From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-12.08.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 12.08.2016 08:31
Attachments :


 

 

მედიამონიტორინგი 12.08.2016

ტელევიზია 

11.08.2016

არხი: ჯიდიესი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: 20/30

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული რეცეპტებით ისარგებლონ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ცენტრალიზებული სისტემაა, რომელსაც გამოიყენებს ყველა ექიმი, პაციენტი და სააფთიაქო დაწესებულება. სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი პირადი ნომრის საფუძველზე დარეგისტრირება და მიენიჭება სპეციალური კოდი, რომლის საშუალებითაც ხდება, სისტემაში შესვლა, სადაც ჩაიწერება გაცემული მედიკამენტები. აფთიაქში კი, ფარმაცევტი მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთით ბაზაში შევა და გამოწერილ მედიკამენტებს გასცემს. პირველ ეტაპზე ელექტრონულ სისტემაში ჩართვა სამედიცინო დაწესებულებისთვის და აფთიაქებისთვის, ნებაყოფლობითია, მომავლში კი, ახალ სისტემაზე გადასვლა, ყველა მხარისთვის სავალდებულო იქნება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834280

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834184

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834165

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834057

მაესტრო - კონტაქტი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833967

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834257

ტაბულა ტვ - ფოკუსი 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834245

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834219

ტვ პირველი - ბიზნეს კონტრაქტი 18:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834091

ტელეკომპანია აჭარა - ახალი ამბები 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834330

კავკასია - დღეს 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833851

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833818

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833806

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833737

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833671

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833562

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833319

მაესტრო - კონტაქტი 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833326

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833204

---

 

11.08.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: კონტაქტი რვაზე

მალე ყველა ექიმი რეცეფტს ელექტრონულად გამოწერს. საპილოტე პროგრამაში ჩართვა ჯერ ნებაყოფლობითია, ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ კონტროლს ამკაცრებს. საპილოტე პროგრამაში 10-მდე კლინიკა და 30-მდე სააფთიაქო ქსელი არის ჩართული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834346

---

 

11.08.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: კონტაქტი რვაზე

გიორგი ლომინაძეს და მის მეუღლეს ჯანდაცვის სამინისტრომ 20 ათასი დოლარი უკვე გადაურიცხა. წყვილს მკურნალობისთვის თურქეთში გამგზავრება ესაჭიროვება, რისთვისაც საკმარისი ფინანსები ჯერ ჯერობით არ არსებობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834374

---

 

11.08.2016

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვებისთვის დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება. მინისტრმა ბრძანება დღეს გამოსცა. აქამდე მოქმედი რეგულაციებით ქუჩაში მცხოვრებისთვის დოკუმენტაციის, დაბადების და პირადობის მოწმობებს, ასევე პასპორტს მხოლოდ მშობლის ან მეურვის მიმართვის საფუძველზე გასცემდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834290

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3833663

ჯიდიესი - 20/30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834282

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834169

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3834055

---

 

 

ინტერნეტი

11.08.2016     

მედიასაშუალება:   http://2030.news/index.php?newsid=11922

 

დღეიდან ექიმებს რეცეპტის ელექტრონულად გაცემის საშუალება ექნებათ

ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო. დღეიდან ექიმს შეუძლია, დანიშნულება ელექტრონულად გასცეს, რისი მეშვეობითაც პაციენტი აფთიაქში მედიკამენტს მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, ელექტრონული რეცეპტი არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება ყველა ექიმის, პაციენტისა და სააფთიაქო დაწესებულების მიერ. "სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება გადავა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე, მისი პირველი სასწრაფო ეტაპი ახლა დაიწყება, ეს არის ელექტრონული რეცეპტი. ტესტირება დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ, ტექნიკური ხარვეზები გამოსწორებულია და დღეიდან ის ამოქმედდება .მისი უპირატესობა, პირველ რიგში არის ის, რომ მოიხსნება ქაღალდის ტარების საჭიროება, რაც დიდი კომფორტია, რადგან პაციენტს ექიმთან ვიზიტისას შეეძლება მხოლოდ მისი სახელი- გვარით და პირადი ნომრით მისცეს საშუალება ექიმს, რომ გააქტიუროს მისი სრული დანიშნულება, ისტორია. რეცეპტი გამოიწერება ასევე ელექტრონულად და აფთიაქებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ ქსელში, მაშინვე ექნებათ წვდომა, პაციენტი ეტყვის მის პირად ნომერს და აფთიაქი გასცემს დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტს", - აღნიშნა სერგეენკომ. დავით სერგეენკოს განმარტებით, რეცეპტის გაცემის მთლიანად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა დროს მოითხოვს, ამიტომ პირველ ეტაპზე შენარჩუნდება გაცემის ძველი, აქამდე არსებული მეთოდიც. მისივე თქმით, პროგრამის ძირითადი სარგებელი რამდენიმეა, მათ შორის იზრდება პაციენტის უსაფრთხო მკურნალობის დონე, ვინაიდან განულდება ექიმის მიერ მედიკამენტის დასახელების არასწორად ჩაწერისა და გაურკვეველი ხელნაწერით გამოწვეული არასწორი მკურნალობის რისკი. "ექიმს საშუალება ექნება, ასევე გადახედოს მედიკამენტოზური მკურნალობის ისტორიას, რაც შეამცირებს წინა მკურნალობასთან შეუსაბამო დანიშნულების გამოწერის რისკს"'- აღნიშნა მინისტრმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი ელექტრონული პროგრამა ასევე ხარისხის კონტროლის მძლავრი ინსტრუმენტი იქნება და გააკონტროლებს იმ ექიმებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ზომაზე მეტ მედიკამენტს უნიშნავენ პაციენტს. სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროგრამაში გარკვეული სააფთიაქო ქსელები და ჯანმრთელობის ცენტრები ჩაერთვებიან, დროთა განმავლობაში კი ელექტრონული რეცეპტის გაცემის პროექტი მთელს საქართველოს მოიცავს.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/392236-jandacvis-saministro-eleqtronuli-receptebis-sistemashi-charthvis-procedurebs-ganmartavs.html?ar=A

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/40941-dgheidan-eqims-shesadzlebloba-aqvs-recepti-eleqtronulad-gasces

ჯანდაცვა.ჯი- http://jandacva.ge/dgheidan-eqimebs-receptis-eleqtronulad-gacemis-sashualeba-eqnebat/

პირველირადიო.ჯი-        http://pirveliradio.ge/index.php?newsid=71401

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/show_news.php?id=74943&lang=geo

ჯიეიჩენ.ჯი- http://www.ghn.ge/com/news/view/157658

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/24175/sergeenko-retsepti-eleqtronulad-gaitsema-rats-shetsdomas-gamoritskhavs

კვირა.ჯი- http://kvira.ge/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%9A-2/

бѓ™бѓќбѓ›бѓ”бѓ бѓЎбѓђбѓњбѓў.ჯი-      http://commersant.ge/?m=5&news_id=40422&cat_id=7

ფორტუნა.ჯი- http://fortuna.ge/eqimi-recepts-eleqtronulad-mogcemt/

ტაბულია.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/110701-saqartvelo-eleqtronuli-receptebis-sistemaze-gadadis-detalebi-reformis-shesaxeb

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/djandatsvissaministroeleqtronuliretseptisakhalsistemazegadadis/9641

---

 

11.08.2016      

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D/

 

გამოიკვეთა აფთიაქები, რომლებიც მატერიალური მოგების მიზნით, შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ”

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, გამოიკვეთა აფთიაქები, რომლებიც მატერიალური მოგების მიზნით, შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ, – ამის შესახებ მან მედიის წარმომადგენლებს სააფთიაქო ნარკომანიაზე საუბრისას განუცხადა. ”სააფთიაქო ნარკომანია პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ – ინტრავენური და ტაბლეტირებული ფორმები. შარშანწინდელი დიდი ცვლილებით ინტრავენური ფორმა – ”ვინტი”, ”კრაკადილი”… მართლაც ავადსახსენებელი, შემზარავი მოვლენა 95%-ზე მეტით შემცირებულია. სისტემურიდან ჩამოვიდა ერთეულ შემთხვევებზე. რაც შეეხება ტაბლეტირებულ ფორმას, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომლებიც ამ შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ მატერიალური მოგების მიზნით. ცვლილებები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გავატარეთ დადასტურებულად სწორია. მონიტორინგმა აჩვენა რამდენიმე ათეული აფთიაქი, რომელსაც ეს პირობები დარღვეული აქვს. ასეთ დაწესებულებებში რვა ფარვაცევტს უკვე შეუჩერდა მუშაობის უფლება. ეს პროცესები გაგრძელდება. ვფიქრობ, მონიტორინგი გვაჩვენებს აუცილებლობას საჭირო იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, როგორიც არის კანონში ცვლილებები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

---

 

11.08.2016      

მედიასაშუალება:  http://pia.ge/show_news.php?id=74948&lang=geo

 

მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე დოკუმენტაციის გაცემა გამარტივდება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება. უწყების ინფორმაციით, ინიციატივის მიზანი მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი მოზარდების ინტერესების მაქსიმალური დაცვაა. "მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, ასევე, სამგზავრო დოკუმენტებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაუმზადებს. დღემდე მოქმედი რეგულაციით, ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისათვის დაბადებისა და პირადობის მოწმობებსა და პასპორტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხოლოდ მშობლის ან მეურვის მიმართვის საფუძველზე გასცემდა; მათი ნაწილი კი ვერ ახერხებს ან არ თვლის საჭიროდ არასრულწლოვანთათვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას. ამის გამო მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვები არ არიან აღრიცხულნი, ვერ იღებენ განათლებას, არ არიან ჩართულნი სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში", - ნათქვამია ბრძანებაში. როგორც მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, ასეთი ბავშვების დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ეძლევა უფლება, მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მათთვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით, რის შემდეგაც ბავშვები შეძლებენ, მიიღონ განათლება, სამედიცინო მომსახურება და სხვა სერვისები. "საბუთების გარეშე არც ის ბავშვები დარჩებიან, რომელთა ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. ისინი დროებით საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს მიიღებენ. დროებითი დოკუმენტი ერთი წლის ვადით იმოქმედებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი განმეორებით გაცემა. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა. ინიციატივის მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას მოზარდების ინტერესები და არ დატოვოს არცერთი მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი დოკუმენტაციის და, შესაბამისად, განათლების, ჯანდაცვისა სოციალური სერვისების გარეშე. ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებებში მიუსაფარი ბავშვების შესახებ კანონის საფუძველზე შევიდა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობის შედეგად მომზადდა და მას საკანონმდებლო ორგანომ მხარი ერთხმად დაუჭირა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A3/

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/40957-miusafar-da-dzaladobis-mskhverpl-bavshvebze-dokumentaciis-gacema-martivdeba

---

 

11.08.2016      

მედიასაშუალება:  http://www.ipress.ge/new/40950-giorgi-lominadzisa-da-misi-meughlis-samkurnalod-jandacvis-saministrom-20-atasi-dolari-gamoyo

 

გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ ჯანდაცვის სამინისტრომ 20 ათასი დოლარი გამოყო

бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ "აიპრესისთვის" бѓ’бѓђбѓ®бѓ“бѓђ ცნობილი, ქუთაისი-სამტრედიის бѓ’бѓ–бѓђбѓ–бѓ” მომხდარი ავტოკატასტროფის бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“ დაშავებული მორაგბის, გიორგი ლომინაძისა бѓ“бѓђ მისი მეუღლის მკურნალობის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტრომ 20 ათასი დოლარი бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ§бѓќ.  აქედან 10 ათასი დოლარი გიორგი ლომინაძისთვის, бѓ®бѓќбѓљбѓќ 10 ათასი დოლარი მისი მეუღლისთვის.ცნობისთვის, პირველადი სამედიცინო бѓ“бѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђ бѓ“бѓђ მკურნალობის გარკვეული კურსი бѓ“бѓђбѓЁбѓђбѓ•бѓ”бѓ‘бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓЎ საქართველოში бѓ©бѓђбѓЈбѓўбѓђбѓ бѓ“бѓђбѓ—, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ მათთვის აუცილებელი бѓ’бѓђбѓ®бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓђбѓ бѓ’бѓђбѓ бѓ”бѓ— бѓ›бѓ™бѓЈбѓ бѓњбѓђбѓљбѓќбѓ‘бѓђ, რისთვისაც ქართული საზოგადოების бѓЎбѓ®бѓ•бѓђбѓ“бѓђбѓЎбѓ®бѓ•бѓђ ფენის бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓ›бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓљбѓ”бѓ‘бѓ›бѓђ თანხის бѓЁбѓ”бѓ’бѓ бѓќбѓ•бѓ”бѓ‘бѓђ დაიწყეს. გაიხსნა სპეციალური ანგარიშიც, бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓЄ თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი. бѓЁбѓ”бѓ’бѓђбѓ®бѓЎбѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓ—, 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის бѓ’бѓ–бѓђбѓ–бѓ” бѓђбѓ•бѓўбѓќбѓЎбѓђбѓ’бѓ–бѓђбѓќ бѓЁбѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ• бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓђ, რომლის бѓ“бѓ бѓќбѓЎбѓђбѓЄ 3 ადამიანი დაიღუპა, бѓ®бѓќбѓљбѓќ 4 бѓ“бѓђбѓЁбѓђбѓ•бѓ“бѓђ. 4 бѓ“бѓђбѓЁбѓђбѓ•бѓ”бѓ‘бѓЈбѓљбѓЎ შორის იყვნენ მორაგბეები გიორგი ლომინაძე бѓ“бѓђ бѓ›бѓ”бѓ бѓђбѓ‘ კვირიკაშვილი.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=116290-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%2C%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90

---

 

11.08.2016      

მედიასაშუალება:  http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/392242-eveqsi-thbilisshi-yvelaze-did-diagnostikur-centrs-gakhsnis.html?ar=A

”ევექსი” თბილისში ყველაზე დიდ დიაგნოსტიკურ ცენტრს გახსნის

(ინფორმაციული)

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

12.08.2016      

მედიასაშუალება:  ჯორჯია თუდეი

 

ახალი სამთავრობო პროგრამა პენსიების შესახებ

"ქართული ოცნება" მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერის განმარტებით, ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს მათთვის განკუთვნილ საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომელიც დაასაქმებს პენსიონერებს. ”ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას. ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას. ამ პროგრამას ერქმევა "ცხოვრება გრძელდება" და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია. ამაზე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ასევე ფინანსთა სამინისტრო. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ",- განაცხადა პრემიერმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3834673&name=12.08.2016+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

12.08.2016      

მედიასაშუალება:  რეზონანსი

 

ელექტრონული რეცეპტების შემოღებას სპეციალისტები ეჭვის თვალით უყურებენ

ჯანდაცვის უწყება ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს იქნება საწყისი ეტაპი იმისა, რომ მალე უკლებლივ ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა. ელექტრონული რეცეპტების სისტემის შემოღებას სპეციალისტები სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ეს საქართველოში არ იმუშავებს. ახალი სისტემით, პაციენტსა და ექიმს შორის კონტაქტი შესაძლოა, მხოლოდ დისტანციურად შედგეს და წამალი ადამიანმა ექიმთან გასინჯვის გარეშეც იყიდოს. პირევლი და მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტის გარეშე თითქმის ორი წელია, აღარ იყიდება, ყოველ შემთხვევაში, კანონით ეს აკრძალულია. ამავე პერიოდში პირველი ჯგუფის მედიკამენტების მიღება ზოგ შემთხვევაში ელექტრონული რეცეპტის მეშვეობითაც ხდება. უკვე ცნობილია, რომ მალე "ქაღალდის რეცეპტს" მთლიანად ელექტრონული ჩაანაცვლებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, ელექტრონული რეცეპტების სისტემის ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 30-მდე აფთიაქი. ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებებში. "რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა. ქსელში ჩართულ აფთიაქებს ჩანაწერზე წვდომა მაშინვე ექნებათ. პაციენტისთვის, როდესაც ის აფთიაქში მივა, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მან რეცეპტი ხელით ატაროს. იგი აფთიაქის წარმომადგენელს ეტყვის გვარს, სახელს, პირად ნომერს და აფთიაქს სრული წვდომა ექნება მის მონაცემებთან", - განმარტა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა ინიციატივის უპირატესობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ელექტრონული რეცეპტის სისტემა არის კომფორტული და ოპერატიული. განულდება "ყბადაღებული თემა ექიმის გაუგებარი ხელწერის შესახებ", ასევე მედიკამენტის შერჩევასა და დოზირებაში გამოირიცხება შეცდომა და დაინერგება ხარისხის კონტროლის უმძლავრესი ინსტრუმენტი. "ერთ-ერთი ისტორიული, ეპოქალური, ყბადაღებული თემაა ექიმების გაუგებარი ხელით ჩანაწერი, როცა რეცეპტის გარჩევა ზოგჯერ გამოცდილი ფარმაცევტისთვის შეუძლებელი ხდებოდა. ეს პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება. ასევე წამლის შერჩევა და დოზირება წამლების მონაცემთა ბაზაზე მოხდება. პრაქტიკულად გამოირიცხება შეცდომა დოზირებაში და მედიკამენტის სახელის არასწორად ჩაწერაში", - აღნიშნა მინისტრმა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პაციენტის ნებართვის გარეშე მის მონაცემებს ვერავინ ნახავს. ამ ეტაპზე სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოცხადდება კონკრეტული ვადა, რის შემდეგადაც პროგრამაში ჩართვა სავალდებულო იქნება. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეტაპობრივად შემდგომი ნაბიჯები სამედიცინო ისტორიისა და სრული კვლევების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა იქნება. მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის თქმით, ელექტრონული რეცეპტის სახელმწიფო პლატფორმის შემუშავებაზე უწყების საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა იმუშავა. "ელექტრონული რეცეპტის ცენტრალიზებული სისტემის ვიზუალი ძალიან მარტივია. ექიმი შედის სისტემაში და რეგისტრირდება. ეს ხდება ექიმის პირადი ნომრით, პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ კი ექიმის სახელი, გვარი, დაბადებს თარიღი ავტომატურად გენერირდება. ექიმის მიერ რეგისტრაციის წარმატებით გასავლელად საჭიროა აქტიური ექიმის სერტიფიკატი. ამის შემდეგ სისტემა ამოწმებს, ახდენს ავტორიზაციას და რეგისტრაციის საშუალებას იძლევა. ერთხელ დარეგისტრირება საკმარისია, რათა მომხმარებლისა და პაროლის გენერირება მოხდეს. პაციენტის მხრიდან აბსოლუტურად არაფერი არ არის საჭირო. იგი მიდის ექიმთან ვიზიტზე, ხდება დანიშნულების გამოწერა. რეცეპტი ავტომატურად სისტემაში აისახება, შესაბამისად, ნებისმიერი ფარმაცევტული დაწესებულება, რომელიც ჩაერთვება ამ სისტემაში, ავტომატურ რეჟიმში ნახავს რეცეპტს", - აღნიშნა ნინო ბერძულმა. მისივე ინფორმაციით, სააფთიაქო დაწესებულებამ წინასწარ უნდა გაიაროს ავტორიზაცია. ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს სპეციფიკურ კოდს, რათა სააფთიაქო დაწესებულების დარეგისტრირება მოხდეს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, წამლის სააგენტოს ყოფილი უფროსი გიორგი ბარამიძე კი ამბობს, რომ ელექტრონული რეცეპტის სისტემა საქართველოში ვერ გაამართლებს. "საქართველო არ არის გერმანია და დანია, რომ ელექტრონულმა სისტემამ იმუშაოს. ჩვენთან ეს სისტემა არ გაამართლებს, იმანაც კი ვერ იმუშავა, რაც აქამდე შემოიღეს. დღესდღეობით ძალიან საინტერესო ფაქტის წინაშე ვართ: მიდის პაციენტი აფთიაქში, იქიდან ურეკავს ექიმს, ეუბნება, თუ რა აწუხებს და ექიმი ელექტრონულად წერს რეცეპტს. ეს წესი დღესაც მოქმედებს. გამოდის, რომ არ ნახულობს ექიმი პაციენტს, ენდობა მის სიტყვას და ასე უნიშნავს წამალს. ეს კიდევ უფრო გამარტივდება და შეიძლება, მალე პაციენტმა დაურეკოს ექიმს, მასთან არ მივიდეს და რეცეპტი ასე მიიღოს, ფულს კი უკვე შემდგომ ინტერნეტით გადაურიცხავს. ეს არის აბსურდი და ამის გაკეთება საქართველოში არ შეიძლება. ჯერ უნდა მომზადებულიყო ბაზა, ექიმების გადამზადება უნდა მომხდარიყო. ექიმს შესწავლილი უნდა ჰყავდეს პაციენტი, აფთიაქში დადასტურებული უნდა იყოს, რომ იგი პაციენტის ოჯახის ექიმია, ვინც რეცეპტს წერს. ახლა ყველაფერი მარტივდება და არა მგონია, ამან იმუშაოს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3834560&name=12.08.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

                           

მესინჯერი-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3834494&name=12.08.2016+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

ვერსია-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3834450&name=12.08.2016+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.08.2016      

მედიასაშუალება:  რეზონანსი

 

"გამოიკვეთა აფთიაქები, რომლებიც შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ"

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომლებიც მატერიალური მოგების მიზნით, შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრმა სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრა. ”სააფთიაქო ნარკომანია პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ - ინტრავენური და ტაბლეტირებული ფორმები. შარშანწინდელი დიდი ცვლილებით ინტრავენური ფორმა - ”ვინტი”, ”კრაკადილი”... მართლაც ავადსახსენებელი, შემზარავი მოვლენა 95%-ზე მეტით შემცირებულია. სისტემურიდან ჩამოვიდა ერთეულ შემთხვევებზე. რაც შეეხება ტაბლეტირებულ ფორმას, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომლებიც ამ შემზარავ საქმიანობას ახორციელებდნენ მატერიალური მოგების მიზნით. ცვლილებები, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გავატარეთ დადასტურებულად სწორია. მონიტორინგმა აჩვენა რამდენიმე ათეული აფთიაქი, რომელსაც ეს პირობები დარღვეული აქვს. ასეთ დაწესებულებებში რვა ფარვაცევტს უკვე შეუჩერდა მუშაობის უფლება. ეს პროცესები გაგრძელდება. ვფიქრობ, მონიტორინგი გვაჩვენებს აუცილებლობას საჭირო იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, როგორიც არის კანონში ცვლილებები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3834554&name=12.08.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

12.08.2016      

მედიასაშუალება:  რეზონანსი

 

ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვებისთვის დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ პირადობის მოწმობა და ყველა ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს აწვდის. ”ქუჩის მიუსაფარი ბავშვები იყო და ნაწილობრივ რჩება სერიოზულ სოციალურ გამოწვევად. აქ იყო ბევრი ფაქტორი, ერთი - ნდობის დეფიციტი, როდესაც ისინი არ შემოდიოდნენ კონტაქტში, მათ ჰქონდათ თავისი სოციუმი. მობილური ჯგუფების მუშაობით, ეს საკითხი ნაწილობრივ მოიხსნა. პრობლემების მეორე ჯგუფი იყო, რომ მათ არასოდეს აუღიათ პირადობის მოწმობა, ვერ ხდებოდა მათი იდენტიფიკაცია და ჩართვა სახელმწიფო პროგრამებში, რომლებიც თუნდაც ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს მიაწვდიდა. ეს იყო გართულებული ”ჯადოსნული წრე”, რომელიც იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად გამარტივდება. მათ შეეძლებათ მიიღონ პირადობის მოწმობა, რაც აქამდე უბრალოდ შეუძლებელი იყო და მიიღონ ყველა ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს აწვდის”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება. მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, ასევე, სამგზავრო დოკუმენტებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაუმზადებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3834473&name=12.08.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---