From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-18.08.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 18.08.2016 08:31
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 18.08.2016

ტელევიზია 

1 8.08.2016

არხი:          бѓўбѓ• პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

12:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში, სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3844287

---

1 7.08.2016

არხი: 1არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. კომპანია „ავერსს“, რომელმაც საავადმყოფოს ტერიტორია 7 წლის წინ იყიდა, ექიმები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. შენობას სასწრაფო რემონტი სჭირდება, თუმცა, როგორც თანამშრომლები ამბობენ, ტერიტორიის მფლობელი მათ სარემონტო სამუშაოების და ახალი ტექნიკის განთავსების უფლებას არ აძლევს. პრობლემას ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრიც.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3844171

იმედი 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3844110

კავკასია 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3844096

ჯიდიესი 20/30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3844082

რუსთავი2/18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3843919

1 არხი 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3843602

---  

17.08.2016

არხი: რუსთავი2

გადაცემა: კურიერი15:00

34 წლის ბესიკ ჯანყარაშვილს სტამბულში მკურნალობის 1 კურსისთვის 10 000 დოლარი სჭირდება. ჯანყარაშვილი პირველი ჯგუფის ინვალიდი თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციის შემდეგ გახდა. ოჯახს მძიმე სოციალური პრობლემები აქვს. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ანგარიშებზე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3843504

---

ინტერნეტი

17.08.2016   

მედიასაშუალება:  http://medianews.ge/ge/aversiinfeqtsiursaavadmkofoselementarulipirobebismotsesrigebissashualebasaradzlevs-davitsergeenko/9946

`ავერსი~ ინფექციურ საავადმყოფოს ელემენტარული პირობების მოწესრიგების საშუალებას არ აძლევს - დავით სერგეენკო

ინფექციური საავადმყოფოს მედიკოსების პროტესტს ეხმაურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მისი განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში უმძიმესი ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა, თუმცა კომპანია ,,ავერსმა“ სახელმწიფოს ალტერნატიული შენობის აშენების საშუალება არ მისცა. დავით სერგეენკოს თქმით, ,,ავერსი“ ინფექციური საავადმყოფოს სახელმწიფოს მიერ შეძენილი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენების საშუალებასაც არ აძლევს. ,,ბოლო სამი წლის განმავლობაში იყო მართლაც რთული პერიოდი. ვადასტურებ, რომ იქ მართლაც უმძიმესი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არის. ბოლო წელიწადნახევარი, სამწუხაროდ, დაიხარჯა უშედეგოდ მოლაპარაკებაზე ,,ავერსთან“, რომ მათ მოეცათ საშუალება სახელმწიფოს თავისი თანხებით აეშენებინა იმავე ტერიტორიაზე ალტერნატიული შენობა. ამის შემდეგ, ჩვენ წლის დასაწყისში შევიძინეთ სამედიცინო აღჭურვილობა, რომლის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ხარისხიანი მოვლა პაციენტების. ეს აღჭურვილობა კლინიკას უკვე მიწოდებული აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, მეპატრონე არ აძლევს იმის საშუალებას, რომ იქ ელემენტარული, კლინიკის ხარჯით ჩასატარებელი კოსმეტიკური სამუშაოები შესრულდეს და მოწესრიგდეს პირობები“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ინფექციური საავადმყოფო ტერიტორია და შენობა-ნაგებობები ,,ავერსი ფარმამ“ რამოდენიმე წლის წინ შეიძინა. სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი სამუშაო პირობების არარსებობას აპროტესტებს და ამაში ,,ავერსი-ფარმას“ ადანაშაულებს.

 

 

ინტერპრესნიუსი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/392942-davith-sergeenko-aversma-infeqciuri-saavadmyofos-teritoriaze-sakhelmtsifos-alternatiuli-nagebobis-ashenebis-sashualeba-ar-misca.html?ar=A

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

18.08.2016     

მედიასაშუალება: კავკასიან ბიზნეს ვიქ ი

ივლისში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა

ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში აგრძელებს კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასის კვლევას. პლატფორმამ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად 19 დასახელების მედიკამენტის ფასზე დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ ივლისში წინა თვესთან შედარებით კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასი 0.51%-ით, 0.13 პუნქტით არის შემცირებული. კვლევისას დადგინდა, რომ კარდიოლოგიური ჯგუფის 17 მედიკამენტის ღირებულება წინა თვესთან შედარებით უცვლელია, ერთი მედიკამენტი გაძვირდა, ხოლო ერთზე ფასმა 3 ლარით დაიკლო. კვლევის პერიოდში შესწავლილ იქნა შემდეგი მედიკამენტები , რომლებზეც ფასთა ცვლილებამ მაისისა და ივნისის თვეში ასეთი სურათი მოგვცა: Trimetazidine (Trimetazidine dihydrochloride) / ტრიმეკორი MR 35 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გარსით დაფარული ტაბლეტი (60ც)- 22.95 ლ 2. Amlodipine / ადიპინი 5მგ; (30 ტაბლეტი )- 6.29 ლ 3. Amlodipine / ლიპრიმარი 10მგ; (100 ტაბლეტი ); 120.71ლ ; 4. Bisoprolol / კონკორი 5მგ (30 ტაბლეტი )- 7.65ლ ; 5. Diosmin + Hesperidin / დეტრალექსი 500 მგ (60 ტაბლეტი )-26.75ლ; 6. Enalapril / ბერლიპრილი 5მგ (30 ტაბლეტი )- 3.49ლ ; 7. Perindopril arginine / პრესტარიუმი 5მგ (30 ტაბლეტი )-17.29ლ; 8. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი არგინინი (2.5 მგ+0.625 მგ ;30 ტაბლეტი)-18.20ლ; 30 ტაბლეტი ; -26.40ლ ; 9. Rosuvastatin / კრესტორი ( 10მგ; 28 ტაბლეტი)-44.98 ლ 10. Valsartan / ვალტანი (80 მგ; 14 ტაბლეტი )- 10.37ლ 11. Valsartan + amlodipine / ექსფორჯი (10მგ +160 მგ)-27.03 ლ 12. Valsartan + hydrochlorothiazide / კო– ვალტანი (80 მგ +12.5 მგ; 14 ტაბლეტი)-10.20ლ; 13. Clopidogrel / პლავიქსი (75მგ;28 )-26.35ლ 14. Perindopril Arginine + Amlodipine / პრესტარიუმი კომბი არგინინით (5MG+5MG, 30 ტაბლეტი)-26.95ლ 15. Valsartan / დიოვანი (160 MG, 14 ტაბლეტი)-11.90ლ 16.Trimethazidine / პრედუქტალი (MR 35მგ,60 ტაბლეტი ) – 27.80ლ 17.Trimetazidine / პრედუქტალი MR (35მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული,60 ტაბლეტი) -22.80ლ შეიცვალა შემდეგი მედიკამენტების ფასი: 1. Indapamide / არიფონ რეტარდი (1.5მგ, 30 ტაბლეტი )-15.9 ლ 2. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი ფორტე არგინინი 5 მგ+1.25 მგ -27.37ლ ჯანდაცვის პლატფორმა და აფბა კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფებში შემავალი მედიკამენტების ღირებულებისა და ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ფასის ზრდა-კლების გამოკვეთილი ტენდენციის შესწავლას. შეგახსენებთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ჯანდაცვის პლატფორმამ და აფბამ მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგი ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. ვინაიდან ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები მუდმივად არის მსჯელობის საგანი, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეკონომიკური ინდექსი – ,,ფანასკერტელის ინდექსის“ სახელწოდებით. ინდექსი საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე ყოველთვიური დაკვირვების შედეგად ფასთა ცვლილების დინამიკა უფრო გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3844584&name=18.08.2016+-+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1+%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

18.08.2016     

მედიასაშუალება: კავკასიან ბიზნეს ვიქ ი

 

ისრაელში ჯანმრთელობის დაზღვევა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა

საქართველოში 2013 წელს დაიწყო უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა. ამჟამად შეუძლებელია ამ პროგრამის ეფექტურობის განსაზღვრა, რადგან სათანადო შეფასებას დრო სჭირდება . რეფორმების მეორე ეტაპი ჯანდაცვის სამინისტროში დაიგეგმა. საკონსულტაციო კომპანია გლობალ ალიანსმა სამინისტროს კონსულტაცია გაუწია ამ საკითხზე . თუმცა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3844572&name=18.08.2016+-+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1+%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

18.08.2016     

მედიასაშუალება:რეზონანსი

"აფრიკული ჭირი " შესაძლოა , მთელ საქართველოში გავრცელდეს

"ყოველი გარეთ გაშვებული ღორი უკვე საფრთხის შემცველია". ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" გამოვლენილი "აფრიკული ჭირის" შემთხვევები შესაძლოა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ივლისიდან ძაუსის და ცხინვალის რაიონებში 500-მდე ღორის განადგურების შემთხვევა დაფიქსირებული , რის გამოც " როსსელხოზნადზორმა " ლაბორატორიული კვლევები ჩაატარა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, ეს დაავადება საქართველოში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა და მაშინ 40 000-მდე ღორი გაანადგურა. ახლა კი არსებობს საფრთხე, რომ " აფრიკული ჭირი" მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ გავრცელდეს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, "აფრიკული ჭირი" მხოლოდ ღორებზე ვრცელდება, შესაბამისად, ადამიანისთვის გადამდები და საშიში არ არის .

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3844543&name=18.08.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

---

18.08.2016     

მედიასაშუალება:  საქართველოს რესპუბლიკა

დავით სერგეენკო : " ავერსი" ინფექციურ საავადმყოფოს ელემენტარული პირობების მოწესრიგების საშუალებას აძლევს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3844308&name=18.08.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

---

18.08.2016     

მედიასაშუალება: რეზონანსი

5 წელში სოცდაუცველთა საბიუჯეტო ხარჯი 146%-ით გაიზარდა

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შენახვა და მათთვის დაწესებული გარკვეული შეღავათები სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებებისთვის გათვალისწინებულმა ასიგნებებმა დაახლოებით 146%-ით მოიმატა და დღეს ის მთლიანი ბიუჯეტის 6,7%-ს შეადგენს , ამ დროს კი 5,3%- ით შემცირდა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დახმარებების ზრდასა თუ მათთვის გარკვეული შეღავათის დაწესებაში ცუდს ვერაფერს ხედავენ სპეციალისტები . მათი თქმით, ის ფონი , როდესაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, ხარჯი კი იზრდება , იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს გაუჩნდა მეტი შესაძლებლობა, რათა უკეთ დაეხმაროს შეჭირვებულ მოსახლეობას. ანალიტიკოსთა მეორე ნაწილს კი მიაჩნია , რომ სიღარიბის დაძლევა ასეთი მეთოდებით შეუძლებელია, მხოლოდ დახმარება პერსპექტივაში შედეგის მომტანი ვერ იქნება . ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებებისთვის გათვალისწინებული ხარჯი დაახლოებით 146%-ით გაიზარდა . თუ 2012 წლის ბიუჯეტით მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე 276,2 მლნ ლარი დაიხარჯა, 2016 წლის ბიუჯეტში ამ მუხლისთვის 680 მლნ ლარია გათვალისწინებული. ეს მაშინ , როდესაც საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ამავე პერიოდში 5,3%-ით შემცირდა . სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკით, 2012 წელს საარსებო შემწეობას იღებდა 501 445 ადამიანი, ახლა კი სახელმწიფო დახმარებას 474 399 ადამიანი საჭიროებს. სოციალური ხარჯის ზრდა ერთი მხრივ, განპირობებულია 2015 წელს სოცდაუცველების კრიტერიუმების ცვლილებით. შეცვლილი მეთოდოლოგიის თანახმად, სოციალური სტატუსის განსაზღვრისას , ქულების რაოდენობაზე გავლენას აღარ ახდენს ისეთი საყოფაცხოვრებო საგნები, როგორებიცაა: მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი ავზი, გაზის წყლის გამათბობელი, გაზის გამათბობელი და ა .შ. სოციალური სტატუსის განსაზღვრისას , გათვალისწინებული აღარაა სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასებაც. ამასთან, ახალი მეთოდოლოგიით ქულების რამდენიმე კატეგორიად დაყოფა მოხდა, რომლის გათვალისწინებით, სოციალურად დაუცველები სახელმწიფოსგან სხვადსხვა ოდენობის ფულად დახმარებას იღებენ. მაგალითად, ახალი ფორმულით თუკი ოჯახის ნებისმიერი წევრი 30 000 ქულას დააგროვებს, ყოველთვიურად 60-ლარიან დახმარებას მიიღებს, 30 000-დან 57 000- მდე ქულის მქონე - 50-ლარიანს, 57 000-დან 60 000- მდე ქულის მქონე 40-ლარიანს, ხოლო 60 000-დან 65000- მდე ქულის მქონე 30 ლარიან დახმარებას მიიღებს. ის სოციალურად დაუცველი ოჯახი, სადაც ბავშვია, სახელმწიფოსგან კიდევ დამატებით 10-ლარიან დახმარებას იღებს. სოცდაუცველებისთვის დახმარებების ზრდაში, მათთვის გარკვეული შეღავათის დაწესებაში ცუდს ვერაფერს ხედავს ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ზვიად კანდელაკი, თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთი მეთოდებით სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია. "როდესაც ქვეყანაში მცხოვრები ოჯახების ნახევარზე მეტს დახმარების მიღებაზე განცხადება აქვს დაწერილი და როდესაც მოსახლეობის ნახევარი ცდილობს, რაც შეიძლება წარმტაცად გამოჩნდეს როგორც ღარიბი, ნიშნავს, რომ ისინი მენტალურად სიღარიბისკენ მიისწრაფვიან. ასე სიღარიბის შემცირება ვერ მოხდება . ეს ძალიან რთული ამოცანაა, რაზეც დღემდე მსჯელობა არ ყოფილა . საერთოდ, სიღარიბეს სჭირდება შველა, ვინაიდან პერსპექტივაში უთანაბრობა ძალიან დიდ სოციალურ საფრთხეს შეიცავს. მისი აღმოფხვრა მხოლოდ დახმარებებითა და შეღავათებით ვერ მოხერხდება . საერთოდ კი, ამ სისტემის ჰიპერტროფირება საზოგადოებას მენტალურად წაახალისებს სიღარიბისკენ. ეს ძალიან ცუდი შედეგია და ის უკვე მიღებულია. სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება კი მარტივი ნამდვილად არ არის ", - დასძინა კანდელაკმა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, ბიუჯეტის ცალკეული მუხლების მიხედვით ხარჯვაზე საუბარი სწორი არ იქნება , ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ისე, თუ რა ნაწილი იხარჯება ბიუჯეტიდან სოციალურ დახმარებებზე. "საერთოდ მმართველობა, ხელისუფლება ან უნდა ყალიბდებოდეს როგორც თვითკმარი სისტემა, ის უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს, ხალხის ინტერესებს კი სწორედ სოციალური დახმარება, სხვადასხვა პროგრამის რეალიზაცია და ა .შ. წარმოადგენს . პირობითად, ოჯახი თუ ღარიბია , მას არა მარტო ფინანსური დახმარება სჭირდება, არამედ ისიც, რომ მისმა ბავშვმა ბაღში იაროს უფასოდ, სკოლაში მიიღოს წიგნები და ა .შ. მხოლოდ ფინანსურად დახმარების მიცემა სწორი არ იქნება , რადგან ადამიანის ცხოვრებას მრავალი ასპექტი გააჩნია და მხოლოდ დახმარების მონეტიზაცია არ იქნება ოპტიმალური. ამიტომ ეს სიტუაცია მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. საბიუჯეტო ხარჯების ზრდის შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ ვექტორი ცალსახაა და ჩვენ გვსურს ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვდეთ, ანუ იმ სტრუქტურას, რომელიც ევროპას სოციალური ხარჯების მიხედვით გააჩნია. ევროპაში ბიუჯეტის ხარჯის დაახლოებით 65-70% სოციალურ ბლოკზე მოდის, ეს არის განათლება, ჯანდაცვა, საპენსიო უზრუნველყოფა და სოციალური დახმარებები. საქართველოში ეს მაჩვენებელი 45-46%-ის ფარგლებშია, 2008-2010 წლებში კი დაახლოებით 33-34%-ის დონეზე იყო. გაუმჯობესება აშკარაა და გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებასაც იძლევა", - განაცხადა არჩვაძემ. მისივე თქმით, სოციალურ დახმარებაზე ხარჯის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტს მიეცა იმდენი შესაძლებლობა, რათა შეზღუდული მატერიალური მდგომარეობის პირებს უფრო მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3844797&name=18.08.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---