From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-11.05.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com
Received On : 11.05.2016 08:48
Attachments :

მედიამონიტორინგი 11.05.2016

ტელევიზია

11.05.2016

არხი:          იმედი

გადაცემა: იმედის დილა

26 წლის გიორგი ლოსაბერიძე, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს დაზიანდა და მძიმე ტრავმა მიიღო. ის უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს კლინიკაში, სადაც ორი ტრეპანაცია გაუკეთდა, მას შემდეგ გიორგი ღრმა კომაშია. მისი დიაგნოზი ძალიან მძიმეა, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა. სამწუხაროდ, ექიმები მდგომარეობის სამომავლო პროგნოზირებას ვერ ახერხებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3629691

---

 

10.05.2016

არხი:          бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა:კონტაქტი რვაზე

საქართველო დაბერების მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. რას ფიქრობენ სპეციალისტები? როგორ შეიძლება შობადობის რიცხვის გაზრდა და რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით? დიმიტრი ხუნდაძის კომენტარი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3629090

---

 

10.05.2016

არხი:          I არხი

გადაცემა: რეალური სივრცე 21:00

გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა : ვინ აქცევს ბავშვებს დაცინვის ობიექტებად. კიბერ-ბულინგი, ინტერნეტ ბულინგი და ბავშვები თემა, რომელსაც საზოგადოება დიდიხანია განიხილავს, მაგრამ სახელმწიფოსგან რეაქცია ჯერ არ არის. გადაცემაში ამ თემასთან დაკავშირებით დავპატიჟეთ საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო , მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი იყო რომ ამ ეტაპზე არ აქვთ მოკვლეული საკითხი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3629261

---

 

10.05.2016

არხი:          бѓўбѓђбѓ‘бѓЈбѓљбѓђ бѓўбѓ•

გადაცემა:ფოკუსი

"თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს ჯანდაცვის პროგრამა წარადგინეს. ჯანდაცვის ხარჯებში დღეისათვის წამყვანი ადგილი გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უჭირავს. თავისუფალი დემოკრატების ჯანდაცვის ჯგუფის შეფასებით ეს მაჩვენებელი შეუსაბამოდ მაღალია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3629242

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3628866

რუსთავი2-კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3628156

---

 

 

ინტერნეტი

11.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/378823-sashvilosnos-yelis-kibos-organizebuli-skriningis-proeqtis-khelshesatsyobad-thanamshromlobis-shesakheb-memorandumi-gaformdeba.html

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის ხელშესაწყობად თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება

საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის ხელშეწყობის მიზნით, დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელს მოაწერენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის, ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, ეროვნულ სკრინინგ ცენტრისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები. მათივე ინფორმაციით, უკვე მეორე წელია, რაც მხარეები თანამშრომლობენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის მოდელის დახვეწისათვის, რაც პილოტირების დასრულების და შეფასების შემდეგ მთელ ქვეყანაში გავრცელდება. კიბოს ორგანიზებულ სკრინინგზე გადასვლა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება კიბოს სკრინინგის პროგრამის ეფექტურობის და ეფექტიანობის ასამაღლებლად. მემორანდუმის თანახმად ხელისმომწერი მხარეები შესაბამის პასუხისმგებლობებს იღებენ და მზადყოფნას აცხადებენ ხელი შეუწყონ საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პროექტის განხორციელებას. ურთიერთაგების მეომორანდუმის შეთანხმების ძირითადი საკითხებია: საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის წარმატებული პილოტური მოდელის ქვეყნის მასშტაბით განხორციელების ხელშეწყობა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მისი წარმატებული ინტეგრაციის სტრატეგიების მომზადება; სკრინინგის პილოტურ პროექტებთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პილოტური პროექტების განხორციელებაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ტრენინგის ხელშეწყობა; საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტური პროექტების განხორციელების ტექნიკური ხელშეწყობა გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და თბილისში; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გაეროს მოსახლეობის ფონდი, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, ხელს უწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ადვოკატირების, პოლიტიკის საკითხზე რეკომენდაციების გაცემის და ცოდნის მართვის, ასევე, მომსახურეობის მიწოდების სისტემების გაძლიერების მეშვეობით. თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა სტრატეგიული და ტექნიკური დახმარების გაწევა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის, თბილისის მერიისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრისათვის „კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამის“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელებაში, კერძოდ, საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის პილოტირების და დანერგვის გზით გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და თბილისში.

10.05

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/146188-sashvilosnos-yelis-kibos-skriningis-khelshetsyobis-miznith-memorandumi-gaformdeba.html?lang=ka-GE

---

 

11.05.2016

მედიასაშუალება:             http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/378853-paata-imnadze-mosakhleobas-sezonur-daavadebebze-rekomendaciebith-mimarthavs.html

 

პაატა იმნაძე მოსახლეობას სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძე ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ რეკომენდაციებით მიმართავს.  бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძემ бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ бѓ’бѓђбѓ›бѓђбѓ бѓ—бѓЈбѓљ პრესკონფერენციაზე бѓЎбѓ”бѓ–бѓќбѓњбѓЈбѓ  ინფექციებზე бѓ“бѓђ бѓ–бѓђбѓ¤бѓ®бѓЈбѓљбѓ—бѓђбѓњ დაკავშირებულ бѓЎбѓ®бѓ•бѓђ бѓЎбѓђбѓ¤бѓ бѓ—бѓ®бѓ”бѓ”бѓ‘бѓ–бѓ” ისაუბრა.  მისი თქმით, бѓ“бѓђбѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ“бѓђ ზამთრის სეზონის ვირუსები бѓ“бѓђ დაიწყება ზაფხულის სეზონის დაავადებები. бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძემ ლეიშმანიოზსა бѓ“бѓђ მალარიაზე გაამახვილა бѓ§бѓЈбѓ бѓђбѓ“бѓ¦бѓ”бѓ‘бѓђ, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ აღნიშნა, бѓ бѓќбѓ› საბედნიეროდ бѓ‘бѓќбѓљбѓќ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები бѓђбѓ  ვლინდება. бѓ бѓђбѓЄ бѓЁбѓ”бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ ლეიშმანიოზს, бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძის ცნობით, бѓђбѓ¦бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ•бѓљбѓ”бѓ— საქართველოში ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული бѓЁбѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђ ვლინდება.  ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი შებინდებისას დაფრინავს, შესაბამისად бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძე бѓ›бѓЁбѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ‘бѓЎ бѓЈбѓ бѓ©бѓ”бѓ•бѓЎ бѓ¬бѓљбѓђбѓ›бѓ“бѓ” ასაკის ბავშვები შებინდებისას სასეირნოდ бѓђбѓ  გაიყვანონ. წლის бѓ–бѓ”бѓ›бѓќбѓ— бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓЎ კი მწერების დამაფრთხობელი бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓ”бѓ‘бѓђ бѓ¬бѓђбѓЈбѓЎбѓ•бѓђбѓњ бѓ“бѓђ ღია დაუცველი კანით бѓђбѓ  გაასეირნონ. бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” бѓ”бѓ бѓ—-ერთი რეკომენდაცია бѓ¤бѓђбѓњбѓЇбѓ бѓ”бѓ‘бѓ–бѓ” მწერებისგან დამცავი ბადეების бѓ’бѓђбѓ™бѓ”бѓ—бѓ”бѓ‘бѓђбѓђ.  бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის ცნობით, ლეიშმანიოზზე ნაკბენის бѓЁбѓ”бѓ›бѓ©бѓњбѓ”бѓ•бѓђ შეუძლებელია. მისი თქმით, კბენის სეზონი ივნისის бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” ნახევრიდან იწყება. бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ•бѓљбѓ”бѓњбѓђ კი შემოდგომის бѓ‘бѓќбѓљбѓќбѓЎ бѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ.  бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძე бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” ძაღლების бѓћбѓђбѓўбѓ бѓќбѓњбѓ”бѓ‘бѓЎ бѓЈбѓ бѓ©бѓ”бѓ•бѓЎ ვეტერინარებთან გამოიკვლიონ აქვთ бѓ—бѓЈ бѓђбѓ бѓђ бѓ›бѓђбѓ— бѓ«бѓђбѓ¦бѓљбѓ”бѓ‘бѓЎ ლეიშმანიოზი.  бѓ бѓђбѓЄ бѓЁбѓ”бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ бѓ™бѓќбѓ¦бѓќбѓ”бѓ‘бѓЎ. бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძის ინფორმაციით, საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჯანდაცვის бѓ“бѓђ სოფლის მეურნეობის სამინისტროები ფართომასშტაბიან სადეზინსექციო бѓЎбѓђбѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ”бѓ‘бѓЎ бѓ’бѓ”бѓ’бѓ›бѓђбѓ•бѓ”бѓњ.  бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძე бѓђбѓ  бѓ”бѓљбѓќбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ ზიკას, бѓ“бѓ”бѓњбѓ’бѓ”бѓЎ бѓ“бѓђ ჩიკუნგუნიას ინფექციების бѓ’бѓђбѓ•бѓ бѓЄбѓ”бѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓЎ. бѓ бѓђбѓЄ бѓЁбѓ”бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ бѓ–бѓђбѓ¤бѓ®бѓЈбѓљбѓ—бѓђбѓњ დაკავშირებულ კიდევ бѓ”бѓ бѓ— бѓЎбѓђбѓ¤бѓ бѓ—бѓ®бѓ”бѓЎ, ბოტულიზმს, бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძე ბოტულიზმის საფრთხიდან გამომდინარე бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ бѓЈбѓ бѓ©бѓ”бѓ•бѓЎ, бѓњбѓЈ бѓ“бѓђбѓђбѓ›бѓ–бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ ისეთი პროდუქტების бѓ™бѓќбѓњбѓЎбѓ”бѓ бѓ•бѓЎ, რისი бѓ—бѓ”бѓ бѓ›бѓЈбѓљбѓђбѓ“ бѓ“бѓђбѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓ•бѓ”бѓ‘бѓђбѓЄ გახსნის бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ бѓђбѓ¦бѓђбѓ  შეიძლება.  ბუნებაში ხშირად გასვლიდან გამომდინარე კი бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძე бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ бѓђбѓ®бѓЎбѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ бѓќбѓ› თუკი бѓ¬бѓ§бѓђбѓ бѓќ ვიზუალურად бѓЎбѓЈбѓ¤бѓ—бѓђбѓђ, бѓ”бѓЎ бѓђбѓ  ნიშნავს, бѓ бѓќбѓ› бѓ¬бѓ§бѓђбѓ бѓќ бѓђбѓ  შეიძლება ბაქტერიებით დაბინძურებული бѓђбѓ  იყოს. бѓ›бѓђбѓњ бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ ბუნებაში წყლის ბოთლის გამოყენებისკენ, бѓђбѓњ გადადუღებული წყლის დალევისკენ бѓ›бѓќбѓЈбѓ¬бѓќбѓ“бѓђ.  კიდევ ერთი რეკომენდაცია, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓЎбѓђбѓЄ бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ კონტროლის სამეცნიერო ხელმძღვანელი бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ бѓђбѓ«бѓљбѓ”бѓ•бѓЎ, бѓ›бѓђбѓљбѓ¤бѓЈбѓ­бѓ”бѓ‘бѓђбѓ“ პროდუქტებს უკავშირდება. бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძე მოქალაქეებს бѓЈбѓ бѓ©бѓ”бѓ•бѓЎ, მალფუჭებადი პროდუქტები მაცივარში შეინახონ. бѓЎбѓђбѓ›бѓ–бѓђбѓ бѓ”бѓЈбѓљбѓќбѓЎ დაფები უმი бѓ“бѓђ бѓ—бѓ”бѓ бѓ›бѓЈбѓљбѓђбѓ“ დამუშავებული პროდუქტებისთვის бѓЄбѓђбѓљбѓЄбѓђбѓљбѓ™бѓ” იქონიონ бѓ“бѓђ ქუჩაში бѓђбѓЎбѓ¤бѓђбѓљбѓўбѓ–бѓ” დაგდებული საკვები პროდუქტი бѓђбѓ  შეიძინონ.

---

 

11.05.2016

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=107603-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98

 

პაციენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაცია მომზადდა

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაცია მოამზადა. დოკუმენტში, რომელიც სახელმძღვანელო ხასიათისაა და განკუთვნილია, როგორც სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებებისათვის, ასევე პაციენტებისთვის, ასახულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ სხვადასხვა რეკომენდაცია, მათ შორის: რა პრინციპები არსებობს მონაცემების დამუშავების კანონიერების დაცვისთვის; რა შემთხვევაში შეიძლება ამ მონაცემების მესამე პირებზე გაცემა და გასაჯაროება; რა ვალდებულებები აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის; ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესები სამედიცინო დაწესებულებებში; პაციენტის, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები; „სამედიცინო მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ყოველდღიურად აგროვებენ, ინახავენ და იყენებენ ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ რეკომენდაციის მომზადება, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება, ვინაიდან მასზე არაუფლებამოსილი პირების წვდომამ, უკანონო გამოყენებამ, გამჟღავნებამ, შეცვლამ ან განადგურებამ, მონაცემთა დამუშავების დროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობამ შესაძლოა მძიმე მორალური ან მატერიალური ზიანი მიაყენოს პაციენტს და გამოიწვიოს მისი სტიგმატიზაცია“ - აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში. ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სამედიცინო მომსახურების გამწევ დაწესებულებებს სთავაზობს კონსულტაციებს, რათა მათ კანონის შესაბამისად გაატარონ მონაცემების დაცვისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და თავიდან აიცილონ დარღვევები. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ პაციენტი უფლებამოსილია მისი პერსონალური მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ან მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. რეკომენდაცია მომზადებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი ნორმების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #(97) 5 რეკომენდაციის საფუძველზე.

---

 

10.05.2016   

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-2/

 

ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ აქციას გამართავს

„მოგვეცით უსახლკაროთა შესახებ კანონი!“ – ამ მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ 19 მაისს აქციას გამართავს. როგორც „კვირას“ ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა განუცხადა, სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, თორემ უსახლკაროთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. „ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი უსახლკაროთა შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. 2016 წლის 27 აპრილს ევროპარლამენტმა გამოსცა დეკლარაცია უსახლკაროთა შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრმა და წევრობის მსურველმა სახელმწიფოებმა უნდა მოაგვარონ უსახლკაროთა პრობლემები. ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი გავუგზავნეთ საქართველოს პარლამენტის ყველა ფრაქციას და ყველა კომიტეტს, შევხვდით ბატონ ხუნდაძეს. ორი თვის წინ დაგვირეკეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტიდან და ალბათ უახლოეს ხანებში შევხვდებით მათაც. სხვა ფრაქციებიდან კი არ გამოგვხმაურებიან. წერილი გაგზავნილია პრემიერ-მინისტრის სახელზეც, მაგრამ არც პრემიერის ადმინისტრაციიდან არის ამ დრომდე რაიმე პასუხი. დრო აღარ ითმენს, საჭიროა სწრაფი რეაგირება, ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია და ბენეფიციარები, რომელთა რიცხვი დღითიდე იზრდება, 19 მაისს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, 12 საათზე გავმართავთ აქციას. ჩვენ მივმართავთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და პარტიას, მოვიდნენ და დაგვიჭირონ მხარი. აქცია, რომლის ერთადერთი მოთხოვნაც იქნება – „მოგვცენ უსახლკაროთა შესახებ კანონი“ იქნება ძალიან ხმაურიანი“, – აცხადებს თამარ იოვაშვილი.

---

 

10.05.2016   

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/adjara/44622/#sthash.oiAP5yJQ.LIpYYlF5.dpbs

 

71 წლის ქალი შიფერის გასასწორებლად სახურავზე

ქვედა მახუნცეთში მცხოვრებ დებს – თინასა და სონიას ყოველი გაწვიმება აშინებს. დების სახლის სახურავი დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი სახლში ჩადის და 71 წლის სონია იძულებულია სახურავის სახელდახელოდ შესაკეთებლად სახურავზე ავიდეს. 71 წლის სონია და 68 წლის თინა კურცხალიძეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთში ცხოვრობენ შიფერით გადახურულ, ქვის, ორსართულიან სახლში. სახლის მეორე სართულის აივანს ძველი ბრიზენტი აქვს აფარებული. ეს მარტო მცხოვრები დების მამისეული სახლია. სონია და თინა ამბობენ, რომ ბევრი პრობლემა აქვთ, თუმცა მათი მთავარი გასაჭირი მაინც დაზიანებული სახურავია, რომლის შეკეთებასაც წლებია ვერ ახერხებენ. სახურავი განსაკუთრებით დაზიანდა გასული წლის ნოემბერში, როცა ქარმა სახლს შიფერი ალაგ-ალაგ მოგლიჯა და მეორე სართულზე ოთახებში წვიმის გუბეები დადგა. „კასრებით ვაქცევდით წყალს, ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ქედის გამგებელს დავურეკე, ვუთხარი გაუსაძლის მდგომარეობაში რომ ვიყავი და ვთხოვე, იქნებ ბრეზენტი გქონდეთ, დაგვეხმაროთ სახლს გადავახურავთ-მეთქი, გამგებელმა მითხრა არ მაქვსო. ბოლოს გადავწყვიტეთ ცოტა შიფერი მაინც გვეყიდა და სადაც ძალიან დაზიანებული და ახდილი იყო სახურავი, ის ნაწილი მაინც გადაგვეხურა, თუმცა შიფერი გასაყიდიც კი ვერ ვნახეთ. ლითონის ფურცლები რომ გვეყიდა, თანხა ჩვენ არ გვქონდა. მერე ნათესავები დაგვეხმარნენ და მეორადი სახურავი მოგვცეს, ასე შევაკოწიწეთ და შევარემონტეთ სახურავი, თუმცა ისევ გვაწვიმს სახლში,“ – ყვება თინა. ის ამბობს, რომ გამგებლის წარმომადგენლები ორჯერ იყვნენ მისულები და დახმარებასაც დაჰპირდნენ, თუმცა – ამაოდ. „ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავწერე განცხადება ქედის გამგეობაში სამასალე ხის გამოყოფასა და მეორადი სახურავით დახმარებაზე, თუმცა არც მაშინ მომაქციეს ყურადღება. დღემდე ჩემი 71 წლის და არემონტებს ფარღალალა სახურავს. 2012 წელს მიწისძვრა რომ მოხდა, სახლში ბათქაში ჩამოცვივდა, მინები ჩაიმსხვრა და დღედე ჩამსხვრეული მინებიც კი ვერ გამოვცვალეთ. ჭერიც ასე დაზიანებულია დღემდე. სად არის მაგის თანხა შევაკეთოთ და მინები გამოვცვალოთ,“ – ამბობს თინა კურცხალიძე. დების შემოსავალი პენსია და თინას მწირი ხელფასია. თინა ბათუმში მეზღვაურთა ცენტრში მუშაობს და ყოველ სამუშაო დღეს მახუნცეთიდან ბათუმში მიკროავტობუსით დადის. ამბობს, რომ გასულ კვირას მაქსიმალური ხელფასი – 120 ლარი აიღო, ისიც იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა შემცვლელი ექთნის ნაცვლადაც მუშაობს და, შესაბამისად, ხელფასიც ამიტომ მეტი გამოუვიდა. სონია ახალგაზრდა დაქვრივდა, ერთი წლის წინ შვილი, 40 წლის გოგიტაც გარდაეცვალა. თინა ამბობს, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ სონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, წნევა და ოსტეოქონდროზი აწუხებს და პენსია წამლებისთვის ძლივს ჰყოფნის.ერთი კვირის წინ სონია ქედის ცენტრში ჩავიდა გამგებელთან, დავით დუმბაძესთან შესახვედრად. ამ შეხვედრაზე საუბარი სონიას უჭირს და ცრემლი ერევა: „ვუთხარი, დაზარალებული ოჯახი ვართ, სახურავს ვითხოვთ. რა გქონდა პირველად დახურულიო? – უხეშად მკითხა. ვუთხარი შიფერი, მერე შიფერი გქონდა და თუნუქის სახურავი გინდაო? ვუპასუხე, არ მომითხოვია თუნუქის სახურავი, ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ-მეთქი. არც სოფლის გზა გვივარგა, ჩემი შვილი 12 წლის გადავარდა და სხვაც რომ არ გადავარდეს იქ, გზა გასაკეთებელია-მეთქი – ამაზეც ვუთხარი და მითხრა, ვალდებული არ ვარ, გზები ვაკეთოო. რწმუნებულებს დაუძახა შემოსულიყვნენ, შემოივიდნენ ისინი და უთხრა, რატომ დაპირდით ამას დახმარება, რომ დაპირდით, ახლა უყიდეთ და აუტანეთო. რა მექნა, წამოვედი განერვიულებული, წნევა ამიწია, არ მახსოვს სახლში როგორ ჩავედი, მთელი კვირა ცუდად ვიყავი. რომ არ მიჭირდეს, ავიდოდი მოხუცი ქალი იქ სათხოვნელად?!“ – ყვება სონია. 2015 წელს ქედაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 24 ოჯახს გადასცეს ლითონის ფურცლები, კურცხალიძეების გარდა ადგილობრივ ხელისუფლებას სახლის გადასახურად დახმარებას 80-მდე ოჯახი სთხოვს. ქედის გამგეობის გათვლით, საჭირო რაოდენობის ლითონის ფურცლების შეძენას 100 000 ლარი სჭირდება. „ბათუმელები“ კომენტარისთვის ქედის გამგებელს, დავით დუმბაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ამ თემაზე სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

11.05.2016     

მედიასაშუალება:          საქართველო бѓ“бѓђ მსოფლიო

 

საქართველოს რადიოლოგთა კონგრესმა ქვეყნის დღევანდელი სახე წარმოაჩინა

7-8 მაიის სასტუმრო "ივერიის (რედისონის") საკონფერენციო დარბაზში გაიმართა რადიოლოგთა ასოციაციის IV კონგრესი, რომელიც თავისი მნიშვნელობით, მონაწილე ქვეყვების სიმრავლით, წაკითხული მოხსენებების თემატიკური მრავალფეროვნებითა და აქტუალობით გასცდა ერთი ქვეყნის ფარგლებს და წარმოგვიდგა, როგორც საერთაშორისო რანგის ღონისძიება...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3629689&name=11.05.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D&p=1&lang=Ge

---

 

 

                         

11.05.2016     

მედიასაშუალება:          რეზონანსი

 

ადამიანებთან ერთად საქართველოში ეკონომიკაც "ბერდება"

საქართველოში 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, 20-50 წლამდე ადამიანების რიცხვი კი 4%-ით შემცირდა. თუ 2006-ში 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა რაოდენობა 29%-ს შეადგენდა, წელს მათი რაოდენობა უკვე 34%-ია. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში შრომისუნარიან მოსახლეობაზე დატვირთვა უფრო გაიზრდება და სახელმწიფოს საპენსიო ასაკის ადამიანების შენახვა და მათ მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება. სპეციალისტთა გათვლით, გაიზრდება დემოგრაფიული დატვირთვა. თუ ახლა ერთი დასაქმებული, საშუალოდ, 8 ადამიანს ინახავს, მომავალში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს. ხანდაზმული ადამიანების რაოდენობის ზრდა, ერთი მხრივ, შობადობის შემცირებას, მეორე მხრივ კი, მიგრაციას უკავშირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2006 წელს საქართველოში სულ 4,401 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. მათგან დაახლოებით 29%, ანუ 1,319 მლნ ადამიანი 50 წელს გადაცილებული იყო. 20-დან 50 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა კი 44%-ს შეადგენდა. 2016 წლის მონაცემებით კი ქვეყანაში სულ 3,720 მლნ ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 1,266 მლნ 50 წელს გადაცილებულია, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს, 20-50 წლის ასაკობრივი ჯგუფის ხვედრითი წილი კი 40%-ია. ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე ამ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებს და ხელისუფლებას სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. "10 წელიწადში 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის დაახლოებით 5%-ით ზრდა ძალიან ნეგატიური შედეგია. ეს მოსახლეობის დაბერებას ნიშნავს და არცთუ ისე კარგი ტენდენციაა. ეკონომიკური თვალსაზრისით ამას ასეთი ახსნა აქვს: რომ სამუშაო ძალა სულ უფრო მცირდება და იზრდება პენსიონერების რაოდენობა, ანუ დატვირთვა სამუშაო ძალაზე სულ უფრო მატულობს. ეს გამოწვეულია ორი ფაქტორით: პირველი - შობადობის შემცირებით და მეორე - მიგრაციული პროცესებით. თუ ტენდენცია შენარჩუნდა, რა თქმა უნდა, გაუჭირდება ქვეყნის ეკონომიკას, ვინაიდან შრომისუნარიანი ადამიანების რიცხვი შემცირდება. იმისათვის, რომ ეკონომიკას პრობლემა არ შეექმნას, უნდა განხორციელდეს სისტემური ცვლილება. აუცილდებელია სიმეტრიული გავითარებისა და სიღარიბის შემცირების სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება და შემდგომ მათი განხორციელება. დაუგეგმავად და ქაოსურად ამ პრობლემას არაფერი არ ეშველება", - განუცხადა "რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ. ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძის თქმით, 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის ხვედრითი წილის ასეთი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მომავალში საპენსიო ასაკის ადამიანების რაოდენობა უფრო მოიმატებს. ეს კი ეკონომიკას უფრო მძიმე ტვირთად დააწვება. "ამას ჰქვია შრომისუნარიანი მოსახლეობის დემოგრაფიული დატვირთვა. დღეს ერთ დასაქმებული ინახავს 8 კაცს და ეს მონაცემები მომავალში კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ახალგაზრდების რაოდენობა მცირდება. დასაქმებულები დაბერებულ მოსახლეობის ვალდებულებების გასტუმრებას ვეღარ გაწვდებიან", - განაცხადა სულაბერიძემ. საქართველო რომ მოსახლოების დაბერების პრობლემის წინაშე სერიოზულად დგას, ამაზე უკვე წლებია დემოგრაფები აქტიურად საუბრობენ და მთავრობას სპეციალური გეგმის შემუშავებას სთხოვენ. ამჯერად მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების ინიციატივით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი გამოვიდა და საკანონმდებლო ორგანოს სპეციალური დადგენილების მიღება შესთავაზა. კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. 2010 წელს 4,4 მილიონი ადამიანიდან 14%-ზე მეტი იყო 65 წლის და 65 წელზე მეტი ასაკის, ხოლო ერთი მესამედი - 50 წლის და 50 წელზე მეტი ასაკის. როგორც ჯანდაცვის კომიტეტი განმარტავს, მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრები 21%-მდე და 40%-მდე გაიზრდოს. "პროგნოზების მიხედვით, საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი იყო, ხოლო მამაკაცებისთვის - 71 წელი, 2030 წლისთვის ქალებისთვის 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცებისათვის - 73 წლამდე", - აღნიშნულია პარლამენტში განსახილველად წარდგენილ დადგენილების პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში. იქვე ხაზგასმულია, რომ დადგენილების მიღების მიზანია დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული პრინციპების განსაზღვრა, რათა სამომავლოდ, ამ პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს დაბერების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ხანდაზმულთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებას, ასაკობრივად შეუზღუდავი გარემოს შექმნას, მათ სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ მონაწილეობას, კომუნიკაციას, თაობათაშორისი სოლიდარობის, ხელშემწყობი გარემოსა და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3629427&name=11.05.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

11.05.2016     

მედიასაშუალება:          საქართველოს რესპუბლიკა

 

ჩვენი ყოფნა- არყოფნის სარკე

2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის შედეგების პრეზენტაცია ძირითადად სამთავრობო კომისიის წევრებისა და სამტავრობო სტრუქტურების პირველი პირებისთვის შედგა მიმდინარე წლის 28 აპრილს... მიუხედავად ამისა, სამთავრობო კომისიის წევრები და პირველი პირები პრეზენტაციას არ დასწრებიან. მოსახლეობის ორ უკანასკნელ აღწერას შორის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქისა და განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3629549&name=11.05.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

11.05.2016     

მედიასაშუალება:          ქართული სიტყვა

 

თბილისის ჩილიმ-ბარებში არასრულწლოვანი გოგონებით ვაჭრობენ?

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, თუკი სამართალდამცავი ორგანოები მის მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ და აზიისა თუ აფრიკის ქვეყნებიდან შემოსულ ლტოლვილებს დეპორტაციას არ "გაუკეთებენ", "ქართველთა მარშის" გამართვით იმუქრება. მაინც, რას ერჩის სანდრო ბრეგაძე აზიელ-აფრიკელებს? - როგორც ამბობს, ევროპელობა კარგია, მაგრამ თბილისის ცენტრში, "პლეხანოვზე" დიდი რეზერვაციის წარმოქმნას ერთი ქართველიც ვერ შეეგუება, ამიტომ პრევენციული ღონისძიების გატარება აუცილებელია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3629854&name=11.05.2016+-+%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90&p=1&lang=Ge

---