From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-07.07.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 07.07.2016 08:45
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 07.07.2016

ტელევიზია

06.07.2016

არხი:          კავკასია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ—ქვენი бѓ“бѓ бѓќ

მეორე რუბრიკის თემა იყო საქართველოში არსებული სადაზღვეო სისტემა. გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე და ბიზნესის ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი. ლაშა ნიკოლაძის თქმით დღევანდელ სადაზღვეო სისტემაში რა თმა უნდა არის ხარვეზები, ასევე არსებობს რისკები კერძო კომპანიების ჩართასთან დაკავშირებით ამ სისტემაში. ასევე მიმდინარეობს მუდმივი მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროში და სოციალური მომსახურების სააგენტოში, როგორ შეიძლება დიდმა თუ მცირე კორექციამ უფრო მეტად სამართლიანი და უფრო ჯანსაღი აღნიშნული სისტემა. თუმცა ძირითადი რისკი არის ხარჯების ზრდა. გიორგი გიგოლაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე. მისი თქმით როდესაც საქართველოში შრომითი ბაზარი დასტაბილურდება შეიძლება შემდეგი ინიციატივის წამოჭრა რომ გარკვეული დასაქმებულის ნაწილისა ჯანმრთელობის დაზღვევა გარკვეული სახით უნდა გახდეს სავალდებულო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3753125

---

 

06.07.2016

არხი:          კავკასია

გადაცემა: თქვენი დრო

გადაცემის სტუმარი იყო გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით მატ კუს ტბაში გაუშვეს თევზი რომლიც დაავადების გამავრცელებელი მწერების საწინააღმდეგოდ გაოიყენება. ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით არ არსებობს საფრთზე რომ კუს ტბაზე ზიკა ვირუსის გავრცელების რაიმე საფრთხე არსებობდეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3753187

---

 

06.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 18:00

შშმ პირების პრობლემები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში-ამ თემაზე დღეს შეხვედრა გაიმართა. ძირითადი აქცენტები ბიზნესის მიერ შშმ პირების დასაქმების პერსპექტივებსა და მდგომარეობაზე გაკეთდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3753268

---

 

06.07.2016

არხი:          რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 21:00

ვიზიტის პირველი დღის ოფიციალური ნაწილი დასრულებულია. ცნობილი ხდება, რომ აშშ-ს მთავრობის დახმარებით, 15 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჯანდაცვის სფეროში განხორციელდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, აცხადებს, აღნიშნული თანხა ცე ჰეპატიტის პროგრამისთვის არის გამოყოფილი(მეხუთე ბლოკი)

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3753391

---

 

06.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 18:00

მუსიკოსს ზვიად ბერიაშვილს ისრაელის კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად 40 000 დოლარი ესაჭიროება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3753281

---  

 

06.07.2016

არხი:          бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კონტაქტი бѓ бѓ•бѓђбѓ–бѓ”

გორის დილას ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძეს დახმარება სჭირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა,თუმცა, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა დამატებითი მკურნალობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3753617

---

 

06.07.2016

არხი:          бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა:კონტაქტი 15:00

ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ ქობულეთში დაფუძნებული გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი დაიხურა. დახურვის მიზეზი პარლამენტის მიერ მიღებული კანონია, რომლის თანახმადაც დიდი ზომის ბავშთა პანსიონების ფუნქციონირება აიკრძალა. ქობულეთის პანსიონში 2014 წლიდან პანსიონში 20 არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობდა. გასულ წელს კი ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია დააჯარიმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3752643

---

 

 

ინტერნეტი

07.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/387519-daavadebatha-kontrolis-centri-sickhisgan-dasacavad-mosakhleobas-rekomendaciebs-sthavazobs.html

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხისგან დასაცავად მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს

бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ კონტროლის ცენტრი ზაფხულის бѓЄбѓ®бѓ”бѓљ პერიოდში бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ რეკომენდაციებს бѓЎбѓ—бѓђбѓ•бѓђбѓ–бѓќбѓ‘бѓЎ. бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ „ინტერპრესნიუსს“ бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ კონტროლისა бѓ“бѓђ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის бѓђбѓ бѓђбѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ›бѓ“бѓ”бѓ‘ бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ დეპარტამენტის бѓЈбѓ¤бѓ бѓќбѓЎбѓ›бѓђ бѓљбѓ”бѓљбѓђ бѓЎбѓўбѓЈбѓ бѓЈбѓђбѓ› бѓ’бѓђбѓњбѓЈбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, ზაფხულის სეზონი бѓ«бѓђбѓљбѓђбѓЎ იკრებს. ჰაერის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში რისკ-бѓЇбѓ’бѓЈбѓ¤бѓ”бѓ‘бѓЎ მიეკუთვნებიან განსაკუთრებით 5 бѓ¬бѓљбѓђбѓ›бѓ“бѓ” ასაკის ბავშვები; გულსისხლძარღვთა бѓ“бѓђ ქრონიკულ დაავადებების მქონე პირები, ასაკოვნები. „განსაკუთრებით бѓЈбѓњбѓ“бѓђ დავიცვათ ბავშვები, მოხუცები бѓ“бѓђ ქრონიკული დაავადებების მქონდე პირები. დაუშვებლია бѓ›бѓђбѓ— მკურნალობის დოზები ინდივიდუალურად бѓЁбѓ”бѓЄбѓ•бѓђбѓљбѓќбѓњ. მედიკამეტის бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓќбѓ‘бѓђ бѓ“бѓђ დოზები შეთანხმებული бѓЈбѓњбѓ“бѓђ იყოს бѓ›бѓђбѓ— ექიმთან. бѓ–бѓќбѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ“ бѓЈбѓњбѓ“бѓђ მოვერიდოთ შუადღის მზის სხივებს. თუკი бѓ’бѓђбѓ бѓЈбѓЇбѓ•бѓђбѓ–бѓ” გვაქვს საუბარი, დილის 08:00 საათიდა 10:00 бѓЎбѓђбѓђбѓ—бѓђбѓ›бѓ“бѓ” გავიდნენ бѓ–бѓ¦бѓ•бѓђбѓ–бѓ” бѓ“бѓђ 18:00 საათის бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’. бѓ”бѓЎ განსაკუთრებით бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓЎ. бѓ бѓђбѓЄ бѓЁбѓ”бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ бѓ©бѓђбѓЄбѓ›бѓЈбѓљбѓќбѓ‘бѓђбѓЎ, бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓ’бѓ•бѓ”бѓЄбѓ•бѓђбѓЎ ღია ფერის, ბუნებრივი, არამჭიდროდ მორგებული ტანსაცმელი, აუცილებელია გვქონდეს თავსაბურავი, бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” ღია ფერის бѓ“бѓђ бѓ¤бѓђбѓ бѓ—бѓќ ფარფლებიანი ქუდი бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓ–бѓ” სასურველი იქნება. бѓђбѓ›бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ, бѓђбѓ  бѓЈбѓњбѓ“бѓђ დაგვავიწყდეს თვალების бѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђ бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ—бѓ•бѓђбѓљбѓ” ძალიან რეკომენდირებულია. бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓ•бѓ”бѓЄбѓђбѓ“бѓќбѓ—, бѓ бѓќбѓ› კანი მზის დამცავისგან მაქსიმალურად გვქონდეს დაფარული. დამცავი კრემის бѓ¬бѓђбѓЎбѓ›бѓђ ღია ადგილებზე ქალაქშიც აუცილებელია, бѓђбѓ бѓђ бѓ›бѓђбѓ бѓўбѓќ бѓ–бѓ¦бѓ•бѓђбѓ–бѓ”. სახლში бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓ•бѓ”бѓЄбѓђбѓ“бѓќбѓ—, бѓ бѓќбѓ› სიგრილე შევინარჩუნოთ. бѓ¤бѓђбѓњбѓЇбѓ бѓ”бѓ‘бѓ–бѓ” бѓ©бѓђбѓ›бѓќбѓ•бѓђбѓ¤бѓђбѓ бѓќбѓ— ბნელი бѓ¤бѓђбѓ бѓ“бѓђ. გამოვიყენოთ კონდიციონერი бѓђбѓњ ვენტილატორი. бѓ’бѓђбѓњбѓЎбѓђбѓ™бѓЈбѓ—бѓ бѓ”бѓ‘бѓЈбѓљбѓђбѓ“ მაღალი ტემპერატურის бѓ“бѓ бѓќбѓЎ, бѓ—бѓЈ სახლში бѓђбѓ  გვაქვს სიგრილის შენარჩუნების პირობები, ჩავიდეთ მეტროში, მაღაზიაში, бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓЄ კონდიცირებაა“, - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ бѓљбѓ”бѓљбѓђ бѓЎбѓўбѓЈбѓ бѓЈбѓђбѓ›.  მისივე თქმით, бѓЄбѓ®бѓ”бѓљ დღეებში бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓ› бѓЈбѓњбѓ“бѓђ მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ бѓђбѓ  არის საჭირო ძალიან ცივი. бѓђбѓ‘бѓЎбѓќбѓљбѓЈбѓўбѓЈбѓ бѓђбѓ“ მიუღებელია ალკოჰოლის бѓ›бѓќбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђ; ხშირად бѓЈбѓњбѓ“бѓђ მიიღონ გრილი შხაპი.  მისივე განმარტებით, ხანშიშესულებს бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓќбѓђ ხშირად გრილი შხაპის მიღება გაუჭირდეთ, ამიტომ бѓ›бѓђбѓ— სველი პირსახოცი бѓЈбѓњбѓ“бѓђ გამოიყენონ бѓ“бѓђ ისე გაიგრილონ სხეული, бѓ бѓќбѓ› бѓђбѓ  бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓ”бѓЎ бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓђ.  „ჩვენ бѓЈбѓњбѓ“бѓђ ვერიდოთ бѓђбѓ бѓђ бѓ›бѓђбѓ бѓўбѓќ მზის бѓ“бѓђбѓ™бѓ•бѓ бѓђбѓЎ, бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ бѓЈбѓЇбѓ•бѓђбѓЎ, დამწვრობის მიღებას, бѓђбѓ бѓђбѓ›бѓ”бѓ“ სითბური бѓ“бѓђбѓ™бѓ•бѓ бѓђбѓЄ არის бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђ. ამიტომ бѓђбѓ  бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ•бѓђбѓ®бѓЈбѓ бѓќбѓ— ორგანიზმი. ქრონიკული დაავადების მქონე პირები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტიკები, სახსრების დაავადების მქონე პირები შედარებით მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან бѓ“бѓђ სიცხეში ფიზიკურ აქტივობას бѓЈбѓњбѓ“бѓђ მოერიდონ“, - აღნიშნა бѓЎбѓўбѓЈбѓ бѓЈбѓђбѓ›.

---

 

06.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/387455-davith-sergeenko-jon-keris-viziti-jandacvis-mkhriv-sakhelmtsifotha-shoris-thanamshromlobis-gadzlierebashi-akhal-shesadzleblobebs-mogvcems.html?ar=A

 

დავით სერგეენკო - ჯონ კერის ვიზიტი ჯანდაცვის მხრივ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოში ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტის მნიშვნელობაზე ჯანდაცვის მიმართულებით საუბრობს . როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, თუმცა იქამდე სამუშო შეხვედრაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანთან განიხილეს რიგი საკითხები, მათ შორის, ქვეყნებს შორის ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. ”საქართველო ჩართულია გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების პროგრამაში და მისი აქტიური მონაწილეა. ქართულ ჯანდაცვაში ყველაზე დიდი სახელმწიფო ინვესტიცია ამერიკის მთავრობის მხრიდანაა, ეს არის ლუგარის სამეცნიერო ცენტრი, ხოლო ამერიკის დაავადებათა კონტროლის ხელშეწყობით, ყველაზე დიდი კერძო ინვესტიცია ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტია, რომელიც ჯამურად 15 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულების პროექტია. დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს, როგორც სხვა მიმართულებებით, ასევე ჯანდაცვის მხრივ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D-%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/show_news.php?id=72192&lang=geo

---

 

06.07.2016   

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=39015&cat_id=6

 

"რეზონანსი": წამლები ისევ გაძვირდა

ლარის კურსის ვარდნას ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირება მოჰყვა. როგორც კვლევებით დასტურდება, ბოლო დღეებში წამლის ფასი, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. აფთიაქების ინფორმაციით, ივნისში მედიკამენტები 2-3%-ით გაძვირდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფარმაცევტული კომპანიების რეაგირება სავალუტო კურსზე ამ შემთხვევაში გაცილებით მომენტალური აღმოჩნდა, ვიდრე ლარის გამყარების პერიოდში. მართალია, მედიკამენტების გასაიაფებლად იმპორტიორებს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ რეალურად თითქმის არაფერი შეცვლილა. მდგომარეობა დიდად არც "ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლას მოუხდენია. მოლოდინი, რომ მედიკამენტები თვალშისაცემად გაიაფდებოდა, არ გამართლდა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ცვლილება ამ მხრივ თითქმის არ შეიმჩნევა. ცხადია, სათვალავში არ მიიღება აქციის ფარგლებში გამოცხადებული ფასდაკლებები, რომლის მიღმაც ფარმაცევტული კომპანიების მარკეტინგული გათვლა იმალება. არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანდაცვის პლატფორმა" მედიკამენტების ფასის კვლევას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. ფარმაცევტულ ბაზარზე დაკვირვებას კომპანია ყოველთვიურად ახდენს. უახლოეს დღეებში ახალი კვლევის შედეგი გამოქვეყნდება, რომელიც ივნისის ტენდენციას ასახავს. აფბა-ში წინასწარ ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა "რეზონანსს" მაინც დაუდასტურეს, რომ ბოლო 1 თვეში ფასის ზრდა რეალურად დაფიქსირდა. კვლევის შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვთა მედიკამენტებს ეხება. "ჯანდაცვის პლატფორმის" ინფორმაციით, შეისწავლეს ჩვილისთვის აუცილებელი აქსესუარების, მოვლის საშუალებებისა და მედიკამენტების საშუალო ფასი, რომელიც 4 წამყვანი სააფთიაქო ქსელის მონაცემებია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მაისთან შედარებით, ივნისში ბავშვთა მედიკამენტების ფასი გაიზარდა 2%-ით და შეადგინა 154.31 ლარი. მომატებულია ფასი აქსესუარებზე, ხოლო შემცირებულია მოვლის ზოგიერთ საშუალებაზე. აფბა-ს ხელმძღვანელი შოთა გულბანი განმარტავს, რომ სავალუტო კურსის ცვლილებამ მედიკამენტები ნამდვილად გააძვირა. "ბოლო კვლევის შედეგზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წამლებზე ფასი მნიშვნელოვნად არის მომატებული. საბაზრო ლოგიკით, ფასები წინა თვეში უნდა შემცირებულიყო, მაგრამ საპირისპირო მოხდა. ძალიან ცვალებადია კომპანიების გადაწყვეტილება ფასის ცვლილებასთან მიმართებით. ვაკვირდებით მოთხოვნად მედიკამენტებს. აქ არის როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივიც და ე. წ. ჯენერიკები, როგორც გულსისხლძარღვთა დაავადების, ასევე ტკივილგამაყუჩებელი და სხვა. წამლის ფასი არ შემცირებულა მაშინაც კი, როცა კურსი ამის საშუალებას იძლეოდა", - აცხადებს გულბანი. სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებისთვის წამლის ფასი ის თემაა, რაზეც საუბარი არ სურთ. მსხვილ კომპანიებში "რეზონანსის" კითხვებს არ უპასუხეს. წამლის გაძვირება არაბრენდირებული აფთიაქების ნაწილმა დაგვიდასტურა. იმპორტიორები კი თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ფასს ინარჩუნებენ. ისინი რეალობის საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ საფასო ცვლილება მათ მიერ მიწოდებულ მედიკამენტებზე ბოლო რამდენიმე თვეში არ დაფიქსირებულა. კომპანია "ბიოგენეზისის" მენეჯერ ვაჟა თულაშვილის ინფორმაციით, კომპანიას უჭირავს საშუალო კურსი, რაც წამლის ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. "მედიკამენტები არ გაგვიძვირებია მაშინაც, როცა ლარი კატასტროფულ ნიშნულამდე იყო გაუფასურებული. ცვლილებას არც ახლა ვგეგმავთ. დავიჭირეთ საშუალო კურსი, რითაც დღემდე ვსარგებლობთ. ცხადია, სავალუტო რყევა მეტ-ნაკლებად გვაზარალებს, დანაკარგი გვაქვს, მაგრამ ასეთ რისკზეც მივდივართ. ჩვენი უპირველესი მიზანია, მომხმარებელი შევინარჩუნოთ, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ", - ამბობს თულაშვილი. ანალოგიური განცხადება გაკეთდა "თეგა ფარმასა" და "ჰიპოკრატე პლუსში", სადაც ფასების ზრდა არ დაადასტურეს. კომენტარი არ გააკეთეს "ჰუმანითი ჯორჯიას" წარმომადგენლებმა იმ საბაბით, რომ კომპეტენტური პირი შვებულებაშია და ფასთან დაკავშირებით საქმის კურსში სხვა არავინ არის. "კონტა-ფარმა-ნაბროს" წარმომადგენელი, კომპანიის დირექტორი ნინო ნანუაშვილი ამბობს, რომ წამლის ფასი კურსის ადეკვატურია. "ფასს ჩვენ არ ვადგენთ, თვითღირებულებაზეა დამოკიდებული. 18 თეთრი ღირდა და 28 თეთრი გახდა, არავისთვის უნდა იყოს მოულონელი. შეგნებულად არავინ აძვირებს, რის შესაძლებლობასაც კურსი იძლევა, ფასიც ისეთია. ამ ეტაპზე მაღალია. თუ იმპორტორი მიმდინარე პერიოდში შემოიტანს წამალს, კურსის დასტაბილურების შემთხვევაში, ბუნებრივია, ფასს ვერ შეამცირებს. წამლის იმპორტი არ ხდება ყოველდღიურად, რომ ცვლილება მყისიერი იყოს. კურსი მაღალი იყო მაშინაც, როცა ჩვენმა კომპანიამ პროდუქტი შემოიტანა, ამიტომ მედიკამენტები ვერ გავაიაფეთ. ეს არ არის ჩვენს სურვილზე დამოკიდებული", - აცხადებს ნანუაშვილი. ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ არაბრენდირებულ აფთიაქში განაცხადეს, რომ ივნისში თითქმის ყველა დასახელების უცხოური მედიკამენტი 2-3%-ით გაძვირდა. "მაქსიმალურად ვცდილობთ ფასის შენარჩუნებას, მაგრამ არ გამოგვდის. ყველაფერი სავალუტო კურსზეა მიბმული. იმის გამო, რომ ხშირად რყევაა და კურსმა სტაბილურობა დაკარგა, ფასის გადახედვა ლამის ყოველდღე გვიწევს. ივნისში ფასმა, საშუალოდ, 2-3%-ით მოიმატა. უფრო მეტადაც შეგვეძლო გაძვირება, მაგრამ მაქსიმალურად შევიკავეთ თავი, რაც კომპანიის შემოსავალზეც აისახება", - ამბობს ლელა წერედიანი, აფთიაქის თანამშრომელი. სპეციალისტები არ მალავენ, რომ წამლის მაღალი ფასი საქართველოში ოლიგოპოლიური ფაქტორითაც არის განპირობებული. ისევე როგორც საწვავის იმპორტიორების შემთხვევაში, სპეციალისტები ხელისუფლებას ურჩევენ, ფარმაცევტული ბაზრითაც დაინტერესდნენ და კვლევა ამ მიმართულებითაც განახორციელონ.

---

 

06.07.2016   

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=39024&cat_id=5

 

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება: აუცილებელია სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ მორიგი სხდომა გამართა, სადაც მთავარ საკითხად ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის პრობლემა განიხილეს. გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლების მისაღწევად აუცილებელია უკვე არსებული სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი, ხოლო რიგ შემთხვევებში,ზოგიერთ დარგებში კი ლიცენზირების ახალი პირობების მიღებაც. სხდომაზე ექიმთა სერთიფიცირების პროცესის გამკაცრებაზეც ისაუბრეს. რაც ერთ -ერთი წინაპირობა იქნება სამედიცინო დახმარების ხარისხის ასამაღლებლად. ამ პროცესში კი მთავარი როლი სწორედ დარგობრივმა პროფესიულმა ასოციაციებმა უნდა შეასრულოს . სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის პრეზიდენტსაც მოუსმინეს, რომელმაც გაერთიანების წევრებს, მათი წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ექიმებთან მუშაობისა ეთიკის პრინციპები გააცნო. გაერთიანების წევრთა აზრით აუცილებელია, რომ ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ იხელმძღვანელოს და დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკის ნორმები.

---

 

06.07.2016   

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/186396-rogor-unda-daitsvat-tavi-tarantulebisgan-ncdc-tbilisshi-tarantulebis-gamochenastan-dakavshirebit-informatsias-avrtselebs

 

როგორ უნდა დაიცვათ თავი ტარანტულებისგან - NCDC თბილისში ტარანტულების გამოჩენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისსა და თბილისის შემოგარენში ტარანტულების გამოჩენასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული Lycosidae-თა რამდენიმე სახეობა, ამათგან Lycosa singoriensis-ს საშიში შესახედაობის გამო „ობობა-მგელს“ უწოდებენ. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ყველა ტარანტული მეტ-ნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისათვის საშიში არ არის. გთავაზობთ დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. „ტარანტული — ობობასნაირთა კლასის რამდენიმე სახეობის ზოგადი სახელწოდება. ტანად საკმაოდ დიდი (20-30 მმ სიგრძის), ფეხსახსრიანი ცხოველია. ბინადრობენ უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებსა და ტყე-ველებში, სოროს იკეთებენ 60 სმ-მდე სიღრმეზე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული Lycosidae-თა რამდენიმე სახეობა. ამათგან Lycosa singoriensis-ს საშიში შესახედაობის გამო „ობობა-მგელს“ უწოდებენ. ყველა ტარანტული მეტ-ნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისათვის საშიში არ არის. Lycosa singoriensis - იგივე რუსული ტარანტული, ობობა-მგელი — ობობების კლასი, ობობა-მგლების ოჯახისა. გვხვდება შუა აზიაში, რუსეთის სამხრეთით და უკრაინაში. რუსული ტარანტული ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე ცენტრალურ ევროპასა და ჩინეთში. მისი არეალის უკიდურესი დასავლეთი წერტილია სახელმწიფო ავსტრია. ბინადრობს უდაბნოში, სტეპებსა და ტყე-სტეპის ზონებში. სხეულის სიგრძე 25-35 მმ. წონა 2.6-იდან 7 გრ-მდე. დაფარულია ხშირი რბილი ბეწვით. მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. როგორც წესი, ტარანტული ცხოვრობს განმარტოებით და ისინი არ ჯგუფდებიან. მეტად აგრესიული ობობაა. შხამიანია. კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. ადამიანს თავს არ ესხმის და კბენს მხოლოდ მაშინ, თუ ეცდებით მის დაჭერას. ეგზოტიკური ცხოველის ზოგიერთ მოყვარულს ტარანტული სახლში ჰყავს. რუსული ტარანტულის ყველაზე დიდ ეგზემპლარს მიაგნეს ცენტრალურ ევროპაში. როგორ უნდა დაიცვათ თავი ტარანტულებისგან ჩვეულებრივ, ტარანტული ადამიანს თავს არ ესხმის. უმთავრესად იკბინებიან მდედრი ტარანტულები, თავისი ჭუპრისა და კვერცხების ან ახალგამოჩეკილი ობობების დასაცავად. ტარანტულის კბენისგან თავდაცვის მიზნით, საკმარისია რამდენიმე წესის დაცვა: საველე პირობებში: განთავსებისთვის უპირატესობა მიანიჭეთ მოსწორებულ ადგილებს ქვების, ნაპრალების, მშრალი ბალახის გროვების გარეშე; ყურადღებით დაათვალიერეთ საძილე ტომრები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჩაცმამდე; კოცონის დასანთები მასალა არ შეაგროვოთ დაბინდების შემდეგ; არ ეცადოთ ამოიყვანოთ ტარანტული თავისი ბუდიდან ცვილის ან პლასტელინის ბურთულით, რომელიც მიმაგრებულია ძაფზე; ფანჯრებსა და ღიობებზე დაამაგრეთ დამცავი ბადეები - ეს დაგიცავთ არა მხოლოდ ტარანტულებისგან, არამედ სხვა აბეზარი მწერებისგანაც; ნუ აწვალებთ ტარანტულებს - საშიშროებისას ისინი შეიძლება შემოგახტნენ და გიკბინოთ! ტარანტულის გასანადგურებლად გამოიყენეთ ინსექტიციდები! რა არ უნდა გააკეთოთ ტარანტულის კბენის შემდეგ? არ მოიწვათ ნაკბენი. ტოქსიკოლოგები თვლიან, რომ ეს მეთოდი არაეფექტური და საკმაოდ სახიფათოა; არ დასეროთ დაზიანებული ადგილი - ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს; არ დაიზილოთ და მოიქავოთ ნაკბენი ადგილი - ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს; რა შეიძლება გააკეთოთ ტარანტულის კბენისას? მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საბანი საპნით. ამასთან კანი ძლიერ არ დაიზილოთ; დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკით; დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები სანამ არ შეწყდება ტკივილი; შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა; შეინარჩუნეთ სიმშვიდე; მიიღეთ ბევრი სითხე - ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას; ალერგიული რექციის შემთხვევაში - მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი; იმ შემთხვევაში თუ, ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება - სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს“ - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

06.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=26963

 

პაატა იმნაძე: სომატური ბაღლინჯო და ზიკას ვირუსი მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია, ტარანტული კი ადამიანისთვის სახიფათო არაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ზიკას ვირუსი არ ემუქრება და ის მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული. როგორც "ექსპრესნიუსთან" საუბრისას იმნაძემ განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია ტარანტულებთან და ე.წ. "სომატურ ბაღლინჯოსთან" დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. "სისულელეა! არავითარი კავშირი ზიკასა და კუს ტბას შორის არ არსებობს. ზოგადად, საქართველოში ზიკას ვირუსი ვერ იქნება დაფიქსირებული იმიტომ, რომ ზიკა არის სამხრეთ ამერიკაში. ვინც ბრაზილიაში აპირებს წასვლას, ის იყოს ფრთხილად. რაც შეეხება ტარანტულებს - მას საშინელი სახელი კი ქვია, მაგრამ არის ობობა. ობობები ცხოვრობდნენ სანამ ადამიანები გაჩნდებოდნენ და ალბათ, ადამიანი, რომ აღარ იქნება მერეც იცხოვრებენ. თუ ჩვენ არაფერს ვერჩით, ისინიც არაფერს გვერჩიან. ტარანტული ადამიანისთვის სახიფათო არაა. ე.წ. "სომატური ბარლინჯოც" მხოლოდ სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული და არა საქართველოში“, - განაცხადა იმნაძემ.

---

 

06.07.2016   

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AB/

 

გამოვყოფთ 2 მილიონ ლარს, რათა თურქულ პანსიონებში მყოფი ყველა ბავშვი ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ გადმოვიდეს

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი ქობულეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონის დახურვას აპროტესტებს და სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დაიწყონ გამოძიება, რათა გაირკვეს რეგიონში არსებული თურქული პანსიონების წარმომავლობა და გაატარონ შესაბამისი პროცედურები. გიორგი ქვრივიშვილმა აჭარის რეგიონში არსებულ 50-მდე თურქული ბავშვთა სახლის ფუნქციონირებისა და ქობულეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონის დახურვის მიზეზებზე „კვირის“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქუბულეთში, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ გახსნილი პანსიონის დახურვის მიზეზი გახდა ის, რომ ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს ყველა იმ არალიცენზირებულ დაწესებულებას, სადაც ფუნქციონირებს ბავშვების სააღმზრდელო საქმიანობა. „ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დაეწყო სწრაფი რეაგირება იმ 50-მდე არალიცენზირებული სახლების წინააღმდეგ, რომლებიც აჭარის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და დაეწყოთ ლიცენზირების პროცესი. ლიცენზირების პროცესი არ დაიწყო და მოხდა უარესი. შემდეგ, ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და გავხსენით გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი, სადაც რამდენიმე ბავშვი ამ თურქული პანსიონებიდან გადმოვიყვანეთ“, – განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს პოზიცია, რომ აჭარაში მოქმედი თურქული პანსიონები ქვეყნისთვის დამანგრეველ ინტერესებს ახორციელებენ. „აჭარაში ფუნქციონირებს თურქული პანსიონები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ქვეყნისთვის დამანგრეველ და საზიანო ინტერესებს. ისინი ზრდიან ბავშვებს, იმ მიზნით, რომ თურქეთში გაიყვანონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, როგორც მათი იდეოლოგიის გამტარებლები საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა. ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენელი მოითხოვს, რომ, გენერალ მაზნიაშვილის პანსიონის მსგავსად, დაიხუროს ყველა თურქული პანსიონიც. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ ბავშვთა სახლების გახსნას და გავხსნით იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება, რათა სრულად მოვიცვათ ის მოთხოვნილება, რომელიც აჭარის რეგიონში არსებობს. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში არცერთი თურქული პანსიონი არ იყოს. ამისთვის დღეიდან გამოვყოფთ 2 მილიონ ლარს, რათა ყველა ბავშვი, რომლებიც თურქული დაფინანსებით არსებულ სახლებში არიან, გადმოვიდნენ ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ. ამავდროულად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიწყონ გამოძიება, რათა გაირკვეს თურქული სახლების წარმომავლობა, იდეოლოგია, დაიკითხონ ის ადამიანები, ვინც მონაწილეობენ ბავშვების აღზრდაში და ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, თურქულ სახლებთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება არის ცალსახა და ადგილზე არავინ ეთანხმება მსგავსი ტიპის პანსიონების არსებობას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის იდეოლოგიური პანსიონები. ქვრივიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიღებული კანონი ეხება ამ პანსიონებსაც, თუმცა, არანაირი რეაგირება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა. „ჩვენ რომ გავხსენით მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი, მეორე დღეს შემოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო და დაგვაჯარიმა 3 ათასი ლარით ულიცენზიო საქმიანობისთვის, მაშინ როდესაც 2005 წლიდან მოყოლებული, 43 სახლია აჭარაში გახსნილი, რომელიც იურიდიულად არის ჩვენი იდენტური. 1 ივლისს ჩვენ დავხურეთ პანსიონი და არავის მოუკითხავს არც ამ 25 ბავშვის ბედი და არც ის, თუ ამ კანონს შემხვედრად რა მოჰყვა, ჩვენ მათ დავუნიშნავთ სტიპენდიას, მაგრამ რომ არა ჩვენი დახმარება, ისინი ცხოვრებას გააგრძელებენ გაუსაძლის პირობებში, ზოგი ღია ცის ქვეშაც“, – განაცხადა მან. ორგანიზაცია “ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალის“ ინფორმაციით, თურქული სახლების ბავშვები უმეტესად სოციალურად დაუცველი, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული მშობლების, ან გაცილებული მშობლების შვილები არიან. „2014 წელს მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და მოვითხოვეთ ლიცენზია ბავშვთა სახლზე, რაზეც სამინისტრომ გვიპასუხა, რომ საქართველოში ბავშვთა სახლების საჭიროება არ არის, იმის მიუხადავად, რომ სრული დაფინანსებით მზად ვიყავით, ჩვენს თავზე აგვეღო ბავშვთა სახლები და გაგვეწია სრული მონიტორინგი ამ სახლებზე“, – თქვა გიორგი ქვრივიშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს, ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართოს და იმ ბავშვების აყვანა მოითხოვოს, რომლებიც იმყოფებიან თურქული პანსიონების ზედამხედველობის ქვეშ. „ასევე, მივმართავთ სხვა წერილით, სადაც ნათქვამი იქნება, რომ არ შეიძლება კანონები მიღებული იყოს ზედაპირულად, რეალობის გათვალისწინების გარეშე. უნდა არსებობდეს გარდამავალი პერიოდი, 2-5 წლამდე, როდესაც შესაძლებელი იქნება ბავშვების პრობლემების მოგვარება. ამის შემდეგ უნდა გატარდეს რეფორმა, რომელიც არსებულ სინამდვილეში არ მუშაობს“, – განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის ხელმძღვანელმა.

---

 

06.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=45492&cat=1

 

არჩევნებამდე საპენსიო მარათონი გამოცხადდა

ივლისიდან პენსიები გაიზარდა. ლარის დევალვაციისა და ფასების ზრდის ფონზე, 20-ლარიანი მატება მოსახლეობისთვის ვერაფერი შეღავათი აღმოჩნდა. მთავრობის ნაბიჯმა მოწონება ვერ დაიმსახურა ვერც სპეციალისტებში და რა თქმა უნდა, ვერც პოლიტიკურ ოპონენტებში. ექსპერტები აცხადებენ, რომ პენსიის 20 ლარით მომატება, ხანდაზმული ადამიანების სოციალურ მდგომარეობას ვერ გაუუმჯობესებს. სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ გაზრდილი პენსია დღეში ერთი ლარიც არ გამოდის. შესაბამისად, პენსიის მომატება კარგი მოსასმენია, თუმცა ასაკოვანი მოსახლეობას სიკეთეს ვერ მოუტანს. „რასაკვირველია, გაზრდა პოზიტიურად იქნება აღქმული ჩვენი დაბეჩავებული პენსიონერების მიერ, თუმცა მათ გაჭირვებას ნამდვილად არ უშველის დღეში რამდენიმე თეთრის მომატება. დღეში ერთი ლარიც არ გამოდის ამ დანამატიდან, ანუ ყოველდღიურად თეთრების იმედად არიან ჩვენი პენსიონერები. ვერ იქნება სანდო ასეთი ამომრჩეველი. რეალურად ხომ არჩევნებისთვის არის გათვლილი პენსიის მომატება ასეთი მცირე ოდენობით“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი. ეს ყველაფერი როგორც მოსალოდნელი იყო ხელზე დაიხვიეს პოლიტიკურმა პარტიებმა. წინასაარჩევნოდ უმეტესობა დაპირებების ტრადიციულ გზას გაჰყვა და პენსიონერთა ხმებზე ნადირობა დაიწყო. მაგალითად, ნაცმოძრაობა მოსახლეობას ამჟამინდელი პენსიის 50 ლარით გაზრდას ჰპირდება. კიდევ უფრო გულუხვები აღმოჩნდნენ „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებმაც თამასა 300 ლარამდე ასწიეს. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საარჩევნო ეკონომიკური პროგრამის ნაწილი უკვე წარადგინეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, პროგრამის მთავარი აქცენტი მოსახლეობის ყოფის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. „თავისუფალი დემოკრატების“ წინასაარჩევნო დაპირება - მინიმალური ხელფასი 500 ლარის ოდენობით, 300-ლარიანი პენსია და 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 4 მილიარდით გაზრდილი ბიუჯეტი. „თითოეული პენსიონერი იმსახურებეს უკეთეს ცხოვრებას. დღეს არსებული 160 ლარის ნაცვლად, ჩვენ განვსაზღვრეთ აუცილებელი საარსებო მინიმუმი 250 ლარით და ვიღებთ ვალდებულებას, რომ პენსია გახდება 300 ლარი და ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის უკეთესი ანაზღაურება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი იქნება 500 ლარი. ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად“, - აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“. ხელისუფლება კი, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს პარტიების „საარჩევნო ტრიუკს“ უწოდებს. საქმე ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავადაც 220-ლარიანი პენსიას ჰქონდა მიზანში ამოღებული, მაგრამ 4 წლის განმავლობაში „გეგმას 40 ლარით ჩამორჩა“. ასე რომ, მათ კარგად იციან, რა შესაძლებლობა აქვს ბიუჯეტს პოპულისტური დაპირების შესასრულებლად. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს მიაჩნია, რომ პარტიების დაპირება არის არასერიოზული. „არ შეიძლება ესტაფეტა გავმართოთ პოლიტიკურმა პარტიებმა ვინ მეტს შესთავაზებს თავის ამომრჩეველს. გამოსავალი არის მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაში, რაზეც პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გაიმართა და ხელისუფლება 2017 მესამე კვარტლიდან ქვეყანაში დაგროვითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს. „გამოსავალი სწორედ დაგროვებითი საპენსიო სისტემაა. სხვა შეთავაზება, ეს არის გათანაბრებული ტყუილთან და ეს არის საარჩევნო „ტრიუკი“. ასე რომ, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს ვთხოვ, ნუ გამოიყენებენ მათ საარჩევნო სპეკულაციისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პენსიები მეოთხედ გაიზარდა. მართალია, ეს საკმარისი ოდენობა არ არის, მაგრამ იმაზე მეტია, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

07.07.2016     

მედიასაშუალება: ახალი თაობა

 

პაატა იმნაძე: "ტარანტული მხოლოდ მაშინ გიკბენთ, თუ მის დაჭერას შეეცდებით"

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: იმ შემთხვევაში თუ ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების ცენტრს. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. - ბოლო დღეებია, კუს ტბის დამსვენებლები აფორიაქდნენ. საუბარია, რომ გამბუზიას კუს ტბაზე გაშვება ზიკას ვირუსს უკავშირდება. ამაზე რას იტყვით? - გამბუზიას კუს ტაბში გაშვება ზიკასთან კავშირში საერთოდ არ არის. ეს განახორციელა გარემოს დაცვის სამინისტრომ და მას ამის თაობაზე დაავადების კონტროლის ცენტრთან აღნიშნულთან დაკავშირებით კონტაქტი არ ჰქონია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3753866&name=07.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

                         

ალია-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3754198&name=07.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 

07.07.2016     

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

 

ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით პოზიცია გაიუმჯობესა და მეორე კალათიდან პირველში გადაინაცვლა. 2013 წლის შემდეგ ეს კარგი მაჩვენებელია, რადგან სწორედ 2013 წელს გაიუარესა ჩვენმა ქვეყანამ ტრეფიკინგთან ბრძოლის მაჩვენებელი. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთავრობამ გააფართოვა ტრეფიკინგთან ბრძოლა, გამოყო ფინანსები და ტრენინგები ჩაუტარა პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებსა და თავშესაფრების ოპერატორებს. გარდა ამისა, ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, საუბარია იმის შესახებაც, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ისეთი მიდგომა, რომელიც უფრო მეტად მსხვერპლზეა ორიენტირებული, ასევე, გაუმჯობესდა მსხვერპლზე ზრუნვის მექანიზმებიც. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მეორე კალათიდან პირველ კალათში გადანაცვლების ფაქტი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, სოციალური მუშაკების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს და სხვა არაერთი უწყების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგია. მისივე სიტყვებით, ტრეფიკინგთან ბრძოლაში ბოლო სამი წლის მანძილზე მთავრობამ თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკა განახორციელა. თუმცა წულუკიანი აცხადებს, რომ გამოწვევად რჩება ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემის მოგვარება. მართალია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეგვიფასა ახლახანს მიღებული კანონი მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებით, მაგრამ კანონს იმპლემენტაცია სჭირდება და საქართველოს მთავრობა „გადადის იმ უბედურების წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც ჰქვია ბავშვები ქუჩაში“. ამავე ანგარიშით საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, გააძლიეროს მუშაობა ტრეფიკინგის მსხვერპლთა ამოსაცნობად, ასევე, ტრეფიკინგის დანაშაულში ჩართულთა გამოსავლენად; უნდა ჩატარდეს მრავალმხრივი კვლევა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად და ა.შ. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზოგადად, საინტერესოა, რომ ისევ პირველ კალათაში გადავინაცვლეთ და დავწინაურდითა. თუმცა ის სიტუაცია, რაც ხდება ქუჩებსა და ბავშვთა სახლებში ბავშვებთან მიმართებით, ანუ ბავშვთა მიმართ ტრეფიკინგის რისკი, რომლის შესახებაც არაერთხელ დაუწერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს და მოუთხოვია ამ თემებზე ეფექტური მუშაობა, ისევ უძრავად რჩება. უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნის არცერთ ხელისუფლებას (მათ შორის, არც ამჟამინდელ ხელისუფლებას) არასდროს დაურქმევია კონკრეტული სახელი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემისთვის, რომ არაფერი ვთქვათ, ამ ბავშვებზე მოძალადე პირთა გამოვლენასა და დამნაშავეთა მხილებაზე. „რეალურად, ამ პრობლემისთვის კონკრეტული სახელის დარქმევა ნიშნავდა იმას, რომ ბავშვებთან მიმართებით ხორციელდება ტრეფიკინგი და ეს ტრეფიკინგის რეალური რისკია. აქედან გამომდინარე, რა ნაწილში ინტერპრეტირებს იუსტიციის მინისტრი, რომ პირობითად რაღაც გაუმჯობესებები არსებობს ბავშვებთან მიმართებით, ჩემთვის გაუგებარია. შესაძლოა, ტრეფიკინგის ფონდმა გადაამზადა თავისი თანამშროლები და პოლიციელები, მაგრამ რატომღაც არ ხდება იმ ფაქტის აღიარება, რომ ქუჩაში ბავშვების ცხოვრება და მუშაობა სწორედ ტრეფიკინგს უკავშირდება. აქ მთავარი რისკია, რომ, თუ სახელმწიფო სახელს არ არქმევს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემას და არ აღიარებს, რომ ეს ტრეფიკინგია, მაშინ, ცხადია, ამ ნაწილში შეფასებას არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოითხოვს. შესაბამისად, უარყოფითი დასკვნაც არ დაიწერება“, - აცხადებს ანა აბაშიძე. შეგახსენებთ, For.ge მიმდინარე წლის იანვარშიც წერდა, რომ ქუჩაში ბავშვის „მუშაობა“ და ცხოვრება ორგანიზებული დანაშაულის შედეგი იყო. ამ შემთხვევაში, ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულნი იყვნენ, როგორც ამ ბავშვების კანონისმიერი წარმომადგენლები, ანუ მშობლები, ასევე - მესამე პირები, რომლებიც მონეტარულ სარგებელს იღებდნენ ბავშვებისგან. ამ ყველაფერს კი ეწოდება თანამედროვე მონობა ბავშვების მიმართ. მსგავსი ფაქტები, განსაკუთრებით, მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე შეიმჩნევა. მგზავრები და გამვლელები აცხადებენ, რომ დღის კონკრეტულ მონაკვეთში მოდის ვიღაც სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც ბავშვს შეგროვილ თანხას ართმევს და მიდის. როგორც თვითმხილვლები ამბობენ, დაახლოებით დღეში ეს საშუალოდ ას ლარს უტოლდება, რაც ბავშვების ხელით ჩადენილი სერიოზული დანაშაულია. ამ შემთხვევაში, ბავშვები მთავარი მსხვერპლნი არიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3753864&name=07.07.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

07.07.2016     

მედიასაშუალება:          ალია

 

რატომ პირდებიან პენსიონერებს 300-400-ლარიან პენსიას

საქართველოში 1 ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდა. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერების პენსია კი უკვე 216 ლარია. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, პენსიის ჯამური ბიუჯეტიც გაიზარდა. თუკი ჯამური ბიუჯეტი 2012 წელს 1, 045 მილიარდი ლარი იყო, წელს უკვე 1,570 მილიონი ლარია ანუ საპენსიო ანაზღაურება ნახევარ მილიარდზე მეტით გაიზარდა. ამავე დროს, თუ 2012 წელს მონაცემთა ბაზაში 680 ათასი პენსიონერი იყო რეგისტრირებული, დღეს 713 ათასია. ისიც უნდა ითქვას, რომ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, პენსია სამჯერ გაიზარდა: 2012 წლის სექტემბერში საპენსიო პაკეტი 110-125 ლარის ფარგლებში იყო, 2013 წლის სექტემბერში 150 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში - 160 ლარამდე, რასაც ამჟამინდელი, 20-ლარიანი მატებაც მოჰყვა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ოცი ლარი პენსიონერების მდგომარეობას რადიკალურად ვერ შეცვლის, მაგრამ შემცირებას ნამდვილად სჯობს. „20 ლარით პენსიის მომატება სახელმწიფოს ყოველწლიურად 100 მილიონი ლარი უჯდება, ამიტომ 20 ლარზე იმის თქმა, რომ ის არაფერს წარმოადგენს, ნამდვილად არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ საქართველოში 2008 წლის პირველი იანვრიდან აღარ არსებობს ე.წ. სოციალური გადასახადი, რომელსაც მეწარმე სოციალური სფეროს დაფინანსებისთვის იხდიდა, რის გამოც ეს მოვალეობა მთლიანად სახელმწიფოს მხრებზე გადავიდა. ეს გადასახადი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს და წარმატებით მუშაობს“, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი. სოსო არჩვაძის თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნო ბატალიები იწყება, ამიტომ მომდევნო თვეებში თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდება პენსიონერების გული მოიგოს. „უკვე გაისმის დაპირებები პოლიტიკური ძალებისგან. ერთ-ერთი პირველი ამათგან საპენსიო უზრუნველყოფაა, რადგან პენსიონერები სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ყველაზე მობილიზებული, მოტივირებული და ორგანიზებული ჯგუფია. შესაბამისად, მათ ხმებს დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების დროს. ამიტომ ნებისმიერი პარტია თუ წინასაარჩევნო ბლოკი ცდილობს გარკვეული ყურადღება დაუთმოს პენსიონერთა პრობლემებს და დაპირებებიც გასცეს. რამდენად შესრულდება მათი დაპირებები, ეს უკვე სხვა ამბავია“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ. პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ რეგიონული მდივანი გოგა ასათიანიც მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პარტიის დაპირებები უსაფუძვლო და არარეალურია. „დღესდღეობით უნამუსო მარათონია გამართული: პარტიები პენსიონერების საყურადღებოდ ისეთ ციფრებს ასახელებენ, რომელიც ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გაიცემა. ჰპირდებიან 300, 400, 500 ლარსაც კი, რაც რეალობას ვერ ასახავს. რა თქმა უნდა, პენსია საარსებო მინიმუმს მაინც უნდა უტოლდებოდეს, მაგრამ ჩვენთან საარსებო მინიმუმიც არარეალურია და გადახედვას საჭიროებს: 161 ლარი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის ძალიან მცირეა. თანაც, პენსიონერს კვების გარდა, ათასგვარი ხარჯი აქვს: ექიმი, საავადმყოფო, მედიკამენტები, ბიუჯეტსაც არა აქვს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი თავის თავზე აიღოს. ამიტომაც უნდა შეიქმნას ინდივიდუალური დაგროვებითი სისტემა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას ღირსეული მოხუცებულობა ჰქონდეს. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საპენსიო რეფორმა, რომელიც შედეგს 15-20 წელიწადში მოგვცემს, მაგრამ თუ დღესვე არ დავიწყებთ, 15 წლის შემდეგაც იგივე პრობლემები გვექნება. საქართველოში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნა, რაზეც მხოლოდ ლაპარაკი გვესმის, კონკრეტული ნაბიჯები კი ჯერ კიდევ არ გადადგმულა“, - აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი. ამავე საკითხის შეფასება „ბიზნესპრესნიუსმა“ ექსპერტ გია ხუხაშვილსაც სთხოვა. „დღევანდელი ხელისუფლებისთვის საყვედურის თქმა, რომ ის სოციალურად არ არის ორიენტირებული, არ შეიძლება, უფრო მეტიც, ეს უსამართლობა იქნება. ჩემი აზრით, დღევანდელ ეკონომიკურ ვითარებაში პენსიების უფრო მეტად გაზრდაზე ლაპარაკი წმინდა წყლის პოპულიზმია და სხვა - არაფერი. თუ გვინდა, რომ ხელისუფლება გავაკრიტიკოთ, უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა უფრო მეტის გაცემის საშუალებას - ეს არის ხელისუფლების პრობლემა და არა ის, რომ მას ამ სეგმენტზე მეტის დახარჯვა არ სურს. უბრალოდ, მას მეტის საშუალება არა აქვს, რადგან მისი ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია და ქვეყნის ეკონომიკა იმდენად ვერ ვითარდება, რომ მეტის გაღება იყოს შესაძლებელი. რაც შეეხება 20 ლარის მომატებას, ეს უფრო ინდექსაციაა და არა პენსიის გაზრდა, რადგან ეს 20 ლარი ვერ ანაზღაურებს ბოლო ხანებში მომხდარ ინფლაციას და პროდუქციის გაძვირებას. ასე რომ, ხელისუფლებას საამაყო ნამდვილად არაფერი აქვს, რადგან პენსიონერების მდგომარეობა კი არ გააუმჯობესა, უბრალოდ, შეარბილა ზარალი, რომელიც პენსიონერებმა ინფლაციის გამო მიიღეს. მე ამას არ დავარქმევდი პენსიების მატებას, მე ამას პენსიების ინდექსირებას დავარქმევდი“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალთა წინასაარჩევნო დაპირებებს, გია ხუხაშვილის თქმით, დაპირებებს საფუძველი უნდა ჰქონდეს. მისი განცხადებით, საქართველოში პენსია 300 ლარი რომ გახდეს, ამას სწრაფი ეკონომიკური ზრდა სჭირდება. „ვიდრე პენსიონერებს 300-400 ლარს დაჰპირდებიან, უნდა გვაჩვენონ კონკრეტული გეგმა, სქემა, თუ როგორ აპირებენ ამის მიღწევას - ეს არის სწორი, სამართლიანი და პატიოსანი მიდგომა, თორემ გამოცხადება ყველაფრის შეიძლება. ვიღაცას შეუძლია პენსიონერებს ათასლარიანი პენსიის დანიშვნას დაჰპირდეს, ენას ხომ ძვალი არა აქვს? საქართველოში სამწუხაროდ, ასეთი თამაშის წესებია: კონკურსი იმაზე კი არ ცხადდება, თუ ვინ უკეთესად მოუვლის ქვეყანას, არამედ იმაზე, ვინ უფრო მაგარ რამეებს დაჰპირდება ხალხს. ჩვენი ელექტორატის გარკვეული ნაწილიც ასე ფიქრობს: სიცრუეა, მაგრამ იაფიო და ამ სიცრუეს დაუფიქრებლად ყიდულობს“, - ამბობს გია ხუხაშვილი. ექსპერტის შეფასებით, სერიოზულ საპენსიო რეფორმას სერიოზული ეკონომიკური ზრდა და ფინანსები სჭირდება. „დღეს საქართველოში პენსია იგივეა, რაც სოციალური შემწეობა, მაგრამ რას ვიზამთ? - ვიდრე ამ ტიპის საპენსიო სისტემას შევინარჩუნებთ, ჩვენს ქვეყანაში პენსიონერი უზრუნველყოფილი არასოდეს იქნება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3754133&name=07.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---