From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-18.07.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; shvili@moh.gov.ge">kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; shvili@moh.gov.ge">sumikashvili@moh.gov.ge; shvili@moh.gov.ge">ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvela shvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 18.07.2016 08:55
Attachments :


 

 

მედიამონიტორინგი 18.07.2016

ტელევიზია 

18.07.2016

არხი:          I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 12:00

 бѓђбѓ› წუთებში бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ დამცველი სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას бѓ›бѓђбѓ бѓ—бѓђбѓ•бѓЎ. ანგარიში бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ მინდობით აღზრდისა бѓ“бѓђ რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს. бѓЈбѓ©бѓђ ნანუაშვილის მოხსენებაში აღნიშნულია, бѓ бѓќбѓ› მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები. бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ бѓ“бѓђбѓ›бѓЄбѓ•бѓ”бѓљбѓЎ შენიშვნები აქვს სოციალური მუშაკების მიმართაც. იუნისეფის წარმომადგენელი бѓЎбѓђбѓЁбѓђ გეაუმანი бѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ бѓќбѓ› ძალიან მნიშვნელოვანი бѓ бѓ”бѓ¤бѓќбѓ бѓ›бѓђ бѓ’бѓђбѓўбѓђбѓ бѓ“бѓђ საქართველოში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3777090

---

 

1 7.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓћбѓќбѓЎбѓў სკრიპტუმი

ყირიმ-კონგოს ვირუსით საქართველოში ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი სამხარაძე გარდაიცვალა. სამხარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. გიორგი სამხარაძე ამბროლაურიდან არის. სწორედ ამბროლაურში უკბინა მას ტკიპამ. ის ჯერ სავარაუდო მოწამვლის ნიშნებით ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფაში მიიყვანეს. გარეგნულად დაათვალიერეს, სიყვითლის ნიშნებიდან გამომდინარე თირკმლის პრობლემა დაუდგინეს და სხვა სტაციონარში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ყირიმ-კონგოზე ანალიზი ექიმსს არც ჩაუტარებია. ოჯახს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება ექიმების დაუდევრობამ გამოიწვია. ბრალდებებს პაციენტის მკურნალი ექიმი ეხმაურება და ამბობს, რომ არც პაციენტს, არც ოჯახს და არც სპეციალისტს ყირიმ-კონგოზე ეჭვი არ ჰქონიათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3776511

---

 

1 7.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 15:00

გოგსაძეების ოჯახს დახმარება სჭირდება. 8 წლის ხატიას მძიმე ფორმის ცერებრალური დამბლა აქვს და ის ეტლით გადაადგილდება. ექიმების დასკვნით, ის გავლას შეძლებს, თუმცა ამისთვის ხანგრძლივი რეაბილიტაციაა საჭირო. შესაბამისი თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახს არ გააჩნია. ხატიას გარდა, მძიმე მდგომარეობაშია მისი დაც, რომელიც სმენადაქვეითებულია და ოპერაცია სჭირდება

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3776097

---

 

17.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓћбѓќбѓЎбѓў სკრიპტუმი

ოპერის კრიზისი გრძელდება. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ დღეს დაგეგმილი სეზონის დამაგვირგვინებელი სპექტაკლი ვერ გაიმართებოდა. მიზეზი გაფიცვა არის. დასის დიდი ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის განთავისუფლებას ითხოვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3776513

16.07

მაესტრო- კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3775638

---

 

1 6.07.2016

არხი:          бѓ”бѓ бѓ—бѓЎбѓЈбѓљбѓќбѓ•бѓњбѓ”бѓ‘бѓђ

გადაცემა: სიახლენი 22:00

ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუთი კვების ხელშეწყობის მიზნით, არსებული სიტუაციის ზუსტ შეფასებას, პრობლემების იდენთიფიცირებას და სამოქმედო სტრატეგიის დასახვას იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, ლევან ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს ესტუმრა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3775698

---

 

15.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 18:00

სამეგრელო-ზემო სვანეთში პერინატარული რეგიონალიზაციის რეფორმა იწყება. რეფორმის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში სამშობიარო სახელისთვის ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური მომსახურების მიხედვით, დონეების მინიჭება მოხდება. ამ ტემაზე დავიით სერგეენკომ კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3773682

ტელეკომპანია აჭარა- ახალი ამბები 21:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3774375

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3774074

---

 

1 5.07.2016

არხი:          I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 16:00

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, რიგით მე-14 რაიონული სამსახური ამოქმედდა. მას სამი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ეყოლება. სასწრაფო დახმარების ბრიგადები ვარკეთილის მეურნეობას, ჰუალინის რაიონს და ნაწილობრივ ვაზისუბანსაც მოემსახურებიან. ახალი ფილიალი ვარკეთილში, ზღვის ჰოსპიტალთან არის განთავსებული. გახსნას დედაქალაქის მერი, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავჯდომარე, საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და რეჟიმის ტეპარტამენტის უფროსი ესწრებოდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3773691

---

 

 

 

ინტერნეტი

18.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/388989-jandacvis-saministrosa-da-giz-s-shoris-shromithi-migraciis-sferoshi-thanamshromlobis-shesakheb-memorandumi-gaformdeba.html

 

ჯანდაცვის სამინისტროსა და GIZ-ს შორის „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის დღეს, „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმი ითვალისწინებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და GIZ-ის თანამშრომლობას - შრომის ბაზრისა და მიგრაციის მართვის, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის და დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე. კერძოდ, მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს: დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფა, შრომითი მიგრაციის მონაცემთა ბაზისა და მისი მართვის მეთოდოლოგიების შემუშავება, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების ხელშეწყობა (კანონის მიზანია საქართველოში შეიქმნას შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებასა და გამორიცხავენ არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს). მემორანდუმი სამი წლის ვადით გაფორმდება და ხელს მოაწერენ მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, GIZ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი მარი შეფერი და GIZ-ის პროგრამის „მიგრაცია განვითარებისთვის“ დირექტორი რალფ ზანფტენბერგი.

---

 

18.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/38545-ofisis-aftiaqi-ivnisshi-maistan-shedarebit-3-larit-gadzvirda

 

ოფისის აფთიაქი ივნისში მაისთან შედარებით 3 ლარით გაძვირდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგის ფარგლებში აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფის აფთიაქების სიისა და ფასების გამოქვეყნებას. ამჯერად ორგანიზაციამ შეისწავლა ოფისის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი და ის ამავე აფთიაქის წინა თვის ღირებულებას შეადარა. მაისის თვის მონაცემებით, ოფისის აფთიაქის შევსება 89 ლარი, ივნისის თვეში კი 92 ლარი ღირდა. აფთიაქის ღირებულების მცირედი ცვლილება რამდენიმე მედიკამენტის ფასის ზრდამ გამოიწვია. კონკრეტულად კი, ამბროქსოლის ფასი მაისში იყო 0.85 ლარი, ივნისში კი 0.95 ლარი გახდა; გაიზარდა ნიტროგლიცერინის ფასი 10 თეთრით და მისი ღირებულება 0.85 ლარის ნაცვლად 0.95 ლარი გახდა. გაიზარდა კეტოროლაკის ფასიც 2.22 ლარამდე. უფრო დეტალურად მედიკამენტის სიისა და ფასის ნახვა შესაძლებელია ცხრილის სახით. არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასის ცვლილების შესწავლას და მუდმივ რეჟიმში განახლებადი ინფორმაციის დაინტერესებული პირებისთვის, მოსახლეობისთვის მიწოდებას.

---

 

18.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/regioni/388993-fothshi-satvirtho-avtomanqanebis-mdzgholebi-aqciebs-ganagrdzo ben.html

 

ფოთში სატვირთო ავტომანქანების მძღოლები აქციებს განაგრძობენ

ფოთში სატვირთო ავტომანქანების მძღოლები აქციებს განაგრძობენ. ისინი პორტის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ნავსადგურმა შიდა გადაზიდვები საკუთარი ავტომანქანებით უნდა აწარმოოს. აქციის მონაწილეები ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამბობენ, რომ 200-მდე მძღოლს ნავსადგურის ამ გადაწყვეტილებით უმუშევარად დარჩენა ემუქრება. მათივე თქმით, სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფოთის პორტს საკუთარი მანქანებით შიდა გადაზიდვების წარმოების უფლება არა აქვს. ისინი აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

---

 

17.07.2016   

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9B-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%92-2/

 

საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი სამხარაძე გარდაიცვალა. ის მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. გიორგი სამხარაძე ამბროლაურიდან არის. სწორედ ამბროლაურში უკბინა მას ტკიპამ. ის ჯერ სავარაუდო მოწამვლის ნიშნებით ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფაში მიიყვანეს. გარეგნულად დაათვალიერეს, სიყვითლის ნიშნებიდან გამომდინარე თირკმლის პრობლემა დაუდგინეს და სხვა სტაციონარში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ყირიმ-კონგოზე ანალიზი ექიმსს არც ჩაუტარებია. ოჯახს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება ექიმების დაუდევრობამ გამოიწვია. ბრალდებებს პაციენტის მკურნალი ექიმი ეხმაურება და ამბობს, რომ არც პაციენტს, არც ოჯახს და არც სპეციალისტს ყირიმ-კონგოზე ეჭვი არ ჰქონიათ.

---

 

16.07.2016   

მედიასაშუალება: http://tv25.ge/?page=news&news_id=22117#.V4ucytJ97cs

 

ძუძუთი კვების პრაქტიკის შეაფასება იწყება

საქართველოს ჯანაცვის სამინისტრო ძუძუთი კვების ხელშეწყობის მიზნით, არსებული სიტუაციის შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. მინისტრის მოადგილემ დღეს ლევან ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლში ძუძუთი კვების პრაქტიკა გადაამოწმა. ნინო ბერძულის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ძუძუთი კვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალშობილისათვის ძუძუთი კვება, დამატებით კვებასთან ერთად 2 წლამდეა რეკომენდებული.

ჯანდაცვა.ჯი- http://jandacva.ge/dzudzuti-kvebis-praqtikis-sheafaseba-iwyeba/

---

 

16.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/38472-operis-teatris-samkhatvro-khelmdzghvaneli-ganckhadebas-avrcelebs

 

ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. "მე, როგორც საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ 17 ივლისისთვის დაგეგმილი სეზონის დახურვა სპექტაკლით "აბესალომ და ეთერი" არ უნდა გადაიდოს. ამწუხაროა, რომ გენერალური რეპეტიციის დაწყებამდე თეატრის გუნდის რამდენიმე მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მინდა მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მიმაჩნია, სტრესის მიუხედავად გუნდიც და მთელი დასიც ღირსეულად შეძლებს სეზონის დახურვას. ოპერის თეატრს და პირადად მე გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობა მაყურებლისა და სახელმწიფოს წინაშე. ამასთან, თეატრში ამჟამად იმყოფება მედიატორი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ამ ფონზე სეზონის დახურვა კი არ უნდა გადაიდოს გაურკვეველი ვადით, არამედ შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის კანონით დაკისრებული ვალდებულება გვაქვს ორივე მხარეს. მოვუწოდებ მოდავე მხარეს, ჩვენს პატივსაცემ თანამშრომლებს, გვერდით გადავდოთ ემოციები, აღვასრულოთ ჩვენი ვალდებულება კანონისა და ქვეყნის წინაშე, ღირსეულად დავხუროთ თეატრალური სეზონი და შევუერთდეთ მედიაციის პროცესს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

---

 

16.07.2016   

მედიასაშუალება:

  http://www.newposts.ge/?l=G&id=114239-%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94,%20%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

 

24 წლის ირინე სიყმაშვილს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება

24 წლის ირინე სიყმაშვილს დაუდგინდა თავის ტვინის სიმსივნე და ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია თურქეთში რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული

---

 

16.07.2016   

მედიასაშუალება: http://jandacva.ge/davit-sergeenkom-batumshi-perinataluri-regionalizaciis-temaze-konferencia-gakhsna/

 

დავით სერგეენკომ ბათუმში პერინატალური რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენცია გახსნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმში პერინატალური რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენცია გახსნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. პერინატალური რეგიონალიზაციის კონცეფციის და მისი განხორციელების შესახებ მოკლე პრეზენტაცია მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა გააკეთა. აჭარის რეგიონში რეფორმის განხორციელების შემდეგ პირველი, მეორე და მესამე დონის სამშობიარო დაწესებულებები იქნება. კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადილე ლევან გორგილაძე და ადგილობრივი სამშობიარო სახლების ექიმებიც დაესწრნენ. პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულისხმობს. რეფორმა ასევე გულისხმობს არსებული სამშობიარო სახლებისთვის დონეების (I-II-III დონე) მინიჭებას თითოეული დონისთვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური მომსახურების მიხედვით. თითოეული დონე ემსახურება პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი. მშობიარობა უნდა მოხდეს იმ სამშობიაროში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის საჭიროებებს შესაბამისი ტექნიკისა და კვალიფიციური პერსონალის თვალსაზრისით. ახალი ინიციატივა ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი პროფესიონალების, როგორიცაა მეან-გინეკოლოგები, ბებია-ქალები და ნეონატალოგები, გადამზადებას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა 2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო.

---

 

16.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/388885-gldanshi-avariis-shedegad-othkhi-manqana-math-shoris-sastsrafo-dakhmarebis-manqana-gadabrunda.html?ar=A

 

გლდანში ავარიის бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“ ოთხი მანქანა, бѓ›бѓђбѓ— შორის თბილისის  бѓЎбѓђбѓЎбѓ¬бѓ бѓђбѓ¤бѓќ დახმარების მანქანა бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ‘бѓ бѓЈбѓњбѓ“бѓђ

თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონში ავტოავარიის შედეგად 4 მანქანა, მათ შორის სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მანქანა გადაბრუნდა როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

---

 

15.07.2016   

მედიასაშუალება: http://marshalpress.ge/archives/48510

 

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე14 რაიონული ფილიალის გახსნას ცენტრის დირექტორ გიორგი ბუთხუზთან ერთად დაესწრო. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი რაიონული სამსახური ვარკეთილი3ის მეოთხე მიკრორაიონისა და თბილისის ზღვასთან მდებარე „ჰუალინგის“ ცენტრს შორის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. ფილიალის გახსნას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე. თბილისის მერის თქმით, ახალი რაიონული ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია აღნიშნულ უბანში მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით. „გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქის ეს უბანი იზრდება და ფართოვდება, მოსახლეობის რაოდენობა კი ყოველდღიურად მატულობს, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ახალი ფილიალი, რათა უბანი სრულად მოგვეცვა. ახალი ფილიალი მოგვცემს შესაძლებლობას, სამედიცინო დახმარების ბრიგადები უფრო ოპერატიულად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე და ინტენსიურად მოემსახურონ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ახალ რაიონულ სამსახურს ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი სამი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ეყოლება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ფილიალის ბრიგადები ვარკეთილის მეურნეობისა და „ჰუალინგის“ რაიონების მოსახლეობას სრულად, ასევე, ვარკეთილისა და ვაზისუბნის დასახლებების ნაწილს მოემსახურებიან.

კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?m=5&news_id=39452&cat_id=7

---

 

15.07.2016   

მედიასაშუალება: http://bfm.ge/sazogadoeba/singapuris-jandacva-sajaro-da-kerdzo-pasukhismgeblobis-kombinacia/

 

სინგაპურის ჯანდაცვა – საჯარო და კერძო პასუხისმგებლობის კომბინაცია

საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომლის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. პროგრამას ხშირად აკრიტიკებენ ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები. მათთვის მისაღებია, რომ სახელმწიფომ შეცვალოს პროგრამის მიზნობრიობა და უფრო მკაფიოდ განსაზღვროს სერვისების ჩამონათვალი. ყველაზე ხშირად ოპონენტები მმართველ გუნდს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში წამლის კომპონენტის გათვალისწინებას ურჩევენ. საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობის შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ამისთვის გარკვეული დრო არის საჭირო. ამის მიუხედავად, თავად ჯანდაცვის სამინისტროში დაიგეგმა და განხორციელდა რეფორმების მეორე ეტაპი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის მოდიფიცირებას და ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს. მოწვეული იყო საერთაშორისო ექსპერთტა ჯგუფი და კომპანია, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემდგომი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ამჟამად ეს საკითხი იმპლემენტაციის ეტაპზეა. დოკუმენტები ჯერ არ გამოქვეყნებულა და მოდელი, რომელიც საკონსულტაციო კომპანია “გლობალურმა ალიანსმა” შესთავაზა ჯანდაცვის სამინისტროს, ამ დროისთვის უცნობია. რა მიმართულებით წავა საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და რა ბედი ელის მას, ამ საკითხის ცალკე განხილვა არ იქნებოდა სწორი. ეს შეიძლება ვივარაუდოთ იმ რეფორმების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო პეროდში მსოფლიოში განხორციელდა. საინტერესოა, რა მექანიზმებით შეძლეს მოწინავე, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორება, რა ტიპის დაზღვევის სისტემებს ანიჭებენ უპირატესობას მსოფლიოს წარმატებული სახელმწიფოები? განვიხილოთ სინგაპურის მაგალითი. ჯერ კიდევ 2000 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სისტემის მაჩვენებლებით 191 ქვეყანას შორის სინგაპურს მეექვსე ადგილი მიანიჭა, ხოლო 2003 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური რისკის საკონსულტაციო ჯგუფმა (Political and Economic Risk Consultancy-PERC) ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო სამეულში შეიყვანა. 1984 წელს სინგაპურში შემოიღეს სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშები (Medisave), როგორც დაზღვევის ალტერნატიული ფორმა. ამ ტიპის ანგარიშები გულისხმობს მოსახლეობის შემოსავლიდან გარკვეული ნაწილის ყოველთვიურ სავალდებულო შენატანს ინდივიდუალურ მიზნობრივ ანგარიშზე, რომელიც მიმართულია ჯანდაცვის ხარჯების დასაფარად. ბენეფიციარის გარდაცვალების შემდეგ ეს ანგარიში ანდერძით შეიძლება გადავიდეს მემკვიდრეზე. სავალდებულო საპენსიო სქემის ერთ-ერთი ნაწილი არის მედისეივი (Medisave), სადაც შენატანი შეადგენს ხელფასის 33 %-ს (13 პროცენტი დამსაქმებლის წილი და 20 პროცენტი – დაქირავებულის წილი). აქედან 6,5-დან 9%-მდე გადაირიცხება დაქირავებულის მედისეივის ანგარიშზე. 35 წლამდე ასაკის პირთათვის შენატანი შეადგენს ხელფასის 6,5 %-ს, 35-45 წლის ასაკში – 7,5 %-ს, 45-65 წლის ასაკში – 8,5%-ს. 60 წელს ზევით – 9%-ს. მედისეივის ანგარიშზე თანხის მაქსიმალურ რაოდენობას (დღეისათვის იგი შეადგენს $37,000-ს) განსაზღვრავს სპეციალური ორგანიზაცია. თვითდასაქმეული პირი, რომლის წლიური შემოსავალია მინიმუმ 6 ათასი დოლარი, ვალდებულია შენატანები შეიტანოს მედისეივის ანგარიშზე. მედისეივი შესაძლებლობას იძლევა ბენეფიციარმა (შესაბამისად ოჯახის წევრებმა) მიიღოს ბაზისური სამედიცინო მომსახურება (ჰოსპიტალური მომსახურება და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების გარკვეული სახეები). დეპოზიტური ანგარიშის მფლობელი თავად ირჩევს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს. სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშების სისტემის გარდა, სინგაპურში გამოიყენება სადაზღვევო სქემები. სახელმწიფო სუბსიდირებით ეხმარება მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიასაც. სუბსიდირებით ფინანსდება სახელმწიფო საავადმყოფოები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ასეთი ტიპის დაფინანსება ჯანდაცვაზე მთლიანი ხარჯების ერთ მესამედს შეადგენს. სინგაპურში არსებული სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშების გარდა, მოქმედებს: მედიფანდი (Medifund), მედიშილდი (Medisheld) და ელდერშილდი (Eldershield). მედიშილდი (Medisheld) ნაციონალური სადაზღვევო სქემაა და მოიცავს იმ მაღალხარჯიანი და ქრონიკული დაავადებების კომპონენტს, რომელიც არ არის დაფარული მედისეივით. სქემა ითვალისწინებს თანაგადახდას, თანადაზღვევას. ბოლო წლებში სახელმწიფომ კერძო სადაზღვევო კომპანიებს ნება დართო შეექმნა მედიშილდის მსგავსი სქემები, რის შედეგად მოსახლეობას გაუჩნდა მედიშილდსა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის არჩევანის შესაძლებლობა. მედიფანდი (Medifund) წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდს, რომლითაც იმ ღარიბ პირთა სამედიცინო მომსახურება ფინანსდება, რომლებზეც არ ხორციელდება სუბსიდირება, ან იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ მედისეივის ან მედიშილდის სქემებში, მაგრამ ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით აქვთ ფინანსური სირთულეები. ელდერშილდი (ასაკოვანი მოსახლეობისათვის) არის კერძო სადაზღვევო სქემას და ზემოაღნიშნული სამი სქემის დამატებაა. მისი მიზანია მძიმე დაზიანებების მქონე პაციენტების სამედიცინო ხარჯების დაფინანსება. დასაქმებულთა (ასევე მათი ოჯახის წევრები) მნიშვნელოვანი ნაწილი მოცულია კერძო სამედიცინო დაზღვევის სქემით (Integrated Shield plans) ამ სქემით ფინანსდება ზემოაღნიშნული სქემებით მოუცველი სამედიცინო მომსახურების ხარჯები. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სამედიცინო დაზღვევის სქემაში გაწევრიანებისათვის სავალდებულოა მედიშილდის სქემაში ჩართვა. სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშების სისტემა მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახით ჩარევებს. აღნიშნული განპირობებულია სერვისის მიმწოდებლების მიერ სტიმულირებული მოთხოვნის შესამცირებლად, რადგან სინგაპურის ჯანდაცვის სისტემაში საფასო კონკურენცია ნაკლებია, ხოლო კონკურენცია მომსახურების ხარისხში ხელს უწყობს ჯანდაცვაზე დანახარჯების და სერვისებზე ფასების ზრდას. სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფო და ინდივიდუალური პასუხისმგებლობების კომბინაციის გარეშე ეფექტური ჯანდაცვა არ არსებობს.

---

 

15.07.2016   

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=72980&lang=geo

 

ძუძუთი კვების პრაქტიკის შეაფასება იწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, ლევან ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლში ძუძუთი კვების პრაქტიკას შეაფასებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ძუძუთი კვების ხელშეწყობის მიზნით, არსებული სიტუაციის ზუსტ შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცრებას და სამოქმედო სტრატეგიის დასახვას იწყებს. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ძუძუთი კვებით მოცვის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. მიმდინარე პერინატალური რეგიონალიზაციის პროცესი ქმნის სამშობიარო კლინიკების დონეზე ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლის შესაძლებლობას. ძუძუთი კვების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ კომპონენტზე აქცენტის გაკეთება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხს გააუმჯობესებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალშობილისათვის ძუძუთი კვება, სპონტანური მშობიარობის შემდეგ პირველი საათის განმავლობაში, ექსკლუზიურად დედის რძით ჩვილის კვება 6 თვის ასაკამდე, ხოლო შემდეგ გაგრძელება სათანადო დამატებით კვებასთან ერთად 2 წლამდეა რეკომენდირებული.

---

 

15.07.2016   

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/51597/#sthash.w6M6u03W.UKkbwD5v.dpbs

 

წელს პერინატალური მოვლის პროექტში აჭარაც ჩაერთვება

დღეს, 2:00 საათზე, ბათუმში პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის შესახებ კონფერენცია იმართება. პერინატალური მოვლის რეგიონალიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს პროექტია, რომელსაც სამინისტრო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს. იგი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მათი ავადობისა და სიკვდილობის შემცირებას ემსახურება. პროექტი ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, გასული წლის 1 მაისიდან, საპილოტე სახით ამოქმედდა იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების პერინატალურ დაწესებულებებში. შემდეგ პროექტი გავრცელდა ქვემო ქართლის რეგიონში და თბილისში. 2016 წლის ივლისიდან გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით პროექტში ჩაერთვება აჭარის, გურიისა და სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონები. პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა არსებული სამშობიარო სახლებისთვის დონეების (I-II-III დონე) და თითოეული დონისთვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური მომსახურების მიხედვით მინიჭებას გულისხმობს. თითოეული დონე ემსახურება პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი. მშობიარობა უნდა მოხდეს იმ სამშობიაროში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის საჭიროებებს შესაბამისი ტექნიკისა და კვალიფიციური პერსონალის თვალსაზრისით. ახალი ინიციატივა ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი პროფესიონალების, როგორიცაა მეან-გინეკოლოგები, ბებია-ქალები და ნეონატალოგები, გადამზადებას. რეგიონალიზაციის დონის შესაბამისობის მოწმობა 1 წლის ვადით გაიცემა.

---

 

15.07.2016   

მედიასაშუალება: http://ick.ge/rubrics/society/29246-i.html

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის ცხელ პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების რაოდენობა. ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, დაავადებების თავიდან ასაცილებლად, საკვების მომზადებისა და მოხმარებისას დაიცვან ტემპერატურული რეჟიმი, ჰიგიენის წესები და სასმელად გამოიყენონ მხოლოდ ანადუღარი ან სუფთა წყალი. დიარეული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ასეთია: „წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად; არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში; სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება; უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება; შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად); ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი; გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად, საკვების მოსამზადებლად, სასმელების დასამზადებლად, ყინულის მოსამზადებლად, ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად და ხელების დასაბანად. მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს; მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს; მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები - თავდახურულ ჭურჭელში; სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მზა პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები; არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი; საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები; არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები; სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ; მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი; სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით დამზადებული ტორტებისა და კრემიანი ნამცხვრების მომზადებასა და მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი და სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი, ხარისხიანი კარაქი, დამზადებული პროდუქტი კი მოვათავსოთ მაცივარში არა უმეტეს 2 საათისა 80C ტემპერატურაზე; არ შეიძინოთ ხორცი და ხორცის პროდუქტები რომლებიც იყიდება ან ინახება არასათანადო პირობებში; დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში; დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს; ექიმის მოსვლამდე თავი უნდა შეიკავეთ კვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს; დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას. მოერიდეთ სოკოს შეგროვებას თუ მათ კარგად არ იცნობთ. გახსოვდეთ: იშვიათად საკვებად ვარგისი სოკოებიც იწვევს მოშხამვას, განსაკუთრებით ცხელი ამინდების შემდეგ, სოკოს დაბერების ან დაჭიანების შემთხვევაში, რომელშიც დროთა განმავლობაში გროვდება ტოქსინები. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა კიდევ ერთხელ მივმართავთ სოკოს მოყვარულებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვან შემდეგი წესები: შეაგროვეთ ტყეში მხოლოდ ის სოკო, რომელთა შესახებ ზუსტად იცით, რომ ის ვარგისია საჭმელად; სოკოს, რომელსაც არ იცნობთ ან ეჭვს იწვევს, ნუ გამოიყენებთ საკვებად და ნუ გაუსინჯავთ გემოს; არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად სოკო, რომელსაც ფეხის ძირში აქვს ბოლქვის მსგავსი გასქელება (როგორიცაა, მაგ: თეთრი შხამა სოკო და წითელი შხამა სოკო); არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო; ნუ გამოიყენებთ საკვებად უმ სოკოს; არ შეიძლება სოკოს შეგროვება ქუჩებთან და ტრასებთან ახლოს, სოკოში მძიმე მეტალების აკუმულირების გამო; სოკო სასურველია მომზადდეს იმავე დღეს; გავრცელებული შეხედულებები სოკოს შხამიანობის გამორკვევისა - ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის ხარშვისას გაშავება - მცდარია! ყურადღება მიაქციეთ საკვების მომზადებისა და მოხმარებისას ტემპერატურული რეჟიმისა და ჰიგიენის წესების დაცვას. ხელების საპნითა და გამდინარე წყლით ხშირი დაბანა დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ორგანიზაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემებით, დიარეული დაავადებების რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი ზაფხულის პერიოდზე მოდის, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. „დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას. ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით. თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადებაგადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიომტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

---

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

18.07.2016     

მედიასაშუალება:          бѓђбѓЎбѓђбѓ•бѓђбѓљ-დასავალი

 

"სერგეენკომ კარგად გაიგოს!"

პოლკოვნიკი გიორგი მერაბიშვილი: - ჩემი დაინვალიდების ზუსტად ერთწლიანი კვლევის შედეგად ამა წლის 14 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში რეცენზენტებმა დასკვნა დადეს, საბჭოს სხდომაზე დამიძახეს და იქ მათ ტაკიმასხარობას ვუყურე. შუაში ვიდექი გარეშემო 30 პროფესორი იჯდა, მათგან რამდენიმე ბოდიშს ვუხდი, რადგან ამ მარაზმში არ გარეულან, დანარჩენები კი აფთრებივით წამესივნენ. - რა მოხდა ასეთი? - ყრილობაზე დელეგატებს ბრეჟნევი რომ უნდა ექოთ, ყველა გამოსული ქარაზანაშვილსც ზუსტად ისე აქებდა. არავინ მომისმინა - განადგურებული ჯანმრთელობის გამო რა პრეტენზიები მქონდა. გოჩა ინგოროყვამ დამცინა 21-ე საუკუნეში სილიკონის კათეტერებია და ყოფილიყო მუცელში, რა დაშავდებოდაო?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3776715&name=18.07.2016+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

18.07.2016     

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

 

რას მოიცავს საპენსიო რეფორმის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, სახელმწიფო საპენსიო რეფორმების მოდელი მოამზადა და მის აპრობირებას უახლოეს ხანებში აპირებს. აღნიშნული რეფორმა არაერთხელ გახდა მსჯელობის და დისკუსიის საგანი. ბუნებრივია, რეფორმის შინაარსობრივმა მხარემ, განვითარების ეტაპზე, ბევრი შენიშვნა და ასევე, უამრავი მოწონება დაიმსახურა. სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ახალი საპენსიო რეფორმა, ძირითადად, თანამედროვე სახელმწიფოების გამოცდილებას ეფუძნება და მოძველებული, ე.წ. საბჭოთა დროინდელი საპენსიო სისტემისგან, სრულიად განსხვავებულია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3777035&name=18.07.2016+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

18.07.2016     

მედიასაშუალება:          პრაიმ თაიმი

 

ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში შშმ პირებისთვის განათლება?

განათლების სამინისტრომ ინკლუზიური სწავლება და პროფესიული განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აღიარა, 2013 წელს პროფესიული განათლების სტრატეგიაც შეიმუშავა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინკლუზიური პროფესიული განათლებაა. სტატისტიკური ინფორმაციით, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლის პროფესიული განათლება სულ 509 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა მიიღო, დასაქმდა 20 კურსდამთავრებული...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3777029&name=18.07.2016+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---