From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-15.06.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com
Received On : 15.06.2016 08:34
Attachments :


 

 

მედიამონიტორინგი 15.06.2016

ტელევიზია

14.06.2016

არხი:         I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 16:00

ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა, დღეიდან, პედიატრიული და მოზრდილთა სტაციონარული სერვისების ადგილზე მიღებას შეძლებს,- 100-საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალი, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა. პროექტში, კომპანია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა", „ჰუალინგ ჯგუფთან” ერთად, 4,5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3704992

რუსთავი2-კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3704874

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3704685

მაესტრო-კონტაქტი 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3704947

ჯიდიესი - 20/30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3705768

ტვ პირველი - დღის ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3704795

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3705658

კავკასია - დღეს 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3705788

---

 

14.06.2016

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

გადაცემის ამ ნაწილში საუბარი დასაქმების თემას ეხება. ''ბიზნესკოდის'' სტუმრები არიან: სოციალური მომსახურების სააგენტოს დასქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ბეზარაშვილი, და ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენელი, თამარ რურუა. ქ-მა თამარმა ისაუბრა, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დასაქმების პროგრამაზე. ამისათვის გამოყოფილია 2 014 000 ლარი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3705563

---

 

14.06.2016

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამედიცინო ცენტრი ურანტის 80 თანამშრომელი უსამსახუროდ, 950 ბენეფიციარი კი მომსახურების გარეშე დარჩა, დღეს ლაშა კილაძე გამოეხმაურა. ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ცენტრს აქვს რესურსი, რომ ყველა თანამშრომელი დაასაქმოს და ყველა ბენეფიციარს გაუწიოს სათანადო მომსახურება. „ტენდერი არ გამოცხადდა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ცენტრი ამ პროგრამას განახორციელებს საკუთარი ძალებით. არც ერთი ბენეფიციარი არ დარჩება სერვისის გარეშე, რაც შეეხება თანამშრომლებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ გააგრძელოს ჩვენთან თანამშრომლობა, ჩვენ ვთავაზობთ ადეკვატური ანაზღაურებით ჩვენს ცენტრში დასაქმებას,“ - განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3704912

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3705003

---

 

14.06.2016

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

39 წლის კობა გრიგოლიას ლეიკემიის მწვავე დიაგნოზი დაუსვეს. მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3704566

---  

 

14.06.2016

არხი:         бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: მაესტროს ფაქტორი 21:30

დღეს არის შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე. არაერთი ღონისძიება ჩატარდა საქართველოში, როგორც ხდება ხოლმე ამ დღესთან დაკავშირებული, თუმცა მაინც დაისვა კითხვები, რამდენად არის დაცული შშმ პირთა უფლებები, როგორ ზრუნავს სახელმწიფო მათზე. რას აკეთებს იმისთვის, რომ მეტად უფრო ინტეგრირებულნი იყვნენ საზოგადოებაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3705842

---

 

 

ინტერნეტი

15.06.2016   

მედიასაშუალება: http://pirveliradio.ge/?newsid=68342

 

სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ შშმ ბავშვთა ალტერნატიული სერვისების განვითარება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო პროექტზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვა“, რომელსაც ის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს. რეფორმა მოიცავს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო სერვისების მიწოდება. რეფორმის გატარებაში სახელმწიფოს გაეროს ბავშვთა ფონდი „UNICEF” ეხმარება, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს “USAID”-ის დახმარებით 2016 წლის ბოლოსთვის სახელმწიფოს გადასცენ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც ადაპტირებული და სრულიად მორგებული იქნება შშმ ბავშვთა საჭიროებებზე. ამ სახლში განთავსდებიან ის ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობაში არიან და ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე ზრუნვა, მათი ინტერესების გათვალისწინება ასევე პრიორიტეტულია დეველოპერული კომპანია M2 -ისთვის, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტში. კომპანია M2 ვალდებულებას იღებს დააფინანსოს შშმ ბავშვთათვის განკუთვნილი მცირე საოჯახო სახლის მშენებლობა და ამ პროექტში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩადოს. სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია M2-ს შორის ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება. წინასწარი შეთანხმებით კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის ხარჯებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლი კი მზად 2017 წლის დასაწყისში იქნება. დღესდღეობით ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 59 ბავშვი ცხოვრობს და სახელმწიფოსგან ყველა საჭირო სერვისს იღებს. „UNICEF“-ისა და კომპანია M2-ის დახმარებით შესაძლებელი იქნება მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, ბავშვების განვითარებაზე ინდივიდუალური ზრუნვა, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა. რეფორმისა და ახალი ინიციატივების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებენ მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი და დეველოპერული კომპანია M2 -ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.

---

 

15.06.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/384374-fsiqikuri-janmrthelobisa-da-narkomaniis-prevenciis-centri-urantis-thanamshromlebs-akhal-ganyofilebashi-saqmianobis-gagrdzelebas-sthavazobs.html

 

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ”ურანტის” თანამშრომლებს ახალ განყოფილებაში საქმიანობის გაგრძელებას სთავაზობს

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ააიპ ”ურანტის” თანამშრომლებს ახალ განყოფილებაში საქმიანობის გაგრძელებას სთავაზობს. ასე პასუხობს პრევენციის ცენტრი ”ურანტის” ხელმძღვანელის ბრალდებებს, რომელიც ცენტრის მენეჯმენტს ”ურანტის” მიზანმიმართულ გაკოტრებაში ადანაშაულებს. ”1-ელი ივლისიდან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აფართოებს ბენეფიციართა მომსახურების არეალს, რის გამოც მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამის განხორციელებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებით არც ერთი ბენეფიციარის მედიკამენტით უზრუნველყოფის პროცესი არ შეფერხდება, უფრო მეტიც, მომსახურება მათთვის გახდება უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანია, ბენეფიციარებისთვის უკეთესი პირობების შექმნა. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები, რომლის თითქმის ნახევარი მიემართებოდა ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციაზე და მეტი წილი ნაწილდებოდა ააიპ „ურანტის“ ადმინისტრაციულ ხარჯზე, 1-ელი ივლისიდან სრულად მოხმარდება ბენეფიციარების სერვისების გაუმჯობესებას. ასევე, პროგრამის განხორციელებაში ჩართულ „ურანტის“ ყველა თანამშრომელს, ცენტრი სთავაზობს იმავე საქმიანობის გაგრძელებას ახალ განყოფილებებში”, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. ”ურანტის” ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ პრევენციის ეროვნული ცენტრი კლინიკის გაკოტრებას ცდილობს, რაც დაუშვებელია. აღნიშნულის გასაპროტესტებლად დღეს სიხარულიძე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავს.

14.06

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/35398-narkomaniis-prevenciis-centri-afartovebs-beneficiarta-momsakhurebis-areals

---

 

15.06.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/384373-samedicino-centr-urantis-khelmdzghvaneli-dghes-jandacvis-saministrosthan-saprotesto-aqcias-gamarthavs.html

 

სამედიცინო ცენტრ ”ურანტის” ხელმძღვანელი დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს

სამედიცინო ცენტრ ”ურანტის” ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე ჯანდაცვის სამინისტროსთან ცენტრის დახურვის გაპროტესტების მიზნით საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც პროფესორის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მისი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებდა მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის, როგორც სახელმწიფო, ასევე გლობალური ფონდის პროგრამას. ”უკანასკნელ წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად ჩვენი ორგანიზაცია დამოუკიდებელი მიმწოდებლიდან გადააქციეს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქვეკონტრაქტორად, რომლის გამოცხადებული ტენდერების შემდეგაც გვეძლეოდა საშუალება გვეკეთებინა ჩვენი საქმე და დახმარების ხელი გაგვეწოდებინა ჩვენი პაციენტებისათვის. ჩვენი ორგანიზაციის მზარდი ავტორიტეტი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც მორალურად, ისე ფინანსურად გაკოტრების გზაზე მდგომი „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელობისთვის, რომელმაც გადაწყვიტა „ხელების გადაგრეხვის მეთოდით“ საკუთარი პრობლემების გადაჭრა, რის შედეგადაც მიიღო გადაწყვეტილება აღარ გააგრძელოს, ჩვენთან თანამშრომლობა და ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ამ სერვისის მიმწოდებელი, გააქროს მომსახურების არეალიდან”, - ნათქვამია განცხადებაში. სიხარულიძის თქმით, ცენტრის ხელმძღვანელობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია კერძო კლინიკის საქმიანობის წინააღმდეგ, ემსახურება სერვისის მონოპოლიზაციას, შეგნებულ საბოტაჟს და სრულიად გაუმართლებელი, გაუაზრებელი და წინდაუხედავი ნაბიჯია. ”ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თავს უფლებას ვაძლევ გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი და პროტესტის გამოხატვის საშუალება ჩემი ორგანიზაციის, თანამშრომლებისა და პაციენტების, მათი კანონით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად”, - აღნიშნულია სიხარულიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ, აქციას გამართავს.

---

 

15.06.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/384393-khelvachaurshi-tsveulebaze-24-adamiani-math-shoris-11-bavshvi-moitsamla.html

 

ხელვაჩაურში წვეულებაზე 24 ადამიანი, მათ შორის, 11 ბავშვი მოიწამლა

ხელვაჩაურში, бѓЎбѓќбѓ¤бѓ”бѓљ სატეხიაში бѓ¬бѓ•бѓ”бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓ–бѓ” 24 ადამიანი მოიწამლა. გუშინ бѓЎбѓђбѓ¦бѓђбѓ›бѓќбѓЎ, დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ სტუმარი, бѓ’бѓђбѓ бѓ“бѓђ ჩინეთის მოქალაქისა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ бѓ’бѓђбѓњбѓЈбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, 24 ადამიანი, бѓ›бѓђбѓ— შორის 11 ბავშვი бѓЎбѓђбѓ› бѓЎбѓ®бѓ•бѓђбѓ“бѓђбѓЎбѓ®бѓ•бѓђ სამედიცინო დაწესებულებაში бѓ›бѓќбѓђбѓ—бѓђбѓ•бѓЎбѓ”бѓЎ.  მისივე განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოტანილი დიაგნოზი არის „დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი“. ნინო ნიჟარაძის თქმით, პირველადი მოკვლევით საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაცია გამორიცხულია. „პაციენტების წინასწარი დიაგნოზი იყო დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაცია. მათი бѓ›бѓ“бѓ’бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓќбѓ‘бѓђ იყო бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓќ бѓ“бѓђ მსუბუქი სიმძიმის. ძირითადი კლინიკა ჰქონდათ бѓ—бѓђбѓ•бѓ‘бѓ бѓЈбѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђ бѓ“бѓђ გონების დაბინდვა. 11 ბავშვი გადაიყვანეს бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ საავადმყოფოში, დანარჩენები კი ბათუმის бѓќбѓ  бѓЎбѓ®бѓ•бѓђбѓ“бѓђбѓЎбѓ®бѓ•бѓђ საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლაზე უარი бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ бѓ¬бѓ•бѓ”бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓ–бѓ” бѓ›бѓ§бѓќбѓ¤бѓ›бѓђ ჩინელმა бѓЎбѓўбѓЈбѓ›бѓђбѓ бѓ›бѓђ, მისი бѓ›бѓ“бѓ’бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓќбѓ‘бѓђ бѓђбѓ  იყო რთული. бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ პაციენტი სტაბილურადაა. პირველადი ეპიდ მოკვლევით საკვებისმიერი ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ეპიდმოკვლევას სურსათის ეროვნული бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќ бѓ’бѓђбѓњбѓђбѓ’бѓ бѓ«бѓќбѓ‘бѓЎ, რომელიც საანალიზოდ იღებს бѓЎбѓђбѓ™бѓ•бѓ”бѓ‘ პროდუქტებს бѓ“бѓђ შესაბამისი бѓ“бѓђбѓЎбѓ™бѓ•бѓњбѓђ ამის бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ დაიდება“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.  მისივე განმარტებით, бѓ—бѓЈ бѓ бѓђ бѓ’бѓђбѓ®бѓ“бѓђ 24 ადამიანის ინტოქსიკაციის მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შედეგების бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ бѓ’бѓђбѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ ცნობილი.

---

 

14.06.2016   

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=25652

 

ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა იწყება

ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის რეფორმა იწყება. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამას კონტაქტორების ნაცვლად, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განახორციელებს. „აღნიშნული ცვლილება საშუალებას მოგვცემს, რომ გაიზრდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ახალი განყოფილებების გახსნას თბილისსა და რეგიონებში, რათა მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“,- განაცხადა ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ განაცხადა. სამინისტროს ცნობით, მომავალი 1 თვის განმავლობაში თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 3 ახალი განყოფილების გახსნა, სადაც სურვილის შემთხვევაში კონტრაქტორი დაწესებულებების თანამშრომლები დასაქმდებიან. რეფორმის ფარგლებში შემცირდება ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდის ოდენობაც. დღეის მდგომარეობით მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამაში საქართველოს მასშტაბით 1300 ბენეფიციარია ჩართული.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/23228/narkomaniis-tsentri-tbilisshi-3-datsesebulebas-khsnis-romelits-yvela-benefitsiars-miighebs          

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/148956-chanacvlebithi-therapiis-sakhelmtsifo-programis-reforma-itsyeba.html?lang=ka-GE

---

 

14.06.2016   

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=37999&cat_id=2

 

ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა სამედიცინო სერვისებს მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში მიიღებს

ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა, დღეიდან, პედიატრიული და მოზრდილთა სტაციონარული სერვისების ადგილზე მიღებას შეძლებს, - მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი, 100-საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალი, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, “ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორ ვანგ შენგსინისთან და „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ გენერალურ დირექტორ თეა ახალაძესთან ერთად გახსნა. პროექტში, კომპანია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა", „ჰუალინგ ჯგუფთან” ერთად, 4,5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 447 ადამიანი დაასაქმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობას, რომელსაც სამედიცინო მომსახურების მიღება ქალაქის სხვა რაიონებში უწევდა, ამიერიდან მაღალტექნოლოგიური კლინიკა საკუთარ რაიონში მოემსახურება. „ინვესტორი გახლავთ „ჰუალინგ ჯგუფი“, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს მრავალპროფილური ჰოსპიტალი ამ რაიონისთვის, ვაზისუბნის და ვარკეთილის მოსახლეობისთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ასეთი ობიექტის არსებობა, რომელიც ამ მიდამოებში არ იყო და ახალია. აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და თითქმის 5 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში ინვესტიციებს აფართოებს და ამის შესახებ მოლაპარაკებები 2014 წელს ურუმჩიში მისი ვიზიტისას გაიმართა. პრემიერმა ასევე გაიხსენა, ცოტა ხნის წინ, ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერის წარმატებული ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც საუბარი ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო. „უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციას უნდა ველოდოთ ჩინეთიდან. დღესაც, მე ვხვდები რამდენიმე ბიზნესჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინვესტიციებით არიან დაინტერესებული. მინდა, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია. კიდევ არაერთი ასეთი ობიექტი გაიხსნება ამ მიდამოებში, რაც ძალიან სასიხარულოა”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ნიუს.ჯი- http://news.ge/ge/news/story/183903--satsoliani-mravalprofiluri-hospitali-tbilisis-zghvis-teritoriaze-gaikhsna

კვირა.ჯი- http://kvira.ge/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1/

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/show_news.php?id=70427&lang=geo

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/hualingdjgufma100-satsolianimravalprofilurihospitaligakhsna/5558

ჯიეიჩენ.ჯი- http://www.ghn.ge/com/news/view/154961

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/148935-varkethili-vazisubnis-mosakhleoba-samedicino-servisebs-maghalteqnologiur-klinikashi-miighebs.html?lang=ka-GE

---

 

14.06.2016   

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=70426&lang=geo

 

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" რამდენიმე ფაქტორითაა გამორჩეული"

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეფასებით, ახალ გახსნილი "თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" რამდენიმე ფაქტორითაა გამორჩეული, რაც მას უნიკალურს ხდის. სერგეენკოს განცხადებით, კლინიკაში იფუნქციონირებს, როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური პროფილი. "პირველი ფაქტორია ის, რომ გეოგრაფიულად, თბილისის ამ რაიონში არ იყო სამედიცინო დაწესებულება და მნიშვნელოვანად გაიზრდება პაციენტებისთვის მიწდომადობა, მით უმეტეს სასწრაფო დახმარების ფილიალიც აქვე გაიხსნა. კლინიკას აქვს რამოდენიმე პროფილი - გადაუდებელი და გეგმიური; მეორე - ეს არის ჩინური ინვესტიციის მონაწილეობით შექმნილი დაწესებულება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - მას აქვს გაფართოების პერსპექტივა 100-დან 400 საწოლზე. ეს ახალი პროექტის - აბრეშუმის გზის, აბრეშუმის სარტლის პროექტისთვის ერთ-ერთი საყრდენი იქნება; მესამე - ჰოსპიტალი არის რაციონალურად შექმნილი სამედიცინო დაწესებულება, სადაც არაფერი ზედემეტი არ არის, მაგრამ ამავე დროს, არაფერი არ აკლია",-აღნიშნა ჯანდაცვის მინიტრმა. ცნობისთვის, დღეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე "თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" გაიხსნა, რომელშიც 400 ადამიანი დასაქმდა.

---

 

14.06.2016   

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=70423&lang=geo

 

დავით სერგეენკო - მჯერა მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ფარული კადრების გავრცელება ამოიძირკვოს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფარული კადრების გავრცელება სამუდამოდ ამოიძირკვოს. მინისტრის განმარტებით, მისთვის, როგორც პიროვნულად, ასევე, როგორც მთავრობის წევრისთვის, მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება. "პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება ამაზრზენი და მიუღებელია, როგორც პიროვნულად, ასევე, როგორც მთავრობის წარმომადგენლისთვისაც. მჯერა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ამაზრზენი პროცესი სამუდამოდ ამოიძირკვოს", - აღნიშნა სერგეენკომ.

---

 

14.06.2016   

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=70421&lang=geo

 

დავით სერგეენკო - ვიზალიბერალიზაციის მიღება პოლიტიკური კონსულტაციების საკითხია

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის მიღება პოლიტიკური კონსულტაციების საკითხია. მინისტრის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველომ და მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრომ, ყველა ვალდებულება შეასრულა, რაც მას დაკისრებული ჰქონდა. "შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკლებლივ ყველა ვალდებულება შესრულებულია. დანარჩენი პროცესი არის პოლიტიკური კონსულტაციების საკითხი და იმედი მაქვს, რომ ის მალე დადებითად გადაწყდება", - აღნიშნა სერგეენკომ.

---

 

14.06.2016   

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/183882-shezghuduli-shesadzleblobis-mqone-pirebi-kvlav-rchebian-sazogadoebis-ertert-yvelaze-gariyul-da-uchinar-jgufad

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. მესამე სექტორი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაგეგმოს და განახორციელოს შშმ პირების დაცვის მიზნით, ეფექტიანი პოლიტიკა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „წინამდებარე განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტური პოლიტიკა, რაც ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების საჯარო სივრცეებიდან მუდმივი გამორიცხვის გამოცდილებას, მათი ჩართულობისა და რეალური ინკლუზიის პრაქტიკით ჩაანაცვლებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც მუდმივად და განგრძობადად ექვემდებარებიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმას. სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვერბალური აღიარება, სათანადო და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წარმოების გარეშე, არსებითად ვერ ცვლის ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და არ ამცირებს მათი უფლებების შელახვის მასშტაბსა და სიმძიმეს. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, როგორც ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების გარანტირების მნიშვნელოვანი ჩარჩო დოკუმენტი, რატიფიცირების მიუხედავად არ გამხდარა სახელმწიფოს პოლიტიკის არსებითი გადახედვის საფუძველი. კერძოდ, სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებების ეფექტური ამუშავება. ამასთან, არ გადახედა არსებულ კანონონმდებლობას და კვლავ ძალაში დატოვა სამედიცინო მიდგომა, რაც სრულად უარყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანამედროვე გაგებას და შინაარს. სახელმწიფოს ასევე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომის უზრუნველყოფისა და არსებული სახელმწიფო სერვისების განვითარების თუ გაძლიერების მიმართულებით, რაც კვლავ განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვას ან მათ სრულ გამორიცხვას მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის პროცესიდან. სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ამ დინამიკას ადასტურებს თითქმის სრულად შეუსრულებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამოქმედო გეგმები. კონვენციის სავალდებულოდ აღიარებით სახელმწიფომ ასევე აიღო სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა თუ გადახედვის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უშუალო ჩართულობისა და მათი საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინების ვალდებულება. მიუხედავად ამისა, ეროვნულ და ადგილობრივ დონეეზე კვლავ დეფიციტურია თემის წარმომადგენლების უწყვეტი და ინსტიტუციონალიზებული ჩართულობის გამოცდილება, რასაც ხშირად ფორმალური და ფრაგმენტული სახე აქვს და ვერ უზრუნველყოფს თემის სათანადო მონაწილეობას სხვადასხვა ფორუმებსა თუ პროცესებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში არასათანადოდ წარმოდგენა, მათი უფლებების დაცვას თავად თემის წევრების ძალისხმევასა და ინიციატივაზე დამოკიდებულს ხდის. ამის ნათელი მაგალითია, ბოლო პერიოდში განხორციელებული ფუნდამენტური რეფორმა ქმედუნარიანობის სისტემის არსებით გადასინჯვაზე, რასაც საფუძვლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქმედუნარიანობის სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მიღებული საპასუხო გადაწყვეტილება დაედო. ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმირება, მისი იმპლემენაციის არაერთი ხარვეზის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის არასაკმარისი და არასათანადო პოლიტიკიდან, შეიძლება ითქვას ერთადერთ მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს. მივიჩნევთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინაშე არსებული არაერთი დაბრკოლების საპასუხოდ, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების სისტემური და განგრძობადი რეაგირების საგანი უნდა იყოს, სახელმწიფო არ აჩვენებს საკმარის ძალისხმევას და ნებას, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხს მწვავე გამოწვევად ტოვებს დღის წესრიგში“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ, პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ, ყოველი მეათე ჩვენგანი, აიპ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი, შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების ქსელი - „მოძრაობა ცვლილებებისთვის“, ქალი, ბავშვი და სოციუმი, საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი, თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის, მარიანი, შშმ პირთა კავშირი რწმენა და იმედი.

---

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

15.06.2016     

მედიასაშუალება:           бѓ›бѓ”სინჯერი

 

შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება კვლავ პრობლემად რჩება

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის თავი წარუდგინა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2015 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები მისაწვდომობის, დამოუკიდებელი ცხოვრების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების შეზღუდულ შესაძლებლობებს უკავშირდებოდა. სახალხო დამცველი ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის სათანადოდ იმპლემენტაციას, ასევე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხებს განიხილავს. ”სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში კონვენციის იმპლემენტაციის ორგანო პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, მისი დანერგვის პროცესი მნიშვნელოვანი შეფერხებით ხორციელდება. ანგარიშში ფართოდ არის მიმოხილული შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს, სატრანსპორტო საშუალებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მისაწვდომობის საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რაც აღსრულებისა და ზედამხედველობის მექანიზმის არარსებობას უკავშირდება. ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უფლების რეალიზებასთან მიმართებით კვლავ პრობლემურად ფასდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან საინფორმაციო, გასართობი და სხვა სახის სატელევიზიო პროგრამების, ფილმების მათთვის მისაწვდომი ფორმით მიწოდების საკითხი. 2015 წელს სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენდა სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების უგულებელყოფა. ისევე როგორც შშმ პირთა მიმართ სტიგმისა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების სიხშირე. სახალხო დამცველმა მოუწოდა ყველა პირს, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან. სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავაც სახელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ამ პირთა დასაქმების პოლიტიკა, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და პროგრამები, რაც ხელს უშლის მათ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებაში ინკლუზიას. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ 53 109 ადამიანიდან მხოლოდ 112 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ხარვეზებით ხორციელდებოდა ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. ამასთან გამოწვევაა სწავლების ხარისხი და უწყვეტობა. კვლავ პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არ ხდება ამ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება, მწვავეა შშმ პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი. ზემოაღნიშნულ პრობლემების აღმოფხვრის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტურად რეალიზების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებას”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3705946&name=15.06.2016+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.06.2016     

მედიასაშუალება:           бѓ бѓ”ზონანსი

 

კლინიკები ე.წ. "ფსიქოს" ისევ ბრმად გასცემენ

"ვარგისია მართვის მოწმობის მისაღებად" - ასეთი ცნობის აღება შეუძლია ყველას, ჯანმრთელს, ფსიქიკურად გაუწონასწორებელს, ნარკოტიკზე დამოკიდებულს და სუსტი მხედველობის პატრონსაც კი. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კლინიკები დარღვევით მუშაობენ და მართვის მოწმობისთვის, ე.წ. "ფსიქოს" ყოველგვარი შემოწმების გარეშე გასცემენ. გამოდის, რომ არ ვიცით, ვის ეკუთვნის თვალის ასახვევად გაცემული ფარატინა ქაღალდი და ვინ მართავს მანქანას. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გამოკითხულთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ ავტომობილები "მოსიარულე ნაღმებს" წარმოადგენს. 9 ივნისი, თბილისში, ორთაჭალის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 8 ივნისი, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდა გოგონას ავტომანქანა დაეჯახა. ამავე დღეს, ქუთაისში მომხდარი ავარიის შედეგად გოგონა დაშავდა. 7 ივნისი, კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6 ივნისი, თბილისში, ოლიმპიური ქალაქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ხუთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ეს არის ბოლო დღეების ოფიციალური სტატისტიკა და მცირე ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, რაც მხოლოდ ივნისში მოხდა. მიზეზი ბევრია, რესპონდენტები მთავარ პრობლემას საფუძველშივე ხედავენ და ამბობენ, რომ მართვის მოწმობა ყველას არ უნდა ჰქონდეს. "ე.წ. "ფსიქოს" აღება ძალიან მარტივია, ყველას აძლევენ. მიხვალ, 20 ლარს გადაიხდი და 15 წუთში მზად არის. მე პირადად გამიშვეს მხოლოდ ოფთალმოლოგთან. მინუსი მაქვს ოდნავ ორივე თვალში, ციფრების ნაწილი ვერ ამოვიცანი, თუმცა მაინც დადებითი პასუხი დამიწერეს. მართვის მოწმობა ავიღე, მაგრამ ავტომობილს სათვალის გარეშე ვერ ვმართავ", - ამბობს ნინო რამიშვილი. დათო ვეფხვაძემ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან" მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში აიღო. სახარბიელო მდგომარეობა არც ამ შემთხვევაში დაფიქსირდა. ფორმალური პროცედურა მხოლოდ ოფთალმოლოგთან ვიზიტით შემოიფარგლა და ასე მიიღეს დასკვნა ჩვენი რესპონდენტის ჯანმრთელობის შესახებ. "გადავიხადე 20 ლარი. გამიშვეს თვალის ექიმთან, შემამოწმეს და იმ დღესვე მომცეს "ფსიქო". ცნობაში ჩაწერეს, რომ ჯანმრთელი ვარ ისე, რომ სხვა გამოკვლევებზე არც მივსულვარ. მე არაფერი მაწუხებს, თუმცა ხომ შეიძლება, არაჯანსაღი ფსიქიკის, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ვყოფილიყავი? ისე ავიღე ცნობა, არანაირი ბარიერი არ შემქმნია. ასე ხომ საფრთხის ქვეშ ვაგდებთ საკუთარ თავს, ჩვენს შვილებს. არ შეიძლება, მართვის მოწმობა ყველას ჰქონდეს. დღვანდელ სიტუაციას რომ ვუყურებ, აღარ მიკვირს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის კატასტროფული მატება. ყველაფრის თავი და თავი უკონტროლობაა, პასუხისმგებელი ადამიანების მხრიდან არაპროფესიონალიზმი, გულგრილი დამოკიდებულება", - ამბობს დათო ვეფხვაძე. ჯანმრთელობის ცნობის აღება სხვადასხვა ფასი ღირს: მაგალითად, "ავერსში" - 55 ლარი, ქავთარაძეზე მდებარე კლინიკაში "ფსიქო" - 25 ლარი, ვაგზალზე კი - 16 ლარი. გამოკითხულთა აზრით, ეს ძალზე უკონტროლო სფეროა. "მართვის მოწმობას ყველას აძლევენ. არაპროფესიონალები რომ მიუსხდებიან საჭეს, ეს არ გვყოფნის და ამას ისიც ემატება, რომ შეიძლება, "პრავა" არაჯანსაღი ფსიქიკის ან თუნდაც ძალიან სუსტი მხედველობის პატრონმა აიღოს", - განუცხადა "რეზონანსს" ნიკო ცაგურიშვილმა. თავად მან ჯანმრთელობის ცნობა ერთი კვირის წინ "მოიპოვა", რაც მხოლოდ 25 ლარი დაუჯდა. ცნობაში ეწერა, რომ ჩაუტარდა თერაპევტის, ქირურგის, ნევროპათოლოგის, ოკულისტის, ლარინგოლოგის, ფსიქიატრისა და ნარკოლოგის კონსულტაცია, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვიერად, რეალურად კი ეს სულაც არ მომხდარა. "სინამდვილეში, არც ერთ ექიმთან არ ვყოფილვარ. გამოდის, რომ კლინიკები იტყუებიან და ჯანმრთელობის ცნობას ბრმად გასცემენ და არ არის გამორიცხული, ისეთმაც მიიღოს "ფსიქო", რომ მისი მანქანაზე დაჯდომა ნებისმიერისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხომ კარგად იციან, რატომ არ ინტერესდებიან კონკრეტული უწყებები ამით, რატომ ხუჭავენ თვალს? ფულს იჯიბავენ კლინიკები ისე, რომ არ ინტერესდებიან ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით. გამოდის, რომ შავ მუშაობასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა ნიკო ცაგურიშვილმა. ზოგიერთი ამ გაუგებარ ფაქტს იუმორით ხსნის და გვიყვება თუ რა შემთხვევებს აწყდებიან მძღოლები, რომლებსაც ფერების აღქმა უჭირთ. "ჩემს ძმას მისცეს წლების წინ "ფსიქო". ამ დროს დალტონიკია. შუქნიშანზე მშვენივრად რეაგირებს, ავტომობილებს უყურებს და იმის მიხედვით ხვდება, როდის გაჩერდეს ან როდის გადაადგილდეს. მე პირადად "ფსიქო" ავტოსკოლაში მომცეს. ფულთან ერთად მონაცემები დავუტოვე და მომიტანეს. თბილისის ქუჩებში მოძრაობა რომ სახიფათოა, ეს მხოლოდ ამის ბრალი არის. მგონი, ვინც ჯანმრთელია, ის უფრო სახიფათოდ დადის. ისე კვეთენ ღერძულა ხაზს, ისეთი სისწრაფით დაჰქრიან, თითქოს რალში იღებდნენ მონაწილეობას", - ამბობს თაკო ცხვარაძე. მარიამ საკანდელიძის ბრალდება უფრო მძიმეა. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულის პრევენციაზე კი არ ზრუნავენ, არამედ თავად არღვევენ წესებს. "მანქანას 20 წლის ბავშვები მართავენ - თავში რომ უქრით და დააქროლებენ შავ ჯიპებს. ხშირად შემინიშნავს, პოლიციელები როგორ სხედან ავტომობილზე ღვედის გარეშე. ეს ხომ კანონდარღვევაა, გადმოვა ეს სამართალდაცველი და გამოუწერს კაცს 40-ლარიან ჯარიმას, როცა თავად ყოველდღე არღვევს. ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და "ფსიქოს" აღებაც, ალბათ, შერჩევითია. ყველა კლინიკას არ ექნება ფულის გაკეთების და არაფერში 20 ლარის აღების საშუალება", - აცხადებს მარიამ საკანდელიძე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს ქვეყანაში სულ 4486 ავტოსაგზაო შემთხვევა აღინუსხა, 2012 წელს - 5359; 2013 წელს - 5510, 2014 წელს შემთხვევათა რაოდენობა 5992 იყო, ხოლო 2015 წელს - 6432. თუ ამ მიმართულებით ვითარება სულ უფრო მძიმდება, არ არის გამორიცხული, მზარდი ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდეს და შედეგად რას მივიღებთ? კატასტროფულ შედეგს!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3705918&name=15.06.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.06.2016     

მედიასაშუალება: ახალი бѓ—бѓђбѓќбѓ‘бѓђ         

 

პაატა იმნაძე: "საქართველოში ზიკას ვირუსის საფრთხე არ არსებობს"

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო ორჯერ დაფიქსირდა, თუმცა, მისი მტკიცებით, დაავადების გავრცელების რისკი ნაკლებია, ვინაიდან სამხრეთ ამერიკაში საქართველოს მოსახლეობა მასობრივად არ დადის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3706146&name=15.06.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.06.2016     

მედიასაშუალება:           бѓ бѓ”ზონანსი

 

ფოთი დიდი დაპირისპირებისა და აქციების ზღვარზე

ფოთში გადამზიდავ კომპანიებსა და პორტის ადმინისტრაციას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. კომპანიებში დასაქმებულებმა ფოთის პორტის გადაწყვეტილება აქციით გააპროტესტეს. საუბარია იმ ცვლილებაზე, რომელიც ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა. ფოთის საზღვაო ნავსადგური პორტში შესულ კონტეინერებს თავის საკუთრებაში არსებულ ტერმინალზე განათავსებს, რის შედეგადაც სხვა ტერმინალები უფუნქციოდ რჩებიან. თამაშგარე მდგომარეობაში რჩება 15-მდე ტერმინალი და ამდენივე გადამზიდავი კომპანია. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 4000-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე აღმოჩნდება. ფოთში გამართული აქცია მასშტაბური იყო და მას გადამზიდავ კომპანიებში დასაქმებულების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეები დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3705877&name=15.06.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---