From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-08.07.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 08.07.2016 08:48
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 08.07.2016

ტელევიზია

08.07.2016

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   დილა მშვიდობისა

ქალაქში შხამიანი მწერები მომრავლდნენ. მოსახლეობის ნაწილი პანიკაშია. რა ხდება რეალურად, შემოესია თუ არა თბილისს შხამიანი მწერები, ამის გასარკვევად მაიკო ჭაფოძე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს ესტუმრა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3756709

--- 

 

08.07.2016

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   დილა მშვიდობისა

23 წლის გიორგი წიკლაურს თქვენი დახმარება სჭირდება. მას საზღვარგარეთ გულზე გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. ოპერაცია დიდ თანხასთან არის დაკავშირებული ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3756742

---

 

07.07.2016

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 18:00

სოციალურმა სააგენტომ და "ლიბერთი ბანკმა" მცირე ტიპის სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების პატრონაჟის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. 6 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული თავშესაფრების კომუნალურ გადასახადებს ბანკი სრულად უზრუნველყოფს. "ეს საშუალებას მისცემს ამ დაწესებულებებს კიდევ უფრო ეფექტურად წარმართონ თავიანთი მუშაობა და გააფართოვონ სერვისები და კიდევ უფრო სრულყოფილი სერვისები შეთავაზონ ბენეფიციარებს" - აცხადებს ზაზა სოფრომაძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3755762

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3755390

მაესტრო-კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3755232

რუსთავი2-კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3755088

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3756272

---

 

07.07.2016

არხი:          бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: ახალი ამბები 21:00 

პანსიონი თუ ოჯახი? 20 ბავშვს საკუთარი ნებით არჩევანი არც სახლიდან წასვლისას და არც დაწესებულების დატოვებისას გაუკეთებია. ქობულეთის პანსიონი კანონის მოთხოვნების შეუსაბამობისა და ლიცენზიის არქონის გამო დახურეს. მოზარდებს სახლში ოჯახური გარემო, თუმცა მძიმე პირობები ელოდებათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3756173

---

 

07.07.2016

არხი:          ტელეკომპანია бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:    бѓђбѓ®бѓђбѓљбѓ˜ ამბები 18:00

4 წლის ილია დიმიტრიას დახმარება სჭირდება. პატარას გულის მანკი აქვს და საჭიროებს გულის გადანერგვას. ოპერაცია გერმანიაში უნდა ჩატარდეს, რისთვისაც სოლიდური თანხაა საჭირო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3755811

---

 

07.07.2016

არხი:          I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 18:00

დამწვრობის ცენტრში ბოლო ორ დღეში პაციენტების რაოდენობამ ისევ მოიმატა. გაზრდილია მიმართვიანობა საავადმყოფოებშიც. მზისა და მაღალი ტემპერატურის გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას გაფრთხილებას აძლევს. მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3755776

---

 

07.07.2016

არხი:          бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კონტაქტი 12:00

სოციალურად დაუცველი ბავშვები სახლებში წავიდნენ. მაზნიაშვილის სახელობის პანსიონის დახურვის მიზეზი ახალი რეგულაციები გახდა. დაწესებულებას ავტორიზაცია გავლილი არ ჰქონდა, ხელმძღვანელობა კანონს დაემორჩილა და ის დროებით დაკეტა. პანსიონს კიევის ყოფილი მერი აფინანსებს. მან დაიწყო უკვე სპეციალური დოკუმენტების შეგროვება, რათა ავტორიზაცია მოიპოვოს და მოზარდები ამთთვის კომფორტულ გარემოსდ აუბრუნდნენ. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თავშესაფრების ფუნქციონირებას სპეციალური ლიცენზია სჭირდება, რაც აღნიშნულ პანსიონს არ გააჩდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3754333

---

 

07.07.2016

არხი:         რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

 бѓ®бѓ›бѓђбѓЈбѓ бѓ˜ იყო бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ მთავრობის კანცელარიასთან. бѓЁбѓ”бѓњбѓќбѓ‘бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ სოციალურად დაუცველები бѓ“бѓђ "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები პრემიერთან бѓЁбѓ”бѓ®бѓ•бѓ”бѓ“бѓ бѓђбѓЎ бѓ“бѓђ бѓЈбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ™бѓђбѓ бѓќ პირებისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. ისინი შენობაში бѓЁбѓ”бѓ­бѓ бѓђбѓЎ бѓЁбѓ”бѓ”бѓЄбѓђбѓ“бѓњбѓ”бѓњ, რამდენიმე бѓ›бѓђбѓ—бѓ’бѓђбѓњбѓ›бѓђ კი бѓЎбѓђбѓЁбѓ•бѓ—бѓђ ბიუროში бѓЁбѓ”бѓЎбѓ•бѓљбѓђ бѓ›бѓќбѓђбѓ®бѓ”бѓ бѓ®бѓђ. მოგვიანებით თავისუფალი თაობის бѓ¬бѓ”бѓ•бѓ бѓ”бѓ‘бѓЎ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე бѓЁбѓ”бѓ®бѓ•бѓ“бѓђ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3755751

---

 

 

ინტერნეტი

08.07.2016   

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=39101&cat_id=6

 

ქართული ფარმაცევტული ბაზრის ანომალია - ჯენერიკები ორიგინალ წამლებზე ძვირი ღირს

სპეციალისტები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ "ანომალიურ" ტენდენციაზე საუბრობენ: მსოფლიო პრაქტიკისგან განსხვავებით, მთელ რიგ შემთხვევებში საქართველოში ჯენერიკები ორიგინალურ მედიკამენტებზე ძვირი ღირს. "კომერსანტი" ამ მოვლენის მიზეზებით დაინტერესდა. რამდენიმე ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების შემცირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის ჯენერიკების სეგმენტი გააფართოვა, რომელიც წესით ბრენდულ წამლებთან შედარებით გაცილებით იაფი უნდა ღირდეს. თუმცა, ქართულ ბაზარზე პირიქითაც ხდება. რიგ შემთხვევებში ჯენერიკების ფასი ორიგინალის ფასს აღემატება. ამ დასკვნამდე „კომერსანტი“ მას შემდეგ მივიდა, რაც ჯენერიკებისა და ორიგინალი მედიკამენტების ფასი ერთმანეთს შეადარა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ სუმამედი, რომელიც ორიგინალი მედიკამენტია, 12 ლარი ღირს, ხოლო ჯენერიკი აზიბიოტის ფასი 17,58 ლარია; ორმიცინის კი 26,4 ლარი; დიფლუკანი (ორიგინალი) 10,45 ლარი ღირს, მიკოსისტი (ჯენერიკი) 11 ლარი; ზირტეკი (ორიგინალი) 14 ლარი ღირს, როლინოზი (ჯენერიკი) კი 19,4 ლარი. რა განაპირობებს საქართველოში იმ ფაქტს, რომ წამლის შემცვლელი მის ორიგინალზე ბევრად ძვირი ღირს? და ზოგადად, რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები ბაზარზე? ქართულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას "ანომალიურს" უწოდებს ექსპერტი ფარმაციის საკითხებში თინა ტურძილაძე. მისი თქმით, მსგავსი ანომალიები დაბალი განვითარების ბაზრებისთვისაა დამახასიათებელი. „ამ ტიპის ანომალიაა ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევებში ბაზარზე ჯერ ასლი შედის და შემდეგ ორიგინალი, ზოგჯერ ორიგინალი საერთოდაც არ შედის ბაზარზე, მაგალითად საქართველოში ჯენერიკული ფორმულების მხოლოდ 17–20%–ია მიმოქცევაში, 80%–ზე მეტი ფორმულა საერთოდ არ არის ქართულ ბაზარზე არც ორიგინალის და არც ასლის სახით. ეს და ამ ტიპის ანომალიები ცუდად რეგულირებული განვითარებადი ბაზრებისთვისაა დამახასიათებელი!“,- აცხადებს თინა ტურძილაძე. მისივე თქმით, სრულიად განსხვავებულია განვითარებული ბაზრების მოცემულობა, სადაც ჯენერიკების მთავარი უპირატესობა მათი ფასია. „პირველივე ჯენერიკი, რომელიც ბაზარზე გამოდის, საწყის ეტაპზევე ბრენდის ფასის შემცირებას 61%-დან 85%-მდე იწვევს. სამომხმარებლო ფასის ეროზია ინტენსიურად გრძელდება შემდგომ წლებშიც. ფასთა ასეთი სხვაობა მარტივად ასახსნელია, რომ ასლების მწარმოებლების დანახარჯები ორიგინალის მწარმოებლებთან შედარებით ძალიან დაბალია არა მარტო იმიტომ, რომ ასლებს ორიგინალებისაგან განსხვავებით არ მოეთხოვებათ კლინიკური კვლევების სრული ციკლი, არამედ იმიტომაც, რომ ისინი პრაქტიკულად უკვე ფორმირებულ სეგმენტში შედიან, თითქმის არ აქვთ კომერციული რისკები და არც ექიმების და პაციენტების აზრის ფორმირებისთვის სჭირდებათ ისეთი ფინანსური რესურსი, როგორიც ორიგინალს. ჩვენს შემთხვევაში, როცა ბაზარზე ორიგინალი არ არის, გენერიკებს უწევთ ამ ხარჯის გაწევა?!“,- აცხადებს ტურძილაძე. ექსპერტი მიჩნევს, რომ ამ და მსგავსი პრობლემების მოგვარებისთვის პირველ ეტაპზე რეგულირების სისტემის რეფორმირებაა საჭირო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას – ორიგინალს, ჯენერიკს, სიმილატს და მხოლოდ ამის შემდეგაა ეფექტური ხარჯების შეკავების ღონისძიებები. "საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე საკითხის მიმართ რადიკალურად არის განწყობილი. მისი თქმით, ფირმებმა, რომლებიც მსგავს ნაბიჯებს დგამენ და ჯენერიკებს უფრო ძვირად ყიდიან, ქართულ ბაზრზე ფეხი ვერ უნდა მოიკიდონ. „ამაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მოსახლეობის განათლებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. უხეშად რომ ვთქვათ, თავად მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს, რა ღირს იგივე შემადგენლობის ორიგინალი პრეპარატი და არ გადაიხადოს უფრო მეტი ჯენერიკში, რომელიც გაცილებით იაფი უნდა ღირდეს“,- აცხადებს არჩილ მორჩილაძე.

---

 

07.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/387617-socialuri-momsakhurebis-saagentom-liberthi-bankthan-memorandumi-gaaforma.html?ar=A

 

სოციალური მომსახურების სააგენტომ „ლიბერთი ბანკთან“ მემორანდუმი გააფორმა

სოციალური სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა, მცირე საოჯახო ტიპის სახლების და მიუსაფართა თავშესაფრების პატრონაჟის შესახებ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორმოცდაათი მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. ”მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკთან, მორიგი, ნაყოფიერი თანამშრომლობით შევძელით 50 მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა. გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები საშუალებას მოგვცემს, უფრო აქტიურად, ვიზრუნოთ ამ ცენტრების ბენეფიციარების სხვა პრობლემებისა და საჭიროებების მოგვარებაზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს გაწეული პატრონაჟისათვის”, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. სოციალური სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 325 ბავშვი ცხოვრობს, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები, კი თბილისსა და რუსთავში ფუნქციონირებს, სადაც ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 60-მდე ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. ”სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი მუდამ ცდილობს იზრუნოს დაუცველ ბენეფიციარებზე. მოხარული ვარ, რომ გავზარდეთ ქველმოქმედების სპექტრი და უკვე ორმოცდაათი მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფართა თავშესაფრის დახმარებას შევძლებთ”, - განაცხადა ალექსი ხოროშვილმა.

---

 

07.07.2016   

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=39077&cat_id=6

 

ივნისის თვეში საბავშვო აფთიაქი 3 ლარით გაიაფდა

არასამათავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელის აფთიაქებში შემავალი ჯგუფის - საბავშვო აფთიაქის მაისის თვის მონაცემებს აქვეყნებს. ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ბავშვის აფთიაქისათვის საჭირო მედიკამენტების მინიმალური სია და მათი ფასი, რომელიც ივნისის თვეში დაფიქსირდა, 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ივნისის თვეში შემცირდა რამდენიმე მედიკამენტის ფასი, რამაც საერთო ჯამში აფთიაქის ღირებულება 96 ლარიდან 93 ლარამდე შემცირა. უფრო კონკრეტულად კი ფასი შემცირდა შემდეგ მედიკამენტებზე: თურმანიძის მალამო მაისის თვეში 5.88 ლარი ღირდა ივნისში კი მისი ფასი 4.90 ლარი იყო; 5 თეთრით შემცირდა რეჰიდრონ ოპტიმის ფასი და 26 ლარის ნაცვლად ივნისში ის 25.95 ლარი ღირდა. ოტიპაქსის ფასი 7.20 ლარიდან 6. 95 ლარამდე შემცირდა. ალბუციდი 1.20 ლარის ნაცვლად 0.95 ლარი ღირდა, ხოლო დრამინას შეძენა 5.60 ლარის ნაცვლად უკვე 3.50 ლარად იყო შესაძლებელი. თუ როგორ შემცირდა საერთო ჯამში მედიკამენტებისა და მოვლის საშუალებების ჯამური ფასი, ეს კარგად ჩანს ინფოგრაფიკაში, რაც შეეხება კონკრეტული მედიკამენტების სიას და ფასს, შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის სახით. არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასის ცვლილების შესწავლას და მუდმივ რეჟიმში განახლებადი ინფორმაციის დაინტერესებული პირებისთვის, მოსახლეობისთვის მიწოდებას.

---

 

07.07.2016   

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A8-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1-15-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A/

აშშ ქართულ ჯანდაცვას 15 მილიარდი დოლარით დააფინანსებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აშშ ქართულ ჯანდაცვას 15 მილიარდი დოლარით დააფინანსებს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ინვესტიცია აშშ-ის კერძო სექტორიდან მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდება. “დაავადებათა კონტროლის ხელშეწყობით კერძო სექტორის კერძო ინვესტიცია, ეს არის ც ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი, რომელიც 15 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულებისაა,” – აცხადებს მინისტრი, დავით სერგეენკო.

---

 

07.07.2016   

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=9367

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები ზაფხულთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ პერიოდში მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობს.ცენტრის ინფორმაციით, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე, გულსისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასაკოვნები. როგორც ცენტრში ამბობენ, დაუშვებლია მათ მკურნალობის დოზები ინდივიდუალურად შეცვალონ. მედიკამეტის სახეობა და დოზები აუცილებლად უნდა შეთანხმდეს მათ ექიმთან. „ზოგადად, უნდა მოვერიდოთ შუადღის მზის სხივებს. თუკი გარუჯვაზე გვაქვს საუბარი, დილის 08:00 –დან 10:00 საათამდე და 18:00 საათის შემდეგ გავიდეთ ზღვაზე. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მათივე რეკომენდაციით, უნდა გვეცვას ღია ფერის, ბუნებრივი, არამჭიდროდ მორგებული ტანსაცმელი, აუცილებელია გვქონდეს თავსაბურავი, ასევე ღია ფერის და ფართო ფარფლებიანი ქუდი. „არ უნდა დაგვავიწყდეს თვალების დაცვა, სათვალე ძალიან რეკომენდებულია. უნდა ვეცადოთ, რომ კანი მზის დამცავისგან მაქსიმალურად გვქონდეს დაფარული. დამცავი კრემის წასმა ღია ადგილებზე ქალაქშიც აუცილებელია, არა მარტო ზღვაზე. სახლში უნდა ვეცადოთ, რომ სიგრილე შევინარჩუნოთ. ფანჯრებზე ჩამოვაფაროთ ბნელი ფარდა. გამოვიყენოთ კონდიციონერი ან ვენტილატორი. განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის დროს, თუ სახლში არ გვაქვს სიგრილის შენარჩუნების პირობები, ჩავიდეთ მეტროში, მაღაზიაში, სადაც კონდიცირებაა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ. მისივე თქმით, ცხელ დღეებში მოსახლეობამ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, თუმცა არ არის საჭირო ძალიან ცივი. აბსოლუტურად მიუღებელია ალკოჰოლის მოხმარება; ხშირად უნდა მიიღონ გრილი შხაპი. მისივე განმარტებით, ხანშიშესულებს შესაძლოა ხშირად გრილი შხაპის მიღება გაუჭირდეთ, ამიტომ მათ სველი პირსახოცი უნდა გამოიყენონ და ისე გაიგრილონ სხეული, რომ არ მოხდეს გადახურება. „უნდა ვერიდოთ არამარტო მზის დაკვრას, გადარუჯვას, დამწვრობის მიღებას, არამედ სითბური დაკვრაც არის პრობლემა. ამიტომ არ უნდა გადავახუროთ ორგანიზმი. ქრონიკული დაავადების მქონე პირები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტიკები, სახსრების დაავადების მქონე პირები შედარებით მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და სიცხეში ფიზიკურ აქტივობას უნდა მოერიდონ“, - აღნიშნა სტურუამ.

---

 

07.07.2016   

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=72280&lang=geo

 

ჯანდაცვის სამინისტრო დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს

ჯანდაცვის სამინისტრო გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის და სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას აპირებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური მხარდაჭერით, 2016 წელს გეგმავს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის და შესაბამისი სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამასთან დაკავშირებით, 8 ივლისს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე,ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს წევრები და დარგის სხვა ექსპერტები, პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის ძირითადი ამოცანები,მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებები.

---

 

07.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/150613-mthavrobis-administraciasthan-mimdinare-aqciis-monatsileebthan-shekhvedra-daigegma.html?lang=ka-GE

 

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან შეხვედრა დაიგეგმა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“, „იპოთეკით დაზარალებულთა კომიტეტისა“ და „თავისუფალი თაობის“ აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილე რამდენიმე პირი „თავისუფალი თაობის“ ლიდერ ლადო სადღობელაშვილთან ერთად, იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელსა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში შედგება შეხვედრა, რომელშიც ჩართული იქნებიან ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლები და მათ პრობლემაზე იმუშავებენ. „ავუხსენით უსახლკაროების პრობლემა, მივიღეთ დაპირება, რომ მომდევნო ხუთშაბათამდე იქნება შეხვედრა მერიის წარმომადგენელთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად და უფრო ფართოდ გავშლით ამ თემას. მეტად სავალალო შედეგია, 3 ათასზე მეტი მოქალაქე გვყავს აღრიცხული, უკვე გამოსახლებული და უსახლკაროდ დარჩენილი. 11 ათასი უკვე გამოსახლებულია 2012-დან 2015 წლამდე და 86 ათასი ელოდება გამოსახლებას. ეს არის სავალალო შედეგი“, - განაცხადა სადღობელაშვილმა. მისივე თქმით, პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია, იქნას ორგანული კანონი შემუშავებულ უსახლკაროთა დასახმარებლად, რათა ამ ადამიანებს ეტაპობრივად გადაეცეთ საცხოვრებელი სახლები. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაპირებული შეხვედრა არ შედგება, გამორიცხული არ არის, რომ აქციებმა მასშტაბური სახე მიიღოს. „წინაღმდეგ შემთხვევაში, ის, რაც დღეს აქ მოხდა, როდესაც რამდენიმე ადამიანი შემოვიჭერით და შიგნით გავმართეთ აქცია, ეს მიიღებს სხვა სახეს. არის საუბრები შიმშილობასთან დაკავშირებით. მივმართავ მთავრობას, ნუ მიგვიყვანთ იმ დონეზე, რომ შიმშილობით და მსგავსი საპროტესტო აქციებით მოგვიხდეს მოქმედება“, - აღნიშნა სადღობელაშვილმა. იპოთეკით დაზარალებულები და უსახლკაროები დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მისაღებში შეიჭრნენ.

---

 

07.07.2016   

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4-2/

 

საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, უწყებაში საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია და ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება 7 ივლისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. "საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის" შესახებ, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა. ოთარ იაშაღაშვილის განმარტებით, კომისია და სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფენ კომუნიკაციას, კოორდინაციას და საგზაო უსაფრთხოების სფეროში უწყებათაშორის შეთანხმებას მაღალი დონის სტრატეგიაზე, პროგრამებსა და პროექტებზე, ასევე კოორდინაციას გაუწევენ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. "საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია" წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებებს, საქართველოში წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნა ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის დონის ზრდასთან დაკავშირებით, საჭიროა ახალი ეტაპების განხორციელება, რომ საქართველომ მიაღწიოს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ შედეგებს და წარმატებას საგზაო უსაფრთხოების საქმიანობებში" , - განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ იაშაღაშვილმა. მისივე თქმით, პარტნიორ წამყვან სახელმწიფო დაწესებულებებთან და საგზაო უსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციით შემუშავებული ეს სტრატეგია მოიცავს ახალ გრძელვადიან ხედვას და მიზნებს საქართველოში საგზაო უსაფრთხოებისთვის. ამასთან, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც თანხვედრაში მოვა სტრატეგიის მიზნებთან. "მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შედეგების მისაღწევად საგზაო უსაფრთხოებაში უნდა განხორციელდეს გრძელვადიანი ინვესტიციები მთელ რიგ სექტორებში: მართვაში, ინსტიტუციებში, ინფრასტრუქტურაში, საავტომობილო პარკში, ლიცენზირების სტანდარტებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ქცევის წესებსა და ჯანდაცვის სისტემაში. საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს, რომ აუცილებელია თანმიმდევრული ქმედებების განსაზღვრა სტრატეგიის შემუშავების, განვითარებისა და კონსოლიდაციის ფაზებთან დამოკიდებულებაში" , - აღნიშნა იაშაღაშვილმა. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ჩართულნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და სხვა შესაბამისი უწყებები.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

08.07.2016     

მედიასაშუალება:          ახალი бѓ—бѓђбѓќбѓ‘бѓђ

 

მთავრობის ადმინისტრაციასთან უსახლკაროთა მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან უსახლკარო მოქალაქეთა მხარდასაჭერად „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ და ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“, აქცია გაიმართა. აქციაზე იპოთეკით დაზარალებული პირები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი ადმინისტრაციის ფოიეში შეიჭრა და მჯდომარე აქცია გამართა. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ნათია მიქელაძეს შეხვდა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნათია მიქელაძესთან უსახლკაროთა პრობლემის საკითხზე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე შეთანხმდენ. ,,მივიღეთ დაპირება, რომ მომდევნო ხუთშაბათამდე იქნება შეხვედრა უკვე ჯანდაცვის სამინისტროს, მერიის წარმომადგენლებთან ერთად და უფრო ფართოდ გავშლით თემას უახლკაროთა შესახებ. ეს ძალიან აქტუალური თემაა. მეტად სავალალო შედეგია, დაახლოებით 3 000-ზე მეტი თბილისელი გვყავს აღრიცხული, უკვე გამოსახლებული და უსახლკაროდ დარჩენილი. 11 000 გამოსახლებულია 2012-დან 2015 წლამდე და 86 000 მოქალაქე ელოდება გამოსახლებას. ეს არის რეესტრის ციფრები. ამიტომ უნდა იქნას მიღებული ორგანული კანონი ამის სარეგულაციოდ, შეიქმნას დეპარტამენტი ან არსებულ რომელიმე დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული პრობლემის მოგვარება და უსახლკაროებს ეტაპობრივად გადაეცეთ ბინები“, - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა. მისი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები შიმშილობას დაიწყებენ. ,,აქ უკვე არის საუბრები შიმშილობაზე და ნუ მიგვიყვანთ იმ დონეზე, რომ შიმშილობებით და ასეთი ტიპის აქციებით ვიყოთ მოტივირებულები“, - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა. მისივე თქმით, მორიგ აქციას საქართველოს პარლამენტის შენობასთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან მომდევნო ხუთშაბათს გამართავენ. ,,უმუშევართა კავშირი” და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი თაობა” მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვენ. კანონპროეტი უსახლკარო პირებისთვის სტატუსის მინიჭებას და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოში დეპარტამენტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც უსახლკარო ადამიანებისთვის პრობლემის მოგვარების პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3756552&name=08.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

08.07.2016     

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

 

რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო

თბილისში „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ წევრებმა გამართეს. პაციენტების სურვილია, საზოგადოების თითოეულ წევრს მიაწვდინონ მნიშვნელოვანი გზავნილი "ყველაფერი ჩვენს ხელშია”. ისინი ხელისუფლებას სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დაფინანსებას სთხოვენ. ონლაინ პეტიციის შედეგად შეგროვებული ხელმოწერებით, შესაბამისი განცხადებით აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მიმართეს. აქციის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება მძიმე დაავადების, - რევმატოიდული ართრიტის შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო და ცოცხალ ჯაჭვში ჩართულობით მხარი დაეჭირა რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის, - "ჯანმრთელი სახსრები - ეს მიღწევადია". ღონისძიების საკომუნიკაციო კომოპანია "ჯეპრამ" უზრუნველყო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3756521&name=08.07.2016+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

08.07.2016     

მედიასაშუალება:          бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ бѓћ.бѓЎ.

 

ვინ და რატომ შეიწირა წლინახევრის მარიამის სიცოცხლე?!

"ვინ გაისვარა ხელი წლის და სამი თვის მარიამ ვასაძის სისხლში?!" ექიმებმა, გამოძიებამ, პროკურატურამ თუ... ყველამ ერთად?! რა მიზეზით დაიღუპა უმწეო პატარა ლანჩხუთის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში?! ეს ის კითხვებია, რომლებზეც ტელეკომპანია ტვ-12-ის პირდაპირ ეთერში პაატა შავაძე თავის საავტორო გადაცემაში "ზღვარში" შეეცადა პასუხის გაცემას. ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი: მე შიმიძლია გითხრათ, რომ მომმართეს ოჯახის წევრებმა, ანუ ოჯახის მოთხოვნით ვარ ჩართული სახელმწიფო ექსპერტიზის კომისიის შემადგენლობაში. დოკუმენტი ტექნიკურ პროცედურას გადის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და ალბათ დღედღეზე პასუხიც გვექნება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3756431&name=08.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90+%E1%83%9E.%E1%83%A1.&p=1&lang=Ge

---