From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-18.01.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge
Received On : 18.01.2017 18:34
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 18.01.2017

ტელევიზია 

18.01.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: კონტაქტი რვაზე

бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓќ ჯანდაცვის რეფორმის бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” бѓўбѓђбѓљбѓ¦бѓђ დაიწყო. бѓђбѓ› бѓ—бѓ”бѓ›бѓђбѓ–бѓ” бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќбѓЎ კითხვებს    бѓ“ავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќ бѓћбѓђбѓЎбѓЈбѓ®бѓќбѓ‘бѓЎ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4207170

---

 

18.01.2017

არხი:           იმედი

გადაცემა: ქრონიკია 20:00

საყოველთო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა დაიწყო. ამ თემაზე იმედის კითხვებს დავით სერგეენკო პასუხობს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4207078

---

 

18.01.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

თანხების არასწორად ათვისების გარდა 4 წლის წინ დაწყებულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სხვა პრობლემაც იკვეთება. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ბოლო წლებში ოპერაციების რაოდენობა გასამმაგებულია. სტატისტიკის ზრდის გამო, ეჭვები აქვთ ჯანდაცვის კომიტეტის წევრებსა და ექსპერტებს, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ დიაგნოზის ხელოვნურად დამძიმება ხდება. მიზანი კლინიკების მიერ სამინისტროდან მეტი თანხის მიღებაა. თუ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საავადმყოფოებისთვის ჯანდაცვის სამინისტროდან ჩარიცხული თანხები ყოველწლიურად მატულობს. რა ხარვეზები იკვეთება ყველაზე ხშირად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და როგორია სტატისტიკა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4207068

---

 

18.01.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

ხარვეზები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში. სამედიცინო კლინიკების ნაწილი დავით სერგეენკოსგან შენიშვნებს და გაფრთხილებას იღებს. ე.წ. შავ სიაში 12-მდე საავადმყოფო მოხვდა. თუ მინისტრის მიერ დღეს დასახელებული პრობლემები უახლოეს პერიოდში არ მოგვარდება, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდება. ჯანდაცვის მინისტრის ძირითადი კრიტიკა იმ თანხას უკავშირდება, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკები სამინისტროდან ყოველთვიურად იღებენ. სერგეენკოს ინფორმაციით, რამდენიმე საავადმყოფოში ფინანსების დიდი ნაწილი, პაციენტების და მედპერსონალის ნაცვლად, მენეჯმენტის ხელფასებზე იხარჯება. ჯანდაცვის მინისტრი ექიმებზე ანაზღაურების გაცემის დროს ხელმძღვანელობის მხრიდან ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზეც მიუთითებს. კრიტიკის მიზეზი ხდება ზოგიერთ საავადმყოფოში არსებული სანიტარიული მდგომარეობაც.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4207062

---

 

18.01.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დავით სერგეენკომ დღეს მსხვილი კლინიკები გააკრიტიკა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. მინისტრის განცხადებით, დარღვევების მქონე დაწესებულებებთან სახელმწიფო თანამშრომლობას აღარ განარგრძობს. ჯანდაცვის მინისტრს საუბრისას არ დაუკონკრეტებია, რომელ კლინიკებს გულისხმობდა. „როდესაც ერთ-ერთ დიდ კლინიკურ გაერთიანებას, როდესაც ერთ შენობაში ერთ ეზოში მოქცეულია რამდენიმე წამყვანი კლინიკა, თითქმის, ნახევარი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო უმორჩილესად სთხოვს, რომ ეზო მოაწესრიგოს და სამედიცინო ნარჩენები ეზოში არ ეყაროს, მათგან ვისმენთ, რომ ეს ტერიტორია არ არის განაწილებული კლინიკებზე და აბა როგორ მოვახერხოთ, სამაგიეროდ შესასვლელში შლაგბაუმი, რომელიც, ლაბათ, ყველაზე უფრო გამართული აპარატია კლინიკაში, მჯერა, რომ ამ შლაგბაუმით შემოსავლებს დიდი წარმატებით ინაწილებენ. ეს აჩვენებს კლინიკების დამოკიდებულებას სახელმწიფოსადმი,"- აღნიშნა სერგეენკომ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206341

ტვ პირველი - ბიზნეს კონტრაქტი 18:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4207064

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206646

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206427

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206480

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206256

ტელეკომპანია აჭარა - ახალი ამბები 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206383

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206203

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206139

მაესტრო - კონტაქტი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206081

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206056

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4205895

იმედი - ქრონიკა 11:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4205684

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206694

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი ამბები 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4207185

---

 

18.01.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე საუბრობს. ზაზა სოფრომაძე კონკრეტულად იმ კლინიკების შესახებ აკეთებს განმარტებებს, რომლებიც შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშონ. სოფრომაძის თქმით, ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206921

---

 

18.01.2017

არხი:           бѓўбѓ• პირველი

გადაცემა: ბიზნეს კონტრაქტი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა გამოეთიშება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ახალი რეფორმის ძირითადი მიმართულებები თებერვლიდან განხორციელდება, დანარჩენი კი ეტაპობრივად მთელი წლის განმავლობაში. თმაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ზაზა სოფრომაძე

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206302

---

 

18.01.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კონტაქტი 18:00

ჯანდაცვის მინისტრმა მრავალპროფილური კლინიკების ხელმძღვანელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელებისთვის დასახული სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად მიმართულებებზე, რის მიხედვითაც სახელწმიფო კლინიკებთან ურთიერთობას გააგრძელებს. გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206894

---

 

18.01.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კონტაქტი 15:00

მრავალპროფილური კლინიკების ხელმძღვანელები მიიჩნევენ რომ ჯანდაცვის პროგრამაში პროგრამაში ამ დრომდე არსებული ხარვეზების გადახედვა მნიშვნელოვანია. რამდენად მისაღებია მათთვის მინისტრის მიერ მიცემული შენიშვნები და პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, კლინიკის წარმომადგენლები საუბრობენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206441

---

 

18.01.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 14:00

კლინიკის ხელმძღვანელები შენიშვნის ადრესატად თავს არ აღიქვამენ, თუმცა ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია გამოსწორდეს ყველა ის ხარვეზი, რაზეც დავით სერგეენკო საუბრობდა. ასევე მნიშვნელოვანია გადაიხედოს ის ხარვეზებიც, რაც აქამდე ახლავდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. მათი თქმით, კარგია, რომ ჯანდაცვის სამინიტრომ ორიენტირად პაციენტზე ზრუნვა აიღო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4206280

---

 

 

ინტერნეტი

18.01.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/167521/

სერგეენკო კლინიკების ნაწილს მკაცრად აკრიტიკებს და მათთან თანამშრომლობის გაწყვეტას გეგმავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო საქართველოში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება და საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღის მიმართულებებს აცნობს. ჟურნალისტებისთვის ღია მხოლოდ შეხვედრის გახსნა იყო. მინისტრის შესავალი სიტყვის შემდეგ სხდომა დაიხურა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის სიტყვიდან გახდა ცნობილი, იგი უკმაყოფილოა ზოგიერთ კლინიკასთან თანამშრომლობით. საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღა კლინიკებთან სელექციურ კონტრაქტირებაზე გადასვლას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლები კონკრეტული კლინიკები იქნებიან და ზოგიერთ კლინიკასთან კონტრაქტი შეწყდება. სერგეენკოს განცხადებით, მეორე ტალღის რეფორმების სამოქმედო გეგმა უკვე გაწერილია. მას დეტალების შესახებ ჟურნალისტების თანდასწრებით არ უსაუბრია. სერგეენკომ განაცხადა, რომ რაც უკვე გაწერილია, არ შეიცვლება რომელიმე კლინიკის პოზიციის გამო. მან კლინიკებთან წარუმატებელი თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითზე ისაუბრა: “ჯანდაცვის სამინისტროს არცერთხელ არ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და ასე შემდეგ, არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენმა ამ პოზიციამ რიგ კლინიკებს შეუქმნა აშკარად მცდარი მოლოდინები, რომ მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ მეტი თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივედენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისათვის. ახლავე გიდასტურებთ, რომ ამის ატანას არ ვაპირებთ მომავალში. მაგალითად, არ დავასახელებ კონკრეტულ კლინიკებს, მერე გვექნება ჩვენ ამის საშუალება, როდესაც ერთ-ერთი დიდი კლინიკური გაერთიანების ერთ ეზოში მოქცეული არის რამდენმე წამყვანი კლინიკა, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინსტრო უმორჩილესად სთხოვს, რომ ეზო მოაწესრიგონ და სამედიცინო ნარჩენები არ ეყაროს ეზოში, მათგან ვისმენთ, რომ ეს ტერიტორია განაწილებული არ არის კლინიკებზე და აბა, როგორ მოვახერხოთ, სამაგიეროდ? შესასვლელში შლაგბაუმი, რომელიც, ალბათ, ყველაზე გამართული აპარატია კლინიკაში, მოწესრიგებულად მუშაობს და მჯერა, რომ ამ შლაგბაუმის შემოსავლებს დიდი წარმატებით ინაწილებენ, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ვითომდა არ აქვთ განაწილებული. ეს აჩვენებს სახელმწიფოსადმი კლინიკების დამოკიდებულებას. იკვეთება კლინიკები, რომლებშიც ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება არაპირდაპირი ხარჯებისკენ, რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისაკენ და ექიმების, ექთნებისა და პერსონალის ანაზღაურებისაკენ, ვინც უვლის პაციენტს. ჩვენ ვერ ვიქნებით მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა. იკვეთებიან კლინიკები, რომელთაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორიც არის მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება. ქუჩიდან იღებენ პაციენტებს და ქუჩაში უშვებენ. გიდასტურებთ, რომ ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ჩვენ ვერ ვიქნებით მომართულები, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა. ასევე, გამოიკვეთა სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მოწესრიგებულად იხდის თანხებს, არა ყველა მოთხოვნილ თანხას, ანალიზი კეთდება და რასაც ვთვლით, რომ არის არაჯეროვნად მოთხოვნილი, იმ ნაწილს ვაჩერებთ. იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია, როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს, ვინც უშუალოდ მკურნალობს პაციენტებს, უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს, გვიგვიანებს და ამიტომ ვერ გვაძლევს ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებისგან ჩვენ საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა გვქონოდა. ჩვენ ვერ ვიქნებით მიმართულები, რომ გავაგრძელოთ იგივე ტიპის ურთიერთობები,” – განაცხადა მინისტრმა. კლინიკების ხელმძღვანელები, რომელთაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს, აცხადებენ, რომ დავით სერგეენკოს მიერ დასახელებული პრობლემები მათ არ ეხებათ. “ჩვენ ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია. უბრალოდ, სისტემაში, როგორც ჩანს, მსგავსი შემთხვევები არის, რაზეც ჯანდცვის სამინისტრომ რეაგირება უნდა გააკეთოს. ევექსი არის ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ქსელი ქვეყანაში და თავისთავად, არის ყველაზე მსხვილი პარტნიორი საყოველთაო ჯანდაცვის და ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საყოველთაო ჯანდაცვასთან” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამედიცინო კორპორაცია ევექსის დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ. ევექსის დირქტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ხელფასები არც ერთი დღით არ დაუგვიანებიათ თანამშრომლებისთვის. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა ახალაძემ განაცხადა, რომ მათი კლინიკა ახლად გახსნილია და მსგავსი შემთხვევები არ ჰქონიათ. ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ განაცხადა, რომ ამ პრობლემის ადრესატად თავს არ მიიჩნევს. “ჩვენ ვცდილოთ, რომ სახსრები, რომლებიც მიღებულია, მოხმარდეს წამალს, გამოკვლევებს, პაციენტების კომფორტის პირობებს კლინიკაში. არ მეპარება ეჭვი, რომ გავაგრძელებთ სახელმწიფოსთან ურთიერთობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაში. ჩვენი კლინიკა არის მრავალპროფილური. ყველაზე მძლავრიი საწოლების რაოდენობით და დღემდე სამინისტროსთან ურთიერთობაში რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ ყოფილა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია,”- განაცხადა იოსებ ბრეგვაძემ.

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/57929-davit-sergeenko-ikveteba-klinikebi-romlebic-quchidan-igheben-pacientebs-da-quchashive-ushveben

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=129946-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90,%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=129944-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%20.,

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/26981/amis-atanas-ar-vapirebt--shekhvedra-saministroshi-klinikebtan-samomavlo-tanamshromlobaze

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=35605

---

 

 

18.01.2017

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=35628

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის

„საყოველთაო ჯანდაცვა უდავოდ და დადასტურებულად მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისცა შვება და დაიცვა ისინი. ალბათ გაიხსენებთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენმა ასეთმა მიდგომამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხები დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ", - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიდგომას არ შეეგუება და ასეთ კლინიკებთან სამომავლოდ თანამშრომლობას არ გააგრძელებს. შეხვედრაზე მინისტრმა დაანონსა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მომსახურების ხარისხსა და ხარჯთეფექტურობაზე. კლინიკები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ პაციენტის მკურნალობისთვის აუცილებელ სტანდარტებს გამოეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. პირველ ეტაპზე პროგრამიდან გავლენ ის კლინიკები, რომლებიც პაციენტს ფრაგმენტირებულ სერვისებს თავაზობენ. ცვლილების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა, უფრო მიზნობრივად დაიხარჯება და სამედიცინო სერვისები პაციენტისთვის უფრო ხარისხიანი და ხელისაწვდომი გახდება. კლინიკის ხელძღვანელებთან შეხვედრისას მინისტრმა ერთ-ერთი მსხვილი კლინიკური გაერთიანების მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოს მენეჯმენტს თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში სთხოვს, ეზოს მოაწესრიგებას, თუმცა ისინი აცხადებენ რომ ამას ვერ მოახერხებენ, მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მაგალითი აჩვენებს კლინიკების მხრიდან სახელწმიფოსადმი დამოკიდებულებას. შეხვედრას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

---

 

18.01.2017

მედიასაშუალება: http://kvira.ge/305965

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სავარაუდოდ 10-მდე კლინიკა გამოეთიშება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს. დავით სერგეენკომ ამავე შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, მათი მონაცემები საჯარო გახდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კლინიკები თავად გამოთქვამენ ამის სურვილს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კლინიკებზეა დამოკიდებული და თუ ისინი მოახერხებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესების ხედვა გაითავისონ, პროგრამას გამოთიშული კლინიკების რაოდენობა უფრო მცირე იქნება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ახალი რეფორმების ძირითადი მიმართულებების განხორციელება თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყება. შეხვედრაზე შესვენებისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს კლინიკების ხელმძღვანელების ნაწილმა. ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი იოსებ ბრეგვაძე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით დასმული პრობლემის ადრესატად თავს არ მიიჩნევს. რაც შეეხება პაციენტებზე ორიენტირების მიმართულებას, მისი განმარტებით, კლინიკა ცდილობს, რომ მიღებული სახსრები წამლებს, გამოკვლევებს და პაციენტების კომფორტულ პირობებს მოახმაროს. შეხვედრაზე გაჟღერებული შენიშვნები არ მიუღია არც სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალურ დირექტორს. როგორც ნიკა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ქსელში ხელფასების დაგვიანების პრობლემა არ არის. მისივე თქმით, „ევექსი“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე მსხვილი პარტნიორია და პარტნიორობის გაგრძელებას კვლავაც აპირებს. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც ესწრებოდა.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/26983/akhali-motkhovnebi-klinikebs-sayoveltao-jandatsvis-programashi-monatsileobistvis

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=35617

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sakoveltao-djandatsvis-programas-10-klinika-gamoetisheba/20604

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/164035-sayovelthao-jandacvis-programas-shesadzloa-10-12-klinika-gamoethishos.html?lang=ka-GE

---

 

18.01.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=38710

აკაკი ზოიძემ კლინიკების ნაწილს საამქროები უწოდა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კლინიკების ნაწილს საამქროები უწოდა. ამის შესახებ ზოიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამრთულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ზოიძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის კლინიკები პაციენტების ინტერესების საზიანოდ სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას ემსახურებიან. „წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გაჟღრდა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმირების დროა. ამ პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შვება მოუტანა, ბევრი სიკვდილს გადაარჩინა. დღეს უკვე დადგა და დაბრუნდა იმის გამოცდილება, რომ შეიძლება აღნიშნული პროგრამის სრულყოფა, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეს იწყება, პაციენტის უსაფრთხოების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით. ეს არის ძირითდი ლოზუნგი. დღეს პრობლემებია წამლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით განსაკუთებით მოწყვლადი ჯგუფისთვის და ამ პროგრამის მიზანი იქნება სწორედ აი ამ ნაწილს მივაწოდოთ ეს მომსახურება და ამბულატორიული მედიკამენტები ჩავრთოთ. ეს არ იქნება ერთჯერადი ზომა. პირველ ეტაპზე შევეხებით იმ ოდიოზურ კლინიკებს, კლინიკებს ვერ დავარქმევ - ეს არის საამქრო, რომელიც ემსახურება კონკრეტულად საელმწიფოდან ფულის გადამუშავებას. შესაბამისად, მუშაობენ იმ ადამინების ინტერესებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ და ძალიან ხშირ შემთხვევაში პაციენტების ინტერესებს აზიანებენ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/aris-klinikebi-ufro-saamqroebia-romlebits-sakhelmtsifodan-fulis-gadamushavebas-emsakhureba-patsientebis-sazianod-akaki-zoidze/20606

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=35606

კვირა.ჯი- http://kvira.ge/305937

---

 

18.01.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/57913-sergeenko-zog-klinikashi-chven-mier-gadakhdili-tankhebis-didi-natsili-aramiznobrivad-ikharjeba

სერგეენკო: ზოგ კლინიკაში ჩვენ მიერ გადახდილი თანხების დიდი ნაწილი არამიზნობრივად იხარჯება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, არიან რიგი კლინიკები, რომლებიც სამინისტროს მიერ გადახდილი თანხების დიდი ნაწილი მიემართება ე.წ არაპირდაპირი ხარჯებისკენ, ანუ მენეჯერებისა და მმართველების მოგებისკენ. სერგეენკოს განმარტებით, სამინისტრო ასეთ კლინიკებთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს. "როდესაც ერთ-ერთ დიდ კლინიკურ გაერთიანებას, როდესაც ერთ შენობაში, ერთ ეზოში მოქცეულია რამდენიმე წამყვანი კლინიკა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო უმორჩილესად თხოვს, რომ ეზო მოაწესრიგონ და სამედიცინო ნარჩენები არ ეყაროს ეზოში, მათგან ვისმენთ, რომ ეს ტერიტორია არ არის განაწილებული კლინიკებზე და აბა, როგორ მოვახერხოთო, მაგრამ შესასვლელში "შლაგბაუმი", რომელიც, ალბათ, ყველაზე უფრო გამართული აპარატია იმ კლინიკაში მოწესრიგებულად მუშაობს და მჯერა, რომ ამ "შლაგბაუმის" შემოსავლებს დიდი წარმატებით ინაწილებენ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ვითომდა არ აქვთ განაწილებული. ეს თითქოს მარტივია, მაგრამ აჩვენებს კლინიკების სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებას. იკვეთება კლინიკები, რომელსაც ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ არაპირდაპირი ხარჯებისკენ, რაც მენეჯმენტისა და მმართველების მოგებაა და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ, იმ ექიმების, ექთნების, პერსონალის ანაზღაურებისკენ, ვინც უშუალოდ უვლის პაციენტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირად ვიქნებით მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა",- აღნიშნა სერგეენკომ.

ნიუს.ჯი- http://news.ge/ge/news/story/206372-sergeenko-klinikebtan-sadats-chven-mier-gadakhdili-tankhebis-udidesi-natsili-miemarteba-e.ts.-arapirdapiri-kharjebisken-da-minimaluri-natsili-miemarteba-patsientis-movlisaken-chven-ver-vitanamromlebt

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/rigma-klinikam-daitsko-zrunva-imaze-rom-tankha-daekhardja-menedjmentis-ketidlgheobaze-da-minimaluri-tankha-miemartat-patsientebistvis-davit-sergeenko/20595

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/57908-davit-sergeenko-rigi-klinikebi-minimalur-tankhebs-iyenebdnen-pacientebistvis-amas-ar-avitant

კვირა.ჯი- http://kvira.ge/305930

ჯიეიჩენ.ჯი- http://www.ghn.ge/com/news/view/167577

---

18.01.2017

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/vtsdilobt-sakhsrebi-romlebits-mighebulia-mokhmardes-tsamals-gamokvlevebs-ghudushauris-klinikis-direqtori/20615

ვცდილობთ, სახსრები რომლებიც მიღებულია მოხმარდეს წამალს, გამოკვლევებს - ღუდუშაურის კლინიკის დირექტორი

კლინიკა „ევექსისი“ გენერალური დირექტორის ნიკა გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრის შენიშვნები, არაკეთილსინდისიერ კლინიკებთან მიმართებაში, მათ არ ეხებათ. მისი თქმით, „ევექსი“ მომავლშიც გააგრძელებს თანამშრომლობას სახელმწიფოსთან საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით. ამის შესახებ გამყრელიძემ მედიას, დავით სერგეენოკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც 24 წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელი ესწრებოდა. შეხვედრაზე მინისტრმა, ხაზი გაუსვა რომ არსებობს სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სახელმწიფოს და პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, არაკეთილსინდისიერად ეპყრობიან. „ჩვენ ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია, უბრალოდ სისტემაში, როგორც ჩანს, მსგავსი შემთხვევები არის, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრომ რეაგირება უნდა გააკეთოს. „ევექსი“ არის ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ქსელი ქვეყანაში, თავისთავად არის ყველაზე მსხვილი პარტნიორი საყოველთაო ჯანდაცვის და თავისთავად ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან“,-აღნიშნა გამყრელიძემ. ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის იოსებ ბრეგვაძის თქმით, კი საავამდყოფო ცდილობს, რომ მიღებული სახსრები პაციენტის წამალს, გამოკვლევებს და მის კომფორტს მოახმაროს. „ეზოს მოწესრიგების თვალსაზრისით ჩვენ ყველაფერი რიგზე გვაქვს. ბატონი მინისტრის შენიშვნა არ ეხებოდა ჩვენს კლინიკას. ჩვენ ვცდილობთ, რომ სახსრები რომლებიც მიღებულია მოხმარდეს წამალს, გამოკვლევებს, პაციენტის კომფორტის პირობებს კლინიკაში. მუდმივდ ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ პალატებში მდგომარეობა“,-აღნიშნა ბრეგვაძემ.

---

 

18.01.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/415079-davith-sergeenkos-ganckhadebith-optimizaciis-shedegad-jandacvis-saministrodan-arc-erthi-thanamshromeli-ar-gathavisuflebula.html

დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად ჯანდაცვის სამინისტროდან არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ოპტიმიზაციის შედეგად არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპტიმიზაცია თავისთავად არ ნიშნავს ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას, არამედ ნიშნავს ისეთი პროცესების გააქტიურებას, რომლებიც ახალ მოცემულობაში იძლევიან მინიმუმ იგივე შედეგების მიღწევის საშუალებას, დაკლებული რესურსით ან მეტი შედეგების მიღწევას მომატებული რესურსით. „ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე იმის საჭიროება, რომ მიზანმიმართულად გავათავისუფლოთ თანამშრომლები. ყველა სამინისტროს ამაზე თავისი სტრატეგია აქვს. ჩვენ არც ერთი თანამშრომელი ამის გამო არ გაგვიშვია. ვფიქრობთ, დავიცვათ ის წესი, რაც დევს ოპტიმიზაციის განმარტებაში - გავააქტიუროთ მექანიზმები“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

18.01.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/57970-abashidzesakhelmtsifo-mshobels-eubnebafsiqikuri-problemis-mqone-bavshvi-miatovos-an-sakhlshi-gamoketos

აბაშიძე:სახელმწიფო დედას ეუბნება,ფსიქიკური პრობლემის მქონე ბავშვი მიატოვოს ან სახლში ჩაკეტოს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარნტიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ბავშვთა საკითხებზე საუბრისას სახელმწიფოს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მხოლოდ კანონის მიღება კმაყოფილების საფუძველს არ იძლევა. ბავშვებთან დაკავშირებული გამოწვევებზე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ფორუმზე იმსაჯელეს. “აქ ითქვა რომ პროგრესი გვაქვს, მათ შორის კანონმდებლობის კუთხით. სახელმწიფო ასახელებს აქტივობებს, რა გააკეთა, რომ მიიღო კანონი, მაგრამ ჩემზე კარგად იცით, რომ აქტივობებით და მისი ჩამონათვლით, არ იზომება პროგრესი. მე ვერ მოვისმინე დღეს, მაგალითად მიღებულმა კანონმა რა შედეგი მოგვიტანა, რაღაც ხომ უნდა მასარგებლოს ამ კანონმა”,-განაცხადა ანა აბაშიძემ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა კონკრეტულ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა საქმე ეხება ბავშვებში ფსიქიკური გამოწვევის პრობლემას, ამის მოსაგვარებლად სახელმწიფოს არანაირი პროგრამა არ აქვს და რეალურად, მშობელს მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს. “პირველი ასეთი შემთხვევა არის პატარა ბიჭის საქმე, რომელსაც აქვს ბუნებრივი ჩამორჩენა რთული ქცევის მომენტებით, ამას დეტალურად არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ არის ფსიქიკური გამოწვევის პრობლემა, საკმაოდ რთული, რომელსაც მშობელი მხოლოდ თავისი რესურსებით ვერ უმკლავდება, რას პასუხობს სახელმწიფო? ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, რისთვისაც მე სახელმწიფო მჭირდება. სახელმწიფო პირდაპირი მნიშვნელობით დედას ეუბნება, ბავშვი მიატოვე, ან მუდმივად გყავდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რომლის დახურვას ახლა კიდევ აპირებენ, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, ისიც აღარ იქნება, ფსიქიატიულშიც კი ვეღარ გადაამისამართებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი სიცოცხლის რისკის წინაშე დგას. კონკრეტული ბავშვის შემთხვევას გიყვებით, რომლის ადვოკატიც ვარ. როცა გადავხედეთ სახელმწიფო პოლიტიკას და აქ საუბარი იყო, რომ ბავშვები ძალიან გვადარდებს, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს არ აქვს პროგრამა ასეთი შემთვევებისთვის. სახელმწიფო აიძულებს დედას ბავშვი გამოკეტოს სახლში, ან ჩააბაროს ბავშვთა სახლში. ამის ფონზე იმის თქმა, რომ დისკრიმინაციის შესახებ კანონი მივიღეთ, გვაქვს პროგრესი, მარტივად რომ ვთვათ, სიმართლის დამალვაა”,-განაცხადა ანა აბაშიძემ.

---