From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-10.03.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge
Received On : 10.03.2017 08:47
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 10.03.2017

ტელევიზია 

09.03.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: I არხი

შეუქმნის თუ არა ფსიქიატრიული სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ახალი წესი პაციენტებს პრობლემებს. თემქაზე, კერძო კლინიკაში ბავშვთა შესაბამისი განყოფილების დახურვის საფრთხეზე საუბრობენ მშობლები. ამავე დაწესებულებაში უკვე გაუქმდა ზრდასრულთა განყოფილება. რას პასუხობენ მოქალაქეებს კერძო კლინიკის ადმინისტრაციაში და როგორია დარგის სპეციალისტების მოლოდინი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4309212

---

 

09.03.2017

არხი: იმედი  

გადაცემა: ქრონიკა 14:00

C ჰეპატიტის ელიმინაციის რიგით მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს თბილისი. შეხვედრის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასება და გადადგმული ნაბიჯების ანალიზია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4307863

მაესტრო - კონტაქტი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4309111

კავკასია - დღეს 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4309085

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4309184

ტელეკომპანია აჭარა - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4308990

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4308119

მაესტრო - ბიზნეს კონტაქტი 12:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4307804

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4307643

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4307537

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4307532

---

ინტერნეტი

10.03.2017

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/samarthali/167534-sagamodziebo-samsakhurma-zugdidshi-fsiqotropuli-da-specialur-kontrols-daqvemdebarebuli-medikamentebis-receptis-gareshe-realizaciis-faqti-gam

საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო бѓЎбѓђбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ›бѓђ, გატარებული ოპერატიულ - бѓЎбѓђбѓ›бѓ«бѓ”бѓ‘бѓ бѓќ бѓ“бѓђ საგამოძიებო მოქმედებების бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“, бѓЇбѓ’бѓЈбѓ¤бѓЈбѓ бѓђбѓ“ განხორციელებული, бѓЈбѓ™бѓђбѓњбѓќбѓњбѓќ бѓЎбѓђбѓ›бѓ”бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓ”бѓќ საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, бѓ бѓќбѓ› დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, ზუგდიდში бѓ›бѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ бѓ”, შესაბამისი ნებართვის არმქონე бѓ”бѓ бѓ— - ერთი აფთიაქიდან, მოქალაქეებზე სისტემატიურად бѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓќбѓ“бѓђ ფსიქოტროპული бѓ“бѓђ სპეციალურ бѓ™бѓќбѓњбѓўбѓ бѓќбѓљбѓЎ დაქვემდებარებული მედიკამენტების, რეცეპტის бѓ’бѓђбѓ бѓ”бѓЁбѓ” რეალიზაცია, რითაც, დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები бѓ®бѓ”бѓљбѓЎ бѓЈбѓ¬бѓ§бѓќбѓ‘бѓ“бѓњбѓ”бѓњ бѓ”. бѓ¬. „სააფთიაქო ნარკომანიას“ бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ¤бѓ бѓ—бѓ®бѓ”бѓЎ უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა бѓ“бѓђ бѓЇбѓђбѓњбѓ›бѓ бѓ—бѓ”бѓљбѓќбѓ‘бѓђбѓЎ. დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა გამოვლენისა бѓ“бѓђ бѓЈбѓ™бѓђбѓњбѓќбѓњбѓќбѓ“ მიღებული შემოსავლების ზუსტი რაოდენობის დადგენის მიზნით, გამოვლენილ ობიექტსა бѓ“бѓђ ბრალდებულების бѓЎбѓђбѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓ”бѓ‘бѓ”бѓљ მისამართებზე бѓ©бѓ®бѓ бѓ”бѓ™бѓђ бѓ©бѓђбѓўбѓђбѓ бѓ“бѓђ, რის бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄ, бѓђбѓ›бѓќбѓ¦бѓ”бѓ‘бѓЈбѓљ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული бѓ“бѓђ სპეციალურ бѓ™бѓќбѓњбѓўбѓ бѓќбѓљбѓЎ დაქვემდებარებული მედიკამენტები. საქმეზე бѓ’бѓ бѓ«бѓ”бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-бѓ” მუხლის бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. დანაშაული სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების бѓђбѓ¦бѓ™бѓ•бѓ”бѓ—бѓђбѓЎ 3 - бѓ“бѓђбѓњ 5 бѓ¬бѓљбѓђбѓ›бѓ“бѓ” ვადით.

---

 

09.03.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=41471

C ჰეპატიტის აღმოფხვრის ეროვნულ სამუშაო შეხვედრას თბილისი მასპინძლობს

C ჰეპატიტის აღმოფხვრის რიგით მეოთხე ეროვნულ სამუშაო შეხვედრას თბილისი მასპინძლობს. შეხვედრის ძირითად მიზანს საქართველოში C ჰეპატიტის ელემინაციის სამოქმედო გეგმის განხორცილების შეფასება და გადადგმული ნაბიჯების ანალიზი წარმოადგენს. ამასთან, პროექტის ფარგლებში ელიმინაციის სტარატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობა, როგორც ქართველმა ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა მიიღეს. სამუშაო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. შხვედრას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ესწრებოდნენ.

---

 

09.03.2017

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=39271

დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამაზე: პროექტის მიმდინარეობის შეფასება ძალიან კარგია

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის პროგრამის შეფასებისას განაცხადა, რომ მეოთხე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შეფასდება პროექტის ეფექტურობა, მიღწევები, გამოწვევები და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ტაქტიკური ცვლილებები. „წინასწარი კონსულტაციებით, პროექტის მიმდინარეობის შეფასება არის ძალიან კარგი და უფრო მეტიც, ჩვენ გვექნება მოკლე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ეს არის C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტის მეოთხე სამუშაო შეხვედრა. მოგეხსენებათ, პროექტის დაწყებიდან პერიოდულად იმართება ასეთი შეხვედრები და ამ სამუშაო შეხვედრის ამოცანაა, ჩვენი უცხოელი ექსპერტების მიერ მოხდეს შეფასება პროექტის ეფექტურობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე, დაიგეგმოს, ახალი ტაქტიკური ცვლილებები, თუკი ასეთი საჭირო იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აშშ-ის ელჩმა და საელჩოს წარმომადგენლებმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, „გილეადისა" და სხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები. საქართველოში უკვე ორი წელია მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა - C ჰეპატიტის ელიმინაცია. ამ საკითხთან მიმართებაში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/315489

---

 

09.03.2017

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/c-hepatitis-programastan-dakavshirebit-gveqneba-mokle-periodshi-dzalian-mnishvnelovani-siakhle-davit-sergeenko/23045

C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით გვექნება მოკლე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - დავით სერგეენკო

წინასწარი კონსულტაციებით, პროექტის მიმდინარეობის შეფასება არის ძალიან კარგი და უფრო მეტიც, ჩვენ გვექნება მოკლე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის პროგრამის შეფასებისას. მისი თქმით, მეოთხე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შეფასდება პროექტის ეფექტურობა, მიღწევები, გამოწვევები და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ტაქტიკური ცვლილებები. „ეს არის C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროეტის მეოთხე სამუშაო შეხვედრა. მოგეხსენებათ, პროექტის დაწყებიდან პერიოდულად იმართება ასეთი შეხვედრები და ამ სამუშაო შეხვედრის ამოცანაა, ჩვენი უცხოელი ექსპერტების მიერ მოხდეს შეფასება პროექტის ეფექტურობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე, დაიგეგმოს, ახალი ტაქტიკური ცვლილებები, თუკი ასეთი საჭირო იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოში უკვე ორი წელია მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა - C ჰეპატიტის ელიმინაცია. ამ საკითხთან მიმართებაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

---

 

09.03.2017

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=39269

იან კელი: ყოველთვის გავუწევთ დახმარებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებულად განვითარებას

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გამართულ C ჰეპატიტის ელიმინაციის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პროგრამის განვითარება. „ძალიან მოხარული ვარ, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას ვესწრები იმიტომ, რომ საქმე ეხება უშუალოდ ადამიანების სიცოცხლეს. ეს არის მორიგი, კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც ეძღვნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყოველთვის გავუწევთ ტექნიკურ და სხვა სახის დახმარებას და მხარდაჭერას ამ პროგრამის წარმატებულად განვითარების მიზნით", - განაცხადა იან კელიმ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, „გილეადისა" და სხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები.

---

 

09.03.2017

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=39266

დავით სერგეენკო: ყველა პროცესი, რომელიც მიმართულია „რუსთავი 2“-სკენ, მალე მოგვარდება სამართლიანად და კანონის ფარგლებში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველა პროცესი, რომელიც მიმართულია „რუსთავი 2"-სკენ, მალე მოგვარდება გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის ფარგლებში. „ვფიქრობ, ზოგადად მედიასაშუალებებთან მიმართებაში საზოგადოების მაღალი ინტერესია და არავისთვის არ უნდა იყოს მომგებიანი ამ საკითხის პოლიტიზირება ან რაიმე დონით ანგაჟირება - ის, რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=41477

---

 

09.03.2017

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/167467-sergeenko-dekanoz-mamaladzis-saqmeze-sakithkhi-imdenad-mnishvnelovania-rom-naadrevi-shefasebebisgan-yvelam-thavi-unda-shevikavoth.html?lang=ka-GE

სერგეენკო დეკანოზ მამალაძის საქმეზე: საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნაადრევი შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შევიკავოთ

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეფასებით, მაღალი იერარქის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ნაადრევი შეფასებებისგან თავის შეკავება უმჯობესი იქნებოდა. "ამ თემაში ჩახედული არ ვარ. თვალს ვადევნებდი ბოლო დღეებში რა მონაცემებიც ვრცელდებოდა. თვითონ საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნაადრევი შეფასებებისგან ყველამ უნდა შევიკავოთ თავი“, - აღნიშნა მინისტრმა. მთავარმა პროკურატურამ გუშინ, ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე, გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

10.03.2017

მედიასაშუალება:მესინჯერი

აშშ საქართველოს დაეხმარება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებულად განვითარებაში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გამართულ C ჰეპატიტის ელიმინაციის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პროგრამის განვითარება. „ძალიან მოხარული ვარ, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას ვესწრები იმიტომ, რომ საქმე ეხება უშუალოდ ადამიანების სიცოცხლეს. ეს არის მორიგი, კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც ეძღვნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყოველთვის გავუწევთ ტექნიკურ და სხვა სახის დახმარებას და მხარდაჭერას ამ პროგრამის წარმატებულად განვითარების მიზნით", - განაცხადა იან კელიმ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, „გილეადისა" და სხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4309253&name=10.03.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

10.03.2017

მედიასაშუალება: ვერსია

სოციალურად დაუცველები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ

საპატრიარქოს სკანდალმა და "რუსთავი 2"-ის საქმემ ქვეყანაში თითქოს ყველა საკითხი გადაფარა და ყურადღების მიღმა ისეთი მტკივნეული პრობლემებიც კი დარჩა, როგორიც, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანების ყოფაა. პლატფორმა "ახალი საქართველოს" სათათბიროს წევრის, თეონა ჭალიძის განმარტებით, დიდი ხნის წინ წარმოქმნილი ეს პრობლემა, დღემდე არ მოგვარებულა, არადა ოჯახის წევრის დაბადების ან გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახი სამი თვით, ფაქტობრივად, შიმშილისთვისაა განწირული. "ახალ დაბადებულს დამატებითი ფინანსები სჭირდება და თუ ვერ ეხმარება, სახელმწიფომ ის მაინც არ უნდა წაართვას, რასაც აძლევს. ჩვენ შევისწავლეთ ოჯახები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დახმარება 3 თვის განმავლობაში არ მიუღიათ. ამ ხნის განმავლობაში ამ ოჯახებს უწევთ ონლაინ და საბანკო სესხების აღება და როცა დაფინანსება აღუდგებათ, თანხა ვალების გასტუმრებასაც აღარ ჰყოფნის. ერთი კვირის წინ გახლდით ჟანა მამუდოვას ოჯახში, 8კვ.მ ფართის ვაგონში ცხოვრობს. გარდაიცვალა მისი ოჯახის წევრი და შეუჩერდათ დახმარება, მესამე თვეა. მინისტრის მისამართით ვაცხადებ, მან უნდა გვიპასუხოს - ამ ადამიანებმა სამი თვის განმავლობაში როგორ იარსებონ?! ბავშვებს თუ შიმშილით რამე დაემართებათ, მისი ბრალი იქნება!".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4309246&name=10.03.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

10.03.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

მაღალმთიან საკურორტო ზონაში პირველადი სამედიცინო მომსახურების სისტემის შექმნა ძალიან იგვიანებს!

მაღალმთიან სოფლებში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება ისევ პრობლემად რჩება. მიუხედავად ხელისუფლების არაერთი დაპირებისა და განცხადებისა, ბევრ სოფელში პირველადი ჯანდაცვის ობიექტები კვლავ არ არსებობს, იქ კი, სადაც ფუნქციონირებს, მედიკამენტებს ექიმები ყიდულობენ, აპარატურა კი საერთოდ არც აქვთ, არ არის არც აფთიაქი. პრობლემებია თუშეთში, ხევსურეთსა და აჭარის მაღალმთიან სოფლებში. თუშეთის ერთადერთ სამედიცინო პუნქტს, რომელიც სოფელ ომალოშია განთავსებული, არც გენერატორი აქვს და არც მზის ბატარეა. ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ამბულატორიაში სანთლის შუქზე მუშაობს. დენის მუდმივი წყაროს გარეშე სამედიცინო პუნქტში ბევრი აუცილებელი მედიკამენტის და პრეპარატის შენახვა შეუძლებელია. „საჭიროა ტეტანუსის შრატიც და ანტიგიურზინიც: თუშეთში ძალიანაა მომრავლებული ქვეწარმავლები. ფიქალის ქვის შეგროვებისას გველი ძალიან ხშირად ხვდებათ, მაგრამ შრატის და ანტიგიურზინის შენახვის საშუალება ომალოს ამბულატორიაში არა გვაქვს. ამ პრეპარატების შესანახად სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი და მაცივარია საჭირო. უშუქობის გამო მაცივარი არ გვაქვს. ამიტომ ამბულატორიაში ძირითადად ისეთი მედიკამენტები გვაქვს, რომელთა მაცივარში შენახვაც არ არის საჭირო. გენერატორს არ ვითხოვ, მას საწვავი და დიდი ხარჯი სჭირდება. ვიცი, რომ ქვეყანას უჭირს და წუწუნი უხერხულია. მაგრამ ასეთ პირობებში მუშაობაც ძალიან მიჭირს: პაციენტს ნაკერს და თაბაშირს სანთლის შუქზე ვადებ," - განუცხადა „მთის ამბებს"თუშეთის ექიმმა, 75 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ, რომელიც თუშეთის ერთადერთი ექიმია. ის ომალოს ამბულატორიაში 2010 წლიდან მუშაობს. 85 კილომეტრის სიგრძის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო თუშეთის სოფლებს 1988 წლის შემდეგ ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ერთადერთი მცირე ჰესი მხოლოდ სოფელ შენაქოშია და ამჟამად ისიც გაჩერებულია. „მთის ამბები" თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, ლადო კახოიძეს დაუკავშირდა. კახოიძე აცხადებს, რომ გამგეობა პრობლემას მოაგვარებს და 2017 წლის ზაფხულისთვის ომალოს ამბულატორიას მზის ბატარეები ექნება. „კომერსანტი" აღნიშნულ საკითხე ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთი გოგინაშვილმა განაცხადა, სოფელ ომალოში სოფლის ექიმი და სოფლის ექთანი 47 მოსახლეს ემსახურება. მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოს მთიან რეგიონებში მოსახლეობა მცირერიცხოვანია და ამასთან, მეჩხერადაა განლაგებული, სოფლის ექიმის გუნდის გამოყოფა არ არის დაკავშირებული ბენეფიციართა რაოდენობასთან (>2000 - <2600), როგორც ეს საერთაშორისო ნორმებითაა განსაზღვრული . ამასთან, მისივე თმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო ვაქცინებით უზრუნველყოფას, ასევე, სამედიცინო დახმარების და რიგი მედიკამენტების მიწოდებას მათთვის. "კომერსანტი" დაინტერესდა, თუ როგორი სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში. აღმოჩდა, რომ მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ კი ხულოს მუნიციპალიტეტ „მთის უბანში" მსგავსი სახის პრობლემა დგას. აფთიაქის აუცილებლობაზე და მისი არარსებობით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს ბარისახოს ერთადერთი ექიმიც. „მთის უბნის" ერთ-ერთმა მკვიდრმა „კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა, რომ ამბოლატორიული მომსახურება საერთოდ არაა და ამ თემაზე მათთან არავის უსაუბრია. „ამბოლატორიული მომსახურების თვალსაზრისით ჩვენ სოფელში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, რადგან „მთის უბანში" დახმარების ცენტრი საერთოდ არ არსებობს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენთან არავის უსაუბრია. ჩვენთან თემში ექიმი შაბათ-კვირას გვემსახურება, ხოლო 80-90%-ი ბათუმით სარგებლობს. ვისაც შესაძლებლობა აქვს თბილისსა და თურქეთშიმიდის," - განაცხადა „მთის უბნის" მკვიდრმა. პირაქეთა ხევსურეთში, ბარისახოში ერთი ამბულატორიაა. ამბულატორიაში 2 ექიმი და 2 ექთანია. ისინი 34 სოფელს ემსახურებიან. "კომერსანტი" ამბულატორიის ხელმძღვანელს ლელა გაბურს ესაუბრა. მისი განცხადებით, აფთიაქის არსებობა ბარისახოში აუცილებელია, რადგან პერიოდულად წამლებით საკუთარი სახსრებით ამარაგებს ამბულატორიას. „21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია ის, რომ აფთიაქი არ ფუნქციონირებს. ამბულატორიას წამლებით პერიოდულად საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ხელფასის ხარჯზე ვავსებ. ეს წამლები საკმარისი არაა. ჩვენი მხარე ტურისტული რეგიონია და აფთიაქი აუცილებელია. ამ თემაზე მუშაობა დავიწყე და ერთი-ერთი ცნობილი სააფთიაქო ქსელის მენეჯერთან აფრთიაქის გახსნაზე დავსვი საკითხი, თუმცა მითხრეს, რომ ეს მათთვის არამომგებიანი იქნებოდა. სხვა სააფთიაქო ქსელიც იგივეს მეტყოდა. აქ საჭიროა სახელმწიფოს ნება. შესაძლოა, იყოს წამგებიანი, მაგრამ, რადგან მოსახლეობას სჭირდება ვინმემ კეთილი ნება უნდა გამოჩინოს." - განაცხადა ლელა გაბურმა. როგორც ამბულატორიის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მას არსებული პრობლემის მოგვარების იმედი აქვს. გაბურის თქმით, ამ საკითხე ჯანდაცვის საინისტროსაც გაესაუბრება: „ბევრი საკითხი, რომელიც მე წამოვჭერი შედეგიანად დასრულდა და ახლაც ვიმედოვნებ, რომ გარკვეულ საკითხებს ბოლომდე მივიყვან. გარდა აფთიაქისა, მჭირდება ლაბორატორია ელემენტარული ანალიზების გასაკეთებლად. ჩვენთვის რენტგენის აპარატი ძალიან ძვირი სიამოვნებაა", - განაცხადა გაბურმა. რაც შეეხება სხვა რეგიონების მაღალმთიან სოფლებს, როგორც „კომერსანტმა" გაარკვია, პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებულია რაჭაში, ყაზბეგსა და სვანეთში. თუმცა ამბულატორია ყველა სოფელში არ არის და შესაბამისად, სამედიცინო დახმარების მიღებისთვის მოსახლეობა ექიმთან ვიზიტზე მეზობელ სოფელში მიდის ან ექიმს სახლში იძახებს. რატომ ვერ ხერხდება პირველადი სამედიცინო სერვისების მიწოდება მაღალმთიანი მოსახლეობისთვის და საერთოდ, რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან სოფლებში ამბულატორიების შენახვაზე, აღნიშნული საკითხის გასარკვევად „კომერსანტმა" ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. როგორც უწყებაში განაცხადეს, „სოფლის ექიმის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 26 მლნ. ლარს. აღნიშნული პროგრამა სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასთან ერთად, ითვალისწინებს სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონრების ხელშეწყობის მიზნით დამატებითი ღონიოსძიებების განხორციელებას (6.2 მლნ)." ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთი გოგინაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სრულად მოცულია სოფლის ექიმისა და ექთნის მომსახურებით, ამბულატორიები კი ზოგ სოფელში ადმინისტრაციულ შენობებშია განთავსებული. „ამჟამად სამინისტროში მიმდინარეობს სოფლად სამედიცინო პერსონალის განაწილება საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებად ახალი დაყოფის გათვალისწინებით. ასევე, მოთხოვნილია ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობიდან სოფლებს შორის მანძილის თაობაზე." - განაცხადა გოგინაშვილმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4309357&name=10.03.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---