From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-14.02.2018
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 14.02.2018 08:48
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 14.02.2018

ტელევიზია

14.02.2018

არხი:            бѓ˜бѓ›бѓ”დი  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   იმედის დილა

თბილისის მასშტაბით პაციენტების ისტორიების ელექტრონიზაცია წლის ბოლოსთვის სავალდებულო გახდება, ამ ეტაპზე პროექტი ოთხ კლინიკაში პილოტირებას გადის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5039279

მაესტრო - ახალი ამბები 10:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5039588

---

 

14.02.2018

არხი:             бѓ бѓЈбѓЎбѓ—ავი 2  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 09:00

შრომით უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან იწყება. დისკუსია აქტუალურ თემაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართება. შეხვედრას დეპუტატებთან ერთად დაესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მთავრობის მიერ წარდგენილი ინიციატივა მისაღებია უმრავლესობისთვის. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ კანონპროექტში თითქმის ყველა არსებული პრობლემა გათვალისწინებულია. განსხვავებულად მიიჩნევენ ოპოზიციაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5039434

---

 

14.02.2018

არხი:            бѓ бѓЈбѓЎбѓ—ავი 2 

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 09:00

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს უერთდებიან სტუდენტების მიერ დაგეგმილ აქციას და ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას გააპროტესტებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5039387

---

 

14.02.2018

არხი:            бѓ бѓЈбѓЎбѓ—ავი 2 

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 09:00

სამოქალაქო სექტორის ღია წერილი ევროკავშირს. მიმართვაში, რომლის ადრესატებიც ევროკომისარები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს რათა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს პასუხობდეს. წერილში ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ სავალალო მდგოამრეობაზეა საუბარი; ასევე ნათქვამია, რომ მოლოდინის მიუხედავად, მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი სუსტია მის აღსრულების ნაწილში და არ მოიცავს საკმარის მექანიზმებს, რაც დაგვარწმუნებდა მთავრობის ნებაში რეალურად დაიცვას დასაქმებულები-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5039386

---

 

13.02.2018

არხი:            I არხი  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   აქტუალური бѓ—бѓ”бѓ›бѓђ 21:30

ჯანდაცვის სამინისტროს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5039119

---

 

13.02.2018

არხი:           ტელეკომპანია იბერია  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ახალი ამბები 19:00

ოჯახის ისტორია რომელიც ტყეში სახელდახელოდ აგებულ ფიცრულში ცხოვრობს და რომლის ერთერთი წევრი სიცივის და შიმშილის გამო დაიღუპა.მათი პრობლემების შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლებაც თუმცა ისინი ირწმუნებიან რომ ოჯახმა დახმარება არ მიიღო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5039165

---

 

13.02.2018

არხი:            I არხი  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 21:00

15 თებერვლიდან თბილისის მასშტაბით ექიმებს ახალი წესით მოუწევთ მუშაობა. ძალაში შედის რეცეფტის გაცემის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით მედიკოსმა პაციენტს წამლები მხოლოდ ელექტრონული ფორმით უნდა გამოუწეროს. ამ გზით ჯანდაცვის სამინისტრო შეეცდება, გააკონტროლოს, ხომ არ ნიშნავს ზოგიერთი ექიმი არასაჭირო მედიკამენტებს. დაანონსებული ცვლილება ელექტრონული ჯანდაცვის ნაწილია, რომლის ფარგლებში 2019 წლიდან მოქალაქეების სამედიცინო ისტორიებიც ელექტრონული ფორმით შეივსება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5039136

---

 

13.02.2018

არხი:           იმედი  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ქრონიკა 20:00

"გახადე შრომა უსფრთხო" - ამ სახელწოდებით პროფკავშირებმა პეტიცია შეიმუშავა, რომელსაც უკვე ასობით ხელმომწერი ყავს, ამ მოთხოვნით დღეს აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილეები კანონმდებლებისგან შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის დროულად მიღებას ითხოვენ. თანხმდებიან იმაზეც, რომ დოკუმენტი დსახვეწია, რათა ბოლომდე იყოს დაცული დასაქმებულთა უფლებები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5039061

მაესტრო - დღის მთავარი თემა 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5039010

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5038752

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5038683

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5038580

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5038368

მაესტრო - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5038336,

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5038085

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5037937

---

 

13.02.2018

არხი:            бѓўбѓ”ლეკომპანია бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   მთავარი 18:00

წითელას ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით აჭარაში 180 სემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, ყველაზე მეტი შემთხვევა გასულ კვირას დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ არსებულმა სტატისტიკამ 2013 წლის ეპიდსიტუაციას გადააჭარბოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5038939

---

 

13.02.2018

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ახალი ამბები 18:00

იანვარში გასულ წელთან შედარებით, თითქმის ყველა ჯგუფის მედიკამენტი გაძვირდა. საქსტატის ინფორმაციით, ამ მხრივ პირველ ადგილზე სისხლძრღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებია, რომლის ფასებმა 14%-ით მოიმატა. 13-ით გაიზარდა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ღირებულება, 9 %-ით კი ვიტამინების, 8.5%-ით გაძვირდა ანტიბიოტიკები, 7.5%-ით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ხოლო ტკივილგამაყუჩებლები თითქმის 7%-ით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5038754

---

 

13.02.2018

არხი:            бѓћбѓђбѓљбѓ˜бѓўбѓ бѓђ бѓўбѓ•  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   პალიტრა ნიუს 16:00

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსია გასაზრდელია. ამის შესახებ, მინისტრმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისივე თქმით, სისტემა სამედიცინოდან სოციალურ ანუ საჭიროებაზე მორგებულ მოდელზე უნდა გადავიდეს და ამ გადასვლისას პენსიის თავიდან დათვლა უნდა მოხდეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5038578

---

 

13.02.2018

არხი:            бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ახალი ამბები 12:00

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, პოლიპრაგმაზიის პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს. დავით სერგეენკოს განმარტებით, ექიმების მიერ პაციენტებისათვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერა გარკვეულ შემთხვევაში მათ ინტერესსაც უკავშირდება. როგორც ჯანდაცვის კომიტეტში განმარტავენ, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზა, ელექტრონული რეცეფტის სისტემაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5037618

---

 

12.02.2018

არხი:            бѓўбѓ• პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ®бѓђбѓљбѓ®бѓ˜бѓЎ პოლიტიკა

გადაცემის бѓ”бѓ бѓ— ერთი бѓ—бѓ”бѓ›бѓђбѓђ სიკვდილი бѓЎбѓђбѓ›бѓЈбѓЎбѓђбѓќ ადგილებზე, მძიმე ისტორიები бѓ“бѓђ გამოსავლის ძიება,  бѓ•ის ეკისრება პასუხისმგებლობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5036546

---

 

 

ინტერნეტი

14.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/478138-2017-tsels-305-eqimidan-300-eqimis-shemthkhvevashi-dadasturda-rom-math-mier-garkveul-gadacdomas-hqonda-adgili.html

2017 წელს 305 ექიმიდან 300 ექიმის შემთხვევაში დადასტურდა, რომ მათ მიერ გარკვეულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა. შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოდან ”ინტერპრესნიუსმა” გამოითხოვა. ინფორმაციის თანახმად, 207 ექიმს მიეცა ”წერილობითი გაფრთხილება”, სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით კი 93 ექიმს შეუჩერდა. ”სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაწყებულია 170 შემთხვევაში. პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა 305 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა: 2 ექიმს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; 3 ექიმის საკითხის განხილვა გადაიდო სამართალდამცავი ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ. 300 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 207 ექიმს მიეცა ”წერილობითი გაფრთხილება”; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, შეუჩერდა 93 ექიმს”, - ნათქვამია სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/48406/2017-tsels-305-eqimidan-300is-shemtkhvevashi-garkveul-gadatsdomas-hqonda-adgili

კომერსანტი.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=138939&lang_id=ge

1бѓўбѓ•.ჯი-   https://1tv.ge/news/2017-wels-profesiuli-pasukhismgebloba-300-eqims-daekisra/

---

 

14.02.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=60312

შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება

დღეს თბილისსა და ბათუმში შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქციები გაიმართება. აქციის ორგნიზატორია სტუდენტური მოძრაობა - "აუდიტორიაა 115". აქცია-მსვლელობას არასამთავრობო ორგაანიზაციებიც შეუერთდებიან. ახალგაზრდები შეკრებას თბილისში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ბათუმში კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან აპირებენ. სტუდენტების თქმით, ბოლო 6 წლის სტატისტიკა საგანგაშოა. "2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. ამ საკითხზე სიჩუმე კი მკვლელობაში თანამონაწილეობის ტოლფასია", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

---

 

14.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/478129-rmg-is-menejmentma-garemos-dacvis-shromis-usafrthkhoebisa-da-jandacvis-sakithkhebshi-kompaniis-erthiani-politikis-dokumentze-moatsera-kheli.html

RMG-ის მენეჯმენტმა გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხებში კომპანიის ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტზე მოაწერა ხელი

კომპანია RMG-ის დირექტორებმა სს RMG Copper-ის და შპს RMG Gold-ის გარემოს დაცვის, თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხების ერთიანი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტს მოაწერეს ხელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ RMG-დან აცნობეს, დოკუმენტში წარმოდგენილია კომპანიის ხედვა და პრინციპები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს გარემოს ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შრომის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება. „ამ დოკუმენტით კომპანია RMG-ი ადასტურებს, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს თავის საწარმოებში საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად, რათა ამ დრომდე გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოვლენილი ხარვეზები გამოასწოროს. დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის. ამ მიმართულებით კომპანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა არსებულ რეგულაციას ასრულებს. გარემოს დაცვის, თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხების ერთიანი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტის ხელმოწერით RMG კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ საკითხებში მეტი ეფექტურობის მისაღწევად მჭიდროდ და ღიად ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და საზოგადოებასთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

---

 

14.02.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/478133-konstituciis-42-e-mukhli-gldanis-me-8-datsesebulebis-erth-erth-sakanshi-patimari-yelgamotcrili-nakhes.html

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“- გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში პატიმარი ყელგამოჭრილი ნახეს

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა და ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ზომას უნდა მიმართოს მის გადასარჩენად. „როგორც პატიმარის ოჯახის წევრს სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განუცხადა, პატიმარი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს. გამოძიება დაწყებულია სსკ 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიების საგანი უნდა გახდეს ფაქტი, თუ რამდენად იყო დაცული უსაფრთოების ზომები კონკრეტული პატიმრის პირობებში, ამასთანავე რამდენად დროული და საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო პატიმარმა. პატიმრის ძმა ითხოვს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა სრულყოფილად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომაკვდავი პატიმრის გადასარჩენად. ამჟამად პატიმარი იმყოფება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

13.02.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/252359/

“გახადე შრომა უსაფრთხო” – პროფკავშირებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილას 480-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 800-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. გაერთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მხოლოდ 2017 წელს 41 დასაქმებული გარდაიცვალა. მშრომელთათვის ღირსეული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს შესაქმნელად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით, პროფკავშირებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. შრომითი უსაფრთხოების კუთხით კანონპროექტზე მუშაობა პარლამენტში 9 თვეა მიმდინარეობს, თუმცა პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის არსებული ვერსია დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას თავადაც იღებდნენ, თუმცა მათი შენიშვნები დოკუმენტში არ ასახულა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ დოკუმენტს, რომლის განხილვაც ჭიანურდება, რამდენიმე ხარვეზი აქვს: კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე და დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი კვლავ უსაფრთხო შრომის პირობების უზრუნველყოფის გარეშე რჩება. კანონპტოექტი არ შეიცავს არნარის დათქმას კონკრეტული ვადის შესახებ, როდესაც ის სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს ყველა დასაქმებულზე. პროექტი ეხება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას და ყოველგვარი რეგულირების გარეშე ტოვებს შრომის კანონმდებლობასა და შრომის უფლებების აღსრულების საკითხს შრომის ინსპექტორებს, ბევრ შემთხვევაში, კვლავ არ აქვთ უპირობო დაშვება სამუშაო ადგილებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაზე მათ უშუალოდ მიმართავენ დასაქმებულები. აქედან გამომდინარე, პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი კვლავ შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და ხელისუფლებისგან მოითხოვენ შექმნან და აღასრულონ კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მშრომელთა ღირსეულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს. ამ მოთხოვნით პროფკავშირებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=60287

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/34272/gakhade-shroma-usafrtkho--profkavshirebis-petitsia-mtavrobas

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/usafrtkho-shromis-uzrunvelkofis-motkhovnis-miznit-petitsiaze-khelmotserebis-shegroveba-daitsko/39449

---

 

13.02.2018

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/252382/

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე ევროკომისრებს მიმართეს

ექვსი საზოგადოებრივი ჯგუფი ევროკომისრებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მიმართავს. ამ მიმართვაში საუბარია, რომ კანოპროექტი, რომელიც პარლამენტში იხილება, სუსტია აღსრულების ნაწილში და საკმარის მექანიზმებს არ მოიცავს. შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გაწერილი. ევროკომისრებთან გაგზავნილ წერილში არასამთავრობო ორგანიზაციები ოთხ ძირითად პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას: “კანონის მოქმედების სფერო: კანონის პროექტის შემოთავაზებული ვერსიით, იგი არა ყველა, არამედ მხოლოდ „მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე და მავნე პირობებიანი სამუშაოებზე“ ვრცელდება, რაც „მომეტებული საფრთხის“ სტანდარტის შემოტანით დამატებით ავიწროებს კანონის მოქმედების სფეროს და არ მოიცავს ყველა მძიმე, საშიშ და საფრთხის შემცველ სამუშაოს. ამასთან, კანონპროექტი არ ვრცელება დასაქმების ყველა ადგილზე, რაც გაუმართლებელ შეზღუდვას გულისხმობს და შრომის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება. ინსპექტორის დაშვება სამუშაო ადგილებზე: კანონპროექტი, გამონაკლისის გარდა, არ ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო ორგანოს სამუშაო ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ზედამხედველობის განხორციელებისას უმეტესად (გამონაკლისია გეგმური კონტროლი) ვალდებულია ნებართვისათვის სასამართლოს მიმართოს, რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვს და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შანსებს ამცირებს. სანქცირების მექანიზმი: კანონპროექტი სანქციების სახით ჯარიმის მინიმალურ ოდენობებს განსაზღვრავს, რაც ვერ მიაღწევს კანონის მიზანს და ვერ უზრუნველყოფს დამსაქმებლის მოტივაციას, გამოასწოროს დარღვევა ჯარიმის გადახდის ნაცვლად. რეფორმის აღსრულებისთვის აუცილებელი რესურსი: კანონის სათანადო აღსრულებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საზედამხედველო მექანიზმის გაძლიერება შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსით. თუმცა, კანონპროექტი ამგვარ საჭიროებაზე და ხედვაზე არ მიუთეთებს, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს რეფორმის რეალური აღსრულებადობის საკითხს. გამოვთქვამთ იმედს, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, რათა კანონპროექტის მიღება პასუხობდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების პირობებს,”- ვკითხულობთ ორგანიზაციების განცხადებაში. არასამთავრობოების განცხადებით, წერილი გაეგზავნათ: ევროკომისარ იოჰანეს ჰანს (გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში); ევროკომისარ მარიანა ტისენის (გენერალური დირექტორატი დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის საკითხებში) და ევროკომისარ სესილია მალმსტრომს (გენერალური დირექტორატი ვაჭრობის საკითხებში) მიმართვას ხელს აწერენ ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ახალგაზრდა სოციალისტები (YSG); სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი (SNWC); საქართველოს პროგრესული ფორუმი (GPF); ანალიტიკური პლატფრომა European.ge.

---

 

13.02.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/187846-bolo-erth-kvirashi-atcarashi-tsithelas-virusis-48-akhali-shemthkhveva-dafiqsirda.html?lang=ka-GE

ბოლო ერთ კვირაში აჭარაში წითელას ვირუსის 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის რეგიონში წითელას ვირუსით ინფიცირების უკვე 178 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 65% ბათუმში. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ცენტრი მოქალაქეებს წითელას ვირუსზე აცრისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, წითელას ვირუსის გამო საავადმყოფოში 12 ადამიანი მკურნალობდა, მათგან 8 კვლავ სტაციონარში რჩება, ხოლო 4 უკვე გაწერეს. 7 თებერვლის მდგომარეობით კი წითელას ვირუსის 130 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/197080

---

 

13.02.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/business-inner/quotsocialuri-shemweobis-metodologiashi-cdomilebaaquot/156/

"სოციალური შემწეობის მეთოდოლოგიაში ცდომილებაა"

"სოციალური შემწეობის მეთოდოლოგიაში 0.1 %-იანი ცდომილებაა", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით 0.1%-ის უკან ასეულობთ ოჯახი დგას. "ვერცერთი სისტემა ვერ იმუშავებს 100%-იანი სიზუსტით. ალბათ, ობიექტურად დამეთანხმებით, რომ ეს მაღალი სიზუსტეა. მაგრამ ამ 0.1%-ის უკან დგას რამდენიმე ასეული ადამიანი. თუ გადავიყვანთ ადამიანების რაოდენობაში, ამ ცდომილებით დაახლოებით 500 ადამიანს შეიძლება არასწორედ მოეხსნას ან არასწორად დაენიშნოს სოციალური შემწეობა. ეს არის ის ცდომილება, რაც ამ წუთას გვაქვს. თუმცა დამერწმუნეთ, რომ ჩვენ არ ვდგავართ ერთ ადგილას. 2 წლის წინ იყო 1 %-იანი ეს ცდომილება, ახლა არის 0,1%",- განაცხადა დავით სერგეენკომ. სოციალური შემწეობის ადმინისტირებაში მოსალოდნელია ცვლილებები. მინისტრის ინფრომაციით, ფუნქციების დელეგირება მუნიციპალიტეტებზე მოხდება. რა ფუნქციები დელეგირდება ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

---

 

13.02.2018

მედიასაშუალება: http://accent.com.ge/ge/news/details/46932

"თუ ექიმმა წამლის შესაძენად რომელიმე აფთიაქზე მიგითითათ, ეს რეკომენდაცია არ მიიღოთ"

მინდა, бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓЎ მივმართო, бѓ—бѓЈ ექიმმა რომელიმე бѓ™бѓќбѓњбѓ™бѓ бѓ”бѓўбѓЈбѓљ აფთიაქზე მიგითითათ, бѓ бѓђбѓ—бѓђ მედიკამენტი იქ შეიძინოთ, бѓ”бѓЎ რეკომენდაცია არავითარ შემთხვევაში бѓђбѓ  მიიღოთ, – ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ› პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური бѓ—бѓ”бѓ›бѓђ бѓ›бѓђбѓ™бѓђ ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ. „აბსოლუტურად მიუღებელია, бѓ бѓќбѓЄбѓђ ექიმი პაციენტს საჭიროზე მეტი რაოდენობის მედიკამენტს бѓЈбѓ¬бѓ”бѓ бѓЎ бѓ“бѓђ бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” მხრივ, პაციენტს კონკრეტული მითითება бѓ”бѓ«бѓљбѓ”бѓ•бѓђ, бѓ”бѓЎ მედიკამენტი бѓЎбѓђбѓ“ შეიძინოს“, – бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ›. მისი თქმით, ზედმეტი მედიკამენტის бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ¬бѓ”бѓ бѓђ დიდი бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђбѓђ бѓ“бѓђ ელექტრონული რეცეპტების სისტემა, რომელიც თბილისში бѓќбѓ  დღეში бѓЈбѓ™бѓ•бѓ” бѓЎбѓђбѓ•бѓђбѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓЈбѓљбѓќ бѓ’бѓђбѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჩატარების დამატებით бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓљбѓќбѓ‘бѓ”бѓ‘бѓЎ მისცემს. „რა თქმა бѓЈбѓњбѓ“бѓђ, бѓ•бѓ”бѓ  бѓЁбѓ”бѓ•бѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓ—, бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ ექიმის მიერ გამოწერილი დანიშნულება бѓ•бѓњбѓђбѓ®бѓќбѓ— бѓ“бѓђ бѓ’бѓ–бѓђбѓ›бѓ™бѓ•бѓљбѓ”бѓ•бѓ”бѓ‘бѓЎ бѓЁбѓ”бѓ•бѓђбѓ“бѓђбѓ бѓќбѓ—, бѓ бѓђбѓ“бѓ’бѓђбѓњ საქართველოში წელიწადში ექიმთან 14 მილიონი ვიზიტი ფიქსირდება бѓ“бѓђ თითო ვიზიტის бѓ“бѓ бѓќбѓЎ რამდენიმე მედიკამენტი გამოიწერება, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› бѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ სტატისტიკური კანონები, бѓ—бѓЈ бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ  бѓЈбѓњбѓ“бѓђ შეარჩიო შემთხვევები, бѓ бѓђбѓ—бѓђ კრიტიკული წერტილები ნახო“, – бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ›.  გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ  бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ ელექტრონული რეცეპტის бѓђбѓ¦бѓ”бѓ‘бѓђ бѓ“бѓђ бѓ бѓђ არის მისი უპირატესობა, ჯანდაცვის მინისტრმა бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, бѓ бѓќбѓ› бѓђбѓ› შემთხვევაში, პაციენტს ქაღალდის бѓўбѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђ бѓђбѓ  бѓЈбѓ¬бѓ”бѓ•бѓЎ, რითაც ორი бѓ бѓђбѓ› გამოირიცხება – ერთი, бѓ бѓќбѓ› რეცეპტი бѓђбѓ  დაიკარგოს бѓ“бѓђ бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ”, ექიმის მიერ გაუგებარი ხელწერით გამოწერილი მედიკამენტი აფთიაქში бѓђбѓ  бѓЁбѓ”бѓ”бѓЁбѓђбѓљбѓќбѓ—. бѓ’бѓђбѓ бѓ“бѓђ ამისა, ელექტრონული რეცეპტის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსა бѓ“бѓђ პროფესიული განვითარების бѓЎбѓђбѓ‘бѓ­бѓќбѓЎ ხარისხის კონტროლის бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓ”бѓ‘бѓђ ექნება. „ეს იქნება პროცესი, бѓ бѓќбѓЄбѓђ პაციენტი ექიმთან მიდის, ექიმი დანიშნულებას бѓ¬бѓ”бѓ бѓЎ, бѓ бѓђбѓЄ სისტემაში იტვირთება. ამის бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ პაციენტი ნებისმიერ აფთიაქში მიდის, პირადობის бѓ›бѓќбѓ¬бѓ›бѓќбѓ‘бѓђбѓЎ бѓђбѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓЎ бѓ“бѓђ მედიკამენტს იღებს. бѓ—бѓЈ бѓ›бѓђбѓЎ რეცეპტის бѓ’бѓђбѓ’бѓ бѓ«бѓ”бѓљбѓ”бѓ‘бѓђ სჭირდება, ამის бѓ’бѓђбѓ™бѓ”бѓ—бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ бѓ—бѓђбѓ•бѓђбѓ“бѓђбѓЄ бѓЁбѓ”бѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ›бѓђбѓ— შორის – მობილურის აპლიკაციით. 30 წლის წინ ბუღალტრული ბალანსი бѓ¤бѓЈбѓ бѓЄбѓ”бѓљбѓ–бѓ” კალმით იწერებოდა, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› გარკვეული დროის бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ ფურცელი бѓ“бѓђ კალამი გამოირიცხა бѓ“бѓђ бѓђбѓ®бѓљбѓђ бѓ”бѓЎ ყველაფერი ელექტრონულ бѓћбѓљбѓђбѓўбѓ¤бѓќбѓ бѓ›бѓ”бѓ‘бѓ–бѓ” კეთდება“, – бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ›.

---

 

13.02.2018

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=5507

6 წლის ლიზი დიასამიძე ესაჭიროება დახმარება

საქველმოქმედო ინფორმაციას გაგაცნობთ. 6 წლის ლიზი დიასამიძეს თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანემიის მძიმე ფორმა აქვს. სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა ესაჭიროება, რისთვისაც ოჯახს თანხა არ გააჩნია. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხავა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე.

---

 

13.02.2018

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/propesori-romelsats-puris-puli-enatreba

პროფესორი, რომელსაც პურის ფული ენატრება

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსმა მამუკა მდინარაძემ ,,გურია ნიუსს“ საკუთარი სოციალური მდგომარეობის შესახებ უამბო. როგორც პროფესორი გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ნახევარი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას შეალია, დღეს თავად გახდა გაჭირვების მსხვერპლი. პროფესორი იმასაც გვეუბნება, რომ დღეს უამრავი ადამიანი შიმშილობს, რომლებსაც ხელისუფლების დახმარება სჭირდებათ. ,,პროფესორი გახლავართ, 180 ლარი მაქვს პენსია. იქნებ ხელისუფლებამ ოდნავი გულმოდგინება მაინც გამოიჩინოს და მოგვაქციოს ყურადღება. 30 წელია ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე ვდგავარ და ბოლოს რა მივიღე? თვითონ გავხდი გაჭირვების მსხვერპლი. დღეს თანხები ,,პლუტოსურად“ ნაწილდება. აი, პლუტოსი რომ იყო სიმდიდრის ღმერთი და თავის კლანს ამდიდრებდა და სხვას აღატაკებდა. მაღალჩინოსნებს 10 000-ით აქვთ შემოსავალი და ის მაღალჩინოსნები, ჩვენ, პროფესორებმა არ აღვზარდეთ? იცით, მეუბნებიან ცუდი შვილები გაგიზრდიათო. ხელისუფლება, სიღატაკის ზღვარზე ვართ მისული, ხალხი შიმშილობს, პროფესორებს პურის ფული გვენატრება, ქუჩებსა და მატარებელში უამრავი გაჭირვებული ადამიანი დგას იმისთვის, რომ კაპიკები იშოვოს. მუხრან მაჭავარიანი, ჩვენი დიდი პოეტი ამბობდა, სანამ ისეთი დიდი ადამიანები არ გამოვლენ ასპარეზზე, როგორიც დავით აღმაშენებელი იყო, არაფერი გვეშველებაო. დღეს ასეთია პროფესორების ბედი. ასეთია იმ ადამიანების ყოველდღიური სიღატაკე, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას შეალიეს“, _ უთხრა ,,გურია ნიუსს“ მამუკა მდინარაძემ. ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა სახის დახმარებას უწევს სახელმწიფო პროფესორებს. კომენტარისთვის თბილისის მერიას დავუკავშირდით, თუმცა მერიამ განათლების სამინისტროსთან გადაგვამისამართა. განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ეს თემა მათ არ ეხებათ. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ არსებობს სოციალური დახმარების პაკეტები, თუმცა, პროფესორებზე 180 ლარის გარდა, დამატებით თანხა არ გაიცემა. ხოლო კითხვაზე მიმართა თუ არა მდინარაძემ დახმარებისთვის სამინისტროს? _ აცხადებენ, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და კითხვაზე პასუხის გაქცემის უფელბა არ აქვთ.

---

 

13.02.2018

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?view=post&id=138871&lang_id=ge

პედაგოგებს ბიულეტენის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ

პედაგოგებს ბიულეტენის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ ცვლილება „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესში შევიდა. „საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე. დღიური თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატები) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე,“- ნათქვამია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს 2018 წლის 10 იანვრის ბრძანებაში. ამასთან, როგორც ბრძანებაშია მითითებული, ცვლილება გამოქვეყნებისთანაზე ანუ 10 იანვრიდან უკვე ამოქმედდა.ცნობისთვის, ცვლილების ამოქმედებამდე პედაგოგთა დანამატი ბიულეტენით არ ანაზღაურდებოდა.

---

 

13.02.2018

მედიასაშუალება: http://www.bm.ge/ka/article/gazrdis-tu-ara-sapensio-reforma-axalgazrdebshi-umushevrobas-/16887

გაზრდის თუ არა საპენსიო რეფორმა ახალგაზრდებში უმუშევრობას

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილიზ აზრით, ნახევრად სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება ახალგაზრდებში უმუშევრობის დონეს გაზრდის. ოპოზიციონერი პარლამენტარი ირწმუნება, რომ 40 წლამდე დასაქმებულთათვის საპენსიო სისტემაში ჩართვის ვალდებულება დამატებითი ფინანსური წნეხია დამსაქმებლებისთვის, რამაც შესაძლოა, ახალგაზრდების დასაქმებას ხელი შეუშალოს. "მაქვს კომუნიკაცია კერძო სექტორთან და თუ მათ მოუწევთ დამატებითი ხარჯის გაღება 40 წელს ქვემოთ მყოფი ადამიანების დასაქმების შემთხვევაში, ბუნებრივია, ისინი არჩევენ, დაიქირაონ 40 წელს ზევით ადამიანები, ვიდრე აიყვანონ ისეთი კადრები, რომელთა გამოც ვალდებულები ხდებიან, დამატებითი თანხები გადარიცხონ საპენსიო ფონდში", - აცხადებს ჭიაბერაშვილი BM.ge-ისთან საუბარში. "ევროპული საქართველოს" წევრის მოსაზრებებს არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე. „გამორიცხულია, არ მჯერა, რომ ხელფასის 2% წყვეტს იმ კონკრეტული ახალგაზრდის დასაქმება-არდასაქმების საკითხს, რადგან ეს 2% არაა ის ზღვარი, რომელიც ადამიანის კვალიფიკაციას, კომპეტენციას და მის პერსპექტივას განსაზღვრავს. ასე რომ, ამ კუთხით ასეთი რისკების არ მჯერა. თუმცა შესაძლოა, ეს რისკები შეეხოს გარკვეულ სექტორებში დასაქმებულ, შედარებით დაბალი კვალიფიკაციის მუშა ხელს, მაგრამ აქაც შესაძლებელია შესაბამისი ზომების მიღება იმისთვის, რომ ეს არ გახდეს უკუღმართი მოტივაცია დასაქმებისთვის", - განაცხადა კაკი ზოიძემ და დასძინა, რომ „საპენსიო უზრუნველყოფის გარკვეული ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის და შრომის ბაზრის გაჯანსაღებას". შეგახსენებთ, რომ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონ-პროექტის მიხედვით, 40 წლამდე დასაქმებულები ვალდებულები ხდებიან, საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის 2% საპენსიო ფონდში საკუთარ ანგარიშებზე შეიტანონ. კანონ-პროექტი დამსაქმებლებსაც ავალდებულებს თანამშრომლის ანგარიშზე ხელფასის 2%-ის შეტანას, რომელსაც თავის მხრივ, სახელმწიფოც დაუმატებს 2%-ს.

---  

 

ბეჭდვითი მედია

14.02.2018

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

бѓ’бѓђбѓ®бѓђбѓ“бѓ” бѓЁбѓ бѓќбѓ›бѓђ бѓЈбѓЎбѓђбѓ¤бѓ бѓ—бѓ®бѓќ!

გახადე შრომა უსაფრთხო! - ამ სლოგანით რუსთაველის მეტროსთან ხელისუფლებისთვის წარსადგენ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ,,უკვე მეცხრე თვეა პარლამენტში ამ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაცვასაც ვერ უზრუნველყოფს - კვლავ აწყდება დაბრკოლებებს (მათ შორის ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის მხრიდან, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე) და მისი განხილვა დაუსაბუთებლად ჭიანურდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტი მუდმივ ცვლილებებს განიცდის - ბიზნეს ლობისტების ზეწოლით დასაქმებულთა უფლებების დაკნინების და გაუარესების მიმართულებით. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი, საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია. პეტიცია საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მას შემდეგ, რაც 10 000 ხელმოწერა შეგროვდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5039349&name=14.02.2018+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.02.2018

მედიასაშუალება:მესინჯერი

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას შრომის სფეროში არსებული მწვავე და პრობლემატური საკითხების დარეგულირებისა და გამოსწორებისკენ მოუწოდებს, მათ შორის კონკრეტულ მითითებებს იძლევა - შრომის ინსპექტირებასთან, გენდერული თანასწორობასთან, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. როგორც ექსპერტთა კომიტეტი აღნიშნავს, დასანანია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წელს გაუქმდა შრომის ინსპექცია, სფერო დარჩენილია უკონტროლოდ. კომიტეტი აქვე მიუთითებს შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში, ზედამხედველი ორგანოს არსებობის აუცილებლობაზე. კომიტეტი ეხმაურება შრომის ინსპექტირების შესახებ არსებულ სახელმწიფო პროგრამას და აღნიშნავს, რომ ამ პროგრამას ბევრი ხარვეზი აქვს, მათ შორის მისი ეფექტიანი დანერგვის კუთხით. ამასთან ელოდება სახელმწიფოსგან განმარტებას, თუ რა ფორმით ასრულებს ქვეყანა N100 კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ეხება თანაბარი შრომის თანაბარ ანაზღაურებას და ამ კონტექსტში შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორიციელებულ აქტივობებს. დოკუმენტში საუბარია „თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ შსო N მე-100 კონვენციის სწორი დანერგვის მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე ცნოს და დანერგოს თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების კონცეფცია. ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობის არსებობის პრობლემის გამო კი მოუწოდებს მთავრობას გაატაროს ყველა ღონისძიება ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ხელფასებს შორის სხვაობის შესამცირებლად. ამასთანავე, კომიტეტი მოუწოდებს ქვეყანას მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით, დაუყოვნებლივ, გამოავლინოს ხელფასებს შორის სხვაობის გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა გენდერული დისკრიმინაცია, გენდერული სტერეოტიპები და სამსახურეობრივი სეგრეგაცია და მოუწოდებს ქვეყანას წაახალისოს ქალები დასაქმდენენ ფართო პროფილის სამსახურებში მათ შორის, მაღალ სამსახურეობრივ პოზიციებზე. ანგარიშში განხილულია შრომის კანონმდებლობა და დიდი ადგილი ეთმობა პროფესიული კავშირების შექმნის და დისკრიმინაციის საკითხებს. ხაზგასმულია წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დასაქმებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის პრობლემა და მითითებულია, რომ ეს ნორმა შესაძლოა გამოყენებულ იქნას გაერთიანების თავისუფლების საწინააღმდეგოდ. კერძოდ, პროფკავშირებისადმი კუთვნილების ან პროფკავშირული აქტივობის გამო, დამსაქმებელმა შესაძლოა არ მიიღოს ადამიანი სამსახურში და არც კანონი ავალდებულებს დაასაბუთოს უარი დასაქმებაზე, რაც დისკრიმინაციაა. შეფასების თანახმად პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე ზედამხედველობა, მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ინსპექტორების კომპეტენციის ფარგლებს სცილდება, რადგან მათ შრომის უსაფრთხოების, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის საკითხებზე ზედამხედველობის უფლებამოსილება გააჩნიათ. შესაბამისად, მოუწოდებს ხელისუფლებას შექმნას სპეციალური სახელმწიფო სამსახური, რომელიც კონვენციით გათვალისწინებული უფლებების სწორ დანერგვას მონიტორინგს გაუწევს. ექსპერტთა კომიტეტი დადებით ნაბიჯად მიიჩნევს შრომის კოდექსის ცვლილებას იმ ნაწილში, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს დამსაქმებელთა ან დასაქმებულთა გაერთიანებების საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, დამრღვევის მიმართ სანქციების გამოყენებისა და ამ უფლების აღდგენის მექანიზმების არსებობის საჭიროებას. შსო მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე წაახალისოს დამსაქმებლებლები, რათა აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები და გააფრომონ შეთანხმებები. დღეს სახელმწიფოში არ არსებობს კოლექტიური მოლაპარაკებების და შეთანხმებების სტატისტიკა. კომიტეტი სამმხრივი დიალოგის ინსტიტუციონალიზაციისა და ამ პროცესის ფარგლებში მედიატორთა სიის დამტკიცებისა და ამ ინსიტიტუტის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად მიიჩნევს. გარდა ამისა, მოუწოდებს სახელმწიფოს ამ საკითხებზე მუშაობისას გააძლიეროს სოციალური დიალოგი. სექსუალური შევიწროების თემის განხილვისას, კომიტეტი უთითებს შევიწროების ცნებაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის შესახებ კანონით განისაზღვრა, შრომის კოდექსზე, რომელიც კრძალავს სექსუალურ შევიწროებას და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონზე, თუმცა, ამავდროულად ხაზს უსვამს ამ საკითხის სტიგმატიზაციას, როგორც ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორს ქვეყანაში სექსუალური შევიწროების საკითხების გამოსავლენად. კომიტეტი ეყრდნობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დასკვნებს, მათ შორის, უფლებადამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული სანქციების გამოყენების არაეფექტურობასა და არასაკმარისობას, მოუწოდებს მთავრობას, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებთან ერთად აკრძალოს სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობებში. ასევე, მიუთითებს მსხვერპლთა უფლებების აღდგენის მექანიზმების აუცილებლობაზე და ბოლოს, შრომის კოდექსის რეფორმის კვალდაკვალ მოუწოდებს სახელმწიფოს მკაფიოდ განსაზღვროს სექსუალური შევიწროების ცნება შრომის კოდექსში გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მსგავსად.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5039345&name=14.02.2018+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---