From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-16.09.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 16.09.2016 09:15
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 16.09.2016

ტელევიზია 

15.09.2016

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 15:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ევროპის რეგიონიდან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აირჩიეს. დავით სერგეენკო კოპენჰანგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის ჯანდაცვის სსიტემაში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3901491

ჯიდიესი - 20/30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3902812

---

 

15.09.2016

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

პენსიონერების დიდ ნაწილს პენსიების გამცემი კომერციული ბანკის მიმართ პრეტენზიები აქვს. საპენსიო ასაკის მოქალაქეები სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ „ლიბერთი ბანკს“ საპროცენტო განაკვეთის დაწევას სთხოვენ. საუბარია პროცენტზე, რომელსაც პენსიონრები კუთვნილი პენსიის წინასწარ აღების დროს იხდიან. პრობლემას არასამთავრობო სექტორშიც ადასტურებენ და მონოპოლიის ნიშნებზე მიუთითებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3902880

---

 

15.09.2016

არხი: ტვ პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ბიზნეს კონტრაქტი 18:30

  საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი საპენსიო ფონდის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓќ бѓ›бѓ›бѓђбѓ бѓ—бѓ•бѓ”бѓљбѓќбѓ‘бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ მოლაპარაკებების бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓ”бѓ‘бѓђбѓЎ бѓђбѓ  бѓђбѓ“бѓђбѓЎбѓўбѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓЎ. бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ бѓќбѓ—бѓђбѓ  ძიძიკაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" бѓ’бѓђбѓњбѓЈбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, მმართველი ინტერესთა გამოხატვის გზით შეირჩევა бѓ“бѓђ უპირატესობა საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიას მიენიჭება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3902563

---

 

15.09.2016

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 15:00

54 წლის მიხეილ მაჩხანელს სჭირდება სასწრაფო ოპერაცია, რისთვისაც საჭიროა 45 000 დოლარი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3901805

---

 

 

ინტერნეტი

15.09.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/397046-davith-sergeenko-janmo-s-aghmasrulebeli-sabtcos-tsevrad-airchies.html?ar=A

 

დავით სერგეენკო ჯანმო-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ევროპის რეგიონიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აირჩიეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დავით სერგეენკო კოპენჰაგენში, ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური კომიტეტის 66-ე სესიას ესწრება, სადაც სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ჯანდაცვის სისტემის შესახებ ისაუბრა. დავით სერგეენკომ საქართველოში მოქალაქეთა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა მიმოიხილა და ყურადღება პროექტის განხორციელებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებზე გაამახვილა. „ჯანდაცვა არ არის ვინმეს პრივილეგია, ეს არის ყველას უფლება. საყოველთაო ჯანდაცვის განხორციელება ჩემი ქვეყნისთვის გახდა რეალობა, რადგან საქართველოს მთავრობამ ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბიუჯეტი 150%-ით გაიზარდა, რაც შთამბეჭდავი მატებაა, თუმცა ის მაინც არის 50%-ზე დაბალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, 2-ჯერ ნაკლებია. ასეთი შეზღუდული ბიუჯეტით, ჩვენ შევძელით, შევბმოდით ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისს, რომ მოგვცა საშუალება, განგვეხორციელებინა ასეთი ამბიციური პროექტი,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მოხსენებაში დავით სეგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება, აუდიტორიას პროგრამის მიმდინარეობის შედეგები გააცნო და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებისთვის დახმარებაზე გამოთქვა მზაობა. „ჩვენ ვამაყობთ, რომ შარშან საქართველომ განახორციელა უკიდურესად ამბიციური პროექტი - C ჰეპატიტის ელიმინაცია. წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ეს პროექტი ამოქმედდა და მასში 15.000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ხოლო 10.000 პაციენტზე მეტი უკვე განიკურნა ამ დაავადებისგან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარებას C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის რიგით 66-ე სესია კოპენჰაგენში, 12 სექტემბერს რეგიონული დირექტორის, ჟუჟანა ჯაკაბის სიტყვით გაიხსნა და 15 სექტემბერს დაიხურება.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%A1-%E1%83%90/

ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/?id=31307

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/44775-davit-sergeenko-jandacvis-msoflio-organizaciis-aghmasrulebeli-sabchos-tsevrad-airchies

ჯანდაცვა.ჯი- http://jandacva.ge/davit-sergeenko-janmo-s-aghmasrulebeli-sabchos-wevrad-airchies/

---

 

15.09.2016      

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=77474&lang=geo

 

"ჯანდაცვის მიმართულება გაღრმავდება და ვერც ერთ შემთხვევაში ეს პრიორიტეტი ვერ დაიკარგება"

ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ჯანდაცვას მიიჩნევს. მისი განცხადებით, პროექტი წარმატებულია, რადგან ამ მიმართულებით, ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა. "სწორად ავირჩიეთ პრიორიტეტი, რადგან ხალხის ჯანმრთელობაა პირველი საზრუნავი, ახლა ფეხბურთზე ზრუნავენ ბევრნი, ფეხბურთზეა ბევრი კითხვები, ძალიან გვიყვარს, ყველაფერს უნდა ფული, ყველაფერს უნდა რესურსი, ძალიან კარგი მინისტრია სერგეენკო, მაგრამ ეს არის მთელი გუნდის დამსახურება. მაშინ, ჩემი პრემიერობის დროს და დღევანდელ დღესაც, ეს არის ძირითადი მიმართულება, რომ ხალხის ჯანდაცვა როგორმე მოვახერხოთ, რომ ხალხსაც საკუთარ სიცოცხლეზე ზრუნვა როგორმე შეეძლოს",- აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მთავრობის შემდგომი პრიორიტეტი განათლება იქნება, რადგან მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია, ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. "შემდგომი ჩენი პრიორიტეტი იქნება განათლება. განათლებაზე უფრო მეტად დიდი რესურსი შეიძლება, გამოიყოს, რაც შემოედინება ბიუჯეტში, რომ ამავდროულად, ჩვენ განათლებული საზოგადოება უნდა გვყავდეს. მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია, ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს. ჯანდაცვა გაღრმავდება, ეს მიმართულება გაიზრდება და ვერც ერთ შემთხვევაში ეს პრიორიტეტი ვერ დაიკარგება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე

---

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

16.09.2016      

მედიასაშუალება: რეზონანსი

 

თავგასული ინვესტორი ქართველ მუშებს მონებივით ექცევა

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებელ ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო. სოფელ ზვარეში 100-მდე მუშამ დღეს შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" მუშაობა შეწყვიტა. თავის დროზე მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მასშტაბური ეკონომიკური პროექტის განხორციელება დაავალა გაურკვეველი წარმოშობის ჩინურ კომპანიას, რომლის პოზიციას შრომით პირობებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არ იცნობდა. იმის ნაცვლად, რომ ვითარება გამოასწორონ, ჩინელები სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ მუშებს სასტიკად ავიწროებენ. იმის ნაცვლად, რომ ნორმალური გარემო შექმნან და შესაბამისი ხელფასი გასცენ, ჩინელები აბუჩად იგდებენ ადგილობრივებს და სიტყვიერ, ზოგჯერ კი, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებენ. ასეთი ბოლო ფაქტი წინა თვეში დაფიქსირდა, როდესაც ერთ-ერთი ჩინელი ქართველ მუშას არმატურით გამოეკიდა. მედიატორის ფუნქციას ჯანდაცვის სამინისტრო ასრულებს, მაგრამ პროცესი ჩიხშია. სამინისტროს წარმომადგენელი ლევან ჟორჟოლიანი მოლაპარაკებებში აქტიურადაა ჩართული. რამდენიმედღიანი უშედეგო კომუნიკაციის შემდეგ, იგი "რეზონანსთან" საუბრისას აღიარებს, რომ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან ძალიან რთულია საუბარი, რადგან სხვაგვარად ესმით დასაქმებულებთან ურთიერთობა და სამუშაო პირობებზე პასუხისმგებლობის საკითხი. "ჩინელ ინვესტორებთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ მიჭირს საუბარი, რამდენად შეასრულებენ მოთხოვნებს. შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალეს და საბოლოო გადაწყვეტილებას დღესაც ველოდებით. ჩვენი პოზიცია მომდინარეობს კანონიდან. მაქსიმალურად ვეხმარებით ორივე მხარეს, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, ვუწევთ ყველანაირ სამართლებრივ კონსულტაციას, რაც კი შეგვიძლია კანონის ფარგლებში. კომპანიის ხელმძღვანელობასთან გაგზავნილია გაფრთხილების წერილი პროფკავშირების მიერ მუშების სახელით, რომ 20 სექტემბრიდან გაიფიცებიან. ეს არის ვადა, რომ ჩინელებმა ხელშეკრულება მოიყვანონ წესრიგში და გააცნონ ზვარეში დასაქმებულ მუშებს. მოლაპარაკების პროცესში ვიმსჯელეთ, მივედით რაღაც დასკვნამდე, დაიწყო ვითარების გამოსწორება, მაგრამ გაუგებარი მიზეზის გამო, შეთანხმებულ ვარიანტს ხელი არ მოაწერეს. ამ დროს ვალდებულებები აღებულია და მუშაობის გაჩერება არავის ინტერესში არ შედის", - აცხადებს ჟორჟოლიანი. მედიატორის ინფორმაციით, მანამდე არსებული შრომითი ხელშეკრულება ბუნდოვანი იყო, სჭირდებოდა გამართვა, თუმცა ჩინურმა მხარემ ეს ვალდებულება უგულებელყო. "ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ ხელშეკრულება გადაიხედოს და უფრო მოქნილი გახდეს. წესით, მან უნდა გააუმჯობესოს დასაქმებულების მდგომარეობა, რისთვსიაც ყველაფერი გავაკეთეთ. შრომითი ხელშეკრულება შედგებოდა სხვადასხვა პირობებისგან, რამდენიმე საკითხს ტექნიკური გამართვა სჭირდებოდა. ამაზე მუშაობა დაიწყო კიდეც, სველი წერტილი მოწესრიგდა, მაგრამ რამდენიმე პირობის ბედი კვლავ გაურკვეველია, რასაც ჩინური მხარე ჯერჯერობით არ აკეთებს. ჩინელების ინტერესში არ არის გაფიცვა და სამუშაო პროცესის შეჩერება, მაგრამ არც იმას ცდილობენ, მდგომარეობა გამოსწორდეს. კომპანიის წარმომადგენლებთან ძალიან რთულია კომუნიკაცია, რადგან მათ სრულიად სხვანაირად ესმით დასაქმებულებთან ურთიერთობა.მაინც ვიმედოვნებ, რომ დასაქმებულებს კანონთან შესაბამის შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებენ გაფიცვას და ვერც დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებენ", - აცხადებს ჟორჟოლიანი "რეზონანსთან" საუბრისას. მოლაპარაკების პროცესში აქტიურადაა ჩართული რკინიგზის "ახალი პროფკავშირიც". ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გუშინ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ" ამ დრომდე ვერ უზრუნველყო სამმხრივ ფორმატში უკვე მიღწეული შეთანხმების ვერც ერთი მუხლის შესრულება. "ახალი პროფკავშირის" წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე საუბრობს იმ არაადამიანურ მდგომარეობაზე, რა პირობებშიც ქართველები ჩინურ კომპანიაში მუშაობენ. "დასაქმებულებმა მოგვმართეს და გვთხოვეს დახმარება, რადგან მათი უფლებები ირღვეოდა. რამდენიმე მოლაპარაკება გავმართეთ, სიტყვიერი შეთანხმებაზეც მივედით, მაგრამ ჩინელებმა მოულოდნელად შეიცვალეს პოზიცია. განაცახდეს, რომ არაფრის შესრულებას არ აპირებენ და დარჩება ისეთი კაბალური პირობები, როგორიც ჰქონდათ. საუბარია ელემენტარულზე - ადამიანებმა ისარგებლონ შვებულებით, სამუშაო გრაფიკით და სხვა. გაუგონარ პირობებში მუშაობენ, დარღვეულია უსაფრთხოების პირობები, ელექტროგაყვანილობის კაბელები წყალში ყრია, აფეთქების დროს ადამიანები არ გამოყავთ გვირაბიდან და ა.შ. ენით აუწერელი გარემოა, ჩვენი მოქალაქეები მონურ პირობებში არიან. მოლაპარაკებით ჯერჯერობით ვერაფერს მივაღწიეთ", - აცხადებს გიორგაძე და დასძენს, რომ ქართველი მუშების დასახმარებლად კანონით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, რაშიც სახელმწიფოს აბსოლუტური მხარდაჭერა აქვთ. "31-დღიანი მოლაპარაკების პერიოდი გავიარეთ და ახლა კანონის უფლებით მინიჭერებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ჩინელებმა ფაქტის წინაშე დაგვაყენეს, რომ არაფრის შესრულებას არ აპირებენ. ყველაზე მეტად გვიკვირს, რატომ გაფორმდა ხელშეკრულება ამ გაურკვეველ კომპანიასთან, რომელიც უარყოფს ქვეყნის კონსტიტუციას, არ ცნობს შრომის კანამდებლობას, ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებას?" - კითხულობს გიორგაძე. "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" მუშების მოთხოვნების შესრულებაზე 4 დღეში თუ არ აიღებს პასუხისმგებლობას, დასაქმებულები ფართომასშტაბიან გაფიცვას დაიწყებენ. მუშებს 9 კონკრეტული მოთხოვნა აქვთ: მოწესრიგდეს ინდივიდუალური ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით; ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური საათები კვირაში 40 საათზე ზემოთ გაზრდილი ტარიფით; მუშებს მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით; მუშებს ჰქონდეთ სპეცტანსაცმელი; მოწესრიგდეს სველი წერტილები; მძიმე და მავნე სამუშაოზე დაწესდეს დამატებითი ფასიანი შვებულება; ანაზღაურდეს დღესასწაულებზე შრომის საათები; ანაზღაურდეს დამატებითი სამუშაო საათები; მუშებს საშუალება მიეცეთ, დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები პროფკავშირებთან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3903097&name=16.09.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---