From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-19.07.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 19.07.2016 08:54
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 19.07.2016

ტელევიზია 

1 8.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 15:00

საქართველოში შრომითი მიგრაციის განვითარების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტში საუბარია შრომის ბაზრის და მიგრაციის მართვის, მისი პოლიტიკის სრულყოფისა და დროებითი ლეგალური შრომითი მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე. სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფაში და მის სწორად განვითარებაში ქართულ მხარეს სამი წლის განმავლობაში გერმანელი სპეციალისტები დაეხმარებიან. "მე იმედი მაქვს, რომ მათთან თანამშრომლობით ჩვენ ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ, გამომდინარე იქიდან, რომ გავითვალისწინებთ მათ გამოცდილებას", - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3778107

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3777991

მაესტრო- კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3777805

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3777491

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3778859

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3778752

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3778982

---

 

1 8.07.2016

არხი:          I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

მინდობით აღზრდისა და ბავშვების ოჯახებში დაბრუნების თემაზე სახალხო დამცველმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. მონიტორინგის მიხედვით, გამოვლენილია ბავშვებზე ძალადობის ფაქტები. პრობლემად არის დასახელებული სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობაც. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, უნდა განხორციელდეს მინდობით აღმზრდელ ოჯახთა სისტემური და რეგულარული გადამზადება. ყურადღება უნდა გამახვილდეს ბავშვების უსაფრთხოებაზე და ნებისმიერი ტიპის არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან აცილებაზე. მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატმა მინდობით აღზრდის 380 და რეინტეგრაციის 110 ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3778727

რუსთავი2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3777924

---

 

1 8.07.2016

არხი:          бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კონტაქტი бѓ бѓ•бѓђбѓ–бѓ”

სოციალური დახმარება ნაცნობობით, თუ ქულების მინიჭების ახალი სქემა, ხარაგაულში სოციალური შემწეობის გარეშე ათობით ოჯახი დარჩა. ისინი დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ, შესაბამის უწყებამდე ხმის მიწვდენას კი ჩვენ. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროში და აცხადებენ რომ ახალი მეთოდოლოგიით ქულათა მინიჭების სისტემა აბსოლუტურად მიუკერძოებელია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3778698

---

 

1 8.07.2016

არხი:          რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 18:00

10 წლის მარიამ გაბარაშვილს კუნთოვანი დისტროფია აქვს და ეტლს არის მიჯაჭვული. მისი სარეაბილიტაციო კურსისთვის საზღვარგარეთ 6 ათასი ევროა საჭირო. ოჯახს არ აქვს საშუალება უმკურნალოს მარიამს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3778483

---

 

 

ინტერნეტი

18.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/38596-sakhalkho-damcveli-aucilebelia-reintegrirebul-ojakhta-socialuri-funqciis-amaghleba

 

სახალხო დამცველი: აუცილებელია, რეინტეგრირებულ ოჯახთა სოციალური ფუნქციის ამაღლება

2016 წლის 18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება“, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების მონიტორინგის შესახებ სპეციალური ანგარიშების პრეზენტაცია გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. "ანგარიშებში წარმოდგენილია სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ, 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები. მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა შეისწავლა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის 380 და რეინტეგრაციის სერვისის 110 ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობა და მეურვეობა–მზრუნველობის რეგიონული საბჭოების სხდომების მუშაობა. 2005 წლიდან საქართველოში სახელმწიფო მზრუნველობის დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მინდობით აღსაზრდელ და რეინტეგრირებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ეფექტიანად დაცვისათვის, აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში მოქმედი შიდა მექანიზმების არსებითი გაძლიერება და შემდგომი მუშაობა. სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებელია, რეინტეგრირებულ ოჯახთა სოციალური ფუნქციის ამაღლება, ფარდობით და უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრებ რეინტეგრირებულ ბავშვთა გაძლიერება და ამ მიზნით, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა. რეინტეგრირებულ ბენეფიციართა მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ბავშვების უსაფრთხოების დაცვაზე, ძალადობისა და ნებისმიერი ტიპის არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან აცილება/აღმოფხვრაზე. მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებისა, ნორმატიულ დონეზე, მინდობით აღზრდის სფეროში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის. პრობლემას წარმოადგენს, ასევე, სახელმწიფო დონეზე მინდობით აღმზრდელთა მომზადებისა და გადამზადების სისტემის არარსებობა, სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაცია. აქტუალურია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა იდენტიფიკაცია და მათი რეაბილიტაცია, მინდობით აღმზრდელ მშობელთა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი რთული ქცევის მართვისა და პრევენციის, სხეულებრივი დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. გამოიკვეთა, ასევე, გამოწვევები მინდობით აღზრდის სერვისში ბავშვთა განათლების, ჯანდაცვის, მათი ბიოლოგიურ გარემოში რეინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის პროცესების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობისა და პასუხისმგებელი უწყებების მიერ უნდა მომზადდეს სპეციალური სახელმწიფო ქვეპროგრამები, განხორციელდეს მინდობით აღმზრდელ ოჯახთა სისტემური და რეგულარული გადამზადება; ყურადღება უნდა გამახვილდეს ნათესაური მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული მიმღები ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერებაზე, უნდა ამაღლდეს რეინტეგრირებული ოჯახების ინფორმირებულობის დონე ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით, ხელი შეეწყოს ქვეპროგრამაში ჩართულ, ფარდობითი სიღარიბის პირობებში მცხოვრებ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებსა და შორეულ სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა ოჯახების სოციალურ გაძლიერებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შეიმუშაონ და წარმართონ კოორდინირებული პოლიტიკა მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის სფეროში და შეასრულონ სპეციალურ ანგარიშებში გაწერილი რეკომენდაციები", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ განცხადებაში.

გურიანიუს.ქომ- http://gurianews.com/_/left_wide/40517_67_ka/mindobiT_aRzrdisa_da_reintegraciis_servisebis_monitoringis_Sesaxeb_ombudsmenma_angariSebi_gamoaqveyna.html

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/23785/ombudsmeni-autsilebelia-reintegrirebul-ojakhta-sotsialuri-funqtsiis-amaghleba

---

 

18.07.2016   

მედიასაშუალება: http://kvira.ge/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90/

 

დიმიტრი ქუმსიშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილა. ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს იმპორტის სტრუქტურაში მედიკამენტები 600 მლნ აშშ დოლარამდეა, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. ამავე დროს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში სახეზეა ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ექსპორტის საკმაოდ მზარდი ტენდენცია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დაისვა ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის. მსგავსი ფორმატის შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის მონაწილეობით პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში ფარმაცვეტული ბიზნესის ყველა მსხვილმა წარმომადგენელმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და გენადი არველაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელი

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/show_news.php?id=73228&lang=geo

---

 

18.07.2016   

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/38564-jandacvis-saministrosa-da-GIZs-shoris-urtiertgagebis-memorandumi-gaformda

 

ჯანდაცვის სამინისტროსა და GIZ–ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის - "შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა,– ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ, GIZ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა მარი შეფერმა და GIZ-ის პროგრამის "მიგრაცია განვითარებისთვის“ დირექტორი რალფ ზანფტენბერგმა მოაწერეს. მემორანდუმი სამი წლის ვადით გაფორმდა და ითვალისწინებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და GIZ-ის თანამშრომლობას - შრომის ბაზრისა და მიგრაციის მართვის, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის და დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე. კერძოდ, მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს: დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფა, შრომითი მიგრაციის მონაცემთა ბაზისა და მისი მართვის მეთოდოლოგიების შემუშავება, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების ხელშეწყობა. როგორ სამინისტროდან იუწყებიან, "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მიზანია საქართველოში შეიქმნას შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებასა და გამორიცხავენ არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=27735

---

 

18.07.2016   

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/23786/shshm-pirta-damsaqmeblebs-sakhelmtsifo-otkhi-tvis-ganmavlobashi-daekhmareba

 

შშმ პირთა დამსაქმებლებს სახელმწიფო ოთხი თვის განმავლობაში დაეხმარება

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტომ ხელფასების 50-%-იანი სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის მიხედვით, დამსაქმებელმა, რომელსაც შშმ პირის დასაქმების სურვილი აქვს, სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს ვაკანსია და სახელმწიფო მას შშმ პირისთვის ხელფასის გადახდაში ოთხი თვის განმავლობაში დაეხმარება. 4 თვის შემდეგ დამსაქმებელი ვალდებულია დადებული კონტრაქტის საფუძველზე დასაქმებულს გაუგრძელოს შრომითი კონტრაქტი და ხელფასი თვითონ აუნაზღაუროს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 676 000 ლარია და თითოეული დასაქმებულისთვის თვეში სახელმწიფო მაქსიმუმ 460 ლარს გადაიხდის. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, პროგრამა საპილოტეა. “რამდენიმე რეგიონში დამსაქმებლებმა უკვე გამოთქვეს შშმ და სსსმ პირების დასაქმების სურვილი. პროგრამა პილოტირების პროცესშია. შემდეგ წელს სამუშაო ადგილების ფიზიკური ადაპტირების სუბსიდირებასაც ვაპირებთ”. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა სააგენტომ შარშან დაიწყო და პროგრამის ერთ-ერთი მიზანი შრომის ბაზრის კვლევაა. “წელს პროგრამას, ე.წ. მოწყვლადი დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი დაემატა. მოდელის შემუშავებაში სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართული. იმედი მაქვს, პროგრამა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმებას”, - ამბობს ელზა ჯგერენაია.

---

 

18.07.2016

მედიასაშუალება: http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/4140-mravalshviliani-mama-premier-ministrthan-ar-miushves

 

მრავალშვილიანი მამა პრემიერთან არ მიუშვეს

ქუთაისში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის პროცესი მცირე ხნით ინცინდენტმა გადაფარა. მრავალშვილიანი მამა დავით გვეტაძე პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრად მთავრობის წევრებთან მიახლოებას ცდილობდა. გვეტაძე სცენას გაარიდეს, თუმცა მოქალაქე ხმამაღალი ყვირილით პრემიერის ყურადღებას ითხოვდა. დავით გვეტაძე სოციალურად დაუცველია და მას არაერთხელ მიუმართავს ქუთაისის მერიისთვის სოციალური დახმარების თხოვნით. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ქუთაისში "ქართული ოცნების" იმერეთის

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

19.07.2016     

მედიასაშუალება:          ქრონიკა+

 

საქართველოში ორსულები შიმშილობენ!

"ქრონიკა+" - ს ერთ - ერთ წინა პუბლიკაციაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჰყავდა რესპოდენტად, რომელმაც პერინატალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ვრცლად ისაუბრა... ვინაიდან და რადგანაც მოქმედ ხელისუფლებას ციფრებით ფაქტებით უნა ველაპარაკო, "ქრონიკას+" კონკრეტულ შემთხვევებზე გადავა. საქართველოში დაბადებიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხობრივი მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, ასე გამოიყურება: გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის (UNISEF) ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზების კვლევამ გამოავლინა, რომ თბილისის ფარგლებს გარეთ მაცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების ფაქტები 1,4 - ჯერ აღემატება თბილისში მცხოვრები ჩვილი ბავშვების გარდაცვალების რიცხვს. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც UNISEF ასახელებს ჩვილთა გარდაცვალების მთავარ მიზეზად - ეს გახლავთ უკიდურესი სიღარიბე და ორსულის პატრონაჟის სისტემა. "ქრონიკა +"კიდევ უფრო დაკონკრეტდება და მკითხველს ყველაზე ავტორიტარული საერთაშორისო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის კვლევის პასუხებს გაცნობს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ახალ მასშტაბურ რეფორმაში, ფაქტობრივად, გათვალისწინებული არ არის. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებიდან ირკვევა, ბავშვთა ჯანდაცვის ა და სიკვდილიანობის სფეროში ფიქსირდება სამედიცინო პერსონალის გულგრილობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3779230&name=19.07.2016+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---