From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-13.05.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com
Received On : 13.05.2016 08:56
Attachments :


 

მედიამონიტორინგი 13.05.2016

ტელევიზია

12.05.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ™бѓЈбѓ бѓ˜бѓ”რი 15:00

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხარაგულში იმყოფებოდა. დავით ბაქრაძე მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივებმა ყურადღება მოუწესრიგებელ გზებსა და სასმელ წყალზე გაამახვილეს. ასევე მასობრივად მოხსნილ სოციალურ დახმარებებზე. ისინი ხელისუფელბას წინასაარჩევნოდ გაცემულ შეუსრულებელ პირობებსაც ახსენებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3633420

მაესტრო-კონტაქტი 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3633072

---

 

12.05.2016

არხი: იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ქრონიკა 17:00

დღეს ექთნების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება და კონფერენცია გაიმართა. ექთნებს პროფესიული დღე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიულოცა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3633904

---

 

12.05.2016

არხი:          რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

22 წლის ნათია რობაქიძეს დე ჰეპატიტის გართულებული ფორმა აქვს. ობოლ გოგონას მკურნალობის ხარჯები არ აქვს. მის გამოსაჯანმრთელებლად 40 000 ლარია საჭირო. რობაქიძე არც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს და მკურნალობას საერთოდ ვერ ახერხებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3633885

---

 

11.05.2016

არხი:          რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რეფორმის შედეგები შეაჯამა. უწყებამ ინფექციურ კონტროლზე თბილისში მდებარე 10 მთავარი სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობა შეისწავლა და მონიტპორინგის შედეგები მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3630844

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3630546

მაესტრო - ბიზნეს კონტაქტი 18:30 -

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3631627

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:30-

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3631731

---

 

11.05.2016

არხი:         бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა:ბიზნეს კონტაქტი 12:30

ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რეფორმის შედეგები შეაჯამა. უწყებამ ინფექციურ კონტროლზე თბილისში მდებარე 10 მთავარი სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობა შეისწავლა. უფრო დეტალურად მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ისაუბრებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3630411

---

 

11.05.2016

არხი:         I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 18:00

მოსახლეობის სოციალური პრობლემები - დღეს მოგიყვებით 65 წლის მამაკაცის შესახებ, რომელსაც ათი წელია დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და რომელსაც ახლა დახმარება სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ განაცხადი მის სახელზე შესულია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3631521

---

 

11.05.2016

არხი:          რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

მოქალაქეები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს საყოველთა დაზღვევის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელე პროგრამის იმ რეგულაციებს აპროტესტებს,რომლის მიხედვითაც 2013 წლამდე კერძო დაზღვევის მქონე პირები დაზღვევის დაკარგვის შემთხვევაში საყოველთაო პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით ისარგებლებენ. მოქალაქეების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3631504

---

 

11.05.2016

არხი:          I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 18:00

საქართველოს მთავრობაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, მაგრამ არა უახლოეს მომავალში, პრემიერმინისტრის განცხადებით, ქვეყანა წინასაარჩევნო პერიოდზე გადადის და ცვლილებები გამორიცხული არ არის. განცხადებები გააკეთეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც.ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რაიმე მოლაპარაკებები მისთვის უცნობია ხოლო კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მასზე გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა და არ შეესაბამება სიმართლეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3631426

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3631086

---

 

11.05.2016

არხი:          რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

პრეზიდენტის მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების მცდელობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მოწყობის ახალ მოდელთან ადაპტირება უკეთესად შეიძლებოდა წარმართულიყო. „ეს იყო პრეზიდენტის მოსაზრება და ვფიქრობ, რომ მას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ პრეზიდენტის და პრემიერის ძალაუფლებების შედარებით ახალი განაწილება არის ძალიან ახალგაზრდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა სულ რამდენიმე წლის წინ და ალბათ, ეს იყო ის მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. "ვფიქრობ, პრეზიდენტმაც, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ ეს მტკივნეული ეტაპი გავლილია და ნაბიჯები სწორად იქნა გადადგმული,“

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3631337

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3631085

---

 

11.05.2016

არხი:          კავკასია

გადაცემა: თქვენი დრო

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განიხილება ეს საკითხი, რომ შესაძლოა იმ ადამიანების დაზღვევა აღარ მოხდეს საყოველთაო პროგრამაში, რომელთაც აქვთ მაღალი შემოსავალი. ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ გადახედოს ბაზას, სადაც არიან როგორც საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პირები ისე კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები და ვისაც ორივე გააჩნია ამოიღებენ საყოველთაო დაზღვევის ბაზიდან. თემაზე გადაცემის სტუმრები არიან მაია მაღლაკელიძე, ლევან ჩოლოყაშვილი და გიორგი გიგოლაშვილი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3631297

---

 

 

 

ინტერნეტი

13.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/379200-ucha-nanuashvili-qaltha-mimarth-dzaladobis-da-mkvlelobis-kuthkhith-arsebuli-realoba-gansakuthrebul-sheshfothebas-itsvevs.html

 

უჩა ნანუაშვილი - ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობის კუთხით არსებული რეალობა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს

ქალთა მიმართ ძალადობის бѓ“бѓђ მკვლელობის თვალსაზრისით არსებული бѓ бѓ”бѓђбѓљбѓќбѓ‘бѓђ бѓ’бѓђбѓњбѓЎбѓђбѓ™бѓЈбѓ—бѓ бѓ”бѓ‘бѓЈбѓљ бѓЁбѓ”бѓЁбѓ¤бѓќбѓ—бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ იწვევს, - ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ бѓ“бѓђбѓ›бѓЄбѓ•бѓ”бѓљбѓ›бѓђ бѓђбѓ бѓђбѓЎбѓђбѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓќ ორგანიზაციებთან შეხვედრის бѓ“бѓ бѓќбѓЎ бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ. бѓЈбѓ©бѓђ ნანუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, бѓ бѓќбѓ› სახელმწიფოს მხრიდან არაერთი პრევენციული бѓ–бѓќбѓ›бѓђ იქნა გატარებული, бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђ бѓ™бѓ•бѓљбѓђбѓ• бѓ›бѓ¬бѓ•бѓђбѓ•бѓ”бѓђ.  „ქალთა მიმართ ძალადობის бѓ“бѓђ მკვლელობის თვალსაზრისით არსებული бѓ бѓ”бѓђбѓљбѓќбѓ‘бѓђ бѓ’бѓђбѓњбѓЎбѓ™бѓЈбѓ—бѓ бѓ”бѓ‘бѓЈбѓљ бѓЁбѓ”бѓЁбѓ¤бѓќбѓ—бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ იწვევს. 2015 бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით, ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა, бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓЄ 5 106 პირი მონაწილეობდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, რომელიც გადმოგზავნილია бѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓЎ აპარატში, 2015 бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ ქალთა მკვლელობის бѓ“бѓђ მკვლელობის მცდელობის 28 бѓЁбѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђ გამოვლინდა, აქედან 16 бѓЁбѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђ ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, 12 бѓЁбѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђ бѓЎбѓ®бѓ•бѓђ მოტივით. бѓЁбѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђбѓ—бѓђ бѓЈбѓ›бѓ бѓђбѓ•бѓљбѓ”бѓЎбѓќбѓ‘бѓђ ჩადენილია პარტნიორი, ყოფილი პარტნიორის бѓђбѓњ პირის მიერ, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓЎбѓђбѓЄ უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე. бѓ™бѓ•бѓљбѓђбѓ• бѓ’бѓ•бѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ აბორტის ისეთი бѓ¤бѓќбѓ бѓ›бѓђ, როგორიც გენდერული ნიშნით სქესის სელექციაა. бѓ“бѓ¦бѓ”бѓ›бѓ“бѓ” бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђбѓЎ бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ бѓђбѓ“бѓ бѓ”бѓЈбѓљ ასაკში ქორწინების პრევენცია бѓ“бѓђ შემთხვევების бѓ›бѓђбѓ бѓ—бѓ•бѓђ. 2015 бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ 611 არასრულწლოვნის ქორწინება დარეგისტრირდა, ოჯახის შექმნის მიზნით კი бѓЎбѓ¬бѓђбѓ•бѓљбѓђ 13-бѓ“бѓђбѓњ 17 бѓ¬бѓљбѓђбѓ›бѓ“бѓ” 408 бѓ›бѓќбѓЎбѓ¬бѓђбѓ•бѓљбѓ”бѓ› შეწყვიტა“, - ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ бѓЈбѓ©бѓђ ნანუაშვილმა бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, რომელიც бѓЎбѓђбѓ™бѓЈбѓ—бѓђбѓ  ანგარიშს бѓђбѓ бѓђбѓЎбѓђбѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓќ ორგანიზაციებს бѓђбѓЄбѓњбѓќбѓ‘бѓЎ.

---

 

12.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=44967&cat=3

 

ეკონომია ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების ხარჯზე?!

ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები აცხადებენ, რომ მათი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. მათთვის გაურკვეველია, რატომ გაუნახევრეს იმ აუცილებელი მედიკამენტების მიცემა, რის გარეშეც მათი არსებობა წარმოუდგენელია?! ეს მით უფრო გაუგებარია იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ამ კატეგორიის ავადმყოფების წინაშე თავის მოვალეობას მეტ-ნაკლებად ასრულებდა და მედიკამენტების მიცემას არ ამადლიდა. უფრო მეტიც, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის წლეულს ბიუჯეტი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდეც გაიზარდა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბენეფიციარები ამბობენ, რომ მათ ხარჯზე მედიკამენტების ეკონომია გადაწყვიტეს. ბენეფიციართა გასაჭირს იზიარებენ მედიკოსებიც. For.ge-სთან საუბარში ისინი საეჭვო დეტალებზე საუბრობენ და სამსახურიდან დათხოვნის შიშით ინკოგნიტოდ დარჩენას ითხოვენ. მედიკოსების თქმით, ორიოდე თვის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ინსტიტუტის დირექტორმა ლაშა კილაძემ მათ კრებაზე გამოუცხადა, გაგინახევრებთ ხელფასებს, თუკი არ შეამცირებთ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის გასაცემ წამლებსო. მოტივაცია იყო ის, თითქოს ზედმეტი წამლები არ უნდა დახარჯულიყო. სინამდვილში, ექიმები ირწმუნებიან, რომ ის წამლებიც, რომლებსაც პაციენტებს აქამდე უნიშნავდნენ, იმდენად უხარისხო წარმოებისა და მცირე რაოდენობის იყო, რომ დაუშვებელი გახლდათ მათი შემცირება, ანუ რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკუთვნოდა პაციენტს ორი თვით ადრე, არ შეიძლებოდა ამ წამლის წართმევა და სოციალურად დაუცველი პაციენტის იძულება, რათა მას საკუთარი მწირი სახსრებით შეეძინა მედიკამენტები. „ამ ხალხს საჭმლის ფული არ აქვს და წამლის ფული საიდან მოიტანონ? თანაც, ეს ხომ ფსიქიატრიული დანიშნულების წამლებია, სხვა ტიპის წამალი ხომ არ არის? ხომ შეიძლება, მათ გარეშე პაციენტს მდგომარეობა გაურთულდეს? ისედაც პაციენტების წესიერად მოვლა არ ხდება დისპანსერებში, რადგან ცოტა ექიმი და ბევრი პაციენტია, დისპანსერებში არ არსებობს განვითარებული სერვისი. ახლა კი ბენეფიციარებს ის წამლებიც გაუნახევრეს, რითაც, ასე თუ ისე, მაინც გაჰქონდათ თავი“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი ფსიქიატრი. მისივე განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის პაციენტების უმეტესობას პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდობა აქვს მინიჭებული, ისინი სოციალურად დაუცველნი არიან, ვერ მუშაობენ და ფინანსურად უჭირთ. ეს ხალხი ძირითადად უფასო სასადილოებში იკვებება, პურის ფული არ აქვთ, ისედაც ასლარიან პენსიას აძლევს სახელმწიფო და ამ დროს დამატებით წამლების შეძენა მათთვის მძიმე ტვირთია. მედიკოსის თქმით, ამ ადამიანების წინაშე მორალურ პასუხისმგებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს კანონდარღვევაცაა, რადგან ფსიქიკური აშლილობის დროს პაციენტს წამალი სახელმწიფოს მხრიდან უპირობოდ ეკუთვნის. For.ge ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტსაც ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბენეფიციარები პანიკაში არიან, დისპანსერში მათ გაშვებას აზრი აღარ აქვს, რადგან წამლებს წესიერად ვეღარ აძლევენ. აქამდე მათ იმის იმედი ჰქონდათ, რომ დისპანსერში ცუდსა და უხარისხო წამლებს მაინც მისცემდნენ, სულ არაფერს ეს მაინც სჯობდა, ახლა კი ამასაც ვერ აძლევენ. თანაც, იმდენად უხარისხო და იაფფასიან მედიკამენტებზეა საუბარი, რომ თანამდროვე ფსიქიატრიაში ასეთი მოძველებული, ანუ პირველი თაობის ანტიდეპრესანტები აღარ გამოიყენება. „ტყუილია, თითქოს ჩვენი მდგომარეობის მქონე პაციენტებს ექიმები ზედმეტ წამლებს გვიწერენ. ფსიქიატრიაში ამის თქმა რეალობას მოკლებულია. ჩვენისთანა გაჭირვებულ პაციენტებს ექიმები გვიწერდნენ იმ წამლებს, რისი რესურსიც ჰქონდათ. ზედმეტი კი არა, წამლები ისედაც არ გვყოფნიდა. თავის დროზეც ნაკლები მედიკამენტები გვქონდა და კერძო ექიმებს ვთხოვდით, დაემატებინათ ჩვენთვის წამლები. ახლა კი რა გველის, არ ვიცით. წამლის 200 ტაბლეტი თვეში როგორ უნდა ეყოს 200 პაციენტს? რეალურად, ეს ნიშნავს, რომ წამალი შეიძლება ეყოს მხოლოდ ხუთ ბენეფიციარს, დანარჩენებს კი არ შეხვდეს. გამოდის, ექიმმა წამალი ზოგიერთ პაციენტს უნდა მისცეს, ზოგიერთს მოაკლოს. ანუ თვის დასაწყისში ვინც მიასწრებს და პირველი მივა, მედიკამენტებიც მას შეხვდება. ყველაფერი დასწრებაზე ყოფილა. პირად მაგალითზე გეტყვით, 60 აბი ბენზაქსოლისა და 60 აბი ოლზაპის ნაცვლად მკურნალმა ექიმმა მხოლოდ 30-30 აბი მომცა და წინა თვის დოზა გამინახევრა“,-აღნიშნა ბენეფიციარმა, რომლის თქმითაც, ისინი ვერ შესწვდებიან ყოველთვიურად 50-60-ლარიანი, ან თუნდაც 30-40-ლარიანი მედიკამენტის შეძენას. მართალია, რეცეპტის გამოწერა და ექიმი უფასოა, მაგრამ რეცეპტიან წამალს ხომ ყიდვა და ფინანსები სჭირდება?! ეს წამლები კი იმიტომ იყო სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომ მთელი ცხოვრება უნდა მიეღოთ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს. ექიმებს უჭირთ იმაზე ლაპარაკი, თუ ვის ბრძანებას ასრულებს ლაშა კილაძე, მაგრამ ფიქრობენ, რომ ლაშა კილაძე, რომელიც ჩამოსულია ქუთაისიდან, სადაც ამ ტიპის პაციენტებისთვის წამლები თითქმის არ არსებობს, ცდილობს ამ გამოცდილების დედაქალაქში „დანერგვას“, პრინციპით, თუკი ქუთაისში წამლები არ არის და არ კვდებიან იქაური პაციენტები, მაშინ დედაქალაქშიც შეუძლიათ გაძლონ მედიკამენტების გარეშე. მედიკოსების აზრით, შესაძლოა, აქ ფინანსური ინტერესიც იყოს. თუკი ფსიქიკური პრობლემის მქონე ბენეფიციარი შესაბამის წამლებს ვერ მიიღებს, მდგომარეობის გართულების შემდეგ აუცილებლად მოხვდება სტაციონარში. რაც უფრო მეტი პაციენტი აღმოჩნდება სტაციონარში, სტაციონარული დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე დისპანსერული. გამოდის, ამით მოატყუებენ სახელმწიფოს და კიდევ უფრო მეტ ფულს გამოსძალავენ, რადგან სტაციონარში მოთავსებული თითოეული პაციენტის დღიური დაფინანსება ძალზე ძვირი- 65 ლარია. თანაც, ამ პაციენტებს ათი დღის განმავლობაში ტოვებენ სტაციონარში, სადაც დღესდღეობით 30-40 საწოლია გათვალისწინებული. ამიერიდან გაცილებით მეტი პაციენტი შევა საავადმყოფოში და ცალკეულ პირებსაც მეტი დაფინანსება შეუვათ. შესაძლოა, ამაზეც იყოს გათვლილი ეს „ეკონომია“. თავის მხრივ, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ინსტიტუტის დირექტორი ადასტურებს, რომ მედიკამენტების დოზა მართლაც შემცირებულია, რაც მედიკამენტების ჭარბად გამოყენებაზე მონიტორინგის დაწყებით აიხსნება. ლაშა კილაძის თქმით, თუკი ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტისთვის საკმარისია 10 აბი, ის არ უნდა იღებდეს გაცილებით მეტ აბს. შესაბამისად, ლაშა კილაძე ამტკიცებს, რომ მან მკურნალ ექიმებს მედიკამენტების ჭარბად გაცემის პრევენციისკენ მოუწოდა და აქ რაიმე დირექტივაზე საუბარი ზედმეტია.

---

 

12.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.for.ge/view.php?for_id=44965&cat=1

 

საპენსიო ასაკის გადაწევა დღის წესრიგში არ დადგება

საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხანდაზმული ადამიანების რიცხვი იზრდება. სახელმწიფოებს სულ უფრო უჭირთ საპენსიო მომსახურების გაწევა და განსაკუთრებით კი მისი მოცულობის გაზრდა. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2010 წელს 4,4 მილიონი ადამიანიდან 14%-ზე მეტი იყო 65 წლის და 65 წელზე მეტი ასაკის, ხოლო ერთი მესამედი – 50 წლის და 50 წელზე მეტი ასაკის. როგორც ჯანდაცვის კომიტეტი განმარტავს, მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრები 21%-მდე და 40%-მდე გაიზარდოს. „პროგნოზების მიხედვით, საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი იყო, ხოლო მამაკაცებისთვის – 71 წელი, 2030 წლისთვის ქალებისთვის 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცებისათვის – 73 წლამდე“, – აღნიშნულია პარლამენტში განსახილველად წარდგენილ დადგენილების პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში. ხომ არ გამოიწვევს ეს პროცესები ქვეყანაში საპენსიო ასაკის გაზრდას? რამდენად ექნება შესაძლებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს მომავალში პენსიონერების მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს? სხვათა შორის საპენსიო ასაკის გადაწევას ბოლო დროს ხშირად მიმართავენ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ შობადობა დაბალია, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან გაიზარდა. შესაბამისად, ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვი მოსახლეობის საერთო ოდენობაში ზედმეტად მაღალია. დღესდღეობით მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში საპენსიო ასაკი 65 წელია. ევროპასა და აშშ–ში შორეულ პერსპექტივაში, 2060 წლისთვის ამ ასაკის 70 წლამდე გაზრდას გეგმავენ როგორც ქალების ისე მამაკაცებისთვის. გერმანიაში ასეთი ნაბიჯის გადადგმა უფრო ადრეც იგეგმება. იაპონიაში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია, პენსიაზე 70 წლის ასაკში გადიან. ნორვეგიაში კი, სადაც 79 წელს ცოცხლობენ, საპენსიო ასაკი 67 წელია. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოზალიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ჩვენთან ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელი უნდა შეეწყოს დემოგრაფიულ პროცესებს, მათ შორის, დედათა და ბავშთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას, შობადობის გაზრდას და ა. შ. საპენსიო მიმართულებით ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა უმნიშვნელოვანესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, რომელიც საპენსიო რეფორმას ეხება. დაახლოებით წელიწადნახევარში საპენსიო სისტემაში რევოლუციური ცვლილებების მოსალოდნელი. 2017 წლის მესამე კვარტლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება იგეგმება და გარდა ამისა, საბაზისო პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონის გათვალისწინებით მოიმატებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, გაანალიზდა სამი სახის კერძო დაგროვებითი სისტემის მოდელი: ნებაყოფლობითი, სავალდებულო და ჰიბრიდული (შერეული). მისივე თქმით, ჰიბრიდული მოდელის დანერგვა საქართველოსთვის ყველაზე ეფექტური იქნება. „საპენსიო დაგროვების მოდელი მუშაობს შემდეგნაირად: ორგანიზაცია ვალდებულია, თანამშრომელს შესთავაზოს ყოველთვიური საპენსიო შენატანი ხელფასის 2%-ის ოდენობით, რომელიც გადაირიცხება დასაქმებულის მიერ არჩეულ კერძო საპენსიო ფონდში. თუ დასაქმებული დათანხმდება შეთავაზებას, მაშინ მან საკუთარი შემოსავლიდან 2%-ით უნდა მიიღოს თანამონაწილეობა. დაქირავებულს უფლება აქვს, უარი თქვას მონაწილეობაზე. დასაქმებულის მონაწილეობის შემთხვევაში, სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადიდან მიიღებს თანაკონტრიბუციას და დამატებით გადარიცხავს ანგარიშზე 2%-ს. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, 2%-ზე მეტი შეიტანოს. დაწესდება მაქსიმალური შენატანის ზღვარი სახელმწიფოს მიერ კონტრიბუციის კოეფიციენტზე, რაც თავდაპირველად იქნება 2000 ლარი და შემდეგ გაიზრდება ყოველწლიურად საშუალო ხელფასის ზრდის პარალელურად“, - განაცხადა საპენსიო რეფორმების სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა. მნიშვნელობა არ ექნება, დამსაქმებელი სახელმწიფო სამსახური იქნება თუ კერძო სექტორი - კონტრიბუციას ყველა თანაბრად მიიღებს, ხოლო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, აქტივები მემკვიდრეს გადაეცემა.

---

 

12.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/379034-ombudsmeni-moqalaqeebisathvis-gankuthvnili-sheghavathebi-khelmisatsvdomi-unda-iyos-afkhazethsa-da-etssamkhreth-osethshi-mckhovreblebisthvis.html?ar=A

 

ომბუდსმენი - მოქალაქეებისათვის განკუთვნილი შეღავათები ხელმისაწვდომი უნდა იყოს აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებისთვის

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი შეღავათები, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშში. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აკვირდებოდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თემებში, რის შედეგადაც გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. ”საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ახორციელებს ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთაგანაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“ უნდა ჩაითვალოს. ეს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ოკუპირებული ტერიტორიების მკვიდრთ მიიღონ უფასო სამედიცინო მომსახურება. თუმცა, პრობლემად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირების მიერ ამ პროგრამით სარგებლობა (ასეთი კი ძირითადად გალის რაიონის მოსახლეობაა). სახალხო დამცველმა 2014 წელს წინადადებით მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, შეიმუშაოს ერთგვაროვანი მიდგომა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ყველა პირის მიმართ. რეკომენდაცია ჯერ არ შესრულებულა. სამინისტროს განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება სრულად, თუ დასტურდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ცხოვრება. 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახალხო დამცველი მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს დაავალოს შესაბამის სტრუქტურებს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს) შეიმუშაონ მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის რეფერალურ პროგრამაში ჩართვის თაობაზე და სავალდებულო ხასიათი მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის მიმართ ერთგვაროვან პრაქტიკას, მიუხედავად მოქალაქეობისა. ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სოციალური სერვისებით სარგებლობისთვის, უმეტეს შემთხვევაში, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა უმეტესობას არ გააჩნია. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ნაწილობრივ შეასრულა სახალხო დამცველის 2014 წლის რეკომენდაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის რიგ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე. სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციართა წრე გაიზარდა და მოიცავს, როგორც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს, ასევე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს. ეს ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯია და დადებითად უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ფარავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა დიდ ნაწილს. საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 28 იანვარს წინადადებით მიმართა პრემიერ-მინისტრს ცვლილება შესულიყო შესაბამის დადგენილებაში, რათა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებმა პირადობის ნეიტრალური მოწმობის მეშვეობით შეძლონ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა. 2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვისათვის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ქონაა საჭირო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უარი თქვა პროგრამით მოსარგებლეებში რაიმე სახის ცვლილების შეტანაზე, მედიკამენტების უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე. 2016 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებმა მიაღწიეს შეთანხმებას პატიმართა გათავისუფლების თაობაზე პრინციპით - „ყველა ყველაზე“. ამ ნაბიჯის გადადგმით შესაძლებელი გახდა იმ პირების გათავისუფლება, რომელთაც წლებია უკანონოდ ჰქონდათ თავისუფლება აღკვეთილი ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში. სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის დაწყებულ დიალოგს პატიმართა გათავისუფლების საკითხზე, რაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციას. მნიშვნელოვანი ინიციატივების მიუხედავად, სახალხო დამცველის დაკვირვებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციისათვის აუცილებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხშირად მოუქნელი და დროში გაწელილია, რისი მიზეზიც სხვადასხვა სტრუქტურებს შორის შეუთანხმებლობა და ერთიანი პოზიციის არარსებობა. ერთიანი კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა ნიშნავს კონფლიქტების მოგვარების ისეთ პოლიტიკას, სადაც ყველა სტრუქტურას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეეძლება კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაციისა და სირთულეების გაანალიზება, გათვალისწინება და მოსახლეობის უფლებების დასაცავად შესაბამისი, მოქნილი გადაწყვეტილებების მიღება. ეს ამავე დროს მთავრობის წევრების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემების სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს”, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/31820-ombudsmeni-socialuri-programebi-okupirebul-teritoriaze-mckhovrebta-did-natsilistvis-miutsvdomelia

---

 

11.05.2016   

მედიასაშუალება: http://medportal.ge/index.php?act=newsfull&Id=9179&catId=130

 

ჯანდაცვის სამინისტრო სამეანო და ნეონატალურ ტრენინგებს იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში სამეანო და ნეონატალურ ტრენინგებს იწყებს. ამ ეტაპზე გადამზადებას ქვემო ქართლის რეგიონის ექიმები გაივლიან. აკრედიტებული სამეანო და ნეონატალური კურსით გადამზადება მეანგინეკოლოგებისთვის სამ, ხოლო ნეონატოლოგებისთვის - ხუთ დღეს გაგრძელდება. თეორიულ სწავლებასთან ერთად უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ექიმები სამეანო და ნეონატალური სიმულატორების გამოყენებით პრაქტიკულ მეცადინეობებში ჩაერთვებიან. ერთი თვის განმავლობაში 3 ნეონატალური, 2 საექთნო და 5 სამეანო კურსი ჩატარდება და ქვემო ქართლის რეგიონიდან 40 მეანი, 43 ბებიაქალი, 30 ნეონატოლოგი და 43 ნეონატალური ექთანი გადამზადდება. სამეანო-ნეონატალური ტრენინგები “Rotary Club“-თან თანამშრომლობით ხორციელდება. გადამზადება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოსავალის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

---

 

11.05.2016   

მედიასაშუალება: http://bfm.ge/akhali-ambebi/martis-tvestan-shedarebit-aprilshi-sabavshvo-aftiaqis-ghirebuleba-12-shemcirda/

 

მარტის თვესთან შედარებით აპრილში საბავშვო აფთიაქის ღირებულება 12 %-ით შემცირდა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის აპრილის თვის მონაცემებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად საბავშვო აფთიაქის ღირებულება მარტის თვესთან შედარებით აპრილში 12%-ით არის შემცირებული. მარტში ჩვილის აფთიაქის ღირებულებამ 114 ლარი, ხოლო აპრილში კი 100 ლარი და 37 თეთრი შეადგინა. მაგალითისათვის: მარტში საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტის, ვიბურკოლის სანთელის ღირებულება 13 და 37 თეთრი იყო, ხოლო აპრილში მისი ფასი 20 თეთრით შემცირდა, თვალის წვეთის – ალბუციდის ფასი კი 2 ლარიდან 1.20 თეთრამდე შემცირდა. ორგანიზაციამ კვლევის შედეგად მედიკამენტების ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. საბავშვო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება: საბავშვო აფთიაქი (3-5 წლამდე) მოვლის საშუალებები: ყურის ჩხირები (100ც )- 2.65ლ საბავშვო კრემი- 6.95ლ ბამბა-1.00ლ სტერილური ბინტი -1.04ლ ბრილიანტის მწვანე – 0.30ლ წყალბადის ზეჟანგი – 0.51ლ (100მ) სპირტი- 1.40ლ დამწვრობისთვის: თურმანიძის მალამო- 4.90ლ ყელის ტკივილი: სტრეფსილსი- 8.50ლ სიცხის დამწევი: პანადოლი- 8.20ლ ვიბურკოლის სანთელი -13.17ლ კუჭ–ნაწლავისთვის: რეჰიდრონ ოპტიმი -25.95ლ ენტეროლი- 8.30ლ ყურის ტკივილის: ოტიპაქსი – 7.20ლ თვალის ტკივილის: ალბუციდი- 1.20ლ ანტიჰისტამინური: ცეტირიზინი-3.50ლ მგზავრობისთვის: დრამინა- 5.60ლ ჯამი: 100.37 ლ ჯანდაცვის პლატფორმა განაგრძობს სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლას. ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა ფანასკერტელი ჩვილისა და ოჯახის აფთიაქის აპრილის თვის კვლევის შედეგები. სამომავლოდ კი იგეგმება ფანასკერტელი პირველადი დახმარების, მძღოლის, ოფისისა და მომხმარებელთა სხვა ჯგუფებისათვის საჭირო აფთიაქების მონაცემების შესწავლა და გამოქვეყნება.

---

 

11.05.2016   

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=67341&lang=geo

 

ერთ წლამდე ბავშვები შებინდებისას გარეთ არ გაიყვანოთ - პაატა იმნაძის რჩევა მშობლებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ინფექციური დაავადებების გახშირებას ივნისიდან ელის. მისი თქმით, ინფექციების მათ შორის ლეიშმანიოს გადამტანი მწერები შებინდებისას განსაკუთრებით აქტიურდებიან. იმნაძემ მოსახლეობას ურჩევს, ის წესები, დაიცვან, რომელიც ჰიგიენის თვალსაზრისით ყველა დიასახლისს ევალება. "მაგალითად, ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერინ შებინდებისას აქტიურდება, აქედან გამომდინარე კარგი იქნება თუ ერთ წლამდე ბავშვებს დაუცველი კანით შებინდების მერე სასეირნოდ აღარ გამოიყვანენ. ლეიშმანიოზი კოღოზე პატარა მწერია, ფლებოტომუსი ქვია და ქინქლაზე ოდნავ დიდია. საფრთხეს ის ძირითადად ბავშვებისთვის წარმოადგენს. მოზარდებშიც საშიშია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მათ რაიმე იმუნური სისტემის დარღვევა აქვთ. ძირითადი რეზერვუარი ძაღლია ამიტომაც თუ ძაღლი გყავთ ვეტერინარს შეამოწმებინეთ. კბენის სეზონი დაახლოებით ივნისის მეორე ნახევარში დაიწყება. მისი გამოვლინება კი შემოდგომის ბოლოსკენ მოხდება. რაც შეეხება მალარიას, ეს დაავადება ქვეყანაში არ გვაქვს, მაგრამ კოღო არის, ამიტომ თუ ის გავრცელდა, ესეიგი შემოიტანეს. საქართველოში გამოჩნდა ის მწერი, რომელსაც გადააქვს დეენგე და ყვითელი ცხელება ჩიკუნგუნია და ზიკაც. ეს გადამტანი ჩვენ დასავლეთ საქართველოში დავიჭირეთ. ძალიან მალე დასალეთ საქართველოში ფართომაშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა იმნაძემ "კვირას" პრესკლუბში.

---

 

11.05.2016   

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/180013-sergeenko-es-iyo-is-mtkivneuli-periodi-romelits-sheidzleboda-uketesad-gavliliyo

 

სერგეენკო: ეს იყო ის მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო

პრეზიდენტის მხრიდან, მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალი კონსტიტუცია ძალაში ცოტა ხნის წინ შევიდა და „ეს იყო მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო“. „ეს იყო პრეზიდენტის მოსაზრება და მე ვფიქრობ, მას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის ძალაუფლებების შედარებით ახალი განაწილება არის ძალიან ახალგაზრდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა სულ რამდენიმე წლის წინ და ალბათ ეს იყო ის მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმაც, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ ეს მტკივნეული ეტაპი გავლილია და ნაბიჯები სწორად იქნა გადადგმული“,-განაცხდა სერგეენკომ. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკოსების მიერ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობაზე გუშინ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და მის მიერ მოწვეულ პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატებისა და მინისტრების დასწრების საკითხიც გაიხსენა.

მარშალპრეს.ჯი- http://marshalpress.ge/?p=36736

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/prezidentimadapremiermatsdaadasturesrommtkivneulietapigavlilia-davitsergeenko/3002

კვირა.ჯი- http://kvira.ge/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94/

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/378895-davith-sergeenko-prezidentma-premiermac-da-parlamentis-thavmjdomaremac-daadastures-rom-mtkivneuli-etapi-gavlilia.html?ar=A

---

 

11.05.2016   

მედიასაშუალება: http://ick.ge/rubrics/society/27699-i.html

 

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა შემცირებულია - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას, გადახედოს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალ მეთოდოლოგიას. ომბუდსმენის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების განცხადებების შესწავლის შედეგები გარკვეული პრობლემების არსებობაზე მიუთითებს. „უკვე ერთი წელია, რაც ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით ხორციელდება ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მათთვის სარეიტინგო ქულის მინიჭება. ამავდროულად, განხორციელდა სარეიტინგო ქულების გრადაცია და ახლებურად განისაზღვრა საარსებო შემწეობების ოდენობა. კერძოდ, ოჯახის ნებისმიერ წევრზე, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, საარსებო შემწეობა განისაზღვრა 60 ლარით, 30 000-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრებზე 50 ლარის ოდენობით, 57 000-დან 60 000-მდე – 40 ლარის, ხოლო 60 000-დან 65 000-მდე – 30 ლარის ოდენობით. ამასთან, ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, სარგებლობს თითოეულ ბავშვზე 10–ლარიანი დანამატით, რაც მანამდე გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად ოჯახში თითოეულ ბავშვზე 10 ლარის დანამატის დაწესება აღნიშნული მიზნის მისაღწევად საკმარის ღონისძიებად ვერ მიიჩნევა“ ,- აღნიშნულია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში. სახალხო დამცველი სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების ოდენობა 16 475–ით შემცირდა, საარსებო შემწეობის მიმღები ადამიანების კი - 31 737-ით. „ახალ მეთოდოლოგიაში იკვეთება ცალკეული ხარვეზები. კერძოდ, დედაქალაქის ფარგლებში საცხოვრებელში იატაკის მასალას – პარკეტს აქვს მაღალი კოეფიციენტი. აღნიშნული არ იძლევა მოწყვლადი ჯგუფის სწორად გამოვლენის შესაძლებლობას და არაგონივრულად ზრდის სარეიტინგო ქულათა რაოდენობას. 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარია ასევე სხვა ხარვეზებსა და პრაქტიკაში გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალური პროგრამები მხოლოდ ძალზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის არის ხელმისაწვდომი. „გასათვალისწინებელია, რომ შედარებით მაღალი ქულის მქონე ოჯახებსაც შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული საჭიროებები და სახელმწიფო მხარდაჭერის აუცილებლობა, მით უფრო, რომ ოჯახების ეს უკანასკნელი ჯგუფი საარსებო შემწეობის მიღმაა დარჩენილი“,- ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი ასევე რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, სოციალური პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინონ შედარებით მაღალი ქულის მქონე ოჯახების საჭიროებებიც.

---

 

11.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.ghn.ge/com/news/view/153090

 

ათ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციებზე კონტროლის მხრივ, მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა

შემოწმებულ ათ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციებზე კონტროლის მხრივ, მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. მინისტრის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს მიეცა გარკვეული ვადა და ხარვეზების გამოსასწორებლად და ამ პროცესში მათ ჯანდაცვის სამინისტროც დაეხმარება. „ჩვენ დავასრულეთ წინასწარი შეფასება. ჩენ შევადგინეთ სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც შევისწავლეთ ჯერჯერობით ათი მთავარი სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობა ინფექციებზე კონტროლის მხრივ. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ხარვეზები არის საორგანიზაციაო ხასიათის და არ უკავშირდება რაიმე ფინანსურ დარღვევებს. გამოკვეთილია ტენდენციები, რომელიც ჩვენი აზრით მარტივად მოსაგვარებელია. ჩვენ ვთავაზობთ კლინიკებს შედარებით გაუმჯობესებულ სერვისს, როდესაც ორშაბათიდან ჩვენთან გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრი და რომელიც კონცეტრირელბულ იქნება ამ ინფექციებზე კონტროლის საკითხებზე”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/378928-10-samedicino-datsesebulebashi-infeqciebze-kontrolis-mkhriv-mnishvnelovani-kharvezebi-gamoikvetha.html?ar=A

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/113822/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/djandatsvissaministrominfeqtsiurkontrolzeklinikebismonitoringidaitsko/3051

ექსპრესნიუს.ჯი-   http://epn.ge/?id=23442

---

 

11.05.2016

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=23451

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ის კრიტერიუმები განმარტა, რითაც სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობა შეისწავლა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობის შესასწავლად სტანდარტული კითხვარი გამოიყენა. როგორც მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, კითხვარი ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა. „კითხვარი შედგებოდა ორი ძირითადი ბლოკისგან. ეს იყო სტაციონარული დაწესებულებების გარემოს შეფასება. კითხვარში ასევე იყო ქვებლოკები. ეს იყო სამედიცინო დაწესებულებების შენობის მდგომარეობა, სამედიცინო ნარჩენების მართვა, დაწესებულებებში წყალმომარაგება, თეთრეულისა და საწოლის აღჭურვილობის რეცხვა. მეორე დიდ ბლოკში სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციური კონტროლის ღონისძიებების შეფასება იყო“,-განაცხადა ბერძულმა. ბერძულის თქმით, კრიტიკულად აღინიშნა ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც არსებული ნორმატიული აქტებით არის მოთხოვნადი. „ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები აწარმოებდნენ სამედიცინო დაწესებულებებში დაკვირვებას, კონტროლს და სამედიცინო პერსონალის ინტერვიუს და ასევე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობას. რაც შეეხება, ინფექციების კონტროლის ღონისძიებების შეფესების ბლოკს, საუკეთესო პრაქტიკით კრიტერიუმები არის 145, ჩვენ გამოვიყენეთ 30 %. სამუშაო კიდევ ბევრია იმ თვალსაზრისით, რომ გავზარდოთ მოთხოვნები საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ შემოვიფარგლეთ მხოლოდ იმით, რაც მინიმალურად მაინც უნდა იყოს დაწესებულებაში ინფექციის პრევენეციისა და კონტროლის თვალსაზრისით. შეფასებული დაწესებულებების 80%-მა დააკმაყოფილა დაწესებულებების მდგომარეობა, წყალმომარაგება და სისუფთავე. ამ ბლოკში ყველაზე დიდი პრობლემა იყო დაწესებულების ეზო და სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტი. მხოლოდ 405 აკმაყოფილებდა ამ ბლოკის კრიტერიუმებს. ასევე ყველაზე პრობლემური იყო თეთრეულისა და აღჭურვილობის რეცხვა. მხოლოდ 30% დაწესებულებების აკმაყოფილებდა ამ ბლოკის კრიტერიუმს. ასეთი პრევენცია, რომელიც განხორციელდა ჯანმდაცვის სამინისტროს მხრიდან არის კარგი იმისათვის, რომ მოხდეს დაწესებულებების გაცნობა, თუ რას გულისხმობს ინფექციის პრევენცია. ჩვენ ამ დაწესებულებებს არ ვასაჯაროვებთ. ეს არის კონფიდენციალური“, - განაცხადა ნინო ბერძულმა.

---

 

11.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.palitratv.ge/palitranewsnews/72648-qnu-daamzadeben-iseth-konservs-romlis-thermulad-damushaveba-ar-sheidzlebaq-rekomendaciebi-zafkhulis-sezonur-daavadebebthan-dakavshirebith.html

 

"ნუ დაამზადებენ ისეთ კონსერვს, რომლის თერმულად დამუშავება არ შეიძლება" - რეკომენდაციები ზაფხულის სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სეზონურ ინფექციებზე და ზაფხულთან დაკავშირებულ სხვა საფრთხეებზე ისაუბრა.

---

 

11.05.2016   

მედიასაშუალება: http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=59762

 

რეკომენდაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების შესახებ

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაცია მოამზადა. დოკუმენტში, რომელიც სახელმძღვანელო ხასიათისაა და განკუთვნილია, როგორც სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებებისათვის, ასევე პაციენტებისთვის, ასახულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ სხვადასხვა რეკომენდაციები, მათ შორის: · რა პრინციპები არსებობს მონაცემების დამუშავების კანონიერების დაცვისთვის; · რა შემთხვევაში შეიძლება ამ მონაცემების მესამე პირებზე გაცემა და გასაჯაროება; · რა ვალდებულებები აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის; · ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესები სამედიცინო დაწესებულებებში; · პაციენტის, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები; „სამედიცინო მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ყოველდღიურად აგროვებენ, ინახავენ და იყენებენ ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ რეკომენდაციის მომზადება, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება, ვინაიდან მასზე არაუფლებამოსილი პირების წვდომამ, უკანონო გამოყენებამ, გამჟღავნებამ, შეცვლამ ან განადგურებამ, მონაცემთა დამუშავების დროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობამ შესაძლოა მძიმე მორალური ან მატერიალური ზიანი მიაყენოს პაციენტს და გამოიწვიოს მისი სტიგმატიზაცია“ - აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში. ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სამედიცინო მომსახურების გამწევ დაწესებულებებს სთავაზობს კონსულტაციებს, რათა მათ კანონის შესაბამისად გაატარონ მონაცემების დაცვისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და თავიდან აიცილონ დარღვევები. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ პაციენტი უფლებამოსილია მისი პერსონალური მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ან მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. რეკომენდაცია მომზადებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი ნორმების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის #(97) 5 რეკომენდაციის საფუძველზე.

---

 

11.05.2016   

მედიასაშუალება: http://tv25.ge/?page=news&news_id=20986#.VzV_FNJ94dV

 

მოქალაქეები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მოქალაქეების - გავაშელიშვილისა და მიგინეიშვილის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელე მხარე საყოველთო დაზღვევის პროგრამის იმ პუნქტებს აპროტესტებს, რომლის მიხედვით 2013 წლამდე კერძო დაზღვევის მქონე პირები, დაზღვევის დაკარგვის შემთხვევაში, საყოველთაო პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით ისარგებლებენ. მოსარჩელე მხარე, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლს ეწინააღმდეგება. მოსაზრებას არ იზიარებენ მთავრობის ინტერესების დამცველები.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/samartali/378870-sakonstitucio-sasamarthloshi-sayovelthao-jandacvis-programis-punqtebs-asachivreben.html?ar=A

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

13.05.2016     

მედიასაშუალება:          ვერსია

 

ფრიდონ თოდუა: "პაციენტებს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევს"

საქართველოს რადიოლოგთა მეოთხე საერთაშორისო ორდღიანი კონგრესი ჩატარდა. კონგრესის მთავარი მიზანი რადიოლოგიასა და რადიაციულ ონკოლოგიაში მომუშავე სხვადასხვა ქფვეყნის მეცნიერთა და სპეციალისტთა შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება იყო. შეხვედრაზე ასოციაციის მუშაობისა და ჩატარებული აქტივობების შესახებ ანგარიში წარადგინა რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ფრიდონ თოდუამ. განიხილეს დიაგნოსტიკური რადიოლოგიის, ინტერვენციული რადიოლოგიისა და სხივური თერაპიის უახლესი მიღწევები. კონგრესში მონაწილეობნდედ გამოჩენილი უცხოელი სპეციალისტები ავსტრიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, ყაზახეთიდამ. თურქეთიდან და უკრაინიდან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3634393&name=13.05.2016+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.05.2016     

მედიასაშუალება:ალია

 

სერგეენკო: ეს იყო ის მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო

პრეზიდენტის მხრიდან, მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალი კონსტიტუცია ძალაში ცოტა ხნის წინ შევიდა და „ეს იყო მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო“. „ეს იყო პრეზიდენტის მოსაზრება და მე ვფიქრობ, მას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის ძალაუფლებების შედარებით ახალი განაწილება არის ძალიან ახალგაზრდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა სულ რამდენიმე წლის წინ და ალბათ ეს იყო ის მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმაც, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ ეს მტკივნეული ეტაპი გავლილია და ნაბიჯები სწორად იქნა გადადგმული“,-განაცხდა სერგეენკომ. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკოსების მიერ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობაზე გუშინ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და მის მიერ მოწვეულ პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატებისა და მინისტრების დასწრების საკითხიც გაიხსენა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3632518&name=12.05.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.05.2016     

მედიასაშუალება: ალია

 

1 წლამდე ბავშვები შებინდების მერე სასეირნოდ აღარ გაიყვანოთ - რეკომენდაციები სეზონურ ინფექციებთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სეზონურ ინფექციებზე ისაუბრა და ყურადღება ლეიშმანიოზსა და მალარიაზე გაამახვილა, როგორც იმნაძემ აღნიშნა აღმოსავლეთ საქართველოში ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული შემთხვევა ვლინდება. იმნაძის თქმით, დაავადების გადამტანი მწერები შებინდებისას გამოდიან და მათი ნაკბენის შემჩნევა შეუძლებელია. , კბენის შემთხვევები ივნისის მეორე ნახევრიდან იწყება, ხოლო დაავადების გამოვლენა შემოდგომის ბოლოს ხდება. პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს წლამდე ასაკის ბავშვები შებინდების მერე სასეირნოდ არ გაიყვანონ, რადგან ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი სწორედ შებინდების მერე დაფრინავს. წლის ზემოთ ბავშვებს კი მწერების დამაფრთხობელი საშუალება წაუსვან და ღია დაუცველი კანით არ გაასეირნონ. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გაკეთებაა. ,,ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი შებინდებისას აქტიურდება, აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ 1 წლამდე ბავშვებს დაუცველი კანით შებინდების მერე სასეირნოდ აღარ გამოიყვანენ. ლეიშმანიოზი კოღოზე პატარა მწერია, ფლებოტომუსი ჰქვია და ქინქლაზე ოდნავ დიდია. ის საფრთხეს ძირითადად ბავშვებისთვის წარმოადგენს. მოზარდებშიც საშიშია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე იმუნური სისტემის დარღვევა აქვთ. ძირითადი რეზერვუარი ძაღლია. ამიტომაც თუ ძაღლი გყავთ, ვეტერინარს შეამოწმებინეთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. იმნაძის თქმით, საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ ვლინდება. ,,ეს დაავადება ქვეყანაში არ გვაქვს, მაგრამ კოღო არის, ამიტომ თუ ის გავრცელდა, ესე იგი შემოიტანეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ, მისი თქმით ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები საქართველოს შავი ზღვისპირეთში ფართომასშტაბიან სადეზინფექციო სამუშაოებს გეგმავენ. პაატა იმნაძის განცხადებით, იგი არ ელოდება საქართველოში ზიკას, დენგეს და ჩიკუნგუნიას ინფექციების გავრცელებას. რაც შეეხება ბოტულიზმს, იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, ნუ დაამზადებენ ისეთი პროდუქტების კონსერვს, რისი თერმულად დამუშავებაც გახსნის შემდეგ აღარ შეიძლება. ასევე, იმნაძის რჩევაა, მალფუჭებადი პროდუქტები მაცივარში შეინახონ, ხოლო ბუნებაში გასვლისას, წყალი ბოთლიდან მიიღონ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3632513&name=12.05.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

                         

საქართველოს რესპუბლიკა-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3632492&name=12.05.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.05.2016     

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

 

თბილისმა რადიოლოგთა საერთაშორისო კონკრესს უმასპინძლა

7-8 მაისს თბილისმა რადიოლოგთა საერთაშორისო კონკრესს უმასპინძლა. ღონისძიება თავის მნიშვნელობით საყურადღებო მოვლენა იყო როგორც მედიცინის, ისე მთელი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. საქართველოს რადიოლოგთა IV კონგრესისი ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3632463&name=12.05.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.05.2016     

მედიასაშუალება:რეზონანსი

 

10 სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციებზე კონტროლის მხრივ, მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა

შემოწმებულ 10 სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციებზე კონტროლის მხრივ, მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად თბილისში, 10 მსხვილ მრავალპროფილურ კლინიკაში ინფექციებზე კონტროლის მონიტორინგი განხორციელა. ამასთან დაკავშირებით დავით სერგეენკომ და მისმა მოადგილემ ნინო ბერძულმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. უწყებას შემოწმებული კლინიკები არ დაუსახელებია, თუმცა ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ათივე მათგანი დედაქალაქში მდებარეობს. მინისტრის ინფორმაციით, შემოწმებული 10 კლინიკიდან არც ერთი იყო, რომელიც 100 %-ით დააკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. მისივე თქმით, გამოკვეთილი ტენდენციით, კლინიკები ყურადღებას უფრო მეტად აქცევენ შენობის შიდა სივრცეს და პრაქტიკულად ყურადღებას არ აქცევენ ეზოს, გარემოს, რომელიც ასევე მაღალი რისკის მატარებელია. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სპეციალური შესაფასებელი კითხვარით შეისწავლეს 10 მთავარი სამედიცინო დაწესებულის მდგომარეობა ინფექციებზე კონტროლის მხრივ, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუმცა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ხარვეზები ძირითადად საორგანიზაციო ხასიათისაა და მათი გამოსწორება რაიმე მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს არ უკავშირდება. მისივე თქმით, გამოკვეთილია ტენდეციები, რომელიც მარტივად მოსაგვარებელია. მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის განმარტებით, სტანდარტული კითხვარი შედგებოდა ორი ძირითადი ბლოკისგან, ესენია: სამედიცინო დაწესებულებების გარემოსა და სათავსების შეფასება და ინფექციური კონტროლის ღონისძიებების შეფასება. მეთოლოგია ითვალისწინებდა როგორც პროცესის დაკვირვებას, ასევე სამედიცინო პერსონალის გამოკითხვასა და დოკუმენტაციის განხილვას. რაც შეეხება შედეგებს, 10-დან 8 დაწესებულებამ დააკმაყოფილა მოთხოვნები შენობის მდგომარეობის, წყალმომარაგებისა და სათავსების სისუფთავის შესახებ. ამ ბლოკში ყველაზე დიდი პრობლემა იყო დაწესებულებების ეზო და სამედიცინო ნარჩენების მართვა. ”ამ ბლოკში ასევე ყველაზე პრობლემური იყო თეთრეულისა და საწოლის აღჭურვილობის რეცხვა. მხოლოდ სამი დაწესებულება აკმაყოფილებდა ამ ბლოკის კრიტერიუმებს. ამ ბლოკში ყველაზე დიდი პრობლემა იყო სუფთა და ჭუჭყიანი თეთრეულის ნაკადების გადაკვეთის პრევენციის უზრუნველყოფა. ეს იყო კრიტერიუმი, რომლის დაკმაყოფილება დაწესებულებებს უჭირდა და ჩვილ ბავშვთა თეთრეულის რეცხვა იზოლირებულად, სხვა თეთრეულისგან დამოუკიდებლად”, - აღნიშნა ნინო ბერძულმა. რაც შეეხება ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზების ბლოკს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი დაწესებულება აკმაყოფილებდა ამ საკითხში ყველა კრიტერიუმს და აქ უფრო სავალალო მდგომარეობაა. სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა მხოლოდ ორი დაწესებულება. მისივე ინფორმაციით, დაწესებულებებს ძირითადად არ გააჩნდათ პერსონალური დამცავი საშუალებების საკმარისი რაოდენობა - პირბადეები, ხელთათმანები, თვალების დამცავი და სხვა საშუალებები. უწყება დაწესებულებებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის თვალსაზრისით არსებულ ნორმატივებს გააცნობს. სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწესებულებებს შანსი და გონივრული ვადა მიეცათ. საბოლოო ჯამში კი, მონიტორინგი ყველა დაწესებულებას მოიცავს. ორშაბათიდან გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც კონცენტრირებული იქნება ინფექციებზე კონტროლის საკითხებზე. გარდა ამისა, გარკვეული ვადის შემდეგ, სავარაუდოდ, ზაფხულის პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს ექნება ღია საინფორმაციო პორტალი, სადაც სამედიცინო დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3632267&name=12.05.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 12.05.2016   

მედიასაშუალება:          საქართველოს რესპუბლიკა

 

რა უფრო მეტადაა - ყვლეფა თუ შეღავათი?

ამასტან, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით კი მცირე ფარმაცევტული კომპანია, სამკურნალო საშუალებას ფასს არა თუ არ აკლებს. სხვებზე გაცილებით ძვირად ყიდიან და, ბევრისგან განსხვავებით, ფასდაკლების დღეებიც არ აქვს, როგორც ეს ვთქვათ, "ფარმადეპოში", "ავერსში", სხვებთანაა დაწესებული... ამიტომაც, ვფიქრობთ, ამ გარემოების მიმართ პროტესტის გამოხატვად უნდა მივიჩნიოთ რამდენიმე დღის წინ ლეონიძის ქუჩის N9-ში PSP-ს აფთიაქის ჯვრის ქვეშ ვირაც გამწარებული მომხმარებლის მიერ ზეთის სარებავით გაკეთებული წარწერა "ქურდებო! თ.თ".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3632529&name=12.05.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge