From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-12.10.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 12.10.2016 08:36
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 12.10 .2016

ტელევიზია 

12.10.2016

არხი: რუსთავი 2  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: კურიერი 09:00  

ხმაური იყო ორხევის დასახლებაში, სადაც სოციალურად დაუცველები ერთ-ერთ შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. მათ სოციალურ საწარმოში შესვლის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს. 30-მდე ოჯახი ტერიტორიის დატოვებას მანამდე არ აპირებს, ვიდრე ხელისუფლება საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3962870

---

 

11.10.2016

არხი: რუსთავი 2  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓЎбѓ®бѓ•бѓђ бѓЁбѓЈбѓђбѓ“бѓ¦бѓ”

რატომ არის პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების დროული გაწევა აუცილებელი და რატომ არ ანიჭებს პაციენტი და ქართული სამედიცინო სისტემა სათანადო მნიშვნელობას. აღნიშნულ თემაზე სტუდიაში ექიმი ფსიქიატრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი საუბრობს. თუკი ეს პრობლემა დგას შენში და ამას აღიარებ ეს უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯი. გუშინ აღინიშნებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, რომელშიც საქართველოც ჩაერთო და რომელიც ეძღვნებოდა პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას და მის აუცილებლობას. ეს დღე ყოველთვის მიმდინარეობს პირველადი ლედების პატრონაჟის ქვეშ. აშშ-ში მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ანტიბაქტერიული საპონი შესაძლოა საერთოდ არ იყოს სასარგებლო, ან რაიმე დადებითი თვისების მატარებელი, პრიიქით, შესაძლოა ის მეტი ზაინის მომტანიც აღმოჩნდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ სჯობს ადამიანებმა ხელი ხშირად ჩვეულებრივი საპნით დაიბანონ. აღნიშნული თემის ირგვლივ გადაცემის სტუმარი, ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი არველაძე საუბრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3960369

---

 

11.10.2016

არხი: იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ქრონიკა 20:00

დღეს მსოფლიო გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, უკვე 6 წელია გაეროს მიერ დაწესებული თარიღის მიზანია გენდერული უთანასწორობა შეგვახსენოს. ამ მაჩვენებლით საქართველო 144 ქვეყნის შორის 62- ე ადგილზეა, მთავარი მიზეზი კი ნაადრევი ქორწინებებია. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3962166

---

 

 

ინტერნეტი

11.10.2016     

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=42565&cat_id=6

”სავალდებულო რეგისტრაცია ბევრი სალონის დახურვას გამოიწვევს”

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია 1 ოქტომბრიდან დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 4 ოქტომბრისთვის რეგისტრაცია 2 405 სალონს ჰქონდა გავლილი. რეგისტრაციის აუციბელობლობა, რომელიც საქმინობის იდენტიფიცირებას გულისხმობს, ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის ნაწილია. რეგისტრაციის სავალდებულობა ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული საქმინობის რეგულირებაში და ინფექციის გავრცელების გზების მაქსიმალურად შეზღუდვაში დაეხმარება. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ვალდებულების რეგლამენტი ძალაში 2016 წლის 27 ივლისიდან შევიდა. ზოგიერთ სალონში რეგისტრაციის გავლას გაუგებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მანამდეც ჰქონდათ გავლილი. სალონების ნაწილში კი ამბობენ, რომ რეგისტრაციის შედეგად გაეზრდებათ ხარჯები, რაც მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს. სალონ "Be beauty"-ის მენეჯერი შორენა გოგოხია „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სალონის მოვლა ძალიან ძვირი ჯდება. "რეგისტრაცია გავიარეთ. რაც შეეხება სტერილიზიაციისა და საერთოდ სალონის მოვლა-დეზინფექციის საშუალებებს, ეს ძალიან ძვირი ჯდება. ავტოკლავი (სტერილიზატორი) 3 000 დოლარზე მეტი ღირს. 2-3 სტერილიზაციის შემდეგ ხელსაწყოები ბლაგვდება და გალესვა სჭირდება. ერთი იარაღის გალესვა კი 10 ლარი ღირს. ერთეჯადი ინსტუმენტები ჯერ არ გამოსულა. კომპლექტის ფასი კი 150 ლარიდან იწყება. ეს ყველაფერი მომსახურების ფასებზეც, რა თქმა უნდა, მოქმედებს, მაგრამ ფასი რომ გავზარდო, კლიენტი აღარ მეყოლება. ვფიქრობ რეგისტრაციის შემდეგ კონტროლი უფრო გამკაცრდება და ბევრი სალონი დაიხურება. ალბათ ეს ქმედებები ბაზრის მონოპოლიზაციისკენაა მიმართული", - განაცხადა შორენა გოგოხიამ. ნორმების დაცვის აუცილებლობაზე საუბროს G&L-ის მენეჯერი. მისი თქმით, აუციელებლია ფრჩხილისა და თმის მოვლის საშუალებების სტერილიზაცია. „მაგალითად, მანიკურის ხელსაწყოების წმენდისთვის სამი ტიპის აპარატი გვაქვს. ნარჩენების დანაწილებასაც ვახდენთ. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. რეგისტრაციის გავლა სიახლე იყო, თუმცა სავალდებულო რეგისტრაციის გავლის შემდეგ ალბათ ბევრი სალონი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და ბაზრიდან გასვლა მოუწევთ", - ამბობს G&L-ის მენეჯერი ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შევიდა, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ ესთეტიკური ცენტრები და სილამაზის სალონები რეგისტრაციას არ გაივლიან, ისინი 50 ლარიდან 1 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.

---

 

11.10.2016     

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/401802-ombudsmeni-gogonatha-saerthashoriso-dghesthan-dakavshirebith-ganckhadebas-avrcelebs.html?ar=A

ომბუდსმენი გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, უსვამს ხაზს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგონათა შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად. ”ინტერპრესნიუსი” უჩა ნანუაშვილის განცხადებას ავრცელებს. ”11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ გოგონათა როლი ქვეყნის მომავალი განვითარების პროცესში და ვაღიაროთ არსებული უთანასწორობა, რომელშიც გოგონებს უწევთ ცხოვრება. სამწუხაროდ, კვლავ დაბალია სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ასევე, არასრულწლოვანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ პირობებში. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, რაც ხელს უშლის მათ განვითარებას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის აღნიშნული პრაქტიკის პრევენცია საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა. 2015-2016 წლებში სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა სკოლებში, როგორც მოსწავლეებთან ასევე, მშობლებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ აღნიშნულ თემაზე მოსახლეობის ინფორმირების დონე. ხშირ შემთხვევაში, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებიც კი ვერ ხვდებიან, თუ რა ზიანის მომტანია ადრეულ ასაკში ქორწინება, როგორც განათლების, ისე ჯანმრთელობის კუთხით. სამწუხაროდ, კვლავ გავრცელებულია ნიშნობებისა და ქორწინების იძულების შემთხვევები. მთავარ გამოწვევას კი, საზოგადოების მცდარი შეხედულებები და არაინფორმირებულობა წარმოადგენს. ასევე, მნიშნელოვანია, გამოსწორდეს სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება. ამასთან, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული ნიშნით სქესის სელექცია, როდესაც არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის გამო უპირატესობა ვაჟს ენიჭება, ამის შედეგად ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგონა იბადება. აუცილებელია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში დაინერგოს სწავლება გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით და ეს გახდეს სასწავლო პროცესის არსებითი ნაწილი. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, უსვამს ხაზს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგონათა შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

11.10.2016     

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/161908

სახალხო დამცველი მთავრობას შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონკრეტული ქმედებების გატარებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მაღაროელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს მორიგეობის შეცვლის დროს შახტის მე-6 უბნის ვენტილაციისა და უსაფრთხოების უბნის ცვლის უფროსი თ. კ. გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით მიმდინარეობს (სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ტყიბულის მაღაროში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს. მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს რეგულაცია, რომლითაც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების ეფექტური მონიტორინგი განხორციელდება. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი შრომის ინსპექციის მეშვეობით, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას. აუცილებელია საქართველოს მთავრობამ დაიწყოს შრომის უფლების ერთ–ერთი მთავარი კომპონენტის – დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), N129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), N155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცესი. სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უმოკლეს დროში დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რადგან დასაქმებული ადამიანის სიცოცხლის უფლება ფუნდამენტური უფლებაა და ის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

---  

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

12.10.2016      

მედიასაშუალება: რეზონანსი

სალონური მომსახურება გაძვირდება, კლიენტურა შემცირდება

ზოგი მხოლოდ ნაცნობ სალონს აკითხავს, ზოგი კი საკუთარ ნივთებს დაატარებს.ოქტომბრიდან სილამაზის სალონებისთვის ახალი სტანდარტის ამოქმედებას მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვება. სავარაუდოდ, გაიზრდება მომსახურების ფასი, რაც მომხმარებლისთვის უსიამოვნო ფაქტი იქნება. გამორიცხული არ არის, ზოგიერთმა საერთოდ უარი თქვას სალონში ვიზიტზე. ეს კი მცირე ბიზნესს ახალ თავსატეხს გაუჩენს.ესთეთიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია ს ჰეპატიტისა და სხვა დაავადებების პრევენციის მიზნით ხორციელდება. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახური ჩაატარებს მონიტორინგს არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა რეგიონებშიც. დაურეგისტრირებელ სალონებს კი ფულადი სანქციები დაეკისრება. აქამდე საქართველოში ჰიგიენური ნორმები და სტერილიზაციის პროცესი არ კონტროლდებოდა. შესაბამისად, სალონების უმეტეს ნაწილში არსებული მდგომარეობა სტანდარტს არ შეესაბამებოდა. საზოგადოებისთვის კი უცნობი იყო ესთეტიკურ ცენტრებში სტუმრობასთან დაკავშირებული რისკი. მიუხედავად ამისა, სალონური მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. "რეზონანსი" დაინტერესდა რამდენად გააზრებული აქვთ მომხმარებლებს სალონური მომსახურების საშიშროება და რა პრევენციულ ზომებს მიმართავენ. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდები, რომლებიც სილამაზის სალონების ხშირი სტუმრები არიან, სხვადასხვა ფორმით ცდილობენ საფრთხე თავიდან აირიდონ. ისინი რამდენიმე აპრობირებულ საშუალებას იყენებენ პრევენციისთვის - ზოგი მხოლოდ ნაცნობ დაწესებულებას მიმართავს, ზოგი კი საკუთარი ნივთებით აკითხავს სალონს. 25 წლის ანა ბოკუჩავა ერთი კონკრეტული ცენტრის ხშირი სტუმარია. ერთი შეხედვით, სანდო გარემოს მიუხედავად, თავის დაზღვევის მიზნით, იგი სალონს საკუთარი ხელსაწყოებით სტუმრობს. "შეიძლება ეს არც არის საკმარისი, მაგრამ მე მხოლოდ ამის გაკეთება შემიძლია. საკუთარ ჯანმრთელობას ამით მაინც დავიცავ. მომწონს რეგისტრაციის იდეა, სხვებსაც შეეძლებათ გარეგნობაზე ზრუნვა ჯანმრთელობის რისკის გარეშე. ჩემს სტილისტს თითქმის ყველაფერში ვენდობი, მაგრამ, როცა საქმე სალონის საერთო ნივთებს ეხება, მაინც სიფრთხილეს ვიჩენ. მირჩევნია, დაცული ვიყო. ამიტომ მუდამ თან დამაქვს ჩემი ნივთები, ცხადია, ამაში სავარცხელს და მაკრატელს არ ვგულისხმობ, ძირითადად, ფრჩხილების მოვლის საშუალებებს დავატარებ. ვიცი, რომ სხვისი ნივთების გამოყენება შეიძლება საშიში იყოს, ამიტომ ვცდილობ, ნაკლებად მქონდეს შეხება ისეთ ხელსაწყოებთან, რაც შეიძლება დაავადების გადამდები გახდეს", - განუცხადა "რეზონანსს" ანა ბოკუჩავამ.მისგან განსხვავებით სალონებს ისეთი ადამიანებიც აკითხავენ, რომლებიც რისკის შესახებ არ არიან ინფორმირებულნი და საერთოდ არ მიმართავენ სიფრთხილის ზომებს. კლიენტების უმეტესობა იძულებულია დასჯერდეს იმ მომსახურებას, რასაც სალონი სთავაზობს. ხშირად ეს ხდება იმის გამო, რომ არ აქვთ საშუალება სრულად უზრუნველყოფილ ესთეტიკურ ცენტრს ესტუმრონ. "ვიცი, რომ საშიშია სალონებში სიარული. ხშირად სტერილიზაციის პროცესის დასრულებამდე მიწევენ მომსახურებას, რადგან სალონში დიდი რიგია, მაგრამ სხვა რა არჩევანი მაქვს? ორჯერ უფრო მეტის გადახდა? ჯერ ერთი ამის საშუალება არ მაქვს და მაშინაც რითი ვარ დაზღვეული?", - კითხულობს ნინო ბუიღლიშვილი. ის 18 წლის სტუდენტია და სწორედ მისი ასაკის გოგონები ხშირად სტუმრობენ იაფფასიან სალონებს თანხის დაზოგვის მიზნით. საშიში დაავადებების შესახებ კითხვაზე ნინის პასუხი მარტივია: "ეს ხომ ათასში ერთხელ შეიძლება მოხდეს, რატომ მაინცდამაინც მე?"უკანასკნელი კვლევის მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 7% ვირუსული ს ჰეპატიტით არის ინფიცირებული. ბოლო ხანებში ფუნდამენტური კვლევა არ ჩატარებულა, ხელმისაწვდომია მხოლოდ ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წლიდან წლამდე მუდმივად მზარდია. არ არსებობს დეტალური მონაცემები საქართველოში აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ. გასათვალისწინებელია ასევე დაურეგისტრირებელი პაციენტების ან დაავადებული ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც არ იციან ინფიცირების თაობაზე. სალონური მომსახურებით გადამდებ დაავადებებს შორის ს ჰეპატიტი ყველაზე პროგრესირებადი დაავადებების რიცხვში შედის. მეტად სახიფათოა ასევე სხვა საშიში დაავადებები, როგორიცაა, ფჩხილის თმისა და კანის სოკო, სტაფილოკოკური ინფექცია, სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადებები. სწორედ ზემოთ აღნიშნული დაავადებების პრევენციისათვის შევიდა ცვლილება "საზოგადოებრივი ჯანმრთელობოს შესახებ" კანონში, რაც გულისხმობს სალონში ყველა ინსტრუმენტის სათანადო სტერილიზაციასა და ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობას. ამ წესების დაცვა იქნება უსაფრთხო მომსახურების გარანტი. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ესთეტიკური ბიზნესით დაკავებული ადამიანები, ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტზეც ამახვილებენ ყურადღებას. სტერილიზაციის აპარატურის სრული კომპლექტისა და შესაბამისი ქიმიური ნივთიერებების შეძენის შემდეგ, სალონებისთვის ხარჯი მოიმატებს. ეს კი მომსახურების თვითღირებულების გაზრდას გამოიწვევს, რაც აუცილებლად ფასზე აისახება. საბოლოო ჯამში, მომხმარებელს მეტის გადახდა მოუწევს და შეიძლება ზოგიერთმა უარიც კი თქვას ესთეტიკურ ცენტრებში ვიზიტზე ან შეამციროს ვიზიტის პერიოდულობა. სილამაზის სალონები დამატებითი ხარჯის გასაწევად ჯერჯერობით მზად არ არიან. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომხმარებელზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მზად არის თუ არა გადაიხადოს მეტი უსაფრთხო მომსახურებაში. ლია გარდავა თბილისის ერთ-ერთი სალონის მფლობელია. მცირე შემოსავლის გამო იგი სტანდარტის სრულად დაცვას ვერ ახერხებს. ფასის აწევა არ უცდია და არც აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. "დღეში 5-6 ადამიანი თუ შემოვა. მცირე სალონია და ძირითადად, ადგილობრივები გვაკითხავენ. ვცდილობ, სისუფთავე მუდმივად იყოს, მაგრამ მაღალი სტანდარტი რთული დასაცავია. ამისთვის საჭირო თანხა არ გამაჩნია, რადგან შემოსავალი არ იძლევა ამის საშუალებას. მომსახურების გაძვირება არ მიცდია, ამით ერთგულ კლიენტებს დავკარგავ. ამიერიდან ვერც ფასის შენარჩუნებას მოვახერხებ. შევეცდები თვალი მივადევნო პროცესებს, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი ზომები თუ გატარდა, რაღაც კომპრომისზე მომიწევს წასვლა, ალბათ, ტარიფებს გადავხედავ და ვეცდები დავარეგულირო. უკიდურეს სიტუაციაში ობიექტის დახურვა მომიწევს. გაფართოების და წინსვლის საშუალება ჯერჯერობით არ მაქვს და არც უახლოეს თვეებში მექნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ინდმეწარმემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3962283&name=12.10.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge