From : nodisharia@moh.gov.ge
To : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>; dsergeenko@moh.gov.ge
Subject : RE: mediamonitoringi-17.05.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com
Received On : 17.05.2016 09:07

კოლეგებო მოგესალმებით,

 

"4 წლის მინდიას საბავშვო ბაღში ტუბერკულოზი შეეყარა, 2 წლის ნათია კი შიმშილისაგან გაითიშა"  სტატიასთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ ბავშვები გადაყვანილები არიან გადაუდებელ მინდობით აღზრდაში, დედა კი თბილისშია გადმოყვანილი.

 

 პატივისცემით,

 

   ნუცი

 

 

From: Press of MOLHSA [mailto:press@moh.gov.ge]
Sent: 2016
წლის 17 05, სამშაბათი 12:48
To: dsergeenko@moh.gov.ge
Cc: zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com
Subject: mediamonitoringi-17.05.2016

 

მედიამონიტორინგი 17.05.2016

ტელევიზია

16.05.2016

არხი:            იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

“იზრუნე მომავალზე" - ფონდ ''ნატახტარის'' საქველმოქმედო პროექტი გრძელდება. პროექტის ფარგლებში, მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3640573

---

В В 

16.05.2016

არხი:            რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

16 წლის კობა სვანიძეს ცერემბრალური დამბლა აქვს. მოზარდ ეპილეფსია და ორმხრივი მხედველობის ნაწილობრივი ატროფიაც აქვს. ოჯახს ახალგაზრდის სამკურნალოდ სახსრები არ გააჩნია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3640935

---

 

 

 

ინტერნეტი

16.05.2016В В В В В В В 

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/379698-sakhalkho-damcvelma-saparlamento-angarishis-mokle-versia-tsaradgina.html?ar=A

 

სახალხო დამცველმა საპარლამენტო ანგარიშის მოკლე ვერსია წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპარლამენტო ანგარიშის მოკლე ვერსია წარუდგინა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს ანგარიშში ასახულია გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის ამსახველი დადებითი და უარყოფითი ტენდენციები. ”საპარლამენტო ანგარიშში შესული 34 თავი მოიცავს სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომელთა შესრულების დროულობასა და ხარისხზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში. 2015 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა საქართველოსთვის: გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება”, - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება ატარებდა რეფორმებს მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად კვლავ რჩებოდა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება და მოწმეთა დაკითხვის წესის ცვლილება. ”თუმცა, ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად; განსაკუთრებით საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების და დანიშვნის პროცესი. კვლავ გამოძიების რეჟიმშია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი; პრობლემად რჩება პოლიციასა და პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების ეფექტური გამოძიება; არ სრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვასთან და სასჯელაღსრულების #7 დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით”, - აცხადებენ აპარატში. მათივე ცნობით, 2015 წელს მწვავედ იდგა პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი; არაეფექტურია საქართველოს პროკურატურის საქმიანობა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით. ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის ფაქტებს. დაუსჯელობის სინდრომმა და მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმული მისცა ახალ დანაშაულს. არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რამდენიმე აქციაზე სახელმწიფომ ვერ შეძლო კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უზრუნველყოფა ან გაუმართლებლად შეზღუდა შეკრების თავისუფლება. ზოგადად უზრუნველყოფილი იყო მრავალფეროვანი მედია გარემო. თუმცა, წლის ბოლოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შესახებ მიმდინარე სასამართლო დავის პროცესში მწვავედ დადგა ჯანსაღი მედია გარემოს შენარჩუნებისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საკითხები”, - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში. მათივე შეფასებით, მწვავე პრობლემად დგას შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა და სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საგანგაშო რიცხვი. ”პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევაც; დღემდე არ მომხდარა ევროპის საბჭოს 2011 წლის „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიცირება. გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში არსებული ხარვეზები მონიტორინგის განხორციელებაში რეალურ დაბრკოლებას გვიქმნის”, - ნათქვამია ანგარიშის მოკლე ვერსიაში. აქვე აღნიშნულია, რომ ერთ–ერთ ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზება, რასაც კიდევ უფრო ართულებს მოსახლეობის დროული ინფორმირების და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის დაბალი ხარისხი – მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. შემაშფოთებელია ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვა, ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მაღალმთიან რეგიონებში. პრობლემებია მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებსა და რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში; კვლავ აქტუალურია არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევების საკითხი სრულწლოვანი პატიმრებისგან. ”გართულებულია რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა; დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. არ არსებობს უსახლკარო პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზა, რაც ხელს უშლის მათი რაოდენობის, საჭიროებების, მიზნობრივი დახმარებისათვის ფინანსური სახსრების განსაზღვრას; განსაკუთრებით მძიმეა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები; ყურადსაღებია დევნილთა განსახლება და სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრების და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ათი ათასობით ოჯახის მდგომარეობა; სავალალოა თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მდგომარეობა; დღემდე აქტუალური განსჯის საგანია სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული მესხების დაბრუნების საკითხი. სახელმწიფოსთვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში დამკვიდრებისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის ადეკვატური გარემოს შექმნა; ასევე, ხანდაზმულთა სიღარიბის, უსახლკარობისა და იზოლაციის საფრთხე. წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეთა, ისევე როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით იკვეთება რიგი პრობლემები”, - ნათქვამია ანგარიშის მოკლე ვერსიაში. იქვე აღნიშნულია, რომ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება დაცვის სამსახურის მიზნებისთვის ხდება, არ მიმდინარეობს მათი საბრძოლო და ფიზიკური მომზადება. შესაბამისად, აუცილებელია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემური დახვეწა.

---

 

16.05.2016В В В В В В В 

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/379723-sasjelaghsrulebis-saministro-disciplinuri-sakhdelis-sakhith-samartoo-sakanshi-mothavseba-ar-gamoiyeneba-im-braldebulebis-mimarth-romlebsac-fsiqiatriuli-dakhmareba-esatciroebath.html?ar=A

 

სასჯელაღსრულების სამინისტრო - დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსება არ გამოიყენება იმ ბრალდებულების მიმართ, რომლებსაც ფსიქიატრიული დახმარება ესაჭიროებათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსება არ გამოიყენება იმ ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიმართ, რომლებსაც ფსიქიატრიული დახმარება ესაჭიროებათ. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ”2016 წლის აპრილის მონაცემებით, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ნებაყოფლობით სტაციონარული მკურნალობის კურსს ფსიქიკური აშლილობის მქონე 27 ბრალდებული/მსჯავრდებული გადის, ხოლო აკად. ი.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება 25 ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეწოდება. დამატებით განვმარტავთ, რომ სამარტოო საკანში მოთავსება დისციპლინური ღონისძიების ერთ-ერთი სახეა, რომლის გამოყენებაც ბრალდებული/მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ქცევის, აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით ხდება, რომელშიც დისციპლინური დარღვევა ჩაიდინა. დაწესებულების დირექტორი შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის განხილვის და არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე იღებს. შესაბამისად გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია პირის სამარტოო საკანში მოთავსების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო პერსონალს დაუყოვნებლივ მიაწოდოს. სამარტოო საკანში მასზე სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობა ხორციელდება. თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის დისციპლინური სახდელის (სამარტოო საკანში მოთავსება) აღსრულებას, მის მიმართ აღნიშნული დისციპლინური ღონისძიება ჩერდება. ყველა პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფილია ექიმ-ფსიქიატრებით, რომელთა კონსულტაცია ხელმისაწვდომია მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის. ისინი უზრუნველყოფენ პაციენტების ფსიქიკური სტატუსის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში მათ მკურნალობას. ასევე, ფსიქიატრი მჭიდროდ თანამშრომლობს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან. უცხოელი და ადგილობრივი დონორების დახმარებით განხორციელდა პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ექთნების გადამზადება ფსიქიკური აშლილობების ადრეული გამოვლენის და პრევენციის საკითხებზე. პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქიატრიული მკურნალობა ნებაყოფლობითია და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ მომსახურებას გადის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილებაში. რაც შეეხება არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სამედიცინო მომსახურებას, აღნიშნული რეგულირდება საქართველოს კანონით „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“, „პატიმრობის კოდექსით“ და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე პაციენტს უტარდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებაში, რომლითაც დგინდება პაციენტის ფსიქიკური აშლილობის სიმძიმე და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაიგზავნება სამოქალაქო სექტორის შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისთვის, გამოჯანმრთელებამდე, რომლის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით. გარდა ზემოაღნიშნულისა, პენიტენციურ დაწესებულებებში ხორციელდება სუიციდის პრევენციის პროგრამა. სამედიცინო პერსონალის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს 24 საათიან მეთვალყურეობას სუიციდის მომატებული რისკის გამო”, - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

 

16.05.2016В В В В В В В 

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=36780&cat_id=5

 

პირველადი დახმარების აფთიაქი აპრილში 15.1%-ით გაიაფდა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ამჯერად პირველადი დახმარების აფთიაქში შემავალი მედიკამენტებისა და სიის გამოქვეყნებით აგრძელებს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების მონიტორინგს. მარტისა და აპრილის თვეებში ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა ჩვილის, ოჯახისა და ბავშვის აფთიაქის კვლევის შედეგები. მედიკამენტების ფასისა და სიის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პირველადი დახმარების აფთიაქის ღირებულება აპრილში 15.1 %-ით გაიაფდა. კერძოდ, მარტის თვეში პირველადი დახმარების აფთიაქის შესავსებად 158 ლარი და 45 თეთრი იყო საჭირო, ხოლო აპრილის თვეში 32 საჭირო მედიკამენტისა და აქსესუარის საერთო ღირებულებამ 134 ლარი და 45 თეთრი შეადგინა. კვლევის ჩატარების პერიოდში ფასი შემცირდა რამდენიმე მედიკამენტზე. მაგალითისთვის: პრეპარატ კეტოროლაკის ღირებულება მარტის თვეში 9 ლარი იყო, ხოლო აპრილში იგივე მედიკამენტის ფასი 1.35 თეთრამდე შემცირდა. ორგანიზაციამ მედიკამენტების ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. პირველადი დახმარების აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება: პირველადი დახმარების აფთიაქი: მოწამვლის დროს საჭირო მედიკამენტები: რეჰიდრონი ოპტიმი -25.95ლ ფესტალი- 1.74ლ ნოშპა(N20)- 2.50ლ ნახშირი (თეთრი კარბოაქტივი)- 3.12ლ ტკივილგამაყუჩებლები: იბუპროფენი-2.80ლ კეტოროლაკი (ჰუმანითის) – 1.35ლ ხველების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი პრეპარატები: სალბუტამოლის სულფატი ინჰალ. აეროზოლი - 6.95ლ პარაცეტამოლი- 0.30ლ ამბროქსოლი- 1.30ლ ანტიჰისტამინური: ცეტირიზინი - 3.50ლ წნევის დამწევი წამლები: კაპტოპრილი(N=20, 50გ)- 4.60ლ ადიპინი(N30, 10გ) – 13.70ლ გულის საშულებები: კორსიზი- 1.50ლ ამიაკის ხსნარი- 1.00ლ ნიტროგლიცერინი - 0.85ლ ვალიდოლი- 0.44ლ კო-ენალაპრილ- 5.30ლ დამაწყნარებელი: სომნა-რიცი- 5.00ლ ანტისეპტიკური საშუალებები: ლეიკოპლასტირი (ბაქტერიოციდული)2.00ლ სტერილური დოლბანდი (7*14სმ) 1.04ლ ბამბა (სტერილური)-1.00ლ ბრილიანტის მწვანე -0.30ლ წყალბადის ზეჟანგი - 1.25ლ იოდი (ბეტადინი) (100გ)- 0.51ლ თურმანიძის მალამო- 4.90ლ ოქსოლინის მალამო-1.10ლ საინექციო წყალი-0.80ლ აქსესუარები: ფონეიდესკოპი- 12.80ლ ხელთათმანი (სტერილური)- 0.55ლ თერმომეტრი- 10.00ლ ჟგუტი- 14.80ლ მაკრატელი - 1.50ლ სულ: 134,45ლ ჯანდაცვის პლატფორმა განაგრძობს სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიასა და მათ ფასზე დაკვირვებას. ორგანიზაცია მომავალშიც მიადევნებს თვალს მედიკამენტების ფასთა ცვლილებას, ფარმაცევტულ ბაზარზე გამოკვეთილ ზრდა-კლების ტენდენციების შესწავლას.

---

 

16.05.2016В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В В 

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/379715-archevnebshi-gamarjvebis-shemthkhvevashi-nacionalebi-pensiebis-50-larith-gazrdis-pirobas-deben.html?ar=A

 

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ”ნაციონალები” პენსიების 50 ლარით გაზრდის პირობას დებენ

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პენსიების 50 ლარით გაზრდის პირობას დებს, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს მოიგებს, რათა წერტილი დაესვას ადამიანების დაყოფასა და შურისძიებას. ”ჩვენ ვიცით რა სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ვაპირებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვახორციელოთ ეს გეგმა. კერძოდ, შევამცირებთ გადასახადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას მეტი შემოსავალი დარჩეს საკუთარი ხელფასიდან, ხოლო ბიზნესმენს მეტი თანხა დარჩეს ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ჩვენ მოვახდენთ ბიზნენის დეკრიმინალიზაციას, რათა არავის ეშინოდეს ბიზნეს გადაცდომის გულისთვის ციხეში მოხვედრის. ჩვენ ავაშენებთ ქვეყანაში ინფრასტრუქტურას, გზებს, გავაგრძელებთ სოფლების გაზიფიაკაციას. პირველი ამოცანა, რომელსაც უსწრაფესად გადავწყვეტთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, იქნება იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. სწორედ ამიტომ პირველი, რასაც გავაკეთებთ ოქტომბერში, იქნება პენსიის ზრდა 50 ლარით. იქნება სოცდახმარების აღდგენა მათთვის, ვისაც უკანონოდ მოეხსნა დახმარება. ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს იმისთვის, რომ წერტილი დაესვას ადამიანების დაყოფას და შურისძიებას”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

---

 

16.05.2016В В В В В В В 

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D-%E1%83%AC/

 

„ნუ გვაბოლებთ, ბატონებო, წამმზომი ჩართულია!“

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან საქართველოს მიერთებიდან 10 წელი შესრულდა. როგორც „კვირას“ ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლიდან“ აცნობეს, „კონვენციასთან მიერთებით ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განუხორციელებელია, მეტიც ვალდებულებების დიდ ნაწილს ვადა 5 წლის წინ გაუვიდა. ვადაგადაცილებული ვალდებულებებია: დახურული ტიპის შენობისა და ტრანსპორტის გათავისუფლება თამბაქოს კვამლისაგან, თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის სრული აკრძალვა, დაავადებების სურათებრივი გამოსახულების (პიქტოგრამების) დატანა კოლოფებზე, თამბაქოს ნაწარმის ლიცენზიის სისტემის აღდგენა როგორც წარმოებაზე, ასევე იმპორტზე, საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე, თამბაქოს ინდუსტრიის პასუხისმგებლობის დაყენება, მათგან კომპენსაციების მოთხოვნა და ა.შ. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს მისიამ საქართველოს 2013 წელს შეახსენა, რომ ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობას არ იცავს. იმავე წელს საქართველოს მთავრობამ #196 და #304 დადგენილებებით, კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთაგან მხოლოდ სიგარეტის აქციზის გადასახადი გაზარდა, თუმცა, უმნიშვნელოდ. ბოლო წლებში ჩატარებული 4 კვლევისა და ახლახან სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი მონაცემები დასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი მხარს უჭერს საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ შენობებში და სამუშაო ადგილებში მოწევის (რესტორნებში და ბარებში 80%-მდე) და რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვას. ალიანსი მიმართავს პარლამენტს, როგორც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველ ორგანოს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა და მიიღოს კონვენციის მოთხოვნების საფუძველზე და კონვენციის სამდივნოს რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული კანონპროექტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ 31 მაისამდე, მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღემდე, დავასახელოთ ყველა ის პირი, რომელიც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში ქვეყნის მოსახლეობის სიკვდილს ლობირებს. ნუ გვაბოლებთ, ბატონებო, წამმზომი ჩართულია“! – ნათქვამია განცხადებაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/379646-thambaqos-kontrolis-aliansi-parlaments-mimarthavs.html?ar=A

---

 

16.05.2016В В В В В В В 

მედიასაშუალება: http://accent.com.ge/ge/news/details/15281-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D-%E2%80%93-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C

 

ექსკლუზიური: ხადური, კალაძე, სერგეენკო – მინისტრები, რომლებიც მაჟორიტარობისთვის ემზადებიან

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული" საქართველო რამდნეიმე მინისტრს მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენად ამზადებს. როგორც "აქცენტისთვის" გახდა ცნობილი, ამ დორისთვის საუბარია ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურზე, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახა კალაძეზე. კერძოდ, ნოდარ ხადურის კანდიდატურას პარტია ხაშურის რაიონში განიხილავს, დავით სერგეენკოს თბილისის რომელიმე რაიონში, კახა კალაძეს კი სამტრედიის რაიონში. ამასთან, წყალტუბოს რაიონში მაჟორიტარობისთვის ამზადებენ იმერეთის რეგიონის თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ცოტნე ზურაბიანს.

---

 

16.05.2016В В В В В В В 

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%98/

 

ლაშა კილაძე: ნარკოდამოკიდებულთა თვალსაზრისით, აფხაზეთში მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საქართველოში ნარკოდამოკიდებულთა საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს. როგორც კილაძე ამბობს, მეტადონის პროგრამაში დღესდღეისობით დაახლოებით 3 ათას ადამიანზე მეტია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ წამალდამოკიდებული ადამიანები ბევრად უფრო მეტნი არიან, ვიდრე პროგრამაში მონაწილეები. როგორც კილაძე გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, ნარკოდამოკიდებულთა თვალსაზრისით, აფხაზეთში მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება. „განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთში. ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთში მდგომარეობა კატასტროფულს უახლოვდება. ჩვენ აფხაზეთთან ინტენსიური წვდომა გვაქვს, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ჩვენთან მკურნალობენ აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანები. იღებენ ჩვენს სერვისებს და ჩვენ გვაქვს მუდმივი ურთიერთობა ჩვენს აფხაზ კოლეგებთან. იქ მეტადონის პროგრამა არ მუშაობს, ეს რუსული პოლიტიკის ნაწილია. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საერთოდ არ არსებობს მეტადონის პროგრამა. აფხაზეთიდან ჩვენთან სამკურნალოდ ძლიან ხშირად ჩამოდიან. ფაქტობრივად, არ არის ისეთი შემთხვევა, რომ აფხაზეთიდან რამდენიმე ბენეფიციარი არ გვყავდეს. მეტადონის პროგრამაში დღესდღეისობით დაახლოებით 3 ათას ადამიანზე მეტია ჩართული. თუ შევადარებთ ჩართულთა პროცენტულ მაჩვენებელს იმ რიცხვს, რომელსაც ეს სერვისი სჭირდება, მაშინ გამოდის, რომ ეს არის საშუალოზე ოდნავ დაბალი მაჩვენებელი. წამალდამოკიდებული ადამიანები ბევრად უფრო მეტნი არიან, ვიდრე პროგრამის მონაწილეები. ყველაზე მეტი განყოფილება მეტადონის პროგრამის თბილისში ფუნქციონირებს. შემდეგ რაოდენობის მიხედვით ლიდერობს ქუთაისი. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით გავრცელებულია აჭარაში და სამეგრელოს რეგიონში“,-განაცხადა კილაძემ.

---

 

16.05.2016В В В В В В В 

მედიასაშუალება: http://www.kvirispalitra.ge/public/29793-q4-tslis-mindias-sabavshvo-baghshi-tuberkulozi-sheeyara-2-tslis-nathia-ki-shimshilisagan-gaithishaq.html

 

"4 წლის მინდიას საბავშვო ბაღში ტუბერკულოზი შეეყარა, 2 წლის ნათია კი შიმშილისაგან გაითიშა"

"ახალგაზრდა ქალი, ლია ზაალიშვილი ჩემ თვალწინ კვდება და დამხმარე არავინ ჰყავს" "ისეთი მდგომარეობა დამხვდა, დღესაც შიშის ზარი მიპყრობს, - საჭმელის ნარჩენები და ათასი სიბინძურე ერთად ეყარა, ქალს ეძინა, ბავშვები კი უმეთვალყუროდ საცოდავად იყვნენ მიყრილები" რედაქციაში ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალის ექიმმა ნინო კოჭლამაზაშვილმა მოგვაკითხა და უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების სულისშემძვრელი ამბავი მოგვიყვა. ეს ერთი ოჯახის ნელი სიკვდილის ისტორიაა, რომლის შესაჩერებლად სოფლის ექიმმა ყველა პირადი საზრუნავი გვერდზე გადადო და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს მათ გადასარჩენად... ჯერჯერობით მისი მცდელობა შედეგს ვერ იღებს, თუმცა ახლა ჩვენი და ჩვენი მკითხველის დახმარების იმედზეა. დღეს ამ სოფლის მკვიდრი ორი მცირეწლოვანისა და მათი დედის  ბედი, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ხელთაა... ნინო კოჭლამაზაშვილი: - ეს ისეთი მძიმე ამბავია, ცრემლების გარეშე ლაპარაკიც არ შემიძლია, არ მინდოდა თქვენი შეწუხება, ვცდილობდი ჩვენთან იმ ცალკეული ადამიანებისთვის მეთხოვა დახმარება, ვისაც მატერიალურად თუნდაც მცირე სახსრის გაღება შეუძლია, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, არადა, მდგომარეობა უკვე ძალიან დამძიმდა... იმ სოფელში, სადაც ვმუშაობ, ახალგაზრდა ქალი, ლია ზაალიშვილი ჩემ თვალწინ კვდება და დამხმარე არავინ ჰყავს; თავს ვალდებულად ვთვლი რომ რაიმე გავაკეთო, როგორმე შევუმსუბუქო ამ ხალხს ცხოვრება. სოფელში მისული თავიდანვე გამაოგნა ამ ოჯახის გაჭირვებამ - ლია, თვეების ბავშვთან ერთად, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მალე ლიამ მეორე ბავშვიც გააჩინა და, კიდევ უფრო გართულდა მათი მდგომარეობა, მაგრამ რაც ახლა აქ ხდება, იმის აღწერაც არ შეიძლება, - მთელი ოჯახი ავად არის... ლია, ფაქტობრივად, უკანასკნელ დღეშია და ხელისშემშველებელი არავინ ჰყავს. ერთი მოხუცი დედა ჰყავს, რომელიც სკოლაში დამლაგებლად მუშაობს და როგორც შეუძლია ეხმარება შვილს - ბავშვებს მამა არ ჰყავთ? - სამწუხაროდ, მამა არც ერთს არ ჰყავს. სოციალური დახმარება აქვთ, რითაც ეს საბრალო ქალი, როგორც შეეძლო შვილებს ისე უვლიდა, - მართალია თავისებური ხასიათი აქვს, ფაქტობრივად, შრომისუუნაროა, მაგრამ ბოლო დრომდე ბავშვებისთვის ლუკმის მიწოდებაც შეეძლო და წყლის მიცემაც. ახლა კი ესეც აღარ შეუძლია, 2 თვეა საწოლიდან ვეღარ დგება. თუმცა ეს ერთადერთი უბედურება როდია ამ ოჯახში. ჯერ 4 წლის მინდიას საბავშვო ბაღში ტუბერკულოზი შეეყარა, 2 წლის ნათია კი ამ ცოტა ხნის წინ შიმშილისაგან გაითიშა, რის შემდეგაც რამდენიმე კვირა აპარატზე იყო მიერთებული. ბავშვი კი გადარჩა საავადმყოფოში და კიდეც გამოკვებეს, მაგრამ აპარატურაზე ხანგრძლივად მიერთებისაგან მოძრაობის უნარი დაკარაგა. სავარაუდოდ, გოგონას ამ სიმპტომებმა უნდა გაუაროს, მინდიამაც მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელება დაიწყო, მაგრამ იმ პირობებში, რა პირობებშიც ეს ბავშვები ცხოვრობენ, მეეჭვება, რომ მათი ჯანმრთელობა ბოლომდე აღდგეს.  - მართლაც გაუგონარ ამბავს ჰყვებით, ან საბავშვო ბაღში როგორ დაავადდა ბავშვი ტუბერკულოზით, ან გოგონა რატომ შიმშილობდა? - რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ეს ცალკე ისტორიაა და ამ სიტუაციაში ამ თემის განვრცობა მართებულად არ მიმაჩნია; ნათიას შიმშილობა კი უამრავ უმძიმეს ფაქტორთან არის დაკავშირებული - ამჯერად ბავშვების დედაა გადასარჩენი, მას მუცელში წყალი ჩაუდგა და წონაში კატასტროფული კლება დაიწყო, ბოლო პერიოდში 30 კილოგრამი დაკარგა; რის შემდეგაც ისე დასუსტდა, რომ თურმე განუწყვეტლივ ეძინა, ბავშვები კი უპატრონოდ ჰყავდა მიშვებულები, მშივრები, მწყურვალები და მოუვლელები. - ამ დროს ბებია სად იყო?

- ბებია ცალკე ცხოვრობს. როგორც ის ამბობს, იმიტომ, რომ სკოლაში სამსახური არ დაეკარგა, ავადმყოფ შვილს თავზე ვერ დაადგა; ვერც კი ხვდება მის შვილს რამდენად მძიმე დაავადება სჭირს; მოკლედ, დილით დაუძახებდა 4 წლის მინდიას, მისცემდა რაიმე საჭმელს და ეტყოდა, - წაიღე და დედაშენსა და დას აჭამეო. ამ დროს დედას ეძინა, ხოლო ბავშვი რას უშვრებოდა ამ საჭმელს, კიდევ საკითხავია. როცა ქალის მდგომარეობა გავიგე, მივედი... ისეთი მდგომარეობა დამხვდა, დღესაც შიშის ზარი მიპყრობს, - საჭმელის ნარჩენები და ათასი სიბინძურე ერთად ეყარა, ქალს ეძინა, ბავშვები კი უმეთვალყურეოდ საცოდავად იყვნენ მიყრილები. ლია გავაღვიძე, ძალიან უხეშად დამიწყო ლაპარაკი, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მას ზოგადად უჭირს ადამიანებთან კონტაქტი; მაგრამ ბავშვებს ხელი მოვკიდე და ბებიას გადავუყვანე. იქ ის მოხდა, რამაც ლამის ფსიქიკა შემირყია, - 2 წლის ბავშვმა უზარმაზარ ჭიქას დაავლო ხელი და სამი ჭიქა დალია; მივხვდი, რომ დედა ბავშვებს წყალსაც არ ასმევდა. ბებიას ვუთხარი, ბავშვი შენთან დაიტოვე-მეთქი; მან კი თურმე ისევ დედასთან წაიყვანა, - ტირის და არ ჩერდებაო. სულ ორიოდე დღეში მოხდა ეს უბედურება, - მშიერ ბავშვს ტემპერატურამ აუწია და იატაკზე დაეცა; შეშინებული მისი 4 წლის ძმა ბებიასთან გაიქცა, - ნათია ცუდად არისო. ბავშვი საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც გადაარჩინეს და გამოკვებეს კიდეც.

---

 

16.05.2016В В В В В В В 

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=36798&cat_id=5

 

სომხური მედია: სომხეთის მოქალაქეები მეზობელ საქართველოში იაფფასიანი წამლების შესაძენად მიდიან

სომხეთის მოქალაქეები საქართველოში წამლების შესაძენად ჩადიან. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში მეზობელ ქვეყანასთან შედარებით მედიკამენტები გაცილებით იაფია. ამ ინფორმაციას სომხური სააგენტო „არმენია თუდეი“ ავრცელებს.

---

 

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

17.05.2016В В В В В В В 

მედიასაშუალება:              ქრონიკა+

 

ქალაქი ქალაქში

წერილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის კომენტარით დავიწყებ: "...მაპატიეთ უხეშ გამოთქმაზე - ახლა ვინმე თახსირი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა ნოდარ ჯავახიშვილს და იმიტომ გაკეთდა გზა. არა, გენაცვალე." 17 შინდისელი გმირის ქუჩაზე ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ერთი მხარე შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გადის, შენობის მეორე მხარე კი ვიწრო ჩიხს ესაზღვრება. თამუნა მიქაბერიძე: "მერიაში ბევრჯერ დავწერეთ განცხადება, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. წლებია, ასეთი სიტუაციაა, უკვე აღარ გვაკვირვებს ეს გზა, შევეჩვიე კიდეც." "მერიას 2011 წელს მივმართეთ, კანალიზაციის მილის შეკეთება გვინდოდა, ამ გაზეთქილი მილის გამო გზა დაიწია. მერიიდან ერთი პატარა მონაკვეთი კი შეაკეთეს, თუმცა უშედეგოდ, მთლიანი სისტემაა გამოსაცვლელი."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3641762&name=17.05.2016%20-%20%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90+2&p=2&lang=ge

---

 

17.05.2016В В В В В В В 

მედიასაშუალება: ქრონიკა+

 

бѓ’бѓђбѓњбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ

ერთად დავეხმაროთ ლილე კაპანაძეს! 2 თვის ლილე კაპანაძე მძიმედ არის დაავადებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3641888&name=17.05.2016+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---