From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-13.04.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge
Received On : 13.04.2017 08:26
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 13.04.2017

ტელევიზია 

12.04.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა. იმპორტის დასაშვები რაოდენობა ექვს ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე განისაზღვრა, რამაც ამ მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარება უნდა შეამციროს. დღესვე, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის შესაბამისი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმიც გაფორმდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4380791

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381816

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381946

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381815

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381136

კავკასია - დღეს 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381188

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381098

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4380885

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4380502

---

 

12.04.2017

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 21:00

უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები და-ძმა, რომელთა ერთადერთი თავშესაფარი საზოგადოებრივი საპირფარეშოა. 60 წლის ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, საპირფარეშოში ძმასთან ერთად ცხოვრობს. ნაზი საათაშვილს რამდენიმე წლის წინ სოფელში სახლი დაენგრა და ძმასთან ერთად ქუჩაში დარჩა. ახლა ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ საათაშვილებს ამ პირობებში უწევთ ცხოვრება, მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381974

---

 

1 2.04.2017

არხი:           бѓ”бѓ бѓ—бѓЎбѓЈбѓљбѓќбѓ•бѓњбѓ”бѓ‘бѓђ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   სიახლენი 22:00

საქველმოქმედო ფონდის "бѓђбѓњ ი   ბავშვებისთვის" საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა бѓ”бѓ бѓќбѓ•бѓњбѓЈбѓљ бѓЎбѓђбѓЎбѓ¬бѓђбѓ•бѓљбѓќ ცენტრში. ფონდი ფსიქომოტორული, პალიატირული მზრუნველობის ქვეშ მყოფი бѓ“бѓђ ქრონიკული დაავადებების მქონე бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓЎ бѓЈбѓ¬бѓ”бѓ•бѓЎ бѓ“бѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ. ფონდის წევრები бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓЎ რეაბილიტაციისას бѓ“бѓђ бѓ’бѓђбѓ бѓ” პირობებთან მაქსიმალურ ადაპტაციაში ეხმარებიან. ანგარიშს ჯანდაცვის მინისტრი დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓЄ бѓ“бѓђбѓ”бѓЎбѓ¬бѓ бѓќ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381899

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381557

---

 

1 2.04.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

 бѓ™бѓ˜бѓ“бѓ”бѓ• ერთი უბედური бѓЁбѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђ ჭიათურაში - დაღუპულია "ჭიუათურმანგანუმის" გამამდიდრებელი бѓЎбѓђбѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓЎ ზეინკალი. бѓ“бѓђбѓЈбѓ“бѓ”бѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓђ бѓ—бѓЈ უსაფრთხოების ნორმების бѓ“бѓђбѓ бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓђ: გამოძიების бѓ“бѓђбѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓ›бѓ“бѓ” არაოფიციალური ვერსიები бѓ•бѓ бѓЄбѓ”бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ. бѓЎбѓђбѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓЎ ადმინისტრაცია უსაფრთხოების წესების бѓ“бѓђбѓ бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓђбѓЎ კატეორიულად бѓЈбѓђбѓ бѓ§бѓќбѓ¤бѓЎ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381777

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381718

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381528

ტელეკომპანია იბერია-ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381836

მაესტრო - კონტაქტი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381467

---

 

1 2.04.2017

არხი:           კავკასია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ 20:30

სოციალურად დაუცველ მამედოვების ოჯახს ყოველთვიური დახმარება უკვე 4 თვეა არ მიუღია. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ დახმარების შეჩერების მიზეზი მისი დის გარდაცვალება გახდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381821

---

 

1 2.04.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

რა ბედი ეწევათ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დაზღვევის პოლისები 2017 წლიდან დაკარგეს. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ყველა კომპონენტი ხელმისაწვდომი არ არის. კერძო სადაზღვევო პაკეტის გაუქმების შემდეგ მოქალაქეების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად სარგებლობას ითხოვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381749

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381664

---

 

1 2.04.2017

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ქრონიკა 14:00

"ახალი საქართველოს" წევრმა თეონა ჭალიძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში 600-მდე ხელმოწერა შეიტანა, ის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შემწეობის შეჩერების პრობლემების გადაჭრას კანონმდებლობით ითხოვს. მოქმედი ნორმრების თანახმად, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებს დახმარება დემოგრაფიული ცვლილებების გამო 90 დღის განმავლობაში უწყდებათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4380675

კავკასია-დღეს 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381260

---

 

1 2.04.2017

არხი: I არხი         

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   რეალური სივრცე 17:00

კონსტიტუციაში ზედამხედველობის ორგანოს შექმნის შესახებ ჩანაწერი აღარ შევა. ამის შესახებ კომისიის წევრებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ აცნობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4380644

---

 

12.04.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: ბიზნეს კონტაქტი 12:30

ჯანდაცვის სამინისტრო შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტში შესაძლო ცვლილებების შეტანას აანონსებს. უწყებაში განმარტავენ, რომ არ არის გამორიცხული დაინტერესებული მხარეების მიერ გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე შრომის ინსპექციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროექტის არსებულ ვარიანტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. რა შენიშვნები აქვთ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წევრებს, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს. დამსაქმებელთა ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გააცნო საკუთარი მოსაზრებები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4380467

---

 

12.04.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ბიზნეს კონტაქტი 12:30

 бѓЎбѓђбѓҐбѓђбѓ бѓ—бѓ•бѓ”бѓљбѓќбѓЎ პროფესიული კავშირების бѓЄбѓ”бѓњбѓўбѓ бѓђбѓљбѓЈбѓ  ოფისში სუპერმარკეტების ქსელ "бѓ¤бѓ бѓ”бѓЎбѓ™бѓќбѓЎ" бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ›бѓЁбѓ бѓќбѓ›бѓљбѓ”бѓ‘бѓ›бѓђ, პროფკავშირების გაერთიანების бѓ—бѓђбѓ•бѓ›бѓЇбѓ“бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ› ირაკლი პეტრიაშვილმა бѓ“бѓђ გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის бѓ¬бѓ”бѓ•бѓ бѓ”бѓ‘бѓ›бѓђ პრესკონფერენცია бѓ’бѓђбѓ›бѓђбѓ бѓ—бѓ”бѓЎ, бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓЄ "ფრსეკოში" бѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓЈбѓљ შრომით პირობებზე ისაუბრეს, რომელიც მათივე განმარტებით გაუსაძლისია. გუშინვე ხელი бѓ›бѓќбѓ”бѓ¬бѓ”бѓ бѓђ бѓ’бѓђбѓњбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓЎбѓђбѓЄ პროკურატურაში შეიტანენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4380315

---

 

12.04.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

იწყება მთავრობის ნარკოპოლიტიკის პროექტის განხილვა. ცვლილებების პაკეტი მცირე რაოდენობის მარიხუანისა და კანაფის მოყვანა-შეძენა-ტარების შემთხვევაში კანონმდებლობის ლიბერალიზაციას გულისხმობს. იცვლება დოზების რაოდენობაც.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4381740

---

 

 

 

 

 

ინტერნეტი

12 .04.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/68231-saqartveloshi-fsiqotropuli-medikamentebis-shemotanaze-kvotebi-datsesda

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი. საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას. ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება განხორციელდა ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ, ამ მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმა კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. სამინისტროში მიაჩნიათ, რომ შიდა კვოტების განსაზღვრა ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის თავმჯდომარეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და ორი უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან. ერთობლივ სათათბირო ორგანოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების უფლებამოსილება და დეფიციტის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/427551-saqarthveloshi-fsiqotropuli-medikamentebis-shemotanaze-kvotebi-datsesda.html?ar=A

კვირა.ჯი- http://kvira.ge/322882

პრაიმთაიმნიუს.ჯი- http://primetime.ge/%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C-3/

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/186766/

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=43468

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/169498-saqarthveloshi-fsiqotropuli-medikamentebis-shemotanaze-kvotebi-datsesda.html?lang=ka-GE

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=137855-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94,%20%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/saqartveloshi-fsiqotropul-medikamentebze-shida-kvotebi-datsesda/24904

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/post/114978-saqartvelosi-fsiqotropuli-medikamentebis-semotanaze-kvotebi-dawesda

---

 

12 .04.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/427647-davith-sergeenko-saqarthveloshi-fsiqotropuli-medikamentebis-shemotanaze-kvotebis-datsesebis-mizezebs-ganmartavs.html?ar=A

დავით სერგეენკო საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტების დაწესების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტების დაწესების მიზეზებს განმარტავს. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ. ”ნარკომანიის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია სპეციფიურია. ასეთ შემთხვევებში ნარკოტიკული თრობისთვის გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში, პაციენტის სამკურნალოდ არის მიმართული. ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენიმე რეფორმა გატარდა. გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები გადავიდა მკაცრი კონტროლის ჯგუფში და მათზე გავრცელდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა სააფთიაქო ნარკომანიის ინტრავენული ჯგუფი. თუმცა, პრობლემად რჩება სააფთიაქო ნარკომანიის ტაბლეტირებული ფორმა. შარშან შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც გათვალა ნარკოტიკული თრობისთვის გამოყენებადი მედიკამენტების წლიური კვოტა, რეალური მოხმარება. ამის მიზანია ერთი მხრივ, სახელმწიფომ დააწესოს კონტროლი რაოდენობაზე, რომ არ შემოვიდეს იმაზე მეტი, ვიდრე პაციენტებს სჭირდება და შემცირდეს ის სეგმენტი, რომელიც ნარკოტიკული თრობისკენ მიემართება. ერთწლიანი სამუშაო პერიოდი დამთავრდა, განისაზღვრა, დაზუსტდა ეს კვოტები და დღეს ხელი მოეწერა შემდგომი ეტაპის ბრძანებას, რითაც დადასტურდა და დაკანონდა ეს კვოტები. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა. „საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე. კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას“, - აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის თავმჯდომარე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილია. საბჭოს შემადგენლობაშია პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და ორი უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ერთობლივ სათათბირო ორგანოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების უფლებამოსილება და დეფიციტის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

---

 

12 .04.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/427643-davith-sergeenkom-tciathuris-magharoshi-ubeduri-shemthkhvevis-shedegad-gardacvlili-mushis-ojakhs-miusamdzimra.html?ar=A

დავით სერგეენკომ ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მუშის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მუშის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ”პირველადი ინფორმაციით, ეს არ იყო მშენებარე ობიექტი, ეს იყო დახურული ობიექტი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფატალური შემთხვევა დადგა, გამოძიება დასრულდება და ვფიქრობ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. რაც შეეხება შრომის ინსპექციას, შარშან შეიქმნა შრომის ინსპექცია. მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო საზოგადოებას და პროფკავშირების იმ ნაწილს, რომელსაც არ ვიცი რატომ, არ უნდა დაინახოს ეს, რომ შრომის ინსპექციას აქვს თავისი მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკის შემმუშავებელი და სისტემური ხარვეზების აღმომჩენი ფუნქცია, რომელსაც ჩემი აზრით, მზარდი ტემპით ახორციელებს წარმატებით. რაც შეეხება ტექნიკურ ზედამხედველობას, როგორ ხორციელდება და რამდენად ხდება შრომის ინსპექციის გაცემული რეკომენდაციების დაცვა, ეს არის ტექნიკური ზედამხედველობის და არა შრომის ინსპექციის ფუნქცია, რომელიც ჩაშლილია ცენტრალური და ადილობრივი ხელისუფლების დონეზე”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელი მე-3 სართულის კიბიდან ჩამოვარდა. ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

---

 

12 .04.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/427638-davith-sergeenko-imedovnebs-rom-sakonstitucio-komisia-saqmian-da-konstruqciul-vitharebashi-gaagrdzelebs-mushaobas.html?ar=A

დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო კომისია საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში გააგრძელებს მუშაობას

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო კომისია საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში გააგრძელებს მუშაობას. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ის საკონსტიტუციო კომისიის წევრი არ არის და გაუჭირდება პრეზიდენტის ან სხვა პოლიტიკური ფიგურის გავლენაზე საუბარი. ”კონსტიტუცია ქვეყნის მთავარი დოკუმენტია. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ცვლილებებზე მუშაობისას იქნებოდა გარკვეული დისკუსია, თუმცა, ჩემი დიდი სურვილი და მოლოდინი იქნება, რომ ეს დისკუსია არ გადავიდეს ვნებათაღელვაში და არ მოხდეს დემარშები ამა თუ იმ ჯგუფიდან დატოვების ან შესვლის მოთხოვნით. გამოვთქვამ იმედს, რომ ეს კომისია საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში გააგრძელებს მუშაობას”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

12 .04.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/427655-saqvelmoqmedo-fondma-qani-bavshvebisthvisq-saqmianobis-angarishis-prezentacia-gamartha.html?ar=A

საქველმოქმედო ფონდმა "ანი ბავშვებისთვის" საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში დღეს საქველმოქმედო ფონდის "ანი ბავშვებისთვის" საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. როგროც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. აღნიშნული საქველმოქმედო ფონდი პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ეხმარება. კერძოდ, ფონდი მატერიალურ-ფინანსურ დახმარებას უწევს ფსიქო-მოტორული, პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს, რომელთაც რეაბილიტაცია და გარემო პირობებთან მაქსიმალური ადაპტაცია სჭირდებათ. პრეზენტაციას, ბიზნეს, სამედიცინო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობები და სხვა ცნობადი სახეები. საქველმოქმედო ფონდი „ანი ბავშვებისთვის“ 2016 წლის ოქტომბერში დაარსდა. ფონდი ი. ციციშვილის სახ. ბავშვთა ახალი კლინიკის ფსიქოლოგისა და child life სპეციალისტის ანი ჩხაიძის სახელობისაა, რომელიც 2016 წლის ზაფხულში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

---

 

12 .04.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=43481

შრომის ზედამხედველობის ორგანოს შექმნაზე ჩანაწერი საკონსტიტუციო ცვილებების პროექტიდან ამოღებულია

საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანმხება, შრომის ზედამხედველობის ორგანოს შექმნის თაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან ამოღებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსტიტუციური სამართლის ექსპერტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა. „მეორე რაუნდისთვის შემოთავაზებული იყო ძალიან მოკრძალებული ვარიანტი, შრომის უფლების დამდგენი ნორმის, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო ის, რომ სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, შეექმნა შრომის ზედამხედველობის ორგანო, რაზეც პრინციპში კონსესუსი შედგა, კომისიის წევრებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიტიური განწყობა, თუმცა მესამე მოსმენის რეჟიმში შემოთავაზებულ პროექტში ეს ნაწილი ამოღებული იყო, რაც აიხსნა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობით. ეს პრობლემური საკითხია, ჩვენ გვაქვს ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა, 5 წლის განმავლობაში 2 ასეულზე მეტი დაღუპული გვყავს სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს ეფექტური ზედამხედველობის ორგანო, შრომით ურთიერთობებზე და შრომის პირობებზე. ამ პრობლემიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ შემოთავაზებული იყო პრობლემის გადაჭრის გზები, სახელმწიფოს ვალდებულების, შეექმნა ეს ორგანო, კონსტიტუციური გარანტირება იქნებოდა ამ შემთხვევაში მიღწეული ჩვენს მიერ, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებამ უარყო ეს ინიციატივა, უფრო მეტიც დღეს ჩვენ გვექნება ვითარება, რომ შრომითი უფლებების სტანდარტი შემცირდება”,-აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

---

 

12 .04.2017

მედიასაშუალება: http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/5200-sapirfareshoshimckhovrebinazisaathashvilisojakhisproblemismosagvarebladmeriagamgeobisthanadgomasithkhovs

საპირფარეშოში მცხოვრები ნაზი საათაშვილის ოჯახის პრობლემის მოსაგვარებლად მერია გამგეობის თანადგომას ითხოვს

ქალაქის ბაზრის საპირფარეშო მცხოვრები საათაშვილების პრობლემის მოგვარებაში ქალაქის მერია თანადგომას რაიონის გამგეობისგან ითხოვს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცეტრს მერიის სოციალური სამსახურიდან აცნობეს. გუშინ, ღამით, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის მიხედვით, ბაზრის საერთო საპირფარეშოს შესასვლელში ნაზი საათაშვილი და მისი ძმა, თამაზ საათაშვილი ცხოვრობენ. მათ, ორი დღის წინ,, ფლავისმანელი სოსო აზალაძე და მისი ფეხმძიმე მეუღლე შეიკედლეს. ნაზი საათაშვილი ქალაქ გორის მერიისგან დახმარებას იღებს. მერიამ, სადგურის დასახლებაში, ბინა, სწორედ, მას უქირავა. რაც შეეხება ოჯახის დანარჩენ 9 წევრს, ისინი, მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში არიან რეგისტირებული. ,,შესაბამისად, მათთვის შესაბამისი დახმარების მიღება გამგეობის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. მერია მაქსიმალურად ცდილობს ქალბატონ ნაზის დახმარებას" - გვითხრეს მერიაში. ნაზი საათაშვილმა სოფელ ზეღდულეთიდან ორი ძმა, ძმის მეუღლე 6 მცირეწლოვანი შვილით ამ ბინაში დაასახლა. აღნიშნული ბინა (ერთსართულიანი მოძველებული სახლი) 2013 წლიდან დაუქირავეს. ნაზი საათაშვილი არსადაა რეგისტირებული. იგი, ფაქტობრივი მისამართის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტოდანაც ყოველთვიურ დახმარებას იღებს. 10 სულიან ოჯახში ცხოვრობენ: ნაზი საათაშვილი - მუშაობს საპირფარეშოს მოლარედ, იღებს სოციალურ დახმარებას. გია საათაშვილი (ძმა) - მუშაობს დაფუფთავების სამსახურში, იღებს სოციალურ დახმარებას. ჰყავს დევნილი მეუღლე და 6 შვილი. ელოდება მეშვიდე შვილს. თამაზ საათაშვილი (ძმა) - უცოლშვილო. არ იღებს სოციალურ დახმარებას. ბინა მიატოვა და იძინებს საერთო საპირფარეში. დღე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტვირთების გადამზიდავად მუშაობს, ხოლო ღამის საათებში სანაგვე ურნებიდან ბოთლებს აგროვებს. ზამთრის პერიოდში ღუმელი თან დაჰქონდა ურიკით და იმით თბებოდა. სოციალური პირობები მერიისგან დაქირავებულ ბინაში მძიმეა. სივიწროვეს ემატება სინესტე. და-ძმებს შორის კონფლიქტი გახშირდა. ბინა ჯერ თამაზ საათაშვილმა მიატოვა, შემდეგ, ნაზი საათაშვილმა.

პრაიმთაიმნიუს.ჯი- http://primetime.ge/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90/

---

 

12 .04.2017

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/169531-mtsevelebs-ar-vebrdzvith-vetsinaaghmdegebith-thambaqos-industrias-daavadebatha-kontrolis-erovnuli-centri-sakanonmdeblo-cvlilebas-miesalmeba.html?lang=ka-GE

„მწეველებს არ ვებრძვით, ვეწინააღმდეგებით თამბაქოს ინდუსტრიას“ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკანონმდებლო ცვლილებას მიესალმება

პარლამენტის მიერ „თამბაქოს მოხმარების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით დამტკიცებულ გადაწყვეტილებას - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მიესალმებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანი და დროულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას განცხადებით, თამბაქოს ინდუსტრიის ოპერირება საქართველოში საერთოდ უნდა შეწყდეს, ვინაიდან, სტატისტიკური მონაცემებით, თამბაქოს მოხმარება, როგორც ქალებში, ასევე ბავშვებში, საკმაოდ მაღალია. მისი თქმით, საქართველო მამაკაცებში თამბაქოს მოხმარების მხრივ, ევროპაში მეორე ადგილზეა. თამბაქოზე ფასების ზრდამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება უკვე გამოიწვია, თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, მწეველთა რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ შემცირდება.

---

 

12.04.2017

მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=48609&cat=1

როგორ გააკონტროლებს საქართველო არალეგალი მიგრანტების ნაკადს?

ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ გაიზარდა რისკი იმისა, რომ საქართველოდან უამრავი ადამიანი ევროპას სამუშაოს საძებნელად მიაშურებს. მათი 99% არალეგალურად შეეცდება გზა გაიკაფოს. როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ ასეთი ნაკადის გაკონტროლება? ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ ის სააგენტოები რომლებიც მიგრანტებს უცხოეთში უკანონოდ უშვებენ, აუცილებლად დაჯარიმდებიან, ჯარიმის მოცულობა 500-დან 1000 ლარამდე იქნება. „2015 წელს მიიღეს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ, რომელმაც განსაზღვრა საქართველოდან გამავალ და შემომავალ მიგრანტთა ნაკადის რეგულაცია. კანონი გულისხმობს კერძო დასაქმების სააგენტოების მონიტორინგს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმებაში ეხმარებიან. მათ დაევალათ წარმოედგინათ გასული წლის ანგარიში ჩვენი სამინისტროსთვის, რაც მოიცავს, თუ რამდენი მოქალაქე გაიყვანეს ჩვენი ქვეყნიდან, რომელ სექტორში, რა კომპანიაში, რა კვალიფიკაციის და ა.შ... ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ჩვენი შრომითი მიგრანტების შესახებ სრული ინფორმაცია გვქონდეს. ამჟამად უკვე მიღებული მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს. იმ სააგენტოების თუ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ხალხს ატყუებდნენ, უახლოეს მომავალში გაირკვევა. საბედნიეროდ, ასეთი ორგანიზაცია ბევრი არ არის. ჩვენი მოკვლევის შედეგებს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მაისის დასაწყისისთვის რაღაც მონაცემები უკვე გვექნება. სახელმწიფო სრულყოფილ ინფორმაციას მოითხოვს დასაქმების კომპანიებისგან. ის სააგენტოები, რომლებიც მიგრანტებს უცხოეთში უკანონოდ უშვებენ, აუცილებლად დაჯარიმდებიან, ჯარიმის მოცულობა 500-დან 1000 ლარამდე იქნება“, - ამბობს ელზა ჯგერენაია. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი მიშა კორძახია კი მიიჩნევს, რომ გართულდება იმ ადამიანების კონტროლი, რომლებიც საზღვარგარეთ თავისი არხებით და ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მიდის. „სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის ბერკეტი, რომ ამ მოვლენას წინ აღუდგეს. იმ სააგენტოების გაკონტროლება, რომლებიც საზღვარგარეთ მუშახელს უშვებენ, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციებში შედის. მათი აღრიცხვაზე აყვანა და შემოწმება იოლია, თუმცა გაცილებით რთულია იმ ადამიანების ბედის განსაზღვრა, ვინც საზღვარგარეთ თავისი არხებით და ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მიდის. ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ რა რისკი ახლავს თან საზღვარგარეთ სტიქიურად გასვლას“, - განუცხადა „ბიპიენს“ კორძახიამ. შარშან შემოდგომაზე გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ემიგრაციის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის გადინების კუთხით, უპირობო ლიდერი სომხეთია - დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა მოსახლეობის 31%-მა დატოვა. ამას ხელს უწყობს არა მარტო ქვეყნის ტერიტორიული იზოლაცია, არამედ გაყინული კონფლიქტი მეზობლებთან და აქედან გამომდინარე სამომავლო პერსპექტივების სრული გაურკვევლობა. გარდა ამისა, სომხებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დიდი და გავლენიანი დიასპორა ჰყავთ. მეორე ადგილზეა ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი ყაზახეთი და სავარაუდოდ, მიგრაციას ამ ქვეყნიდან აქვს არა ეკონომიკური, არამედ ეთნიკური ხასიათი - ყაზახეთს ძირითადად რუსი მოსახლეობა ტოვებს. მესამე ადგილზეა მოლდოვა - 21,9%–იანი მიგრაციით. საქართველო ოდნავ ჩამორჩება მოლდოვას და იკავებს მე-4 ადგილს - დამოუკიდებლობის გამოცხდების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობა 21%-ით შემცირდა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გამოკვლევა ასახავს სიტუაციას მხოლოდ ოფიციალური თბილისის მიერ კონრტროლირებად ტერიტორიებზე. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიგრაციის დონე შემდეგნაირია: ლიტვა - 18,9%, ლატვია - 17%, ესტონეთი - 15%, ბელორუსია - 15%, უკრაინა - 13%, ყირგიზეთი - 12,8%, აზერბაიჯანი - 11,8%, რუსეთი - 7%, ტაჯიკეთი - 7%, უზბეკეთი - 6,7%. მიგრაციის მაჩვენებლი ყველაზე დაბალია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში - თურქმენეთში - 4,5 %.

---

 

 

12.04.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/28808/gasakhdelshi-kamerebis-damontazhebis-shemtkhvevas-inspeqtori-sheistsavlis

გასახდელში კამერების დამონტაჟების შემთხვევას ინსპექტორი შეისწავლის

ქალთა გასახდელებში კამერების დამონტაჟების бѓ’бѓђбѓ›бѓќ, бѓ›бѓќбѓњбѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓ—бѓђ დაცვის ინსპექტორმა ინსპექტირება დაიწყო. ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ „ლიბერალს" бѓ›бѓќбѓњбѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓ—бѓђ დაცვის ინსპექტორის აპარატში бѓ’бѓђбѓњбѓЈбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓЎ. მათი თქმით, бѓ”.бѓ¬. ინსპექტირება, გულისხმობს бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ ადგილზე ვითარების бѓ’бѓђбѓЄбѓњбѓќбѓ‘бѓђбѓЎ, ისე დოკუმენტების, ჩანაწერებისა бѓ“бѓђ ინფორმაციის бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ—бѓ®бѓќбѓ•бѓђбѓЎ/бѓ’бѓђбѓЄбѓњбѓќбѓ‘бѓђбѓЎ, ზეპირ განხილვას, ორგანიზაციის წარმომადგენლებისა бѓ“бѓђ бѓ›бѓќбѓњбѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓ—бѓђ სუბიექტისგან бѓђбѓ®бѓЎбѓњбѓђ-განმარტების მიღებას бѓ“бѓђ бѓЎбѓ®бѓ•бѓђ.  „კონკრეტული გარემოებების მიხედვით, განისაზღვრება საჭირო ღონისძიებები бѓ“бѓђ   ინსპექტორის აპარატი გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ საჭირო უფლებამოსილებას შემოწმების სრულყოფილად бѓ©бѓђбѓЎбѓђбѓўбѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓљбѓђбѓ“ бѓ“бѓђ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ გარემოების бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ™бѓ•бѓљбѓ”бѓ•бѓђбѓ“."   - бѓ’бѓђбѓњбѓЈбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓЎ „ლიბერალს" бѓ›бѓќбѓњбѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓ—бѓђ დაცვის ინსპექტორის აპარატში.  „პერსონალურ бѓ›бѓќбѓњбѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓ—бѓђ დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ, бѓ бѓќбѓ› ვიდეოთვალთვალი бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓЎбѓђбѓЄбѓ•бѓљбѓ”бѓљ бѓ“бѓђ ჰიგიენისთვის განკუთვნილ ოთახებში დაუშვებელია. გუშინ „ფრესკოს“ ყოფილმა бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ›бѓЁбѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ›бѓђ, მარიამ ლაშხიამ бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, бѓ бѓќбѓ› „ფრესკოს“ бѓ бѓ•бѓђбѓ•бѓ” ფილიალში ქალების бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓЎбѓђбѓЄбѓ•бѓљбѓ”бѓљ ოთახებში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. მოგვიანებით бѓ”бѓЎ ინფორმაცია бѓ“бѓђбѓђбѓ“бѓђбѓЎбѓўбѓЈбѓ бѓђ „ფრესკოს“ бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓ›бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓ”бѓљбѓ›бѓђбѓЄ. бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќбѓ“, პრესსამსახურის თანამშრომლის თქმით, бѓ’бѓќбѓ’бѓќбѓ”бѓ‘бѓЎ შორის ხშირად бѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓќбѓ“бѓђ ფიზიკური დაპირისპირება бѓ“бѓђ ამის бѓ’бѓђбѓ›бѓќ бѓ“бѓђбѓђбѓ›бѓќбѓњбѓўбѓђбѓџбѓ”бѓЎ კამერები. მისივე თქმით, ვიდეოთვალთვალის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓ–бѓ” თანამშრომელი იყო ინფორმირებული.

---

 

12 .04.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/28800/premieri-samoqmedo-gegmaze-20172020-tslebshi-qveyanashi-40-000-samushao-adgili-sheiqmneba

პრემიერი სამოქმედო გეგმაზე: 2017-2020 წლებში ქვეყანაში 40 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

მთავრობამ 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. გეგმის მიხედვით, ამ პერიოდში 2500 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რაც ჯამში 10 მილიარდ ლარამდე დაჯდება. საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ერთ-ერთი მიმართულების - სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, ქვეყანაში 40 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ქვეყანა უფრო ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული გახდება. „ჩვენმა ქვეყანამ უკვე შექმნა წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია: მოვიპოვეთ თავისუფლება, ქვეყანა დავაყენეთ დემოკრატიული განვითარების გზაზე და სტაბილური განვითარებით ვქმნით ახალ რეალობას. დღეს ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ წარმატების სრულიად ახალი ისტორია, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისთვის. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის განვითარების ხედვა, ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა, გარდამტეხ როლს შეასრულებს საქართველოს სწრაფ განვითარებაში, სწრაფ წინსვლაში და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ საკმარისი რესურსი არსებობს, რომ რეგიონები თანაბრად იყოს განვითარებული, რაც სამწუხაროდ დღეს ასე არ არის. „21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების, სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის, ბიზნესის კეთებისა თუ სხვა თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

---

 

12 .04.2017

მედიასაშუალება:  http://pia.ge/post/115138-jandacvis-komitetma-marixuanaze-sasjelis-semsubuqebas-mxari-dauwira

ჯანდაცვის კომიტეტმა მარიხუანაზე სასჯელის შემსუბუქებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა 6 ხმით 4-ის წინააღმდეგ, კანონპროექტს "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები, რომელიც მარიხუანაზე სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ გააცნო. "აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მარიხუანისა და კანაფის შეძენა-შენახვისთვის დეკრიმინალიზაციას არ ითვალისწინებს. ის ასევე არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მოხსნას ანუ, ლეგალიზაციას. ეს არის მხოლოდ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, რაც სასჯელის ან ადმინისტრაციული სასჯელის შემსუბუქებას გულისხმობს", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ კანონმდებლობაში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოამზადა, რომლიც მიხედვით, კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვის, გადაზიდვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გაუქმდება და 500-ლარიანი ჯარიმა 300 ლარამდე შემცირდება.

---

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

13.04.2017

მედიასაშუალება: მესინჯერი     

დავით სერგეენკო საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტების დაწესების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტების დაწესების მიზეზებს განმარტავს. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ. ”ნარკომანიის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია სპეციფიურია. ასეთ შემთხვევებში ნარკოტიკული თრობისთვის გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში, პაციენტის სამკურნალოდ არის მიმართული. ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენიმე რეფორმა გატარდა. გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები გადავიდა მკაცრი კონტროლის ჯგუფში და მათზე გავრცელდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა სააფთიაქო ნარკომანიის ინტრავენული ჯგუფი. თუმცა, პრობლემად რჩება სააფთიაქო ნარკომანიის ტაბლეტირებული ფორმა. შარშან შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც გათვალა ნარკოტიკული თრობისთვის გამოყენებადი მედიკამენტების წლიური კვოტა, რეალური მოხმარება. ამის მიზანია ერთი მხრივ, სახელმწიფომ დააწესოს კონტროლი რაოდენობაზე, რომ არ შემოვიდეს იმაზე მეტი, ვიდრე პაციენტებს სჭირდება და შემცირდეს ის სეგმენტი, რომელიც ნარკოტიკული თრობისკენ მიემართება. ერთწლიანი სამუშაო პერიოდი დამთავრდა, განისაზღვრა, დაზუსტდა ეს კვოტები და დღეს ხელი მოეწერა შემდგომი ეტაპის ბრძანებას, რითაც დადასტურდა და დაკანონდა ეს კვოტები. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა. „საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე. კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას“, - აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება, სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის თავმჯდომარე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4382125&name=13.04.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.04.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

გიორგი მღებრიშვილმა და დავით სერგეენკომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 პრეპარატზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ზოპიკლონზე, ბაკლოფენზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე. კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ქვეყანაში ფსიქოტროპული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანის რაოდენობის მკაცრად განსაზღვრა და ამ მიმართულებით მონიტორინგის გაძლიერება. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს აღნიშნული მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრევენციას. ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ წინააღმდეგ არაერთი ცვლილება და რეფორმა განხორციელდა, რამაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია. თუმცა, ნარკომანიის ტაბლეტირებული ფორმა კვლავ რჩება ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. შიდა კვოტების განსაზღვრა ტაბლეტირებული სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება სპეციალურმა საბჭომ მიიღო, რომლის თავმჯდომარეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თანათავმჯდომარე - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. საბჭოს შემადგენლობაში არიან პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. ერთობლივ სათათბირო ორგანოს - საბჭოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების და დეფიციტის არსებობის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4382053&name=13.04.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

საქართველოს რესპუბლიკა-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4382029&name=13.04.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---