From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To :
Subject : mediamonitoringi-14.07.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 14.07.2016 10:31
Attachments :


 

 

მედიამონიტორინგი 14.07.2016

ტელევიზია 

1 3.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 18:00

11 წლის მარიამ бѓ™бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђбѓ•бѓђбѓЎ ექიმებმა თირკმლის უმძიმესი бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ დაუდგინეს. бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓЎ ესაჭიროება გადანერგვის ოპერაცია, რომელიც გერმანიაში бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓ’бѓђбѓ™бѓ”бѓ—бѓ“бѓ”бѓЎ. ოპერაციის დასაფინანსებლად 160 ათასი დოლარია საჭირო. 

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3768550

---

 

1 3.07.2016

არხი:          ტელეკომპანია იბერია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ბიზნესკოდი

გადაცემის სტუმრები არიან: სერგო ჩიხლაძე და თინა ტურძელაძე. ცოტა ხნის წინ, ორგანიზაციამ ''საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო'', შეისწავლა ფარმაცევტული ბაზარი. გამოკითხულთა 47 % აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მედიკამენტების ფასი დაახლოებით 35 % -ით არის გაზრდილი. ქ-ნი თინას თქმით, კვლევა ნათლად ასახავს რეალობას და მას კიდევ უფრო ამყარებს ''კურაციოს'' მიერ ჩატარებული კვლევების დინამიკა და საქსტატის მონაცემები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3768670

---

 

1 3.07.2016

არხი:          I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

„ქართული ოცნების“ 15 ახალი სახე ცნობილია. საია-ს ყოფილი თავმჯდომარე, ბიზნესომბუდსმენი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრემიერის თანაშემწე, ჯანდაცვის მინისტრის ექსმოადგილე, - ასეთია პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა არასრული ჩამონათვალი. ახლა მთავარ ინტრიგად რჩება - ვინ მოხვდება სიაში ძველი სახეებიდან და იქნებიან თუ არა მათ შორის მოქმედი მინისტრები. მინისტრთა კაბინეტის წევრი, რომელიც დეპუტატობის კანდიდატად დასახელებას კატეგორიულად გამორიცხავს, დავით სერგეენკოა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3768668

---

 

ინტერნეტი

13.07.2016   

მედიასაშუალება:  http://epn.ge/?id=27408

 

დავით სერგეენკო საარჩევნო სიის წევრობასა და მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას გამორიცხავს

შრომის ჯანმრთელობისა და და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით სერგეენკო საარჩევნო სიის წევრობასა და მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას გამორიცხავს. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს საგურამოში განუცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ახალი წევრები უნდა წარადგინოს. „გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი პოლიტიკური კარიერის შესახებ მაჟორიტარ კანდიდატად ან სიის წევრად, სინამდვილეს არ შეესაბამება. გამოვრიცხავ, რომ ეს შეიცვალოს“, - განაცხადა სერგეენკომ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/qarthuliocneba/388342-davith-sergeenko-gamorickhavs-rom-qarthuli-ocnebis-saarchevno-siashi-iyos-an-mazhoritarobis-kandidatad-iyaros-kentci.html  

ინფო9- http://www.info9.ge/politika/151010-davith-sergeenko-parlamentis-tsevrad-mis-tsardgenas-gamorickhavs.html?lang=ka-GE

--- 

 

13.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/qarthuliocneba/388357-davith-sergeenko-im-adamianebis-umetesobas-romelic-dghes-premierma-tsaradgina-vicnob-da-maththan-erthad-mimushavia.html

 

დავით სერგეენკო - იმ ადამიანების უმეტესობას, რომელიც დღეს პრემიერმა წარადგინა, ვიცნობ და მათთან ერთად მიმუშავია

იმ ადამიანების უმეტესობას, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, ვიცნობ და მათთან ერთად მიმუშავია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მას უხარია, რომ ასეთი კარგი გუნდის შეკვრა იწყება. „მჯერა, რომ ისინი პოზიტიურ გავლენას იქონიებენ ზოგადად ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებას, მინისტრის განმარტებით, არჩევნებში საბოლოო ვერდიქტი მოსახლეობას ეკუთვნის. თუმცა მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯები დასაწყისი იყო და პრაქტიკულად იმის გარანტია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე და შემდეგ პერიოდშიც წარმატებით გააგრძელებს სვლას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ახალი სახეები წარადგინა.

---

13.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/politika/151016-sergeenko-mikharia-rom-kargi-gundis-shekvra-itsyeba.html?lang=ka-GE

 

სერგეენკო: მიხარია, რომ კარგი გუნდის შეკვრა იწყება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც დღეს პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიისთვის წარადგინა, იცნობს. როგორც სერგეენკომ სიის ახალი წევრების შეფასებისას განაცხადა, ეს ადამიანები პოზიტიურ გავლენას იქონიებენ ქვეყნის განვითარებაზე. „იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც პრემიერმა წარადგინა, ვიცნობ. მათთან მიმუშავია. მართლაც მიხარია, რომ კარგი გუნდის შეკვრა იწყება. მჯერა, რომ ისინი პოზიტიურ გავლენას იქონიებენ ქვეყნის განვითარებაში. რაც შეეხება ჩემს პარტიულ მოღვაწეობას, ეს არ განიხილება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების“ შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, დავით სერგეენკოს შეფასებით, აღნიშნული ვერდიქტი მოსახლეობამ უნდა გამოიტანოს. „საბოლოო ვერდიქტი მოსახლეობას ეკუთვნის, თუმცა ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯები, მისი დასაწყისი იყო პრაქტიკულად იმის გარანტია, რომ „ოცნება“ არჩევნებამდე და მის შემდეგაც გააგრძელებს სვლას“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განახლებული გუნდის შემადგენლობაში თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან.

---

 

13.07.2016   

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/187170-eqvsi-tvis-andrias-tandayolili-gulis-mankis-diagnozi-dausves-ojakhs-dakhmareba-schirdeba

 

ექვსი თვის ანდრიას თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზი დაუსვეს - ოჯახს დახმარება სჭირდება

6 თვის ანდრია ჭიბოშვილს საწრაფო დახმარება ესაჭიროება. ექიმებმა მას თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზი დაუსვეს. პატარა ანდრიას გადასარჩენად გულის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, რომელიც თურქეთში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 8000 ევროა საჭირო. ოპერაციისთვის აუცილებელი თანხა ოჯახს არ გააჩნია.

---

 

12.07.2016

მედიასაშუალება: https://phrgeorgia.wordpress.com/2016/07/11/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98/

 

საყოველთაო ჯანდაცვისთვის უხილავი საჭიროებები

ვიდეობლოგის – “საყოველთაო ჯანდაცვისთვის უხილავი საჭიროებები”, მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების ასახვა. ვიდეო მოამზადა ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”. „თავიდანვე განწირულია მკურნალობა, თუკი მივდივარ ექიმთან და ვიცი, რომ მკურნალობას ვერ გავაგრძელებ“, – ლელა ჯანაშია, მშობელი. „საყოველთაო ჯანდაცვა სწორად ვერ ხედავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს“ – ნათია შარვაძე, მშობელი.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

14.07.2016     

მედიასაშუალება: ალია

 

დავით სერგეენკო გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყოს ან მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდეს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყოს ან მაჟორიტარობის კანდიდატად იყაროს კენჭი. „გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი პოლიტიკური კარიერის შესახებ მაჟორიტარულ კანდიდატად ან სიის წევრობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს და გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით სერგეენკო „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორატორიბის კანდიდატი უნდა ყოფილიყო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3769057&name=14.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---