From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-13.02.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge
Received On : 13.02.2017 09:03
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 13.02 .2017

ტელევიზია 

1 2.02.2017

არხი:           ტელეკომპანია бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ

გადაცემა: მთავარი ამბები 21:00

თემა, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში წლებია ერთი და იგივე მიზეზით ხვდება - სოციალურად დაუცველი ოჯახი, სოციალურად დაუცველის სტატუსის გარეშე. ამ შემთხვევაში ოჯახის სარეიტინგო ქულა მიწის ნაკვეთმა გაზარდა. სხვადასხვა მიზეზით ბოლო ორ წელიწადში ქედის მუნიციპალიტეტში დახმარება 150 ოჯახს მოეხსნა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4254825

---

 

1 2.02.2017

არხი:           бѓўбѓ• პირველი

გადაცემა: დღის ამბები 16:00

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი იმ წესის ცვლილებების შესახებ, რომელიც მუდმივი საცხოვრებლის არმქონე ადამიანებისთვის სოციალური შემწეობის მიღებას ზღუდავს. სარჩელი სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა შეიტანა. მოსარჩელე ასაჩივრებს წესს, რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღებისთვის აუცილებელია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4254759

---

 

1 1.02.2017

არხი:           რუსთავი 2  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ბიზნესკურიერი

200 000-მდე დაზღვეულმა 1 მარტიდან შესაძლოა სამედიცინო მომსახურება ვეღარ მიიღოს, რადგან მათი კერძო პოლისები საყოველთაო ჯანდაცვაზეა დაშენებული და მთავრობა, მათ ამ პროგრამაზე წვდომას უუქმებს. ეს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსაც შეეხება, რადგან მათი კორპორატიული დაზღვევა, სწორედ საყოველთაო ჯანდაცვაზეა დაშენებული. უკეთეს სერვისს მიიღებს 120 000-მდე პირი, ვინც სამსახური დაკარგა და შესაბამისად კორპორატიული დაზღვევაც, შედეგად კი ჯანდაცვის მინიმალური პაკეტით სარგებლობდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4252717

---

 

1 2.02.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: ბიზნესკურიერი

შრომითი უფლებების დარღვევა. ბაკურიანში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს თანამშრომელთა საცხოვრებელი სხვენშია განთავსებული, სადაც გაუსაძლისი პირობებია. ქეთევან გელაშვილი ხაშურში ცხოვრობს, ის სეზონზე ბაკურიანში მიდის, რომ დასაქმდეს. (პირველი ბლოკი)

გადაცემის სტუმარია შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია (მეორე ბლოკი)

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4252609

---

 

12.02.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: ბიზნესკურიერი

სამუშაო პირობების დაცვაზე საუბარი საარჩევნო პლატფორმაში კი მომგებიანია, თუმცა, რეალურად თავის ატკივება მთავრობას არ უღირს და შრომის ინსპექციაც, ჩანს პლატფორმის ნაწილია, რადგან მისი ეფექტურობა 0-თან ახლოა, აცხადებენ პროფკავშირები. ამ კვირაში სავაჭრო ქსელ "ფრესკოს" თანამშრომლებმა ითხოვეს შველა სოციალურ ქსელში, რასაც მედიაც გამოეხმაურა და ამ ფონზე შრომის სამინისტრო კომპანიაში შევიდა, თუმცა, ისტორიაც აქვე დასრულდა. მინისტრმა განაცხადა, თანამშრომლებმა პროტესტი არ დაადასტურესო და მათი ინტერნეტ აქციაც ფიქციად ჩაითვალა. დამსაქმებელთა ასოციაციაც ამას კვერს უკრავს, პროფკავშირები კი ამბობენ, რომ ფიქცია, შრომის ინსპექციაა და სხვა ფინალი ამ ისტორიას ვერ ექნებოდა. დავით სერგეენკო: "ფრესკოს შემთხვევამ დაგვაინტერესა და ვნახეთ. არც ერთმა თანამშრომელდა შემთხვევა არ დაადასტურა". "ფურშეტის" თანამშრომლები ამ წუთებში აქციას მართავენ. აქციას "ფრესკოს" თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4252607

---

 

12.02.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: ბიზნესკურიერი

კოლექტიური აქციები და მთავრობის ჩართვა, ორივე ეს ფაქტორი დაფიქსირდა ზესტაფონის ფეროში 2013 წელს. შედეგად, კომპანია ზეგანაკვეთურ შრომასაც ანაზღაურებს. ლარის ვარდნის პასუხად ხელფასსაც ზრდის და სამედიცინო დაზღვევასაც ყიდულობს. იაფი არ ჯდება, თუმცა, კომპანიას უღირს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4252610

---

 

1 1.02.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ბიზნეს კონტაქტი 12:30

ფრესკო, ბიბლუსი ად შესაძლოა ამ ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე ბიზნესსუბიექტი დაემატოს. ამ კვირაში დასაქმებულთა შეტევა დამსაქმებლებზე სკანდალურ დაპირისპირებებში გადაიზარდა. ბიბლუსისა და ფრესკოს გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ. ისინი დამსაქმებლებს უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებენ და ზეგანაკვეთურ შრომას ედავებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დასაქმების ადგილებზე გადაცდომები არ გამოვლენილა. სამინისტროში განმარტავენ, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება ბიზნესსექტორისთვის სახიფათოა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4253236

---

 

1 1.02.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ხათუნა ჯაბუა ყურაშვილს 3 წლიანი ავადმყოფობის შედეგად ძვლების მეტასტაზური დაზიანება განუვითარდა სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა გერმანიაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4253285

---

 

10.02.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 16:00

ჯანდაცვის სამინისტროში შრომითი უფლებების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელიც მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. ერთ-ერთი განსახილველი თემა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები იყო. საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში სხვადასხვა კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის საკითხებს. სამმხრივი კომისიის სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ ფორმატში შეხვედრების მიზანი დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4251481

მაესტრო - კონტაქტი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4252256

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4250966

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4252336

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4251091

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4251706

---

 

10.02.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი უფლებების საკითხი შესაძლოა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეისწავლოს. განცხადება დავით სერგეენკომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე გააკეთა. მინისტრის განცხადებით, უწყება საკითხზე წერილობითი მიმართვის შემთხვევაში იმსჯელებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4251307

---

 

10.02.2017

არხი:           бѓўбѓ• პირველი

გადაცემა: ბიზნეს კონტრაქტი 18:30

"თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული; მისი მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე და მოემსახუროს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი სტრუქტურებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლობის საერთაშორისო პრეცედენტები", - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სახელმწიფო კანცელარიაში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ეფექტურობის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმღვანელი პირები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4252142

---

 

10.02.2017

არხი:           бѓўбѓ• პირველი

გადაცემა: ბიზნეს კონტრაქტი 15:00

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ჯანდაცვის რეფორმის შედეგების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. როგორ გავიგოთ, გაუმჯობესდა თუ არა მოსახლეობის ჯანმრთელობა, თუკი კვლევებს არ ვატარებთ და არაფერს ვზომავთ? - ეს არის კითხვა, რომელიც ჯანდაცვის ანალიტიკოსებს ყევლაზე მეტად აწუხებთ და თემა, რომელიც ყოველთვის მსჯელობის მიღმა რჩება, როდესაც საქმე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და პოლიტიკოსებთან ერთად მის განხილვას ეხება. გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სპეციალისტი დავით გზირიშვილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4251209

---

 

10.02.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: ეკონომეტრი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის: მარტიდან საყოველთაო და კერძო დაზღვევის პაკეტები გაიმიჯნება და კერძო დაზღვევის მფლობელები საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტით ვეღარ ისარგებლებენ. რა ეფექტი ექნება არსებულ ცვლილებას როგორც ბენეფიციარებზე ისე სახელმწიფო ბიუჯეტზე? თემაზე, "ეკონომეტრის" სტუმარია, სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი გიგოლაშვილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4251659

---

 

10.02.2017

არხი:           პალიტრა бѓўбѓ•

გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ პირველად მოხდება საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულის განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ცვლილებების შედეგად, 2013 წლის 1 ივლისიდან დღემდე 120 000-მდე პირს, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით, მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო პაკეტის მომხმარებელი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4251452

---

 

10.02.2017

არხი: бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ     

გადაცემა: ბიზნეს კონტაქტი 12:30

საყიოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის, რომელიც მთავრობის სხდომაზე უკვე დამტკიცდა. ცვლილებების თანახმად 2013 წლის1 ილისისი შემდეგ პირველად მოხდება საყოველთა და კერძო პაკეტების გამიჯვნა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, შესაძლებელი გახდა მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ. ვის რომელი ჯანდაცვის პაკეტი შეხვდება 1 ივლისიდა, რამდენად სამართლიანად და ეფექტურად მოუტანს ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ბენეფიტებს.? თემაზე სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი საუბრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4250717

---

 

10.02.2017

არხი:           бѓўбѓ• პირველი

გადაცემა: დღის ამბები 16:00

დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა. "ბიბლუსის" თანამშრომლეთა ვიდეო მიმრთვა, რომლითაც მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ. "ბიბლუსამდე" იყო "ფრესკო". ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმრები არიან აკაკი ზოიძე, გიორგი კაპანაძე, ირაკლი გაგნიძე, გოჩა ალექსანდრია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4251387

---

 

10.02.2017

არხი: бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ     

გადაცემა: ბიზნეს კონტაქტი 12:30

"ფრესკოს" შემდეგ უკვე "ბიბლუსი". რა ხდება დასაქმების ადგილებზე. წიგნის მაღაზიათა ქსელის "ბიბლუსის" განთავისუფლებული თანამშრომლები მენეჯმენტის წინააღმდეგ საჩივარს ამზადებენ და დავის გაგრძელებას სასამართლოს გზით აპირებენ. ბიბლუსის ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია კი ირწმუნება, რომ დარღვევები არც ფრესკოში დაფიქსირდა და ფრესკოს არცერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. ბიზნეს სექტორი ბოლო დღეებში აგორებულ კამპანიას შავ პიარს უკავშირებს. საქართველოს დამსაქმებელთა ასიციაციაში აცხადებენ, რომ დასაქმების ადგილებზე გადაცდომები ვერ გამოავლინა შრომის ინსპექციამ, შესაბამისად დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება ბიზნეს სექტორისთვის სახიფათოა"

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4250822

---

 

10.02.2017

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 15:00

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოჯახში ძალადობა რთული პრობლემაა - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ოკუპირებულ რეგიონებში ქალთა და ბავშვთა უფლებების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. უჩა ნანუაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევებზე არ არის სამართალდამცველი ორგანოების შესაბამისი რეაგირება. ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში ქალებსა და ბავშვებს გაუმართავი სამედიცინო სერვისებით უწევს სარგებლობა. ასევე აქვთ გადაადგილების პრობლემა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ანგარიშისთვის სახალხო დამცველს ინფორმაცია კონფლიქტურ რეგიონებში მდებარე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და საკონტაქტო პირებმა მიაწოდეს. ანგარიში ბოლო ორი წლის პერიოდს მოიცავს და ის პირველად ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4251512

---

 

 

 

ინტერნეტი

13.02.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=47868&cat_id=5

პარლამენტი „თამბაქოს შესახებ კანონის" გამკაცრებას ზაფხულამდე აპირებს - „კანონპროექტი მნიშვნელოვანი და ჩვენ მას აუცილებლად მივიღებთ"

შვილად აყვანა, თამბაქოს კონტროლი და ნარკოპოლიტიკა - ეს ის 3 პრიორიტეტული კანონპროექტია, რომლებსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში წარადგენს. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, ამასთან, კომიტეტს აპრილის ბოლოს უკვე მზად ექნება 4-წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება, თუ როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სისტემა როგორც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ასევე შრომითი ურთიერთობების მხრივ. „პირველი საკითხი, რომლის განხილვაც უკვე დაწყებულია, ეს არის შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ კანონპროექტების პაკეტი. გარდა ამისა, ვაპირებთ თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების შემოტანას. ასევე, იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიების დასრულებამდე შევიტანთ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტსაც", - განაცხადა ზოიძემ. მისივე განცხადებით, თამბაქოს შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, კაფეებსა და რესტორნებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას. „აქციზის ზრდა და თამბაქოს გაძვირება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თამბაქოს მოხმარება რეალურად შევამციროთ. საჭიროა, მისი მოხმარების აკრძალვა, კანონპროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მას აუცილებლად მივიღებთ. როდესაც ანალოგიური კანონმდებლობა წარმატებით განხორციელდა რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, სირცხვილია, ეს ჩვენ არ გავაკეთოთ, სირცხვილია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება. შესაბამისად, ამას გამოვასწორებთ, რასაც საზოგადოება ნამდვილად დადებითად მიიღებს", - განუცხადა „კომერსანტს" ზოიძემ. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, მის მიმართს სისხლის სამართლის სასჯელი არ უნდა მოქმედებდეს. „მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლეგალიზაცია მოხდება. პირიქით, გამკარცდება შენახვაზე და სააფთიქო ნარკომანიაზე სასჯელი. ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ უნდა იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელი", - დასძინა ზოიძემ. გარდა აღნიშნული კანონპროექტებისა, ზოიძის განცხადებით 2 თვის განმავლობაში კომიტეტი აქტიურად იმუშავებს გრძელვადიანი პოლიტიკის და ამოცანების განსაზღვრაზე როგორც ჯანდაცვის, ისევე სოციალური დაცვისა და შრომითი ურთიერთობის შესახებ. „შეიქმნება მოდელი და ამ მოდელიდან გამომდინარე გავაკეთებთ 4-წლიან სამოქმედო გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი საკანონმდებლო ინიციატივები. დოკუმენტი მზად აპრილის ბოლოს გვეგნება", - განუცხადა ზოიძემ „კომერსანტს". აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კანონის გამკაცრებსა და აკრძალვების დაწესებას ეხება, წინა მოწვევს პარლამენტიც იხილავდა, თუმცა მისი მიღება ვერ მოხდა. რამდენად შეძლებს ამჯერად მაინც პარლამენტი აღნიშნული კანონის მიღებას და რეალურად, გამკაცრდება თუ არა თამბაქოს მოხმარების წესები, რამდენიმე თვეში გაირკვევა.

---

 

11.02.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/27468/furshet-jorjias-yofilma-tanamshromlebma-ori-tvis-khelfasis-anazghaurebis-motkhovnit-aqtsia-gamartes

„ფურშეტ ჯორჯიას“ ყოფილმა თანამშრომლებმა ორი თვის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს

სუპერმარკეტების ქსელ „ფურშეტ ჯორჯიას“ ყოფილი бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ›бѓЁбѓ бѓќбѓ›бѓљбѓ”бѓ‘бѓ›бѓђ  ორი თვის ხელფასის ანაზღაურების  მოთხოვნით бѓЎбѓђбѓћбѓ бѓќбѓўбѓ”бѓЎбѓўбѓќ აქცია бѓ’бѓђбѓ›бѓђбѓ бѓ—бѓ”бѓЎ. ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ ინფორმაციას „რუსთავი 2“ бѓђбѓ•бѓ бѓЄбѓ”бѓљбѓ”бѓ‘бѓЎ.  აქციის მონაწილეები бѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ, бѓ бѓќбѓ› კომპანიის,  „ფურშეტ ჯორჯიას“  бѓ“бѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ•бѓђбѓ›бѓ“бѓ” ორი თვის განმავლობაში бѓЈбѓ®бѓ”бѓљбѓ¤бѓђбѓЎбѓќбѓ“ бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ‘бѓ“бѓњбѓ”бѓњ.  მათი თქმით, კომპანია бѓђбѓ бѓ¦бѓ•бѓ”бѓќбѓ“бѓђ თანამშრომლების შრომითი бѓЈбѓ¤бѓљбѓ”бѓ‘бѓ”бѓ‘бѓЎбѓђбѓЄ. აქციის სოლიდარობის ნიშნად „ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლებიც бѓЁбѓЈбѓ”бѓ бѓ—бѓ“бѓњбѓ”бѓњ.  „ფურშეტ ჯორჯიას“  ყოფილი თანამშრომლები бѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ, бѓ бѓќбѓ› бѓ—бѓЈ კომპანია бѓ›бѓђбѓ— бѓ›бѓќбѓ—бѓ®бѓќбѓ•бѓњбѓ”бѓ‘бѓЎ бѓђбѓ  დააკმაყოფილებს სასამართლოში бѓЎбѓђбѓ бѓ©бѓ”бѓљбѓЎ შეიტანენ.

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/418404-davith-sergeenkom-socialuri-partniorobis-sammkhrivi-komisiis-skhdoma-gakhsna.html?ar=A

დავით სერგეენკომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გახსნა

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მესამე შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა გახსნაზე შრომითი უსაფრთხოებისთვის მარეგულირებელი ორგანოების როლზე და სისტემის გამართული მუშაობისთვის კომისიის ფუნქციაზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შრომის ინსპექციის მოვალეობას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების შეფასება წარმოადგენს და არა უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება. ამ მიმართულებით მონიტორინგის განხორციელება სხვადასხვა უწყების, მათ შორის ეკონომიკის, შსს-ს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ან კონკრეტული კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურებს ევალება. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქცენტის გადატანა მინდა შრომითი ინსპექციიდან სხვა მიმართულებებზე. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება ექვსივე რგოლს სჭირდება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და არა მისი ერთ-ერთი რგოლის კრიტიკით შემოვიფარგლოთ“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. სხდომაზე კოლექტიურ შრომით დავებში ჩართულ მედიატორთა დამტკიცების საკითხები, ასევე შრომის სამართლიან პირობებზე ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლებისა და პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობები განიხილეს. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამავე შეთანხმების 30-ე დანართით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელა. სხდომაზე განსახლილველად შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტი იყო წარდგენილი. საქართველოში საპენსიო სისტემის რეფორმირებაზე ინიციატივა პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წარადგინა. სათათბირო ორგანომ სხვა რიგგარეშე საკითხები განიხილა. სამმხრივი კომისიის სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ როსებაშვილი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დაესწრნენ. სამმხრივი კომისიის ფუნქციას დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვა წარმოადგენს. ბოლო შეხვედრა გასული წლის 11 აპრილს შედგა.

ექსპრესნიუს.ჯი-http://epn.ge/?id=40001

პირველინიუს.ჯი- http://1news.ge/index.php?id=10125

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/27454/raze-msjeloben-sotsialuri-partniorebi-sammkhrivi-komisiis-shekhvedraze

რაზე მსჯელობენ სოციალური პარტნიორები სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შეკრება დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს. კომისიას პრემიერ-მინისტრის მაგივრად, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. მონაწილეობენ დამსაქმებლები, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები. ასევე დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ კორძახია. დავით სერგეენკომ კომისიის გახსნაზე მოკლედ ისაუბრა, კონკრეტულად, რა საკითხებს განიხილავენ დღეს. მისი განმარტებით, მართალია, საზოგადოების ყურადღება მაქსიმალურადაა მიპყრობილი შრომის ინსპექციის მუშაობაზე: “თუმცა, თუ შრომითი უფლებების პოლიტიკის გამართულ მუშაობაზე ვისაუბრებთ, კონკრეტულ შემთხვევებზე საუბარს, ჯობია, ვიმსჯელოთ, როგორ უნდა იყოს მთლიანად სისტემა გამართული. და ეს სისტემა მხოლოდ შრომის ინსპექცია არაა. ესაა 6-ეშელონიანი იერარქია, რომელშიც ინსპექციის გარდა, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, პროფესიული დაავადებების შემსწავლელი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუნიციპალიტეტები არიან ჩართულები და პასუხიმგებები. პრობლემის მოსაგვარებლად, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ”. შესავალი სიტყვის შემდეგ, კომისიის შეხვედრა მედიისთვის დაიხურა. თუმცა, ჟურნალისტებს, საშუალება ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ მათ წევრებს. დავით სერგეენკომ მედიის წარმომადგენლების შეკითხვებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, „აზოტის ქარხნიდან“ გათავისუფლებულებს და სახელმწიფო მედიაციას ეხებოდა, უპასუხა. “აზოტის შრომით დავას რაც ეხება, მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ჩართულია, დიალოგი კანონიერ ფარგლებში წარიმართოს და აქციების ფორმატიდან უფრო მშვიდ გარემოში გადაინაცვლოს. ვიცი, რომ არის გარკვეული შეთანხმებები კომპანიისგან, თუ მეორე მხარეს ეს არ მოეწონება, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ”, - განაცხადა მინისტრმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებზე სერგეენკომ თქვა, რომ დეტალებში გარკვეული არაა, თუმცა, იცის, რომ შიდა პოლიტიკაზე მსჯელობს სამეთვალყურეო საბჭო და მისი დირექტორი და თუ დაგეგმილი ცვლილებებით, დაირღვევა თანამშრომელთა უფლებები, შეუძლიათ, მათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის დაწყებისთვის, შემდეგ კი, სასამართლოს. ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა დამსაქმებელთა ასოციაციების ხელმძღვანელმა, მიხეილ კორძახიამაც. მან ახსენა “ბიბლუსის” და “ფრესკოს” თანამშრომლების მიერ გავრცელებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, სწრაფად მოახდინა რეაგირება, შეამოწმა და აღნიშნული ფაქტეები, რაც იძულებით შრომას ეხებოდა, არ დადასტურდა. თუმცა, შეკითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა ასეთი ბრალდებების შესწავლა „ფრესკოს“ მხოლოდ ერთი მაღაზიის, რამდენიმესაათიანი მონიტორინგის შედეგად, კორძახიამ აღნიშნა, რომ ეს მისი პრეროგატივა არაა, ის არ იცნობს ამ შემოწმების დეტალებს და ამ შემთხვევაში, ენდობა ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნას. დასაქმების ასოციაციების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე. თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან, სადაც საუბარია შრომითი პირობების შემოწმების შემდეგ, გარკვეული სანქციების დაკისრებაზე კერძო ბიზნესისთვის და პლუს, ნებაყოფლობითი შემოწმების სისტემის გაუქმებას, ასოციაციას სერიოზული შენიშვნები აქვს: „დღეს ამ შენიშვნებს სამინიტროს წარვუდგენთ, რადგან გარკვეული მუხლები ბიზნესს საფრთეს უქმნის და ეს არაა კარგი”. სამხრივ კომისიას ესწრება პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილიც. მან დავით სერგეენკოს კომენტარს უპასუხა: „მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს შრომითი უფლებების პოლიტიკაზე სისტემურად უნდა ვისაუბროთ. ცუდია, რომ დღეს თავს არიდებენ „აზოტის ქარხანაში“, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, „ბიბლუსსა“ და „ფრესკოში“ მიმდინარე მოვლენების განხილვას თავს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელწმფო ითვალისწინებს კერძო სექტორის მოსაზრებებს და თავს არიდებს რეალურ პრობლემებს“. რაც შეეხება „ფრესკოს“ შემოწმების საკითხს, „ლიბერალი" კომისიის ერთ-ერთ წევრს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლევან ჟორჟოლიანს ესაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მოკვლევა ჩაატარა და „ფრესკოს“ ერთ-ერთ მაღაზიაში იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესასწავლად მონიტორები შეუშვა. დეპარტამენტმა ადგილზე იძულებითი შრომის შემთხვევები ვერ დააფიქსირა და ამის შესახებ, იმავე დღეს მინისტრმა, დავით სერგეენკომაც განაცხად, რომ „ფრესკოს“ თანამშრომლებმა არ დაადასტურეს ხელმძღვანელობის მიმართ გავრცელებული ბრალდებები. ლევან ჟორჟოლიანი იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომლის მანდატიცაა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების შესწავლა. შეკითხვაზე, რა პრინციპით შეამოწმეს მაღაზია და ვის გაესაუბრნენ, ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მონიტორები მთელი დღის განმავლობაში „ფრესკოს“ ერთ მაღაზიაში იმყოფებოდნენ, სადაც 10-ზე მეტ თანამშრომელს შეავსებინეს სპეციალური ბლანკები, ასევე ჩაატარეს მათთან ინტერვიუები, შემდეგ კი, გადაინაცვლეს სათავო ოფისში, სადაც შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, შეისწავლეს რამდენიმე თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულება: „ეს არის მონიტორინგის პროცედურები. სწორედ ამის საფუძველზე დასაქმების ადგილზე იძულებითი შრომის შემთხვევები არ გამოგვივლენია", - ამბობს ჟორჟოლიანი.

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/60572-davit-sergeenko-shromis-inspeqciis-movaleoba-utsyveti-monitoringis-gankhorcieleba-araa

დავით სერგეენკო: შრომის ინსპექციის მოვალეობა უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება არაა

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მესამე შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა და შრომითი უსაფრთხოებისთვის მარეგულირებელი ორგანოების როლზე და სისტემის გამართული მუშაობისთვის კომისიის ფუნქციაზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შრომის ინსპექციის მოვალეობას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების შეფასება წარმოადგენს და არა უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება. ამ მიმართულებით მონიტორინგის განხორციელება სხვადასხვა უწყების, მათ შორის - ეკონომიკის, შსს-ს, ადგილობრივი მუნიციპალტეტის, ან კონკრეტული კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურებს ევალება. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქცენტის გადატანა მინდა შრომითი ინსპექციიდან სხვა მიმართულებებზე. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება ექვსივე რგოლს სჭირდება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და არა მისი ერთ-ერთი რგოლის კრიტიკით შემოვიფარგლოთ.“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. სხდომაზე კოლექტიურ შრომით დავებში ჩართულ მედიატორთა დამტკიცების საკითხები, ასევე შრომის სამართლიან პირობებზე ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლებისა და პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობები განიხილეს. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამავე შეთანხმების 30-ე დანართით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელა. სხდომაზე განსახლილველად შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტი იყო წარდგენილი. საქართველოში საპენსიო სისტემის რეფორმირებაზე ინიციატივა პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წარადგინა. სათათბირო ორგანომ სხვა რიგგარეშე საკითხები განიხილა. სამმხრივი კომისიის სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ როსებაშვილი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი დაესწრნენ. სამმხრივი კომისიის ფუნქციას დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვა წარმოადგენს. ბოლო შეხვედრა გასული წლის 11 აპრილს შედგა.

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://newpress.ge/ra-cvlilebebi-shedis-sayoveltao-jandacvis-programashi

რა ცვლილებები შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ საყოველთაო და კერძო პაკეტები პირველად გაიმიჯნება. კერძოდ, იმ 120 ათასამდე მოქალაქეს, ვისაც 2013 წლის 1 ივლისიდან დღემდე არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობდა, მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო, ანუ სრული პაკეტის მომხმარებელი. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებით, ე.წ. საბაზისო პაკეტით მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1 ივლისისა, ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები. ანუ ვინც ორმაგი - კერძო და საყოველთაო - დაფინანსებით სარგებლობდა, გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი. ამასთან, ბენეფიციართათვის პირობების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, დადგენილების ამოქმედებამდე საბაზისო ან მინიმალური პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა, ანაზღაურდება იმავე პაკეტის შესაბამისად, რომლითაც დაიწყო მომსახურება, ხოლო გეგმურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი იმოქმედებს ვადის ამოწურვამდე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებები გუშინ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/67270/#sthash.0IytdwLj.Pbstk6HO.dpbs

რატომ არ აძლევს მთავრობა სოციალურ შემწეობას უსახლკაროებს

ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სოციალურ შემწეობას ვერ იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადების დარეგისტრირებასა და დეკლარაციის შევსებაზე უარს ეუბნება, რადგან ვლადიმერი უსახლკაროა. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ სავალდებულო მოთხოვნაა შემწეობის მისაღებად. ვლადიმერ ჩიტაიას სარჩელი წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო. „კანონმდებლობაში არსად წერია განმარტება, რა იგულისხმება „მუდმივ საცხოვრებელ ადგილში“. შესაბამისად, არსებობს განსხვავებული პრაქტიკა. უსახლკარო ადამიანები სოციალურ შემწეობას ძირითადად ვერ იღებენ, რადგან ისინი ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს“, – გვიყვება ლინა ღვინიანიძე, მოსარჩელის ინტერესების დამცველი „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრიდან“. „ბათუმელები“ ეცადა გაერკვია, რა პრაქტიკაა ამ კუთხით ბათუმში. „უსახლკარო თუა, მერიას უნდა მიმართონ და მოიძიონ სახლ-კარი. ქუჩაში დეკლარაცია არ ივსება“, – გვითხრა თემურ ქარცივაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა. მისი განმარტებით, თუკი ადამიანი სოციალური შემწეობის დანიშვნის დროს აღარ ცხოვრობს იქ, სადაც აგენტმა მონაცემები შეავსო, დეკლარაცია გაუქმებულად ჩაითვლება. თემურ ქარცივაძე მიიჩნევს, რომ უსახლკაროებზე, ამ შემთხვევაში, თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს, ხოლო „ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს არ აქვს უფლებამოსილება უსახლკაროებს სოციალური შემწეობა მისცეს.“ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს ვთხოვეთ, დაესახელებინა ის შემზღუდავი სამართლებრივი ნორმა, რაც სოციალური დაცვის სამინისტროს უსახლკაროებისთვის შემწეობის მიცემას უკრძალავს. „არ ვიცი, ეს იურისტებს ჰკითხეთ. თუ დაგვიწესებენ და სავალდებულო იქნება, მაგის მექანიზმიც შეიქმნება, რომ უსახლკარომ მიიღოს დახმარება“, – გვპასუხობს თემურ ქარცივაძე. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, ბათუმის მერიისგან 4567 ადამიანი მოითხოვდა საცხოვრებლის მიღებას. „ჩვენი სარჩელის მიზანი არის ის, რომ სახელმწიფომ შექმნას სისტემა, რომელიც ამ უთანასწორობას გამორიცხავს. თავდაპირველად საჭიროა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც ქუჩაში დარჩენილ ადამიანს შემწეობის მიცემაზე უარს ეუბნება“, – ამბობს იურისტი ლინა ღვინიანიძე. სარჩელის მიხედვით, არსებული რეგულაცია სხვადასხვა მუხლთან ერთად არღვევს „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-14 მუხლს, სადაც წერია, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორი „განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა“.

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi/qalta-da-bavshvta-uflebebi-konfliqtebit-dazaralebul-regionebshi-2014-2016-wlebis-mimoxilva.page

ქალთა და ბავშვთა უფლებები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში (2014-2016 წლების მიმოხილვა)

ანგარიში მიმოიხილავს ქალთა бѓ“бѓђ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ უფლებრივ бѓ›бѓ“бѓ’бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ бѓђбѓ¤бѓ®бѓђбѓ–бѓ”бѓ—бѓЎбѓђ бѓ“бѓђ ცხინვალის რეგიონში 2014-2016 წლებში. бѓђбѓ› რეგიონებში მცირეა იმ бѓђбѓ бѓђбѓЎбѓђбѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓќ ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ქალთა бѓ“бѓђ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ бѓЈбѓ¤бѓљбѓ”бѓ‘бѓ”бѓ‘бѓ–бѓ” бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ‘бѓ”бѓњ, бѓђбѓ  бѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი бѓ“бѓђ бѓ™бѓ•бѓљбѓ”бѓ•бѓђ. бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ დამცველის კვლევის бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“ გამოვლინდა, бѓ бѓќбѓ› აფხაზეთისა бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ›бѓ®бѓ бѓ”бѓ— ოსეთის საზოგადოებებში ოჯახში бѓ«бѓђбѓљбѓђбѓ“бѓќбѓ‘бѓђ бѓ”бѓ бѓ—-бѓ”бѓ бѓ— бѓ бѓ—бѓЈбѓљ бѓ“бѓђ, бѓђбѓ›бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ, бѓ“бѓђбѓ¤бѓђбѓ бѓЈбѓљ бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђбѓЎ бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ. პრობლემურია აფხაზეთში 2016 წლის დასაწყისში აბორტის бѓђбѓ™бѓ бѓ«бѓђбѓљбѓ•бѓђбѓЄ, რომელიც, бѓЎбѓђбѓ•бѓђбѓ бѓђбѓЈбѓ“бѓќбѓ“, თვითნებური აბორტების რიცხვის бѓ–бѓ бѓ“бѓђбѓЎ გამოიწვევს, бѓ бѓђбѓЄ სახიფათოა ქალის სიცოცხლისა бѓ“бѓђ ჯანმრთელობისათვის. კონფლიქტურ რეგიონებში бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ უფლებების бѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђ ძირითადად ადგილობრივი бѓ“бѓђ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედადაა დარჩენილი. ბავშვებისათვის ჯანდაცვის სერვისების კუთხით სერიოზული პრობლემებია გალის რაიონშიც, რომლის საავადმყოფოებშიც бѓЎбѓђбѓ”бѓ бѓ—бѓќбѓ“ бѓђбѓ  ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება. კვლევაში бѓ“бѓ”бѓўбѓђбѓљбѓЈбѓ бѓђбѓ“ არის განხილული ბავშვების დოკუმენტაციის бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђ, ძირითადად გალის რაიონში, бѓ бѓђбѓЄ бѓђбѓ¤бѓ”бѓ бѓ®бѓ”бѓ‘бѓЎ бѓ›бѓђбѓ— თავისუფალ გადაადგილებას бѓ“бѓђ ქმნის  бѓЇбѓђбѓњбѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђбѓ–бѓ” бѓ“бѓђ бѓЎбѓ®бѓ•бѓђ სერვისებზე ხელმისაწვდომობის бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђбѓЎ. ანგარიშში მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/27451/bavshvta-uflebebi-konfliqtur-regionebshi-mdgomareoba-isetivea-rogorts-danarchen-saqartveloshi

ბავშვთა უფლებები კონფლიქტურ რეგიონებში: „მდგომარეობა ისეთივეა, როგორც დანარჩენ საქართველოში“

საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა ანგარიში „ქალთა და ბავშვთა უფლებები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში“.ანგარიშში მიმოხილულია 2014-2016 წლები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ზოგადი შეფასებით, ბავშვთა უფლებების მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდგომარეობა ისეთივეა, როგორც დანარჩენ საქართველოში. ზოგადი პრობლემები მოიცავს ბავშვთა სიღარიბეს, ბავშვთა მიმართ ძალადობას, სკოლამდელი განათლების და შშმ ბავშვთა სპეციალური მოვლის დაწესებულებების არასაკმარის რაოდენობას, ფინანსური სახსრების არ არსებობას და აშ. „უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკეთესი მდგომარეობა ფიქსირდება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. მაგალითად, ამ რეგიონებში თითქმის არ არიან ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვები. აფხაზეთში არ არის დიდი ზომის ბავშვთა ზრუნვის ინსტიტუციები და დაობლებულ ბავშვებზე ზრუნვას, როგორც წესი, ახლო ნათესავები კისრულობენ“.- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. ბავშვთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება სამხრეთ ოსეთი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავი სამდეიცინო ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაციის დაბალი დონე, მაღალი ფასები ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვთა ჯანმრთელობაზე. სამხრეთ ოსეთში რამდენიმე საავადმყოფო გარემონტდა, მაგრამ მათ ძრითადად პირველადი დახმარებისთვის აკითხავენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ვლადიკავკზსა და თბილისში მიდის სამკურნალოდ. „არაოფიციალური მონაცემებით, ქალთა 99% ვლადიკავკაზში მიდის სამშობიაროდ, უკეთესი პირობებისა და აღჭურვილობის გარდა, რუსეთის ფედერაცია ყოველ ახალშობილზე ფულად დახმარებასაც გასცემს“. აფხაზეთი: ანგარიშის მიხედვით აღნიშნულია, რომ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა აფხაზეთში, რომ გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და „ვორლდ ვიჟენის“ დახმარებით აფხაზეთში რეგულარულად ხორციელდება ბავშვთა ვაქცინაცია და ტარდება ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები (ექიმების, ექთნების, ფსიქოლოგების, მასწავლებლების, პოლიციელების). გაეროს ბავშვთა ფონდმა რაიონულ საავადმყოფოებს, სამშობიაროებსა და სოფლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა მცირე ზომის სამედიცინო დანადგარები და მასალები. „საქათველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში აფხაზურ მხარეს გადაეცა სასწრაფო დახმარების მანქანები, სხვადასხვა აღჭურვილობა და სამედიცინო დანიშნულების ნივთები, ტუბერკულოზისა და დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები“. ამასთან იმ პირებს, რომ რომლებსაც აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩართულნი არიან სამხელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში, ხოლო ვისაც არ აქვთ, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში. ანგარიშში აღნიშნულია,რომ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის მაღალი. აფხაზი ექიმების შეფასებით „ბავშვთა სტაციონარული დახმარება დაბალ პროფესიულ დონეზე იმყოფება“, გალის რაიონში კი საავადმყოფოებში საერთოდ არ ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება. ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება ასევე არ არის ზუგდიდში და მძიმე პაციენტები ძირითადად გადაჰყავთ ქუთაისსა და თბილისში. „2011 წლიდან, აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების მანქანას ენგურის ხიდზე აღარ ატარებენ. პაციენტებს გამშვებ პუნქტებზე უწევთ სასწრაფო დახმარების მანქანების შეცვლა. ხოლო ღამის საათებში, როდესაც გამშვები პუნქტები დაკეტილია (20:00 საათიდან 07:00 საათამდე), პაციენტთა გადაყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება გალის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან პირადი შეთანხმებით, ან სულაც მალულად, შემოვლითი გზებით“. - ნათქვამია ანგარიშში. პრობლემას ქმნის გადაადგილებისათვის საჭირო დოკუმენტების არ ქონა. აფხაზური პასპორტი ან ფორმა N9-ის არქონის შემთხვევაში მათ ესაჭიროებათ გამყოფი ხაზის გადასაკვეთად გალის რაიონის მკვიდრთ აფხაზური პასპორტი ან ფორმა N9 ესაჭიროებათ, ხოლო აფხაზეთის დანარჩენ მკვიდრთ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გაცემული საშვები, რომელთა მიღებაც საგანგებო სიტუაციებში შეუძლებელია. „2016 წელს სახალხო დამცველს 3 შემთხვევის შესახებ აცნობეს, როდესაც შესაფერისი დოკუმენტების არ არსებობის გამო არასრულწლოვანი პაციენტები შემოვლითი გზებით კვეთენ გამყოფ ხაზს და ამისთვის 2-3 დღეს გამყოფი ხაზის სოფლებში ყოვნდებიან, რათა შესაფერისი დრო მოძებნონ გამყოფ ხაზზე გადასასვლელად (როდესაც რუსი მესაზღვრეები ადგილზე არ იმყოფებიან). გალის მკვიდრთა განცხადებით, ასეთი ასეულობით შემთხვევაა და ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გართულებით მთავრდება“. ბავშვთა სიღარიბე: სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ უღარიბესი ბავშვები არიან მრავალშვილიანი ოჯახებიდან, ცხოვრობენ არასათანადო პირობებში, ოჯახის წევრებს არ აქვთ მოწესრიგებული დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ იღებენ ა განათლებას და ვერ ერთვებიან ჯანდაცვის პროგრამებში. 2014 წელს, დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონში გაცემული ე.წ. აფხაზური პასპორტების ანულირება მოახდინა, დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის მოსახლეობა, რომელიც განაცხადებს, რომ ფლობს საქართველოს მოქალაქეობას, მიიღებს ბინადრობის ნებართვას. ამ დრომდე, ბინადრობის მოწმობების გაცემა არ დაწყებულა, ვისაც აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება სურს, უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2016 წელს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილს კვლავ ფორმა N9 დაურიგდა გამყოფი ხაზის გადასაკვეთად. დოკუმენტაცია და მასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევები: ბავშვზე, რომლის თუნდაც ერთ მშობელსაც არ აქვს აფხაზური პასპორტი, არ გაიცემა დაბადების მოწმობა და შესაბამისად, არც პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. დოკუმენტების არქონის გამო კი ადგილობრივები ვერ ახერხებენ გამყოფ ხაზზე გადმოსვლას და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებას. ამიტომ მათ არ გააჩნიათ საჭირო საბუთები თავიანთი უფლებების რეალიზებისთვის, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების და ჯანმრთელობის უფლება და სხვა. ბავშვთა უსაფრთხოების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის საკითხები: ბავშვთა დაკავებების მთავარი მოტივი აფხაზეთში არის შესაბამისი დოკუმენტების არქონა (აფხაზური პასპორტი, ფორმა N9). აღსანიშნავია, რომ 14 წლამდე ბავშვებზე ფორმა N9 და პასპორტი არ გაიცემა და მათი მიწერა ხდება მშობლის აფხაზურ პასპორტში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, როგორც წესი, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებლები არიან და მათ თავიანთი სოფლების განაპირას, ბაღებში თუ საძოვრებზე აკავებენ რუსი მესაზღვრეები. „სახალხო დამცველისათვის უფრო და უფრო მეტი შემთხვევის შესახებ ხდება ცნობილი, როდესაც რუსულ სამხედრო ბაზებზე ბავშვების დაკავების დროს არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საკვებისა და სასმელი წყლის 26 შეზღუდვის და ა.შ. ფაქტებს აქვს ადგილი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გალის რაიონის მკვიდრთა დაკავებების დროს“.-ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში. მშობლიურ ენაზე განათლების უფლება და ხარისხიანი განათლების პრობლემა: ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთში შემოიღეს რუსულ ენაზე სწავლება პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით და ყოველი მომდევნო პირველი კლასი, ასევე, რუსულ ენაზე დაიწყებს სწავლას. საბოლოოდ, 6 წელიწადში გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე, რომელიც წარმოადგენს ბავშვების მშობლიურ ენას, საშუალო განათლების მიღება შეწყდება. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში სხვა ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ საშუალება მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, მაშინ, როდესაც, ეთნიკურად ქართველებს იგივე უფლება არ გააჩნიათ, ან წლიდან წლამდე უფრო და უფრო ეზღუდებათ, რაც ცალსახად ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად უნდა შეფასდეს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულ ენაზე გადასვლამ მკვეთრად გააუარესა განათლების ხარისხი. „განათლების ხარისხის არასათანადო დონეზე მიუთითებს სტატისტიკაც: 2015 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გალის რაიონიდან 190 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი, გამოცდებზე მაღალი შედეგის გამო, მოიპოვა მხოლოდ 11-მა სტუდენტმა - რაც დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 6%-ს შეადგენს.79 ეს მაჩვენებელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 13%-ია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - 16%.80“. აფხაზეთთან შედარებით, განათლების მხრივ უკეთესი მდგომარეობაა სამხრეთ ოსეთში. ახალგორის რაიონში წინა წლის მგავსად 11 სკოლიდან 6 ქართულია, 5 რუსული და მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემა არა აქვთ, რადგან 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, სიტუაცია კარდინალურად არ შეცვლილა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ შორის, ბავშვები როგორც ქართული, ისე აფხაზური და ოსური საზოგადოებების ყველაზე უფრო მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან. აფხაზეთში იყო ცენტრები UNICEF-ისა და World Vision-ის მიერ არის შექმნილი და დაფინანსებული. ცენტრები ბავშვებს სთავაზობს ფიზიოთერაპიას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ლოგოპედის მომსახურებას და ა.შ. მათ მიერ გადამზადდა ამ ცენტრების 25 წარმომადგენელი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 272 ბავშვსა და მათ მშობლებს გაეწიათ საბაზისო მომსახურებები სამხრეთ ოსეთში, არანაირი სტატისტიკა არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების რაოდენობასა თუ საჭიროებებზე, აფხაზეთისგან განსხვავებით. ასევე სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კონფლიქურ რეჰიონებში შშმ ბავშვებზე ძალადობის ფაქტები. ასევე, სახლახო დამცველის ინფორმაციით, ახალგორის რაიონში მდებარე ბავშვთა სახლში ერთი შშმ ბავშვია, რომელიც ხშირად არის როგორც მასწავლებლების, ისე აღსაზრდელების მხრიდან დაცინვის, დამცირებისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: https://on.ge/story/7646-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-2016-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-1-5-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%90

ჯანდაცვის სამინისტროში 2016 წელს 1,5 მილიონზე მეტი პრემია და დანამატი გაიცა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2016 წელს, ანაზღაურების სახით, 4  273 742 ლარი გაიცა. ამ თანხის 63 პროცენტი - 2 678  329 ლარი თანამშრომლებისთვის გაცემული თანამდებობრივი სარგოა დარჩენილი 1 595  413 ლარი კი - პრემია და დანამატები. აღნიშნული ფინანსების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ სამინისტროდან გამოითხოვა. მინისტრის, დავით სერგეენკოს შემოსავალი გასულ წელს 75 ათასი ლარი იყო, საიდანაც 32 520 ლარი დანამატი იყო. სერგეენკომ ამ თანამდებობაზე ყოფნისას 326 ათას ლარზე მეტი გამოიმუშავა. ყველაზე მეტი შემოსავალი, 90 165 ლარი, მან 2013 წელს აიღო. ამ წელს მინისტრმა, ჯამში პრემიისა და დანამატის სახით, თანამდებობრივ სარგოზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2016 წელს მინისტრს სამი მოადგილე ჰყავდა, რომელთაც ჯამურად 215  285 ლარი გამოიმუშავეს, საიდანაც ნახევარზე მეტი, 117  365 ლარი, პრემია და დანამატია. სამმართველოების ხელმძღვანელებმა, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა და მათმა მოადგილეებმა, ჯამში, 1 541  155 ლარის ოდენობით ანაზღაურება აიღეს, საიდანაც ნახევარზე ნაკლები - 693 294 ლარი პრემია და დანამატია. უწყების სხვა თანამშრომლებმა 2 442  302 ლარი გამოიმუშავეს, საიდანაც თითქმის მესამედია (752 234 ლარი) პრემია და დანამატები. ბოლოს 5 წელში უწყებაში ყველაზე დიდი ოდენობით ანაზღაურება 2012 წელს გაიცა, ყველაზე ნაკლები - 2014-ში. ამავე პერიოდში უწყებაში გაცემული პრემიები და დანამატები არასდროს უსწრებდა თანამდებობრივი სარგოსთვის გადახდილ თანხებს. 2012 წელს ყველაზე მეტი პრემია გაიცა, თუმცა დანამატი საერთოდ არ გაცემულა. ამ წელს გაცემული პრემიის მოცულობა აღემატება ყოველ მომდევნო წელს გაცემული პრემიისა და დანამატის ჯამს. 2012 წლიდან უწყებაში გაცემული პრემიების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებდა, თუმცა დანამატები იზრდებოდა. 2016 წელს დანამატები პრემიებს თითქმის 3-ჯერ აღემატებოდა. ფოტო: Infogr.am გაიგეთ მეტი: ჯანდაცვის სამინისტრო, დავით სერგეენკო, პრემია, დანამატი

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=47804&cat_id=5

ჯანდაცვის რეფორმების ეფექტურობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული; მისი მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე და მოემსახუროს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი სტრუქტურებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლობის საერთაშორისო პრეცედენტები", - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სახელმწიფო კანცელარიაში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ეფექტურობის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმღვანელი პირები. შეხვედრაზე რეფორმის მიმდინარეობისა და მისი ეფექტურობის შესახებ ვრცლად ისაუბრა დავით სერგეენკომ. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეფორმის სამომავლო გამოწვევებზე. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელსაც ძალიან მალე ავამოქმედებთ. ის რეალურად ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის, აგრეთვე ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობის ამაღლებაზე," - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/172862/

სერგეენკო: საზმაუდან დათხოვილთა კოლექტიური შრომითი დავის შემთხვევაში ჩავერთვებით მოლაპარაკებებში

დავით სერგეენკო საზოგადოებრი მაუწყებელში მიმდინარე პროცესების აფასებს: “დღევანდელი შეხვედრის ფორმატში განხლული იქნება ყველა ეს საკითხი. რაც შეეხება პირადას ჩემს მოსაზრებას საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, ყველა დეტლში არ ვარ ჩახედული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პროცესი ვითარდება შემდეგნაირად, რომ არის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მსჯელობს ამ კომპანიის გამვითარებაზე, რამდენად ასრულებს თავის ამოცანებს და ის იღებს გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით. შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ ტელეკომპანიის პოლიტიკას გნსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო და მისი დირექტორი, თუმცა ჩვენ გვაქვს გარანტია იმისა, რომ იქ მომუშავე ადამიანების, როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლების უფლებები იქნება მაქსიმალურად კანონით დაცული. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ შრომის ინსპექცია ან შრომითი დავების მედიაცია არის რაღაც მოკლე ვადებში რადიკალური გადაწყვეტილებების მიმღები… სინამდვილეში, ამას თავისი პროცედურა აქვს; თუ [საზოგადოებრივი მაუწყებლიდან] გათავისუფლებული თანამშრომლები მოგვმართავნ და ამას მიენიჭება კვალიფიკაცია კოლექტიური შრომითი დავის, როგორც ეს აზოტის შემთხვევაში იყო და ჩვენ 24 საათის განმავლობაში მყისიერად ჩავერთეთ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.” პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსთავის “აზოტიდან” დამატებით 350 თანამშრომლის გათავისუფლებააა დაგეგმილი, სერგეენკო ამბობს: “ეს მიმდინარე პროცესია. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვეულებრივ შრომით მედიაციაში შრომითი მედიაციის სამსახურის ფუნქცია არის ის, რომ მონახოს ოქროს შუალედი, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ორივე მხარეს. აზოტის შემთხვევაში წარმოდგენილია რმდენიმეპუნქტიანი მოთხოვნები დასაქმებულების და გათავისუფლებული ადამიანების მხრივ. აქედან რიგ პუნქტებზე მოხდა შეთანხმება დამსაქმებლებთან, ხოლო რიგ პუნქტებზე ახლაც მიმდინარეობს მსჯელობა. შრომითი მედიაციის ამოცანა არის, რომ ასეთი დავები მღელვარებიდან და საპროტესტო აქციებიდან მოაქციოს კანონის ველში და მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი მქალაქეების ინტერესი.” სერგეენკომ ასევე უპასიხა ჟურნალისტების შეკითხვას სხვა კომპანიებშიც წარმოქმნილ შრომით პრობლემებზე, როგორიცაა, მაგალითად, “ფრესკოს” ან “ბიბლუსის შემთხვევაში”: “მე შემიძლია მოგახსენოთ მოკლე რეტროსპექივა, ორწლინახევრის განმავლობაში, რაც დაფუძნდა შრომითი მედიაცია, მათგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე იყო, ასეთი კოლექტიური შრომითი დავები 12 შემთხვევაში და აქედან 6 შემთხვევა დამთავრდა მორიგებით და მშვიდობინად. დანარჩენ 6 შემთხვევაში ვერ შეთანხნდნენ მხარეები და გადაეცა სასამართლოს; თუ ვერ მოხდა მორიგება შრომითი მედიაციით, შემდეგი ინსტანცია არის უკვე სასამართლო.” ეს განცხადებები შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მესამე შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/165716-saqarthveloshi-thambaqos-mokhmarebis-shetsyvetis-mobiluri-aplikacia-thavs-vanebeb-sheiqmna.html?lang=ka-GE

საქართველოში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მობილური აპლიკაცია - „თავს ვანებებ“ შეიქმნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, პროექტის - „თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. პროექტი „თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის FCTC-ის მოთხოვნების სისრულეში მოყვანას, ადგილობრივ რეალობასა და საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებული თამბაქოს პროდუქციის დაბეგვრის პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებას. პროექტის მიზანია გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება ტექნიკური და საკანონმდებლო ბაზის განვითარების მეშვეობით და ჩამოაყალიბოს საფუძველი თამბაქოს კონტროლის რეგულირების ავტორიზებული ორგანოს შესაქმნელად. პროექტი ხორციელდება „ბლუმბერგ ფილანტროპის“ დაფინანსებითა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის ტექნიკური დახმარებით. შეხვედრაზე თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მობილური აპლიკაციის პრეზენტაციაც მოხდა.

---

 

10.02.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=131997-%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D

„ფული ჯოჯოხეთს კი არა, იმის იქითაც ანათებს" - ფრესკოს სკანდალზე გამოხმაურებები არ წყდება

ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას - „ფრესკოსთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა“ სოციალურ ქსელში ხალხის პროტესტი. უნდობლობა და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. „ჩემი თავი მძულს უკვე, ამდენ უტიფრობას რომ ვუშვებ ყურში თუნდაც მაგიტომ“ ... „დაგვაგიპნოზეს ხალხნო? რატომ არ ვიღებთ ხმას?“ „აჰაა:)) აბა ამ ქვეყანაში რამის გაპროტესტებას აზრი აქვს?“ „მარტო მაშინ ხურდება ხალხიც, მთვარობაც, ერიც და ბერიც, როცა სამი კინკილა გეი და ტრასნგენდერი ჩამოდგება ხის ქვეშ; როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეწინააღდეგებიან, რაც ყველასთვის საჭირო და სასარგებლოა, მიუხედავად ეროვნებისა სქესისა, ჯიშ-ჯილაგისა, ჯანდაბისა და დოზანისა, მაგრამ ესმით უკუღმართად დაბადებულებს, მიბრეცილი ტვინებით, ზუსტად იმ კანონს რომ ეწინააღმდეგებიან, რომლითაც იმავე ტოტს ჭრიან, რაზეც სხედან? ჰო აბა რაა ფრესკოში არსებული ხარვეზები არ დადასტურდა. როგორც უტიფრად ჩადეს რაღაცა ყაყა კონსერვის ქილაში და დააწერეს ღორჯო ყრდელში, აი ეგრე უტიფრადვე არ დადასტურდა ხარვეზები ფრესკოში. ფული ჯოჯოხეთს კი არა, იმის იქითაც ანათებს.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

13.02.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

შვილის აყვანის პროცედურა რთულდება?

ეთერ ცხაკაია, მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახურის უფროსი: "- ჯანმრთელი ბავშვები საქართველოში შვილდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მათზე უარს ამბობენ , მაინც საქართველოში შვილდებიან. 2009 წლიდან დღემდე , არც ერთი ჯანმრთელი ბავშვი უცხოეთში არ გაშვილებულა, გარდა ნატესავური , უპირატესი შვილად აყვანის უფლებისა." დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: " მშვილებლების რაოდენობაზე ვერ იმოქმედებს , მაღი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ დისბალანსია. საფრთხე იმისა, რომ მშვილებლების რაოდენობა მოიკლებს , არ არსებობს. მთავარი საზრუნავი ეს არ არის. მთავარი საზრუნავია, ბავშვის ინტერესები იყოს დაცული".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4255249&name=13.02.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.02.2017

მედიასაშუალება:  ბანკები бѓ“бѓђ ფინანსები

მარტიდან კერძოდ დაზღვეულები საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ პირველად მოხდება საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. საკითხი მთავრობის სხდომაზე უკვე დაამტკიცეს. ცვლილების განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. „2013 წლის 1-ლი ივლისის მონაცემებით, ბაზების განახლებამდე, კერძო დაზღვევით სარგებლობდა 500 ათასამდე ადამიანი, თუმცა შემდეგ ნაწილი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა კერძო დაზღვევა (მაგალითად დაკარგეს სამსახური და ა.შ.), გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეები. ერთ ნაწილს კი, ვინც 2013 წლის 1-ლი ივლისისთვის არ ფიქსირდებოდა კერძო დაზღვეულთა შორის და შემდეგ აიღო პოლისი, ე.წ. ორმაგი დაზღვევა გაუჩნდათ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა 2013 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით არსებული სიების განახლება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ცვლილებების შედეგად, 2013 წლის 1-ლი ივლისიდან დღემდე, 120 ათასამდე პირს, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო პაკეტის მომხმარებელი. მეორე მხრივ, ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული. თანხის მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე და მოემსახუროს იმას, რომ მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. „ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი სტრუქტურებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლობის საერთაშორისო პრეცედენტები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელსაც ძალიან მალე ავამოქმედებთ. ის რეალურად დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის, აგრეთვე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობის ამაღლებაზე“, - განაცხადა სერგეენკომ. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილია მაქსიმალურად მოხმარდეს ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვა, რომლითაც ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რა თქმა უნდა, ასეთი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან ბევრ ქმედებას განახორციელებს“, - განაცხადა ფინანსთა მისიტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ზოგადად 2017 წელი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებით დაიწყო. თებერვლიდან სახელმწიფო დაზღვევას ის კლინიკები გამოეთიშნენ, რომლებიც ვერ უზრუნველყოფდნენ სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმების შესრულებას. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, პროგრამაში ჩართული კლინიკების შემოწმების პროცესი წელიწადნახევრის წინ დაიწყო. „ჯანდაცვის სამინისტრომ 1,5 წლის წინ დაიწყო მონიტორინგი და იყო რეკომენდაციის მექანიზმები. ბევრმა კლინიკამ ეს გაითვალისწინა, მაგრამ ზოგიერთმა კლინიკამ არ გაითვალისწინა, ანუ ისინი ვერ ასრულებენ მოთხოვნებს, რასაც სახელმწიფო აყენებს. ასეთ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ უზრუნველყოფენ მაღალი სამედიცინო მომსახურეობის მიწოდებას მოსახლეობისათვის, რა თქმა უნდა, ეთიშებიან პროგრამას“, – განაცხადა ხუნდაძემ. ჯერჯერობით საყოველთაო დაზღვევის მიღმა 10 კლინიკაა დარჩენილი. გამორიცხული არ არის, წლის განმავლობაში მათი რიცხვი გაიზარდოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4254868&name=13.02.2017+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 

13.02.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

შრომის ინსპექციას შესაბამისი მანდატი არ აქვს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4255476&name=13.02.2017%20-%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%982&p=2&lang=ge

---

 

13.02.2017

მედიასაშუალება:ბანკები და ფინანსები

"რუსთავის აზოტში" პროტესტი არ ცხრება

თბილისსა და რუსთავში არ წყდება საპროტესტო აქციები საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმო "რუსთავის აზოტიდან" 330 ადამიანის გათავისუფლების გამო. სოლიდარობის მოძრაობაში უმუშევრად დარჩენილი რუსთაველი მუშების გარდა, ჩართული არიან პროფკავშირები, სტუდენტური მოძრაობები და არასამთავრობო სექტორი. "ხალხად არ ჩაგვთვალეს და გამოგვყარეს, როგორც ძაღლები ისე, წადით სახლშიო. რა გავაკეთო? მარტო მე ვმუშაობ ოჯახში. ვმუშაობდი, უფრო სწორად. და ახლა აღარ ვმუშაობ. დამრჩა სარჩენი ცოლი, შვილი და ორი შვილიშვილი. ეს ამათ არ ესმით, ამათ ტვინამდე ვერ დავიდა, რომ ასე ცხოველივით ხალხს არ უნდა მოეპყრა." „აზოტში“ მიმდინარე პროცესებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება. მისი განცხადებით, ქარხანაში მიმდინარე პროცესების ირგვლივ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც, ერთმნიშვნელოვნად, აჩენს როგორც საზოგადოების, ისე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის აუცილებლობას. „ბოლო პერიოდში „რუსთავის აზოტის“ ირგვლივ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, საკმაოდ ბევრ კითხვა ისმის. გათავისუფლებული მუშების პროტესტმა საკითხის აქტუალობა ერთიორად გაზარდა და, შესაბამისად, სააშკარაოზე გამოვიდა კანონმდებლობის ისეთი ხარვეზები, რაც შრომითი უფლებების დაცვას და კომპანიების მხრიდან მინიმალურ სოციალურ პასუხისმგებლობას ეხება. გარდა ამისა, ყოველგვარ ზღვარს ცდება საქართველოში ბანკების თავგასულობა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ „რუსთავის აზოტის“ ახალი მფლობელი კომპანია „ეუ ინვესთმენთსი“ პირდაპირ კავშირშია „საქართველოს ბანკთან“. შეუიარაღებელი თვალით, იურიდიული დოკუმენტაციის მიხედვით, „ეუ ინვესთმენთსი“ შესაძლოა დამოუკიდებელ კომპანიად იქნას აღქმული, თუმცა მთელი რიგი ფაქტორები ამყარებს ეჭვს იმის შესახებ, რომ დეფაქტო აღნიშნული კომპანია „საქართველოს ბანკის“ ფაქტობრივ მფლობელობაშია. კონკრეტულად, ზემოთ ხსენებული „ეუ ინვესთმენთსი“ აზოტის ქარხნის აუქციონამდე რამოდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა, რომელსაც სააქციო კაპიტალი მხოლოდ 100 ლარი ჰქონდა. თუმცა, „საქართველოს ბანკმა“ ასეთ კომპანიაზე 235 მილიონი ლარის კრედიტი „სიამოვნებით“ გასცა, რომლითაც კომპანიამ „აზოტის ქარხანა“ მართვაში ჩაიგდო. როგორც ვიცით, 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, კომერციული ბანკების არაპროფილური აქტივების ფლობა აკრძალა. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული რეგულაცია არ მუშაობს და ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. შესაბამისად, არაპროფილური აქტივების ფლობის საწინააღმდეგოდ გასატარებელი ბერკეტები პრაქტიკულად არ არსებობს“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა. ანალიტიკოსი რეკომენდაციის სახით ხელისუფლებას მიმართავს და ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის საწინააღმდეგო რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. „კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობა და მათი მხრიდან ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდების ფარგლებიდან გადახვევა, მნიშვნელოვნად აზარალებს კერძო სექტორში კონკურენტული და ჯანსაღი გარემოს ფორმირებას, რასაც ქმედითი ნაბიჯები უნდა დაუპირისპირდეს. უამრავი გარემოება ადასტურებს, რომ დღესდღეობით, ქვეყანაში „საქართველოს ბანკის“ დიქტატი გრძელდება და, რეალურად, ეს ერთი ბანკი ფლობს თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესის აქტივებს. თუმცა, სამწუხაროდ, ამის საწინააღმდეგოდ ქმედითი მექანიზმები არ არსებობს. შესაბამისად, რეკომენდაციის სახით, მივმართავ როგორც ფისკალურ, ისე მონეტარულ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, გატარდეს სისტემური რეფორმები და, შედეგად, გაჩნდეს ქმედითი და ეფექტური ბერკეტები კომერციულ ბანკებისთვის არასაბანკო აქტივების ფლობის აღკვეთის თვალსაზრისით“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4255318&name=13.02.2017+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.02.2017

მედიასაშუალება:ბანკები და ფინანსები

"ფრესკოს" ყოფილი თანამშრომლები კომპანიას შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4255385&name=13.02.2017+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.02.2017

მედიასაშუალება:ბანკები და ფინანსები

საქართველოში საარსებო შემწეობას 125 301 ოჯახი იღებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სულ 498 395 ოჯახია რეგისტრირებული და აქედან 125 301 ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს. სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი 2012 წელს იყო და 163 183-ს შეადგინა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სოციალური შემწეობის ოჯახების რაოდენობა ასე გამოიყურებოდა: 2008 წელი - 131 182 2009 წელი - 153 434 2010 წელი - 144 877 2011 წელი - 13 2505 2012 წელი - 163 183 2013 წელი - 150 607 2014 წელი - 141 776 2015 წელი - 125 301 საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისთვის 60 ლარია, ხოლო ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ერთსულიანი ოჯახისთვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი. ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ოჯახებისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ, 16-წლამდე ასაკის წევრზე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4255206&name=13.02.2017+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.02.2017

მედიასაშუალება:ვერსია

ევროპას ფრინველის გრიპი უტევს - საფრთხე საქართველოსაც ემუქრება?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4255787&name=13.02.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

13.02.2017

მედიასაშუალება:ალია

მაშინ, როცა სოციალურ სტატუსს ართმევს ასიათასობით ადამიანს და ეს იმას ნიშნავს, რომ უფასო სასადილოთი ვეღარ ისარგებლებენ და შიმშილისთვის იმეტებს, სიცივისთვის იმეტებს, რადგან სოცდაუცველის სტატუსის არმქონე უკიდურესად შეჭირვებული ადამიანები ვეღარ სარგებლობენ იმ ელემენტარული დახმარებით, რასაც ელენერგიასა და გაზზე ვაუჩერი ეწოდება, სტატუსის გაუქმებას შვილების სკოლაში გასაშვები ფულის გარეშე დატოვება ქვია, რადგან სტატუსის მოხსნის პარალელურად უუქმდებათ მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათიანი მგზავრობის შესაძლებლობა...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4255788&name=13.02.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

11.02.2017

მედიასაშუალება:რეზონანსი

შარშან უმწეო ოჯახების რაოდენობა 15 ათასით გაიზარდა

"დევალვაციამ, ინფლაციამ და სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირებამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა". 2016 წელს სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობას 14 963 ოჯახი შეემატა და 140 264 შეადგინა. სპეციალისტთა შეფასებით, ყოველი მეოთხე-მეხუთე ადამიანი სახელმწიფო დახმარების შემყურეა. გაჭირვებულთა რაოდენობის ზრდა ლარის გაუფასურებამ და ინფლაციამ გამოიწვია, რამაც დაბალშემოსავლიანი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. სოსო არჩვაძე: "სახელმწიფოს უნდა ჰქონედს ისეთი მექანიზმი, რომ ადამიანები უფრო იოლად ხდებოდნენ დასაქმებულები და აქედან იღებდნენ შემოსავალს, ვიდრე მოწყალე თვალით შეჰყურებდნენ შემწეობას"

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4252338&name=11.02.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---