From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-10.05.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com
Received On : 10.05.2016 08:56
Attachments :

მედიამონიტორინგი 10.05.2016

ტელევიზია

09.05.2016

არხი:          რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 18:00

დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 71 წელი გავიდა. ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დღეს დილიდან ვეტერანები, ხელისუფლების წევრები ირკიბებიან. დავით სერგეენკო: „ფაშიზმზე გამარჯვების დიდ დღესასწაულს ვულოცავ ყველა ვეტერანს, ვინც სამშობლოსთვის ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო, ქედს ვიხრი თითოეული მათგანის ვაშკაცობის წინაშე და ქედს ვიხრი გარდაცვლილების წინაშე. ამ ვეტერანების შეძლებისდაგვარად კეთილდღეობა ჩვენი ღირსების საკითხი არის.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3626381

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3625127

---

 

09.05.2016

არხი:          რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

ერთიანი ნაციონალური მოძარობის ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს ომის ვეტერან გიორგი გოგოლაძესთან სტუმრად იმყოფებოდა. ოპოზიციის ლიდერმა ვეტერანს ომის დასრულების 71 წლისთავი მიულოცა. ბაქრაძის თქმით, ომის ვეტერანები იმსახურებენ, რომ ქვეყანამ მათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მაღალი პენსია და სოციალური შეღავათები დაუწესოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3626386

---

 

08.05.2016

არხი:          იმედი

გადაცემა:იმედის დრო

ნინო სულაბერიძე უმძმეს სენს ებრძვის და ეს ბრძოლა არა მხოლოდ ნინოს სიცოცხლის არამედ სამი წლის ლუკასთვისაც მნიშვნელოვანი ბრძოლაა. ხვალ ნინომ ტომოგრაფიის შემდეგ უნდა გაიგოს ექვემდებარება თუ არა ქიმიოთერაპიას მისი დაავადება და ზოგადად გაგრძელდება თუ არა მისი ცხოვრება. ვითარებას ისც ამძიმებს, რომ ოჯახი დამოუკიდებლად მკურნალობისთვის აუცილებლე თანხებს ვერ უმკლავდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3624426

---

 

08.05.2016

არხი:          ტელეკომპანია бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ

გადაცემა:მთავარი ამბები 21:00

ოჯახი ფინანსური დახმარების, 13 წლის ზაალ ჯაიანი კი ზუსტი დიაგნოზის მოლოდინში. მოზარდი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 1 წლის წინ გაუჩნდა ამ დრომდე საწოლს მიჯაჭვულია. ავადმყოფობის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა საქართველოში ვერ მოხერხდა. საზღვარგარეთ წაყვანის მისი ფინანსურის საშუალება სოციალურად დაუცველ ოჯახს არ აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3624398

---

 

08.05.2016

არხი:          რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ჯანდაცვის სამინისტრო ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ტრენინგებს იწყებს. ამ ეტაპზე გადამზადებას ქვემო ქართლის რეგიონის ექიმები გაივლიან. თეორიულ სწავლებასთან ერთად, უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით ექიმები პრაქტიკულ მეცადინეობებშიც ჩაერთვებიან. სამეანო-ნეონატალური ტრენინგები სამედიცინო მომსახურების ხარისხის და გამოსავალის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3624066

მაესტრო-კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3624021

---

 

08.05.2016

არხი:          ტელეკომპანია бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ

გადაცემა:ახალი ამბები 15:00

დახმარება ესაჭიროება 15 წლის ცისანა ჭაღალიძეს. მოზარდს აქვს ხერხემლის გართულებული სქოლიოზი და დიდი ზომის ნეკროვანი კუზი. მას უკვე გაუკეთდა 2 ოპერაცია და კიდევ ერთ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ოჯახს არ აქვს შესაბამისი ფინანსური სახსრები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3624003

---

 

07.05.2016

არხი:          бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: კონტაქტი 15:00

თბილისი რადიოლოგთა მეოთხე საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს. ღონისძიებაზე დიაგნოსტიკური რადიოლოგიისა და სხივური თერაპიის უახლეს მიღწევებს განიხილავენ. კონგრესი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ გახსნა. ის ორი დღე გაგრძელდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3623254

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3623124

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3622784

რუსთავი2-კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3622723

ერთსულოვნება-სიახლენი22:00 http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3623628

---

 

06.05.2016

არხი:          რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 18:00

საქართველოში მწერების მიერ გადამტანი დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო სადეზინსექციო სამუშაოები იგეგმება. შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში ღია და დახურული სივრცეები ადამიანისთვის უსაფრთხო პრეპარატებით დამუშავდება. ჯანდაცვის სამინისტო შენობების შიდა სივრცეს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღია სივრცის დეზინფექტიას სამი ტიპის პრეპარატით განახორციელებს. შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში სამუშაოები ორშაბათს დაიწყება და ორ ეტაპად ჩატარდება. "ეს რისკები იქნება ჩამოყვანილი მინიმუმამდე ან იქნება განულებული,"-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3622179

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3621203

რუსთავი2-კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3621346

ტელეკომპანია აჭარა - ახალი ამბები 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3622497

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3622477

ტაბულატვ- ფოკუსი 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3622399

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3622513

---

 

06.05.2016

არხი:          I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს განიხილავენ. დღეს დოკუმენტის იმ ნაწილზე მსჯელობენ, სადაც საუბარია მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ლტოლვილთა განსახლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიმართ ომბუდსმენის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და არსებულ დარღვევებზე. სხდომას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან და ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე საკუთარ მოხსენებებს წარადგენენ. სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა დღეს მთავარი პროკურორი. ირაკლი შოთაძე არ ეთანხმება ომბუდსმენის განცხადებას, რომ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული ფაქტების გამოძიება არ ხდება. თავად ობუდსმენი კი განმარტავს, რომ პრეტენზია არა გამოძიების დაწყებაზე, არამედ შედეგზე აქვს. მისი თქმით, პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა აპარატის მიერ გაგზავნილი ათეულობით შემთხვევიდან მხოლოდ ერტ ფაქტზე მოხდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3622357

ტაბულატვ- ფოკუსი 19:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3622363

---

 

06.05.2016

არხი:          ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:ბიზნესკოდი

რესტორენებსა და სასტუმროებში თამბაქოს კონტროლის შესახებ ვისაუბრებთ. ბიზნესკოდის სტუმრები არიან ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლის წევრი და გიორგი ყიფიანი რესტორან "ჭაშნაგირის" მენეჯერი. ჯანდაცვის სამინისტროს სურვილია, რომ იყოს აბსოლუტურად თავისუფალი სამასპინძლო დაწესებულებები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3622205

---

 

 

ინტერნეტი

09.05.2016   

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=36549&cat_id=5

 

საქართველო მსოფლიო ტენდენციის გაზიარებას არ აპირებს – მოსახლეობის დაბერების მიუხედავად, საპენსიო ასაკი არ გაიზრდება

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2010 წელს 4,4 მილიონი ადამიანიდან 14%-ზე მეტი იყო 65 წლის და 65 წელზე მეტი ასაკის, ხოლო ერთი მესამედი – 50 წლის და 50 წელზე მეტი ასაკის. როგორც ჯანდაცვის კომიტეტი განმარტავს, მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრები 21%-მდე და 40%-მდე გაიზარდოს. ”პროგნოზების მიხედვით, საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი იყო, ხოლო მამაკაცებისთვის – 71 წელი, 2030 წლისთვის ქალებისთვის 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცებისათვის – 73 წლამდე”, – აღნიშნულია პარლამენტში განსახილველად წარდგენილ დადგენილების პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში. განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ დადგენილების მიღების მიზანია დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული პრინციპების განსაზღვრა, რათა სამომავლოდ, ამ პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს დაბერების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ხანდაზმულთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებას, ასაკობრივად შეუზღუდავი გარემოს შექმნას, მათ სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ მონაწილეობას, კომუნიკაციას, თაობათაშორისი სოლიდარობის, ხელშემწყობი გარემოსა და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას. „კომერსანტმა“ საპარლამენტო კომიტეტის წევრებისგან ამ დეკლარირებული პრინციპის განმარტება მოითხოვა. შეკითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს პროცესები ქვეყანაში საპენსიო ასაკის გაზრდას, რაც მთელ მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებას თან სდევს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოზალიშვილმა განმარტა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე,ხელი უნდა შეეწყოს დემოგრაფიულ პროცესებს, მათ შორის დედათა და ბავშთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას, შობადობის გაზრდას და ასე შემდეგ. „თქვენ იცით, რომ გასული წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს 3000 ბავშვით მეტია დაბადებული. თუმცა, ამ მაჩვენებელმა კლება 90-იანი წლებიდან დაიწყო, ბუნებრივი ნამატი არ გვაქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შეეწყოს დედათა და ბავშთა ჯანმრთელობას. ეს ევროპის ქვეყნებისთვის ახალი პრობლემა არ არის. ევროპაში უკვე ჩატარდა ეს რეფორმა და ზუსტად იდენტურია იმისა რასაც ჩვენ ვგეგმავთ.“-აცხადებს გოზალიშვილი. მისივე თქმით, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მსგავსი პრობლემებია ცივილიზებულ მსოფლიოშიც. საქართველოში ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60, მამაკაცებისთვის კი 65 წელია. მსოფლიოში დღეს საპენსიო ასაკის მატების ერთგვარი ტრენდია. მარტივად რომ ავხსნათ, ამ ნაბიჯს ხელისუფლებები საპენსიო ხარჯების შემცირების მიზნით მიმართავენ იმ პირობებში, როდესაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება. მაგალითად, დღეს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში საპენსიო ასაკი 65 წელია. ევროპასა და აშშ–ში შორეულ პერსპექტივაში, 2060 წლისთვის ამ ასაკის 70 წლამდე გაზრდას გეგმავენ როგორც ქალების ისე მამაკაცებისთვის. გერმანიაში ასეთი ნაბიჯის გადადგმა უფრო ადრეც იგეგმება. მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება იწვევს საპენსიო ასაკის გაზრდას, რადგან არცერთ ხელისუფლებას არ სურს პენსიონერებზე ხარჯების ზრდა. მაგალითად, იაპონიაში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82,1 წელია, პენსიაზე 70 წლის ასაკში გადიან. ნორვეგიაში კი, სადაც საშუალოდ 79 წელს ცოცხლობენ, საპენსიო ასაკი 67 წელია. როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, ქვეყანაში საპენსიო ასაკის ზრდა არ იგეგმება და მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. პოლიტიკის სხვა დეტალების გაგება „კომერსანტმა“ დღეს ვერ შეძლო.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/378499-jandacvis-komiteti-mosakhleobis-daberebis-sakithkhze-sakhelmtsifo-politikis-koncefciis-damtkicebis-iniciativith-gamodis.html?ar=A

---

 

09.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.ibusiness.ge/ojakhis-aftiaqis-ghirebuleba-martis-tvestan-shedarebit-33-6-it-shemcirda/

 

ოჯახის აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით 33.6 %-ით შემცირდა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის აპრილის თვის მონაცემებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს. ორგანიზაციამ ჩვილის აფთიაქის აპრილის თვის მონაცემების შესწავლის შემდეგ ყურადღება ოჯახის აფთიაქში შემავალი და საჭირო მედიკამენტებისა და აქსესუარების სიასა და ღირებულებაზე გააკეთა. კვლევამ დაადგინა, რომ მარტის თვესთან შედარებით აპრილში ოჯახის აფთიაქი 33.6%-ით გაიაფდა. კერძოდ, ოჯახის აფთიაქის ღირებულებამ აპრილის თვეში 114 ლარი და 32 თეთრი შეადგინა მაშინ, როცა წინა თვის მონაცემით, ეს თანხა 172 ლარი და 23 თეთრი იყო. აპრილის თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა რამდენიმე მედიკამენტზე ფასი. მაგალითად: ტკივილგამოყუჩებელი კეტოროლაკი მარტის თვეში 9 ლარი ღირდა, ხოლო აპრილში იმავე მედიკამენტის ფასი 1 ლარს და 35 თეთრს შეადგენდა. ორგანიზაციამ შეისწავლა ოჯახის აფთიაქში შემავალი 30 დასახელების მედიკამენტისა და აქსესუარის ფასი და მათი ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. დეტალურად ოჯახის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება: ოჯახის აფთიაქში შემავალი მედიკამენტები და მათი ღირებულება: აქსესუაერები: ფონეიდესკოპი – 12.80ლ ხელთათმანი (სტერილური) – 0.55ლ თერმომეტრი – 10.00ლ მაკრატელი – 1.50ლ საინექციო შპრიცი (0.30გ) – 0.17ლ ანტისეპტიკური საშუალებები: ლეიკოპლასტირი (ბაქტერიოციდული) – 2.00ლ სტერილური დოლბანდი (7*14სმ) – 1.04ლ ბამბა (სტერილური) – 1.00ლ ბრილიანტის მწვანე – 0.30ლ წყალბადის ზეჟანგი – 1.25ლ იოდი (ბეტადინი 100გ) – 0.51ლ თურმანიძის მალამო – 4.90ლ საინექციო წყალი – 0.80 ლ გულის წამლები: კორსიზი – 1.50ლ ამიაკის ხსნარი – 1.00ლ ვალიდოლი – 0.44ლ კო-ენალაპრილი – 5.30ლ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი: იბუპროფენი – 2.80ლ კეტოროლაკი (ჰუმანითის) – 1.35ლ პარაცეტამოლი – 0.30ლ ამბროქსოლი – 1.30ლ თვალის წვეთები: ალბუციდი – 1.20ლ ყურის ტკივილის: ოტიპაქსი – 7.20ლ კუჭ-ნაწლავის: რეჰიდრონი ოპტიმი – 25.95ლ ფესტალი – 1.74ლ ნოშპა – 2.50ლ ნახშირი (თეთრი კარბოაქტივი) – 3.12ლ ანტიჰისტამინური: ცეტირიზინი- 3.50ლ წნევის დამწევი საშუალებები: კაპტოპრილი (20, 50გ) – 4.60ლ ადიპინი (30, 10გ) – 13.70ლ

---

 

09.05.2016   

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/22435/ratom-gadaido-feros-mushebis-gafitsva

 

რატომ გადაიდო “ფეროს” მუშების გაფიცვა

9 მაისს ზესტაფონის “ფეროშენადნობთა” ქარხნის მუშების გაფიცვა დაანონსდა, თუმცა ერთ-ერთი ადგილობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელის, კახა მაჩიტიძის თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშებზე ზეწოლას ახდენდა და გაფიცვა დღეს ვერ დაიწყო: “რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გაფიცვა დავააანონსეთ, კომპანიის ეკონომიკური უსაფრთხოების თანამშრომლები, მთავარი ინჟინრები და საამქროს ხელმძღვანელები მუშებს ემუქრებოდნენ, რომ სამსახურიდან გაგათავისუფლებთ და ხელფასებს არ მოგცემთ, თუ გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებთო. რა თქმა უნდა, ყველას შანტაჟი ვერ მოახერხეს, მაგრამ უმრავლესობამ ქუჩაში გამოსვლაზე უარი თქვა”, - ამბობს კახა მაჩიტიძე. მისივე ინფორმაციით, ადმინისტრაცია მუშებს შეჰპირდა, რომ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც კოლექტიური ხელშეკრულებების ხელმოწერას ითვალისწინებს, ხვალ, “ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორთან ერთად დაილაპარაკებენ და შესაძლოა, კომპანია ამ დათმობაზე წამოვიდეს: ”რეალურად, ჩვენი მთავარი მოთხოვნა კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებაა, რომელიც შვებულების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების, ინდექსაციის საკითხებსაც მოიცავს. ამიტომ, თუ ხვალ დირექტორი ამ დათმობაზე წამოვიდა, აღარ გავიფიცებით”. “ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ზაქარია ზალიკაშვილის ინფორმაციით, მუშების რვა მოთხოვნიდან ექვსზე კომპანიასა და გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლებს შორის ახლაც მიდის მოლაპარაკებები, რომელსაც მედიაციას შრომის და ჯანმრთელობის სამინისტროს მედიაციის სამსახური უწევს. დარჩენილი ორი მოთხოვნიდან ერთ-ერთზე, რომელიც გოჩა კვანტრიშვილის ახალ სამუშაო ადგილზე ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დასაქმებას ეხება, ზალიკაშვილი ამბობს, რომ კვანტრიშვილის უკვე გადაყვანილია ახალ თანამდებობაზე, ძველი ხელშეკრულებით. რაც შეეხება გაფიცვის გადადების საკითხს და მუშებზე წეზოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაფიცვა თავიდანვე ვიწრო კორპორაციულ და პიროვნულ ინტერესებს ატარებდა. ზალიკაშვილი შანტაჟის შემთხვევებს გამორიცხავს და პასუხისმგებლობას კონკრეტულად კახა მაჩიტიძეს აკისრებს, რომელიც საწარმოს ლაბორატორიაში ინჟინერ-სპეციალისტია და პარალელურად, 400-კაციანი ადგილობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელი: “კახა მაჩიტიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამუშაო დისციპლინას არღვევდა, შესაბამისად, მისმა დირექტორმა აპრილში მკაცრი საყვედური გამოუცხადა. სწორედ ამის გამო, მან გადაწვიტა, ირგვლივ შემოეკრიბა მუშების ნაწილი და გაფიცვა მოეწყო. მათ თავიდანვე მოიტყუეს, რომ გაფიცვას მუშების 100% უჭერდა მხარს. მაჩიტიძის პროფკავშირი ჩვენს საწარმოში ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანია და მუშებიც მიხვდნენ, რომ მათი მოთხოვნები დასაქმებულების შრომის გაუმჯობესების პირობებს არ ითვალისწინებდა და მხარდაჭერაც ამიტომ ვერ მოიპოვეს”, - აცხადებს ზალიკაშვილი. რაც შეეხება მუშების მოთხოვნებს, რომელიც გაფიცვამდე დააანონსეს: ინფლაციის პირობებში ხელფასების ავტომატური ინდექსაცია; წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულების განსაზღვრა (როგორც წინა კოლექტიურ ხელშეკრულებაში იყო და ინდივიდუალურ კონტრაქტში) 30 სამუშაო დღის ოდენობით და მძიმე მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირებისათვის დამატებითი 10 კალენდარული დღის ოდენობით. დასაქმებულთა იძულებითი მოცდენის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ტარიფის განსაზღვრა/არგანსაზღვრა; ზეგანაკვეთური ნამუშევარი საათების გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება (კოეფიციენტი 1.5; უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ტარიფით ანაზღაურება კოეფიციენტი 1,5 5) და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება; შუალედური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება. მათ შორის, გოჩა კვანტრიშვილის ახალ სამუშაო ადგილზე ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დასაქმება; დაბოლოს, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წევრების შევიწროების და დევნის ფაქტების გამოძიება.

---

 

09.05.2016   

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/179592-am-veteranebis-shedzlebisdagvarad-ketildgheoba-chveni-ghirsebis-sakitkhia

 

„ამ ვეტერანების შეძლებისდაგვარად კეთილდღეობა ჩვენი ღირსების საკითხია“

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. „ფაშიზმზე გამარჯვების დიდ დღესასწაულს ვულოცავ ყველა ვეტერანს, ვინც მონაწილეობა მიიღო სამშობლოსთვის ბრძოლაში, ქედს ვიხრი თითოეული მათგანის წინაშე და ქედს ვიხრი გარდაცვლილების წინაშე. ამ ვეტერანების შეძლებისდაგვარად კეთილდღეობა ჩვენი ღირსების საკითხია“, - განაცხადა მინისტრმა.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/31518-davit-sergeenko-qeds-vikhri-omis-veteranebis-vazhkacobis-tsinashe

---

 

09.05.2016

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/44539/#sthash.ZUQiDx1u.yDlqnofM.dpbs

 

როცა დოკუმენტაცია და დიაგნოზი არ ასახავს სინამდვილეს – დარღვევები ინფექციურ საავადმყოფოში

„108 შემთხვევაში ჩატარდა არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება“, – ეს და კიდევ უფრო კრიტიკული ჩანაწერები სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ასახა შემოწმების აქტში, რომელიც შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ საქმიანობას ეხება. ცენტრი 206 231 ლარით გასული წლის 30 ნოემბერს დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემოწმებიდან 5 თვე გავიდა, უცნობია იზიარებს თუ არა აჭარის მთავრობა აქტში აღწერილ დარღვევებს. აჭარის მთავრობა იმიტომ, რომ შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ სწორედ მისი დაფუძნებულია, უფრო კონკრეტულად კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსი. ცენტრის დირექტორი ექიმი ჯემალ დუმბაძეა, ხოლო ინფექციური დეპარტამენტის უფროსი – ექიმი ნატო მიშველაძე…

---

 

08.05.2016   

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=23267

 

რეგიონული სასწრაფო მსოფლიო რბენის მხარდამჭერია

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უკვე მეორედ მსოფლიო რბენის მხარდამჭერია. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამი ეკიპაჟი დღეს 09:00 საათიდან, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან იყო მობილიზებული და მარათონის მონაწილეებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველად დახმარებას ადგილზე უწევდა. რბენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ორი ეკიპაჟი ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ახალ ლოკაციებზე განლაგდა. ღონისძიებაში წელს პირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდიც ჩაერთო. ცენტრის დირექტორმა, დავით ტორუამ სასწრაფოს თანამშრომლებთან ერთად მარათონში მიიღო მონაწილეობა. ცნობისთვის, Wings for Life მსოფლიო რბენა საქველმოქმედო ღონისძიებაა. გახდეს ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი – ამ მიზნით მარათონი 6 კონტინენტსა და 34 ლოკაციას უკვე მესამე წელია აერთიანებს.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/index.php?id=23267

---

 

08.05.2016

მედიასაშუალება: http://tv25.ge/?page=news&news_id=20942#.VzGSjtJ94dV

 

13 წლის ზაალ ჯაიანი კვლავ დახმარების მოლოდინშია

დაუზუსტებელი დიაგნოზის მქონე 13 წლის ზაალ ჯაიანს დახმარება დღეს 'სამოქალაქო მონიტორინგის' წევრებმა გაუწიეს. დავით ბერიძემ ოჯახს კვების პროდუქტები მიუტანა და ნაქირავები ბინის ერთი თვის საფასური გადაუხადა. არასამთავრობო ორგანიზაცია ჯაიანებს მიმდინარე თვის კომუნალურ გადასახადსაც დაუფარავს. დავით ბერიძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მას პირობა მისცა, რომ სარეზერვო ფონდიდან მოზარდის დასახმარებლად 3000 ლარს გამოყოფს. „სამოქალაქო მონიტორინგი“ ზაალ ჯაიანის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვასაც გეგმავს. ზაალი ერთი წელია საწოლს არის მიჯაჭვული. მშობლები ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანასა და სამედიცინო გამოკვლევებში დახმარებას ითხოვენ. სოციალურად დაუცველ ჯაიანების ოჯახში არავინ მუშაობს. მშობლები კვლავ კეთილი ხალხის დახმარების მოლოდინში არიან.

---

 

08.05.2016

მედიასაშუალება: http://ick.ge/rubrics/society/27618-i.html

 

სპეციალური განცხადება - 6 წლის მათე ღულელაურს დახმარება სჭირდება

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებ 6 წლის მათე ღულელაურს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა და გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ბავშვის დედის თქმით, ოპერაციისთვის 7 ათასი ლარია საჭირო. სახელმწიფო ოჯახს 3 ათასი ლარით აფინანსებს და მათეს ოპერაციისთვის 4 ათასი ლარი აკლდება. „მათე გამოკვლევაზე თურქეთში გვყვავდა, სადაც ექიმებმა თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. ოპერაცია, რომელიც ბავშვს სჭირდება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მხოლოდ 3 000 ლარით ფინანსდება. დიაგნოზში წერია, რომ ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. ძალიან გვიჭირს, თანხის სრულად შეგროვების საშუალება ჩვენ არ გვაქვს…

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/22422/ratom-sheumtsires-fsiqikuri-janmrtelobis-problemis-mqone-adamianebs-tsamlebi

 

რატომ შეუმცირეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს წამლები

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტები ამბობენ, რომ ბოლო ორი თვეა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს ვეღარ იღებენ. მათივე თქმით, მედიკამენტების დოზების შემცირებას მკურნალი ექიმები ფინანსური პრობლემებით ხსნიან. კერძოდ საუბარია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებზე, რომლებიც ამბულატორიულ მომსახურებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იღებენ. ცენტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ცენტრის ბენეფიციარებს მკურნალი ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფს. მერაბ მხეცაძემ მარტის თვეში მიიღო 60 აბი ბენზაქსოლი და 60 აბი ოლზაპი. აპრილის თვეში კი 60 აბის ნაცვლად მკურნალმა ექიმმა 30–30 აბი მისცა, ანუ წინა თვის დოზა გაუნახევრა. მერაბ მხეცაძე ამბობს, რომ მას წამლების შესაძენად თანხა არ აქვს. მკურნალმა ექიმმა უთხრა რომ დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ცენტრი იმ რაოდენობის წამლებს ვეღარ ყიდულობს და ამიტომ წინა თვის მსგავსად 60 აბი ვეღარ მისცა. წამლების დოზა ასევე შეუმცირდა იოსებ სასწრაფოშვილსაც. სამი ამპულის ნაცვლად მას ერთი მისცეს, ორის შესაძენად კი რეცეპტი გამოუწერეს. “იძულებული ვარ ვიყიდო. წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე დეპრესია დამეწყება”, - უთხრა “ლიბერალს” იოსებ სასწრაფოშვილმა. მისივე თქმით, ის სოციალურად დაუცველია და აღნიშნული წამლისთვის თანხის დახარჯვა მისი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. “ლიბერალი” ცენტრის 9-მდე ბენეფიციარს ესაუბრა და ცხრავემ დაადასტურა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მკურნალმა ექიმებმა წამლების დოზები შეუმცირეს და ეს გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემებით ახსნეს. “ლიბერალი” ცენტრის ხელმძღვანელ ლაშა კილაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, მას აქამდე არც კი სმენია იმის შესახებ, რომ პაციენტები ცენტრის ამბულატორიაში მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებენ, თუმცა დოზების შემცირების ფაქტი არ უარყო და აღნიშნა, რომ ეს მედიკამენტების გაცემაზე მონიტორინგის გამკაცრებას უკავშირდება. “ის, რომ თითქოს ცენტრი სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტებს ვეღარ ყიდულობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ მედიკამენტების ჭარბად გამოყენებაზე მონიტორინგი დავიწყეთ. მოგეხსნებათ, რომ წამლების ჭარბი მოხმარება პაციენტების ჯანმრთელობისთვის კარგი არაა. თუ ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად, პირობითად რომ ვთქვათ, საკმარისია 10 აბი, ის არ უნდა იღებდეს 15 და 20 აბს”, - მისივე თქმით, ზოგიერთი მედიკამენტი საერთოდ ბაზარზე აღარა და ამიტომ ტენდერის გზით მათ შესყიდვას ვერ ახერხებენ. “დისპანსერული მეთვალყურეობა და ამბულატორიული სერვისი მარტო წამლის გაცემას არ ნიშნავს. ამას ფიზიკური მდგომარეობის დინამიკური კვლევა სჭირდება. თუკი ექიმმა ჩათვალა, რომ მარტში 30 მედიკამენტი იგივე ეფექტს მოგვცემს, რასაც თებერვალში 60 მედიკამენტი გვაძლევდა, ეს სუფთა სამედიცინო თემაა და აქ ადმინისტრირება არაფერ შუაშია. ეს შეიძლება მედიკამენტის ეფექტურად გამოყენებას უკავშირდებოდეს”, - ამბობს კილაძე. მისივე თქმით, წამლების გაცემაზე მონიტორინგი ცენტრმა თებერვალში ჩაატარა. “თებერვლის მონაცემების საფუძველზე მარტის თვეში ვნახეთ გახარჯული მედიკმენტების რაოდენობა, შევადარეთ ბენეფიციარების რაოდენობას და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ”, - ამბობს კილაძე. შეკითხვაზე, რა დირექტივა მიიღეს მკურნალმა ექიმებმა - კილაძე პასუხობს, რომ ცენტრმა მკურნალ ექიმებს დანიშნულებების გადახედვა ურჩია. “ჩვენ ექიმებს მედიკამენტების ჭარბად გამოყენების პრევენციისკენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ გადაეხედათ დანიშნულებებისთვის. თუკი ვინმეს მდგომარეობა დოზის ცვლილებების შემდეგ გაუარესდება, ნებისმიერი ვიზიტი არის უფასო და მისი მკურნალი ექიმი შესაბამის ცვლილებას შეიტანს მის მკურნალობაში. მაგრამ ასეთი ფაქტი დღემდე არ გამოვლენილა”, - ამბობს კილაძე. მისივე თქმით, ამბულატორიულად აღრიცხულია 10, 000-მდე აქტიური ბენეფიციარი. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ წელს 15, 000,0 ლარი გამოყო, ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი პროგრამის მოსარგებლების წამლებით უზრუნველყოფაა.

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/22418/prokuratura-fsiqiatriuli-datsesebulebis-patsientta-dakitkhvis-uflebas-moitkhovs

 

პროკურატურა ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტთა დაკითხვის უფლებას მოითხოვს

აუცილებელია, შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტების დაკითხვა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა მაია კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში განიხილეს. მისი თქმით, ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც კრძალავს იმ პირთა დაკითხვას, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ. „50-ე მუხლში ეს ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ მოწმე, ან გამოსაკითხი პირი, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც არ შეუძლია თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აღიქვას და დაიმახსოვროს გარკვეული ფაქტები. თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ ადამინების აზრის საერთოდ არ მოსმენა არ იქნება სწორი. ჩვენ შევიმუშავეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის საკითხებზე რეკომენდაცია. ეს რეკომენდაცია გავაგზავნეთ ევროსაბჭოში თხოვნით, რომ გაეკეთებინათ რევიზია, თუ რამდენად სწორი იყო რეკომენდაციაში მითითებული მიდგომები. უახლოეს დღეებში ველოდებით ამ რეკომენდაციის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ასეთ დათქმას, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება მხარდამჭერის, ექიმის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით ამ ადამიანების მოსმენა და ინფორმაციის მიღება. მეორე საკითხია, მოხდება თუ არა გაზიარება და დაყრდნობა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე“, - აღნიშნა მაია კვირიკაშილმა. მაია კვირიკაშილი მოსხენებისას ასევე შეეხო დაბა სურამში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მყოფი პაციენტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. „ჩვენ ამ საქმეზე გამოძიება გვაქვს დაწყებული. საერთო ჯამში, საერთო სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა დაენიშნა, თუ არ ვცდები 96 პირს. 80-მდე ესპერტიზის პასუხი მიღებულია, ნაწილი - დარჩენილია. ამ 80-მდე ექსპერტიზიდან 17 პირს აღენიშნება გარკვეული სახის დაზიანებები“, - განაცხადა მაია კვირიკაშვილმა.

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/22420/ombudsmeni-2015-tsels-samushaos-shesrulebisas-42-adamiani-daighupa-dashavda--82

 

ომბუდსმენი: 2015 წელს სამუშაოს შესრულებისას 42 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 82

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა შეადგენს 82-ს, დაღუპულია 42 ადამიანი, - ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, იმავე სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა დაამუშავა, 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და დაიღუპა 123 ადამიანი. აქედან, 5 ქალია. სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოძიება დაიწყო სულ 108 შემთხვევაში. აქედან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 42 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 შემთხვევაში, რომელთაგანაც საქმე სასამართლოში წარიმართა 10 შემთხვევაში. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კანონით შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომელიც ზედამხედველობასა და კონტროლს გაუწევს საწარმოებში/დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის, ასევე შრომითი უფლებების დაცვას და შემოწმების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად მიიღებს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, უნდა განისაზღვროს შესაბამისი სანქციები შრომის უსაფრთხოების წესებისა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევისთვის. შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა და სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა საგანგაშო რაოდენობა კვლავ სახეზეა. სამწუხაროდ, სახელმწიფო დონეზე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები შრომის უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოს - შრომის ინსპექციის შესაქმნელად, რაც სახალხო 13 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2015 დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანი იყო ბოლო წლების განმავლობაში. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი პროგრამა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/life/112631/

 

არასათანადო კვება და სიმსუქნე – გამოწვევა საქართველოსთვის

ჭარბი წონა და სიმსუქნე არასათანადო კვების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც მსოფლიოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის, ხოსე გრაციანო და სილვას თქმით, ეს პრობლემა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ზრდასრული მოსახლეობის 20%-ზე მეტს აწუხებს. საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 21,1%-ს აქვს სიმსუქნის პრობლემა. ჭარბი წონა და სიმსუქნე სხეულის მასის ინდექსით (BMI) დგინდება: BMI=m/h2, სადაც m – ადამიანის სხეულის მასაა კილოგრამებში, ხოლო h – სიმაღლე მეტრებში. თუკი BMI 25-დან 30-მდეა, ეს მიუთითებს ჭარბ წონაზე, ხოლო 30-ს ზემოთ – სიმსუქნეზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, რომელიც ბოლოს 2010 წელს განახლდა, საქართველოში 18-დან 64 წლამდე ქალების 54.2%-ს აქვს ჭარბი წონა და 28.5% არის მსუქანი, კაცებში კი შესაბამისი მაჩვენებლებია 58,6% და 22,1%.აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მონაცემებით, რომელიც ბოლოს 2014 წელს განახლდა, საქართველოს მოსახლეობის 21.1%-ს აწუხებს სიმსუქნის პრობლემა. CIA-ს მონაცემებით, ამ მხრივ საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებლი აქვს მეზეობელ ქვეყნებს შორის, სადაც აზერბაიჯანს აქვს 23.8%, სომხეთს – 24%, რუსეთს – 26.5%, თურქეთს – 27.8%. ხოსე გრაციანო და სილვას თქმით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოშიმშილე მოსახლეობის მაჩვენებელმა 1990 წლის შემდეგ 40%-ით დაიკლო, მაგრამ პრობლემად რჩება არასათანადო კვება: “არასათანადო კვება ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფასად უჯდება ადამიანს. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ როგორც კი საზოგადოება თავს აღწევს შიმშილს, დღის წესრიგში დგება ახალი პრობლემები – არასწორი დიეტა და ცხოვრები წესი. ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციები, მათ შორის, მაღალი ხელფასები ღარიბ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ზედმეტად გადამუშავებული საკვების სიიაფე და ხელმისაწვდომობა იწვევს კვების კულტურის მოშლას და მივყავართ ჭარბი წონის პრობლემამდე. არააქტიური ცხოვრების წესი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს”, – ნათქვამია FAO-ს გენერალური დირექტორის ევროპის ქვეყნებისადმი მიმართვაში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გამოაქვეყნა. “ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის” ცნობით, ევროპის მოსახლეობის 15-20% ჭარბწონიანია. 2004 წლიდან ამ გაერთიანების წევრია “საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია”. 5 მაისს აღნიშნული ასოციაციების ორგანიზებით თბილისში კონფერენცია გაიმართა ზრდასრულთა სიმსუქნის მართვის აქტუალურ საკითხებზე. ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტის, ჰერმან ტოპლაკის თქმით, სიმსუქნე სხვადასხვა დაავადებებს უკავშირდება, მათ შორის, დიაბეტს. როგორც იგი ამბობს, თუ ქვეყნები პრევენციულ ზომებს არ მიიღებენ, 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 25% დიაბეტით იქნება დაავადებული. ამის თავიდან ასაცილებლად ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია მოგვიწოდებს, მივიღოთ მეტი წყალი, მოვიხმაროთ ნაკლები შაქარი, გავზარდოთ ფიზიკური აქტივობები და ვიკვებოთ ჯანმრთელად. ჰერმან ტოპლაკის თქმით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვყნების უწყებებთან თანამშრომლობა, მათ შორის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. საქართველოში ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციას საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია წარმოადგენს. ასოციაციის პრეზიდენტის, ქეთევან ასათიანის თქმით, ისინი ევროპელ კოლეგებთან აქტიურად თანამშრომლობენ და მუშაობენ სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის შემცირებაზე, ამით კი, გამოწვეული დაავადებების დროულ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობაზე.საქართველოს შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის თქმით, სიმსუქნე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჯანდაცვის სფეროში: “ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორი რიგი არგადამდები დაავადებებისაა, როგორიცაა ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სხვა”. ნინო ბერძული სიმსუქნის გამომწვევ მიზეზად თანამედროვე ცხოვრების სტილს ასახელებს და ისეთი გარემოს შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღ კვებას.“ჯანსაღი კვება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის”, – ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი ხოსე გრაციანო და სილვა. მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი რეგულაციები და სურსათის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარონ, შეამცირონ საკვების დანაკარგი, მომხმარებელს უბიძგონ ჯანსაღი პროდუქტის მოხმარებისკენ, მისცენ მოსახლეობას შესაბამისი განათლება სწორ კვებასთან დაკავშირებით, დააწესონ პროდუქტის შეფუთვისა და მისი შემადგენლობის ზუსტი ეტიკეტირების წესები, პოპულარიზაცია გაუწიონ მარცვლოვანი კულტურების წარმოებას, განავითარონ მცირე მეურნეობები და დააკავშირონ ფერმერები ბაზართან.

მედპორტალ.ჯი- http://medportal.ge/pg2.php?Id=9169&act=newsarch&catId=130&act2=full

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://ick.ge/articles/27584-i.html

 

ავად გახდომა აკრძალულია

მოდი, ასე ვთქვათ - საქართველოში. იმიტომ, რომ როდესაც ავად ხდები, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოდის დაღლილი და გულგრილი სასწრაფო დახმარება. და მისი ორი ექიმი გიყურებს თევზის თვალებით და გისვამს იდიოტურ შეკითხვებს. სასწრაფოს ექიმები, გაგიგია, რომ გმირები არიან და ამაში ერთი-ორი ამერიკული სერიალიც წაგეხმარა, ამიტომ თავიდან მათი გჯერა და მკლავებზე ებღაუჭები - მიშველეთ, ეუბნები, მიშველეთ. მაგრამ სასწრაფოს ექიმები არიან უბედურები და ჩივიან დაბალ ხელფასებზე. ჩვენ წაგიყვანოთ საავადმყოფოში თუ თქვენით იპოვით გზას? გეკითხებიან. თქვენ, ვყვირით ჩვენ, თქვენ. და მერე, სასწრაფო დახმარების გაქუცულ სკამზე ძლივს იკავებ თავს. დაწექი, არ გირჩევნია? გეკითხება ნახევრად მძინარე ექთანი და მობილურში ფეისბუქს სქროლავს. შენ კი ძალიან გტკივა და არაფერი შეგიძლია. მითუმეტეს, დაწოლა. ექთანი კი თვალებს ხუჭავს და ფეხებზე კიდიხარ - შენნაირი დღეს, ალბათ, უკვე რამდენი ნახა. სასწრაფო მიდის ნელა, აუღელვებლად, შენ კი ფიქრობ, ახლა რომ მოვკვდე, ის ბავშვი, უკან მანქანით რომ მოგყვება შიშისგან თვალებგაფართოებული, რას იზამს, ვინ მოუვლის. ფიქრობ, ნეტა მაგიდა არეული დამრჩა თუ არა. ფიქრობ, დახურული დამრჩა თუ არა ცხოვრება პირად კომპიუტერში. სასწრაფო დახმარების ექიმს თუ ექთანს კი მარტო თავისი შესავსები ფურცლები აღელვებს. ავად გახდომა ამიტომაც არის აკრძალული, პირადად ჩემგან, რადგან გაურკვეველი საავადმყოფოს მიმღებში წევხარ ბინძურ საწოლზე და ელი, ვინმე როდის მოგხედავს. წამალს როდის გაიმეტებს და შეგიშხაპუნებს, კითხვას როდის დაგისვამს და მოგიახლოვდება. მორიგე ექიმი კი გიყურებს როგორც ზედმეტს ნივთს, - ოთახიდან როდის გაგიტანენ და მორიგე ექთანს უყვება თურქული სერიალის შინაარსს. მიმღები განყოფილება ჯოჯოხეთია და აქედან სადმე უნდა გაგანაწილონ. ყოველ წუთში მოჰყავთ ვინმე უბედური და მორიგე ექიმს ყველა სძულს. მე ვამბობ, ოღონდ ახლა გადავრჩე და ავად გახდომა აკრძალულია! და საავადმყოფოში სასწრაფოთი წამოსვლაც, საქართველოში. იმიტომ, რომ თურმე ტყუილად არ მძულდა ექიმები. მე ვეუბნები, ვაიმე, გული, ვაიმე. ისინი კი მეუბნებიან, დაზღვევა, დაზღვევა. მოხუცი ქალი ვერ იხსენებს რომელ წელს დაიბადა, შეიძლება, 1926-ში, ამბობს ჩუმად - ის არავისთვის არის ცოცხალი. 1926??? ხარხარებენ დამხმარე სანიტრები. მე ვფიქრობ, ნეტა რა ჩანს ასეთი ამ მორიგე ექიმის ყავის ჭიქაში, რომელსაც ატრიალებს. ნეტა მისი შვილი გამოჩნდეს ამ ბინძურ საწოლზე სამი საათის განმავლობაში მიგდებული. ნეტა მისი კაცი გამოჩნდეს, ჩემი კაცის მსგავსად გულაჩქარებული. ავად გახდომა აკრძალულია, ვამბობ ჩუმად, და თავს ვიმხნევებ, გადავრჩები. და აღარასოდეს გამოვუძახებ სასწრაფოს. თავს ვიმხნევებ, ახლა ზემოთ დარეკავენ და ეტყვიან, რომ მე მნიშვნელოვანი გვამი ვარ. ამ 1926 წელს დაბადებული ქალისთვის კი არავინ არასოდეს დარეკავს. აი, მახსენეს. აი, ჩემი გვარი ისმის ყველა კუთხე კუნჭულიდან, ზემოდან ექიმები ჩამოდიან, კაცები, ქალები. ხელებს მიფათურებენ, მიღიმიან. ჩემზე დარეკეს. უკვე ყველამ იცის, რომ მე ამერიკული დაზღვევა მაქვს. უკვე ყველამ იცის, რომ სამი საათი გაუსაძლისი ტკივილით ადამიანის მიგდება აკრძალულია. წამობრძანდით, მეუბნება ვიღაც და უკვე მიღიმის კიდეც. თქვენი - გადახდილია. და მე, ჯოჯოხეთიდან ავდივარ ცაში. ეკა ქევანიშვილი, 2016 წლის 6 მაისი /გამოქვეყნდა ფეისბუქში/

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/72453-thambaqosgan-thavisufali-garemos-mimarth-sazogadoebis-damokidebulebis-shesakheb-kvlevis-prezentacia-gaimartha.html

 

თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია ”თამბაქოს კონტროლის ალიანსმა” (ISSA) სოციალური კვლევისა და ანალიზის ცენტრთან ერთად გამართა. მიმდინარე წლის აპრილში სოციალური კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ (ISSA) ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვანი პრობლემაა და მასზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://accent.com.ge/ge/news/details/14590-3-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

 

3 წლის დავით ქვარანძიას სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროება

3 წლის დავით ქვარანძიას ავთვისებიანი სიმსივნე, ნეირობლასტომის მეოთხე სტადია დაუდგინდა და სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება, რისი საშუალებაც ოჯახს არა აქვს. საქართველოს სოლიდარობის ფონდმა დავითის მკურნალობა 6976 ლარით უკვე დააფინანსა, თუმცა აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი მკურნალობის გასაგრძელებლად. დავითს კიდევ სჭირდება ჩვენი თანადგომა.

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.frontnews.ge/ge/news/100354-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C

 

სასულიერო პირები ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ

პარლამენტმა ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, სოციალურ მუშაკს უფლებამოსილება მიენიჭება, რომ თუ მშობელი უგულვებელყოფს უფლებებს ან ძალადობს შვილზე, გამოცალკევების შესახებ იქნას გადაწყვეტილება მიღებული. "სოციალურ მუშაკს მიენიჭება უფლებამოსილება, რომ თუ კი მშობელი ან პირი რომლის მეურვეობის ან კონტროლის ქვეშ იმყოფება, პირი უგულვებელყოფს მისი უფლებებით ან ძალადობს მასზე, ასეთ შემთხვევაში მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება გამოცალკევების შესახებ. ვერ მიიღებს სოციალური მუშაკი გადაწყვეტილებას გამოცალკევების შესახებ, თუ მშობელს არ გააჩნია ინფორმაცია, ან არ გააჩნია სათანადო რესურსი, შესაძლებლობები“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ. სასულიერო პირები ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ. სასულიერო პირები კონკრეტულად იმ მუხლით არიან უკმაყოფილო, სადაც სოციალურ აგენტს ბავშვის ოჯახიდან განრიდების უფლება ენიჭება. „აქ არის ისეთი ბუნდოვანი მუხლები, რომლის გამო შესაძლოა, მერე მშობელს ისე ჩამოართვან შვილი რომ არ იმსახურებდეს ეს მშობელი. შესაძლოა, ადამიანი თავისი მრწამსის გამო რამეს არ ეთანხმებოდეს. მაგალითად სკოლაში არ ატაროს და შეიძლება სოციალურმა აგენტმა განაცხადოს, რომ შენ შვილს არ აძლევ სათანადო განათლებას და წაიყვანონ ეს ბავშვი“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://medportal.ge/pg2.php?Id=9168&act=newsarch&catId=130&act2=full

 

ექიმთა გადამზადების ახალი პროგრამა იწყება

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ, ექიმთა გადამზადების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. გაერთიანება მაისის მეორე ნახევრიდან სამედიცინო უნივერსისტეტთან ერთად, ექიმებისათვის „კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის“ სასწავლო პროგრამას განახორციელებს. ბრიფინზე, კლინიკური ფარმაკოლოგიის საკვანძო საკითხების შესახებ შექმნილი ის სასწავლო პროგრამა განიხილეს, რომელიც ყველა სპეციალობის ექიმისთვის იქნება განკუთვნილი. გაერთიანებამ, ცოტა ხნის წინ მედიკამენტების კუთხით პოლიპრაგმაზიის შემთხვევების კვლევა დაასრულა, რის შემდეგ სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა შორის ზემოთაღნიშნული პროგრამის განხორციელებაც შედიოდა. ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის. „კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის“ სასწავლო პროგრამის მთავარი მიზანია სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური და უსაფრთხო გამოყენება, პაციენტზე ორიენტირებული უვნებელი, ეფექტიანი და რაციონალური მკურნალობის მიმართულებების განვითარება. პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვისაა. ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის თქმით, პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების გზაზე. მომავალში, სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების ანაზღაურების სისტემის დანერგვის შემთხვევაში კი, მსგავსი პროგრამების უწყვეტად განხორციელება ხელს შეუწყობს მედიკამენტებზე დანახარჯების ოპტიმიზაციას. პროგრამა მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება და იგი არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება. სასწავლო პროგრამას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია და კობალაძის სახ. კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირი - ‘’უპირველესია არ ავნო-ს‘’ ხელმძღვანელი რუსუდან ჯაში უხელმძღვანელებენ.

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://medportal.ge/pg2.php?Id=9170&act=newsarch&catId=130&act2=full

 

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება შეემატა

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს უახლესი აპარატურით აღჭურვილი რეანიმაციული განყოფილება შეემატა,– ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ახალი ფლიგელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დაათვალიერეს. სამინისტროს ცნობით, გაიზარდა საწოლების რიცხვი და კლინიკაში ერთდროულად 90 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 270 000 ლარი დაიხარჯა. კლინიკა ამჟამად საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია და რამდენიმე წელიწადში ონკოლოგიურ ცენტრთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სრულიად ახალ შენობაში გადავა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს იქნება კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის პირველი მოდელი.

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/145917-shavizghvispira-zolshi-sadezinseqcio-samushaoebi-itsyeba.html?lang=ka-GE

 

შავიზღვისპირა ზოლში სადეზინსექციო სამუშაოები იწყება

საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია ესწრებოდნენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, სადეზინსექციო სამუშაოების ამოცანა მწერის მიერ გადამტანი დაავადების რისკის მინიმუმამდე ჩამოყვანაა. „დამთავრდა მოსამზადებელი სამუშაოები და უახლოესი ორი-სამი დღის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება დამუშავებითი სამუშაოები, რომლის ამოცანაც არის მწერის მიერ გადამტანი დაავადების რისკის მინიმუმამდე ჩამოყვანა, ან შეიძლება, საერთოდ ანულირება. ძირითადად, საქართველოსთვის პრობლემა იყო მალარია. საბედნიეროდ, ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა მალარიის შემთხვევები თითქმის ერთეული გახადა, მაგრამ გამოჩნდა ახალი რისკები. ეს რისკები არის მზარდი ტენდენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მწერის მიერ გადატანილი დაავადებების, ეს არ არის არა მარტო მალარია, არამედ ზიკა, დენგე, ჩიკუნგუნია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფუნქციები გაყოფილია. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო იმ პრეპარატით, რომელიც ადამიანისთვის უსაფრთხოა შენობის შიდა სივრცეებს ამუშავებს. ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამუშავებს წყალსატევებს, ტყისპირა ზონებს და არეალებს, იქ სადაც არის მაღალი რისკები. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები სადეზინსექციო სამუშაოებს მაის-ივნისსა და აგვისტო-სექტემბერში განახორციელებენ.

კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?m=5&news_id=36503&cat_id=11

კვირა.ჯი- http://kvira.ge/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9D/

მედიაპორტალ.ჯი- http://medportal.ge/pg2.php?Id=9166&act=newsarch&catId=130&act2=full

---

 

06.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/31304-kardiologiuri-jgufis-medikamentze-fasebi-sashualod-1211it-shemcirda

 

კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტზე ფასები საშუალოდ 12.11%-ით შემცირდა

ჯანდაცვის პლატფორმა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბისზნესმენთა ასოციაციასთან ერთად ფანასკერტელის ინდექსის კვლევას განაგრძობს და ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტებზე მარტისა და აპრილის თვეში დაფიქსირებული ფასების კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციების მიერ ჩატარებული დაკვირვებით დადგინდა, კარდიოლოგიური ჯგუფის 19 დასახელების მედიკამენტზე აპრილის თვეში მარტთან შედარებით ფასები საშუალოდ 12.11%–ით არის შემცირებული. მაშინ, როდესაც მარტის თვეში იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 5,6% იყო. კვლევის პერიოდში 14 მედიკამენტზე ფასი საშუალოდ 18.5%–ით შემცირდა, ხოლო 5 მედიკამენტზე ფასი უცვლელი დარჩა. კერძოდ, კვლევის პერიოდში შესწავლილი იყო შემდეგი მედიკამენტები, რომლებზეც ფასთა ცვლილებამ მარტი-აპრილის თვეში ასეთი სურათი მოგვცა: Trimetazidine/პრედუქტალიMR (35მგმოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტი) მარტი- 28.80ლ; აპრილი- 27.80 ლ Trimetazidine (Trimetazidine dihydrochloride) / ტრიმეკორიMR (35მგ) მარტი- 27ლ; აპრილი- 21.60 ლ Diosmin + Hesperidin / დეტრალექსი (500მგ) მარტი- 31,58 ლ;აპრილი- 25,70 ლ Enalapril / ბერლიპრილი (5მგ) მარტი- 4.11 ლარი; აპრილი- 3.29 ლ Indapamide / არიფონ რეტარდი (1.5 მგ) მარტი- 18.51 ლარი; აპრილი- 14.81 ლ Perindopril arginine / პრესტარიუმი (5მგ) მარტი- 21,09 ლ; აპრილი – 16,87 ლ Perindopril Arginine + Amlodipine / პრესტარიუმი კომბი არგინინით(5მგ + 5მგ) მარტი- 32,87 ლ; აპრილი- 26,30 ლ Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი არგინინი (2.5 მგ+0.625მგ) მარტი- 22 ლ; აპრილი- 17,60 ლ Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი ფორტე არგინინი (5 მგ +1.25 მგ) მარტი-32,20 ლ; აპრილი- 25.76 ლ Rosuvastatin / კრესტორი(10მგ) მარტი-52,91ლ; აპრილი- 42,33ლ Valsartan / ვალტანი (80მგ) მარტი-12,22 ლ; აპრილი- 9,76ლ Valsartan / დიოვანი (160 მგ) მარტი- 26,25ლ ; აპრილი- 21 ლ Valsartan + amlodipine / ექსფორჯი (10 მგ+160 მგ) მარტი- 31,80 ლ; აპრილი- 25,44 ლ Valsartan + hydrochlorothiazide / კო–ვალტანი(80 მგ+12.5 მგ) მარტი-12ლ;აპრილი- 9,60 ლ ფასი არ შეცვლილა შემდეგ პრეპარატებზე: Clopidogrel / პლავიქსი (75მგ) მარტი-აპრილი 31.9 ლარი Amlodipine / ადიპინი (5მგ) მარტი-აპრილი 5.92ლ Amlodipine / ლიპრიმარი (10მგ) მარტი-აპრილი 113.61 ლ Bisoprolol / კონკორი(5მგ) მარტი-აპრილი- 7.20 ლ Trimethazidine / პრედუქტალიMR (35მგ) მარტი-აპრილი- 27.80 ლ ჩატარებული კვლევის შედეგად, კარდიოლოგიურიჯგუფის 19 დასახელების მედიკამენტის მარტის თვის ფასები, იანვრის თვის ფასებთან შედარებით, საშუალოდ, 12.11%-ით არის შემცირებული. ჯანდაცვის პლატფორმა და აფბა კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფებში შემავალი მედიკმენტების ღირებულების შესწავლასა და ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ფასის ზრდა-კლების გამოკვეთილ ტენდენციას.

---

 

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

10.05.2016     

მედიასაშუალება:          ქრონიკა+

 

"ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, როდესაც სამსახურში მიდის, მშვიდობით დაბრუნდება"

ირაკლი პეტრიაშვილი: -სამუშაო ადგილზე დაშავებულ-დაღუპულთა სტატისტიკა მზარდია. ჩვენ გარდა შსს-ს საერთო მონაცემები აქვს და ამ თვალსაწრისით სხვა აღრიცხვა არ კეთდება. რა საკვირველია, აქ წამყვანი რგოლი მთავრობა და შრომის სამინისტროა. რომელ შრომის ინსპექციაზე და მსგავს მოთხოვნებზეა ლაპარაკი, როდესაც ასოცირების თავისუფლება ქვეყანაში უზრუნველყოფილი არ არის?! და ადამიანებს სამსახურიდან იმის გამო ათავისუფლებენ და საყვედურს იმის გამო უცხადებენ (ზესტაფონის ფეროში, ჭიათურაში, რკინიგზაში,) რომ ისინი დამსაქმებლის ნებას არ დაყვნენ, არ შევიდნენ ჯიბის პროფკავშირებში, რომლიც არაფერს აკეთებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3627216&name=10.05.2016+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

09.05.2016     

მედიასაშუალება:ყოველკვირეული ალია

 

"კახეთიდან გამოაგდო, ცემა... სასწრაფო დახმარება მოვიდა და თქვეს, რომ არ გადაიყვანდნენ"

ეს ბაბუა შვილმა ცემა. 6 თვეა რაც კახეთიდან გამოაგდო და თბილისში უპატრონოდ დადის. გუშინ სეუს წინ მას წელი მოეხარა და ვეღარ გასწორდა. როდესაც ვკითხეთ რომ რა დაემართა, მან გვითხრა, რომ შვილმა ისე მცემა, ტრავმა მივიღეო და ხერხემალზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ყოველდღე ასეთი ტკივილები აქვს და გამაყუჩებლებით უმკლავდება, რადგან ეს ოპერაცია არ ფინანსდება და მას საშუალება არ აქვს. როგორ შეიძლება საკუთარი მამა სცემო ასე სასტიკად, რაც არ უნდა დაგიშაოს.. როდესაც სასწრაფი დახმარება მოვიდა, გაუკეთეს გამაყუჩებლები და თქვეს რომ მას არ გადაიყვანდნენ, რადგან აზრი არ ჰქონდა, აბა პატრონი ყოლოდა ამ კაცს, დაუფიქრებლად გადაიყვანდნენ, უბრალოდ უსამართლობაა. იქვე შეიკრიბნენ ახალგზარდები და როდესაც გაიგეს, რომ არ მიყავდათ საავადმყოფოში, შეწუხდნენ, გაბრაზდნენ, თუ როგორ შეეძლოთ ეს კაცი დაეტოვებინათ გარეთ, მას შემდეგ რაც გამაყუჩებლები გაუკეთეს, ისე ცუდად იყო, წელში ვერ იშლებოდა. (საუბარია თბილისის სასწრაფოზე)

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3625918&name=09.05.2016+-+%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

09.05.2016     

მედიასაშუალება: პრაიმ თაიმი

 

бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ›бѓ”бѓ“бѓ бѓќбѓ•бѓ” бѓ›бѓќбѓњбѓќбѓ‘бѓђ

რას აკეთებს სახელმწიფო ტრეფიკინგის მსხვერპლტა დასახმარებლად?

15 აპრილს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს 25 წლის ქართველი გოგონა მოკლული იპოვეს. "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციტივის" ინფორმაციით, გოგონები მიჰყავთ ვითომკომპანიებს, რეალურად კი კერძო პირებს, რომლებიც ამ ადამიანებით პროსტიტუციას წევიან. "ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის" იურისტის ირაკლი ჭყონიას ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე ხშირად სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევები ფიქსირდება. -რა უნდა გავაკეთო, თუ თავს ტეფიკინგის მსხვერპლად მივიჩნევ? ირაკლი ვაჭარაძე: -ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, 2 100 229, რომელიც რეკლამირდება ტელევიზიებით, რადიოებით, შესაბამისი ინფორმაცია აქვს მიწოდებული ყველა ორგანიზაციას. ეს იქნება სახალხო დამცველი, საავადმყოფო თუ სოციალური მომსახურების სააგენტო, მათ უნდა გადმოამისამართონ ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლი ფონდში. ამ ეტაპზე გვყავს სამი მობილური ჯგუფი, გადიან რომელი რეგიონიც იქნება და აწარმოებენ ინტრევიუს ტრეფიკინგის მსხვერპლთან. ასევე, შესაძლებელია, თვითონ შსს-მ, თუ ეყოლება მსხვერპლი, გადმოამისამართოს ჩვენთან, შესაბამისი სერვისების მიღების მიზნით".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3625456&name=09.05.2016+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

09.05.2016     

მედიასაშუალება: ვერსია

 

სახელმწიფო აუდიტმა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამაში დარღვევები აღმოაჩინა

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის აუდიტორული დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამაში მრავალი ხარვეზი გამოიკვეთა. მაგალითად, საქართველოს 57 ტერიტორიულ ერთეულში ერთ ექიმზე 2 500 პაციენტი მოდის; ექიმების 20% კი სოფლად შეთავსებით მუშაობს; სოფლის ექიმების მიერ, საკუთარი ჯიბიდან გაწეული დანახარჯები პაციენტების რაოდენობის პროპორციულად იზრდება _ რაც მეტი პაციენტი ჰყავს, ექიმი მედიკამენტებში მით მეტ თანხას ხარჯავს! დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ფუნქცია სოფლად სრულყოფილი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდება, ასევე დაავადებათა მართვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, იმუნიზაცია და სხვაა; გარდა ამისა, პროგრამის ძირითადი მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) _ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. სერვისის მიმწოდებელია სოფლის ექიმი, რომელიც სოფლად ოჯახის ექიმს წარმოადგენს. სახელმწიფო პროგრამაში 1 267 ექიმი და 1 520 ექთანია ჩართული, პროგრამის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარია. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებას, ექიმები, პროგრამის ფარგლებში, 650 ლარს, ექთნები კი 455 ლარს იღებენ. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის აუდიტორული შემოწმების შედეგად ხარვეზი გამოვლინდა სოფლის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ პროგრამის ფარგლებში არაა განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობის პაციენტს უნდა მოემსახუროს სოფლის ექიმი. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს 57 ტერიტორიულ ერთეულში, ერთ ექიმზე 2 500-ზე მეტი მოსახლე მოდის. ცხადია, ასეთი შეფარდება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას აბრკოლებს, განსაკუთრებით _ ზამთრის პერიოდში. სამედიცინო პერსონალის ოპტიმალურად განაწილების მიზნით, სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს და დაადგინოს დემოგრაფიულ-გეოგრაფიული კრიტერიუმები ტერიტორიული ერთეულებისთვის, რისთვისაც მოსახლეობის აღწერის ახალი მონაცემები უნდა გამოიყენოს. აუდიტორული შემოწმების შედეგად, პრობლემა გამოიკვეთა სოფლის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობაშიც, რაც ნიშნავს, რომ 10 000-ზე მეტს ადამიანს სამედიცინო მომსახურება არასრულად მიეწოდება. საქართველოს 57 ტერიტორიულ ერთეულში, მათ შორის, კახეთში (ახმეტის მუნიციპალიტეტი _ შახვეტილა), სამეგრელოს რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი _ კალა და ფარი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ასპინძის მუნიციპალიტეტი _ სარო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტი _ კოჭიო) მხოლოდ ექთნის მომსახურებაა ხელმისაწვდომი. სახელმწიფო აუდიტორები ჯანდაცვის სამინისტროს ურჩევენ, მაღალმთიანი და ექიმის გარეშე მყოფი სოფლებისთვის შესაბამისი კადრები მოიძიონ. ამისთვის კი დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამები ან სხვა მექანიზმები უნდა გამოიყენოს. ხარვეზები გამოიკვეთა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების სისტემაშიც. კერძოდ, აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ ექიმების 20%, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრებში შეთავსებით მუშაობენ. მეტიც, სოფლის ექიმებს სამუშაო განრიგიც კი არ აქვთ დაწესებული და რაც მთავარია, არ არსებობს შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების სისტემა. ექიმის მიერ საკუთარი ჯიბიდან გაწეული დანახარჯები მიღებული პაციენტების რაოდენობის პროპორციულად იზრდება. აუდიტის შედეგად კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პრობლემაც გამოვლინდა: სოფლის ექიმები სკრინინგის პროგრამაში არასაკმარისად არიან ჩართულნი. დაავადებათა სკრინინგის პროგრამაში (კიბოს სკრინინგი) სოფლის ექიმი, როგორც პაციენტის გადამისამართების განმახორციელებელი, ჩართული არ არის. ეს პროგრამა მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ისიც საპილოტო რეჟიმში მოქმედებს. შესაბამისად, 2014 წლის ბოლოს, სკრინინგის პროგრამაში 486 200 ლარი აუთვისებელი დარჩა. არადა, სოფლის ექიმების აქტივობის შემთხვევაში, ეს თანხა გაიხარჯებოდა. სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაციით, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სოფლის ექიმის პროგრამის კოორდინაცია დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამასთან იმ მიზნით, რომ სოფლად პირველადი ჯანდაცვა პრევენციულ ფუნქციას ემსახურებოდეს, რათა დაავადებათა ადრეულ გამოვლენაში პირველადი ჯანდაცვის როლი გაიზარდოს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტორების დასკვნის ძირითად ნაწილს ეთანხმება და იმ პრობლემებსაც აღიარებს, რაც აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა. ,,ვერსიას'' ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლელა წოწორია ესაუბრა...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3625258&name=09.05.2016+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

09.05.2016     

მედიასაშუალება:          ყოველკვირეული ალია

 

რატომ არიან პაციენტები უკმაყოფილო საყოვეთაო დაზღვევით? რატომ ახდევინებენ პენსიონერს უფასო გამოკვლევაში 600 ლარს და როგორ ანიჭებენ კოდებს ექიმები ავადმყოფებს?

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. მაგრამ ვინ და როგორ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევით? "ყველა ის, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის ნეიტრალური მოწმობა აქვს... თუ დაზღვეულ მოქალაქეს 2013 წლის 1-ლი ივლისის შემდგომ, ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა სადაზღვევო კონტრაქტი, ამ შემთხვევაში მოქალაქე ჩაერთვება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში და მიიღებს მინიმალური პაკეტის პირობებით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც ოჯახის ან უბნის ექიმის მომსახურებას, ასევე ექთნის მომსახურებას უფასოდ...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3624976&name=09.05.2016+-+%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

09.05.2016     

მედიასაშუალება:          бѓђбѓЎбѓђбѓ•бѓђбѓљ-დასავალი

 

"ეს არის შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ!"

ჯონდი ბაღათურია: "ახლა ბიზნესსექტორსაც გადავხედოთ! დასავლეთმა უბრძანა "ოცნებას", ნაცებთან ბიზნესშიც იკოჰაბიტაციეთო?! ნახეთ, როგორ ძმურად გაინაწილეს ფარმაცევტული ბიზნესი ან ნავთობბიზნესი! "ოცნება" და ნაცმოძრაობა დღემდე შეხმატკბილებულად ყვლეფენ ხალხს!... პატრიარქის შეგონების მიუხედავად, "ანტიდისკრიმინაციული კანონი" ხომ მიიღეს რიხინ-რიხინით?! ახლა არანაკლებად დამანგრეველ კანონს ირებენ ეგრეთ წოდებული იუვენალური იუსტიციის სახით!...ანუ პარლამენტისგან სიკეთეს კი არ უნდა ველოდოთ, არამედ პარლამენტისგან თავი უნდა დავიცვათ!"

„საქართველოს პარლამენტი ოჯახებისთვის ბავშვის წართმევას აკანონებს“

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3625132&name=09.05.2016%20-%20%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%982&p=2&lang=ge

---