From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-19.04.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge
Received On : 19.04.2017 08:29
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 1 9.04 .2017

ტელევიზია 

18.04.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

უსაფრთხო შრომითი პირობების შესაქმნელად მთავრობა ბიზნესსექტორს ახალ მოთხოვნას უწესებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებელი კომპანია ვალდებული იქნება, რომ უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების გასაკონტროლებლად შრომის უსაფრთხოების მენეჯერი დაიქირავოს. მიზეზი ბოლო დროის საგანგაშო სტატისტიკაა. შრომის უსაფრთხოების მკაცრ ცონტროლს ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4390378

---

 

18.04.2017

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 21:00

თამბაქოს კონტროლზე ცვლილებების კანონის ზოგიერთი მუხლი, სავარაუდოდ, 2020 წლიდან ამოქმედდება. ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ კანონი სრულად ძალაში 2018 წლისთვის უნდა შესულიყო, მთავრობის შენიშვნების გაცნობის შემდეგ შეიცვალა. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მთავრობასთან თანამშრომლობით ოპტიმალურ ვარიანტს შეიმუშავებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4390459

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4390362

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4389957

მაესტრო-კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4390593

კავკასია - დღეს 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4390419

მაესტრო - კონტაქტი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4390381

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4389791

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4389708

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4389392

ტვ პირველი - საქმის კურსი 15:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4389379

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4389205

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4388536

---

 

18.04.2017

არხი: бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ     

გადაცემა: ცეცხლის ხაზი

თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებულ ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტთან შენიშვნები მთავრობას აქვს. ინიციატორები ამტკიცებენ, რომ შესწორების მიუხედავად კანონპროექტის სულისკვეთება არ შეიცვლება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4390524

---

 

18.04.2017

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 15:00

1 წლის ვივიანა ქვირიას დახმარება სჭირდება. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და საქართველოში ექიმები დიაგნოზის დადგენას ვერ ახერხებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4389449

---

 

18.04.2017

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ქრონიკა 14:00

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი სოციალური მუშაკის ინსტიტუტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას მართავს. სოციალური მუშაკის ფუნქციები შეიძლება შეიცვალოს. კერძოდ, მეტად უნდა დაკონკრეტდეს პენიტენციურ სისტემაში მყოფი სოცმუშაკების ფუნქციები და კანონმდებლობით უნდა გამყარდეს სოციალური გარანტიები. შეხვედრაზე იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები თავიანთ ხედვას წარადგენენ. კომიტეტის სხდომას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო შატბერაშვილი ამბობს, რომ ცვლილებები საჭიროა. მისივე განცხადებით, რას გეგმავს ხელისუფლება ამ მიმართულებით, მისთვის უცნობია,რადგან აქამდე ამ თემაზე შეხვედრა არ გამართულა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4389197

მაესტრო - კონტაქტი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4388781

---

 

18.04.2017

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 15:00

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა სოფელ ძალისში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. გიგი უგულავა ძალისში მცხოვრებ იმ ოჯახებსაც ესტუმრა, რომლებსაც ბოლო დროს სოციალური დახმარება მოუხსნეს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4389417

---

 

 

ინტერნეტი

19.04.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/68835-saaghdgomod-regionebshi-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-gamodzakhebis-6290-shemtkhveva-dafiqsirda

სააღდგომოდ რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 6290 შემთხვევა დაფიქსირდა

რეგიონული бѓЎбѓђбѓЎбѓ¬бѓ бѓђбѓ¤бѓќ სამედიცინო დახმარების ცენტრი ქალაქ თბილისის бѓ“бѓђ ბათუმის бѓ’бѓђбѓ бѓ“бѓђ მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს бѓ“бѓђ бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЈбѓ“бѓ”бѓ‘бѓ”бѓљ სამედიცინო бѓ“бѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ 206 ეკიპაჟის მეშვეობით, ოპერატიულად აწვდის. 14-16 აპრილს რეგიონული бѓЎбѓђбѓЎбѓ¬бѓ бѓђбѓ¤бѓќ სამედიცინო დახმარების ცენტრში бѓЎбѓЈбѓљ 6290 бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ«бѓђбѓ®бѓ”бѓ‘бѓђ დაფიქსირდა,- ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო бѓђбѓ•бѓ бѓЄбѓ”бѓљбѓ”бѓ‘бѓЎ.  "14 აპრილს бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ«бѓђбѓ®бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ бѓ бѓђбѓќбѓ“бѓ”бѓњбѓќбѓ‘бѓђбѓ› 1837 შეადგინა, 15 აპრილს - 1942, бѓ®бѓќбѓљбѓќ 16 აპრილს - 2511. პაციენტთა ნაწილს სამედიცინო бѓ›бѓќбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓђ ადგილზე გაეწია, 1707 შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. бѓ›бѓ¬бѓ•бѓђбѓ•бѓ” ვირუსული ინფექციების მოტივით бѓЎбѓђбѓЎбѓ¬бѓ бѓђбѓ¤бѓќ დახმარების ცენტრში 530 бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ«бѓђбѓ®бѓ”бѓ‘бѓђ დაფიქსირდა; бѓђбѓ•бѓўбѓќбѓЎбѓђбѓ’бѓ–бѓђбѓќ შემთხვევის - 60, бѓ®бѓќбѓљбѓќ ზოგადი ინტქოსიკაციის - 35 ფაქტი."- აღნიშნულია бѓ’бѓђбѓ•бѓ бѓЄбѓ”бѓљбѓ”бѓ‘бѓЈбѓљ ინფორმაციაში.

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/169754-saaghdgomod-regionuli-sastsrafo-dakhmarebis-centrshi-6-290-gamodzakheba-shevida.html?lang=ka-GE

---

 

18.04.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=50275&cat_id=5

აუდიტის სამსახური C ჰეპატიტის პროგრამაზე: არ გახორციელებულა მიმწოდებლების კონტროლი და რევიზია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს C ჰეპტიტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. მაკონტროლებელმა უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ფინასნური ანგარიშგების დოკუმენტში წერია, რომ 2015 წლის 28 აპრილიდან 31 დეკემბრის თვის ჩათვლით მკურნალობის მონიტრონიგის ფარგლებში, უწყებაში შესულია სულ 5589 შეტყობინება, საიდანაც შემოწმებულია მხოლოდ 359 შემთხვევა, რაც მთლიანი შეტყობინებების 6%-ია. დადგენილი შერჩევის მეთოდის გათვალისწინების შემთხევაში უნდა შემოწმებულიყო 1351 შემთხვევა. 325 შემთხვევში შემოწმება განხორციელებულია დადგენილი ვადის დარღვევით და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა მერყეობს 1 დან 148 დღის დიაპაზონში. C-ჰეპატიტის პროგრამა მიმწოდებლების კონტორილის ორ მექანიზმს ითვალისწინებს. ეს არის პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი და შესრულებული სამუშაოს რევიზია. ანგარიშში ნათქვამია, რომ შესამოწმებელ პერიოდში არ გახორციელებულა პროგრამაში ჩართული მიმწოდებლების კონტროლი და რევიზია.

---

 

 

18.04.2017

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/173898

სოციალურ მუშაკთან დაკავშირებით ინსტიტუციური მექანიზმი იცვლება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სოციალური მუშაკის საქმიანობის თაობაზე უწყებების ანგარიში მოისმინა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კომიტეტმა დიდი ხანია დაიწყო მუშაობა სოციალურ მუშაკთან დაკავშირებით ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწაზე. კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანია განსაზღვროს სოციალური მუშაკების ფუნქციები და ამოცანები, რაოდენობა, სოციალური მუშაკის ინსტიტუციასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პრაქტიკული გამოწვევები. „სოციალური მუშაკი ძალიან ბევრი და დიდი საპასუხისმგებლო ფუნქციის მატარებელია. დარწმუნებული ვარ, სამუშაო ჯგუფი დადებს ძალიან კარგ შედეგს და სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმა ძალიან წარმატებული იქნება საქართველოში“, - განაცხადა სოფო კილაძემ. სხდომაზე მოწვეულმა უწყებებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, თუ რა კეთდება თითოეულ კონკრეტულ უწყებაში სოციალურ მუშაკთან მიმართებაში. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც თავს იყრის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში. როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფინქციონირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომელმაც მინისტრის ინიციატივით, საფუძველი ჩაუყარა ყოფილი პატიმრების ან ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას. „ეს არის პირველი ინიციატივა, როდესაც სახელმწიფო პროგრამის სახით ხორციელდება ეს მიმართულება და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის აღმოფხვრას მიიჩნევს საკუთარ მოვალეობად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მან დეტალურად ისაუბრა პენიტენციარულ დაწესებულებებში განთავსებულ პირებთან მიმართებაში სოციალური მუშაკების საქმიანობაზე, კერძო სექტორიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან განხორციელებულ ინიციატივებზე, ასევე, ჯანდაცვის პროგრამებზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის ინფორმაციით, სოციალური მუშაკის როლი ორჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც სოციალური მუშაკები სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაში ჩაერთვნენ. მისი თქმით, სოციალური მუშაკის როლი, ასევე, განსაკუთრებით გაიზარდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ. ზვიად მიხანაშვილს მიაჩნია, რომ სწორად უნდა შეირჩეს ის კადრები, რომელთაც უშუალოდ ბენეფიციარებთან უწევთ მუშაობა. მისივე მოსაზრებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალური მუშაკის განათლება და სწავლის უწყვეტი რეჟიმი. მას ასევე მნიშვნელოვანად მიაჩნია საკანონმდებლო დონეზე სოციალური მუშაკის უფლებებისა და გარანტიების მოწესრიგება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის ინფორმაციით, თანდათან სოციალური მუშაკის ფუნქციის ზრდის პარალელურად, იზრდება მათი რაოდენობა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს ჰყავს სოციალური მუშაკები და ყოველ რეგიონს ერთი უფროსი სოციალური მუშაკი. მან ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის შესახებ, სააგენტოს მიზნობრივ ჯგუფებზე, ასევე, იმ პრობლემებზე, რომელიც აღნიშნული მიმართულებით არსებობს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დისკუსია გაიმართა. სოფო კილაძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს მიმართა, ერთი კვირის ვადაში პრინციპების დონეზე წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, რათა კომიტეტმა მუშაობის პროცესში გაითვალისწინოს ისინი.

---

 

18.04.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/428217-amiran-gamyrelidze-thambaqo-othkh-yvelaze-mdzime-daavadebas-gulsiskhldzarghvtha-problemebs-filtvis-kibos-asthmas-da-diabets-itsvevs.html?ar=A

ამირან გამყრელიძე - თამბაქო ოთხ ყველაზე მძიმე დაავადებას - გულსისხლძარღვთა პრობლემებს, ფილტვის კიბოს, ასთმას და დიაბეტს იწვევს

бѓЇбѓђбѓњбѓ›бѓ бѓ—бѓ”бѓљбѓќбѓ‘бѓђ бѓ’бѓђбѓ®бѓљбѓђбѓ•бѓ— უპირველესი бѓЈбѓ¤бѓљбѓ”бѓ‘бѓђ ადამიანის бѓ“бѓђ მის საპირწონედ бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” პინაზე бѓ•бѓ”бѓ бѓђбѓ¤бѓ”бѓ бѓЎ бѓ“бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓ—, - ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ კონტროლის ცენტრის бѓ®бѓ”бѓљбѓ›бѓ«бѓ¦бѓ•бѓђбѓњбѓ”бѓљбѓ›бѓђ ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თამბაქოს бѓ›бѓќбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ დაკავშირებულ бѓЎбѓђбѓ™бѓђбѓњбѓќбѓњбѓ›бѓ“бѓ”бѓ‘бѓљбѓќ бѓћбѓђбѓ™бѓ”бѓўбѓ–бѓ” საუბრისას бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ. бѓђбѓ бѓ’бѓЈбѓ›бѓ”бѓњбѓўбѓ–бѓ”, бѓ бѓќбѓ› თამბაქოს ინდუსტრია ეკონომიკას бѓ”бѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђ, ამირან გამყრელიძე бѓ’бѓђбѓњбѓ›бѓђбѓ бѓўбѓђбѓ•бѓЎ, бѓ бѓќбѓ› თამბაქოს მოხმარების бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“ გამოწვეული დაავადებების бѓЎбѓђбѓ›бѓ™бѓЈбѓ бѓњбѓђбѓљбѓќбѓ“ бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ®бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ бѓќбѓ—бѓ®бѓЇбѓ”бѓ  მეტი სახსრების бѓ’бѓђбѓ¦бѓ”бѓ‘бѓђ бѓЈбѓ¬бѓ”бѓ•бѓЎ, ვიდრე თამბაქოს ინდუსტრიიდან ბიუჯეტში შესული бѓ—бѓђбѓњбѓ®бѓђбѓђ. მისი თქმით, бѓ бѓђбѓЄ бѓЈбѓ¤бѓ бѓќ მეტი ჯანმრთელი ადამიანია ქვეყანაში, მით бѓЈбѓ¤бѓ бѓќ бѓ›бѓ”бѓўбѓђбѓ“ განვითარდება ეკონომიკაც. „ნებისმიერი ოპონენტი, ვინც ისაუბრებს, бѓ бѓќбѓ› бѓЇбѓ”бѓ  ეკონომიკა бѓ“бѓђ бѓ›бѓ”бѓ бѓ” бѓЇбѓђбѓњбѓ›бѓ бѓ—бѓ”бѓљбѓќбѓ‘бѓђ, ვეტყვი, бѓ бѓќбѓ› бѓђбѓ бѓђ - დიდი ხანია бѓЈбѓ™бѓ•бѓ”, бѓ‘бѓ”бѓ•бѓ  მტკიცებულებაზეა დაფუძნებული, бѓ бѓќбѓ› ინვესტირება ჯანმრთელობაში არის бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓ–бѓ” უკეთესი ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი бѓ«бѓђбѓљбѓђ. бѓ”бѓЎ бѓђбѓ  არის ახალი ველოსიპედი, бѓ”бѓЎ бѓ’бѓђбѓ®бѓљбѓђбѓ•бѓ— бѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ–бѓ” ცხადი, бѓ бѓќбѓ› бѓ бѓђбѓЄ მეტი ჯანმრთელი ადამიანია ქვეყანაში, მით бѓ›бѓ”бѓўбѓђбѓ“ განვითარდება ქვეყანაც бѓ“бѓђ ეკონომიკაც“, - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ ამირან გამყრელიძემ.  მისი თქმით, თამბაქო бѓќбѓ—бѓ® бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓ–бѓ” მძიმე бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ - გულსისხლძარღვთა бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓ”бѓ‘бѓЎ, ფილტვის კიბოს, бѓђбѓЎбѓ—бѓ›бѓђбѓЎ бѓ“бѓђ დიაბეტს იწვევს. ამირან გამყრელიძის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის სიკვდილიანობის 94 % бѓЎбѓ¬бѓќбѓ бѓ”бѓ“ бѓђбѓ› бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓ”бѓ‘бѓ–бѓ” მოდის, бѓ бѓђбѓЄ бѓЎбѓђбѓ’бѓђбѓњбѓ’бѓђбѓЁбѓќбѓђ.

---

 

18.04.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=138214-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90,%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1

დაავადებათა კონტროლის ცენტრი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტს მხარს უჭერს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის ირგვლივ, მისი მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე გაიმართა. სამუშაო სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, კანონპროექტთა პაკეტის ცალკეული ნორმები მუხლობრივად წარმოადგინა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა პროექტში ასახვაზე პირველი მოსმენის შემდეგ მიმდინარეობს მუშაობა. გაფართოებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გაიმართა, მონაწილეობა მონაწილეობა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც კანონპროექტის საერთაშორისო ექსპერტიზასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ექსპერტებმა კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებები წარმოადგინეს და სხვა ქვეყნების ანალოგიურ საკანონმდებლო გამოცდილებაზე ისაუბრეს. თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ექსპერტებმა, ენდრიუ ვილიამ ბლეკმა და თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელის (ENSP) წამყვანმა ექსპერტმა, დომინიკ გუიანგიმ კი კონკრეტული სადავო ნორმების ექსპერტიზა და არგუმენტაციას წარმოადგენეს. კანონპროექტის მიმართ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სრული მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, თანამედროვე ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა და გამოწვევა ყველა ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის გაძლიერებაა. „დიდი მადლობა ექსპერტებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომლებიც ჩვენთან ჩამობრძანდნენ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონს პარლამენტი მიიღებს ძალიან მცირე ჩასწორებებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც ამ კანონპროექტების პირველი ვერსიების ერთ-ერთი თანაავტორი, სრულად მხარს უჭერს კანონპროექტების იმ ვარიანტს, რაც არის წარმოდგენილი,“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

18.04.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/68807-tambaqosgan-gamotsveuli-daavadebebis-samkurnalod-sayoveltao-jandacvidan-200-mln-ikharjeba

"თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ საყოველთაო ჯანდაცვიდან 200 მლნ იხარჯება"

"საქართველოში თამბაქოს მოხმარებას ყოველწლიურად 11 ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება და ასიათასობით ადამიანი სხვადასხვა დაავადებით იტანჯება." - ინფორმაციას ამის შესახებ ექიმთა ასოციაცია ავრცელებს. 13 აპრილს, საქართველოს ექიმთა ასოციაციამ სპეციალური განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. "საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე თამბაქოს მოიხმარს. აქტიური მოხმარების გარდა პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანაში შესაბამისი რეგულაციების არარსებობისა და არაეფექტურობის გამო იძულებით ისუნთქავს თამბაქოს მეორად და მესამეულ კვამლს. საგანგაშოა, რომ მათ შორის, განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არიან ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები. სავალალო სტატისტიკის თანახმად, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 200 მლნ იხარჯება, დანარჩენი კი მოქალაქეების ჯიბეებიდან იკარგება. ჯამურად ამ პრობლემით გამოწვეული ჯანდაცვითი ზიანი ერთ მილიარდ ლარზე მეტია. არსებული სოციოლოგიური კვლევებით ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს და თამბაქოს რეკლამის აკრძალვას ელოდება. სამწუხაროდ, ამაოდ, რადგან 2013 წელს, თამბაქოს კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით დაწყებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოძრაობა შეფერხდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის შესაბამისი სამთავრობო კომისიაც შეიქმნა და სტრატეგია და სამოქმედო გეგმაც დამტკიცდა, საქმე წინ არ წასულა, ისევე, როგორც მანამდე იყო, საქართველო 2006 წლიდან თამბაქოს ჩარჩო კონვენციის წევრია. თუმცა, წლების განმავლობაში საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულება არ სრულდებოდა. ეს ფაქტი 2013 წლის ივნისში დაადასტურა კონვენციის სამდივნომ. ახლახან იგივე განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა. სასიხარულოა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტმა ინტენსიურად გააგრძელა მუშაობა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე - რეალურად აღსრულდეს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და ყველა დახურული ტიპის საზოგადო შენობებსა და ტრანსპორტში, ასევე ზოგიერთ ღია სივრცეში მოწევა აკრძალოს, ასევე აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია, გამარტივდეს და გაიზარდოს საჯარიმო სანქციები. ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტი უახლოეს პერიოდში მიიღებს თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველ კანონმდებლობას და დააწესებს მონიტორინგს მის აღსრულებაზე. ეს რეალურად დაიცავს ასეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და გახდება რეალური საფუძველი თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინიციატივის განხორციელებისა, - საქართველო 2030 წლისთვის გახდეს თამბაქოსგან თავისუფალ ქვეყნად ( ანუ თამბაქოს მოხმარება მინიმუმ 5%-ზე დავიდეს)." - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

18.04.2017

მედიასაშუალება: http://bpi.ge/index.php/jandacvis-komiteti-tambaqos-kanonproeqttan-dakavshirebit-mtavrobis-shenishvnebze-msjelobs/

ჯანდაცვის კომიტეტი თამბაქოს კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობის შენიშვნებზე მსჯელობს

თბილისი (BPI) – თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განიხილვა უკვე დაიწყო. კომიტეტი იმ შენიშვნებზე მსჯელობს, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობას აქვს. კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ძირითად საკითხებს შორისაა ცვლილებების ეტაპობრივი ამოქმედება და არა რეგულაციების ერთდროულად ძალაში შესვლა. ისინი ამავდროულად იმედოვნებენ, რომ მოახერხებენ მთავრობას ოქროს შუალედზე შეჯერებას. ინიციატორები აცხადებენ, რომ მთავარი პრინციპი კანონპროექტში უცვლელი რჩება და ის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს. ინიციატორები იმედოვნებენ, რომ მთავრობასთან მეორე მოსმენამდე შეთანხმებას მოახერხებენ და მიიღებენ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ორიენტირებული იქნება პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, პარლამენტი მოახერხებს ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც იქნება აღსრულებადი და გამოადგება მომავალ თაობებს. “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია აღსრულება, რამდენადაც მთავრობის პასუხისმგბელობაა აღსრულების მოწესრიგება, ჩვენ შევეცდებით გავითვალისწინოთ მთავრობის შენიშვნები”, – განმარტავს ზოიძე. კანონპროექტის ავტორის გუგული მაღრაძის განმარტებით, მთავრობას სურს, რომ კანონპროექტის ყველა რეგულაცია მუხლი ერთდროულად არ შევიდეს ძალაში და ამაში ეთანხმება კიდეც მთავრობას. “კანონპროექტით ჩვენ ასეც გვქონდა განსაზღვრული – სხვადასხვა მუხლი სხვადასხვა პერიოდში შედის ძალაში. ჩვენ დროს ვაძლევთ ბიზნესს და არც თამბაქოს ინდუსტრიას და არც სარეკლამო ინდუსტრიას თუ სხვა ბიზნესს, რომელიც დაკავშირებული თამბაქოს ბიზნესთან, არ ექნება შეფერხეებები”, – განმარტავს გუგული მაღრაძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ მთავრობასა და პარლამენტის ხედვას შორის კონსენსუსი იქნება მიღწეული. “ვფიქრობ, რომ შეჯერდება და გამოინახება ის ოქროს შუალედი, რაც არის პარლამენტის ხედვისა და მთავრობის ხედვას შორის და მოხდება მიიღწევა კონსენსუსი, შედეგად კი მიიღება კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის არის აუცილებელი, რამეთუ თამბაქო პირველი მკვლელია ქვეყანაში და სწორედ მასზე მოდის სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადებების მნიშვნელოვანი წილი”.

---

 

 

18.04.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/187978/

ზოიძე: თამბაქოს კონტროლზე ცვლილებები ძალაში 2018 წლის მაისიდან შევა

საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები, ნაცვლად პირველი მოსმენით გათვალისწინებული 2018 წლის 1 იანვრისა, ძალაში შევა 2018 წლის მაისიდან. ამის შესახებ აკაკი ზოიძემ 18 აპრილს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობასთან დისკუსია და პოზიციების შეჯერება გრძელდება. აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ გაითვალისწინებენ მთავრობის პოზიციას იმასთან დაკავშრებით, რომ კანონის მიღებიდან მინიმუმ 1 წლით გადაიდოს მისი ამოქმედება. და გარკვეული მუხლების ასამოქმედებლად კი 2020 წლამდე მიეცემათ ვადა ბიზნესის წარმომადგენლებს. “პირბელივე ზომა, რომელიც იქნება თამბაქოს ბოლისგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, შენობები, ეს მომავალი წლის მაისიდან შევა ძალაში,”-განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისვე განცხადებით, მთავარობასთან თანამშომლობით მიიღებენ ისეთ კანონმდებლობას, “რომელიც იქნება აღსრულებადი”. რაც შეეხება უშუალოდ აღსრულების საკითხს, აკაკი ზოიძის განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. “მნიშვნელოვანი თემაა აღსრულების კონტროლი, მთავრობის პასუხისმგებლობა იქნება აღსრულება, შესაბამისად, გავითვალისწინებთ ყველა მოსაზრებას, რაც ეხება კანონის აღსრულებას და ამის გარდა, ეკონომიკურ და ფინანსურ ეფექტებზე გვექნება მსჯელობა. კანონის აღსრულების ძირითადი ნაწილი დამოკიდებული იქნება თვითონ იმ ორგანიზაცოების ხელმძღვანელობაზე, იურიდიული პირების, ეს ოფისი იქნება თუ სამასპინძლო ბიზნესი, თუ სასტუმრო, იქნება ორგანიზაციების ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობა, რომ კანონი აღასრულოს. კონტროლს განახორციელებს შსს გარკვეულწილად, და გარკვეულწილად ფიქრობთ, რა როლი შეიძლება ჰქონდეს შემოსავლების სამსახურს და გრემოს დაცვის ინსპექციას,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ. კანონპროექტი, რომლის მიხედვითად, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა, პარლამენტში მეორე მოსმენის ეტაპზეა.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

19.04.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

თამბაქოს საწინააღმდეგო კანონს მაისის ბოლოსთვის მიიღებენ. რა შენიშვნები აქვს მთავრობას?

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოადგენილი შენიშვნები კანონის გადავადების საფუძველი არ გახდება, ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ პროექტს, პარლამენტი სამივე მოსმენით 31 მაისამდე მიიღებს, რაც სიმბოლური იქნება, რადგან ეს დღე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. კანონპროექტთან დაკავშირებით გუშინ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო კანონპროექტის ცალკეულ ნორმებსა და იმ ცვლილებებზე, რომელთა პროექტში ასახვაზე მუშაობა პირველი მოსმენის შემდეგ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მთავრობამ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც 17 გვერდისგან შედგება. მათი შეფასებით, პროექტში ჩაწერილი ცალკეული რეგულაციები და ნორმები "ბუნდოვნად" და "გაუგებრად" არის ჩაწერილი. მაგალითად, მთავრობას არ მოსწონს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინებზე, დახლზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადი იყოს ობიექტის გარედან და ასევე, ობიექტის შიგნით. "ხილულად განლაგების აკრძალვის შემოღება მნიშვნელოვნად დააზარალებს ობიექტებს, რომლებიც აღნიშნული პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით ასეთი 10 000 სავაჭრო წერტილია, სადაც მხოლოდ პროდუქციის განლაგებაში ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონი ლარი იხარჯება. თამბაქოს პროდუქციით საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 22 000 ადამიანს აღწევს," - აღნიშნულია პარლამენტში გაგზავნილ დასკვნაში. მათი თქმით, ასევე, გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია აკრძალვა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში, თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობას ითვალისწინებს. როგორც მთავრობაში ამბობენ, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს მომხმარებლისათვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა. მიუღებელია ე.წ. "დრაივის" - გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვაც. გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებული რამდენიმე ნორმის შესახებ თავისი შენიშნვნები ჰქონდა ბიზნესომბუდმენ ზურაბ ძნელაშვილს, რომლის განცხადებითაც მიუღებელია თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთა დაუშვებლობა კანონპროექტისა და თამბაქოს რეგულაციების საკითხების განხილვის პროცესში. "ერთ წელზე ადრე შეზღუდვების ამოქმედება ბიზნესს სერიოზული პრობლემების, დარტყმის წინაშე დააყენებს. ვადების ამოქმედების გარდა არის მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც წინააღმდეგობას ვუწევთ, ეს არის მაგალითად ზიანის ანაზღაურების პრინციპი, რომელიც დგინდება კანონპროექტით და რაც არის წარმოუდგენელი საქართველოში, გარდა ამისა, მიუღებელია თამბაქოს ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული პირების მონაწილეობის დაუშვებლობა განხილვებში," - განმარტავს ზურაბ ძნელაშვილი. მთავრობის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს არ იზიარებს კანონპროექტის ავტორი გუგული მაღრაძე. როგორც დეპუტატი ამბობს, კანონის მიღების შემდგომ აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის ღია რეკლამები, რომლებიც ბილბორდებსაც შეეხება. "კანონის მიღების შემდეგ აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარების, თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაცია და განლაგება ღია რეკლამით. დახურული უნდა იყოს "ბოქსები". ახლა გამოფენილი რომ არის ნაირ-ნაირი სიგარეტები, დახურული უნდა იყოს. აიკრძალება ასევე რეკლამა ბილბორდებზე. ხშირად ვითვლი ხოლმე, 10 ბილბორდიდან რამდენზეა სიგარეტის რეკლამა, დაახლოებით 6-7-ზე არის," - განაცხადა მაღარძემ. მთავრობის შენიშვნაზე, რომელიც სარეკლამო ბიზნესის დაზარალებას ეხებოდა, დეპუტატი აცხადებს, რომ თამბაქოს რეკლამის აკრძალვით აღნიშნულ ბიზნესს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის სხვა ტიპის რეკლამით შეიცვლება. "იყო შენიშვნა მთავრობის მხრიდანაც, ხომ არ დააზარალებს ეს სარეკლამო ბიზნესს. ამაზეც არსებობს კვლევები და აღმოჩნდა, რომ არანაირი ზიანი არ მიადგება. გვახსოვს გამოთქმა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება, ანუ ის ბილბორდები ცარიელი არ დარჩება და სხვა ტიპის რეკლამები წავა. "ვაძლევთ დროს, რომ თამბაქოს ინდუსტრიაც შეეგუოს სიახლეებს. გარდა ამისა, სხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ გათავისუფლდება ბევრი ბილბორდი, სადაც მათ შეეძლებათ რეკლამის განთავსება. იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ლატარიებისა და გათამაშებების მოწყობა, რაც ასევე რეკლამას წარმოადგენს. საჩუქრის გაცემა და ა.შ.," - აღნიშნა მაღრაძემ. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, აღნიშნული კანონპროექტი არ დააზარალებს თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს და არ ექნება ფისკალური ეფეტი. "ეს კანონმდებლობა მიმართულია არამწეველთა დასაცავად. აღნიშნული კანონმდებლობით, მწეველთა რაოდენობა თითქმის არ მცირდება მოკლევადიან პერსპექტივაში. ჩვენი ვარაუდით, მხოლოდ 1-2%-ით შემცირდება თამბაქოს მოხმარება, შესაბამისად, ფისკალური ეფექტი იქნება მინიმალური, თუ იქნება საერთოდ," - აცხადებს ზოიძე. რაც შეეხება კანონის გადავადებას, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენის დროს პარლამენტის მხარდაჭერა ერთსულოვანი იყო და მიუხედავად შენიშვნებისა, იმედს გამოთქვამს, რომ 31 მაისამდე კანონს სამივე მოსმენით მიიღებენ. "პარლამენტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით ერთსულოვანი იყო, დამერწმუნეთ, ასეთი ერთსულოვნება იქნება მეორე მოსმენის დროსაც. ჩვენ შევაჯერებთ ჩვენს მოსაზრებებს მთავრობასთან და იმედი მაქვს, 31 მაისამდე უკვე სამივე მოსმენით მივიღებთ კანონს. "ეს არის თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დღისთვის ჩვენ უკვე გვექნება მიღებული ის კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მომავალი თაობის გადარჩენას ამ საშინელებისგან," - განაცხადა აკაკი ზოიძემ "მოამბესთან" საუბრისას. ცნობისთვის, კანონპროექტის ოფიციალური საკომიტეტო მოსმენა 3 მაისს გაიმართება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4390900&name=19.04.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---