From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-15.08.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 15.08.2016 09:10
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 15.08.2016

ტელევიზია 

15 .08.2016

არხი:          бѓўбѓ• პირვრლი

გადაცემა: საქმიანი დილა

 

როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ელექტრონული რეცეპტების სისტემით სარგებლობა? ამ კითხვით "ბიზნესკონტრაქტმა" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს მიმართა. ნინო ბერძულის განმარტებით, აუცილებელია პირველ რიგში აღნიშნულ პროგრამაში ექიმების ჩართვა და სპეციალური პროცედურების გავლა, რის შემდეგაც ელექტრონული რეცეპტების პაციენტებზე გაცემა მოხდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3838152

---

 

14 .08.2016

არხი:          бѓ бѓЈбѓЎбѓ—ავი2

გადაცემა: კურიერი 15:00

წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს პარტია „ახალი საქართველო“. პოლიტიკური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნავთლუღის ოლქში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა. თეონა ჭალიძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და ხელისუფლებას მათი მოგვარებისკენ მოუწოდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3837589

---

14.08.2016

არხი: აჭარა

გადაცემა: ახალი მბები 18:00

 

"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ქობულეთში სოფელ ჭახათის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მათ მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. პარტიის წევრებმა ისაუბრეს პარტიის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების გეგმაზეც, რომელიც მაღალმთიან ტერიტორიებზე ბალნეოლოგიური ტურისტული ზონების შექმნას გულისხმობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3837738

---

13.08.2016

არხი: კავკასია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ

 

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერები და გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პენსიონერებს შეხვდნენ. მათ პარტიის ეკონომიკური პროგრამის სოციალური ნაწილი გააცნეს. პაატა ბურჭულაძის პარტიის პროგრამის მიხედვით, პენსია 250 ლარი იქნება. ასევე, ყველა პენსიონერი უზრუნველყოფილი იქნება მედიკამენტებით და სოციალურად დაუცველ პენსიონერებს საარსებო შემწეობა გაეზრდებათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3837192

---

13.08.2016

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:ახალი ამბები

პარტიამ "ცენტრისტები - ხაჩიშვილი - ბედუკაძე" პოლიტიკური რეკლამა გამოაქვეყნა. მკვეთრად პრორუსული პარტიის დაპირებები მხოლოდ რუსეთით შემოიფარგლება. მათ ვიდეოში კი თავად რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკებიც ფიგურირებენ. პარტიის პირველი დაპირება - რუსული პენსია 400 ლარით, მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებაა.

http://mediamonitoring.ge/mms/main.php?lang=geo

---

 

13.08.2016

არხი: აჭარა

გადაცემა: ახალი მბები 18:00

4 წლის გიგლა ზაქარაძეს ბარძაყის ძვლის იუვენილური ოსტეოქონდროზი აქვს, რის გამოც მას მუდმივი სამედიცინო გამოკვლევები სჭირდება. სტამბოლში მკურნალობის ხარჯი 4 ათას 320 დოლარია, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სამოქალაქო მონიტორინგი“ და საქველმოქმედო ფონდმა ,,იმედის ნერგი“ გასაყიდად 500 ბარათი დაამზადეს, სადაც მითითებულია ანგარიშის ნომერი და ინფორმაცია თუ რა სახის დახმარებას საჭიროებს 4 წლის გიგლა ზაქარაძე. ბარათების გაყიდვიდან შემოსული თანხა ოჯახს გადეცემა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3837082

---

 

13.08.2016

არხი:          бѓ бѓЈбѓЎбѓ—ავი2

გადაცემა: კურიერი 15:00

18 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ხერხემლის სვეტის სიმსივნე დაუდგინდა, სასწრაფო ოპერაცია ჭირდება. ოჯახს საკმარისი თანხა არ გააჩნია. მის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშები საქართველოს ბანკსა და ლიბერთი ბანკში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3837060

---

 

ინტერნეტი

15.08.2016   

მედიასაშუალება:  http://www.interpressnews.ge/ge/regioni/392609-avariis-shedegad-gonioshi-mamakaci-gardaicvala.html

ავარიის შედეგად გონიოში მამაკაცი გარდაიცვალა

გონიოში „ბე ემ ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი, 33 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გვერდით მჯდომი მგზავრი კლინიკა "მედინას" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, გამოძახებიდან 10 წუთში ბრიგადა ადგილზე მივიდა, თუმცა მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მგზავრი ავარიის შემსწრე სხვა მძღოლებმა საავადმყოფიში გადაიყვანეს. როგორც კლინიკა "მედინაში" აცხადებენ, დაშავებული მიმღებიდან მალევე რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

15.08.2016     

მედიასაშუალება: 

სამედიცინო დაწესებულებებში რეცეპტების ელექტრონულად გაცემა მოხდება

უკლებლივ ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა. ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენცია გამართა. მისი ინფორმაციით, ელექტრონული რეცეპტების სისტემის ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 30-მდე აფთიაქი . ელექტრონული რეცეპტი ეტაპობრივად გავრცელდება საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებებში. „რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა. ქსელში ჩართულ აფთიაქებს ჩანაწერზე წვდომა მაშინვე ექნებათ. პაციენტი, როდესაც ის აფთიაქში მივა, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მან რეცეპტი ხელით ატაროს. იგი აფთიაქის წარმომადგენელს ეტყვის გვარს, სახელს, პირად ნომერს და აფთიაქს სრული წვდომა ექნება მის მონაცემებთან “, - განმარტა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრმა ინიციატივის უპირატესობებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ელექტრონული რეცეპტის სისტემა არის კომფორტული და ოპერატიული . ამასთან განულდება ყბადაღებული თემა ექიმის გაუგებარი ხელწერის შესახებ, ასევე მედიკამენტის შერჩევასა და დოზირებაში გამოირიცხება შეცდომა და დაინერგება ხარისხის კონტროლის უმძლავრესი ინსტრუმენტი. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პაციენტის ნებართვის გარეშე მის მონაცემებს ვერავინ ნახავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია , თუმცა სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოცხადდება კონკრეტული ვადა, რის შემდეგადაც პროგრამაში ჩართვა სავალდებულო იქნება. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეტაპობრივად შემდგომი ნაბიჯები სამედიცინო ისტორიის და სრული კვლევების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა იქნება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3837926&name=15.08.2016+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

---

15.08.2016     

მედიასაშუალება:  ალია (ყოველკვირეული)

 

" ოცნების" პრემიერის- კვირიკაშვილის კიდევ ერთი თავხედობა!

ა, ბატონებო, კიდევ ერთი თავხედობა და თავის მოჭრა... ალბათ, გახსოვთ, ამ დღეებში პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, უახლოეს ხანში პენსიონერების დასაქმების პროგრამა უნდა ავამუშაოთ, კომპანიები, რომლებიც პენსიონერებს დაასაქმებენ, შეღავათებით ისარგებლებენო. ამის მერე გამოვიდა ჯერ კიდევ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და თქვა, ასაკით პენსიონერებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გეგმა მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას ეფუძნებაო ( ნეტა თქვენ წერა-კითხვა და ნორმალური ლაპარაკი გესწავლათ, მეტი არაფერი გვინდოდა, რააა!)

 

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3838124&name=15.08.2016+-+%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.08.2016     

მედიასაშუალება:  ალია (ყოველკვირეული)

 

"ახლა რომ იძახიან , პენსიონერებს დავასაქმებთო , მე რომ დამასაქმონ, რა უნდა გავაკეთო ამხელა ქალმა ? სად უნდა ვიმუშაო? ამას არ ჯობია , რომ პენსია მომიმატონ და ჩემით მივხედო თავს ?"

რამდენიმე დღის წინ, სახლიდან სამსახურში წამოსულს, ქუჩაში ერთი ხნიერი ქალბატონი შემხვდა. ტროტუარზე იდგა, ხელში საკერავი ნემსების "პაჩკები" ეჭირა და გამვლელებს ყიდვისკენ მიუწოდებდა.ქალბატონი ნატალია გეგეშიძე 68 წლისაა და არ ისე დიდი ხანია, რაც საკერავი ნემსებით ქუჩაში ვაჭრობა გადაწყვიტა: - ორი ადამიანი მომწონდა ძალიან, ბადრი პატარკაციშვილი , აცხონოს ღმერთმა და ბიძინა ივანიშვილი და ახლაც ასეა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3838252&name=15.08.2016+-+%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.08.2016     

მედიასაშუალება:  პარაიმ თაიმი

თბილისში ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

თბილისში , ქავთარაძის ქ. N23- ში , ყოფილი “ლეჩკომბინატის ” შენობაში, დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა. დიაგნოსტიკური ცენტრი უახლესი თაობის ციფრული სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი.მასში მძლავრადაა განვითარებული რადიოლოგიური და ენდოსკოპიური განყოფილებები . დიაგნოსტიკური ცენტრი კლინიკური მიმართულებების ყველა დარგს დაფარავს, როგორც ბავშვებისათვის ისე მოზრდილებისთვის . ცენტრში ასევე იფუნქციონირებს დღის სტაციონარიც. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი მრავალპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი 9,000 კვ/ მ ფართობზეა განლაგებული. ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის რეაბილიტაცია “სამედიცინო კორპორაცია ევექსმა” განახორციელა და მასში 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ახალი დიაგნოსტიკის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია იმყოფებოდნენ, რომლებმაც წითელი ლენტი "ევექსის" გენერალურ დირექტორთან ერთად გაჭრეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია განმარტავს, რომ ახალი ამბოლატორიული დაწესებულება არამარტო "იმედი L"-ში დაზღვეულებს , არამედ საყოველთაო დაზღვევაში მონაწილე ბენეფიციარებსაც მოემსახურება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3838122&name=15.08.2016+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.08.2016     

მედიასაშუალება:  ბანკები бѓ“бѓђ ფინანსები

  იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასნამატი бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓќбѓ“ 36,25% -ია

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" უკვე მე - 9 თვეა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასებს აკვირდება. კვლევის ობიექტს წარმოადგენს 200 - მდე პოპულარული და ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი. მიმდინარე ეტაპზე, ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა ფასად ხდება იმ მედიკამენტების იმპორტი საქართველოში, რომელზეც მიმდინარებს ყოველთვიური დაკვირვება და რა ფასად ყიდიან აფთიაქები აღნიშნულ მედიკამენტებს , ანუ რამდენია ფასნამატი. ამასთან "აფბამ" შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა, კერძოდ, საბაჟოზე დაფიქსირებული იმპორტიორი ქვეყნის მიერ, საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლის გარიგების ანუ საინვოისო ფასები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3837985&name=15.08.2016+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

--