From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-11.11.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com
Received On : 11.11.2016 08:41
Attachments :


 

 

მედიამონიტორინგი 11.11.2016

ტელევიზია 

11.11.2016

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 09:00

თანამშრომლობის რა ფორმატს სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტროში ახლადშექმნილი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ბიზნესს. კომპანიების ინიციატივით, ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მსხვილ დამსაქმებლებს შრომის ინსპექტორების საქმიანობა და ზოგადი რეკომენდაციები გააცნო. კომპანიები მზადყოფნას გამოთქვამენ ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან და გაითვალისიწინონ მისი რეკომენდაციები, რომელიც კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს დაეხმარება სამუშაო გარემო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოაწყონ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4033854

რუსთავი 2 - კურიერი 10:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4033845

იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4033988

---

 

10.11.2016

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ”  20:00

რატომ ეზღუდებათ საქართველოში მამებს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება? ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი, წინა ხელისუფლების დროს გამოცემული ნორმაა, რომელიც ამ უფლებას მხოლოდ ქალებს უტოვებს. სამინისტროში ამბობენ, რომ ხარვეზის გამოსწორებისთვის მუშაობა უკვე მიმდინარეობს. მანამდე კი, არასამთავრობო სექტორი მამებისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. რატომ იზღუდება მამებისთვის აზღაურებადი შვებულების უფლება? ორგანიზაცია EMC-ს ადვოკატმა, სალომე ჯოხაძემ „მოამბის"კითხვებს უპასუხა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4033242

მაესტრო - კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4033289

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4032978

---

 

10.11.2016

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  რეალური სივრცე 17:00

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის განსაკუთრებული თერაპია მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი, თუმცა არა ყველასთვის. გადაცემის სტუმრები არიან დიანა ჯანაშია, გელა ჩივიაშვილი და ნინო ოდიშარია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4032734

---

 

10.11.2016

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 16:00

დღეს კანცელარიასთან 10 შვილის დედამ სოციალური დახმარების მოხსნის გამო, შიმშილობა დაიწყო. ნინო ღვარაძის განცხადებით, მის მეუღლეს დასაქმების პრობლემა აქვს, რის გამოც ოჯახს ვერ არჩენს. ადგილზე აქტივისტის მეუღლეც იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დასაქმებისთვის მას სპეციალური ინვენტარით დახმარება სჭირდება. ასევე, ოჯახი ერთოთახიანი ბინის დაკანონებასაც ოთხოვს. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ოჯახს სოციალურად დაუცველთა სტატუსი ამ დრომდე მინიჭებული აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4032645

---  

 

10.11.2016

არხი:           ჯიდიესი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   20/30

რა ხარვეზები აქვს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას და როგორია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მომავალი ხელმძღვანელის გეგმები? როგორ უნდა განხორციელდეს პროგრამის მართვა და ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა? შეიცვლება თუ არა საავადმყოფოების დაფინანსების სისტემა? როგორ შეძლებენ მოქალაქეები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებას და დაემატება თუ არა პროგრამას მედიკამენტის დაფინანსების კომპონენტი? გადაცემის სტუმარია აკაკი ზოიძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4033367

---

 

10.11.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ბიზნეს კონტაქტი 12:30

მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები განხირციელდება. ამ მიმართულებით ახალი მოწვევის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტი კონკრეტული საკითხების განხილვას აპირებს. აკაკი ზოიძე:" ეს ეხება დაფინანსების მეთოდოების ცვლილებას ეგრეთ წოდებული გლობალურ ბიუჯეტძე და დიაგნოსთან შეჭიდულ ჯგუფზე გადასვლას დიარჯი.. მეორე თემა გახლავთ მოკლლევადიანი ზომები რათა შევაჩეროთ არამართლზომიერი გადინება სახსრებისა საყოველთაო ჯაბდაცვის პროგრამიდან. უნდა გაიმიჯნოს კერძო და სახელმწიფო დაზღვევა" ჯანდაცვის სამინისტროში ცვლილებებზე ჯერ ჯერობით დეტალურად არ საუბრობენ. სერგო ჩიხლაძე: " ხელოვნური ბარიერებით არაეფექტურ ხარჯვასთან პრობლემები არ მოგვარდება უნდა განუსაზღვოს პროგრამის მინზნობრივობა ჯანდაცვის სამინსიტრო და სააგენტო ვერ ახერხებს ჯეროვან ადმინისტრირება ამ პროექტის "

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4032136

---

 

10.11.2016

არხი:           бѓўбѓ• პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓЎбѓђбѓҐбѓ›бѓ˜бѓђбѓњбѓ˜ დილა TV1

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის მართვა და გამოყოფილი ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. 2013 წლიდან დღემდე ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით გამოყოფილი ტანხები გამუდმებით იზრდება. პარალელურად უნდა ითქვას, რომ წლის დასაწყისში გაწერილი ბიუჯეტი, წლის ბოლომდე ვერ ატანს. მაგალითად, 2015 წელს სახელმწიფომ დაგეგმილზე 105 მლნ. ლარით მეტი დახარჯა. გადახარჯვის მიზეზი კი სამედიცინო დაწესებულებების მიერ მეტი დაფინანსების მიღების მიზნით შემთხვევების ხელოვნურად დამძიმება დასახელდა. ამ პრობლემასთან ბრძოლას ხელისუფლება სხვადასხვა პროგრამებით ცდილობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4031635

---

 

 

10.11.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კონტაქტი 12:00

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთი, 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და მეზობლისაგან კუსტარულად გადაყვანილი ელექტროსადენი ერთი ნათურუს ასანთებად. გაუსაძლის პირობებში დედა-შვილი წლების განმავლობაში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველი დედა-შვილის ერთადერთი შემოსავალი 60 ლარიანი შემწეობა საარსებოდაც არ კმარა. დედა-შვილის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტში ინფორმაციას ფლობენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4031979

---

 

10.11.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 15:00

გია კაკაჩიას დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში უკვე 2 თვეა იმყოფება და თავის ტვინის იშემია აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4032592

---

 

10.11.2016

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ქრონიკა 14:00

ლიერ-პათოგენური ფრინველის გრიპი რუსეთიდან ევროპაში ვრცელდება. ვირუსი, რომელიც შესაძლოა საქართველოშიც გავრცელდეს, H5 N8. დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვირუსი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დაავადებულ ფრინველებთან ახლო კონტაქტის შემტხვევაში ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4032342

---

 

10.11.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 21:00

ათეულობით სოციალურად დაუცველს ერთი თვის კომუნალური მომსახურების დაფარვა საკუთარი ხარჯით მოუწევს. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელში შესახლებულებიდან, 40 ოჯახი, მათთვის უცნობი მიზეზის გამო, კომუნალური სუბსიდიით ვერ ისარგებლებს. ამ ოჯახებს თანხა არც პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ და არც შესაბამისი კომპანიის ანგარიშებზე ასახულა. რატომ ვერ მოხერხდა სოციალურად დაუცველი ოჯახების უზრუნველყოფა კომუნალური სუბსიდიით, ჯერ უცნობია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4033338

---

 

 

ინტერნეტი

10.11.2016      

მედიასაშუალება: http://gurianews.com/_/left_wide/44067_67_ka/minda_es_ambavi_sergeenkom_icodes.html

"მინდა, ეს ამბავი სერგეენკომ იცოდეს"

ქალაქ ოზურგეთის მკვიდრი, მეგრელაძის ქუჩაზე მცხოვრები, 73 წლის თამარ ვაშალომიძე "გურია ნიუსის" რედაქციას დაუკავშირდა და გვთხოვა, მისი, როგორც დაზარალებული პაციენტის, მდგომარეობის შესახებ მოგვესმინა. ქალბატონ თამარს შინ ვეწვიეთ და მის მდგომარეობას უფრო ახლოს გავეცანით. როგორც გვითხრა, 36 წლის ასაკიდან უამრავი ოპერაცია აქვს გაკეთებული, ძირითადად, ქალური ავადმყოფობების გამო. მკურნალობაც არ დაუკლია, ოჯახი გვერდით ედგა და დღემდე ასე მოვიდა. მისივე თქმით, იმდენად შეჩვეულია სიკვდილზე ფიქრს, შიშიც გამქრალი აქვს. _ მოვკვდები და კი ვიქნები მკვდარი, თუმცა, მინდა სერგეენკომ იცოდეს, რა გადამხდა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, რომელსაც თურქული ჰქვია და სწორედ უცხოელი ექიმების პროფესიონალიზმის იმედად მივედი იქ, _ გვითხრა თამარ ვაშალომიძემ. მას, როგორც თავად გვიამბო, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აწუხებს გული და არაერთხელ გადაიტანა ინფარქტი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეექნა 2011 წელს, როცა მწვავე ინფარქტით ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. _ 2015 წლამდე გულსისხლძარღვთა დაავადების ცენტრში ვიმკურნალე. არ ვიცი, რანაირად გამოვთქვა კმაყოფილება ექიმების გამო. შემდეგ ჩაფიძის კლინიკაშიც ვიმკურნალე. ექიმებს თავი არ დაუზოგავთ. რა ავადმყოფობა არ მაქვს: მოციმციმე არითმია, იშემიური დაავადება, უკმარისობა.... ერთი თეთრი არ გადამიხდია. ჯანდაცვის პროგრამა მართლა სასწაულია და ჩემნაირი ხალხისთვის შექმნილი... თუმცა, თავიდანაც ხომ ვერ დაიბადები?! რაც შეიძლებოდა, ვიმკურნალე და დავბრუნდი ოჯახში, კვლავ წამლების იმედად და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, _ ამბობს ვაშალომიძე და უდიდეს მცდარ ნაბიჯად მიიჩნევს, ახლობლის რჩევით, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში წასვლას. _ მითხრეს, რომ ეს კლინიკა მაღალპროფესიონალი თურქი ექიმებითაა დაკომპლექტებული და შესაძლოა, მდგომარეობა გაგიუმჯობესონო. წავიღე ყველა ჩემი სამედიცინო საბუთი _ "ფორმა 100"-თ დაწყებული. მივედი და ჩემი გასაჭირის შესახებ ვუამბე. გადავეცი საბუთები, რომელთა გაცნობის შემდეგ მითხრეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში გამოკვლევას ჩამიტარებდნენ და მერე გამიკეთებდნენ ოპერაციას. დამაწვინეს ერთი კვირით, გამოგიკვლიეთო, მითხრეს და ერთი კვირის შემდეგ ისევ დამიბარეს. გადამახდევინეს 900 ლარი, რომელიც პენსიის წინასწარ გამოტანით, სესხად ავიღე, _ გვიამბობს თამარ ვაშალომიძე და დასძენს, რომ "ეს 900 ლარი რომ წაეგლიჯათ, ამიტომ ჩამიტარეს გამოკვლევა, რაც ისედაც ჩატარებული მქონდა და სისხლძარღვები რომ სუფთა მქონდა, მინიშნებული იყო": _ დამიკონკრეტეს, ოპერაციას სანამ გაგიკეთებთ, ეს კვლევა გჭირდებაო. მეც დავიჯერე... უბრალოდ, თურქი სპეციალისტების გამორჩეულ პროფესიონალიზმს მივენდე და ვფიქრობდი, იქნებ, გულზე მეტი შვება ვიგრძნო,-მეთქი. საოპერაციო მაგიდაზე ასულს ვენა დამიზიანეს, ისე უხეშად გამიკეთეს ინექცია და მერე მითხრეს, საოპერაციო არ ხარო. ერთ-ერთმა ექიმმა პანიკიორიც კი მიწოდა _ იქნებ, ხერხემალი გაწუხებსო. ისევ კითხვით მივმართე, გამოკვლევა ხომ ჩამიტარეთ და რა მაწუხებს, კიდევ სავარაუდოა,-მეთქი? ყველაზე დიდი შეცდომა ამ სიბერეში დავუშვი. 900 ლარი კი არა, იქნებ, მეტი დაკარგოს კაცმა, მაგრამ ამ თანხის გამოსატყუებლად რომ მაქინაცია ჩამიტარეს, ესაა უბედურება. მე თქვენი იმედი მაქვს და თხოვნაც მექნება, ეს ამბავი ჯანდაცვის მინისტრის ყურამდე მივიდეს. მინდა, იცოდეს, არაა ის კლინიკა იმის მესამედიც, რასაც ცრუ რეკლამით პოპულისტობენ, _ ამბობს ქალბატონი თამარ ვაშალომიძე. "გურია ნიუსი" ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საერთაშორისო ჰოსპიტალის ექიმს, განყოფილების გამგეს მარიკა მიშველიძეს დაუკავშირდა. _ მე გახლავართ მარიკა მიშველიძე, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის ექიმი, განყოფილების გამგე. გადავხედე პაციენტ თამარ ვაშალომიძის ანკეტას. ვიცი ეს ქალბატონი. შემოსვლისთანავე ითხოვდა, გინდათ თუ არა, გულის ოპერაცია გამიკეთეთო. ჩაუტარდა გამოკვლევა და როცა დადგინდა, რომ სისხლძარღვები სუფთა იყო და არ ესაჭიროებოდა ოპერაცია, როგორ გაგვეკეთებინა? ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. დავუნიშნეთ გეგმიური კორონაროგრაფია. ვიმეორებ, სისხლძარღვები იყო სუფთა და ოპერაციას არ საჭიროებდა. _ ქალბატონო მარიკა, თამარ ვაშალომიძე ამბობს, რომ თუ ოპერაცია არ მჭირდებოდა, რა გამოიკვლიეს, მსგავსი კვლევა ჩატარებული მქონდა, ოპერაციაზე უარი თბილისშივე მითხრეს, დოკუმენტაციაც სახეზე მქონდა და მხოლოდ თურქი ექიმების კვალიფიკაციას ვენდე, ექიმებმა კი 900 ლარი გამომტყუესო... _ ეს კლინიკა ნამდვილად არის თურქების დაფუძნებული, თუმცა, აქ ქართველი ექიმები მუშაობენ და ამაში რა არის გასაკვირი? ქალბატონ თამარ ვაშალომიძეს მაღალ დონეზე ჩაუტარდა კვლევა, წაღებული აქვს ყოველივე ამის დამადასტურებელი დისკი და შეუძლია, აჩვენოს მაღალი კლასის პროფესიონალ ექიმებს. თუ ვინმე იტყვის, რომ ჩვენ მას არასწორი კვლევა ჩავუტარეთ ან მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დავაყენეთ, შეუძლია პრეტენზიები გაარკვიოს სხვაგან და მიმართოს, სადაც საჭიროა. პაციენტებს, თანხის გადახდაზე რომ მიდგება საქმე, მერე უჩნდებათ პრეტენზიები. მე მეტს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ, საბედნიეროდ, ეს ქალბატონი არ არის საოპერაციო !_ გვითხრა მარიკა მიშველიძემ.

---  

 

10.11.2016      

მედიასაშუალება: http://jandacva.ge/shekhvedra-gaimarta-jandacvis-msoflio-organizaciis-akhal-khelmdzghvaneltan/

შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელთან

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, მარიან ივანუშას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ სფეროებზე, ექსპერტულ მხარდაჭერასა და მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თანამშრომელი რუსუდან კლიმიაშვილი ესწრებოდნენ.

---

 

10.11.2016      

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=30171

აკაკი ზოიძე: არსებობს ეჭვი, რომ თბილისში ბოლო დროს გახსნილი კლინიკების ნაწილი საამქროდაა გადაქცეული

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, აკაკი ზოიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ გლობალური ბიუჯეტი ეს არის მეთოდი, რომელსაც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს. მისი თქმით, სოციალურ სააგენტოსა და დაწესებულებებს შორის წინასწარი მოლაპარაკება მოხდება და წინასწარ იქნება ცნობილი, ამ თუ იმ დაწესებულებას რა თანხა უნდა გადაუხადონ. როგორც მან აღნიშნა, არის შემთხვევები, როცა სამედიცინო დაწესებულებების მიერ გეგმიური შემთხვევა მწვავე შემთხვევადაა განხილული და თანხების გაბერვა ხდება. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური მეთოდი, რათა ერთი მხრივ ხარჯების შეკავება მოვახდინოთ, მეორე მხრივ კი, სამედიცინო მომსახურების ხარისხი ვუზრუნველყოთ. ამ სამი წლის განმავლობაში გარკვეული სტატისტიკა დაგროვდა, თუ რა მოცულობის მომსახურება მიეწოდება პაციენტებს და რა რესურსტევადობის მომსახურებას სწევს თითოეული დაწესებულება. ამ მონაცემების საფუძველზე მოხდება გათვლა, დაახლოებით, რა მოცულობის ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს თითოეულ დაწესებულებას. თუ თანხის გადახარჯვა მოხდება, დაწესებულებამ გადახარჯვის მიზეზი უნდა დაასაბუთოს. ამით პროგნოზირება იზრდება როგორც სახელმწიფოსთვის, როგორც შემსყიდველითვის, ასევე თვითონ საავადმყოფოებისთვის, რათა მათ თავიანთი ხარჯები ოპტიმალურად დაგეგმონ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დრო დასჭირდება და 1 წელი ალბათ, გარდამავალი პერიოდი იქნება. არ არის ისე, თითქოს ყველა სამედიცინო დაწესებულება იტყუება, ან დოკუმენტაციის ფალსიფიცირებას ახდენს. აქ კომპლექსური მომენტებია გასათვალისწინებელი. როცა სახელმწიფომ ფასები დააკლო და ტარიფები გათანაბრდა, ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება ეცადა, უფრო მეტი მწვავე შემთხვევა დაეფიქსირებინა, რომ იგივე მოცულობის დაფინანსება მიეღო. ეს ყველაფერი დაფინანსების მეთოდის ხარვეზია და გლობალურ ბიუჯეტზე გადასვლა ამ ხარვეზის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს, რადგან ამ შემთხვევაში მოტყუების, დიაგნოზის გამწვავების ან ფალსიფიცირების მოტივაცია ისპობა. გლობალური ბიუჯეტის პირობებში, სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულება სრულფასოვანი პარტნიორები ხდებიან და ორივე მხარე ზრუნავს, დაწესებულებამ იმ მოცულობის ბიუჯეტი მიიღოს, რაზეც თავიდანვე შეთანხმდნენ", - განაცხადა ზოიძემ. მისი თქმით, ბოლო 6 თვის მანძილზე, მხოლოდ თბილისში დაახლოებით, 45 კლინიკა გაიხსნა, რაც მისასალმებელი ფაქტია, რადგან ბიზნესი ვითარდება და ახალი სამუშაო ადგილები იქმნება, მაგრამ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მართალია ყველა არა, მაგრამ ამ კლინიკების ნაწილი საამქროდაა გადაქცეული, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე ფულს აკეთებს. „ხდება სამედიცინო დაწესებულებაში ავადმყოფის მიყვანა, დიაგნოზის ხელოვნურად დამძიმება და მსუბუქი შემთხვევის მწვავე შემთხვევად გაფორმება. როცა ტოვებ ხვრელს, რომელიც შესაძლოა, ვინმემ შემოსავლის მაქსიმიზაციის მიზნით გამოიყენოს, ბუნებრივია, ეს მოხდება და ხდება მთელ მსოფლიოში. მთელ მსოფლიოში სამედიცინო მომწოდებლები, ექიმები ყოველთვის ასე იქცეოდნენ და იქცევიან. როცა ამას ერთი აკეთებს, მეორეც იძულებულია, იგივე გააკეთოს, რათა სხვას კონკურენცია გაუწიოს და რატომ უნდა ვუბიძგოთ ძალიან პატიოსან და კეთილსინდისიერ მენეჯერებს, რომ ამ გზით წავიდნენ?! გლობალურ ბიუჯეტზე გადასვლით სახელმწიფოც მოიგებს, სამედიცინო დაწესებულებაც და პაციენტიც", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

---

 

10.11.2016      

მედიასაშუალება: http://kvira.ge/293401

ნინო ღვალაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შიმშილობა შეწყვიტა

ნინო ღვალაძემ, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მეუღლის დასაქმების, ბინის დაკანონების, ავეჯით უზრუნველყოფისა და მსხვილფეხა საქონლის შესყიდვის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა, აქცია შეწყვიტა. როგორც “პირველისთვის” გახდა ცნობილი, ის მეუღლესთან, ვეფხია ღვალაძესთან ერთად ბოლნისის რაიონში 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და სახლის მფლობელია. ღვალაძეების ოჯახი სახელმწიფოსგან თვეში 500 ლარამდე სოციალურ დახმარებას იღებს და როგორც მრავალშვილიან ოჯახს, ადგილობრივი ხელისუფლება ბოლნისის სახლსაც ურემონტებს. ამასთან, ვეფხია ღვალაძემ, როგორც ვეტერანმა, მიიღო შეთავაზება ვეტერანთა დეპარტამენტში დასაქმებასთან დაკავშირებით, თუმცა მან სამსახურის დაწყებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სურდა სხვა თანამდებობაზე მუშაობა, რაზეც მან უარი მიიღო. ნინო ღვალაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა.

---

 

10.11.2016      

მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=society&AID=50149

დავეხმაროთ 17 წლის ულამაზეს გოგონას

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს: "მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, უბედური შემთხვევის შედეგად 17 წლის ულამაზესი და უსაყვარლესი ნათია ფერხული, საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდა. რის გამოც მას აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა, ტვინის შერყევა და სხვა დაზიანებები. გაწეულია მნიშვნელოვანი ძალისხმევა მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა ესაჭიროება ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რაც ძალიან ძვირი ჯდება. ნათია არის მრავალშვილიანი ოჯახიდან, ჰყავს მშობლები და ოთხი დედმამისშვილი, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია. მშობლები და მისი დედმამიშვილები ყველაფერს აკეთებენ, რაც მათი შესაძლებლობების ფარგლებშია, მაგრამ საჭიროა დამატებით კიდევ თანხების მოძიება. გთხოვთ ყველას, ნუ დაიზარებთ და შეძლებისდაგვარად გადავრიცხოდ ნებისმიერი თანხა ნათიას დასახმარებლად, ანგარიშზე: თი-ბი-სი ბანკი GE67TB7497945061100002 მიმღები: ამირან ფერხული."

---

 

10.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/405931-pirveli-jgufis-usinathlo-komunaluri-vaucheristhvis-darickhuli-20-laris-gamo-ganmartebas-ithkhovs.html?ar=A

პირველი ჯგუფის უსინათლო კომუნალური ვაუჩერისთვის დარიცხული 20 ლარის გამო განმარტებას ითხოვს

თბილისში, გორკის ქუჩაზე მცხოვრები პირველი ჯგუფის უსინათლო შალვა მურჯიკნელი შესაბამისი სტრუქტურებისგან კომუნალური ვაუჩერისთვის დარიცხული 20 ლარის გამო განმარტებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პირველი ჯგუფის უსინათლომ, შალვა მურჯიკნელმა განუცხადა, ახლახანს მან შეტყობინება მობილურზე მხოლოდ 20 ლარის დარიცხვის შესახებ მიიღო. კერძოდ, ამ თანხით დაეფარება ელექტროენერგიის გადასახადი 8 ლარი; წყლის გადასახადი - 3 ლარი და ნაგვის გადასახადი მთლიანად. მურჯიკნელი აცხადებს, რომ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახი, ზამთრის თვეებისთვის კომუნალურს ვაუჩერს თვეში 106 ლარს ღებულობდა. „პირველი ჯგუფის უსინათლო ვარ, მეუღლე ონკოლოგიური პაციენტია. ვართ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, 53 ათასი ქულა გვაქვს. აქამდე კომუნალური ვაუჩერისთვის 106 ლარს ვღებულობდით. გუშინ მომივიდა შეტყობინება მობილურზე მხოლოდ 20 ლარის შესახებ. წყლის 3 ლარის დაფარვა, დენის - 8 ლარი და ნაგვის გადასახადი მთლიანად გვიფარავენ. 106 ლარი რომ მქონდა თანხა მაგას ბუნებრივი აირის გადასახადის დასაფარადაც ვიყენებდი და კმაყოფილი ვიყავით. თვეში 200 ლარამდე წამალი გვჭირდება, ჩემს მეუღლეს - 100-მდე ლარის. ამათ კიდევ შეგვიმცირეს რაც იყო და 20 ლარით რა უნდა გავაკეთო?! არც დენი უნდა ჩავრთო, არც გაზი და ზამთარში სიცივეში უნდა ვიყო“, - განაცხადა შალვა მურჯიკნელმა. მისივე თქმით, თანხის შემცირების გამო არანაირი განმარტება არ მიუღია. თბილისის საკრებულოსმ 8 ნოემბერს თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტს დაუჭირა მხარი. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილების შედეგად კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება 5 მილიონ 800 000 ლარით შემცირდა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა კი უარყო ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ კომუნალური სუბსიდიებისათვის წლევანდელ ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ არსებობს.

---

 

10.11.2016      

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/25840/ras-itvalistsinebs-jorjian-manganezsa-da-profkavshirebs-shoris-gaformebuli-khelshekruleba

რას ითვალისწინებს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და „პროფკავშირებს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება

2016 წლის 2 ნოემბერს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიის მხრიდან კოლექტიურ ხელშეკრულებას ხელს აწერს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ვოლოდიმირ ლოზინსკი, პროფკავშირის მხრიდან ხელმომწერები კი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე არიან, რომლებიც წარმოადგენენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მომუშავე იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრთა ინტერესებს. კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების ვადა 3 (სამი) წელია და დარეგულირებულია შრომასთან, შრომის არსებით პირობებთან, შრომის უსაფრთხოების ნორმებთან, ხელფასთან, ინფლაციურ პროცესებთან, შვებულებასთან, დასვენებასთან, სამუშაო დროსთან, ზეგანაკვეთურ შრომასთან, შეღავათებთან, პროფკავშირის დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები, კონკრეტულად კი: - კვირის სამუშაო ნორმა განისაზღვრა 40 საათით, - ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება კოეფიციენტით 1.3, - შრომა სადღესასწაულო დღეებში კოეფიციენტით 1.25, - ღამის საათებში (22:00 – 06:00) მუშაობა კოეფიციენტით 1.2, - კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება 27 სამუშაო დღით (ნაცვლად კანონით დაწესებული 24 დღისა), - დასაქმებულის დაოჯახების ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება, 7 კალენდარული დღის ოდენობით, - პროფკავშირის არჩევით ორგანოში (კომიტეტი) არჩეულ დასაქმებულებს, პროფკავშირულ ღონისძიებებში და სასწავლო პროცესებში მონაწილეობის მიღების მიზნით, კომპანია დამატებით მისცემს 3 თავისუფალ დღეს, საიდანაც 2 დღის ხელფასს გადაიხდის კომპანია, ხოლო 1 დღისას აანაზღაურებს პროფესიული კავშირი, - წელიწადში ოთხჯერ, აღდგომის, მარიამობის, გიორგობისა და მეტალურგთა საერთაშორისო დღეს, დასაქმებულები მიიღებენ ფულად საჩუქარს ხელზე ასაღები 50 ლარის ოდენობით, - თუ ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ,,საქსტატის“ მიერ დაფიქსირდება 1%-დან 5%-მდე, ხელფასების ინდექსაცია იგივე ოდენობით მოხდება ავტომატურად, ხოლო ინფლაციის 5%-ზე მეტის დაფიქსირების შემთხვევაში, ხელფასების 5%-ით ინდექსაცია ავტომატურად მოხდება, დანარჩენის ინდექსაცია მოხდება ორმხრივად, კომისიური წესით და გათვალისწინებული იქნება კომპანიის შესაძლებლობები, - დამსაქმებელი ახდენს დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას და სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას სატენდერო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს პროფკავშირის წარმომადგენლებს. - კომპანია ვალდებულებას იღებს საკუთარი სოლიდური ფინანსური კონტრიბუცია შეიტანოს პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში და სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. კოლექტიური ხელშეკრულება 70 პუნქტიანია და მასში დიდი ადგილი შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის საკითხებს, მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების მკაცრად გამიჯვნისა და პროფკავშირის უფლებათა დაცვისთვის აუცილებელ დათქმებს უკავია. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის რეალობაში, მხარეებმა კოლექტიური ხელშეკრულების დადება მოახერხეს სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით, შესაბამისად კოლექტიური ხელშეკრულების სულისკვეთება საწარმოს სტაბილური მუშაობისა და დასაქმებული ადამიანების, პროფკავშირის წევრების სოციალურ-ეკონომიკური და შრომით-სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ სწრაფვაა. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ შრომით ურთიერთობებში ხელს შეუწყობენ საყოველთაო ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს შექმნას ყველა დონეზე". - წერს თამაზ დოლაბერიძე ფეისბუქის გვერდზე.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

11.11.2016      

მედიასაშუალება: ვერსია

რატომ არ ფინანსდება რეგიონებში მცხოვრები აუტისტი ბავშვების მკურნალობა

სამწუხაროდ, საზოგადოებას დღემდე უჭირს გაცნობიერება, რომ აუტიზმი გადამდები ვირუსი არაა და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიენბიც საზოგადოებაის სრულუფლებიანი წევრები არიან. მათ მიმართ აგრესიული დამოკიდებულების უამრავი ფაქტი არსებობს, სამარცხვინო მაგალითად კი ტრანსპორტიდან აუტიზმის მქონე ბავშვისა და მისი მშობლის გაძევებაც კმარა, თუმცა ამჯერად ყურადღებას საკრებულოს დადგენილებაზე გავამახვილებთ, რომლის მიხედვითაც, მკურნალობა, კერძოდ კი ABA თერაპია მხოლოდ იმ ბავშვებს უფინანსდებათ, რომლებიც თბილისში 2015 წლის 1 ივლისამდე არიან რეგისტრირებულნი. ჩნდება ლოგიკური კითხვ - რა დააშავეს რეგიონების მცხოვრებლებმა, სადაც რეაბილიტაციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წესიერი ცენტრებიც კი არ არსებობს? ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" საკრებულოს დადგენილების სასწრაფოდ შეცვლას ითხოვს და იმისთვის იბრძვის, რომ ანალოგიური შეღავათებით რეგიონებში რეგისტრირებულმა აუტიზმის მქონე ბავშვებმაც ისარგებლონ. "ამ ჩანაწერის შეცვლა მერიას შეუძლია, მაგრამ არ აკეთებს. მერიაში აცხადებენ, ჩანაწერის შეცვლა რეგიონებიდან ბავშვების გადმოწერას გამოიწვევს და მთელი ფინანსური დარტყმა დედაქალაქზე წამოვაო. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებზეც იზრუნოს..." - ამბობს მარი კორკოტაძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4033617&name=11.11.2016+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---