From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-09.01.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge
Received On : 09.01.2017 09:34
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 09.01.2017

ტელევიზია 

09.01.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:ახალი ამბები 11:00

4 წლის საბა ღოღობერიძის მშობლები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, კლინიკაში საკმარისი მედპერსონალის არარსებობის გამო ბავშვს სათანადო მკურნალობა არ უტარდება. ღოღობერიძეები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4188507

---

 

07.01.201 7

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

რა რეფორმებსა და პროექტებს გეგმავს მმართველი გუნდი ახალ 2017 წელს. ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ინფრასტრუქტურული პროექტები, საპენსიო რეფორმა, ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმებულთა უფლებები - ეს არის მთავრობის გეგემები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4187030

---

 

07.01.201 7

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საწარმოო ტრავმის შედეგად დაშავებული თენგიზ ქამუშაძე მკურნალობას განაგრძობს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქამუშაძე, რომელიც ფეროში თბომავლის მემანქანის დამხმარედ მუშაობს, საამქროს ბუნკერში ჩავარდა. დაშავებულს, ხერხემლის მალის დაზიანების გარდა, მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობაც აღენიშნება. თენგიზ ქამუშაძე ფეროშენადნობთა ქარხანაში უკვე 32 წელია მუშაობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4186777

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4186702

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4186576

---

 

06.01.201 7

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 20:00

ღუდუშაურის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილებაში სამი იანვრის შემდეგ პაციენტების მიღება აღარ ხდება. დაწესებულებას დაფინანსება იმდენად შეუმცირეს, რომ კლინიკა ფსიქიატრიული პაციენტებისთვის მომსახურეობის გაწევას ვეღარ ახერხებს. ამ დრომდე გაურკვეველია რა ბედი ელის სახლში გაშვებულ პაციენტებს. პაციენტების შემდეგ, ღუდუშაურის ფსიქიატრიული განყოფილების ადმინისტრაციას სახლში თანამშრომლების გაშვებაც მოუწევს. მხოლოდ ამ კლინიკაში 35-მა ადამიანმა ამ დრომდე არ იცის პაციენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ, მისცემენ თუ არა ხელფასს. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მათთვის წინასწარ არავის უცნობებია. მუშაობა ჯერ არ შეუჩერებია მეხუთე საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებას. თუმცა, არც ამ კლინიკაში იციან, როდემდე შეძლებენ პაციენტებისთვის მომსახურების გაწევას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4186115

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4185986

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4185544

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4185398

---

 

06.01.201 7

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ქრონიკა 20:00

მწვავე პნევმონიით ბათუმში ორი პაციენტი გარდაიცვალა. გადატვირთულია ყველა სამედიცინო დაწესებულება, ამასთან მომატებულია სასწრაფოს გამოძახების რაოდენობაც. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში პაციენტებს სხვა ქრონიკური დაავადებებიც აღენიშნებოდათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4186088

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4185990

---

 

08.01.201 7

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 15:00

26 წლის ნინო ხუბუას დახმარება სჭირდება. მას კანის მძიმე დაავადება აქვს და უკვე 6 წელია ძლიერი ტკივილებით ცხოვრობს. მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4185376

---

 

 

ინტერნეტი

09.01.2017      

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/56994-maia-ciramua-saqartveloshi-bavshvta-uflebebze-saubari-jer-kidev-itsvevs-cinizms-da-agersias

მაია ცირამუა: საქართველოში ბავშვთა უფლებებზე საუბარი ჯერ კიდევ იწვევს ცინიზმს და აგერსიას

ფსიქოლოგი მაია ცირამუა “აიპრესთან” ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს და ვარაუდობს, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ასახული. სტატისტიკა, რომელიც ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გამოაქვეყნა, სახელმწიფოს მიერ გაეროში წარდგენილ ანგარშს ემყარება. ის კი ასე გამოიყურება: 2016 წელი- ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 218 ბავშვი გახდა (არასრული მონაცემი) 2015 წელს- 448 ბავშვი 2014 წელს – 280 ბავშვი “ეს მონაცემი რაც დადო ორგანიზაციამ „პარტნირობა ადამიანის უფლებებისთვის“, ეს არის ფაქტიურად სარკე, რომელშიც ჩვენ ჩავიხედეთ. ძალიან კარგად ჩანს აქედან, რამდენად უსუსრები ვართ ასეთ ფართომასშტაბიან პრობლემასთან, როგორიც ბავშვთა მიმართ ძალადობაა. მე ეჭვი მაქვს, რომ იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლი გაცილებით უფრო მეტია, მაგრამ მიმართვიანობა რომ არ არის მაღალი მიუთითებს იმაზე, რომ იდენტიფიცირება არ ხდება დროული და ადამიანებს არ აქვთ სენსიტიურობა ამ საკითხის მიმართ ან სულაც არ თვლიან, რომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი, ან არ ენდობიან სახელმწიფო ინსტიტუტებს”,-ამბობს მაია ცირამუა. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბძროლაში სოციალური კამპანია საკმაოდ ეფექტური იქნება, მაია ცირამუა განათლებაზე ზრუნვის საჭიროებასაც ხედავს და ამბობს, რომ საჭიროა მშობელთა კლუბები გაიხსნას, რომ მშობლებმა იცოდნენ, რამდენად დამანგრეველია ბავშვისთვის ძალადობრივი დამოკიდებულება. მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ოჯახის გაძლიერებაზე, როცა ოჯახი იძულებულია ფინანსური მდგომარეობის გამო ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანოს, მგონია რომ აქ სხვა ინვესტიციების ჩადებაა საჭირო, კონკრეტულ ოჯახებს, თემთან მუშაობას ვგულისხმობ. აქ მატერიალურ გაძლიერებაზე არ მაქვს მხოლოდ აქცენტი. ერთია მატერიალური რესურსი, მეორეა ცოდნა, პოზიტიურ მშობლობაზე გათვლა იმისა, რომ შევცვალოთ მშობლების დამოკიდებულება. ეს იმ რესურსებით, რაც სახელმწიფოს გააჩნია, წარმოუდგენელია ამის გაკეთება. 11 ფსიქოლოგი და სოც მუშაკების რაოდენობა ვერ გაწვდება ამას. ეს არის საკითხი, რომლითაც მხოლოდ სოც მომსახურების სააგენტო კი არა, განათლების სამინისტრო და სხვა უწყებებიც უნდა დაინტერესედნენ, რომ წავიდეს მუშაობა ოჯახის გაძლიერებაზე, ამაში გარდა მატერიალური მხარისა, ვგულისხმობ იმას, რომ სტერეოტიპების შეცვლა უნდა მოხდეს. ჯერ კიდევ არის საქართველოში სკოლები, პედაგოგები და ის ადგილები, სადაც ბავშვები ხვდებიან, ბავშვთა უფლებებზე საუბრის დაწყება იწვევს აგრესიას და ცინიზმს”,-აცხადებს მაია ცირამუა. მაია ცირამუა ამბობს, რომ სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა და ძალადობა კვლავ აქტუალური პრობლემაა. “სწორედ ჩემი პრაქტიკა მაჩვენებს იმას, რომ დღეს სკოლაში ბულინგიც საკმაოდ მძლავრად არის, მასწავლებლების მხრიდან ბავშვებზე ძალადობა საკმაოდ არ განსხვავდება იმ პერიოდისგან, როცა მე ვსწავლობდი სკოლაში. დამოკიდებულებაც ისეთივეა. ვგულისხმობ ფიზიკურ შეურაცხყოფას, მშობლების ლანძღვას, ცუდი მომავლის პროგნოზირებას, ღირსების შელახვას, საჯაროდ სხვა ბავშვების თანდასწრებით ბავშვის გაკიცხვას. უამრავი შემთხვევა არის ჩემთვის ცნობილი სწორედ იმ პრაქტიკიდან გამომდინარე რაც გამაჩნია. სკოლა ბევრად უფრო სენსიტიური უნდა გახდეს. მასწავლებელი უნდა იყოს ადამიანი რომელიც ებრძვის ბავშვთა მიმართ ძალადობას, ბავშვთა უფლებადამცველი, თავისი შინაგანი მრწამსით, ასეთი მასწავლებელი დეფიციტია”,-განაცხადა მაია ცირამუამ.

---

 

08.01.2017      

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/56951-sarke-romelshic-chavikhedet-ras-aketebs-sakheltsmifo-ojakhshi-dzaladobis-mskhverpli-bavshvebistvis

"სარკე,რომელშიც ჩავიხედეთ"-რას აკეთებს სახელწმიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის

საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 946 ბავშვი გახდა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაეროში წარდგენილ სახელმწიფო ანგარიშშია შესული. სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2016 წელი- ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 218 ბავშვი გახდა, 2015 წელს- 448 ბავშვი 2014 წელს – 280 ბავშვი. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ ფსიქო-სოციალური დახმარება მხოლოდ 10-მა ბავშვმა მიიღო: 2016 წელს ფსიქო-სოციალური დახმარება 6 ბავშვს გაეწია. 2015 წელს მხოლოდ ერთს. 2014 წელს კი 3-მა ბავშვმა მიიღო ფსიქო სოციალური დახმარება. ეს მონაცემები ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთ დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არაგანაშვილი „აიპრესთან“ აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას მხოლოდ ეს ფონდი უწევს. „ჩვენ ფონდს ფართე სახელმწიფოებრივ კონტექსტში განვიხილავთ. საქართველოში ამ ფონდის გარდა სხვა სახელმწიფო სერვისი, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისს გაუწევს, არ გვაქვს. როცა სახელმწიფო გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში აგზავნის ანგარიშს, იქ წერს, რომ მათ აქვთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფისათვის ამ ფონდის თავშესაფრები, სხვა ოფიციალური მონაცემი სერვისის შესახებ არ ფიქსირდება“,-ამბობს ანა არგანაშვილი. ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთ დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში კი „აიპრესს“ განუმარტეს, რომ ფონდი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ფსიქო-სოციალურ მომსახურებას მაშინ უწევს, როცა ფონდს მიმართავენ. „ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სხვადასხვა მექანიზმია ჩვენთან მომართვიანობისთვის და ჩვენი სამსახური მომართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთვება. მომართვა შესაძლოა იყოს ოჯახის წევრის მხრიდან, უბნის ინსპექტორის შეტყობინების საფუძველზეც, ასევე დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში შესაძლოა, სოციალურმა მუშაკმა გადმოამისამართოს ჩვენთან, შესაძლოა მოგვმართოს პირმაც, რომელმაც შეიტყო ოჯახში ძალადობის შესახებ (მაგალითად მეზობელმა). სხვა შემთხვევაში ბავშვზე ორინეტირებული საკმაოდ კარგი სერვისები აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამ კუთხით უკვე ისინი არიან ბავშვზე პასუხისმგებელი პირები და უწევენ სერვისებს”,-აცხადებს ფონდის პრეს-მდივანი ქეთი ბეროშვილი. ანა არგანაშვილი კი განმარტავს, რომ ფონდში გადამისამართება სწორედ სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეროგატივაა და ეს სოციალურმა მუშაკმა უნდა განახორციელოს. „თუ ფონდის თავშესაფრებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სოციალური სამსახური არ ამისამართებს, ეს კვლავ სახელმწიფოს პრობლემაა. სოციალური სამსახური ვალდებულია, რომ გადაამისამართოს, თუ არადა, მიაწოდოს მაინც ინფორმაცია მშობელს, ან ბავშვის გულშემატკივარ ადამიანს, ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ არსებობს ასეთი სერვისი. ფაქტია, ჩვენ გამოვაქვეყნეთ მშრალი სტატისტიკა და მკითხველმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რისი ბრალია ის, რომ მაგალითად შარშან 500 ბავშვი რეგისტრირებულია, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მხოლოდ ერთმა ბავშვმა მიიღო სახელმწიფოსგან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ეს არის წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებელი. მე ვფიქრობ, რომ ახლა სახელმწიფომ უნდა არკვიოს თავის სტრუქტურებს შორის, რატომ აქვს ასეთი ჩავარდნა ამ სფეროში. ჩვენ ვერ გავარკვევთ სოციალურმა მუშაკმა არ მიმართა, თუ ფონდმა არ გაუწია სერვისი. შეუძლიათ ერთმანეთს გადააბრალონ, მე ამაში არასამთავრობო ვერ ჩავერევი“,-ამბობს ანა არგანაშვილი. „აიპრესი“ შეეცადა სოციალური მომსახურების სააგენტოში გაერკვია ვინ იზრუნა იმ ბავშვებზე, რომლებიც ფონდის თავშესაფრებში არ მოხვდნენ და ვინ გაუწია მათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა- მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი ხათუნა ჯიქია განმარტავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სტატისტიკას ცალკე არ აწარმოებს. ხათუნა ჯიქიამ ბავშვზე ძალადობის მთლიანი სტატისტიკა წარმოგვიდგინა, რომელიც მისი თქმით, როგორც ოჯახში, ასევე ინსტიტუციებში ძალადობას მოიცავს. მისივე თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, ბავშვის სახელმწიფო ფონდში განთავსება უკანასკნელი ალტერნატივაა. „როცა ძალადობაა, ბავშვზე ოჯახში ძალადობის კანონით არ გავდივართ, გავდივართ რეფერირების პროცედურების შესაბამისად. ჩვენი სტატისტიკა სხვანაირია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ცალკე არ გვაქვს გამოყოფილი, ჩვენთან შემოდის ზოგადად ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შემთხვევაზე. 2016 წელს 610 შემთხვევა იყო შემოსული, რეფერირება განხორციელებული, ეს არის ნოემბრის თვის ჩათვლით მონაცემები. 610 შემთხვევიდან დადასტურებული მხოლოდ 324 იყო. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, 2016 წლის მთავრობის დადგენილების ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ფონდის თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის განსათავსებლად უკანასკნელი ალეტარნატივაა. როცა ის მარტო გამოგვყავს ოჯახიდან და ვერც ნათესავი, ვერც მინდობითი აღზრდა, ვერც მცირე ტიპის საოჯახო ვერ უპოვე, მაშინ ასაკიდან გამომდინარე შეიძლება მივმართო და განვათავსო იქ, მაგრამ თუ დედა მოჰყვება, მაშინ რა თქმა უნდა, ფონდში მიდის და ფონდი უწევს ყველა მომსახურებას რაც სჭირდება. როცა მინდობით აღზდაში, საოჯახო ტიპის სახლში ან ნათესავთან გადაგვყავს, მაშინ ფსიქო-სოციალურ დახმარებას ჩვენი ფსიქოლოგი უწევს, რომელიც არის თბილისში 1, საქართველოს მასშტაბით 11. ისინი უტარებენ თერაპიულ სეანსებს საჭიროების მიხედვით“,-აცხადებს ხათუნა ჯიქია. ანა არგანაშვილი კი აღნიშნავს, რომ სტატისტიკაში ასახულ ძალადობის მსხვერპლ 946 ბავშვზე პასუხისმგებელი სწორედ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთ დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდია და სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა სერვისი მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის არ აქვს. „გარწმუნებთ, სოციალურ სამსახურსს ამ მიმართულებით, სხვა სერვისი ამ ფონდის გარდა არ აქვთ. მათ აქვთ სერვისები, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამებით აფინანსებენ, თქვენ თუ გახსნით სახელმწიფო პროგრამებს, მსგავსი არ იძებნება უბრალოდ. სოციალური მუშაკი ვალდებულია რომ მიმართოს ამ ფონდს“,-ამბობს ანა არაგნაშვილი. სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირებული ბავშვზე ძალადობის 324 შემთხვევიდან ვერ აკონკრეტებენ, რამდენს მოემსახურა მათი ფსიქოლოგი. როგორც ხათუნა ჯიქია ამბობს, ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დათვლილი არ აქვს, თუმცა დასძენს, რომ ამის დათვლა შესაძლებელია. „ყველას გაეწეოდა დახმარება, თუმცა ჩვენ ვამისამართებთ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთანაც, მხოლოდ თბილისში ჩვენს ფსიქოლოგს 130 ქეისი აქვს, სადაც თითო ქეისში, შესაძლოა, რამდენიმე ბავშვი შედიოდეს. (ოჯახში შეიძლება რამდენიმე ბავშვი იყოს და ყველა ერთ ქეისში ხვდება) თუ ბავშვი ტრეფიკინგის თავშესაფარში მოხვდება, რა თქმა უნდა, ამ თავშესაფრის ფსიქოლოგი მოემსახურება. ვამისამართებთ არასამთავრობოებთანაც“,-ამბობს ხათუნა ჯიქია. სოციალური მომსახურების სააგენტოში აღიარებენ, რომ ფსიქოლოგების ნაკლებობის პრობლემა დგას, თუმცა ამბობენ, რომ კრიზისული სიტუაციები ნაკლებად იქმნება. „მომართვა ძალიან ბევრია, შეძლებისდაგვარად აუდიან, იმას რა თქმა უნდა არ ველოდებით, რომ ერთ ფსიქოლოგს ბევრი ჰყავს და მათთან როდის დაამთავრებს მუშაობას, შეიძლება გადავამისამართოთ ახლოს მდებარე რეგიონებში, მაგალითად, შესაძლოა, თბილისს მცხეთის ფსიქოლოგი მოემსახუროს. ასეთი შემთხვევები ყოფილა. ფსიქოლოგების ნაკლების პრობლემა დგას, ამ ეტაპზე არ ვიცი იგეგმება თუ არა ფსიქოლოგების შტატის გაზრდა. ვამისამართებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც“,-აცხადებს ხათუნა ჯიქია. „აიპრესი“ იმ ფსიქოლოგსაც დაუკავშირდა, რომელმაც წლის განმავლობაში ბავშვზე ძალადობის 130 ქეისი მიიღო. ლელა პართიკანაშვილი ამბობს, რომ მათგან დიდი ნაწილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვები არიან. „ჩვენთან გადმომისამართება ხდება სოციალური მუშაკის მიერ, როცა ის ამას საჭიროდ თვლის. ვმუშაობთ რეაბილიტაციაზე, შეფასება ხდება პირველ რიგში და შემდეგ გამოკვეთილი საჭიროებებიდან ხდება კონსულტირება. მშობლის ჩართვაც არის ხოლმე საჭირო, მაშინ როცა სირთულე მშობლის ქცევიდან მომდინარეობს. შესაძლოა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროება ინდივიდუალურია, მათთან შეხვედრების რაოდენობა 4-5-ია, საჭიროების მიხედვით მეტი. სხვადასხვა სირთულისა და სიმძიმის შემთხვევებთან გვაქვს საქმე, დაწყებული ფიზიკური ძალადობით, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, უგულებელყოფა და სექსუალური ძალადობაც მათ შორის. ზოგჯერ გვეხმარება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, სკოლის ფსიქოლოგები, მანდატურის სამსახური, ასე ნაწილდება. შეიძლება ჩემთან არც მოხვდეს ბავშვი და ისე მოხდეს გადამისამართება, ეს დამოკიდებულია იმ პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე, როცა რამდენიმე გადაუდებელ ქეისზე ვმუშაობ და ამ დროს კიდევ მოდის ასეთივე, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადამისამართება, რომ ბავშვს დროულად გაუწიონ დახმარება და რიგში არ მოუწიოს დგომა. სოციალური მომსახურების სააგენტო ნამდვილად უწევს ბავშვს საჭირო დახმარებას, ყველაფერს აკეთებს და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გვეხმარებიან, ასევე ჩვენი რესურსია, ჩვენ მათთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი. ბავშვის შუა გზაზე მიტოვება არ ხდება, თითოეული შემთხვევის მიყვანა ბოლომდე ხდება“,-აცხადებს ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ საქმე საკმაოდ შრომტევადია და დამატებით ფსიქოლოგის საჭიროებაც არის, მაგრამ განმარტავს, რომ ბავშვი ამის გამო არ ზარალდება: „არასამთავრობო ორგანიზაციები, მანდატურის სამსახური დიდ დახმარებას გვიწევენ. შესაბამის ვადებში ხდება რეაგირება“. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის გაწეული დახმარება იმ მოცულობის არ არის, როგორიც ეს ბავშვებს სჭირდებათ. „როდესაც საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, სამწუხაროდ, ეს არ არის ისეთი მოცულობის და გავრცელების, როგორიც უნდა იყოს. არასამთავრობოთა სრული უმრავლესობა ფინანსდება საერთაშორისო დონორების მიერ გრანტების საფუძველზე. ცხადია ეს დაფინანსება არ არის მყარი და დღეს რომ არსებობს ესა თუ ის ფსიქო-სოციალური მომსახურება, ხვალ შესაძლოა მათ დაფინანსება აღარ ჰქონდეს. ამის მიზეზი კი შემდეგია: ყველა დონორის პოლიტიკაა, რომ მათ მიერ პილოტურად დაფინანსებული სერვისების მხარდაჭერა, გარკვეული დროის შემდეგ სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე. შეუძლებელია, სახელმწიფო მუდმივად საერთაშორისო დონორების იმედზე იყოს ბავშვებისათვის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებისას, როგორიცაა ძალადობს შემდეგ მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. თუმცა, ფაქტია რომ არის, როგორც ამ სტატისტიკიდან ვხედავთ. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია“,-ამბობს ანა არგანაშვილი. ფსიქლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ 11 ფსიქოლოგი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ძლადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე იმუშავებს, ძალიან ცოტაა და გამოსავალი შესაძლოა არასამთავრობო სექტორისგან ამ მომსახურების ყიდვა იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით 2 მხოლოდ ორგანიზაცია მუშაობს. „11 ფსიქოლოგი ქვეყანაში ძალიან ცოტაა, თუმცა რომ არის ეს უკვე კარგია. იყო დრო როცა არ გვაყვდა, რაოდენობა მათი გასაზრდელია. მათი შრომითი ანაზღაურებაც უნდა იყოს ისეთი, რომ კვალიფიციურ კადრებს მოუნდეთ წავიდნენ ამ საკმაოდ მძიმე სამსახურში. გამოსავალი ის არის, რომ თუ სახელმწიფოს არ შეუძლია შექმნას ასეთი სამუშაო ადგილები, იყიდოს ეს სერვისი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. არასამთავრობო სექტორის მომსახურება გრანტებზეა დამოკიდებული და უწყვეტი არ არის, თან 2 ორგანიზაციაა სულ რომელიც ძალადობის საკითხებზე მუშაობს, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად დაფარავენ ისინი ყველა საჭიროებას? დონორებს პრიორიტეტები აქვთ ხოლმე ხშირად სხვა, მაგალითად სექსუალური ძალადობა სერიოზული პრობლემაა, ხშირია შემთხვევა როცა დონორი არ არის დაინტერესებული ამ ტიპის მომსახურებით, არ დავასახელებთ იმ ორგანიზაციებს, მაგრამ ხშირია შემთხვევა როცა ვერ ხედავენ ამ საჭიროებას და არ ხდება შესაბამისი დაფინანსება. ამიტომ ალბათ სახელმწიფოს თუ არ შეუძლია ეს სერვისი შექმნას, გამოაცხადოს ტენდერი და იყიდოს“,-აცხადებს მაია ცირამუა. მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ რეალურად ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს გაეროში წარდგენილ ანგარიშშია დაფისქირებული. „ეჭვი მაქვს, რომ იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლი გაცილებით უფრო მეტია, მაგრამ მიმართვიანობა რომ არ არის მაღალი მიუთითებს იმაზე, რომ იდენტიფიცირება არ ხდება დროული და ადამიანებს არ აქვთ სენსიტიურობა ამ საკითხის მიმართ ან სულაც არ თვლიან, რომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი, ან არ ენდობიან სახელმწიფო ინსტიტუტებს“,-აცხადებს მაია ცირამუა. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობის რიცხვი გაცილებით დაბალი უნდა იყოს, რადგან მათ სტატისტიკაში, სადაც ბავშვზე ძალადობის 324 შემთხვევა ფისქირდება, სხვადასხვა სახის ძალადობა შედის. „საიდან აქვთ ოჯახში ძალადობის ციფრი ჩვენთვის უცნობია, არ გამოვა ოჯახში ძალადობის ამდენი რაოდენობა, იმიტომ რომ ჩვენს ციფრებში ძალადობის სხვადასხვა შემთხვევები შედის, როგორიცაა სკოლაში ძალადობა, ადრეული ქორწინება, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა და ა.შ.“,-აცხადებს ხათუნა ჯიქია. თუმცა ეს ციფრები გაეროსთვის წარდგენილ ანგარიშში ფიქსირდება, ანგარიშს როგორც ანა არგანაშვილი ამბობს, 25 იანვარს გაეროში განიხილავენ. „ჩვენ სტატისტიკა წარმოვადგინეთ და ვერ იტყვიან რომ იგი დასაბუთებული და სწორი არ არის. 25 იანვარს გაეროში ბავშვთა უფლებებზე საქართველოს სახელმწიფო ანგარიშის მოსმენა იმართება, რომელშიც წერია, რომ ყველა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვი უზრუნველყოფილია ფსიქო-სოციალური დახმარებით. ამასთან, ეს არასრული მონაცემია, ანგარიში წარდგენილია სექტემბრის თვეში, 2016 წლის აქ მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემია. განახლებული მონაცემებით 2016 წელს ოჯახში ძალადობის მეტი მსხვერპლი ბავშვი იქნება“,-ამბობს ანა არგანაშვილი. ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად საზოგადოების განათლება და სოციალური კამპანიის წამოწყება ეფექტური იქნება. „ეს მონაცემი რაც დადო ორგანიზაციამ „პარტნირობა ადამიანის უფლებებისთვის“, არის ფაქტიურად სარკე, რომელშიც ჩვენ ჩავიხედეთ. ძალიან კარგად ჩანს აქედან, რამდენად უსუსრები ვართ ასეთ ფართომასშტაბიან პრობლემასთან, როგორიც ბავშვთა მიმართ ძალადობაა. რა თქმა უნდა, სოციალური კამპანია იქნება ეფექტური, განათლებაზე ზრუნვაა საჭირო, მშობელთა კლუბები, ჯგუფები გაიხსნას, რომ მათ იცოდნენ რამდენად დამანგრეველია ბავშვისთვის ძალადობრივი დამოკიდებულება. ეს არის საკითხი, რომლითაც მხოლოდ სოც მომსახურების სააგენტო კი არა, განათლების სამინისტრო და სხვა უწყებებიც უნდა დაინტერესედნენ. სტერეოტიპების შეცვლა უნდა მოხდეს. ჯერ კიდევ არის საქართველოში სკოლები, პედაგოგები და ის ადგილები, სადაც ბავშვები ხვდებიან და სადაც ბავშვთა უფლებებზე საუბრის დაწყება იწვევს აგრესიას და ცინიზმს“,-ამბობს მაია ცირამუა. მისივე თქმით, მშობელმა უნდა იცოდეს, როცა ბავშვის რთულ ქცევას ვპასუხობთ, უნდა ვუპასუხოთ არა კონკრეტულად ამ ქცევას, არამედ იმ საჭიროებას, რომელიც ამ ქცევის უკან დგას. მისივე თქმით, ბავშვის დასჯით, მის ქცევას კიდევ უფრო გავართულებთ. „ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ბავშვი არ შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება არც ემოციურად, არც მისი ფსიქლოგიიდან გამომდინარე. მისი რთული ქცევა ხშირ შემთხვევაში პასუხია იმ არანორმალურ გარემოებებზე, რომელშიც ბავშვი იმყოფება. ბავშვის რთული ქცევა ხშირად არის ძახილი საზოგადოებისადმი და სიგნალი, რომლითაც ის ამბობს იმ საჭიროების შესახებ, რომელიც დაუკმაყოფილებელია და მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. რთული ქცევის მართვაა, როცა ბავშვის ქცევის წაკითხვა, ჩვენი ემოციების რეგულირება შეგვიძლია და ამის პრობლემა აქვს ძალიან ბევრ მშობელს, მასწავლებელს და პროფესიონალს, რომელიც ბავშვთან მუშაობს. პასუხი რომ „თავი ვერ მოვთოკე“, „გამომიყვანა წყობიდან“, ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“,-ამბობს ფსიქოლოგი. მაია ცირამუამ ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგებზეც ისაუბრა: „რა თქმა უნდა, როცა ფიზიკურ ძალადობაზეა ლაპარაკი, ის ფიზიკურ ტკივილს აყენებს ბავშვს და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე შეიძლება გავიდეთ, ზოგადად ძალადობა , ღირსების შემლახავი დამოკიდებულება ბავშვისადმი ანგრევს მის ფსიქიკას. ანგრევს როცა ვამბობ, აქ ვგულისხმობ, რომ ეს იწვევს უამრავ ემოციურ, ქცევით პრობლემებს, ცუდად აისახება ადამიანის თვითშეფასებაზე და ადამიანი, რომელსაც დაბალი აქვს თვითშეფასება, დაურწმუნებელია, მუდმივად საფრთხის მოლოდინშია, ვერ რეალიზდება, თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, სოციალურ გარემოსთან მისი ინტეგრაციის ალბათობა ძალიან დაბალია. გარდა ამისა, ბავშვთა მიმართ ძალადობა პირაპირ არის მიბმული ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის თემასთან. ხშირად შეიძლება ბავშვის მიმართ სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებები არ იყოს გატარებული, მაგრამ ხედავდეს სასტიკ ძალადობას მის გარემოში, ასეთ შემთხვევაში ეს ბავშვიც ძალადობის ქვეშ არის, ტრავმირებულია. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამაზე ჯერ კიდევ არ არის გამართული, ჯერ კიდევ ფიქრობენ ადამიანები, რომ ეს ოჯახის საქმეა, რომ ქალი, ან ბავშვი მაპროვოცირებელია. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გული არ გვაქვს, სენსიტიურობა არ გვაქვს, რომ ბავშვზე ძალადობის დროს ხმა ამოვიღოთ, ან ვიმუშაოთ კვალიფიციურად. როცა პოლიციელი ან სოც მუშაკი ფიქრობს, რომ დასაშვებია ბავშვის ფიზიკური დასჯა, ის ვერ მოუვლის ამ პრობლემას“,-ამბობს მაია ცირამუა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ (UNICEF) 2012-13 წლებში საქართველოში ჩატებული კვლევებით გამოკითხულთა 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკურ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს, ხოლო 60%-სთვის ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდები შედეგიანია. როგორ შეიცვალა მას შემდეგ საზოგადოებრივი აზრი საქართველოში, ამის შესახებ კვლევები არ არსებობს, თუმცა გაეროში წარდგენილი ანგარიშიდან ციფრები პრობლემის სიმწვავეზე კვლავ მიუთითებს.

---

 

07.01.2017      

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=129250-

დამეხმარეთ! მართლა არაფერი არ მაქვს; არც საჭმელი, არც სახლი, საწოლიც კი...“

ხათუნა ზუბაშვილი, 47 წლისაა, ის ჯერ არც პენსიას იღებს და სოციალური დახმარებაც მოხსნილი აქვს. 4-სულიანი ოჯახის დიასახლისი უმძიმეს პირობებსა და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. ზურაბიშვილებს არა აქვთ საკუთარი საცხოვრებელი სახლი და ისინი ახლა ნათესავის 6 სულიან ოჯახთან ერთად, დროებით მეზობლის სახლში ცხოვრობენ. მაისის თვეში ამ სახლის დაცლა მოუწევთ, რადგან მეპატრონე ოზურგეთში ბრუნდება. „ჩემს დასთან ვართ შეკედლებულები, რომელსაც სახლი მეზობელმა დაუტოვა. მას ხუთი შვილი ჰყავს და მისი თავი გასჭირვებია, შეგვიფარა სამადლოდ. ის სახლიც მაისში უნდა დავცალოთ და მთლად ღია ცის ქვეშ ვრჩებით“-გვეუბნება ხათუნა. როგორც ის გვიყვება, ოჯახს არა აქვს არც სოციალური დახმარება და არც სხვა შემოსავალი. თავის გატანას შავ სამუშაოეზე გამომუშავებული მცირე თანხებით ახერხებენ. ხშირად არა აქვთ ბავშვისთვის საკვები, რომელიც ჯერ ორი წლისაც არ არის. „მრცხვენია, რომ ვამბობ, მაგრამ მართლა არაფერი არ გვაქვს. ბავშვს თითქმის ყოველდღე სუპს ვაჭმევთ. მეზობელი რომ გაუკეთებს თავის შვილს რამე კერძს, ის შემოუტანს ერთ თეფშს ხანდახან და აჭმევს. ხორცის ფული საიდან მექნება აბა?! მრცხვენია ამაზე ლაპარაკი. სოციალური აგენტი იყო მოსული, მითხრა, რა დავწერო დეკლარაციაში ვერ გავიგე, ნუთუ ამ პირობებში მართლა ცხოვრობთო?! მეზობელმა მომცა „საწოლის სეტკა“, იმაზე დავაგე ქაღალდები და ლეიბი და ბავშვებს იმაზე ვაწვენდი. ვიფიქრე თურქეთში წავალ და რამეს მაინც დავაგროვებ-მეთქი, რამდენიმე თვე ვიყავი, მშვენივრად ვიმუშავე, მაგრამ 3 დღით დამაგვიანდა საზღვრის გადმოკვეთა და დეპორტი ჩამირტყეს. ხუთი წელი ვერ გავალ ვერსად. არ ვიცი რა ვქნა, სად წავიდე, ასეთ დღეში, არა მგონია სხვა ვინმე იყოს. გაუსაძლისია ჩემი ცხოვრება. მრცხვენია ლაპარაკი, მაგრამ მართლა არაფერი არ მაქვს. არც საჭმელი, არც სახლი, საწოლი და ჭურჭელიც კი არ მაქვს, სხვისი ნაჩუქარი ტანსაცმელებით დავდივართ“. ხათუნა ზურაბაშვილს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც მეუღლესთან და მცირეწლოვან გოგონასთან ერთად ამჟამად დედასთან ცხოვრობს. ახალგაზრდა წყვილი, სამუშაოს მეზობლების მიწის, საყანე ფართობების დამუშავებით, სახლების დალაგებით, ან ჩაის კრეფით ძვლივს ირჩენს. ახლა მათი მთავარი საზრუნავი პატარა გოგონასთვის საჭირო ოპერაციის თანხის შეგროვებაა, რის გარეშეც პატარამ შესაძლოა მარცხენა ხელში მგრძნობელობა მთლიანად დაკარგოს. „ბავშვმა ხელი ღუმელზე დაიწვა. ისეთ პატარა ოთახში ვცხოვრობდით, ორი ადამიანი გვერდს ვერ შუვლიდა. მიადო ხელი „ფეჩს“ და თითები დაეწვა. ოპერაცია თუ არ გავუკეთეთ, გვითხრეს ხელი ფუნქციას დაკარგავსო. რა უნდა ვქნათ, სად ვიპოვოთ თანხები? ვიყავი ქალაქის მერიაში მისული, ველაპარაკე სოციალური სამსახურის უფროსს, მითხრა, თანხის გადმორიცხვა ჯერ ვერ მოხერხდებაო, ბინის დაქირავება მოვითხოვე და მოძებნე სადმე ას ლარად თუ ნახავ, მეტს ბიუჯეტიდან ვერ გადაგიხდითო. ამდენი ხანია დავდივართ და ვეძებთ სახლს, ამ ფასად არსად არ არის.“-გვიყვება ხათუნა. ზურაბაშვილებს საცხოვრებელი ბინა 90-იან წლებში დაუწვეს, როცა სახლში შესული ქურდი იცნო ოჯახის უფროსმა. მოხუცი მამა, როგორც ხათუმა ამბობს სწორედ ამის გამო დაუწვეს საკუთარ სახლში. ამის შემდეგ ხათუნა დედასთან, შვილთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ნახევრად დამწვარ და საცხოვრებლად გამოუსადეგარ სახლში: „დამწვარ ბინაში დავრჩით 7 თვე, მიწაზე მოვასხამდით წყალს, ჯერ კარგად მოვტკებნიდით, მერე მოვაპრიალებდით. დავაგებდით ლეიბებს და ისე გვეძინა. არც საწოლი დაგვრჩა და არც ქვეშაგები. გამიხდა ასეთი პირობების გამო ბავშვი ავად და ძვლივს გადავარჩინეთ. მერე ჩემი ძმა გარდაიცვალა, ამის ნერვიულობას დედაჩემმა ვერ გაუძლო და 4 წელიწადში გარდაიცვალა. მერე ჩემი მეუღლე დაიღუპა, რომელიც ციხეში იჯდა და დავრჩით მარტო მე და ჩემი შვილი. ბოლო წლებში ვიყავით ძველი საავადმყოფოს ბინებში და მოგვცეს ორი ძალიან პატარა ოთახი. მაგრამ ჩემი გოგო უკვე გათხოვილი იყო და პატარა ყავდა, როგორ უნდა გავჩერებულიყავით 4 სული ორ ძალიან პატარა ოთახში? ვუთხარი ქალაქის მერს, იქნებ დამეხმაროთ, საუბარი მინდა თქვენთან-მეთქი, ჩვენ სასაუბრო აღარაფერი გვაქვს, ბინა ხომ მოგეცითო. სოციალური სამსახურის უფროსს რომ ვუთხარი რა ვქნა ეს ორი პატარა ოთახი არ მყოფნის-მეთქი, არ გეყოფა, ძალიან პატარაა და მაშინ დატოვე და სხვას მივცემთო. დავრჩით ასე ჩემი დის მეზობლის სახლში. ისეთ ყოფაში ვართ, არ ვიცი სადამდე მოვითმენ, უკვე დავკარგე ნერვები, არა საჭმელი, არა სახლი, არა ფული და შემოსავალი, სად წავიდე მითხრან და წავალ, დავტოვებ საეთოდ აქაურობას. აღარ შემიძლია მეტი. იცხოვრებენ ასე თვითონ? გაუძლებენ უჭმელობას, სიცივეს, უსახლობას და იატაკზე ქვეშაგების გარეშე წოლას? რატომ იღებენ ათასობით ლარს ხელფასს თუ ასე ცოტაა საჭირო?! დამეხმარეთ! პირველ რიგში სახლი მინდა და ამ პატარას ოპერაცია. თებერვლამდე ვერაფერს ვერ დაგეხმარებითო. ერთადერთი ერთჯერადი დახმარება მაქვს მიღებული მაგათგან 150 ლარი. მეტი არაფერი არ მიმიღია“-გვითხრა ხათუნა ზურაბაშვილმა.

---

 

07.01.2017      

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/56876-davit-sergeenko-epistoleshi-khazgasmulia-maradiuli-ghirebulebebi-siyvaruli-ertguleba

დავით სერგეენკო: ეპისტოლეში ხაზგასმულია მარადიული ღირებულებები - სიყვარული, ერთგულება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს მოსახლეობას ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავას. "ვულოცავ მთელ სასქართველოს, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს ქრისტესშობის დღესასწაულს. ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და წარმატებებს. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ხაზგასმული იყო ისეთი მარადიული ღირებულებები, როგორიც არის სიყვარული, ერთგულება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

---

 

07.01.2017      

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/86460-h3-virusit-samedicino-dawesebulebebistvis-mimartvianoba-awarasi-piks-arwevs

H3 ვირუსით სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვიანობა აჭარაში პიკს აღწევს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აჭარაში გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით საავადმყოფოებისთვის მიმართვა ყოველ 100 000 მოსახლეზე 404-ს შეადგენს. "უკანასკნელი 2 კვირის მონაცემებით ფიქსირდება შემთხვევათა მატების ტენდენცია, რაც დამახასიათებელია გრიპის ეპიდსეზონისათვის. შემთხვევათა 80% კი რეგისტრირდება ქალაქ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებათა ჰოსპიტალურ შემთხვევებს (SARI), შემთხვევათა რაოდენობა უკანასკნელი კვირის ინფორმაციით შეადგენს 132-ს რეგიონში [სულ ჰოსპიტალური შემთხვევების 14%]. საშუალოდ გრიპისმაგვარი დაავადებების სტაციონარული შემთხვევების რაოდენობა [გასული] წლის მე-40 კვირიდან მერყეობდა 60-დან 132 -ის ფარგლებში კვირის განმავლობაში", - აცხადებენ უწყებაში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016-2017 წლების გრიპის სეზონზე საქართველოში გამოვლენილია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის 161 შემთხვევა, აქედან 1-B, 160 – A/H3 გრიპის ვირუსის ქვეტიპი. ბათუმში, მწვავე პნევმონიით 6 იანვარს 2 პაციენტი გარდაიცვალა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ვირუსული პნევმონია სხვა ქრონიკული დაავადებების ფონზე განვითარდა.

---

 

06.01.2017      

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=129226-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90

„უგულავა იქნება თუ არა პოლიტიკური კონკურენტი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი“ - დავით სერგეენკო

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ კომენტარები მინისტრთა რიგებში კეთდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გიგი უგულავას პოლიტიკურ კონკურენტად აღქმის თაობაზე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს: „უგულავას გათავისუფლების შესახებ მედიიდან გავიგე, არ ვარ ჩახედული დეტალებში, როგორც შევიტყვე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას შეხებოდა ამნისტია და შეუმცირდა პატიმრობის ვადა და გამოვიდა. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს და იქნება თუ არა კონკურენტი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თითქმის სამწლიანი პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას სასჯელი შეუმცირდა, მან 1 წელი 3 თვე და 22 დღე შეადგინა, „ამნისტიის შესახებ კანონის“ შესაბამისად კი უგულავა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გუშინ საღამოს გათავისუფლდა.

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=34953

---

 

06.01.2017      

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/86327--jorjian-manganezi-perevisis-mararosi-momxdar-afetqebaze-ganmartebas-aketebs

„ჯორჯიან მანგანეზი" პერევისის მაღაროში მომხდარ აფეთქებაზე განმარტებას აკეთებს

ჯორჯიან მანგანეზში" განმარტავენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პერევისას მაღაროში მომხდარი აფეთქება იყო განსაკუთრებული შემთხვევა გადაჭარებული და დაუზუსტებელია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჭიათურაში დახურულ მაღაროებში მადნის მოპოვება ათეული წლების განმავლობაში დადგენილი ტექნოლოგიით-ქანების აფეთქებით ხდება. „ყოველდღიურად მრავალჯერადი ხელოვნური აფეთქებით წარმოებს მიწის მასების ჩამოშლა და შემდგომ მადნის გამოტანა. ერთერთი ასეთი პროცედურის დროს, ამფეთქებლებმა არ დაიცვეს დადგენილი სტანდარტით უსაფრთხო ადგილას გადანაცვლების წესი და აფეთქების შედეგად ერთ დასაქმებულს თვალებში შეეყარა მტვერი, ხოლო მეორემ მიიღო მსუბუქი დაჟეჟილობები და დაიზიანა ფეხის მყესი. ორივს ჩაუტარდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. დღევანდლი მონაცემებით ერთი დასაქმებული რომელსაც გამოურეცხეს თვალები-დაუბრუნდა საკუთარ სამუშაო ადგილს, ხოლო მეორეს უტარდება მყესზე შესაბამისი მკურნალობა. „ჯორჯიან მანგანეზი" მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ფეთქითი მასალების ხარისხს და გააჩნია სპეციალური პოლიგონი სადაც ხდება ყოველი ახალი პარტიის გამოცდა. ასევე ხდება მარაგების პერიოდული ინსპექტირება“, - აცხადებენ კომპანიაში. შემთხვევის შედეგად ორმა მუშამ მიღო სხეულის მძიმე დაზიანებები.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

09.01.2017

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

ჯეფრი სილვერმანი: საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის შექმნა სამხედრო პროქტი იყო და არა ჯანდაცვის პროექტი!

საქართველოში სენატორ ჯონ მაკ-კეინის ჩამოსვლას აფასებს ამერიკელი ჟურნალისტი, ჟურნალ "ვეტერანს თუდეის" საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი ჯეფრი სილვერმანი: ჯეფრი სილვერმანი: - საქართველოს მაკ-კეინის ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლება, ასეთი ლაბორატორიების მუშაობის შედეგების გაცნობაც იყოს. ნახეთ, ირგვლივ რამდენი ვირუსია და შეადარეთ, სანამ ამ ლაბორატორიებს ააშენებდნენ, საქართველოში ამდენი ადამიანი თუ იღუპებოდა გაურკვეველი ინფექციური დაავადებებითა და ვირუსებით? დაიმახსოვრეთ, ეს იყო სამხედრო პროექტი და არა ჯანდაცვის სფეროს პროექტი...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4187896&name=09.01.2017+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

09.01.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

5 წლის მოცეკვავე სიცოცხლისთვის იბრძვის

სკოლა-სტუდია "პატარა ვირტუოზების" 5 წლის მოცეკვავეს ლუკა ვარდიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ლუკას ექიმებმა იშვიათი დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის ლეიკემია დაუდგინეს. მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად საჭიროა 300.000 დოლარი. ჩართულია სპეციალური ნომერი მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის - 0901701205 - ზარის ღირებულება შეადგენს 1 ლარს. თიბისი ბანკში კი გახსნილია სპეციალური ანგარიში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4187642&name=07.01.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---