From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-14.03.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge
Received On : 14.03.2017 08:06
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 1 4.03 .2017

ტელევიზია 

1 3.03.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

დაფინანსებაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, კვლავ დახურვის საფრთხის წინაშე დგას საქართველოში არსებული ერთადერთი სტაციონარი, სადაც მკურნალობას ფსიქიკური პრობლემების მქონე მოზარდები გადიან. რამდენიმესაათიანი შიმშილობა ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. მოშიმშილე მშობლებს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებების დაფინანსების წესი შეიცვალა, ბენეფიციარებს ამ სერვისს მიღების საფრთხე არც მომავალში შეექმნებათ. ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მცირე ტიპის ფსიქიატრიული დაწესებულებების დახურვის შემთხვევაში, ბავშვებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგებათ. ფსიქიატრიული ჯანმრთელობის არსებული მიდგომების ცვლილებისთვის ხელისუფლებას ისინი 2-კვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4316606

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4316520

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4316563

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4315646

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4316387

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4315750

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4316200

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4315484

---

 

1 3.03.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობით მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა. თბილისში შვიდი განყოფილება ფუნქციონირებს, რეგიონებში - ცხრა. ცენტრის დირექტორის თქმით, პროგრამა ბენეფიციარებისთვის ზაფხულიდან უფასო გახდება. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 3 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4315780

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4315434

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4316628

---

 

1 3.03.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

გაზის გამო გარდაცვალების უკვე მეცხრე შემთხვევა რუსთავში. ეს ბოლო ორი თვის მონაცემია. მიზეზად, არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი მომწამვლელი ნივთიერება სახელდება. სტატისტიკით ირკვევა, რომ ბუნებრივ აირთან დაკავშირებული გამოძახებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ რუსთავში ფიქსირდება. როგორც ირკვევა, ინტოქსიკაციის ძირითადი მიზეზი, წყლის და გაზის გამათბობლების არასწორად დამონტაჟებაა. სპეციალისტები რუსთავის მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4316517

---

 

 

 

ინტერნეტი

14.03.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/423004-zurab-tciaberashvili-2016-tslis-archevnebidan-dghemde-saarsebo-shemtseobis-gareshe-40-000-mde-moqalaqe-darcha.html

ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2016 წლის არჩევნებიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა

2016 წლის бѓЎбѓђбѓћбѓђбѓ бѓљбѓђбѓ›бѓ”бѓњбѓўбѓќ არჩევნების დასრულებისთანავე, დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ› გაჭირვებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარებების მასობრივი бѓ›бѓќбѓ®бѓЎбѓњбѓђ დაიწყო - ოქტომბრიდან бѓ“бѓ¦бѓ”бѓ›бѓ“бѓ” бѓЎбѓђбѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓќ შემწეობის бѓ’бѓђбѓ бѓ”бѓЁбѓ” 40 000-бѓ›бѓ“бѓ” მოქალაქე бѓ“бѓђбѓ бѓ©бѓђ, - ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ პარლამენტში, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” бѓ¬бѓ”бѓ•бѓ бѓ›бѓђ бѓ–бѓЈбѓ бѓђбѓ‘ ჭიაბერაშვილმა бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ бѓ“бѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓ”бѓ‘бѓЎ პოლიტიკური მიზნით იყენებს.  “მეხუთე бѓ—бѓ•бѓ”бѓђ, მილიარდერი ივანიშვილის бѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓђ ათიათასობით სოციალურად бѓ“бѓђбѓЈбѓЄбѓ•бѓ”бѓљ бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓЎ бѓђбѓ бѓ—бѓ›бѓ”бѓ•бѓЎ бѓЎбѓђбѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓќ бѓЁбѓ”бѓ›бѓ¬бѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ იმ бѓ¤бѓќбѓњбѓ–бѓ”, бѓ бѓќбѓ“бѓ”бѓЎбѓђбѓЄ бѓђбѓ›бѓђбѓ•бѓ” მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი бѓЈбѓ¤бѓ бѓќ бѓ“бѓђ бѓЈбѓ¤бѓ бѓќ ღარიბდება. бѓ›бѓђбѓЎ бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’, бѓ бѓђбѓЄ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ› 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, თითქოს бѓЎбѓђбѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓќ შემწეობის სისტემა бѓЈбѓњбѓ“бѓђ მოწესრიგებულიყო. სტატისტიკა бѓђбѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ бѓќбѓ› бѓЎбѓђбѓћбѓђбѓ бѓљбѓђбѓ›бѓ”бѓњбѓўбѓќ არჩევნების წინ “ქართულმა ოცნებამ” 40 000-ით бѓ’бѓђбѓ–бѓђбѓ бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓќ შემწეობის მიმღებთა რიცხვი, არჩევნების бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ კი, სოციალურად бѓ“бѓђбѓЈбѓЄбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђ ბაზიდან ისევ დაიწყო გაჭირვებული ადამიანების ამოყრა“, - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ бѓ–бѓЈбѓ бѓђбѓ‘ ჭიაბერაშვილმა.   “ევროპული საქართველოს” წევრი მიიჩნევს, бѓ бѓќбѓ› “საარსებო бѓЁбѓ”бѓ›бѓ¬бѓ”бѓќбѓ‘бѓђ бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓђбѓ¦бѓЈбѓ“бѓ’бѓ”бѓЎ სოციალურად бѓ“бѓђбѓЈбѓЄбѓ•бѓ”бѓљ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓЎ, რომელიც დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓЎ პოლიტიკური მოტივაციის бѓ’бѓђбѓ›бѓќ бѓЈбѓЎбѓђбѓ®бѓЎбѓ бѓќбѓ“ бѓ“бѓђбѓ бѓ©бѓђ бѓ“бѓђ რომლის бѓ›бѓ“бѓ’бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ бѓЈбѓ¤бѓ бѓќ გაუსაძლის ხდის”.

---

 

13.03.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/422949-gansakuthrebuli-satciroebis-mqone-bavshvebis-mshoblebma-shimshiloba-shetsyvites.html?ar=A

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებმა შიმშილობა შეწყვიტეს

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლება მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში დაწყებული შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, რატი იონათამიშვილი და გედევან ფოფხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, ბავშვთა ზრუნვის დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი დაესწრნენ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები ფსიქიკური ჯანმრთელობის 2017 წლის პროგრამაში ცვლილებების შეტანას აპროტესტებდნენ. „ამ ეტაპზე ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილების დახურვის საშიშრობა არ დგას და არც განიხილება ეს საკითხი. მათ მიერ წამოყენებული დანარჩენი პრობლემები, რიგ შემთხვევაში, ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც სახელმწიფო სტრატეგიით ისედაც არის გათვალისწინებული და მისი განხორციელება გათვლილია გარკვეულ დროზე. დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფის პრობლემა ქვეყანაში არ დგას და ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც სჭირდება ფსიქიკური სერვისის მიღება, შეუძლია მიიღოს ადეკვატური სერვისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში“, - აღნიშნა მარინა დარახველიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, რადგან ეხება ბავშვებს. სახელმწიფოს მიზანია, სწორედ რომ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები ხორციელდებოდეს და აქეთკენ იყოს მიმართული ყველა სხვა კონკრეტული ღონისძიება და მექანიზმი. ამიტომ ჩვენ სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ პრობლემა და გავიაროთ მოლაპარაკებები, როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან, მშობლების ჩართულობით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. შეხვედრაზე გამართული დისკუსიის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოხდება საკითხის დეტალური განხილვა და გაიმართება შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წევრთა მონაწილეობით.

---

 

13.03.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/28180/zafkhulidan-metadonit-chanatsvlebiti-terapia-benefitsiarebistvis-ufaso-iqneba

ზაფხულიდან მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ბენეფიციარებისთვის უფასო იქნება

2017 წლის ზაფხულიდან მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ბენეფიციარებისთვის უფასო იქნება. დღეს მოქმედი სისტემა, პაციენტისთვის მკურნალობის მისაღებად თანაგადახდას ითვალისწინებს და ყოველთვიურად 110 ლარს შეადგენს. ზაფხულიდან კი აღნიშნული თანაგადახდის კომპონენტი გაუქმდება და პაციენტებისთვის მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამაში მონაწილეობა უფასო გახდება. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვისაა განკუთვნილი. „გლობალური ფონდის დაფინანსებით ბენეფიციარებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასო იყო, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს კი თანაგადახდა უწევდათ, რაც რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო, იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩართულიყო ამ პროგრამაში. 2017 წლის მეორე ნახევრიდან „გლობალური ფონდი" ამთავრებს ამ პროგრამის დაფინანსებას. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო წამოვიდა ამ ნაბიჯზე, რომ არამხოლოდ „გლობალური ფონდის“ პაციენტისთვის არამედ ყველა პაციენტისთვის, ვინც არის ბენეფიციარი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრმის (როგორც სახელმწიფო, ისე „გლობალური ფონდის“ პროგრამაში ჯამში 4 000 პაციენტია ჩართული) მომსახურება იქნება უფასო“, - ამბობს ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმოამდგენელი ხათუნა თოდაძე.

---

 

13.03.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=134863-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%94

“სახელმწიფო, როდესაც მოქალაქეს გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენს, იმწამსვე ითავისუფლებს თავს პასუხისმგებლობისგან მის შემდგომ ბედზე"- ჩერნოვეცკი

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა: „მეგობრებო, დღეს მსურს თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილო, რომელიც უკავშირდება მძიმედ დაავადებული, მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ადამიანების ტრანსპორტირებას საავადმყოფოებში, მათთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თუ ასეთ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმწვავდება და ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ის საავადმყოფოში მიჰყავს, მაგრამ შინ აღარ აბრუნებენ! შესაბამისად, ღატაკი, მარტოხელა, მწოლიარე ავადმყოფი, რომელსაც არც ფული აქვს და არც ახლობლები ჰყავს, იძულებულია სახლში დამოუკიდებლად მიდიოდეს! ეს უბრალოდ დაუშვებელია! გამოდის, რომ სახელმწიფო, როდესაც მოქალაქეს გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენს, იმწამსვე ითავისუფლებს თავს პასუხისმგებლობისგან მის შემდგომ ბედზე! ამ საცოდავებს მხოლოდ ისღა რჩებათ, კეთილი ხალხის იმედად იყვნენ. განა, სახელმწიფო არ უნდა ცდილობდეს გაჭირვებული მოქალაქეების ხვედრი შეამსუბუქოს? მათი სტაციონარიდან შინ დაბრუნება ხომ ყველაზე მცირეა, რითაც შეიძლება ხელისუფლება დაეხმაროს! ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ეს მწვავე საკითხი დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს და იზრუნოს იმაზე, რომ სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული პირები უფასოდ მიიყვანონ როგორც საავადმყოფოში, ასევე, სახლშიც!“ - წერს ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.

---

 

13.03.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/422850-sakhelmtsifo-shesyidvebis-saagentos-thavmjdomare-farmacevtuli-dargis-tsarmomadgenlebs-shekhvdeba.html?ar=A

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს შეხვდება

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

14.03.2017

მედიასაშუალება: ქრონიკა+

ფსიქიატრიული "ჯოჯოხეთი"

ფსიქიკური შეზღუდვების მქონე პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ეროვნული სტრატეგიის გეგმა დაამტკიცა 2015-2020 წლებისთვის. ამ გეგმის მიხედვით ფსიქიატრიული დაწესებულება, პირველ რიგში, უნდა იყოს (ციტირება): „უსაფრთხო ადგილი პაციენტისთვის. ფსიქიატრიულ პაციენტებს უნდა მკურნალობდნენ პტივისცემითა და ღირსების დაცვით, ჰუმანურ გარემოში, მათი არჩევნისა და თვითგამორკვევის გათვალისწინებით“.

რა მოხდა ამ გეგმის დამტკიცების შემდეგ და შეიცვალა თუ არა ვითარება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში? რატომ სცემენ ფსიქიკურად დაავადებულ პირებს სანიტრები ჯოხით? რატ5ომ ხტებიან ავადმყოფები საავადმყოფოს ფანჯრიდან და ლეიბებს ცეცხლს უკიდებენ? რას ნიშნავს „ელიტარული გიჟები“ და რით განსხვავდება პალატები ციხის საკნებისგან?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4316910&name=14.03.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

14.03.2017

მედიასაშუალება: ქრონიკა+

"სახელმწიფო მოხელეებს ახსოვთ კი ის ბავშები, რომლებსაც სიცოცხლის უფლება წაართვეს?"

ქუთაისში მცხოვრები აკაკი ფოლადაშვილის 7 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ნიკოლოზი სახელმწიფო დაფინანსებით დღის ცენტრ "ნაიოში" წლების განმავლობაში გადიოდა სარეაბილიტაციო-აბილიტაციის პროგრამას, რომელზეც ხელმისაწვდომობა მას პრემიერ-მინისტრის 29 დეკემბრის დადგენილებით შეუწყდა. სხვა კრიტერიუმებთან ერთად, მომსახურებაზე უარის მიზეზი გახდა ის, რომ მისი ასაკი 5 წელს აღემატება. აკაკი ფოლადაშვილი, ნიკოლოზ ფოლადაშვილის მამა: ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხს ველოდებოდით, გვეგონა, რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ვგეგმავთ, მშობლებმა აქციები გავმართოთ, როგორც ქუთაისში, ისე თბილისში პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსისადმი გამოგზავნილ წერილში განმარტებულია, რომ მართალია, ნიკოლოზ ფოლადაშვილი გასული 12 თვის მოსარგებლეა, მაგრამ იმის გამო, რომ მშობლებმა მიწოდებულ ორგანიზაციაში განცხადება 2017 წლის 10 იანვარს შეიტანეს, იგი ვერ ჩაერთვება პროგრამაში. გარდა ამისა, ხაზგასმულია ისიც, რომ ნიკოლოზი არ არის 5 წლამდე ასაკის და არც სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება, რაც მას საშუალებას მისცემდა, დღის ცენტრის მომსახურებით სახელმწიფოს დაფინანსებით ესარგებლა. ხელისუფლების მსგავსი მიდგომა ნიკოლოზ ფოლადაშვილისა და პროგრამის გარეთ დარჩენილი სხვა ბავშვების მიმართ, მშობლების აზრით, არის დისკრიმინაციული ქმედება. სწორედ ამის გამო, საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, მათ სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს: "გთხოვთ, დამეხმაროთ ჩემი და იმ 125 ბავშვის უფლებების აღდგენაში, რომლებიც დისკრიმინაციულად დაირღვა", - აღნიშნულია უჩა ნანუაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატმა დასაშვებად ცნო განცხადება და იგი შესასწავლად გადაეგზავნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თანასწორობის დეპარტამენტებს. სავარაუდოდ, ნანუაშვილის უწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, დეტალურად შეისწავლოს ის პრობლემა, რომლის წინაშეც, ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, 7 წლის ნიკოლოზ ფოლადაშვილი და უამრავი სხვა ბავშვი აღმოჩნდნენ. სურათზე ჩანან გიგლა აგულაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4316830&name=14.03.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge        

---

 

14.03.2017

მედიასაშუალება: ქრონიკა+

ეთერ მათურელი: "რა გახდა "დედობის დაცვის შესახებ კონვენციის" რატიფიცირება?"

პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტმა არსებულ პრობლემებსა და გადაწყვეტილების გზებზე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტსა და პრეზიდენტს მორიგი მიმართვა გაუგზავნა. მასში განხილულია დასაქმებულ ქალთა შრომითი უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა დედების წინაშე მდგარი პრობლემები, რომელთა გადაჭრა სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა. "ქრონიკა+" ესაუბრება პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე - ეთერ მათურელი: "2013 წელს დაგვპირდნენ, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდოდა და ქალთა შრომითი უფლებები გაუმჯობესდებოდა. შრომის კოდექსში ერთადერთი ცვლილება შევიდა, რომლითაც სამსახურიდან ფეხმძიმე ქალის განთავისუფლება აიკრძალა, მაგრამ ცვლილების შეტანა ერთია და პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ფეხმძიმეებს სამსახურიდან მაინც უშვებენ." - მოსახლეობის აღწერა ხომ ჩატარდა და მრავალშვილიანი დედობის კანონის მიუღებლობას ახლა რაღას უკავშირებენ? - ადრე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხუნდაძე იყო, ამ საკითხზე ჩვენც ვმუშაობთ და შევაჯეროთო. საქმე მაინც არ გააკეთეს. გვეჯიბრებოდნენ. ოღონდ გაეკეთებინათ, მაგრამ - არა! უბრალოდ, პრობლემაზე მივანიშნებთ და სახელმწიფო უნსიტიტუტმა, პარლამენტმა, პრეზიდენტმა საქმე გააკეთოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4316836&name=14.03.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

14.03.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

"საქართველოში 2017 წლიდან დემოგრაფიული კრიზისი დაიწყება!"

საქართველოს ექვს რეგიონში სიკვდილიანობა შობადობას აღემატება. ამის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია სახელდება. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რაჭა - ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. დემოგრაფი ანზორ თოთაძე: - დღევანდელ ხელისუფლებასთან სასაყვედურო არაფერი გვაქვს ამ მხრივ, პირიქით, ბევრ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. მოგეხსენებათ, მშობიარობა უფასოა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც წელიწადში დაახლოებით 180 მილიონი ჯდება. ასევე უფასო ბაღები და სკოლებში წიგნები. მაღალმთიან რეგიონებში ყოველ მესამე შვილზე 200 - ლარიანი დახმარება ეძლევა ოჯახს ყოველთვიურად. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, მოსახლეობა იმდენადაა გაღარიბებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4316773&name=14.03.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---