From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-07.07.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com
Received On : 07.07.2017 08:02
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 07.07.2017

ტელევიზია 

06.07.2017

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში ქრონიკური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროცესს ამოწმებს. ამ მიზნით დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კლინიკა "მედალფაში" იმყოფებოდა. ზაზა სოფრომაძემ პროგრამასთან დაკავშირებით ექიმების მოსაზრებაც მოისმინა. ქრონიკური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 1 ივლისს დაიწყო. უფასო მედიკამენტების მიღება შეუძლია სოციალურად დაუცველ ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-მდე და ქრონიკული დაავადება აქვს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4560506

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4560432

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4561337

ერთსულოვნება - სიახლენი 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4561286

---

 

06.07.2017

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დღე

გადაცემის მთავრი თემა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაა. პროგრამის თაობაზე გადაცემის სტუმრები, ეკატერინე ადამიან- ჯანდაცვის სამინისტროს ჯანაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსი და ირინა გობეჯიშვილი- სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციფიური მედიკამენტების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. მათი თქმით, უფასო მედიკამენტების მიღება შეუძლია სოციალურად დაუცველ ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-მდე და ქრონიკული დაავადება აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4559919

---

 

06.07.2017

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს, ისარგებლონ უფასო მედიკამენტების პროგრამით. ახალი პროგრამის მეშვეობით, ბენეფიციარები პრეპარატებს სიმბოლურ ფასად -1 ლარად მიიღებენ. ინიციტივა ეხება ქრონიკული დაავადების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 ათასს არ აღემატება. მედიკამენტები გაიცემა ისეთ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც აწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ასევე დიაბეტის მე-2 ტიპი. პროგრამის მიმდინარეობაზე დღეს დავით სერგეენკომ ისაუბრა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4561093

---

 

06.07.2017

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

პრობლემები პირველად ჯანდაცვაში. ექსპერტების გარდა, მომსახურების არაეფექტურობასა და ხარვეზებზე თავად პაციენტებიც საუბრობენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ოჯახის ექიმების დაბალი კვალიფიკაცია, დაბალი ანაზღაურება და პირველადი ჯანდაცვის ექიმის რეალური ფუნქციის დაკარგვა სახელდება, რაც პაციენტების გადამისამართებაში გამოიხატება. ხარვეზებს ჯანდაცვის სამინისტროშიც აღიარებენ და რამდენიმე ეტაპად დაყოფილ რეფორმას აანონსებენ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4561212

---

 

ინტერნეტი

06.07.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=48561

დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს, მედიკამენტების სიმბოლურ ფასად მიღების პროგრამით ისარგებლონ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს მედიკამენტების მიღება სიმბოლურ ფასად შეუძლიათ. სერგეენკო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. ამასთან, მინისტრის თქმით, მოსარგებლეთა შესახებ მონაცემები ყოველდღიურად იზრდება. ახალი პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; - ფილტვის ქრონიკული დაავადებები; - ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; - დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება დაახლოებით რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ექნება. პროგრამაში სულ განსაზღვრულია 23 დასახელების მედიკამენტი. ხვალიდან კი 13 მათგანის მიღება იქნება შესაძლებელი, ყველა დანარჩენი კი ივლისის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი. დავით სერგეენკომ მედიკამენტის მისაღებად საჭირო პროცედურებზეც ისაუბრა: - ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას. - ექიმი წერს რეცეპტს, სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება. - ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში - სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს. - ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა. - აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. - ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც. - მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/441785-davith-sergeenko-socialurad-daucvel-mosakhleobas-moutsodebs-qronikuli-daavadebis-samkurnalo-medikamentebith-isargeblon.html?ar=A

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/davit-sergeenko-sotsialurad-dautsvelebs-moutsodebs-qronikuli-daavadebis-samkurnalo-medikamentebit-uzrunvelkofis-shesadzleblobit-isargeblon/29085

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/post/134114-ministri-moqalaqeebs-medikamentebis-simbolur-fasad-mirebis-programasi-cartvisken-mouwodebs

---

 

06.07.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=48562

სერგეენკო კალაძეზე: იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც თავის მუშაობაში ასე შედეგზე ორიენტირებულია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობა ნამდვილად მზადაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს. მისივე თქმით, კახი კალაძეს პირადად მხარს უჭერს და მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება: „რაც შეეხება ჩემს შეხედულებას კახიზე, მართლაც იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ასე შედეგზე ორიენტირებულია თავის მუშაობაში. კახი კალაძე მართლა წარმატებული იქნება. მე მჯერა, რომ ის გაიმარჯვებს. პრემიერმა თქვა, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე და ამ პირობებში მას კონკურენტი არ ეყოლება, ანუ მის გამარჯვებაში დარწმუნებულია“,-აღნიშნა სერგეენკომ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახი კალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კალაძე მინისტრის რანგში სხდომას ბოლოჯერ ესწრება. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მას არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს. კახი კალაძე „ქართული ოცნების“ გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/441783-davith-sergeenko-kakha-kaladzeze-ishviathad-minakhavs-adamiani-romelsac-aqvs-asethi-shromis-unari-miaghtsios-tsarmatebas-yvela-im-sferoshi-rashic-moghvatseobda.html?ar=A

---

 

06.07.2017

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/134123-ministris-sefasebit-mtavroba-mzad-aris-konkurentuli-da-gamwvirvale-arcevnebi-caataros

მინისტრის შეფასებით, მთავრობა მზად არის კონკურენტული და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობა მზად არის კონკურენტული და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შემოდგომაზე გასამართ არჩევნებში თბილისის მერობისთვის ბრძოლაში კახა კალაძე უკონკურენტოა და ის გაიმარჯვებს. "მთავრობა მზად არის კონკურენტიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს. რაც შეეხება ჩემს შეხედულებას კახაზე, მართლაც იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ასეა შედეგზე და გუნდურ ინტერესებზეა ორიენტირებული. ასევე, ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი შრომის უნარი, იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებას ყველა იმ სფეროში, რაშიც მოღვაწეობდა და მოღვაწეობს. კახა კალაძე მართლა წარმატებული იქნება. მე მჯერა, რომ ის გაიმარჯვებს. პრემიერმა თქვა, რომ არჩევნები იქნება გამჭვირვალე და ამ პირობებში კახას კონკურენტი არ ეყოლება", - აღნიშნა სერგეენკომ. თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დანიშნული. "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეა.

---

 

06.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/441824-davith-sergeenko-me-gidasturebth-rom-aris-mzadyofna-sakonstitucio-cvlilebebze-konsultaciebi-gagrdzeldes.html?ar=A

დავით სერგეენკო - მე გიდასტურებთ, რომ არის მზადყოფნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები გაგრძელდეს

მე გიდასტურებთ, რომ არის მზადყოფნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საკითხის კომენტირებისას განაცხადა. “პრემიერმა დღეს განცხადება გააკეთა და საზოგადოებას გააცნო ვენეციის კომისიის ხელმძღვანელთან საუბრის დეტალები. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება საბოლოო კონსენსუსის მიღწევამდე. რაც შეეხება პროცედურებს, ზუსტად ვერ გეტყვით, ეს ალბათ პარლამენტის წევრებს უნდა კითხოთ, მაგრამ მე გიდასტურებთ, რომ არის მზადყოფნა, რომ კონსულტაციები გაგრძელდეს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

--- 

 

06.07.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/441819-saqarthvelos-rkinigza-sadgur-samtredia-ii-shi-dasaqmebulis-janmrthelobis-mdgomareobis-shesakheb-mediashi-gavrcelebul-informacias-ekhmaureba.html?ar=A

”საქართველოს რკინიგზა” სადგურ სამტრედია II-ში დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

”საქართველოს რკინიგზა” სადგურ სამტრედია II-ში დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ალერგიული სიპტომები მხოლოდ რკინიგზაში მომუშავე პირებს არ აღენიშნებათ და არანაირად არ უკავშირდება მათ შრომით პირობებს. ამასთან დაკავშირებით ”საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ”საინფორმაციო საშუალებებით და სოციალური მედიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, სადგურ სამტრედია II -ში დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვინდა განვაცხადოთ, რომ ალერგიული სიპტომები მხოლოდ რკინიგზაში მომუშავე პირებს არ აღენიშნებათ და არანაირად არ უკავშირდება მათ შრომით პირობებს. მსგავსი ჩივილებით სამტრედიის მოსახლეობა, ზაფხულის ცხელ პერიოდში, ხშირად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან მოწვეული იქნა ჯანდაცვის სამინისტროს და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული საკითხი და მათი დასკვნის საფუძველზე შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ აღნიშნული ალერგიული ფონი მწვავდება ზაფხულში- ივლისისა და აგვისტოს თვეებში, რაც დაკავშირებულია სავარაუდოდ მცენარეების ყვავილობასთან. სპეციალისტთა დასკვნით რადიაციული ფონი არ არსებობს. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული დაზღვევით სარგებლობს ყველა თანამშრომელი, მათ საშუალება აქვთ სამტრედიაშივე მიმართონ პროვაიდერ კლინიკებს, სადაც მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური სპეციალისტები. რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებულთა სამუშაო პირობებს; გაცნობებთ,რომ ელმავლებში, სადგურებში, სხვადასხვა საამქროსა თუ დეპოებში, მუდმივად ხდება პირობების გაუმჯობესება, შეძენილია და მოძრაობს თანამედროვე ელმავლები, რომელიც აღჭურვილია გათბობა-გაგარილების სისტემით და ყველა იმ აუცილებელი პირობით რაც მემანქანეს სჭირდება. პერსონალს დაურიგდა სპეცტანსაცმლი. ხოლო ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს, ელ. მომარაგებისა და სხვა მუშაკებს, რომელთაც შენობების გარეთ უწევთ სამუშაოების შესრულება, საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით შეეცვალათ მუშაობის გრაფიკი. „საქართველოს რკინიგზა“ მონიტორინგის ჯგუფის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში აკვირდება ქალაქ სამტრედიაში მიმდინარე პროცესებს და სრულად ფლობს ინფორმაციას თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________    

07.07.2017

მედიასაშუალება:  ვერსია

"თუ ბავშვი ქუჩაში ხვდება, ეს სისტემის მარცხია"

"ვერსია" დაინტერესდა, თუ ხდება "ქუჩის ბავშვების" აღწერა, თუ ინტერესდება ვინმე მიზეზებით, რამაც მათ მოწყალების თხოვნისკენ უბიძგა და მათი სამომავლო ბედითაც. დეტალების გასარკვევად, გაერო-ს ბავშვთა ფონდის "იუნისეფის" კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს დავუკავშირდით. მაია ქურციკიძე: - მიზეზები, რაც ბავშვებს უბიძგებს, ქუჩაში გავიდნენ, კომპლექსურია. სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე ხშირად შეჭიდულია სხვადასხვა პრობლემასთან. ევროკავშირისა და "იუნისეფის" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებდა 2012-დან 2015 წლამდე, შეიქმნა სახელმწიფო მექანიზმი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად. 2014-დან 2017 წლის მაისამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მობილური ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებულია 878 მიუსაფარი ბავშვი. აქედან 767-მა ბავშვმა ისარგებლა დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურებით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4561576&name=07.07.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

07.07.2017

მედიასაშუალება:საქართველოს რესპუბლიკა

დაკიდეთ სველი პირსახოცები

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს სთავაზობს. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, შეინარჩუნონ სახლში სიგრილე, თავი აარიდონ სიცხეს, შეინარჩუნონ სხეული გრილად და ტენიანად, დაეხმარონ სხვებს. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ: "შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00-მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით კი - 24C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეს. ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება). მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი - 04:00-დან 07:00 საათამდე. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საუალებებში! მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ: მედიკამენტი შეინახეთ 25C-ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში). თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ შენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება: იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4561545&name=07.07.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---