის. აქედან გამომდინარე, თვითონ გამბუზიას გაშვებამდე კარგი იქნებოდა კონსულტაციები გაევლოთ სპეციალისტებთან. თუმცა გამბუზია არაფერს აშავებს, მთელი საქართველოს წყალსატევებში ფართოდ არის გავრცელებული. ის არის პატარა თევზი, რომელიც ძალიან კარგად ჭამს მალარიის გადამტან კოღოს ჭუპრებს”, - განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, გამბუზია არც ზიკას გამავრცელებელ კოღოებთან არის კავშირში და არც კულექსებთან. ”ის ძირითადად მალარიის გადამტან კოღოებსა და ჭუპრებზე მუშაობს”, - აღნიშნა იმნაძემ. მისივე განმარტებით, კუს ტბის დამსვენებლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. ”წყნარად შეუძლიათ იყვნენ კუს ტბის დამსვენებლები. თევზიც არის პატარა, არ არის პირანია, რომ ვინმეს რამე ავნოს. თვითონ ის, რომ კოღოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ეს ისეთი ღონისძიებაა, რომლის გავრცელებასაც კუს ტბაზე ნამდვილად არ ჩავთვლიდით საჭიროდ. თბილისში არანაირი საფრთხე ზიკას გამავრცელებელი კოღოს არსებობის არ არის. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ატარებენ ზედამხედველობას, მუდმივად აკონტროლებენ იმ წერტილებს სადაც შესაძლებელია იყოს კოღოები როგორც მალარიის გადამტანის, ასევე ზიკას, დენგეს და ა.შ. ყველა სახეობის კოღო არის კონტროლის ქვეშ. ჩვენთან რომ ყოფილიყო კონტაქტი ვეტყოდით რა ღონისძიება სად უნდა ჩატარდეს”, - აღნიშნა იმნაძემ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში, კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ჯიშის თევზმა - გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელ ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში. სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი, აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.

---

 

05.07.2016   

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%93-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90/

 

ლეონიდ ჩერნოვეცკი: პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს – რცხვენოდეთ!

რატომ დაიხურა ქობულეთში ჩერნოვეცკის დაარსებული ბავშვთა პანსიონი ლეონიდ ჩერნოვეცკის, მის მიერ ქობულეთში დაფუძნებული, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის დახურვა მოუწია. სოციალურ ქსელში ჩერნოვეცკი მომხდარის მიზეზს განმარტავს: “ბავშვების ბედზე პასუხისმგებლომას საქართველოს პარლამენტს და ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს. აგრეთვე, ის საქართველოში არსებული იმ თურქული პანსიონების შესახებ საუბრობს, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლის გარეშე წლებია ფუნქციონირებენ და სადაც მოზარდები საქართველოსთვის საზიანო იდეოლოგიით იზრდებიან. ჩერნოვეცკის მიერ ქობულეთში ევროპული სტანდარტების მიხედვით დაფუძნებულ პანსიონში აჭარაში მცხოვრები უკიდურესაც ღატაკი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები სწავლობდნენ. „ქობულეთში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი დაიხურა… საქართველოს პარლამენტმა ივნისში კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ყველა არალიცენზირებული საქველმოქმედო დაწესებულების ფუქციონირება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. შესაბამისად, პანსიონის დახურვა მოგვიხდა. ეს კანონი პარლამენტმა საზოგადოებისგან მალულად მიიღო. ეს გაკეთდა ჩუმად, ყველანაირი განხილვის გარეშე და რაც მთავარია, შეჭირვებული ბავშვების საწინააღმდეგოდ, რითაც მათ პრაქტიკულად ნორმალური მომავლის შესაძლებლობა წაართვა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ამის გამო აღშფოთებული ვარ! ყოველდღიურად, ჩვენს ქალაქებში მიუსაფარ, წყალობის მთხოვნელ, მშიერსა და დასვრილ ბავშვებს ვხედავთ, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ იმისთვის, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აღმაშფოთებელ ციფრებს ითვლის – დღეს, ათი ათასი ქართველი ბავშვი შიმშილობს. ისინი სკოლაში არ დადიან, თბილ სახლში ცხოვრებისა და ნორმალური ტანსაცმლის ჩაცმის საშუალება არ აქვთ და აი, ასეთ საშინელ რეალობაში, მათი მომავლის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს! ამ შემთხვევაში ვერანაირ რეფორმებზე ვერ ვისაუბრებთ – ეს რეფორმა არ არის, ის არ მუშაობს, რადგან ჩვენი ბავშვები ქუჩაში შიმშილობენ! თუმცა, ამაზე უარესი ფაქტებიც ხდება. აჭარაში ათობით ბავშვთა სახლი, ეგრეთ წოდებული თურქული პანსიონები არსებობს, ისინი სახელმწიფოს კონტროლის გარეშე ფუნქციონირებენ, მათი მართვა და დაფინანსება საზღვარგარეთიდან ხდება, არავინ იცის, რა იდეოლოგიითა და მიმართულებით ზრდიან ბავშვებს. საუბარია უამრავ აჭარელ ბავშვზე, ჩვენს მომავალ თაობაზე, რომელიც 10-15 წელიწადში ჩვენი ქვეყნის სათავეში უნდა ჩადგეს! ჩვენ მიგვაჩნია, რომ: 1. შესაბამის ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ უნდა მივცეთ თითოეულ იმ ბავშვზე ზრუნვის საშუალება, რომელსაც კვების პრობლემა აქვს და ეს დახმარება არ უნდა შევაფერხოთ. 2. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ყველა ის არალიცენზირებული ბავშვთა სახლი, რომელთა დაფინანსებაც საზღვარგარეთიდან ხდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მის თითოეულ დამრღვევზე უნდა ვრცელდებოდეს; თუ დაფიქსირდა, რომ ბავშვები განსხვავებულ და სახელმწიფოსთვის საზიანო იდეოლოგიით იზრდებიან, უცხოელი დამფინანსებლები და აღმზრდელები მკაცრად უნდა დაისაჯონ და უნდა მოხდეს ქვეყნიდან მათი დაუყოვნებლივ დეპორტირება. 3. ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს, რამდენი ბავშვი საჭიროებს ბავშვთა სახლში გადაყვანას და მინისტრმა იმდენი ლიცენზია უნდა გასცეს, რამდენიც საჭირო იქნება. სამინისტრომ ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოს. პირადად მე, მომხრე ვარ, რომ ყველა პანსიონი და შესაბამისი დაწესებულება ლიცენზირებული იყოს, თითოეულ იმ რეფორმას ვემხრობი, რომელიც ჩვენს ბავშვებს დაცვასა და ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას უზრუნველჰყოფს, მაგრამ არსებობს ჯანსაღი აზრი, სამართლიანობა, ბოლოს და ბოლოს ღვთის კანონები – როდესაც მსგავს გადაწყვეტილებებს ვიღებთ, უპირველეს ყოველისა, ამის შესახებ უნდა გვახსოვდეს! მე მაინც არ მივატოვებ ამ უბედურ ბავშვებს და ჩვენი ბავშვთა პანსიონის თითოეულ აღსაზრდელს ღირსეულ სტიპენდიას დავუნიშნავთ! ხოლო, პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს – რცხვენოდეთ!“–აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

ბათუმელები.ჯი- http://batumelebi.netgazeti.ge/news/50513/#sthash.wiz09OHG.KTgCJoOS.dpbs

---

 

05.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=113160-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1

 

ობობა ტარანტული თბილისში - რას აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში

თბილისსა და თბილისის შემოგარენში ტარანტულების გამოჩენით გამოწვეულ აჟიოტაჟთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს და მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს: ტარანტული — ობობასნაირთა კლასის რამდენიმე სახეობის ზოგადი სახელწოდება. ტანად საკმაოდ დიდი (20-30 მმ სიგრძის), ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობენ უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში, სოროს იკეთებენ 60 სმ-მდე სიღრმეზე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული Lycosidae-თა რამდენიმე სახეობა. ამათგან Lycosa singoriensis-ს საშიში შესახედაობის გამო „ობობა-მგელს“ უწოდებენ. ყველა ტარანტული მეტ-ნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისათვის საშიში არ არის.Lycosa singoriensis - იგივე რუსული ტარანტული, ობობა-მგელი — ობობების კლასი, ობობა-მგლების ოჯახისა. გვხვდება შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთით და უკრაინაში. რუსული ტარანტული ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე ცენტრალურ ევროპასა და ჩინეთში. მისი არეალის უკიდურესი დასავლეთი წერტილია სახელმწიფო ავსტრია. ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-იდან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით და ისინი არ ჯგუფდებიან. მეტად აგრესიული ობობაა. შხამიანია. კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. ადამიანს თავს არ ესხმის და კბენს მხოლოდ მაშინ თუ ეცდებით მის დაჭერას.ეგზოტიკური ცხოველის ზოგიერთ მოყვარულს ტარანტული სახლში ჰყავს. რუსული ტარანტულის ყველაზე დიდ ეგზემპლარს მიაგნეს ცენტრალურ ევროპაში. როგორ უნდა დაიცვათ თავი ტარანტულებისგან ჩვეულებრივ, ტარანტული ადამიანს თავს არ ესხმის. უმთავრესად იკბინებიან მდედრი ტარანტულები, თავისი ჭუპრისა და კვერცხების ან ახალგამოჩეკილი ობობების დასაცავად. ტარანტულის კბენისგან თავდაცვის მიზნით, საკმარისია რამდენიმე წესის დაცვა:საველე პირობებში:განთავსებისთვის უპირატესობა მიანიჭეთ მოსწორებულ ადგილებს ქვების, ნაპრალების, მშრალი ბალახის გროვების გარეშე;ყურადღებით დაათვალიერეთ საძილე ტომრები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაცმამდე;კოცონის დასანთები მასალა არ შეაგროვოთ დაბინდების შემდეგ;არ ეცადოთ ამიყვანოთ ტარანტული თავისი ბუდიდან ცვილის ან პლასტელინის ბურთულით, რომელიც მიმაგრებულია ძაფზე;ფანჯრებსა და ღიობებზე დაამაგრეთ დამცავი ბადეები - ეს დაგიცავთ არა მხოლოდ ტარანტულებსგან, არამედ სხვა აბეზარი მწერებისგანაც;ნუ აწვალებთ ტარანტულებს - საშიშროებისას ისინი შეიძლება შემოგახტნენ და გიკბინოთ!ტარანტულის გასანადგურებლად გამოიყენეთ ინსექტიციდები! რა არ უნდა გააკეთოთ ტარანტულის კბენის შემდეგ? არ მოიწვათ ნაკბენი. ტოქსიკოლოგები თვლიან, რომ ეს მეთოდი არაეფექტური და საკმაოდ სახიფათოა;არ დასეროთ დაზიანებული ადგილი - ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს;არ დაიზილოთ და მოიქაოთ ნაკბენი ადგილი - ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს; რა შეიძლება გააკეთოთ ტარანტულის კბენისას? მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საბანი საპნით. ამასთან კანი ძლიერ არ დაიზილოთ;დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკით;დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები სანამ არ შეწყდება ტკივილი;შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა;შეინარჩუნეთ სიმშვიდე;მიიღეთ ბევრი სითხე - ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას;ალერგიული რექციის შემთხვევაში - მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;იმ შემთხვევაში თუ, ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება - სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს. საინტერესო ინფორმაცია ტარანტულებსა და მათ ნაკბენებზე ზოგიერთ ევროპულ ენასა და მ.შ. ინგლისურში, სიტყვა Tarantula აღნიშნავს ჩიტიჭამია ობობას, რაც წარმოშობს გარკვეულ გაუგებრობას თარგმანთან დაკავშირებით. თანამედროვე ბიოლოგიაში ტარანტულები და ჩიტიჭამიები - განსხვავებული სახეობებია. მსოფლიოში ყველაზე ცნობილია აპულიური ტარანტული, რომელიც ბინადრობს იტალიაში. ის განსაკუთრებით გავრცელებულია ქალაქ ტარანტოს შემოგარენში. შუა საუკუნეებში, აპულიური ტარანტული მეტად შხამიანად ითვლებოდა. მის კბენას მიიჩნევდნენ გულყრების გამომწვევ მიზეზად, ხოლო პროფილაქტიკად მიიჩნეოდა სწრაფი ცეკვა - ქანცის გაწყვეტამდე. სწორედ აქედან წარმოიშვა ცეკვა ტარანტელა.

---

 

05.07.2016   

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=26923

 

წერეთელი: როცა დაპირდები 230 ლარიანი პენსიას, 4 წლის შემდეგ არ უნდა უთხრა, რომ 20 ლარს უმატებ

თუ რამეს დაპირდები ამომრჩეველს ეს ტყუილი არ უნდა იყოს. როცა დაპირდები 230 ლარიანი პენსიას, 4 წლის შემდეგ არ უნდა უთხრა, რომ 20 ლარს უმატებ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სოციალური თემატიკა, წინასაარჩევნო პერიოდში ყოველთვის წამოიწევს და ეს მარტო საქართველოში არ ხდება. "ამომრჩეველიც უფრო მომთხოვნია არჩევნების წინ, გთხოვს დაპირებების შესრულებას. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებას შეეძლო მოემატებინა პენსიები ოღონდ არა ბიუროკრატიის ხარჯებზე. პირადად ჩვენ ვპირდებით პენსიების მომატებას, ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე, ეკონომიკის გაზრდის და გადასახადების შემცირების ხარჯზე. ასევე, იმის ხარჯზე, რომ ბიზნესის კეთება საქართველოში უფრო გაიოლდება. გვექნება მეტი ინვესტიცია და საგადასახო სისტემა გაუმჯობესდება. ჩვენი აზრით ქვეყანაში არ უნდა იყოს მთავარი სანახაობა პოლიტიკური ბრძოლო და ერთმანეთთან ამგვარი ტიპის უწესო წესების გარეშე შებრძოლება, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა წერეთელმა. შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 18 წელს ზევით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის ბავშვს პენსია 180 ლარამდე გაეზარდათ.

---

 

05.07.2016   

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=72118&lang=geo

 

ბათუმში, შვიდი ადამიანი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

შვიდივე მათგანი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. აღნიშნული პირები ბათუმში მყოფი დამსვენებლები არიან, რომლებმაც ხინკალი ერთერთი რესტორანში მიირთვეს, რაც სავარაუდოდ, მოწამვლის მიზეზი გახდა. როგორც “პირველს” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, საავადმყოფოში იმყოფებიან უწყების წარმომადგენლები. „პაციენტები რესტორანიდან სასწრაფი დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადმოიყვანა. მოწმლულთა შორის ხუთი საქართველოს ორი კი რუსეთის მოქალაქეა. ყველა მათგანმა მიირთვა ხინკალი და ასევე სალათი „ცეზარი“. საქმეში ჩართულია სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ დაწესებულებას შეისწავლიან“, - განაცხადა კობა ნაკაიძემ. შვიდივე მათგანი საავადმყოფოში რჩება, სადაც სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

06.07.2016     

მედიასაშუალება: რეზონანსი

 

წამლები ისევ თვალსა და ხელს შუა გაძვირდა

ლარის კურსის ვარდნას ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირება მოჰყვა. როგორც კვლევებით დასტურდება, ბოლო დღეებში წამლის ფასი, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. აფთიაქების ინფორმაციით, ივნისში მედიკამენტები 2-3%-ით გაძვირდა. ფარმაცევტული კომპანიების რეაგირება სავალუტო კურსზე ამ შემთხვევაში გაცილებით მომენტალური აღმოჩნდა, ვიდრე ლარის გამყარების პერიოდში. მართალია, მედიკამენტების გასაიაფებლად იმპორტიორებს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ რეალურად თითქმის არაფერი შეცვლილა. მდგომარეობა დიდად არც "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლას მოუხდენია. მოლოდინი, რომ მედიკამენტები თვალშისაცემად გაიაფდებოდა, არ გამართლდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ცვლილება ამ მხრივ თითქმის არ შეიმჩნევა. ცხადია, სათვალავში არ მიიღება აქციის ფარგლებში გამოცხადებული ფასდაკლებები, რომლის მიღმაც ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგული გათვლა იმალება. არასამთავრობო ორგანიზაცია"ჯანდაცვის პლატფორმა" მედიკამენტების ფასის კვლევას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. ფარმაცევტულ ბაზარზე დაკვირვებას კომპანია ყოველთვიურად ახდენს. უახლოეს დღეებში ახალი კვლევის შედეგი გამოქვეყნდება, რომელიც ივნისის ტენდენციას ასახავს. აფბა-ში წინასწარ ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა "რეზონანსს" მაინც დაუდასტურეს, რომ ბოლო 1 თვეში ფასის ზრდა რეალურად დაფიქსირდა. კვლევის შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვთა მედიკამენტებს ეხება. "ჯანდაცვის პლატფორმის" ინფორმაციით, შეისწავლეს ჩვილისთვის აუცილებელი აქსესუარების, მოვლის საშუალებებისა და მედიკამენტების საშუალო ფასი, რომელიც 4 წამყვანი სააფთიაქო ქსელის მონაცემებია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მაისთან შედარებით, ივნისში ბავშვთა მედიკამენტების ფასი გაიზარდა 2%-ით და შეადგინა 154.31 ლარი. მომატებულია ფასი აქსესუარებზე, ხოლო შემცირებულია მოვლის ზოგიერთ საშუალებაზე. აფბა-ს ხელმძღვანელი შოთა გულბანი განმარტავს, რომ სავალუტო კურსის ცვლილებამ მედიკამენტები ნამდვილად გააძვირა. "ბოლო კვლევის შედეგზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წამლებზე ფასი მნიშვნელოვნად არის მომატებული. საბაზრო ლოგიკით, ფასები წინა თვეში უნდა შემცირებულიყო, მაგრამ საპირისპირო მოხდა. ძალიან ცვალებადია კომპანიების გადაწყვეტილება ფასის ცვლილებასთან მიმართებით. ვაკვირდებით მოთხოვნად მედიკამენტებს. აქ არის როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივიც და ე.წ. ჯენერიკები, როგორც გულსისხლძარღვთა დაავადების, ასევ ტკივილგამაყუჩებელი და სხვა. წამლის ფასი არ შემცირებულა მაშინაც კი, როცა კურსი ამის საშუალებას იძლეოდა", - აცხადებს გულბანი. სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებისთვის წამლის ფასი ის თემაა, რაზეც საუბარი არ სურთ. მსხვილ კომპანიებში "რეზონანსის" კითხვებს არ უპასუხეს. წამლის გაძვირება არაბრენდირებული აფთიაქების ნაწილმა დაგვიდასტურა. იმპორტიორები კი თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ფასს ინარჩუნებენ. ისინი რეალობის საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ საფასო ცვლილება მათ მიერ მიწოდებულ მედიკამენტებზე ბოლო რამდენიმე თვეში არ დაფიქსირებულა. კომპანია "ბიოგენეზისის" მენეჯერ ვაჟა თულაშვილის ინფორმაციით, კომპანიას უჭირავს საშუალო კურსი, რაც წამლის ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. "მედიკამენტები არ გაგვიძვირებია მაშინაც, როცა ლარი კატასტროფულ ნიშნულამდე იყო გაუფასურებული. ცვლილებას არც ახლა ვგეგმავთ. დავიჭირეთ საშუალო კურსი, რითაც დღემდე ვსარგებლობთ. ცხადია, სავალუტო რყევა მეტ-ნაკლებად გვაზარალებს, დანაკარგი გვაქვს, მაგრამ ასეთ რისკზეც მივდივართ. ჩვენი უპირველესი მიზანია, მომხმარებელი შევინარჩუნოთ, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ", - ამბობს თულაშვილი. ანალოგიური განცხადება გაკეთდა "თეგა ფარმასა" და "ჰიპოკრატე პლუსში", სადაც ფასების ზრდა არ დაადასტურეს. კომენტარი არ გააკეთეს "ჰუმანითი ჯორჯიას" წარმომადგენლებმა იმ საბაბით, რომ კომპეტენტური პირი შვებულებაშია და ფასთან დაკავშირებით საქმის კურსში სხვა არავინ არის. "კონტა-ფარმა-ნაბროს" წარმომადგენელი, კომპანიის დირექტორი ნინო ნანუაშვილი ამბობს, რომ წამლის ფასი კურსის ადეკვატურია. "ფასს ჩვენ არ ვადგენთ, თვითღირებულებაზეა დამოკიდებული. 18 თეთრი ღირდა და 28 თეთრი გახდა, არავისთვის უნდა იყოს მოულოდნელი. შეგნებულად არავინ აძვირებს, რის შესაძლებლობასაც კურსი იძლევა, ფასიც ისეთია. ამ ეტაპზე მაღალია. თუ იმპორტიორი მიმდინარე პერიოდში შემოიტანს წამალს, კურსის დასტაბილურების შემთხვევაში, ბუნებრივია, ფასს ვერ შეამცირებს. წამლის იმპორტი არ ხდება ყოველდღიურად, რომ ცვლილება მყისიერი იყოს. კურსი მაღალი იყო მაშინაც, როცა ჩვენმა კომპანიამ პროდუქტი შემოიტანა, ამიტომ მედიკამენტები ვერ გავაიაფეთ. ეს არ არის ჩვენს სურვილზე დამოკიდებული", - აცხადებს ნანუაშვილი. ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ არაბრენდირებულ აფთიაქში განაცხადეს, რომ ივნისში თითქმის ყველა დასახელების უცხოური მედიკამენტი 2-3%-ით გაძვირდა. "მაქსიმალურად ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, მაგრამ არ გამოგვდის. ყველაფერი სავალუტო კურსზეა მიბმული. იმის გამო, რომ ხშირად რყევაა და კურსმა სტაბილურობა დაკარგა, ფასის გადახედვა ლამის ყოველდღე გვიწევს. ივნისში ფასმა, საშუალოდ, 2-3%-ით მოიმატა. უფრო მეტადაც შეგვეძლო გაძვირება, მაგრამ მაქსიმალურად შევიკავეთ თავი, რაც კომპანიის შემოსავალზეც აისახება", - ამბობს ლელა წერედიანი, აფთიაქის თანამშრომელი. სპეციალისტები არ მალავენ, რომ წამლის მაღალი ფასი საქართველოში ოლიგოპოლიური ფაქტორითაც არის განპირობებული. ისევე როგორც საწვავის იმპორტიორების შემთხვევაში, სპეციალისტები ხელისუფლებას ურჩევენ, ფარმაცევტული ბაზრითაც დაინტერესდნენ და კვლევა ამ მიმართულებითაც განახორციელონ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3751191&name=06.07.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

06.07.2016     

მედიასაშუალება:          მესინჯერი

 

არის თუ არა ზიკას ვირუსის საფრთხე

თბილისში არანაირი საფრთხე ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს არსებობის არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, გამბუზიას კუს ტბაში გაშვება ზიკასთან კავშირში საერთოდ არ არის. მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაავადების კონტროლის ცენტრთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტი არ ჰქონია. ”გამბუზია არის ძალიან აქტიური მეთოდი მალარიის გადამტან კოღოებთან- ანოფელესთან საბრძოლველად. საქართველო იყო პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც 20-იან წლებში შემოიყვანეს ეს თევზი იტალიიდან და გაავრცელეს. ძალიან დიდი როლი შეასრულა გამბუზიამ საქართველოში მალარიასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებში. გამბუზია ძალიან ეფექტურია მალარიის გადამტან კოღოსთან, მაგრამ კუს ტბაზე მალარიის გადამტანი კოღოები არ არიან და არც ყოფილან არასდროს. მაგ სიმაღლეზე მალარიის კოღო არ გვხვდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ძირითადად არის კულექსები ანუ ის კოღოები, რომლებიც სარდაფებში ჩამდგარ წყლებში მრავლდებიან. რაც შეეხება ზიკას გადამტან კოღოს, ის თბილისში საერთოდ არ არის, არსად თბილისის ტერიტორიაზე ზიკას გადამტანი კოღოები ნაპოვნი არ არის. აქედან გამომდინარე, თვითონ გამბუზიას გაშვებამდე კარგი იქნებოდა კონსულტაციები გაევლოთ სპეციალისტებთან. თუმცა გამბუზია არაფერს აშავებს, მთელი საქართველოს წყალსატევებში ფართოდ არის გავრცელებული. ის არის პატარა თევზი, რომელიც ძალიან კარგად ჭამს მალარიის გადამტან კოღოს ჭუპრებს”, - განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, გამბუზია არც ზიკას გამავრცელებელ კოღოებთან არის კავშირში და არც კულექსებთან. ”ის ძირითადად მალარიის გადამტან კოღოებსა და ჭუპრებზე მუშაობს”, - აღნიშნა იმნაძემ. მისივე განმარტებით, კუს ტბის დამსვენებლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. ”წყნარად შეუძლიათ იყვნენ კუს ტბის დამსვენებლები. თევზიც არის პატარა, არ არის პირანია, რომ ვინმეს რამე ავნოს. თვითონ ის, რომ კოღოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ეს ისეთი ღონისძიებაა, რომლის გავრცელებასაც კუს ტბაზე ნამდვილად არ ჩავთვლიდით საჭიროდ. თბილისში არანაირი საფრთხე ზიკას გამავრცელებელი კოღოს არსებობის არ არის. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ატარებენ ზედამხედველობას, მუდმივად აკონტროლებენ იმ წერტილებს სადაც შესაძლებელია იყოს კოღოები როგორც მალარიის გადამტანის, ასევე ზიკას, დენგეს და ა.შ. ყველა სახეობის კოღო არის კონტროლის ქვეშ. ჩვენთან რომ ყოფილიყო კონტაქტი ვეტყოდით რა ღონისძიება სად უნდა ჩატარდეს”, - აღნიშნა იმნაძემ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში, კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3751190&name=06.07.2016+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

06.07.2016     

მედიასაშუალება: ალია

 

ბორჯომში 33 წლის ქალის გარდაცვალებას, ოჯახი საკეისრო კვეთას უკავშირებს

33 წლის ნინო თეთვაძის გარდაცვალებაში ოჯახი ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მეან–გინეკოლოგს, ირინა საბაშვილს ადანაშაულებს. გარდაცვლილის ნათესავები ირწმუნებიან, რომ არასწორად ჩატარებული საკეისრო კვეთის გამო, ჭობისხეველი ახალგაზრდა ქალი, 27 ივნისს გარდაიცვალა. მას ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. პაციენტს საკეისრო კვეთა ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, გარდაცვალებიდან 40 დღით ადრე ჩაუტარდა. ოჯახის წევრების თქმით, კლინიკიდან გამოწერისას, ნინო თეთვაძეს მუცლის ძლიერი ტკივილი და მაღალი სიცხე ჰქონდა. აღნიშნული სიმპტომებით, პაციენტმა კლინიკას ორჯერ მიმართა, თუმცა ექიმებმა დაამშვიდეს და ორჯერვე სახლში დააბრუნეს. ოჯახის წევრები და ნათესავები ექსპერტიზის პასუხს ელიან, რომლის შემდეგაც ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებენ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში ადასტურებენ, რომ მეან–გინელოკოგ ირინა საბაშვილს, რამდენიმე წლის წინ, საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერთიფიკატი შეჩერებული ჰქონდა. ნინო თეთვაძის გარდაცვალების საქმის შესასწავლად, მათთვის ამ დრომდე, არავის მიუმართავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3751748&name=06.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

06.07.2016     

მედიასაშუალება: ალია

 

რა დაავადებები მატულობს ზაფხულში – დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები მოსახლეობას

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე, მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას. ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით. თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადებაგადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიომტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას. ამასთანავე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას პრევენციის მიზნით აფრთილებს, თუ რა ღონისძიებები და წესების დაცვაა საჭირო დაავადების თავიდან ასაცილებლად. • წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად; • არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში; • სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება; უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება; • შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად); • ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი; • გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი: ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად; საკვების მოსამზადებლად; სასმელების დასამზადებლად; ყინულის მოსამზადებლად; ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად; ხელების დასაბანად.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3751623&name=06.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

06.07.2016     

მედიასაშუალება:          საქართველოს რესპუბლიკა

 

კუს ტბაში თევზის გაშვება „ზიკას“ ნამდვილად არ უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე. „ამ შემთხვევაში, ეს „ზიკას“ ვირუსთან კავშირში არ არის, რადგან „ზიკას“ ვირუსის გადამტანი არ არის საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული კოღო ანოფელესი. ანოფელესი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო, მასთან ბრძოლა მიმდინარეობს. თევზი გამბუზია ანოფელესს ანადგურებს. რაც შეეხება „ზიკას“, მისი გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე. კუს ტბაზე ცალსახად ეს არ არის. მიმდინარეობს წყალსატევებისა და შენობის შიდა სივრცეების მასობრივი დამუშავება. კუს ტბაში თევზის გაშვება „ზიკასთან“ ნამდვილად არ არის კავშირში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ზიკას“ ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში, კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს. უწყების ინფორმაციითვე, ამ ჯიშის თევზმა – გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელ ევროპაში მას მასობრივად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3751238&name=06.07.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

ალია-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3751144&name=06.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 06.07.2016   

მედიასაშუალება:          ახალი бѓ—бѓђбѓќбѓ‘бѓђ

 

პაატა იმნაძე: "თბილისში ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს საფრთხე არ არის"

თბილისში არანაირი საფრთხე ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს არსებობის არ არის, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ. მისი თქმით, გამბუზიას კუს ტბაში გაშვება ზიკასთან კავშირში საერთოდ არ არის. მისივე თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაავადების კონტროლის ცენტრთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტი არ ჰქონია. პაატა იმნაძე: - ”გამბუზია არის ძალიან აქტიური მეთოდი მალარიის გადამტან კოღოებთან- ანოფელესთან საბრძოლველად. საქართველო იყო პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც 20-იან წლებში შემოიყვანეს ეს თევზი იტალიიდან და გაავრცელეს. ძალიან დიდი როლი შეასრულა გამბუზიამ საქართველოში მალარიასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებში. გამბუზია ძალიან ეფექტურია მალარიის გადამტან კოღოსთან, მაგრამ კუს ტბაზე მალარიის გადამტანი კოღოები არ არიან და არც ყოფილან არასდროს. მაგ სიმაღლეზე მალარიის კოღო არ გვხვდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ძირითადად არის კულექსები ანუ ის კოღოები, რომლებიც სარდაფებში ჩამდგარ წყლებში მრავლდებიან. რაც შეეხება ზიკას გადამტან კოღოს, ის თბილისში საერთოდ არ არის, არსად თბილისის ტერიტორიაზე ზიკას გადამტანი კოღოები ნაპოვნი არ არის. აქედან გამომდინარე, თვითონ გამბუზიას გაშვებამდე კარგი იქნებოდა კონსულტაციები გაევლოთ სპეციალისტებთან. თუმცა გამბუზია არაფერს აშავებს, მთელი საქართველოს წყალსატევებში ფართოდ არის გავრცელებული. ის არის პატარა თევზი, რომელიც ძალიან კარგად ჭამს მალარიის გადამტან კოღოს ჭუპრებს”. მისივე თქმით, გამბუზია არც ზიკას გამავრცელებელ კოღოებთან არის კავშირში და არც კულექსებთან. ”ის ძირითადად მალარიის გადამტან კოღოებსა და ჭუპრებზე მუშაობს”, - აღნიშნა იმნაძემ. მისივე განმარტებით, კუს ტბის დამსვენებლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. ”წყნარად შეუძლიათ იყვნენ კუს ტბის დამსვენებლები. თევზიც არის პატარა, არ არის პირანია, რომ ვინმეს რამე ავნოს. თვითონ ის, რომ კოღოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ეს ისეთი ღონისძიებაა, რომლის გავრცელებასაც კუს ტბაზე ნამდვილად არ ჩავთვლიდით საჭიროდ. თბილისში არანაირი საფრთხე ზიკას გამავრცელებელი კოღოს არსებობის არ არის. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად ატარებენ ზედამხედველობას, მუდმივად აკონტროლებენ იმ წერტილებს სადაც შესაძლებელია იყოს კოღოები როგორც მალარიის გადამტანის, ასევე ზიკას, დენგეს და ა.შ. ყველა სახეობის კოღო არის კონტროლის ქვეშ. ჩვენთან რომ ყოფილიყო კონტაქტი ვეტყოდით რა ღონისძიება სად უნდა ჩატარდეს”, - აღნიშნა იმნაძემ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად თბილისში, კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზი გაუშვეს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ჯიშის თევზმა - გამბუზიამ უკვე გაანადგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო, ახლა კი მთელ ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში. სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კლუბის წევრებმა გამბუზია დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი, აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3751919&name=06.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

--- 

 

06.07.2016     

მედიასაშუალება: კავკასიან ბიზნეს ვიქი

 

ოფისის აფთიაქის შევსება მაისში 10.9%-ით უფრო იაფია

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა მაისის თვეში ოფისის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლის შედეგად კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციამ დაკვირვება აწარმოა 23 მედიკამენტსა და აქსესუარზე. მათ შორის, ანტისეპტიკურ საშუალებებზე, ტკივილგამაყუჩებელ, კარდიოლოგიურ, წნევის დამწევ, გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, ანტიჰისტამინურ, დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებებზე, აქსესუარებზე. კვლევისას დადგინდა, რომ მაისის თვეში ფასები ოფისის აფთიაქში შემავალ მედიკამენტებზე შემცირებულია 10.9%-ით. წინა თვეში ამ ჯგუფის აფთიაქის შევსება 101 ლარად იყო შესაძლებელი. მაისის თვეში კი მისი ფასი შემცირდა და შეადგინა 89 ლარი. სხვაობა აპრილსა და მაისის თვეში ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალ მედიკამენტებზე დაფიქსირებულ ფასებს შორის 12 ლარია. ფასი შემცირებულია აქსესუარებზე. კონკრეტულად, წნევის აპარატი მაისის თვეში 29 ლარის ნაცვლად 25.92 ლარი ღირს; მედიკამენტ კეტოროლაკის ფასი კი 9 ლარიდან 1.35 ლარამდე შემცირდა. დაიკლო ნიტროგლიცერინის ფასმა 10 თეთრით, ცეტირიზის ფასი კი 3.50 ლარიდან 2.50 ლარამდე შემცირდა. ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებას და დაინტერესებული პირებისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3751419&name=06.07.2016+-+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1+%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

06.07.2016    

მედიასაშუალება: კავკასიან ბიზნეს ვიქი

 

აგარაკის აფთიაქის შევსება მაისის თვეში 2.3%-ით უფრო ხელმისაწვდომია

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის აფთიაქების სერიის ბოლო ჯგუფის მაისის თვის მონაცემს აქვეყნებს. ორგანიზაციამ შეისწავლა აგარაკის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და მათი ფასი 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ წინა თვესთან, აპრილთან შედარებით ამ ჯგუფის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი შემცირებულია 2.3%-ით. აგარაკზე დასვენების მსურველებს აპრილში აფთიაქის შევსება 86 ლარად, მაისში კი 84 ლარად შეუძლიათ. ძირითადად ფასი შემცირებულია მედიკამენტებზე და აქსესუარებზე. უცვლელია ამ ჯგუფში შემავალი ანტისეპტიკური საშუალებების ჯამური ფასი. უფრო კონკრეტულად კი, მაისის თვეში შემცირებულია ფასი მედიკამენტ ცეტირიზინზე და ის 3.50 ლარის ნაცვლად 2.50 ლარი ღირს; ნიტროგლიცერინის ფასი შემცირებულია 10 თეთრით. მწერებისგან დამცავი საშუალება აეროზოლი ლავანდა 7.80 ლარის ნაცვლად 6.90 ლარი ღირს. შეგახსენებთ, აგარაკის აფთიაქის ჯგუფში შედის ისეთი მედიკამენტების ჯგუფი როგორიცაა: ანტისეპტიკური საშუალებები, დამწვრობის, მოწამვლის დროს საჭირო პრეპარატები, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, კარდიოლოგიური მედიკამენტები, მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები. ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებას და შესწავლას, დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3751411&name=06.07.2016+-+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1+%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98&p=1&lang=Ge

---